ესე (თარგმანი),  რეცენზია (თარგმანი)

ივ ბონფუა – “ბოროტების ყვავილე­ბი”

Yves Bonnefoy

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

I

ჩემს წი­ნა­შე ჩვე­ნი პო­ე­ზი­ის უმ­თავ­რე­სი წიგ­ნი, “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბია”. არ­სად ის­ე­თი ცხა­დი არ ყო­ფი­ლა სიტყ­ვის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ეს უზ­ე­ნა­ე­სი ფორ­მა, რო­გორც აქ, ამ წიგ­ნ­ში. ჩემ­თ­ვის ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა – ნამ­დ­ვი­ლი ნა­თე­ლია, დე­ლაკ­რუ­ას ჰამ­ლე­ტის თეთ­რი, შა­ვი და ნაც­რის­ფე­რი ტო­ნე­ბი და მათ მიღ­მა რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, არ­ა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ელ­ვა­რე­ბა. სიტყ­ვის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მუ­ლის მიღ­მაა. იგია თა­ვად სუ­ლის სი­ცოცხ­ლე – უკ­ვე არა ფურ­ცელ­ზე, არ­ა­მედ რე­ა­ლო­ბა­ში – პირ­ველ­ქ­მ­ნი­ლი, სუ­ლის სიღ­რ­მი­დან გა­მო­სუ­ლი, სიტყ­ვა­თა საზ­რი­სის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და ნე­ბის­მი­ერ სიტყ­ვა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ძალ­მო­სი­ლე­ბა.

მაგ­რამ მე მგო­ნი, სწო­რედ ბოდ­ლე­რი­სე­უ­ლი სიტყ­ვის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არ გვაძ­ლევს გა­სა­ქანს, რო­ცა ამ პო­ეტ­ზე ვსა­უბ­რობთ. მას­ზე ვე­რა­ფერს იტყ­ვი, წვრილ­მა­ნე­ბის, უზ­უს­ტო­ბე­ბი­სა და ზოგ­ჯერ ტყუ­ი­ლის გარ­და! ყვე­ლა­ზე გამ­ჭ­რი­ა­ხი კრი­ტი­კა უკ­ან იხ­ევს და აღ­ი­ა­რებს მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რო­ბას. ყვე­ლა­ზე შე­უ­რი­გე­ბე­ლი მტრე­ბის მი­ერ ნას­რო­ლი ის­ა­რი აქ მი­ზანს ცდე­ბა და ის­ი­ნი და­ცინ­ვის ღირ­ს­ნი ხდე­ბი­ან ხოლ­მე. გა­ტან­ჯულ ბოდ­ლერს კი სჯობს, სა­ერ­თოდ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ. იგი სა­ყო­ველ­თა­ოს ეძ­ი­ებ­და და სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, მას­ში­ვე გან­ფი­ნოს თა­ვი­სი არ­სე­ბა – რო­გორც მუ­სი­კა, მი­ი­მა­ლოს, რო­გორც ნის­ლ­ში.

მაგ­რამ ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, რო­ცა სუ­ლი მარ­თ­ლაც ის­ხამს ხორცს: ად­ა­მი­ა­ნი, ვინც თა­ვის სა­ბო­ლოო მიზ­ნად მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას მი­იჩ­ნევს, თა­ვის თავ­ში პო­უ­ლობს ძა­ლას, რა­თა უმ­ძი­მე­სი ტან­ჯ­ვა გა­მოს­ცა­დოს. თა­ნა­მედ­რო­ვე­თა შე­უს­მენ­ლო­ბით კი იგი შე­მოზ­ღუ­დუ­ლია ყო­ველ­გ­ვა­რი ყო­ფი­თი უფ­ე­რუ­ლე­ბის­გან და სა­ეჭ­ვო­სა­გან. სა­კუ­თა­რი თა­ვი სა­უ­კე­თე­სომ­დე და­ყავს – რო­მე­ლიც იმ­ავ­დ­რო­უ­ლად ყვე­ლა­ზე ფა­რუ­ლი­ცაა – და თა­ვად სუ­ლის ქან­და­კე­ბად იქ­ცე­ვა. იგი იძ­უ­ლე­ბუ­ლია იყ­ოს არ­სი და სწო­რედ ამ­ი­ტო­მაც ყვე­ლას ეკ­უთ­ვ­ნო­დეს.

ას­ე­თია ბოდ­ლე­რის ხვედ­რი. იგი ყვე­ლას სა­კუთ­რე­ბად იქ­ცა. და სა­ნი­მუ­შო ცხოვ­რე­ბით ჩვე­ნი გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი კითხ­ვე­ბის წყა­რო გახ­და.

II

თავს ვე­კითხე­ბი, რა­ტომ გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­და სიტყ­ვის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა სწო­რედ “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლებ­ში”.

ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სხვაგ­ვა­რი გან­საზ­ღ­ვ­რე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, მი­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის, უკ­ი­დუ­რე­სი ბუ­ნე­ბის – რო­გორც ნე­გა­ტი­ურ თე­ო­ლო­გი­ა­ში – ჩა­უ­რევ­ლად, მე მას შე­თან­ხ­მე­ბუ­ლო­ბას და­ვარ­ქ­მევ­დი. ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ხმა­ში აქ სხვა, უფ­რო ღრმა ხმა ის­მის, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კის ხმას იმ­ე­ო­რებს. ამ სა­მი­დან ყვე­ლა­ზე წმინ­დას ყო­ვე­ლი სიტყ­ვა ახ­ა­რებს. არ­სი და ჯე­რარ­სი წა­მით წყვე­ტენ ურ­თი­ერ­თ­გა­მო­რიცხ­ვას. ხან­მოკ­ლე დუ­მი­ლი ის­ად­გუ­რებს.

მაგ­რამ სა­ი­დან მო­დის ეს სიმ­შ­ვი­დე, რო­მე­ლიც ასე ხში­რად გვხვდე­ბა “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლებ­ში” – სა­დაც ყვე­ლა­ზე თავ­შე­უ­კა­ვე­ბელ და შფო­თი­ან სწრაფ­ვა­თა მწვერ­ვა­ლებ­ზე ამ­დე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი საწყი­სი ჩაბ­მუ­ლა გა­ნუწყ­ვე­ტელ და ამაო ბრძო­ლა­ში და სა­დაც არ­ა­ფერ­ში არ იგრ­ძ­ნო­ბა სიმ­შ­ვი­დე? წმინ­და რე­ლი­გი­ურ ახს­ნა­ზე მე იმ­თა­ვით­ვე უარს ვამ­ბობ. ბოდ­ლე­რი არც ერ­თი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის აღმ­სა­რე­ბე­ლი არ იყო და არ­ა­ნა­ი­რი მწვა­ლებ­ლო­ბა არ დგას “წმინ­და პეტ­რეს გან­დ­გო­მა”-სა და “სა­ტა­ნურ ლი­ტა­ნი­ებს” მიღ­მა.

თუმ­ცა კი მას­ში, რაც უდ­ა­ვოდ ბოდ­ლერს ეკ­უთ­ვ­ნის – მის ენ­ა­ში, თა­ვის წი­ნა­შე დას­მულ ამ­ო­ცა­ნებ­ში, – ალ­ბათ არ­ა­ფე­რია, რაც სი­ცოცხ­ლეს მი­ა­ნი­ჭებ­და მი­სი პი­რით მეტყ­ველ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. თუ­კი “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბის” პო­ე­ტურ ფორ­მა­ში უმ­თავ­რესს გა­მოვ­ყოფთ, ჩვენს წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ლექ­სი-გან­ს­ჯე­ბი. ზედ­მი­წევ­ნი­თი აღ­წე­რე­ბი, ლო­გი­კუ­რი აზ­რე­ბი, ზუს­ტად გა­მო­ხა­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბი მხო­ლოდ ცნე­ბი­თი ჯაჭ­ვი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ნაკ­ლე­ბად არ­ი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმ­ით, რაც გა­ურ­ბის სიტყ­ვებს. მა­შინ რი­ღა­თი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ბოდ­ლე­რის ხე­ლოვ­ნე­ბა ჰი­უ­გოს­გან? შე­უძ­ლე­ბე­ლიც რომ იყ­ოს მა­თი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის გა­ი­გი­ვე­ბა, ერ­თი რამ ცხა­დია, კერ­ძოდ კი ის, რომ ორ­ი­ვე ერ­თი და იმ­ა­ვე ინს­ტ­რუ­მენ­ტით სარ­გებ­ლობს.

სწო­რედ ამ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს ბოდ­ლე­რის სა­ი­დუმ­ლო. მი­სი სფე­რო გან­ს­ჯაა, სიტყ­ვი­ე­რი ნა­გე­ბო­ბა, რომ­ლის თა­ღი­დან გაქ­ცე­ვა­საც მა­ლარ­მე ცდი­ლობ­და და სა­დაც ხში­რად მო­უთ­ქ­ვამს სუ­ლი ჩვენს პო­ე­ტურ ტრა­დი­ცი­ას. გან­ს­ჯე­ბი კი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მა­ხე­ე­ბით გვე­მუქ­რე­ბა და არ­ა­ნა­ი­რად არ გვა­ახ­ლო­ებს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. გან­ს­ჯე­ბის გარ­კ­ვე­ულ იმ­ო­რა­ლიზ­მ­ზეც კი ვი­სა­უბ­რებ­დი. იგი მხო­ლოდ თა­მა­შად რჩე­ბა, რო­მე­ლიც სა­მა­რი­სე­ბურ დუ­მილ­ში იბ­ა­დე­ბა და ნე­ბის­მი­ერ გრძნო­ბას ყვე­ლა­ზე უბ­რა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რა­თა გა­მოთ­ქ­ვას თა­ვი­სი გუ­ლის­ნა­დე­ბი. მაგ­რამ, რო­გორც კი ლექ­სად იქ­ცე­ვა, იმ­ა­ვე გრძნო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს – თა­ნაც ისე, რომ მო­სა­უბ­რეს არ­ა­ფე­რი ავ­ნოს – ას­ე­ვე მარ­ტი­ვად და­ი­ხარ­ჯოს.

და თუნ­დაც ეს უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი გუ­ლახ­დი­ლი იყ­ოს, გა­ნა მას­ში მდგო­მა­რე­ობს საქ­მის არ­სი? მა­ნამ, სა­ნამ სიმ­შ­ვი­დეს მოგ­ვა­ნი­ჭებს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას უმ­კაც­რე­სი გან­საც­დე­ლის გზით მივ­ყა­ვართ. მეტყ­ვე­ლე­ბა კი, რო­მე­ლიც რის­კ­ზე არ მი­დის, ყვე­ლა­ზე ხში­რად რი­ტო­რი­კაა, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, სიც­რუე-ცოდ­ვა, რო­მელ­შიც პო­ე­ზი­ას ხში­რად (და სა­მარ­თ­ლი­ა­ნა­დაც) ად­ა­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ.

III

გან­ს­ჯის სიც­რუე – უკ­ი­დუ­რე­სო­ბა­თა აღ­მოფხ­ვ­რა­შია. გან­ს­ჯა ცნე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­გან­თა არს­ში მათ სიმ­კ­ვ­რი­ვეს, სა­ი­მე­დო­ო­ბას, არ­ყოფ­ნი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­წინ­დარს ეძ­ი­ებს. უკ­ი­დუ­რე­სო­ბა კი არ­სის სა­ბო­ლოო გა­მოც­დაა, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მთე­ლი სამ­ყა­როს გაქ­რო­ბა, არ­ყოფ­ნის მი­ერ ბო­ძე­ბუ­ლი ტან­ჯ­ვა და ლხე­ნა.

ცნე­ბა ჩქმა­ლავს სიკ­ვ­დილს. და გან­ს­ჯა ცრუა სწო­რედ იმ­ი­ტომ, რომ სამ­ყა­რო­დან გა­დევ­ნის ერ­თა­დერთს, სიკ­ვ­დილს და ამ­ი­ტო­მაც აუქ­მებს ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩენ­საც. სამ­ყა­რო მხო­ლოდ სიკ­ვ­დი­ლის ძა­ლით არ­სე­ბობს. ჭეშ­მა­რი­ტია მხო­ლოდ ის, რაც სიკ­ვ­დი­ლი­თაა დაღ­დას­მუ­ლი.

თუ­კი პო­ე­ზია გან­ს­ჯის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს, – ამ­ას კი მა­ლარ­მეც აღ­ი­ა­რებს, – მა­შინ რამ უნ­და იხს­ნას მი­სი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, მი­სი სი­მაღ­ლე, თუ არა სიკ­ვ­დილ­ზე ფიქ­რ­მა? თუ არა სიკ­ვ­დი­ლის გა­მო­სახ­ვის გა­ნუხ­რელ­მა სურ­ვილ­მა, უფ­რო მე­ტიც, მოთხოვ­ნამ, თა­ვად სიკ­ვ­დილ­მა ამ­ო­ი­ღოს ხმა? მაგ­რამ ამ­ის­თ­ვის ჯერ მი­წი­ერ სი­ა­მე­ზე და ტან­ჯ­ვა­ზე უნ­და ვთქვათ უარი. შემ­დეგ კი მო­სა­უბ­რემ სრუ­ლად უნ­და გა­ა­ი­გი­ვოს თა­ვი სიკ­ვ­დილ­თან.

სწო­რედ ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა ბოდ­ლერ­მა.

მან სიკ­ვ­დილს სა­ხე­ლი უწ­ო­და – მაგ­რამ რას ნიშ­ნავ­და იგი მის­თ­ვის? აკ­ვი­ა­ტე­ბულ აზრს? სხე­უ­ლებ­რივ ტან­ჯ­ვას, რო­მელ­საც თა­ვი­სი საზ­ღ­ვ­რე­ბი აქვს? ხში­რად – და ბოდ­ლე­რის შემ­დეგ ჩვენ კვლავ ვგრძნობდთ ხოლ­მე ამ­ას – პო­ე­ზია მარ­თ­ლაც უტ­ოლ­დე­ბა სა­შიშ­რო­ე­ბას. თა­ნაც, ჩვენ­ში ყო­ველ­თ­ვის ცხოვ­რობს ფი­ზი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლი. იგი მხო­ლოდ უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­რო.

მაგ­რამ ზოგ­ჯერ პო­ე­ზია იმ­დე­ნად თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა ცოდ­ნი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბის უღ­ლის­გან, რომ მხო­ლოდ გო­ნე­ბის უბ­რა­ლო ვარ­ჯი­ში­ღა რჩე­ბა ხოლ­მე. სიტყ­ვა ძალ­ზე გაჟ­ღენ­თი­ლია სი­ზარ­მა­ცით, ძა­ლი­ა­ნაა შე­ბილ­წუ­ლი ყო­ფი­თი თვით­კ­მა­ყო­ფი­ლე­ბით. მი­სი ღირ­სე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, მხო­ლოდ აზ­რი უკ­ვე აღ­ა­რაა საკ­მა­რი­სი. სიტყ­ვის გან­წ­მენ­დის­თ­ვის, ალ­ბათ ნამ­დ­ვი­ლი სის­ხ­ლია სა­ჭი­რო.

დგე­ბა ხოლ­მე დრო, რო­ცა პო­ე­ზია მა­მაც საქ­ცი­ელს მო­ითხოვს. ასე იყო 1840-იანი წლე­ბის ჩვე­ნე­ბურ უდ­აბ­ნო­ში, სა­დაც – დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პორ რო­ი­ა­ლის და­ხურ­ვი­დან და ფედ­რას და­ღუპ­ვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი – მხო­ლოდ სიც­რუე და შა­ტობ­რი­ა­ნი­სა და ვი­ნის მო­გუ­დუ­ლი, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ხმე­ბი ის­მო­და.

ბოდ­ლერ­მა შეძ­ლო ამ­ის გა­გე­ბა. სიკ­ვ­დი­ლი, რო­მე­ლიც მან თა­ვის თავ­ში ზარ­და, ჭეშ­მა­რი­ტი იყო.

IV

ჟან პოლ სარ­ტ­რ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ბოდ­ლერ­მა ძა­ლი­ან მა­ლე გა­ა­კე­თა სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი. მაგ­რამ არ­სი და საზ­რი­სი ამ არ­ჩე­ვა­ნი­სა სარ­ტ­რ­მა ვერ გა­ი­გო.

ბოდ­ლერ­მა დამ­ღუპ­ვე­ლი გზა აირ­ჩია, გზა, რო­მელ­საც სიკ­ვ­დილ­თან მივ­ყა­ვართ. ახ­ლა მოვ­ლე­ნე­ბი უკ­ვე შე­უქ­ცე­ვა­დი თან­მიმ­დევ­რო­ბით ვი­თარ­დე­ბი­ან და სულ უფ­რო აახ­ლო­ე­ბენ სიკ­ვ­დილს. ავ­ად­მ­ყო­ფო­ბა, ვა­ლე­ბი, სა­კუ­თარ თავ­ზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აღ­ე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი და ა.შ. – ყვე­ლა ის სა­მა­ნი, რო­მე­ლიც და­ღუპ­ვის გზა­ზე ძევს. მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე უმ­თავ­რე­სი – მას შემ­დეგ, რაც იგი ლექ­სე­ბის წე­რას შე­უდ­გა, ელ­ა­მი სა­რას დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი – რჩე­ბა პო­ე­ზი­ის ხმა, ძა­ლუ­მი და და­უნ­დო­ბე­ლი. აქ იგი გას­ცემ­და ბრძა­ნე­ბებს და მან თა­ვი­სას მი­აღ­წია.

ბოდ­ლერ­მა სიკ­ვ­დი­ლი აირ­ჩია – რა­თა თა­ვის თავ­ში აღ­ე­ზარ­და იგი, რო­გორც აზ­როვ­ნე­ბის ძა­ლა სამ­ყა­როს შე­საც­ნო­ბად. მკაც­რი, სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო არ­ჩე­ვა­ნი. თა­ნაც იგი თა­ვად პო­ე­ზი­ის­თ­ვი­საც სა­ში­შია. ბოდ­ლერ­მა ვერ მო­ი­პო­ვა აღ­ი­ა­რე­ბა, რად­გა­ნაც არ­ა­ვის გავ­და და ერთ­გუ­ლი მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე, და­მუნ­ჯე­ბის მა­რა­დი­უ­ლი ში­შით ცხოვ­რობ­და; ამ­ას გარ­და, მან ის­იც ნა­ხა, თუ რო­გორ უმტყუ­ნა გო­ნე­ბამ, რომ­ლის­თ­ვი­საც ამ­ხე­ლა მსხვერ­პ­ლი გა­ი­ღო, რა­ზეც მეტყ­ვე­ლებს მტან­ჯ­ვე­ლი, გამ­თან­გ­ვე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი მუ­შა­ო­ბი­სას და მი­სი სიკ­ვ­დი­ლის­წი­ნა აფ­ა­ზია. და მა­ინც, უფ­რო მძი­მე სა­შიშ­რო­ე­ბაც არ­სე­ბობ­და: ამ რის ვაი-ვაგ­ლა­ხით, სიკ­ვ­დი­ლის ფა­სად შო­ბი­ლა და სრულ­ყო­ფი­ლი ტო­ნა­ლო­ბის მქო­ნე პო­ე­ზი­ას გა­დამ­წყ­ვეტ მო­მენ­ტ­ში შე­ეძ­ლო მხო­ლოდ სი­ღა­ტა­კი­სა და გლო­ვის სიტყ­ვე­ბით ემ­ეტყ­ვე­ლა.

მაგ­რამ, რო­გორც ვი­ცით, შარლ ბოდ­ლერს ჯილ­დოდ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ერ­გო.

V

ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რე­ა­ლურ სიკ­ვ­დილს მხო­ლოდ ერ­თი რამ შე­უძ­ლია: იქ­ცეს ჭეშ­მა­რი­ტი გან­ს­ჯის სა­ფუძ­ვ­ლად.

პო­ე­ტურ­მა გან­ს­ჯამ, რო­მელ­მაც ბოდ­ლერ­თან რო­ლი იცვ­ლა – იგი ახ­ლა უკ­ვე გან­ც­დე­ბის კო­მე­დია კი აღ­ა­რაა, არ­ა­მედ ჩურ­ჩუ­ლი აღ­სას­რუ­ლის მო­ლო­დინ­ში, და იგი აღ­ად­გენს, ამ­ძი­მებს აგ­ო­ნი­ას – ამ­ის წყა­ლო­ბით თა­ვი­სი ბუ­ნე­ბაც გა­მო­იც­ვა­ლა. თუ­კი ად­რე გან­ს­ჯა ფა­რავ­და სიკ­ვ­დილს, ახ­ლა იგი აღ­არ იყ­ე­ნებს ამ თა­ვის უბ­ად­რუკ ფან­დებს – ფერ­წე­რუ­ლო­ბას, კაზ­მუ­ლო­ბას, ემ­ო­ცი­ა­თა გა­და­ღეჭ­ვას, ყვე­ლაფ­რის ამ­ონ­თხე­ვის რო­მან­ტი­ულ ლტოლ­ვას, ყო­ვე­ლი­ვე არ­სე­ბუ­ლის სა­ხელ­დე­ბა­სა და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლო­ბას, რა­თა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არ­ა­ფე­რი არ თქვა, არ თქვა მთა­ვა­რი. და აი, ბოდ­ლერ­მა სამ­ყა­როს თე­ატ­რი, რომ­ლის სცე­ნა­ზეც ჰი­უ­გომ ნა­პო­ლე­ო­ნი­სა და კნუ­ტის აჩრ­დი­ლე­ბი გა­მო­იხ­მო, სხვა თე­ატ­რით შეც­ვა­ლა, უც­ი­ლო­ბე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის თე­ატ­რით – ად­ა­მი­ა­ნის სხე­უ­ლით.

სხე­უ­ლი, ად­გი­ლი, სა­ხე – მათ მოკ­ვ­დავ გან­წი­რუ­ლე­ბა­ში შეც­ნო­ბი­ლი და ამ­ი­ტო­მაც ერ­თი ხე­ლის დაკ­ვ­რით ასტ­რო­ნო­მი­ულ მას­შ­ტა­ბე­ბამ­დე გაზ­რ­დი­ლი, ის­ი­ნი “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლებ­ში” გან­ს­ჯის­თ­ვის ახ­ალ ჰო­რი­ზონ­ტებს აღ­მო­ა­ჩე­ნენ, მი­სი ხსნის წი­ნა­პი­რო­ბად იქ­ცე­ვი­ან.

სხე­უ­ლი აქ სცე­ნაა, სა­დაც არ­ყოფ­ნა თა­მაშ­დე­ბა, გან­ს­ჯა კი ხერ­ხია ამ არ­ყოფ­ნის გად­მო­სა­ცე­მად. ას­ე­თია მა­თი ქმე­დე­ბე­ბის სიწ­მინ­დე და ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი “მშვე­ნი­ერ ხო­მალ­დ­სა” და “სამ­კა­უ­ლებ­ში”. გა­მე­ფე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლი და და­ძა­ბუ­ლი სიტყ­ვა სიღ­რ­მი­სე­ულ ხმა­ში იყ­რი­ან თავს, რომ­ლი­თაც აწი ილ­ა­პა­რა­კებს პო­ე­ზია.

“ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლებ­ში” არც ზე­თის­ხი­ლია და არც დე­ლი­ე­ბი. არ­ა­ნა­ი­რი მი­თი, სიტყ­ვა­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­როს რომ ყოფს. სწო­რედ მა­თი შეხ­ვედ­რი­დან იშ­ვე­ბა პო­ე­ზია, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად გა­აც­ნო­ბი­ე­რა თა­ვი და გა­ნიწ­მინ­და მო­ნა­ლე­ქის­გან – დაჭ­რი­ლი სხე­უ­ლი­სა და უკვ­და­ვი სიტყ­ვის პო­ე­ზი­ის­გან.

VI

ლექ­სებ­ში წარ­მოდ­გე­ნილ სა­გან­თა ფი­ზი­კუ­რი სა­ხის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ე­რი სა­უ­ბა­რი რომ უბ­რა­ლო პა­რაფ­რა­ზა არ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბო­და დიდ­ხანს გვე­სა­უბ­რა იმ ახ­ა­ლი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ბოდ­ლერ­მა სიკ­ვ­დი­ლის ფა­სად შექ­მ­ნა. ეს საგ­ნე­ბი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­თაა გა­ნა­თე­ბუ­ლი, რო­გორც შარ­დენ­თან ან მა­ნეს­თან; ესაა გა­და­ძა­ხი­ლი ჩა­სულ მზე­სა და დამ­დეგ ღა­მეს შო­რის. გულ­თა ნის­ლო­ვა­ნე­ბა.

მაგ­რამ უკ­ე­თე­სია, წა­ი­კითხო “გამ­ვ­ლელ ქალს” ან “აივ­ა­ნი”. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბოდ­ლე­რი, რო­გორც უკ­ვე ნათ­ქ­ვა­მი იყო, სი­ნათ­ლეს ბა­დებს. სი­ნათ­ლე მას­თან არაა აღ­წე­რის სა­გა­ნი. ესაა შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმ­ის­თ­ვის, რა­თა სა­კუ­თა­რი თა­ვი სხვა სამ­ყა­რო­ში იგრ­ძ­ნო – სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­შიც ჯერ კი­დევ არ­ა­ფე­რია სა­ხელ­დე­ბუ­ლი.

VII

თუმ­ცა მხო­ლოდ ნა­თე­ლი მხა­რე­ე­ბის აქ­ცენ­ტი­რე­ბით, შე­საძ­ლოა “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბი” და­ვამ­ცი­როთ კი­დეც, გა­ვა­მარ­ტი­ვოთ. სიკ­ვ­დი­ლის სიწ­მინ­დეს­თან ერ­თად ამ წიგ­ნ­ში ყრუ ტკი­ვი­ლი ლა­პა­რა­კობს, სხვა ხმა, მარ­ტო­ო­ბი­სა და უიმ­ე­დო­ბის ხმა.

რა თქმა უნ­და, ბოდ­ლე­რი­სე­უ­ლი სა­ტა­ნიზ­მი – რო­გორც სა­მარ­თ­ლი­ა­ნად შე­ნიშ­ნავს პი­ერ ჟან ჟუ­ვი – მოჩ­ვე­ნე­ბი­თია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც არ უყ­ვართ მა­რა­დი­უ­ლი, ბოდ­ლერ­მა ბო­რო­ტე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა, რო­გორც აბ­სო­ლუ­ტის ერ­თა­დერ­თი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. სხვა რა­მეა, რომ ამ გა­მოწ­ვე­ვას შე­ეძ­ლო სა­ტა­ნიზ­მის­კენ ებ­იძ­გე­ბი­ნა. ძალ­ზე ძლი­ე­რი რე­ლი­გი­ის წი­ნა­შე ბრაზ­მა, მი­სით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბამ ბოდ­ლე­რის ლექ­სებ­ში იმ­დე­ნად დი­დი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, რომ სა­ერ­თოდ შეც­ვა­ლა კი­დეც მა­თი საზ­რი­სი. ღმერ­თი ბოდ­ლერ­მა ნამ­დ­ვი­ლი რწმე­ნის გა­რე­შე მი­ი­ღო, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მო­რა­ლურ მცნე­ბებს და­მორ­ჩილ­და. ის­ი­ნი კი – და­საწყის­ში თუ არა, მი­სი პო­ე­ტუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის ბო­ლოს­კენ მა­ინც – ერთ­მა­ნეთს ეწ­ი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდ­ნენ.

ბოდ­ლე­რი მწვა­ვედ გა­ნიც­დი­და თა­ვი­სი ამ­ბო­ხის უს­რუ­ლო­ბას.

სა­ყო­ველ­თა­ოდ აღ­ი­ა­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბი­სას, იგი გრძნობ­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მი­წი­ე­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის ერთ­მა­ნეთ­თან შე­რი­გე­ბა. წმინ­და სი­ხა­რუ­ლი, რო­მე­ლიც სიკ­ვ­დილს მო­აქვს, და რო­მე­ლიც, ბოდ­ლე­რის აზ­რით, სი­კე­თეა – კა­თო­ლი­კუ­რად გა­გე­ბულ სი­კე­თეს შე­ე­ჯა­ხა, და ამ შე­ჯა­ხე­ბა­ში წმინ­და სი­ხა­რუ­ლი – სიკ­ვ­დი­ლის შუ­ბის ეს ბუ­ნი­კი მო­იმ­ს­ხ­ვ­რა. სი­ხა­რუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბამ­დე იქ­ნა დაყ­ვა­ნი­ლი, რად­გა­ნაც გა­ი­მარ­ჯ­ვა იდ­ე­ამ, რომ სამ­ყა­რო ცოდ­ვი­ლია, რომ და­ცე­მი­სა და შეჩ­ვე­ნე­ბის შემ­დეგ მას­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია იპ­ო­ვო რა­ი­მე წმინ­და. ამგ­ვარ სამ­ყა­რო­ში სიკ­ვ­დი­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს კარ­გი და ცუ­დი. სიკ­ვ­დილ­მაც და­კარ­გა სიწ­მინ­დე, სიწ­მინ­დეს­თან ერ­თად კი სა­კუ­თა­რი თა­ვიც: ახ­ლა იგი მხო­ლოდ ზღურ­ბ­ლია, რომ­ლის მიღ­მაც შეჩ­ვე­ნე­ბა მო­ჩანს, ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი სიკ­ვ­დი­ლი. ბოდ­ლერს არ­ას­დ­როს მი­ყავ­და ბო­ლომ­დე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აზ­რი. მაგ­რამ ხში­რად სხე­უ­ლის თე­ატრს მიღ­მა მის პო­ე­ზი­ა­ში უკ­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ფი­ზი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლი. იგი ამ ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნი­ლი სას­ჯე­ლის შავ-ბნე­ლი მან­ტი­ით იმ­ო­სე­ბა, ავ­ად­მ­ყო­ფო­ბის, მიხ­რ­წ­ნი­სა და სი­ღა­ტა­კის ხა­ტებ­ში უჩ­ი­ნარ­დე­ბა, ამ­ით აუქ­მებს თა­ვის არ­სე­ბო­ბას და ტრა­გე­დი­ას დრა­მად აქ­ცევს, ბე­დის­წე­რას – ტან­ჯ­ვად, არ­სის ხოტ­ბას კი მის რღვე­ვად – დრო­ის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ წა­მე­ბა­თა ქვეშ.

ამ­ი­ტო­მაც სი­ნათ­ლე თან­და­თან ტო­ვებს ბოდ­ლე­რის ლექ­სებს. ჩვენს წი­ნა­შეა მი­სი პო­ე­ზი­ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წახ­ნა­გი, სა­დაც სიკ­ვ­დი­ლი წელ­ში იმ­არ­თე­ბა და ამ­არ­ცხებს მშვე­ნი­ე­რე­ბას. ხან­და­ხან დას­ცი­ნის მას, ხან კი ისე და­უნ­დო­ბე­ლია, რომ ყვე­ლა­ზე უბ­ად­რუ­კი სა­ხი­თაც გვიჩ­ვე­ნებს. აქ ბოდ­ლე­რი უკ­ვე და­შორ­და თავ­და­პირ­ველ ძალ­მო­სი­ლე­ბას. ამ ნაც­რის­ფერ, რკი­ნის ცის ქვეშ (“ბე­ატ­რი­ჩეს” ცის ქვეშ) იგი ყოყ­მა­ნობს, მან და­კარ­გა ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი ებ­ა­და. ფიქ­რობ­და, სიკ­ვ­დილ­ში ძა­ლას აღ­მო­ვა­ჩე­ნო და ამ­ის ნაც­ვ­ლად მხო­ლოდ ბინ­ძუ­რი სამ­ყა­რო იპ­ო­ვა და ახ­ლა, თა­ვი­სი სი­ა­მა­ყის გა­მო, ში­შობს, რომ მას, “არ­ამ­ზა­და­სა” და “კო­მე­დი­ანტს” (რო­გორც იგი თავს უწ­ო­დებს), მხო­ლოდ სიტყ­ვა­თა ამ­ა­ო­ე­ბა დარ­ჩე­ნია.

ესაა თა­ვად პო­ე­ზი­ის არ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, უკ­ი­დუ­რე­სი იმ­ედ­გაც­რუ­ე­ბა. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამ წერ­ტი­ლამ­დე მი­ვი­და რემ­ბო და ამ­ი­ტო­მაც და­დუმ­და. მაგ­რამ, სხვა მხრივ, იქ­ნებ სამ­ყა­რომ უნ­და აღ­მარ­თოს ლექ­სე­ბის გზა­ზე ზღუ­დე, სა­დაც ის­ი­ნი აუც­ი­ლებ­ლად მო­ი­ტე­ხენ კი­სერს – შე­საძ­ლოა, პო­ე­ზია მხო­ლოდ უს­აშ­ვე­ლო, გა­მო­უ­ვა­ლი იმ­ე­დია.

მაგ­რამ, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლებ­ში”, თა­ვად ბოდ­ლერ­ში, ში­ნა­გა­ნი ძა­ლა იმ­არ­ჯ­ვებს.

გან­გა­შის ზღვარ­ზე ბოდ­ლე­რი თავს ის­უ­ლი­ე­რებს და გა­მო­უც­ნო­ბი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით აღ­სავ­სე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის უც­ნა­ურ სა­ხე­ებს ხა­ტავს, სა­დაც ცოდ­ვით შე­ლა­ხუ­ლი სიკ­ვ­დი­ლი, ლა­მი­საა მთე­ლი თა­ვი­სი სიწ­მინ­დით აღდ­გეს. გა­ო­რე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი – მა­გა­ლი­თის­თ­ვის და­ვა­სა­ხე­ლებ “ტან­ჯულ ქალს” – პა­რა­დოქ­სუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი. სიღ­რ­მი­სე­ულ დი­ო­ნი­სუ­რო­ბას აქ თა­ვი­სე­ბუ­რი იან­სე­ნიზ­მი ერთ­ვის. თა­ნაც, იმ­ედ­გაც­რუ­ე­ბა ხსნის ჯერ კი­დევ ბუნ­დო­ვან იდ­ე­ად გა­და­იქ­ცე­ვა. ბოდ­ლე­რი წი­ნას­წარ გრძნობს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სი­ახ­ლო­ვეს. მას, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ორი ნა­ბი­ჯი აშ­ო­რებს მზის­გან და აქ იგი უდ­ი­დეს პო­ე­ტად გვევ­ლი­ნე­ბა, შმა­გია და ზუს­ტი… თუმ­ცა კი ძა­ლა არ შეს­წევს, ბინ­დის სა­ფარ­ვე­ლი ახ­ა­დოს ყვე­ლა­ფერ ამ­ას. მი­სი თაყ­ვა­ნის­ცე­მის სა­გა­ნი, რო­მე­ლიც სად­ღე­სას­წა­უ­ლო ჩი­რაღ­დ­ნე­ბის ღირ­სი უფ­როა, კვლავ ტა­ლახ­შია ამ­ოს­ვ­რი­ლი.

მა­შინ იგი და­უნ­დო­ბე­ლი სარ­კაზ­მის სიტყ­ვებს პო­უ­ლობს. მაგ­რამ მათ­შიც იგრ­ძ­ნო­ბა მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი გა­ცამ­ტ­ვე­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­სად­მი, და – რო­გორც ვი­ი­ონ­თან და მე­ნარ­თან – სიყ­ვა­რუ­ლის ჭეშ­მა­რი­ტე­ბით თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა.

VIII

შე­საძ­ლოა შარლ ბოდ­ლე­რი ხე­დავ­და, რა­ში გა­და­იზ­რ­დე­ბო­და მი­სი უძ­ლი­ე­რე­სი სუ­ლი­ე­რი ლტოლ­ვა. ორ­მა­გი ტან­ჯ­ვა: აკ­ე­თო ყვე­ლა­ფე­რი, რა­თა თა­ვი და­ი­ღუ­პო და და­ი­ნა­ხო, რო­გორ ქრე­ბა შენ­თ­ვის და­ღუპ­ვის ეს საზ­რი­სი – ყვე­ლა­ფერ ამ­ის ნიშ­ნად კი, სიკ­ვ­დი­ლამ­დე ერ­თი წლით ად­რე და­ი­ნა­ხო, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა ნან­გ­რე­ვე­ბად შე­ნი გო­ნე­ბა.

და მა­ინც, ბოდ­ლე­რის “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბი”, “ავ­ად­მ­ყო­ფი ყვა­ვი­ლე­ბია”, – ჩვე­ნი პო­ე­ზი­ის თით­ქ­მის წმინ­და წიგ­ნი. მიღ­მუ­რის­კენ ჩვენ­მა ლტოლ­ვამ მას­ში მღელ­ვა­რე მყუდ­რო­ე­ბა მო­ი­პო­ვა.

ბოდ­ლერ­მა პო­ე­ზი­ას­თან შერ­თუ­ლი მსხვერ­პ­ლის დი­ა­დი იდეა აღ­ად­გი­ნა.

იმ დრო­ში, რო­ცა ბევ­რ­მა და­კარ­გა ღმერ­თი, მან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სიკ­ვ­დილს ძა­ლუძს იყ­ოს ხსნის ქმე­დი­თი ძა­ლა. მხო­ლოდ იგი მი­ა­ნი­ჭებს ახ­ალ მთლი­ა­ნო­ბას და­კარ­გულ ყო­ფი­ე­რე­ბას. ამ­ი­ტო­მაც, მა­ლარ­მე­სა და პრუს­ტის, არ­ტო­სა და ჟუ­ვის შემ­დეგ – ანუ მათ შემ­დეგ, ვინც “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბის” სუ­ლი­ერ მემ­კ­ვიდ­რე­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან – სიკ­ვ­დი­ლი სუ­ლის მსა­ხუ­რად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა ხოლ­მე ამ სა­ბო­ლო­ოდ თა­ვი­სუ­ფალ და წმინ­და სამ­ყა­რო­ში.

მას ძა­ლა შეს­წევს, შე­ას­რუ­ლოს სიტყ­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა – პო­ე­ზი­ის სა­სუ­ფე­ვე­ლი და­უმ­კ­ვიდ­როს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ყა­რი­ბო­ბით და­ღა­ლულ რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბას.

© “არილი”

Facebook Comments Box