იოს­იფ ბროდ­ს­კი – შეხ­ვედ­რე­ბი ოდ­ენ­თან

“სა­უბ­რე­ბი ბროდ­ს­კის­თან”

ფრაგ­მენ­ტი სო­ლო­მონ ვოლ­კო­ვის წიგ­ნი­დან

 

- რო­დის გა­­გეთ პირ­ვე­ლად ოდ­­ნის სა­ხე­ლი?

- ოც­და­ხუ­თის ვიქ­ნე­ბო­დი. პირ­ვე­ლი, ვინც ოდ­­ნის შე­სა­ხებ სე­რი­­ზუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა, ანდ­რეი სერ­გე­­ვი იყო, ჩე­მი ახ­ლო­ბე­ლი, ინგ­ლი­სუ­რი­დან მთარ­­­ნე­ლი. რო­ცა გა­და­სახ­ლე­ბი­დან დავ­­რუნ­დი, მას ჩე­მი ლექ­სე­ბი მი­ვუ­ტა­ნე წა­სა­კითხად; მე­უბ­ნე­ბა: “ძა­ლი­ან ჰგავს ოდ­ენს”. თუ არ ვცდე­ბი, გუ­ლის­­მობ­და ჩემს ლექსს “ორი სა­­თი რე­ზერ­ვუ­არ­ში”. მა­შინ ეს ლექ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონ­და; ახ­ლაც კი მი­ჭირს მი­სი ობ­­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა. ამ­­ტო­მაც და­ვინ­ტე­რეს­დი ოდ­­ნით. და­ვიწყე მი­სი ლექ­სე­ბის ძებ­ნა. იმ დრო­­სათ­ვის ერ­თა­დერ­თი წიგ­ნი, სა­დაც ოდ­­ნის გაც­ნო­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ინგ­ლი­სუ­რი პო­­ზი­ის ან­თო­ლო­გია გახ­­დათ, გუტ­ნე­რის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი და 1937 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ამ ან­თო­ლო­გი­ით ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ოდ­ენ­ზე. თარ­­მა­ნე­ბის ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით, ან­თო­ლო­გია ვე­რა­ნა­ირ ჩარ­ჩო­ში ვერ თავ­­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­შინ ინგ­ლი­სუ­რი არ ვი­ცო­დი, ის-ის იყო ვიწყებ­დი სწავ­ლას. ამ­­ტომ ჩე­მი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ოდ­­ნის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მი­ახ­ლო­­ბი­თი და ბუნ­დო­ვა­ნი იყო, რო­გორც თა­ვად თარ­­მა­ნე­ბი. თით­ქოს რა­ღაც ვიგ­­ძე­ნი, მაგ­რამ ბევ­რიც ვე­რა­ფე­რი. 1964 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ოდ­ენს რე­გუ­ლა­რუ­ლად ვკითხუ­ლობ­დი, ვკითხუ­ლობ­დი ყვე­ლა­ფერს, რაც ხელ­ში ჩა­მი­ვარ­დე­ბო­და; სტრი­ქონ-სტრი­ქონ ვარ­ჩევ­დი ლექ­სებს. სად­ღაც სა­მო­ცი­­ნი წლე­ბის მი­წუ­რუ­ლის­­ვის რა­ღა­ცე­­ბის მიხ­ვედ­რა და­ვიწყე, მივ­­­დი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა არ მეს­მო­დეს ეს პო­­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით – მი­სი მეტ­რი­კა.

- რო­დის და­­კავ­შირ­დით პირ­ვე­ლად ოდ­ენს?

- რო­ცა ჩე­მი ლექ­სე­ბის ინგ­ლი­სუ­რად მთარ­­­ნე­ლი, ჯორჯ კლა­­ნი, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ჩა­მო­ვი­და, მითხ­რა, რომ ინგ­ლი­სუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პინ­­ვი­ნი” ჩე­მი წიგ­ნის გა­მოშ­ვე­ბას აპ­­რებ­და. ვე­ღარც ვიხ­სე­ნებ, რო­დის მოხ­და ეს ამ­ბა­ვი… წი­ნა ცხოვ­რე­ბა­ში… კლა­ინ­მა მკითხა: “იოს­იფ, ვის სთხოვ­დით წი­ნა­სიტყ­ვა­­ბის და­წე­რას?” მე ვუ­პა­სუ­ხე: “ღმერ­თო ჩე­მო, რა­ღა თქმა უნ­და ოდ­ენს! მაგ­რამ ეს ნაკ­ლე­ბად რე­­ლუ­რია”. ჩემს გა­­ცე­ბას საზ­­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­ცა გა­ვი­გე, რომ ოდ­­ნი და­თან­­­და ჩემს წი­ნა­და­დე­ბას. ამ­ის შემ­დეგ ოდ­ენ­მა რამ­დე­ნი­მე მო­სა­კითხი ბა­რა­თი და წიგ­ნი გა­მო­მიგ­ზავ­ნა. მეც ვუგ­ზავ­ნი­დი ჩე­მი ცუ­დი ინგ­ლი­სუ­რით ნა­წერ წე­რი­ლებს.

- რო­დის შეხ­­დით ოდ­ენს?

- რო­გორც კი საბ­ჭო­­თი­დან გა­მა­ძე­ვეს, 1972 წლის ივ­ნის­ში. თვით­­­რი­ნა­ვი ვე­ნის აერ­­პორ­­ში დაჯ­და. იქ დამ­­­და ამ­­რი­კე­ლი გა­მომ­ცე­მე­ლი კარლ პრო­ფე­რი, ჩე­მი ახ­ლო­ბე­ლი. ვი­ცო­დი, რომ ოდ­­ნი ზაფხუ­ლო­ბით ავს­­რი­­ში ცხოვ­რობ­და და პრო­ფერს ვთხო­ვე, იქ­ნებ მოვ­ძებ­ნოთ-მეთ­ქი. ვე­ნა­ში 4 ივ­ნისს ჩავ­­რინ­დი, 6-ში თუ 7-ში კი მან­ქა­ნა­ში ჩავ­­ხე­დით და ჩრდი­ლო­­თის­კენ გა­ვემ­­ზავ­რეთ კირ­­­ტე­ტე­ნის მო­სა­ძებ­ნად, სა­დაც ოდ­­ნი ცხოვ­რობ­და (ავს­­რი­­ში სა­მი კირ­­­ტე­ტე­ნია). ბო­ლოს სა­სურ­ვე­ლი კირ­­­ტე­ტე­ნიც ვი­პო­ვეთ და ოდ­­ნის სახ­ლიც. მო­ახ­ლემ – ოდ­­ნი სახ­­ში არ არ­­სო და გა­მოგ­­ყა­რა. უკ­ვე უკ­ან დაბ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დით, რო­ცა და­ვი­ნა­ხე, რო­გორ მო­უყ­ვე­ბო­და აღ­მართს წი­თელ­პი­ჯა­კი­­ნი ზორ­ბა მა­მა­კა­ცი, იღ­ლი­­ში წიგ­ნე­ბის შეკ­­რა ამ­­­ჩა­რა.

- რო­გორ გა­მო­ნა­ხეთ ოდ­ენ­თან სა­ერ­თო ენა?

- პირ­ვე­ლი­ვე დღეს, რო­ცა სა­სა­უბ­როდ დავ­­ხე­დით, მე მი­სი და­კითხ­ვა და­ვიწყე. ეს იყო გრძე­ლი ინ­ტერ­ვიუ თე­მა­ზე: რას ფიქ­რობს იგი ამა თუ იმ ინგ­ლი­სუ­რე­ნო­ვან პო­­ტებ­ზე. ოდ­­ნი არც­თუ დი­დი ხა­ლი­სით მპა­სუ­ხობ­და. ეს იყო ძა­ლი­ან ზუს­ტი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი, რო­მელ­თაც დღემ­დე – არა, ჩემ­­ვის კა­ნო­ნიაო, ვერ ვიტყ­ვი, მაგ­რამ – რო­მელ­თაც დღემ­დე ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ოდ­­ნი ობ­­ექ­ტუ­რი იყო, პო­­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ყუ­რად­ღე­ბას არ აქ­ცევ­და პი­რად სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თი­ებს, არც იმ­ას, რამ­დე­ნად მახ­ლო­ბე­ლი თუ უც­ხო იყო მის­­ვის მო­ცე­მუ­ლი იდ­­­მა. მახ­სოვს, მან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა რო­ბერტ ლო­­ელს, რო­გორც პო­ეტს, თუმ­ცა მის პი­როვ­ნე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვით არ იხ­სე­ნი­ებ­და. იმ დრო­­სათ­ვის მას ლო­­ელ­თან მო­რა­ლუ­რი ხა­სი­­თის პრე­ტენ­ზი­­ბი ჰქონ­და. ოდ­­ნი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი აზ­რის იყო ფროს­­ზე. კარ­გად იხ­სე­ნი­ებ­და ენ­ტო­ნი ჰეხტს. ხომ გეს­მით, ეს ის კა­ცი არ იყო, ეთქ­ვა: “რა გა­და­სა­რე­ვია!”

- თქვენ თუ გე­კითხე­ბო­დათ რა­მეს?

- მი­სი პირ­ვე­ლი შე­კითხ­ვა ას­­თი იყო: “გა­ვი­გე, მოს­კოვ­ში, რო­ცა ად­­მი­­ნი სად­მე მან­ქა­ნას ტო­ვებს, “დვორ­ნი­კებს” ხსნის და თან მი­აქვს, რა­ტომ?” ტი­პი­­რი ოდ­­ნია, არა? მე და­ვიწყე ახს­ნა, რომ “დვორ­ნი­კე­ბის” შოვ­ნა ჭირს, რომ ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის წარ­მო­­ბა დი­დი შე­ფერ­ხე­ბე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი დე­ფი­ცი­ტია. მი­­ხე­და­ვად ჩე­მი გან­მარ­ტე­ბე­ბი­სა, ეს გა­რე­მო­­ბა ოდ­­ნის­­ვის ერთ-ერთ უდ­­დეს რუ­სულ სა­­დუმ­ლოდ დარ­ჩა.

- თუ გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დათ ოდ­­ნი რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე?

- კი, მე­კითხე­ბო­და იმ რუ­სი პო­­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც იც­ნობ­და. სხვა­თა­შო­რის, ოდ­ენ­მა და­დე­ბი­თი რე­ცენ­ზია და­წე­რა კონ­­ტან­ტინ ლე­ონ­ტი­­ვის წიგ­­ზე, რო­მე­ლიც ინგ­ლი­სუ­რად გა­მო­­ცა. ამ­ბობ­და, რომ ერ­თა­დერ­თი რუ­სი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც იზ­­დავ­და, ჩე­ხო­ვი იყო. კი­დევ, მახ­სოვს, შე­ნიშ­ნა, რომ დოს­ტო­ევ­­კის­თან ერ­თად ერთ ჭერ­­ვეშ ვერ იც­ხოვ­რებ­და; ტი­პი­­რი ინგ­ლი­სუ­რი გა­მო­ნათ­­ვა­მია.

- თუ გე­კითხე­ბო­დათ რა­მეს თქვენს საბ­ჭო­თა გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე: სა­სა­მარ­­ლო­ზე, გა­და­სახ­ლე­ბა­ზე და ასე შემ­დეგ?

- რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა და­მის­ვა ამ­ის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მე, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ად­­მი­­ნი (შე­საძ­ლოა, მე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს კულ­ტუ­რუ­ლო­ბა­ზე), ას­ეთ სა­კითხებ­ზე დუ­მილს ვამ­ჯო­ბი­ნებ. ად­­მი­ან­მა არ უნ­და გა­­ხა­დოს სა­სა­უბ­რო თე­მად ის, რაც მი­სი არ­სე­ბო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა­ზე მი­­ნიშ­ნებს.

- აღ­წე­რეთ ოდ­­ნი კირ­­­ტე­ტენ­ში.

- ეს იყო ორ­სარ­თუ­ლი­­ნი სახ­ლი. ოდ­­ნი ცხოვ­რობ­და ავს­­რი­ელ მო­ახ­ლეს­თან და თა­ვის მე­გო­ბარ­თან, ჩეს­ტერ კალ­მან­თან ერ­თად. სახ­­ში იყო გა­სა­­ცა­რი სამ­ზა­რე­­ლო – უზ­არ­მა­ზა­რი, რო­მე­ლიც ბოთ­ლე­ბით იყო სავ­სე. ნამ­­ვი­ლი სამ­ზა­რე­­ლო ბიბ­ლი­­თე­კა.

- ამ­ბო­ბენ, რომ იქ სა­ში­ნე­ლი უწ­ეს­რი­გო­ბა სუ­ფევ­და, ყველ­გან ეყ­­რა ჭუჭყი­­ნი საც­­ლე­ბი, ძვე­ლი გა­ზე­თე­ბი, საჭ­­ლის ნარ­ჩე­ნე­ბი.

- არა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხატ­­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა. ერთ­­ვა­რი ქა­­სი შე­­ნიშ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ჭუჭყი­­ნი საც­­ლე­ბი ნამ­­ვი­ლად არ­სად ეყ­­რა. თუმ­ცა ზე­მოთ არც ავ­სულ­ვარ, იქ იყო ოდ­­ნის სა­ძი­ნე­ბე­ლი, სა­დაც არ­­ფე­რი მე­საქ­მე­ბო­და. სას­ტუმ­რო ოთ­ახ­ში ბევ­რი წიგ­ნი იყო, კედ­ლებ­ზე სუ­რა­თე­ბი ეკ­­და, მათ შო­რის სტრა­ვინ­­კის შე­სა­ნიშ­ნა­ვი პორ­­რე­ტი.

- რო­გორც ვი­ცი, ოდ­­ნი ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რათ პირ­ველ დღე­ებ­ში.

- ის ცდი­ლობ­და, მთე­ლი ჩე­მი საქ­მე­­ბი თა­ვის თავ­ზე აეღო. “ამ­­რი­კელ პო­ეტ­თა აკ­­დე­მი­ას” ათ­­სი დო­ლა­რი გა­მოს­ტყუა ჩემ­­ვის, ასე გა­მიჩ­­და საწყი­სი თან­ხა. აუხს­ნე­ლია – რო­გორ და რა­ტომ, მაგ­რამ ჩემ­­ვის გან­კუთ­­ნი­ლი ყვე­ლა წე­რი­ლი მის სა­ხელ­ზე მო­დი­­და. რო­გორც კრუ­ხი თა­ვის წი­წი­ლა­ზე, ისე ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. არ­­ნორ­მა­ლუ­რად გა­მი­მარ­­ლა. ყვე­ლა­ფე­რი იმ­ით დას­რულ­და, რომ ავს­­რი­­ში ჩაფ­რე­ნი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, ჩვენ ერ­თად ჩავ­­ხე­დით თვით­­­რი­ნავ­ში და გავ­­რინ­დით ლონ­დონ­ში, პო­­ზი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც ერ­თად გა­მო­ვე­დით სცე­ნა­ზე; ჭე­რიც ერ­თი გვქონ­და, სტი­ვენ სპენ­დერ­თან დავ­ბი­ნავ­დით. იქ ექვ­სი დღე დავ­­ჩით. ოდ­ენს პირ­ველ სარ­თულ­ზე ეძ­­ნა, მე – მე­­რე­ზე.

- რო­გორ გა­მო­­ყუ­რე­ბო­და სტი­ვენ სპენ­დე­რი ოდ­­ნის გვერ­დით?

- საქ­მე იმ­­შია, რომ მათ ძა­ლი­ან ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დათ, და სპენ­დე­რი, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ითქ­ვას, ყო­ველ­­ვის უმც­რო­სის როლ­ში იყო. რო­გორც ჩანს, ამ­ას თა­ვად სპენ­დე­რის ხა­სი­­თი გა­ნა­პი­რო­ბებ­და. თით­ქოს ცხა­დი იყო, რომ ოდ­­ნი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­სე­ბაა, ბევ­რად უფ­რო მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი, გეს­მით? ამ­­ში სპენ­დე­რის უდ­­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რად­გან აღ­­­რო ვინ­მეს აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა, უარი თქვა კონ­კუ­რენ­ცი­­ზე – ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ სუ­ლი­ერ სიძ­ლი­­რე­ზე მეტყ­ვე­ლებს.

- ოდ­­ნის სიკ­­დი­ლის შემ­დეგ მი­სი ამ­ბე­ბის გარ­­ვე­ვას ყვე­ლა სპენ­დე­რი­სა­გან ცდი­ლობ­და… ის იძ­­ლე­ბუ­ლიც კი იყო ემტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ არ­­სო­დეს წო­ლი­ლა ოდ­ენ­თან.

- დი­ახ, ვი­ცი. მე მეს­მის, რომ სტი­ვე­ნი და­ღა­ლა ოდ­­ნის კონ­ფი­დენ­ტის უს­­­მოვ­ნო როლ­მა. თით­ქოს მხო­ლოდ მას მო­­კითხე­ბო­და ოდ­­ნის ამ­ბე­ბი. ბო­ლოს და ბო­ლოს, თა­ვად სპენ­დე­რი უდ­­დე­სი პო­­ტი იყო.

- რო­დის შედ­გა თქვე­ნი მო­რი­გი შეხ­ვედ­რა კირ­­­ტე­ტე­ნი­სა და ლონ­დო­ნის შემ­დეგ?

- 1972 წლის შო­ბა ვე­ნე­ცი­­ში გა­ვა­ტა­რე, ამ­­რი­კა­ში კი ნე­ლი გზით დავ­­რუნ­დი – ჯერ პა­რი­ზი, შემ­დეგ ლონ­დო­ნი. ლონ­დონ­ში ყოფ­ნი­სას ოდ­ენს გა­და­ვუ­რე­კე, ის იმ დროს ოქს­ფორ­­ში ცხოვ­რობ­და. ვეს­ტუმ­რე. ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ. შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა ის­ევ ლონ­დონ­ში შედ­გა და ის­ევ პო­­ზი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, მომ­დევ­ნო ზაფხულს. იმ­­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ოდ­­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ჩემ­­ვის უდ­­დე­სი დარ­ტყ­მა იყო.

- თქვენ ოდ­ენ­ში მა­მას ხე­დავ­დით?

- არ­­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში. მაგ­რამ რაც მეტს ვცხოვ­რობ, რაც მე­ტად მით­რევს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია, მით უფ­რო რე­­ლუ­რი ხდე­ბა ჩემ­­ვის ეს პო­­ტი. და მით უფ­რო მე­ტად ვხდე­ბი მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. და­მო­კი­დე­ბუ­ლი – სტი­ლის­ტუ­რად კი არა – ეთ­­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ოდ­­ნის გავ­ლე­ნა შე­მიძ­ლია შე­ვა­და­რო ახ­მა­ტო­ვას გავ­ლე­ნას.

- მე წა­მი­კითხავს, რომ ოდ­­ნი ყო­ველ სა­ღა­მოს მთვრა­ლი იყო, იმ­დე­ნად მთვრა­ლი, რომ ვე­ღა­რა­ფერს შე­ას­მენ­დი. სპენ­დე­რიც ამ­ბობს, რომ ბო­ლო წლებ­ში ოდ­ენს ხში­რად ავ­იწყ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ღა­მოს ექვ­სი სა­­თის შემ­დეგ ითქ­მე­ბო­და.

- ალ­ბათ მა­ინც გა­აჩ­ნია, რა ითქ­მე­ბო­და… ოდ­­ნი ზუს­ტად ცხრა სა­ათ­ზე წვე­ბო­და. აი ამ დროს მარ­­ლაც უაზ­რო­ბა იყო მას­თან სა­­ბა­რი. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე იც­ავ­და რე­ჟიმს. საკ­მა­ოდ ად­რე დგე­ბო­და. ვფიქ­რობ, მარ­ტი­ნის პირ­ველ ჭი­ქას და­ახ­ლო­­ბით შუ­ად­ღი­სათ­ვის სვამ­და. ას­­თი ოდ­­ნიც მახ­სოვს – ერთ ხელ­ში მარ­ტი­ნი, მე­­რე­ში სი­გა­რე­ტი. ლან­ჩის შემ­დეგ იძ­­ნებ­და. თუ არ მეშ­ლე­ბა, სად­ღაც სამ სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებ­და.

- მი­­ხე­და­ვად ამ­­სა, ოდ­­ნი ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­­რი იყო: ლექ­სე­ბი, კრი­ტი­კუ­ლი პრო­ზა, პი­­სე­ბი…

- ვფიქ­რობ, რომ ოდ­ენ­მა ბევ­რად ნაკ­ლე­ბი დრო და­კარ­გა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ­მა სხვა პო­ეტ­მა. ამ­ას­თან, რო­გორ­ღაც ახ­ერ­ხებ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი ეკ­ითხა. ანუ ოდ­­ნის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თხზვას, კითხ­ვა­სა და – შუ­­ლე­დებ­ში – მარ­ტი­ნის მოხ­მარ­და. მას­თან სა­­ბა­რი მუ­დამ ერ­თი თე­მით იწ­ყე­ბო­და: რა წა­ვი­კითხე მე, რა წა­­კითხა მან.

- თქვენ­­ვის თუ წარ­მო­ად­გენ­და პრობ­ლე­მას ოდ­­ნის ჰო­მო­სექ­სუ­­ლიზ­მი?

- თა­ვი­დან (მი­­ხე­და­ვად ყვე­ლა­ფე­რი­სა, რაც მის შე­სა­ხებ წა­მე­კითხა) მე ეს არ ვი­ცო­დი. რო­ცა გა­ვი­გე, ამ­ას ჩემ­ზე არ­­ნა­­რი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია. პი­რი­ქით, მე ეს აღ­ვიქ­ვი, რო­გორ სა­სო­წარ­­ვე­თის კი­დევ ერ­თი, და­მა­ტე­ბი­თი სა­ბა­ბი. საქ­მე იმ­­შია, რომ პო­­ტი ამ­­თუ­იმ ფორ­მით მუ­დამ მარ­ტო­­ბის­­ვი­საა გან­წი­რუ­ლი. ეს ის­­თი საქ­მეა, რო­მე­ლიც დამ­­მა­რე­ებს არ სა­ჭი­რო­ებს. და რაც უფ­რო დიდ­ხანს წერ, მით უფ­რო შორ­დე­ბი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს. იმ დრო­­სათ­ვის მე საკ­მა­ოდ კარ­გად ვიც­ნობ­დი ნა­ტი­ფი სიტყ­ვი­­რე­ბის ის­ტო­რი­ას, რა­თა მივ­­­­და­რი­ყა­ვი, რომ პო­­ტის ცხოვ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კე­თილ­­ღე­­ბით ვერ გა­მო­ირ­ჩე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა იყვ­ნენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. ოდ­­ნი ჩემ­ზე ძა­ლი­ან მარ­ტო­სუ­ლი კა­ცის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. ვფიქ­რობ, რაც უფ­რო ძლი­­რია პო­­ტი, მით უფ­რო სა­ში­ნე­ლია მი­სი სი­მარ­ტო­ვე, მით უფ­რო უიმ­­დო…

- თვი­თონ ოდ­ენს არ­­სო­დეს უს­­უბ­რია თქვენ­თან ამ­ის შე­სა­ხებ?

- არა, არა. ჯერ ერ­თი, რომც ეთქ­ვა რა­მე, ჩე­მი მა­შინ­დე­ლი ინგ­ლი­სუ­რი სა­შუ­­ლე­ბას არ მოგ­­ცემ­და, ამ სა­კითხ­ზე მეტ-ნაკ­ლე­ბად სე­რი­­ზუ­ლი სა­­ბა­რი გა­მოგ­­­ლო­და. მე­­რეც, თა­ვი­სი ას­­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოდ­­ნი სულ სხვა სკო­ლას მი­­კუთ­­ნე­ბო­და. ეს იყო ვიქ­ტო­რი­­ნუ­ლო­ბით ნი­შან­დე­ბუ­ლი ჰო­მო­სექ­სუ­­ლიზ­მი. სრუ­ლი­ად სხვა სორ­ტი.

- იმ დას­­­ნამ­დე მივ­დი­ვართ, რომ ოდ­­ნის ცხოვ­რე­ბა და თა­ვად ოდ­­ნი ერთ­­ვარ ეს­თე­ტი­კურ ფა­სე­­ლო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ? ოდ­ენ­მა შექ­­ნა “მი­თი ოდ­ენ­ზე”, რო­მელ­შიც თვი­თონ ძველ­ბერ­ძე­ნი ცი­ნი­კო­სია ღრმა ნა­­ჭე­ბით, ალ­კო­ჰო­ლიზ­მით, ჭუჭყი­­ნი ფრჩხი­ლე­ბით…

- იც­ით, ეს უკ­­ნას­­ნე­ლი “ღირ­სე­ბა” მის­­ვის არ­­სო­დეს შე­მი­ნიშ­ნავს.

 - და სწო­რედ ეს არ­ის მი­თი! თუ შე­გიძ­ლი­ათ, აღ­წე­როთ ოდ­­ნის სა­ხე?

- მას ხში­რად ად­­რებ­­ნენ გე­ოგ­რა­ფი­ულ რუ­კას. მარ­­ლაც ჰგავ­და რუ­კას, ცენ­­­ში ჩას­მუ­ლი ორი პა­ტა­რა თვა­ლით, იმ­დე­ნად იყო მი­სი სა­ხე და­ღა­რუ­ლი ნა­­ჭე­ბით. მი­სი სა­ხე ხვლი­კის ან კუს ტყავს მა­გო­ნებ­და.

- სტრა­ვინ­­კი ამ­ბობ­და, თუ ოდ­­ნის სა­ხის და­ნახ­ვა გვინ­და, ჯერ მი­სი გა­­თო­­ბა მოგ­ვი­წევ­სო. ჰენ­რი მუ­რი, პი­რი­ქით, აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობ­და “ღრმა ნა­­ჭებ­ზე, რომ­ლე­ბიც გუთ­ნით ახ­ალ­მოხ­ნულ ველს ჰგვა­ნან”. თა­ვად ოდ­­ნი სა­კუ­თარ სა­ხეს ად­­რებ­და სა­ქორ­წი­ნო ტორტს წვი­მის შემ­დეგ.

- გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სა­ხე ჰქონ­და. სა­კუ­თა­რი ფი­ზი­­ნო­მი­ის არ­ჩე­ვა რომ შე­მეძ­ლოს, ან ოდ­­ნის სა­ხეს ავ­ირ­ჩევ­დი, ან ბე­კე­ტი­სას. უფ­რო ოდ­­ნის.

© ”არილი”