პროზა (თარგმანი)

იუს­უფ იდ­რი­სი – ჩაზ­ნე­ქი­ლი ლე­ი­ბი

yusuf idris

არაბულიდან თარგმნა იზოლდა გრძელიძემ

­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ცნობილი ეგვიპტელი მწერალი იუსუფ იდრისი (1927-1995), პროფესიით ექიმი, პირველი მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე ახალგაზრდა ეგვიპტელ მკითხველთა კერპი გახდა. მალე ძველი თაობის მწერალთა ისეთი ავტორიტეტის აღიარებაც კი მოიპოვა, როგორც ტაჰა ჰუსეინი იყო. ეს აღიარება კანონზომიერი გახლდათ, რადგან იუსუფ იდრისამდე ვერავინ შეძლო გადმოეცა ცრურწმენისაგან თავისუფალი ახალი თაობის სუფთა და ფარული სურვილები, გაცვეთილი მორალისადმი მათი შეურიგებლობა და ეგვიპტის ნათელი მომავლის რწმენა. მწერალს იზიდავს ერთი თვალის შევლებით უმნიშვნელო, არაფრით გამორჩეული ისტორიები, რომლებიც ხედვის საოცარი სიღრმით, ადამიანური თანაგრძნობით, მსუბუქი ირონიითა და თხრობის სადა მანერით მხატვრულ სრულყოფილებამდე აჰყავს. ყოველივე ამის გამო იგი არაბმა კრიტიკოსებმა “ნოველის გიგანტად” მონათ­ლეს.

 

ქორ­წი­ნე­ბის პირ­ველ ღა­მეს, რო­დე­საც ლე­­ბი ახ­­ლი, მა­ღა­ლი და ფუმ­ფუ­ლაა, იწ­ვა კა­ცი თა­ვი­სი ტა­ნა­დი, მო­სუ­ლი სხე­­ლით და სი­ნა­ზე­სა და სი­ფა­ფუ­კე­ში ჩაფ­ლუ­ლი ნე­ბივ­რობ­და. შემ­დეგ ფან­ჯა­რას­თან მდგარ ცოლს უთხ­რა:

– გა­­ხე­დე… შე­იც­ვა­ლა ქვე­ყა­ნა?

გა­­ხე­და ცოლ­მა ფან­­რი­დან, მე­რე კი თქვა:

– არა… არ შეც­­ლი­ლა.

– მა­შინ ერ­თი დღე წა­ვუ­ძი­ნებ.

ერ­თი კვი­რა ეძ­­ნა. რო­დე­საც გა­მო­ეღ­ვი­ძა, ტა­ნი ოდ­ნავ ჩაფ­ლუ­ლი­ყო ლე­იბ­ში. მე­რე შე­ხე­და ცოლს და უთხ­რა:

– გა­­ხე­დე… შე­იც­ვა­ლა ქვე­ყა­ნა?

გა­­ხე­და ცოლ­მა ფან­­რი­დან. მე­რე თქვა:

– არა… არ შეც­­ლი­ლა.

– მა­შინ ერ­თი კვი­რა წა­ვუ­ძი­ნებ.

ერ­თი წე­ლი ეძ­­ნა. რო­ცა გა­იღ­ვი­ძა, ორ­მო, რო­მე­ლიც მის სხე­ულს “გა­ეთხა­რა”, უფ­რო გაღ­­მა­ვე­ბუ­ლი­ყო. ცოლს უთხ­რა:

– გა­­ხე­დე… შე­იც­ვა­ლა ქვე­ყა­ნა?

გა­­ხე­და ცოლ­მა ფან­­რი­დან. მე­რე თქვა:

– არა… არ შეც­­ლი­ლა.

– მა­შინ ერ­თი თვე წა­ვუ­ძი­ნებ.

ხუ­თი წე­ლი ეძ­­ნა. რო­ცა გა­იღ­ვი­ძა, სხე­­ლი უფ­რო მე­ტად ჩაფ­ლუ­ლი­ყო ლე­იბ­ში. ჩვე­­ლე­ბი­სა­მებრ უთხ­რა ცოლს:

– გა­­ხე­დე… შე­იც­ვა­ლა ქვე­ყა­ნა?

გა­­ხე­და ცოლ­მა ფან­­რი­დან. მე­რე თქვა:

– არა… არ შეც­­ლი­ლა.

– მა­შინ ერ­თი წე­ლი წა­ვუ­ძი­ნებ.

ათი წე­ლი ეძ­­ნა. ღრმა ორ­მოდ ქცე­­ლი­ყო ლე­­ბი მი­სი სხე­­ლის­­ვის. მომ­­­და­რა კი­დეც, გა­და­­ფა­რეს სუ­და­რა, რომ­ლის ზე­და­პი­რი ისე მოს­წორ­და, რომ ნა­­ჭიც არ გა­­კე­თე­ბია. გა­­ტა­ნეს ლე­­ბი­­ნად, რო­მე­ლიც საფ­ლა­ვის ნი­შად ქცე­­ლი­ყო და მო­ის­რო­ლეს ფან­­რი­დან ქუ­ჩის მა­გარ მი­წა­ზე.

ამ დროს ცოლ­მა, მას შემ­დეგ, რაც უყ­­რა, თუ რო­გორ მი­­ბა­რა სა­მა­რის ნი­შად ქცე­­ლი ლე­­ბი მის უკ­­ნას­­ნელ ად­გილ­სამ­ყო­ფელს, გა­­ხე­და ფან­­რი­დან, თვა­ლი შე­ავ­ლო სივ­­ცეს და თქვა:

– ო, ღმერ­თო! ნამ­­ვი­ლად შე­იც­ვა­ლა ქვე­ყა­ნა.

© ”არილი”