პროზა (თარგმანი)

ლუი-ფერ­დი­ნანდ სე­ლი­ნი


მოგ­ზა­უ­რო­ბა ღა­მის კი­დე­ზე

ფრაგ­მენ­ტი რო­მა­ნი­დან

ფრანგულიდან თარგმნა ლალი ლალიაშვილმა

ბა­ღის სიღ­რ­მე­ში, დე­დაბ­რის ქოხ­მა­ხის ირგ­ვ­ლივ ძვე­ლი ცოცხე­ბი­სა და დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი სა­ქათ­მე გა­ლი­ე­ბის გრო­ვა იდ­გა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ირგ­ვ­ლივ აღ­მარ­თუ­ლი შე­ნო­ბე­ბის ჩრდილ­ქ­ვეშ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. დე­და­ბე­რი თა­ვის ბუ­ნა­გი­დან არ­ა­სო­დეს გა­მო­დი­ო­და. მის­თ­ვის საკ­ვე­ბის მო­წო­დე­ბაც კი მთე­ლი ამ­ბა­ვი იყო. შინ სა­კუ­თარ შვილ­საც არ უშ­ვებ­და, ეშ­ი­ნო­და მკვლე­ლე­ბი­სა და მძარ­ც­ვე­ლე­ბის.

რძალ­მა ახ­ლა სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ნა­ხა ოჯ­ა­ხის ეკ­ო­ნო­მი­კის გა­სამ­ყა­რებ­ლად და ქმარს კბი­ლი მო­უ­სინ­ჯა, ურ­ი­გო არ იქ­ნე­ბო­და დე­და სენ-ვენ­სე­ნის მოწყა­ლე­ბის დებ­თან მიგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა, ის­ი­ნი ხომ სწო­რედ ას­ეთ უს­აშ­ვე­ლო მო­ხუ­ცებს ეფ­ოფ­რე­ბი­ა­ნო. ქმა­რი დუმ­და. მთე­ლი მი­სი არ­სე­ბა იმ შე­უ­ნე­ლე­ბელ გუ­გუნს მო­ეც­ვა, ყურ­ში რომ ედ­გა. “არ მა­ძი­ნებს ეს გრუ­ხუ­ნი”, – ჩა­ი­ლა­პა­რა­კა თა­ვის­თ­ვის. მარ­თ­ლაც ძილს ვერ იკ­ა­რებ­და, გუ­ლის­ყუ­რით უს­მენ­და საყ­ვი­რის, დაფ­და­ფი­სა და ორ­კეს­ტ­რის ხმებს… დღე­ცა და ღა­მეც ამ ყო­ფა­ში იყო. ხმა­ურს ვერ იშ­ო­რებ­და თა­ვი­დან.

თუმ­ცა თან­და­თან, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამ ახ­ალ ჭირ­საც შე­ეჩ­ვია და სენ-უენ­ის ბა­ზარ­საც კი მი­ა­კითხა ცოლ­თან ერ­თად. ეს ბა­ზა­რი ყვე­ლა­ზე იაფ ბაზ­რად ითვ­ლე­ბო­და იმ მი­და­მო­ებ­ში. ცოლ-ქმა­რი დი­ლი­დან გა­დი­ო­და და მთელ დღეს იქ ატ­ა­რებ­და. ეს დრო იმ­ის­თ­ვის იყო სა­ჭი­რო, რომ გათ­ვ­ლე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და ფა­სებ­ზე მო­ე­ლა­პა­რა­კათ, სცოდ­ნო­დათ, რა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და ფუ­ლის და­ზოგ­ვა… და­ღა­მე­ბი­სას, რო­ცა ქუ­ჩა წყნარ­დე­ბო­და, ან­რუ­ებს მძარ­ც­ვე­ლე­ბი­სა და მკვლე­ლე­ბის ში­ში იპყ­რობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით – ქალს. კა­ცი კი სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი, თა­ვის გრუ­ხუნს უბ­რუნ­დე­ბო­და.

– “ასე რო­გორ და­ვი­ძი­ნებ! – გან­გებ ხმა­მაღ­ლა იმ­ე­ო­რებ­და, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი პა­ნი­კა­ში ჩა­ეგ­დო. “ვერც კი წარ­მო­იდ­გენ!..” – ეუბ­ნე­ბო­და ცოლს.

ცოლს კი არც უც­დია გა­ე­გო რას ლა­პა­რა­კობ­და ქმა­რი და ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ყუ­რებ­მა აგ­რე­რი­გად შე­ა­წუ­ხოს ად­ა­მი­ა­ნი.

– “ეგ არ­ა­ფე­რია! ყუ­რი და­მიგ­დე, ჯო­ბია დე­დას მივ­ხე­დოთ. რა­მე უნ­და ვი­ღო­ნოთ, ხომ ხე­დავ, ცხოვ­რე­ბა დღი­თი დღე ძვირ­დე­ბა, დე­დაბ­რის შე­ნახ­ვა კი­დევ უფ­რო გა­ჭირ­დე­ბა… ნამ­დ­ვი­ლი ინ­ფექ­ცი­ის ბუ­დეა მი­სი საცხოვ­რე­ბე­ლი!..”

ერ­თა­დერ­თი სტუ­მა­რი, ან­რუ­ე­ბი რომ იღ­ებ­დ­ნენ, მო­სამ­სა­ხუ­რე ქა­ლი იყო. ქა­ლი კვი­რა­ში სამ­ჯერ და­დი­ო­და მათ­თან. მო­სამ­სა­ხუ­რე სა­წო­ლის და­ლა­გე­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბო­და ქ-ნ ან­რუ­ის და ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლე­ი­ბის ყო­ველ გა­დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ქ-ნი ან­რუი რაც შე­ეძ­ლო ხმა­მაღ­ლა აც­ხა­დებ­და: “არ­ა­სო­დეს ვა­ჩე­რებთ ფულს სახ­ლ­ში”, იმ ან­გა­რი­შით, რომ მო­სამ­სა­ხუ­რე მის სიტყ­ვებს ყველ­გან და ყო­ველ­თ­ვის გა­ი­მე­ო­რებ­და. ამ­ით თავს იზღ­ვევ­და მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­ქურ­დ­ვი­სა და მკვლე­ლო­ბი­სა­გან.

მა­ნამ ცო­ლი და ქმა­რი თა­ვის ოთ­ახ­ში ავ­ი­დოდ­ნენ, სა­გულ­და­გუ­ლოდ კე­ტავ­დ­ნენ ყვე­ლა გა­სას­ვ­ლელს, თან ერთ­მა­ნეთს ამ­ოწ­მებ­დ­ნენ. ბა­ღის სიღ­რ­მე­ში დე­დაბ­რის ქოხ­საც შე­ავ­ლებ­დ­ნენ თვალს, ენ­თო თუ არა ლამ­ფა, რაც ნი­შა­ნი იყო იმ­ი­სა, რომ ცოცხა­ლია. ის ხომ არ­ა­სო­დეს აქ­რობ­და ლამ­ფას. ზეთ­საც ხომ უმ­ოწყა­ლოდ ხარ­ჯავ­და. მკვლე­ლე­ბის ეშ­ი­ნო­და, ეშ­ი­ნო­და შვი­ლე­ბი­საც. ოცი წლის მან­ძილ­ზე, ზამ­თა­რი იყო თუ ზაფხუ­ლი, არ­ა­სო­დეს გა­უ­ღია ფან­ჯა­რა და არც ლამ­ფა ჩა­უქ­რია.

დე­დაბ­რის მწირ პენ­სი­ას ვა­ჟიშ­ვი­ლი გა­ნა­გებ­და და მის შე­ნახ­ვას ახ­მარ­და. საჭ­მელს კა­რებ­თან უტ­ო­ვებ­დ­ნენ. ფულს უზ­ო­გავ­დ­ნენ. თით­ქოს არ­ა­ფე­რი უჭ­ირ­და, მაგ­რამ სულ წუ­წუ­ნებ­და. კა­რე­ბი­დან ილ­ან­ძღე­ბო­და თუ მის სო­როს ვინ­მე მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და. “გა­ნა ჩე­მი ბრა­ლია, რომ ბერ­დე­ბით დე­დი­ლო, – სცა­და გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა რძალ­მა, – სნე­უ­ლე­ბა მოგ­ძა­ლე­ბი­ათ, რო­გორც ყვე­ლა ას­ა­კო­ვანს…”

– “ას­ა­კო­ვა­ნი თა­ვი გა­ბია! არ­ამ­ზა­დავ! კახ­პავ! სწო­რედ შენ მდებ მაგ ბინ­ძუ­რი ტყუ­ი­ლე­ბით სა­მა­რე­ში!..”

დე­და­ბე­რი გა­ხე­ლე­ბუ­ლი უარ­ყოფ­და თა­ვის ხნო­ვა­ნე­ბას… უარ­ყოფ­და ყვე­ლა­ფერს, რაც მი­სი ქო­ხის მიღ­მა ხდე­ბო­და. მას­თან შე­რი­გე­ბი­სა თუ მი­ახ­ლო­ე­ბის ყვე­ლა ცდა ამაო იყო. ეგ­ო­ნა, კარს თუ გა­ა­ღებ­და, ავ­სუ­ლე­ბი შე­მო­ეჭ­რე­ბოდ­ნენ, შე­იპყ­რობ­დ­ნენ და ბო­ლოს მო­უ­ღებ­დ­ნენ.

– “გა­თახ­სი­რე­ბუ­ლე­ბო, – გაჰ­ყ­ვი­რო­და დე­და ან­რუი, – თვა­ლე­ბი ყველ­გან გა­მო­გის­ხი­ათ და პი­რე­ბი ჭი­პამ­დე და­გიფხ­რე­წი­ათ, რომ მხო­ლოდ ტყუ­ი­ლი რო­შოთ… ეს­ე­თე­ბი ხართ ყვე­ლა…”

ის ტამ­პ­ლის ბა­ზარ­ში ნას­წავ­ლი ენ­ით მეტყ­ვე­ლებ­და, სა­დაც პა­ტარ­ქა­ლო­ბა­ში დე­დას­თან ერ­თად ძველ­მა­ნე­ბით ვაჭ­რობ­და. იგი იმ მდა­ბი­ო­თა ფე­ნას ეკ­უთ­ვ­ნო­და, რო­მე­ლიც არ უფრ­თხის სი­ბე­რის მო­ახ­ლო­ე­ბას.

– “თუ ჩემს ფულს არ მომ­ცემ, სა­მუ­შა­ოდ გა­ვალ! გას­ძა­ხო­და რძალს, – გეს­მის წუ­პა­კო? სა­მუ­შა­ოდ გა­ვალ!”

– “ძა­ლა რო აღ­არ შეგ­წევთ დე­დი­ლო!”

– “ვის არ შეს­წევს ძა­ლა! შე­მო­ეთ­რიე ერ­თი ამ სო­რო­ში, მა­შინ გიჩ­ვე­ნებ ყო­ფის ჭა­მას!”

და ცოლ-ქმა­რიც გა­ე­რი­დე­ბო­და ხოლ­მე მის თავ­შე­სა­ფარს.

ეტ­ყო­ბა ან­რუ­ებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­დათ, რა­დაც უნ­და დას­ჯ­დო­მო­დათ, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ჩემ­თ­ვის დე­და­ბე­რი, და ამ­ი­ტო­მაც მი­მიწ­ვი­ეს. მაგ­რამ იმ­ი­სათ­ვის, რომ ჩე­მი ვი­ზი­ტი შემ­დ­გა­რი­ყო, სა­ჭი­რო შე­იქ­ნა მთე­ლი რი­გი ხრი­კე­ბის მოხ­მო­ბა. კარ­გად ის­იც არ მეს­მო­და, რას ელ­ოდ­ნენ ჩემ­გან.

რო­გორც ჩანს, ბაბ­რის დე­ი­დამ, კონ­სი­ერ­ჟ­მა, შთა­ა­გო­ნა მათ, რომ წყნა­რი, თა­ვა­ზი­ა­ნი, და­უ­ზა­რე­ლი ექ­ი­მი ვი­ყა­ვი… ცოლ-ქმარს აინ­ტე­რე­სებ­და, შე­მეძ­ლო თუ არა მო­ხუ­ცის მორ­ჯუ­ლე­ბა მხო­ლოდ წამ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით… თუმ­ცა ერ­ჩივ­ნათ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რძალს, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ფსი­ქი­ატ­რი­ულ ჰოს­პი­ტალ­ში გა­მემ­წე­სე­ბი­ნა…

მთე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვა­კა­კუ­ნეთ, ბო­ლოს კა­რი გა­ი­ღო და მო­ხუ­ციც გა­მოჩ­ნ­და. გამ­ხ­მა­რი, გა­ნაც­რის­ფე­რე­ბუ­ლი ლო­ყე­ბის ზე­მოთ მო­ვარ­დის­ფ­რო ქუ­თუ­თო­ე­ბი­დან ცოცხა­ლი თვა­ლე­ბი მოგ­ჩე­რე­ბო­და. გა­ფო­რი­ა­ქებ­და მი­სი შე­მო­ხედ­ვა, ყვე­ლა­ფერს გა­ვიწყებ­და იმ ხა­ლი­სის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, მის­და­უ­ნე­ბუ­რად რომ გა­მოკ­რ­თო­და თვა­ლე­ბი­დან, და ინს­ტინ­ქ­ტუ­რად ცდი­ლობ­დი ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბა დიდ­ხანს შეგ­რ­ჩე­ნო­და.

იყ­უ­რე­ბო­და და აც­ოცხ­ლებ­და ირგ­ვ­ლივ წყვდი­ადს ყმაწ­ვი­ლუ­რი ხა­ლი­სით. ოდ­ნა­ვი, მაგ­რამ უტ­ყუ­ა­რი გა­ტა­ცე­ბით, რი­სი უნ­ა­რიც ჩვენ დღეს უკ­ვე აღ­არ გაგ­ვაჩ­ნ­და. გაბ­ზა­რუ­ლი ხმით ილ­ან­ძღე­ბო­და, მაგ­რამ, რო­გორც კი იწ­ყებ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ლა­პა­რაკს, ხმა ეწ­მინ­დე­ბო­და. ცოცხ­ლ­დე­ბოდ­ნენ აზ­რე­ბი და ფრა­ზე­ბი და ისე ეწ­ყო­ბოდ­ნენ, თით­ქოს­და ჯი­რი­თით მოჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს. ახ­ლაც ის­ე­ვე გა­მოს­დი­ო­და სა­უბ­რი­სა და სიმ­ღე­რის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა, რო­გორც იმ ხა­ნად, რო­ცა იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვი იყო ასე მეტყ­ვე­ლე­ბა, რომ ვი­საც ეს ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად არ შე­ეძ­ლო, ხეპ­რედ და შტე­რად ითვ­ლე­ბო­და.

მო­ხუ­ცი ახ­ლა­და­მოყ­რი­ლი ტო­ტე­ბით შე­მო­სულ ბე­ბერ ხეს ჰგავ­და. მხი­ა­რუ­ლი იყო დე­და­ბე­რი; უკ­მა­ყო­ფი­ლო და ბუზ­ღუ­ნა, ჩა­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც მხი­ა­რუ­ლი. ოდ­ნა­ვა­დაც არ და­ეთ­რ­გუ­ნა უპ­ოვ­რო­ბა­სა და სი­დუხ­ჭი­რეს, რო­მელ­შიც ოც წელ­ზე მე­ტი იყო, ცხოვ­რობ­და. ის კი არა, თა­ვი­სი ბუ­ნა­გის მიღ­მა არ­ა­ფერს ცნობ­და, თით­ქოს სი­ცი­ვე, სიკ­ვ­დი­ლი და ყვე­ლა უბ­ე­დუ­რე­ბა სწო­რედ გა­რე­დან ემ­უქ­რე­ბო­და. აქ უშ­იშ­რად იყო, ეჭ­ვიც არ ეპ­ა­რე­ბო­და თა­ვის საღ გო­ნე­ბა­ში, ისე სწამ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის, რო­გორც რა­ღაც უტ­ყუ­ა­რის და სა­მუ­და­მოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლის. მე კი ამგ­ვა­რი რწმე­ნის მო­პო­ვე­ბის ძი­ე­ბა­ში ქვე­ყა­ნა მო­ვირ­ბი­ნე.

გი­ჟად თვლიდ­ნენ მო­ხუცს, ამ­ის თქმა ად­ვი­ლი კია, მაგ­რამ სა­ბა­ბი მხო­ლოდ ის იყო, რომ თორ­მეტ წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ მე­ტად არ გა­მო­სუ­ლა თა­ვი­სი ბუ­ნა­გი­დან. ალ­ბათ, ჰქონ­და მი­ზე­ზე­ბი, მაგ­რამ არ აპ­ი­რებ­და ჩვენ­თ­ვის გამ­ხე­ლას… არ უნ­დო­და რა­მე და­ე­კარ­გა… არ გვიმ­ხელ­და, რომ ცხოვ­რე­ბა აღ­არ ხიბ­ლავ­და.

რძა­ლი ის­ევ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის თე­მას უტ­რი­ა­ლებ­და.

– “ხომ ხე­დავთ, ექ­ი­მო, რა შე­რე­კი­ლია… შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­რეთ გა­მო­აგ­დო. თუმ­ცა სა­სარ­გებ­ლო კია მის­თ­ვის დრო და დრო მა­ინც ჩაყ­ლა­პოს ჰა­ე­რი… ახ, დე­დი­ლო რო­გორ გარ­გებ­და!.. უარს ნუ ამ­ბობ… შენ­თ­ვის უკ­ე­თე­სია, და­მი­ჯე­რე!”

ჩვენ მის გა­რეთ გა­მოტყუ­ე­ბას ვცდი­ლობ­დით, გაქ­სუ­ე­ბუ­ლი და მი­უ­კა­რე­ბე­ლი დე­და­ბე­რი კი თავს ჯი­უ­ტად აქ­ნევ­და.

– “არ უყ­ვარს, ყუ­რად­ღე­ბას რომ აქ­ცე­ვენ… ურ­ჩევ­ნია აქ­ვე კუთხე­ში მო­ი­საქ­მოს… იყ­ი­ნე­ბა და ცეცხ­ლ­საც არ ან­თებს… შე­უძ­ლე­ბე­ლია, ექ­ი­მო, ასე ხომ არ დავ­ტო­ვებთ ქალს”.

თავს ვი­კა­ტუ­ნებ­დი, თით­ქოს არ­ა­ფე­რი მეს­მო­და. ბა­ტო­ნი ან­რუი კი ბუ­ხარ­თან იდ­გა, ჩვენ­გან მო­შო­რე­ბით, არ ერ­ე­ო­და სა­უ­ბარ­ში და არც სურ­და გა­ე­გო, ჩვენ რას გა­დავ­წყ­ვეტ­დით…

დე­და­ბე­რი თა­ვი­სას გა­ი­ძა­ხო­და:

– “და­მიბ­რუ­ნეთ, რაც მე­კუთ­ვ­ნის, რომ წა­ვი­დე აქ­ე­დან!.. თა­ვი ხომ უნ­და ვირ­ჩი­ნო! ბო­ლოს და ბო­ლოს თქვე­ნი სა­ლა­პა­რა­კო აღ­არ ვიქ­ნე­ბი!..”

– “რო­გორ იც­ხოვ­რებ, დე­დი­ლო? წე­ლი­წად­ში სა­მი ათ­ა­სი ფრან­კი გაგ­წ­ვ­დე­ბა? ვნა­ხოთ!.. ცხოვ­რე­ბა გაძ­ვირ­და მას შემ­დეგ, ბო­ლო­ჯერ რომ გა­მოძ­ვე­რით თქვე­ნი სო­რო­დან!.. ხომ ასეა ექ­ი­მო, ურ­ჩევ­ნია მოწყა­ლე­ბის დებ­თან გა­და­ვი­დეს, რა­საც ჩვენ ვურ­ჩევთ… კარ­გად მო­უვ­ლი­ან, კე­თილ­შო­ბი­ლი ხალ­ხია…”

ზიზღს ჰგვრი­და დე­და­ბერს მა­თი ხსე­ნე­ბა. – “მოწყა­ლე­ბის დებ­თან?.. რა მინ­და მოწყა­ლე­ბის დებ­თან?.. ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია მათ­თან საქ­მე!.. იქ­ნებ მღვდელ­საც და­მა­ჯა­ხოთ!.. არ მე­ყო­ფა ფუ­ლი, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, წა­ვალ და ვი­მუ­შა­ვებ!..”

– “იმ­უ­შა­ვებ? დე­დი­ლო სად იმ­უ­შა­ვებ? გეს­მის, ექ­ი­მო, რა აზ­რე­ბი აქვს? იმ­უ­შა­ვებს! მის ას­აკ­ში, ოთხ­მო­ცი წლის ას­აკ­ში! რა სი­გი­ჟეა! ვის სჭირ­დე­ბა ექ­ი­მო? დე­დი­ლო, მთლად შე­ი­შა­ლე!..”

– “მაშ გი­ჟი ვარ და არ­ა­ვის ვჭირ­დე­ბი? სა­მა­გი­ე­როდ, შენ­ნა­ი­რი კახ­პა ჭირ­დე­ბა ყვე­ლას!..”

– “გეს­მით, ექ­ი­მო, რო­გორ ბო­დავს. მლან­ძღოს და კი­დევ მე მო­ვუ­ა­რო?”

მო­ხუ­ცი ახ­ლა მე მო­მად­გა, რო­გორც ახ­ალ საფ­რ­თხეს.

– “ამ­ას ვი­ღამ მო­ახ­სე­ნა, რომ გი­ჟი ვარ? ჩემს თავ­ში ზის, თუ თქვენ­სა­ში? მაშ სა­ი­დან გა­ი­გო?.. მომ­შორ­დით აქ­ე­დან, თქვენ გე­უბ­ნე­ბით, გზა ნა­ხეთ!.. გულს მი­ღო­ნებთ, რო­გორც გრძე­ლი ზამ­თა­რი, თუმ­ცა თქვენ ზამ­თარ­ზე უარ­ე­სე­ბი ხართ! მომ­წყ­დით აქ­ე­დან, ჯო­ბია შვი­ლი­კოს მი­მი­ხე­დოთ, აქ რომ მი­წამ­ლავთ სისხლს. მას ჩემ­ზე მე­ტად ჭირ­დე­ბა ექ­ი­მი! კბი­ლე­ბიც დას­ც­ვივ­და უკ­ვე, თუმ­ცა, რო­ცა ჩემს ხელ­ში იყო, მშვე­ნი­ე­რი კბი­ლე­ბი ჰქონ­და. გას­წით, მომ­წყ­დით, რომ გე­უბ­ნე­ბით, თქვენ თავს მი­ხე­დეთ-მეთ­ქი”, – და კა­რი ცხვირ­წინ მოგ­ვი­ჯა­ხუ­ნა.

დე­და ან­რუი ახ­ლა თა­ვის ბუ­ნა­გი­დან გვით­ვალ­თ­ვა­ლებ­და. ეზო გა­დავ­კ­ვე­თეთ და უკ­ვე საკ­მა­ოდ შორს წა­სუ­ლებს მი­სი ხითხი­თი მოგ­ვეს­მა. დაგ­ვ­ცი­ნო­და. ამ­ჯე­რა­დაც გა­დაგ­ვირ­ჩა.

უშ­ე­დე­გო იერ­ი­ში­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ბა­ტო­ნი ან­რუი იქ­ვე დაგ­ვ­ხ­ვ­და ბუ­ხარ­თან. მი­სი ცო­ლი ის­ევ გულს მიწ­ვ­რი­ლებ­და ერ­თი და იმ­ა­ვე კითხ­ვე­ბით… პა­ტა­რა თა­ვი, ყა­ვის­ფ­რად შე­ღე­ბი­ლი თმა და ეშ­მა­კუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ჰქონ­და. ჟეს­ტე­ბით არ ლა­პა­რა­კობ­და. ლა­პა­რა­კი­სას იდ­აყ­ვებს ტანს არ აშ­ო­რებ­და. ცდი­ლობ­და ჩე­მი ვი­ზი­ტი­დან რა­მე სარ­გე­ბე­ლი ენ­ა­ხა… ცხოვ­რე­ბა ძვირ­დე­ბა და ძვირ­დე­ბა… მო­ხუ­ცის პენ­სია აღ­არ ყოფ­ნით… თა­ვა­დაც ას­აკ­ში შე­დი­ან… მო­ბეზ­რ­დათ სულ იმ­ის ში­ში, რომ მო­ხუ­ცი უპ­ატ­რო­ნოდ არ მოკ­ვ­დეს. არ ამ­ო­ი­ბუ­გოს თა­ვის რწყი­ლი­ან-სი­ბინ­ძუ­რი­ა­ნად… ნაც­ვ­ლად იმ­ი­სა, რომ რი­გი­ან თავ­შე­სა­ფარ­ში წა­ვი­დეს, სა­დაც მშვე­ნივ­რად მო­უვ­ლი­ან…

თა­ვი ისე მო­ვაჩ­ვე­ნე, თით­ქოს მეც ამ აზრს ვა­დე­ქი და მა­თაც კე­თი­ლი თვა­ლით და­მიწყეს ყუ­რე­ბა. მარ­წ­მუ­ნებ­დ­ნენ, რომ ჩემს ქე­ბას მთელს უბ­ანს მოს­დებ­დ­ნენ, თუ­კი შე­მებ­რა­ლე­ბოდ­ნენ და შევ­ძ­ლებ­დი მო­მე­შო­რე­ბი­ნა მათ­თ­ვის მო­ხუ­ცი… ეს ბე­ჩა­ვი კი თა­ვის ყო­ფას რა­ტომ­ღაც ვერ ელ­ე­ო­და…

– “მე­რე გა­ვა­ქი­რა­ვებთ კი­დეც ამ პა­ვი­ლი­ონს”, – გა­მოთ­ქ­ვა აზ­რი ან­აზ­დად გა­მო­ცოცხ­ლე­ბულ­მა ან­რუ­იმ. ცოლ­მა უტ­აქ­ტო­ბის­თ­ვის ფე­ხი და­ა­ბი­ჯა მა­გი­დის ქვეშ. ან­რუი ვე­რა­ფერს მიხ­ვ­და.

მა­ნამ ცოლ-ქმა­რი კინ­კ­ლა­ობ­და ვი­თომ­და ჩემ­და ფა­რუ­ლად, მე უკ­ვე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ ჩა­ვი­ჯი­ბავ ათ­ას­ფ­რან­კი­ანს მხო­ლოდ იმ­ი­სათ­ვის, თუ­კი დე­და­ბერს ფსი­ქი­ატ­რი­ულ ჰოს­პი­ტალ­ში მი­ღე­ბის ცნო­ბას მივ­ცემ. ან­რუ­ე­ბი ხომ ამ­ა­ზე ოც­ნე­ბობ­დ­ნენ…

რო­გორც ჩანს, ბა­ბე­რის დე­ი­დამ ნდო­ბით გა­ნაწყო ჩემს მი­მართ ის­ი­ნი და და­არ­წ­მუ­ნა, რომ ჩემ­ზე საწყა­ლი ექ­ი­მი მთელ რან­სი­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა… და ჩემ­თან მო­რი­გე­ბაც ად­ვი­ლია… ფლო­რი­შონს კი რო­გორ შე­კად­რებ­დ­ნენ ამ­ას! ის ხომ პა­ტი­ო­სა­ნია!

ამ ფიქ­რებ­ში ვი­ყა­ვი, დე­და­ბე­რი რომ შე­მო­ვარ­და ოთ­ახ­ში. საკ­ვირ­ვე­ლია, თით­ქოს­და იყ­ნო­საო, რას ვუმ­ზა­დებ­დით. კა­ბის კალ­თა ხე­ლით ეჭ­ი­რა. შე­მო­ვარ­და თუ არა, ლან­ძღ­ვა დაგ­ვა­ყა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით მე. მხო­ლოდ ამ­ის­თ­ვის გა­მო­ვი­და თა­ვის ბუ­ნა­გი­დან.

– “თახ­სი­რო!” – მო­მა­ხა­ლა. – “წა­ეთ­რიე, შენ გე­უბ­ნე­ბი, მო­შორ­დი აქ­ე­დან! ძა­ლი­ან გა­გი­ვი­და თავს!.. არ წა­ვალ გი­ჟებ­თან!.. და მით უმ­ე­ტეს, არც მოწყა­ლე­ბის დებ­თან, უკ­ვე გითხა­რი!… ჩემ­თან არ­ა­ფე­რი გა­გი­ვა, იაფ­ად მოს­ყი­დუ­ლო!.. ჩემ­ზე წინ ეს ვი­გინ­და­რე­ბი წავ­ლენ, მო­ხუ­ცი ქა­ლის მძარ­ც­ვე­ლე­ბი!.. და შენც, ნა­ძი­რა­ლავ, მა­ლე ცი­ხე­ში ამ­ო­ყოფ თავს!..”

ბე­დი არ გინ­და! ერ­თი ხე­ლის მოს­მით შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­მე­ჯი­ბა ათ­ა­სი ფრან­კი! მე კი აქ ყოფ­ნის გა­სამ­რ­ჯე­ლოც არ მითხო­ვია!

დე­და­ბე­რი ახ­ლა ქო­ხის მო­ა­ჯი­რი­დან მომ­ძა­ხო­და: “ნა­ძი­რა­ლა! თახ­სი­რო!”

დიდ­ხანს გა­ის­მო­და სიბ­ნე­ლე­ში მი­სი ხმა. მაგ­რად გაწ­ვიმ­და! ნა­თუ­რი­დან ნა­თუ­რამ­დე თით­ქ­მის სირ­ბი­ლით გა­და­ვე­დი. რო­გორც იქ­ნა მი­ვაღ­წი­ეს ფე­ტის მო­ედ­ნის ტუ­ა­ლეტს. ეს­ეც თავ­შე­სა­ფა­რია.

© ”არილი”

Facebook Comments Box