პოეზია

გი­ვი ალ­ხა­ზიშ­ვი­ლი

ოც­და­მე­ერ­თეს ფურ­ც­ლე­ბი

* * *

ამ ზღვარს ვე­რა­ვინ გა­და­ა­ბი­ჯებს, ცხოვ­რობ და ის­ევ აგრ­ძე­ლებ წრი­ალს

და კედ­ლებს შო­რის მოქ­ცე­ულ სივ­რ­ცეს ფან­ჯა­რა ურ­ჩევს გა­რეთ გა­ხედ­ვას,

იქ, ჰო­რი­ზონ­ტ­თან ყულ­ფი­ვით წრეა და სიმ­რავ­ლეა უც­ნობ სა­ხე­თა

და ერ­თა­დერ­თი ნაც­ნო­ბი მზეა, რო­მე­ლიც ჩრდი­ლებს ამ­რავ­ლებს მა­რად

ქა­ლა­ქის ქუ­ჩებს მო­ე­ფი­ნე­ბა და ნო­ეს მტრე­დებს ააღ­უ­ღუ­ნებს,

იგი, ვინც სიკ­ვ­დილს მი­იჩ­ნევს არ­ად და გა­აგ­რ­ძე­ლებს ძველ სა­უ­კუ­ნეს.

ხე­ე­ბი დგა­მენ ჩრდი­ლის ნა­ბი­ჯებს და მა­თი ხმე­ბი არ­წე­ვენ ფარ­დას

ქათ­ქა­თა ფარ­დას, რო­მე­ლიც არ­ის სახ­ლის და გა­რე სივ­რ­ცის გამ­ყო­ფი,

აქ ვი­ღაც სუნ­თ­ქავს სი­ჩუ­მის გარ­და და შენ ხარ მი­სი სუნ­თ­ქ­ვის ნა­ყო­ფი.

ყა­ვის ჭი­ქი­დან ას­უ­ლი ორთ­ქ­ლი გა­გაშ­ლე­ვი­ნებს ძვე­ლიძ­ველ ალ­ბომს

რად­გა­ნაც ორთ­ქ­ლ­ში და­ი­ლან­დე­ბა ნაც­ნობ სა­ხე­თა თბი­ლი ნაკ­ვე­თე­ბი

შვი­ლის­თ­ვის, რა­საც ალ­ბო­მი ამ­ბობს, იმ­ას­ვე იტყ­ვის, რო­ცა ჩავ­კ­ვ­დე­ბი.

და­ტო­ვებ ან­დერძს, არ გე­ში­ნია სად­მე უაზ­რო სიტყ­ვის ჩაგ­დე­ბის,

ვფლან­გავ ყვე­ლა­ფერს, ანუ არ­ა­ფერს, რად­გან ცხოვ­რე­ბა ფიქ­რის ბა­დეა

და რჩე­ბა მხო­ლოდ გუ­ლის­ნა­დე­ბი, ანუ ქვე­ყა­ნა, რაც მა­ბა­დია.

5-6.V.2001 წ.

* * *

ვინ იც­ის ეს გზა სად დამ­თავ­რ­დე­ბა, წუ­თი­დან წუთ­ში გარ­და­მა­ვა­ლი,

რო­მე­ლიც უკ­ვე დი­დი ხა­ნია გა­მო­გო­ნი­ლი საზ­ღ­ვ­რით გა­მიჯ­ნეს,

ყო­ვე­ლი მგზავ­რი არ­ის მა­ვა­ნი და სხე­უ­ლე­ბი მიჰ­ყავთ ნა­ბი­ჯებს

გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ან იქ­ით, სა­დაც ხილ­ვამ იელ­ვა

და თა­ვის სა­ხე გა­მო­ა­ჩი­ნა უც­ნო­ბი სა­ხის იერ­ოგ­ლიფ­მა,

მზე შე­აგ­რო­ვა, რო­გორც იელ­მა, რო­მე­ლიც მგზავ­რ­მა მზე­რით მოკ­რი­ფა.

აქ უნ­და იყო, მაგ­რამ ვინ იც­ის, აქ ხარ თუ სხვა­გან, იქ­ნებ არა ხარ

და შე­ნი ყოფ­ნა ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნას გა­ნუ­საზ­ღ­ვ­რე­ლად აღ­ე­მა­ტე­ბა,

არ­ა­ფერს ნიშ­ნავს თვა­ლით და­ნახ­ვა, რო­დე­საც სიტყ­ვა იწ­ყებს ნა­თე­ბას.

ბგე­რე­ბით გავ­სებს რომ და­გა­მუნ­ჯოს და ვე­რა­სო­დეს ვე­ღარ ამ­ოთ­ქ­ვამ

სათ­ქ­მელს, რო­მე­ლიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არც კი ყო­ფი­ლა თურ­მე სათ­ქ­მე­ლი

და უნ­ებ­ლი­ეთ, იგი გა­მოდ­გა თან­და­თა­ნო­ბით შე­ნი შთამ­ნ­თ­ქ­მე­ლი.

ისე წვეთ-წვე­თად და­უბ­რუნ­დე­ბი დროს, შენს ხსოვ­ნას რომ დღემ­დე ინ­ა­ხავს,

რაც ხილ­ვის ბზარ­ში წუ­თით გა­მოკ­რ­თა და მი­გა­ნიშ­ნა: რომ ის აქ­ვეა,

შენ ხომ არ იცი ახ­ლა ვი­ნა ხარ და შეშ­ფო­თე­ბულ დუ­მილს რა ჰქვია.

…და აი, ბავ­შ­ვი, პირ­ვე­ლი სიტყ­ვის ბუნ­დო­ვან ბგე­რებს რომ შე­აგ­რო­ვებს,

მი­სი ღი­მი­ლი მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი დრო­ის ნა­თე­ბას კვლავ ინ­არ­ჩუ­ნებს,

რო­მელ­საც მწა­რე წლე­ბი აქ­რო­ბენ და ბუნ­დო­ვა­ნი ყო­ფა აჩ­უ­მებს.

ქვის კოდ­ვა გი­ჯობს იმ­ის ძი­ე­ბას, ის, ვინც შენ­სა­ვით ტან­ჯ­ვით არ იშ­ვა,

ვინც არ­ა­სო­დეს და­ბა­დე­ბუ­ლა, ვი­საც ვერ შთან­თ­ქავს ჟა­მი შენ­სა­ვით,

ვინც თვალ­ში გაკ­რ­თა და მი­გა­ნიშ­ნა – ფსალ­მუ­ნი დარ­დის ამ­ომ­კემ­სა­ვი.

5.V.2001 წ.

* * *

სად­ღაც ჩი­ტე­ბი ჟივ­ჟი­ვე­ბენ,

აქ­ამ­დე აღ­წევს მა­თი ხმა –

ზამ­თ­რის ნაღ­ვ­ლი­ა­ნი სიმ­ღე­რა.

ჩვენც ბე­ღუ­რე­ბი­ვით ვცხოვ­რობთ –

ზამ­თ­რის ხმა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი,

სა­ი­და­ნაც იმ წუ­თებს ამ­ოვ­ყა­ვართ,

დღეს რომ ემ­ა­ტე­ბა შე­უმ­ჩ­ნევ­ლად

და ის­ე­თი შუ­ქით ვივ­სე­ბით,

რა­საც სა­ხელს ვერ მო­უ­ძებ­ნი,

რო­ცა ჩი­ტე­ბი ჟღურ­ტულ­ზე გა­და­დი­ან,

რო­ცა მხი­ა­რულ ბგე­რებს პო­უ­ლო­ბენ

და მა­რად­მ­წ­ვა­ნე ხე­ებს არ­წევს მა­თი სიმ­ღე­რა.

ზამ­თ­რის სიმ­ღე­რა უნ­ა­პი­როა,

უნ­და უს­მი­ნო ამ ხმებს,

ვიდ­რე ფან­ჯა­რა­ში შე­მო­ი­ხე­დავს

ნუ­შის ხე,

რო­მე­ლიც სუ­ლაც არ წა­ა­გავს პა­ტარ­ძალს,

იგი, უბ­რა­ლოდ, ზამ­თ­რის სიმ­ღე­რის

ბო­ლო აკ­ორ­დი­ვით გა­ის­მის –

ჯერ კი­დევ ჩა­ჟა­მე­ბულ ბაღ­ში,

სა­დაც ჩი­ტე­ბი ჟივ­ჟი­ვე­ბენ

უც­ბად გაზ­რ­დილ დღის თვა­ლებ­ში.

ჩვენც ბე­ღუ­რე­ბი­ვით ვცხოვ­რობთ

და ხან­და­ხან მზე­რა გაგ­ვირ­ბის

ნუ­შის ხის­კენ,

გუ­შინ რომ კვირ­ტი გა­მო­უჩ­ნ­და

ჩვი­ლის თვა­ლი­ვით,

რო­მე­ლიც ჯერ ვე­რა­ფერს ხე­დავს.

* * *

… იმ გზის ძებ­ნი­სას

სიტყ­ვე­ბი წყვილ­დე­ბი­ან

და მე­ტა­ფო­რის უფს­კ­რულს ბა­დე­ბენ,

რო­გორც შიშს,

რო­მე­ლიც მუ­დამ ზურგს უკ­ან დგას

და კე­ფა­ში გუ­გუ­ნებს ში­შის ორ­კეს­ტ­რი –

მი­ვიწყე­ბუ­ლი თვა­ლის ას­ა­ხე­ლად,

სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვო სხე­უ­ლი

და აღ­არ შე­გაკ­რ­თოს დრომ,

რო­მელ­მაც და­კარ­გა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

თუმ­ცა იმ გზის მი­საკ­ვ­ლე­ვად

სიტყ­ვე­ბი ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი­ვით მი­ცო­ცა­ვენ კენ­წე­როს­კენ

და ცის და­ნახ­ვის შემ­დეგ

უკ­ან ბრუნ­დე­ბი­ან და­ეჭ­ვე­ბულ­ნი,

რომ არ არ­სე­ბობს ის გზა

და აღ­არ არ­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო რა­ი­მე თქვა,

რომ ვი­ღა­ცას ცოცხა­ლი ეგ­ო­ნო.

მაგ­რამ მუნ­ჯიც ხომ ამ­ო­იღ­მუვ­ლებს ზოგ­ჯერ,

გუ­ლი რომ არ გა­უს­კ­დეს,

რომ “უც­ნობ ღმერთს” ხმა მი­აწ­ვ­დი­ნოს

და ხე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბით უთხ­რას ვინ­მეს,

რომ ცოცხა­ლია,

რად­გან თვა­ლებ­ში ჩარ­ჩე­ნილ ფიქრს

ვე­რა­ვინ ხე­დავს.

იმ­ოძ­რა­ვეთ, ხე­ლე­ბო, იმ­ოძ­რა­ვეთ,

მო­ხა­ზეთ ფი­გუ­რე­ბი,

რომ­ლე­ბიც მყი­სი­ე­რად ქრე­ბი­ან –

ჰა­ერ­ში – გაშ­ლილ წიგ­ნ­ში,

სა­დაც არ­ა­ფე­რი წე­რია

მო­ა­რუ­ლი იერ­ოგ­ლი­ფე­ბის გარ­და,

რო­მელ­საც სი­ნათ­ლე ხა­ტავს და შლის

და­უს­რუ­ლებ­ლად.

* * *

უნ­და და­ი­ვიწყო, რომ მე­რე გა­გახ­სენ­დეს,

რო­გორ შე­მო­იჭ­რა შენ­ში სი­ნათ­ლე

და თვა­ლებ­ზე აფ­ა­რე­ბუ­ლი ხე­ლის­გუ­ლი

გა­იხ­ს­ნა სარ­კ­მე­ლი­ვით

და ის ქვე­ყა­ნა გა­მოჩ­ნ­და,

სა­დაც მხო­ლოდ გრძნო­ბენ ერთ­მა­ნეთს

და არ­ა­სო­დეს ამ­ბო­ბენ რა­მეს,

რად­გან დუ­მილ­ში იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა

ყვე­ლა­ფე­რი და არ­ა­ფე­რი.

უნ­და და­ი­მახ­სოვ­რო, რომ მე­რე და­გა­ვიწყ­დეს,

რო­გორ ამ­ო­ი­ზარ­და შე­ნი ხე­ლის­გუ­ლე­ბის ქვეშ

მი­სი მკერ­დი

და სიბ­ნე­ლე რო­გორ გა­ა­ნა­თა მკლა­ვე­ბის თაღ­მა.

უნ­და და­ი­ვიწყო, რომ მე­რე გა­გახ­სენ­დეს,

რაც და­გა­ვიწყ­და და გა­იხ­სე­ნო,

რომ ხე­ლახ­ლა გა­და­გა­ვიწყ­დეს, რაც გა­გახ­სენ­და,

თან და­ვიწყე­ბას და გახ­სე­ნე­ბას შო­რის არ­სე­ბულ

დრო­ში დარ­ჩე, სა­ნამ დარ­ჩე­ბი.

უნ­და და­ი­ვიწყო, რომ მე­რე გა­გახ­სენ­დეს,

“სად მი­დის მუ­სი­კა, რო­ცა აღ­არ უკ­რა­ვენ”,

რომ იგი შენ­ში იმ­ა­ლე­ბა

და რო­გორც ხა­ტი –

გულ­გ­რი­ლო­ბის სა­ღე­ბა­ვით გა­დად­ღაბ­ნი­ლი,

ოდ­ეს­მე ამ­ო­ტივ­ტივ­დე­ბა ზე­და­პირ­ზე

და შემ­კ­რ­თა­ლი გა­მო­ი­ხე­დავს

იმ ბავ­შ­ვი­ვით,

პირ­ვე­ლად რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი ჩრდი­ლი,

და­ე­დევ­ნა და ვერ და­ი­ჭი­რა.

სად მი­დის ჩრდი­ლი, რო­ცა აღ­არ მო­ჩანს?!

უნ­და და­ი­მახ­სოვ­რო, რომ და­გა­ვიწყ­დეს,

რო­გორ ან­ა­თე­ბენ მი­წის სიბ­ნე­ლეს

იმ­ის ძვლე­ბი, ვინც ღა­მის გავ­ლით

დღი­დან დღე­ში გა­და­დი­ო­და,

ვინც უც­ა­ბე­დად თავს და­ე­კარ­გა

და გა­ე­ფან­ტა სიტყ­ვა, რო­გორც ბა­ბუ­აწ­ვე­რა.

უნ­და და­ი­ვიწყო, რომ მე­რე გა­გახ­სენ­დეს,

რაც და­გა­ვიწყ­და და გა­იხ­სე­ნო,

რომ ხე­ლახ­ლა გა­და­გა­ვიწყ­დეს, რაც გა­გახ­სენ­და,

თან და­ვიწყე­ბას და გახ­სე­ნე­ბას შო­რის არ­სე­ბულ

დრო­ში დარ­ჩე, სა­ნამ დარ­ჩე­ბი.

* * *

ჩვენ ვერ ვამ­ჩ­ნევთ იქ­ი­და­ნაც რომ ბრუნ­დე­ბი­ან,

ზოგ­ჯერ სიტყ­ვებ­საც რომ გვკარ­ნა­ხო­ბენ

ან სუ­ლაც ჩვენ­ში სახ­ლ­დე­ბი­ან

ძვე­ლი სი­ცოცხ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად.

ის­ი­ნი მუ­დამ აქ­ვე არ­ი­ან…

მე ვგრძნობ მათ­თან თა­ნაცხოვ­რე­ბას,

სრულ სი­ჩუ­მე­ში, რო­ცა ის­მის

რო­გორ ივ­სე­ბა მტევ­ნე­ბი წვე­ნით,

რო­გორ მწიფ­დე­ბა დუ­მილ­ში სიტყ­ვა

მა­თი სუნ­თ­ქ­ვის აღ­მო­სა­ჩე­ნად.

ის­ი­ნი მუ­დამ აქ­ვე არ­ი­ან…

თა­ვი­ანთ საგ­ნებს უბ­რუნ­დე­ბი­ან,

თა­ვი­ანთ ნივ­თებს ეხ­ე­ბი­ან უჩ­ი­ნარ ხე­ლით

და გრძნობს ჰა­ე­რი მათ არ­სე­ბო­ბას –

უმ­ი­ზე­ზოდ რომ ირ­წე­ვა ფარ­და,

რო­ცა ფო­თო­ლი ეკ­რო­ბა მი­ნას

დე­და­ჩე­მის ხე­ლის­გუ­ლი­ვით.

* * *

ვი­საც ოდ­ეს­ღაც ცრემ­ლი გა­უშ­რა

და სი­მუნ­ჯე­ში დარ­ჩა თა­ვის­თ­ვის –

ის აღ­მო­ა­ჩენს გა­ოგ­ნე­ბუ­ლი:

სი­ნათ­ლე­ში­აც არ­ა­რა მო­ჩანს!

და მა­ჯის­ცე­მა ძვე­ლი მდი­ნა­რის

ის­მის შო­რი­დან, რომ ჯერ არ მორ­ჩა,

რაც მე­ორ­დე­ბა გა­მუდ­მე­ბუ­ლად

და რო­გორც კუ­დი ბო­ლო­ქან­ქა­რის

დახ­ტის კა­ლა­მი, სიტყ­ვე­ბით ბო­ჭავს

ცოცხალ-მკვდარ გან­ც­დებს;

აღ­არ იც­ი­ან ჩემ­მა ფან­ჯ­რებ­მა

რო­მე­ლი მხრის­კენ გა­და­ი­ხე­დონ,

რა­თა თვა­ლე­ბი სამ­ყა­როს გაც­დ­ნენ.

© ”არილი”

Facebook Comments Box