დრამატურგია

ვუ­დი ალ­ე­ნი

­­­­­სიკვდილი აკაკუ­ნებს

თარგმნა ეკა ჭიალაშვილმა

მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა სად­ღაც კიუ გარ­დენ­სის მი­და­მო­ში, ეკ­ერ­მა­ნე­ბის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სა­ძი­ნე­ბელ­ში. კედ­ლებს ხა­ლი­ჩე­ბი ფა­რავს. იქ­ვე დი­დი, ორ­კა­ცი­ა­ნი სა­წო­ლი და ფარ­თო კო­მო­დი დგას, ოთ­ა­ხი ავ­ე­ჯი­თა და ფარ­დე­ბით სა­გულ­და­გუ­ლო­დაა გაწყო­ბი­ლი. კედ­ლებ­ზე რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თი და ერ­თი უხ­ე­ი­რო ბა­რო­მეტ­რი კი­დია. ფარ­დის აწ­ე­ვის­თა­ნა­ვე ის­მის ნა­ზი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ხმა. ლო­გინ­ზე წევს ორ­მოც­დაჩ­ვიდ­მეტ წელს მიღ­წე­უ­ლი ტან­საც­მ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი, მე­ლო­ტი და ღი­პი­ა­ნი ნეტ ეკ­ერ­მა­ნი და გა­ზეთ “დე­ი­ლი ნი­უ­სის” ხვა­ლინ­დე­ლი ახ­ა­ლი ამ­ბე­ბის ქრო­ნი­კის კითხ­ვას ამ­თავ­რებს. აბ­ა­ნოს ხა­ლა­თი აც­ვია, ფეხ­ზე კი – ქო­შე­ბი და სა­წო­ლის თეთრ თავ­ფი­ცარ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ლამ­ფის შუქ­ზე გა­ზეთს ჩაჰ­ყუ­რებს. შუ­ა­ღა­მე ახ­ლოვ­დე­ბა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად რა­ღაც ხმა­უ­რი გვეს­მის, ნე­ტი წა­მოჯ­დე­ბა და ფან­ჯ­რის­კენ იხ­ე­დე­ბა.

ნე­ტი: ეს რა ჯან­და­ბა იყო?

(ფან­ჯ­რი­დან ტლან­ქად მო­ცო­ცავს პირ­ქუ­ში, ლა­ბა­და­ში გახ­ვე­უ­ლი სხე­უ­ლი. და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარს შა­ვი კა­პი­უ­შო­ნი წა­მო­უც­ვამს, ტან­ზეც შა­ვი სა­მო­სი შე­მოტ­მას­ნია. კა­პი­უ­შო­ნი თავს უფ­ა­რავს, მაგ­რამ შუა ხნი­სა და მიტ­კ­ლის­ფ­რად გა­და­ფით­რე­ბულ სა­ხეს კი არა. რა­ღა­ცით ნეტს ჩა­მოჰ­გავს. უც­ნო­ბი ხმა­მაღ­ლა ბურ­ტყუ­ნებს და იმ­უქ­რე­ბა, მე­რე ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე გა­და­კოტ­რი­ალ­დე­ბა და იატ­აკ­ზე ეც­ე­მა).

სიკ­ვ­დი­ლი (დი­ახ, სწო­რედ რომ იგი): უფ­ა­ლო იესო! ლა­მის კი­სე­რი არ მო­ვიმ­ტ­ვ­რიე!

ნე­ტი (შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რებს): ვინ ბრძან­დე­ბით?

სიკ­ვ­დი­ლი: სიკ­ვ­დი­ლი ვარ.

ნე­ტი: ვინ?

სიკ­ვ­დი­ლი: სიკ­ვ­დი­ლი. მო­მის­მი­ნე, შე­იძ­ლე­ბა დავ­ჯ­დე? კი­ნა­ღამ კი­სე­რი მომ­ტყ­და. ფო­თო­ლი­ვით ვცახ­ცა­ხებ.

ნე­ტი: ვინ ბრძან­დე­ბით?

სიკ­ვ­დი­ლი: სიკ­ვ­დი­ლი. ერთ ჭი­ქა წყალს ვერ და­მა­ლე­ვი­ნებ?

ნე­ტი: სიკ­ვ­დი­ლი? მა­გით რი­სი თქმა გსურთ?

სიკ­ვ­დი­ლი: რა გე­მარ­თე­ბა? შავ კოს­ტი­უმ­სა და გა­ფით­რე­ბულ სა­ხეს ხომ ხე­დავ?

ნე­ტი: ჰოო.

სიკ­ვ­დი­ლი: რო­გორ ფიქ­რობ, დღეს ჰე­ლო­უ­ინს ვზე­ი­მობთ?

ნე­ტი: არა.

სიკ­ვ­დი­ლი: მაშ, სიკ­ვ­დი­ლი ვყო­ფილ­ვარ. აბა, ახ­ლა მა­ინც თუ და­მა­ლე­ვი­ნებ წყალს? გინ­დაც “ფრეს­კა” იყ­ოს.

ნე­ტი: ვი­თომ ხუმ­რო­ბაა…

სიკ­ვ­დი­ლი: რა ხუმ­რო­ბა? ორ­მოც­დაჩ­ვიდ­მე­ტის არა ხარ? ნეტ ეკ­ერ­მა­ნი, პე­სი­ფი­კის ქუ­ჩა ერ­თი, წი­ლა­დი თვრა­მე­ტი, არა? თუ არ­ა­ფე­რი მეშ­ლე­ბა… მო­ი­ცა, ერ­თი გა­მო­ძა­ხე­ბის ფურ­ცე­ლი გა­და­ვა­მოწ­მო (ჯი­ბე­ში იქ­ე­ქე­ბა, მე­რე კი წარ­მო­ად­გენს ბა­რათს, რო­მელ­საც მი­სა­მარ­თი აწ­ე­რია. ბა­რა­თი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას მა­ტებს მის სიტყ­ვებს).

ნე­ტი: რა გნე­ბავთ ჩემ­გან?

სიკ­ვ­დი­ლი: რა მნე­ბავს? რო­გორ გგო­ნია, მა­ინც რა უნ­და მნე­ბავ­დეს?

ნე­ტი: ეტ­ყო­ბა მე­ხუმ­რე­ბით. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას მე არ ვუ­ჩი­ვი.

სიკ­ვ­დი­ლი (აუღ­ელ­ვებ­ლად): ოჰო! (აქ­ეთ-იქ­ით მი­მო­ი­ხე­დავს). სა­ა­მუ­რი ად­გი­ლია, ღმერ­თ­მა­ნი. სულ შე­ნი ნა­ხე­ლა­ვია?

ნე­ტი: დე­კო­რა­ტო­რი და­ვი­ქი­რა­ვეთ, მაგ­რამ არც ჩვენ დაგ­ვიკ­ლია ხე­ლი.

სიკ­ვ­დი­ლი (შეჰ­ყუ­რებს სუ­რათს კე­დელ­ზე): მიყ­ვარს ას­ე­თი დიდ­თ­ვა­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბი.

ნე­ტი: ჯერ არ მინ­და წას­ვ­ლა.

სიკ­ვ­დი­ლი: წას­ვ­ლა არ გინ­და? შე­ნი ჭი­რი­მე, არ და­მიწყო ახ­ლა ეგ­ე­თე­ბი. ამ­დე­ნი ცოც­ვი­სა­გან ის­ე­დაც ლა­მი­საა გუ­ლი ამ­ე­რი­ოს.

ნე­ტი: რო­მელ ცოც­ვა­ზე მე­ლა­პარ­კე­ბით?

სიკ­ვ­დი­ლი: საწ­ვი­მარ მილს ამ­ოვ­ყე­ვი. რა არ ვი­ღო­ნე, რომ ჩე­მი გა­მოცხა­დე­ბა დრა­მა­ტუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. შევ­ყუ­რებ ფარ­თო ფან­ჯ­რებს, შენ გღვი­ძავს და კითხუ­ლობ. ეგ­რე­ვე ვი­ფიქ­რე, ღირს-მეთ­ქი. ავძ­ვ­რე­ბი, შე­ვალ, ცო­ტას… ხო აზრ­ზე ხარ… (თი­თებს გა­ატ­კა­ცუ­ნებს). ამ­ა­სო­ბა­ში ვა­ზის წნელ­ში ქუს­ლი მეხ­ლარ­თე­ბა, მი­ლი ტყდე­ბა, მე კი რა­ღაც ძაფ­ზე­ღა ვკი­დი­ვარ. მე­რე ეს ჩე­მი ლა­ბა­დაც ფხრე­წას იწ­ყებს. მო­დი რა, უბ­რა­ლოდ ავდ­გეთ და წა­ვი­დეთ. ძა­ლი­ან მძი­მე ღა­მე მქონ­და.

ნე­ტი: ჩე­მი საწ­ვი­მა­რი მი­ლი გა­ტე­ხეთ?

სიკ­ვ­დი­ლი: გა­ტე­ხეთ! არ გამ­ტყ­და­რა. ოდ­ნავ გა­ი­ღუ­ნა. არ­ა­ფე­რი გა­გი­გო­ნია? ძირს ჩა­მო­ვაგ­დე.

ნე­ტი: ვკითხუ­ლობ­დი.

სიკ­ვ­დი­ლი: ეტ­ყო­ბა მაგ­რა გა­გი­ტა­ცა ხო იცი! (ხელ­ში იღ­ებს გა­ზეთს, რო­მელ­საც ნე­ტი კითხუ­ლობ­და). “ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს მა­რი­ხუ­ა­ნას ორ­გი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტი გო­გო­ნე­ბი”. არ მათხო­ვებ?

ნე­ტი: ჯერ არ და­მიმ­თავ­რე­ბია.

სიკ­ვ­დი­ლი: ეეჰ, არც კი ვი­ცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ გითხ­რა, მე­გო­ბა­რო…

ნე­ტი: ქვე­მოთ, ზა­რი რა­ტომ არ და­რე­კეთ?

სიკ­ვ­დი­ლი: გე­უბ­ნე­ბი, შე­მეძ­ლო ას­ეც მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ აბა რო­გორ გა­მო­ვი­დო­და? ასე კი ცო­ტა დრა­მა­ტუ­ლი ელ­ფე­რი აქვს. ჰო, რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი. “ფა­უს­ტი” წა­გი­კითხავს?

ნე­ტი: რა?

სიკ­ვ­დი­ლი: ვთქვათ და მარ­ტო არ ყო­ფი­ლი­ყა­ვი. ზი­ხარ ვი­ღაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ხალ­ხ­თან ერ­თად. მე, სიკ­ვ­დილ­მა, ზა­რი დავ­რე­კო და წინ ისე ჩა­გი­ა­როთ, ვი­თომც აქ არ­ა­ფე­რიაო. აბა, რა­ებ­სა ჩმა­ხავ, ტვი­ნი სა­და გაქვს?

ნე­ტი: მო­მის­მი­ნეთ, მის­ტერ. უკ­ვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნაა.

სიკ­ვ­დი­ლი: ჰოო. აბა, მო­დი­ხარ?

ნე­ტი: სად მოვ­დი­ვარ?

სიკ­ვ­დი­ლი: სიკ­ვ­დილ­ში, ძმაო. იქ, იმ ყვე­ლა­ზე მთა­ვარ­თან! სა­მოთხე, ბედ­ნი­ე­რი და უზ­რუნ­ვე­ლი იმქ­ვეყ­ნი­უ­რი ყო­ფა (მე­რე სა­კუ­თარ მუხლს და­ხე­დავს). გე­უბ­ნე­ბი, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ჭრი­ლო­ბაა-მეთ­ქი. მგო­ნი, პირ­ველ საქ­მე­ზე­ვე გან­გ­რე­ნა ავ­ი­კი­დე.

ნე­ტი: ერ­თი წუ­თი მა­ცა­დე. დრო მჭირ­დე­ბა. წა­მო­სას­ვ­ლე­ლად ჯერ არა ვარ მზად.

სიკ­ვ­დი­ლი: ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­გეხ­მა­რე­ბი. დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით, მაგ­რამ – რა გი­ყო, დრო მო­გი­ვი­და.

ნე­ტი: დრო რა­ნა­ი­რად მო­მი­ვი­და, რო­ცა სულ ეს-ესაა “მო­დისტ ორ­ი­ჯი­ნალ­ში” და­ვიზ­ღ­ვიე თა­ვი.

სიკ­ვ­დი­ლი: რა ბე­დე­ნაა, ერ­თი-ორი დო­ლა­რით მე­ტი გექ­ნე­ბა, თუ ნაკ­ლე­ბი.

ნე­ტი: აბა, შენ რა გე­ნაღ­ვ­ლე­ბა? ალ­ბათ მთელ ხარ­ჯებს გი­ნაზ­ღა­უ­რე­ბენ.

სიკ­ვ­დი­ლი: აბა, მო­დი­ხარ თუ არა?

ნე­ტი (ახ­ედ-და­ხე­დავს): მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­მი­ჯე­რე­ბია, რომ სიკ­ვ­დი­ლი ხართ.

სიკ­ვ­დი­ლი: რა­ტომ? აბა, ვის ელ­ო­დი, როკ ჰად­სო­ნი გა­მო­გეცხა­დე­ბო­და?

ნე­ტი: არა, ეგ რა შუ­ა­შია.

სიკ­ვ­დი­ლი: ვწუხ­ვარ-მეთ­ქი, იმ­ე­დი თუ ვერ გა­გი­მარ­თ­ლე.

ნე­ტი: კარ­გი, არ გეწყი­ნოთ. არც კი ვი­ცი… ყო­ველ­თ­ვის მე­გო­ნა, რომ თქვენ უფ­რო… რო­გორ გითხ­რათ… უფ­რო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­დით.

სიკ­ვ­დი­ლი: ხუ­თი ფუ­ტი და შვი­დი დი­უ­მი. წო­ნას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლი­სა მქვია.

ნე­ტი: იც­ით, რა­ღა­ცით მეც მგავ­ხართ.

სიკ­ვ­დი­ლი: აბა, ვის უნ­და ვგავ­დე? მე ხომ შე­ნი სიკ­ვ­დი­ლი ვარ.

ნე­ტი: იქ­ნებ, ცო­ტა მად­რო­ვოთ. ერ­თი დღე.

სიკ­ვ­დი­ლი: არ შე­მიძ­ლია. სხვა­ნა­ი­რად რო­გორ­ღა გითხ­რა?

ნე­ტი: მხო­ლოდ ერ­თი დღე. ოც­და­ოთხი სა­ა­თი.

სიკ­ვ­დი­ლი: რა­ში გჭირ­დე­ბა? რა­დი­ო­თი გად­მოს­ცეს, ხვალ წვი­მა იქ­ნე­ბაო.

ნე­ტი: იქ­ნებ რა­ი­მე იღ­ო­ნოთ?

სიკ­ვ­დი­ლი: მა­ინც, რა?

ნე­ტი: ჭად­რაკს თა­მა­შობთ?

სიკ­ვ­დი­ლი: არა, არ ვთა­მა­შობ.

ნე­ტი: ერთხელ თქვე­ნი სუ­რა­თი ვნა­ხე, ჭად­რაკს თა­მა­შობ­დით.

სიკ­ვ­დი­ლი: ეგ მე არ ვიქ­ნე­ბო­დი, რად­გან ჭად­რაკს სა­ერ­თოდ არ ვე­კა­რე­ბი. კუნ­კე­ნი კი­დე შე­იძ­ლე­ბა.

ნე­ტი: კუნ­კენს თა­მა­შობთ?

სიკ­ვ­დი­ლი: კუნ­კენს თუ ვთა­მა­შობ? პა­რი­ზი ქა­ლა­ქია?

ნე­ტი: კარ­გად გა­მოგ­დით, სხვა­თა შო­რის.

სიკ­ვ­დი­ლი: ძა­ლი­ან კარ­გად.

ნე­ტი: იც­ით, ახ­ლა რას ვი­ზამ?

სიკ­ვ­დი­ლი: მო­დი რა, გა­რი­გე­ბე­ბი არ გვინ­და.

ნე­ტი: კუნ­კენს გე­თა­მა­შე­ბით. თუ მო­ი­გებთ, უს­იტყ­ვოდ მოგ­ყ­ვე­ბით, მე თუ მო­ვი­გე, კი­დევ ცო­ტა უნ­და მად­რო­ვოთ. სულ ერ­თი დღე, მე­ტი არა.

სიკ­ვ­დი­ლი: რა დროს კუნ­კე­ნის თა­მა­შია?

ნე­ტი: რას ბრძა­ნებთ, თუ­კი ეს თა­მა­ში კარ­გად გე­ხერ­ხე­ბათ…

სიკ­ვ­დი­ლი: ისე, თა­მა­შის გან­წყო­ბა­ზე კი ვარ.

ნე­ტი: მო­დი რა, თუ ძმა ხარ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი წა­ვი­თა­მა­შოთ.

სიკ­ვ­დი­ლი: არა, უფ­ლე­ბა არა მაქვს.

ნე­ტი: აი, კარ­ტი და აღ­არ გვინ­და რა, ზედ­მე­ტი ლა­პა­რა­კი.

სიკ­ვ­დი­ლი: კარ­გი, კარ­გი, თა­ნახ­მა ვარ. თა­მა­ში ხა­სი­ათ­ზე მო­მიყ­ვანს.

ნე­ტი (იღ­ებს კარტს, ბლოკ­ნოტ­სა და ფან­ქარს): ნამ­დ­ვი­ლად არ ინ­ა­ნებთ.

სიკ­ვ­დი­ლი: თუ ღმერ­თი გწამს, ნუ მე­ვაჭ­რე­ბი. აიღე კარ­ტი, “ფრეს­კა” მო­მე­ცი და საჭ­მე­ლიც მო­ა­ყო­ლე რა­მე. სტუ­მა­რი შე­მო­გეს­წ­რო, კარ­ტო­ფი­ლის ჩიპ­სე­ბი მა­ინც არა გაქვს, ან მა­რი­ლი­ა­ნი ჩხი­რე­ბი?

ნე­ტი: ქვე­მოთ შო­კო­ლა­დი “M&M” მაქვს.

სიკ­ვ­დი­ლი: M&M! პრე­ზი­დენ­ტი რომ გსტუმ­რე­ბო­და? ვი­თომ M&M-ს დას­ჯერ­დე­ბო­და?

ნე­ტი: თქვენ ხომ პრე­ზი­დენ­ტი არა ხართ.

სიკ­ვ­დი­ლი: კარ­გი, კარ­გი. და­ა­რი­გე.

(ნე­ტი კარტს არ­ი­გებს, ამ­ო­დის ხუ­თი­ა­ნი)

ნე­ტი: მო­დით, მე­ტი ინ­ტე­რე­სის­თ­ვის თი­თო ქუ­ლა­ზე ცენ­ტის მე­ა­თედს ჩა­მო­ვი­დეთ.

სიკ­ვ­დი­ლი: უამ­ი­სოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ არ გეჩ­ვე­ნე­ბა?

ნე­ტი: ფუ­ლი რომ მე­გუ­ლე­ბა, უკ­ე­თე­სად ვთა­მა­შობ ხოლ­მე.

სიკ­ვ­დი­ლი: რო­გორც გე­ნე­ბოს, ნევტ.

ნე­ტი: ნე­ტი. ნეტ ეკ­ერ­მა­ნი. და­გა­ვიწყ­დათ ჩე­მი სა­ხე­ლი?

სიკ­ვ­დი­ლი: ნევ­ტი, ნე­ტი – თა­ვი ამტ­კივ­და, რა…

ნე­ტი: ეგ ხუ­თი­ა­ნი გაწყობთ?

სიკ­ვ­დი­ლი: არა.

ნე­ტი: მა­შინ ამ­ო­ი­ღეთ.

სიკ­ვ­დი­ლი (კარტს ამ­ო­ი­ღებს და ხელ­ზე და­ი­ხე­დავს): უფ­ა­ლო იესო, აქ არ­ა­ფე­რიც არ არ­ის.

ნე­ტი: მა­ინც რო­გო­რია, ჰა?

სიკ­ვ­დი­ლი: რა­ზე მე­კითხე­ბი?

(მე­რე ის­ევ აიმ­ა­ტე­ბენ კარტს და ჩა­მოვ­ლენ, აიმ­ა­ტე­ბენ და ჩა­მოვ­ლენ)

ნე­ტი: სიკ­ვ­დილ­ზე.

სიკ­ვ­დი­ლი: რო­გორ უნ­და იყ­ოს? გა­ნის­ვე­ნებ და ეგ არ­ის.

ნე­ტი: მე­რე აღ­ა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა?

სიკ­ვ­დი­ლი: აჰა, ორ­ი­ა­ნებს ზო­გავ, არა?

ნე­ტი: გე­კითხე­ბით, მე­რე აღ­ა­რა­ფე­რია?

სიკ­ვ­დი­ლი (გაბ­ნე­უ­ლად): ნა­ხავ.

ნე­ტი: მაშ, რა­ღა­ცას მა­ინც ვნა­ხავ, არა?

სიკ­ვ­დი­ლი: ალ­ბათ სხვაგ­ვა­რად უნ­და მეთ­ქ­ვა. ჩა­მო­დი.

ნე­ტი: შენ­გან ხე­ი­რი­ან პა­სუხს ვერ ეღ­ირ­სე­ბა კა­ცი.

სიკ­ვ­დი­ლი: მე კარტს ვთა­მა­შობ.

ნე­ტი: ით­ა­მა­შე, ით­ა­მა­შე.

სიკ­ვ­დი­ლი: თა­ნაც კარტს კარ­ტ­ზე გა­ღე­ბი­ნებ.

ნე­ტი: ჩა­მო­სუ­ლებს ნუ­ღარ ამ­ოწ­მებ.

სიკ­ვ­დი­ლი: არ ვა­მოწ­მებ. ვას­წო­რებ მხო­ლოდ. რო­მე­ლი კარ­ტი ჭრის?

ნე­ტი: ოთ­ხი­ა­ნი. უკ­ვე გაჭ­რა­ზე გაქვს საქ­მე?

სიკ­ვ­დი­ლი: ვი­ნა თქვა, რომ მაქვს? უბ­რა­ლოდ გკითხე, რო­მე­ლია-მეთ­ქი, რა, არ შე­იძ­ლე­ბა?

ნე­ტი: გა­ნა მეც ეგ­რე უბ­რა­ლოდ არა გკითხე, რა­ი­მეს იმ­ე­დი თუ შე­მიძ­ლია მქონ­დეს-მეთ­ქი?

სიკ­ვ­დი­ლი: მი­დი, მი­დი, ით­ა­მა­შე.

ნე­ტი: რა მოხ­და, რომ მითხ­რა რა­მე? სად მივ­დი­ვართ?

სიკ­ვ­დი­ლი: მივ­დი­ვარ­თო? “ჩვენ” რა შუ­ა­შია? სი­მარ­თ­ლე თუ გინ­და, ეს შენ მო­ა­დენ ზღარ­თანს იატ­აკ­ზე, დაჭ­მუჭ­ნულ-დას­რე­სი­ლი ნივ­თე­ბის გრო­ვა­ში.

ნე­ტი: მარ­თ­ლა? ერ­თი სუ­ლი მაქვს! მეტ­კი­ნე­ბა?

სიკ­ვ­დი­ლი: ერთ-ორ წუთ­ში გა­გივ­ლის.

ნე­ტი: მა­გა­რია, ხუ­რავს. აი, ამ­ის მოს­მე­ნა კი ნამ­დ­ვი­ლად მჭირ­დე­ბო­და. კაც­მა “მო­დისტ ორ­ი­ჯი­ნალ­ში” და­ვიზ­ღ­ვიე თა­ვი, ეს კი…

სიკ­ვ­დი­ლი: ოთხ ქუ­ლა­ზე რა­ღას იტყ­ვი?

ნე­ტი: ჭრი?

სიკ­ვ­დი­ლი: ოთ­ხი ქუ­ლა წა­ვა?

ნე­ტი: არა, მე ორ­ი­ა­ნი მაქვს.

სიკ­ვ­დი­ლი: მე­ხუმ­რე­ბი ალ­ბათ.

ნე­ტი: არა, წა­ა­გე.

სიკ­ვ­დი­ლი: წმინ­დაო ღმერ­თო, მე კი მე­გო­ნა, ექვ­სი­ა­ნებს უფრ­თხილ­დე­ბო­დი.

ნე­ტი: არა. შე­ნი ჩა­მოს­ვ­ლაა. ოცი ქუ­ლა და ორ­იც ჩარ­ჩო. ით­ა­მა­შე. (სიკ­ვ­დი­ლი კარტს არ­ი­გებს). მაშ, იატ­აკ­ზე უნ­და გავ­გორ­დე არა? იქ­ნებ დი­ვან­თან დავ­მ­დ­გა­რი­ყა­ვი, ჰა?

სიკ­ვ­დი­ლი: არა. ით­ა­მა­შე.

ნე­ტი: რა­ტომ არა?

სიკ­ვ­დი­ლი: იმ­ი­ტომ, რომ იატ­აკ­ზე უნ­და და­ე­ცე. თა­ვი და­მა­ნე­ბე რა! ვცდი­ლობ გო­ნე­ბა მო­ვიკ­რი­ბო.

ნე­ტი: რა­ღა მა­ინ­ც­და­მა­ინც იატ­აკ­ზე? აი, რი­სი გა­გე­ბა მინ­და. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, დი­ვან­თან ვიდ­გე და ზედ და­ვე­ცე რბი­ლად?

სიკ­ვ­დი­ლი: ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბი. ახ­ლა შეგ­ვიძ­ლია თა­მა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ?

ნე­ტი: მეც მა­გას არ ვღა­ღა­დებ! მო ლეფ­კო­ვიცს მა­გო­ნებ. ის­იც შენ­ნა­ი­რი ჯი­უ­ტია.

სიკ­ვ­დი­ლი: თურ­მე მო ლეფ­კო­ვიცს ვა­გო­ნებ. ჩემ­ზე სა­ში­ნელ არ­სე­ბას ძნე­ლად თუ წარ­მო­იდ­გენს კა­ცი, ამ­ას კი თურ­მე მო ლეფ­კო­ვიცს ვა­გო­ნებ. მა­ინც ვი­ნაა ეგ ტი­პი, ბეწ­ვე­უ­ლით ვაჭ­რობს?

ნე­ტი: ნე­ტა შენ იყო ეგ­ე­თი ბეწ­ვე­უ­ლით მო­ვაჭ­რე. წე­ლი­წად­ში ოთხ­მოც ათ­ასს აკ­ე­თებს. ყა­ი­თა­ნით გაწყო­ბა და იმ­ის ჯა­ნი. სა­კუ­თა­რი ფაბ­რი­კა აქვს. ორი ქუ­ლა.

სიკ­ვ­დი­ლი: რა?

ნე­ტი: ორი ქუ­ლა-მეთ­ქი. ვჭრი. შენ რა გაქვს?

სიკ­ვ­დი­ლი: გე­გო­ნე­ბა, კა­ლათ­ბურ­თის ან­გა­რი­ში და­მა­წე­რე­სო ხელ­ზე.

ნე­ტი: თა­ნაც სულ ყვა­ვე­ბია.

სიკ­ვ­დი­ლი: ნე­ტა მაგ­დე­ნი არ გე­ლა­პა­რა­კა.

(ის­ი­ნი ხე­ლახ­ლა არ­ი­გე­ბენ კარტს და თა­მაშს აგრ­ძე­ლე­ბენ).

ნე­ტი: წე­ღან რი­სი თქმა გინ­დო­და, ჩე­მი პირ­ვე­ლი საქ­მეაო, რომ მითხა­რი?

სიკ­ვ­დი­ლი: რაც გა­ი­გო­ნე.

ნე­ტი: რა, ად­რე არ­ა­ვინ ყო­ფი­ლა?

სიკ­ვ­დი­ლი: რო­გორ არ ყო­ფი­ლან, მაგ­რამ მე არ­ა­ვინ წა­მიყ­ვა­ნია.

ნე­ტი: აბა, ვინ წა­იყ­ვა­ნა?

სიკ­ვ­დი­ლი: სხვებ­მა.

ნე­ტი: სხვე­ბიც არ­ი­ან?

სიკ­ვ­დი­ლი: აბა, შენ რა გე­გო­ნა! ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს.

ნე­ტი: ეგ არ ვი­ცო­დი.

სიკ­ვ­დი­ლი: სა­ი­დან უნ­და გცოდ­ნო­და? ის­ეთს რას წარ­მო­ად­გენ, მა­ინც ვი­ნა გგო­ნია თა­ვი?

ნე­ტი: რო­გორ თუ ვი­ნა მგო­ნია? რა, არ­ა­ვი­ნა ვარ?

სიკ­ვ­დი­ლი: არა, რო­გორ არა ხარ, ტან­საც­მელს არ აწ­არ­მო­ებ? მაგ­რამ სა­უ­კუ­ნო მის­ტე­რი­ა­თა შე­სა­ხებ რა უნ­და იც­ო­დე, რა­ნა­ი­რად უნ­და მი­გიწ­ვ­დე­ბო­დეს ხე­ლი?

ნე­ტი: რა­ებს ამ­ბობ? კარ­გა ბლო­მად ფულ­სა ვხვე­ტავ. ორი შვი­ლი უმ­აღ­ლეს­ში გავ­გ­ზავ­ნე. ერ­თი სა­რეკ­ლა­მო საქ­მეს ეწ­ე­ვა, მე­ო­რე და­ო­ჯახ­და. მეც ჩე­მი სა­კუ­თა­რი სახ­ლი მაქვს. “კრა­ის­ლერს” და­ვაქ­რო­ლებ. ჩემს ცოლს არ­ა­ფე­რი აკ­ლია; მო­ახ­ლე­ე­ბი, წა­უ­ლას ქურ­ქი, კარ­გი დას­ვე­ნე­ბა. ამ­ჟა­მად “იდ­ენ როკ­ში” იმ­ყო­ფე­ბა. დღე­ში ორ­მოც­და­ათ დო­ლარს იხ­დის, სა­კუ­თა­რი დის გვერ­დით რომ იყ­ოს. იმ კვი­რა­ში მეც ჩა­ვა­კითხავ. ასე რომ, არ­ა­ფე­რი შე­გე­შა­ლოს – ვი­ღაც გამ­ვ­ლე­ლი კი არა ვარ.

სიკ­ვ­დი­ლი: კარ­გი რა, ზედ­მე­ტი მგრძნო­ბი­ა­რო­ბა რა სა­ჭი­როა?

ნე­ტი: ვი­ნაა მგრძნო­ბი­ა­რე?

სიკ­ვ­დი­ლი: აბა, რო­გორ მო­გე­წო­ნე­ბო­და, მეც ეგ­რე ად­ვი­ლად რომ გავ­ნაწყე­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი შენ­ზე.

ნე­ტი: რა­მე გაწყე­ნი­ნე?

სიკ­ვ­დი­ლი: შენ არ მითხა­რი, იმ­ე­დი გა­მიც­რუეო?

ნე­ტი: აბა, რას ელ­ო­დი? ზარ­ზე­ი­მით უნ­და დაგ­ხ­ვედ­რო­დი?

სიკ­ვ­დი­ლი: ვერ გა­მი­გე. პი­რა­დად მე შე­მე­ხე. ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხა­რო, ესა ხა­რო, ისა ხა­რო.

ნე­ტი: მე მგავ­ხარ-მეთ­ქი, ის გითხა­რი. თით­ქოს ჩე­მი ან­ა­რეკ­ლი იყო.

სიკ­ვ­დი­ლი: კარ­გი, კარ­გი, კარ­ტი და­ა­რი­გე.

(ის­ი­ნი თა­მაშს აგრ­ძე­ლე­ბენ. მუ­სი­კა ნელ-ნე­ლა მა­ტუ­ლობს, სი­ნათ­ლეს სიბ­ნე­ლე ენ­აც­ვ­ლე­ბა, სა­ნამ ბო­ლოს ყვე­ლა­ფერს უკ­უ­ნი არ დან­თ­ქავს. მე­რე ის­ევ ნელ-ნე­ლა ნათ­დე­ბა, უკ­ვე გვი­ა­ნია – თა­მა­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ნე­ტი ითვ­ლის)

ნე­ტი: სა­მოც­დარ­ვა… ერ­თი – ორ­მოც­და­ა­თი. ეჰ, ძმაო, აგ­ებ.

სიკ­ვ­დი­ლი (შე­წუ­ხებ­ლი დაჰ­ყუ­რებს კარ­ტის დას­ტას): ვი­ცო­დი, ამ ცხრი­ანს არ უნ­და ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ჯან­და­ბა!

ნე­ტი: ასე რომ, ხვალ შევ­ხ­ვ­დე­ბით.

სიკ­ვ­დი­ლი: რო­გორ თუ ხვალ შევ­ხ­ვ­დე­ბით?

ნე­ტი: ერ­თი დღე მო­ვი­გე. რას იზ­ამ, უნ­და მო­მეშ­ვა.

სიკ­ვ­დი­ლი: შენ რა, სე­რი­ო­ზუ­ლად მე­უბ­ნე­ბო­დი?

ნე­ტი: პი­რო­ბა პი­რო­ბაა.

სიკ­ვ­დი­ლი: ჰო, მაგ­რამ…

ნე­ტი: არ­ა­ვი­თა­რი მაგ­რამ. ოც­და­ოთხი სა­ა­თი მო­ვი­გე. ხვალ დაბ­რუნ­დი.

სიკ­ვ­დი­ლი: არ ვი­ცო­დი, დრო­ზე თუ ვთა­მა­შობ­დით.

ნე­ტი: მით უარ­ე­სი შენ­თ­ვის. ყუ­რად­ღე­ბით უნ­და იყო-ხოლ­მე.

სიკ­ვ­დი­ლი: ოც­და­ოთხი სა­ა­თი რა უნ­და ვა­კე­თო, სად წა­ვი­დე?

ნე­ტი: მე რა მე­ნაღ­ვ­ლე­ბა? მთა­ვა­რია, რომ ერ­თი დღე მო­ვი­გე.

სიკ­ვ­დი­ლი: რას მთა­ვა­ზობ, ქუ­ჩებ­ში ვი­ხე­ტი­ა­ლო?

ნე­ტი: სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­ნო­ში შეხ­ვალ. კი­დევ ორთ­ქ­ლის აბ­ა­ზა­ნა შე­გიძ­ლია მი­ი­ღო. სა­ერ­თო სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ პრობ­ლე­მად არ მიქ­ციო ახ­ლა ეს პა­ტა­რა საქ­მე, თუ ძმა ხარ.

სიკ­ვ­დი­ლი: ერ­თი ან­გა­რი­ში კი­დევ და­ა­მა­ტე.

ნე­ტი: ამ­ას გარ­და, ოც­დარ­ვა დო­ლა­რი გმარ­თებს ჩე­მი.

სიკ­ვ­დი­ლი: რა?

ნე­ტი: ჰო, ნა­ბიჭ­ვა­რო, აი, აიღე, წა­ი­კითხე.

სიკ­ვ­დი­ლი (ჯი­ბე­ებ­ში იქ­ე­ქე­ბა): რამ­დე­ნი­მე ერთ­დო­ლა­რი­ა­ნი მაქვს. ოც­დარ­ვა ვერ შეგ­როვ­დე­ბა.

ნე­ტი: არც ჩეკ­ზე ვიტყ­ვი უარს.

სიკ­ვ­დი­ლი: რო­მე­ლი ან­გა­რი­ში­დან ინ­ე­ბებ?

ნე­ტი: უყ­უ­რე ერ­თი, ვის­თან მქო­ნია საქ­მე.

სიკ­ვ­დი­ლი: შე­გიძ­ლია მი­ჩივ­ლო. სა­და მაქვს სა­ბან­კო ან­გა­რი­ში?

ნე­ტი: კარ­გი, კარ­გი. რა­ცა გაქვს, მო­მე­ცი და ჩავ­თ­ვა­ლოთ, რომ გავ­ს­წორ­დით.

სიკ­ვ­დი­ლი: მო­მის­მი­ნე, ეგ ფუ­ლი მჭირ­დე­ბა.

ნე­ტი: რა­ში უნ­და გჭირ­დე­ბო­დეს?

სიკ­ვ­დი­ლი: აბა და­ფიქ­რ­დი, რას ამ­ბობ. შენ ხომ იმქ­ვეყ­ნად ხარ წა­საყ­ვა­ნი.

ნე­ტი: მე­რე?

სიკ­ვ­დი­ლი: რა, მე­რე… იცი, ეგ რა შორ­საა?

ნე­ტი: მე­რე?

სიკ­ვ­დი­ლი: მე­რე საწ­ვა­ვი? გზის ფუ­ლი?

ნე­ტი: ჩვენ იქ მან­ქა­ნით მივ­დი­ვართ?

სიკ­ვ­დი­ლი: მა­გა­საც გა­ი­გებ. (შეშ­ფო­თე­ბუ­ლი) მის­მი­ნე, ხვალ დავ­ბ­რუნ­დე­ბი და შენ შანსს მომ­ცემ, ფუ­ლი უკ­ან და­ვიბ­რუ­ნო. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცუ­და­დაა ჩე­მი საქ­მე.

ნე­ტი: რა­საც მო­ი­სურ­ვებ. რამ­დენ­საც გინ­და, იმ­დენს ვი­თა­მა­შებთ. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, კი­დევ ერ­თი კვი­რა, ან სუ­ლაც თვე მო­ვი­გო. გა­აჩ­ნია, რო­გორ ით­ა­მა­შებ. იქ­ნებ რამ­დე­ნი­მე წელ­საც კი გა­მოვ­კ­რა ხე­ლი.

სიკ­ვ­დი­ლი: ვაჰ, რა შავ დღე­ში ვარ.

ნე­ტი: აბა, ხვა­ლამ­დე.

სიკ­ვ­დი­ლი (და­ი­ხია კა­რის ზღურ­ბ­ლამ­დე): კარგ სას­ტუმ­როს ვერ მი­მას­წავ­ლი? თუმ­ცა რო­მელ სას­ტუმ­რო­ზეა ლა­პა­რა­კი, კა­პი­კი აღ­ა­რა მაქვს. წა­ვალ “ბიკ­ფორ­დ­ს­ში” დავ­ჯ­დე­ბი (ხელ­ში აიღ­ებს გა­ზეთს).

ნე­ტი: აბა ჰე, და­ახ­ვიე აქ­ე­დან. ეს ჩე­მი გა­ზე­თია (ხე­ლი­დან ართ­მევს).

სიკ­ვ­დი­ლი (გას­ვ­ლი­სას): არა, უბ­რა­ლოდ ვერ მოვ­კი­დე ხე­ლი და ვერ წა­ვიყ­ვა­ნე? მა­ინ­ც­და­მა­ინც ამ აბ­და-უბ­და­ში უნ­და გა­მე­ყო თა­ვი!

ნე­ტი (ეძ­ა­ხის): ფრთხი­ლად ჩა­დი. ერთ-ერთ სა­ფე­ხურ­ზე ნო­ხი არაა კარ­გად და­მაგ­რე­ბუ­ლი (უც­ებ გვეს­მის სა­ში­ნე­ლი ზღარ­თა­ნის ხმა. ნე­ტი ამ­ო­ი­ოხ­რებს, ლო­გინ­თან მდგარ მა­გი­დას­თან მი­დის და რე­კავს).

ნე­ტი: ალო, მო ხარ? მე ვარ. მო­მის­მი­ნე. არ ვი­ცი, ვი­ღა­ცა მე­კა­ი­ფე­ბა თუ რა არ­ის, მაგ­რამ ეს-ესაა სიკ­ვ­დი­ლი იყო ჩემ­თან. ცო­ტა კუნ­კე­ნი ვი­თა­მა­შეთ… არა, სიკ­ვ­დი­ლი. თვი­თონ მო­ვი­და, ჰო, ის იყო, ან ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი პრე­ტენ­ზია აქვს. მაგ­რამ მო, ვერ წარ­მო­იდ­გენ, რა მო­საწყე­ნი ტი­პია.

© “არილი”

Facebook Comments Box