ზაზა თვარაძე – Tyrannosaurus Rex

A Winged Dragon

ღა­მეა. შე­მო­მიც­ვივ­­ნენ

Tyrannosaurus Rex-ები

გა­და­­კითხეს ხარ­ხა­რით

ჩე­მი ბე­დას­ლი ლექ­სე­ბი

მუც­ლე­ბი ხე­ლით ეჭ­­რათ:

ვაი, ამ ბრიყ­ვის ბრა­ლიო!

მე ჩემს მა­გი­დას ვუ­ჯე­ქი

ვწუწ­ნი­დი ჩამ­­რალ ყა­ლი­ონს

თან რკი­ნის ჯოხ­საც ვიბ­ჯენ­დი

მივ­დევ­დი ფიქ­­თა მა­რა­თონს -

ხან­დის­ხან მსგავ­სი ფიქ­რე­ბი

შა­ვი თოვ­ლი­ვით და­მა­თოვს

(შა­ვი თოვ­ლი­ვით და­მა­თოვს

შა­ვი ბან­გი­ვით და­მათ­რობს -

რო­გორც გე­ნე­ბოს, ისე თქვი

ამ­­ზე ნუ­ღა ვკა­მა­თობთ)

არ გა­მი­გია კა­კუ­ნი

არც ფრთხი­ლი, არც შემ­პა­რა­ვი

პირ­და­პირ შე­მო­მიც­ვივ­­ნენ

რექ­სე­ბი – და სხვა არ­­ვინ

ვი­ფიქ­რე: ახა, ნა­რინ­ჯო

სვე­დავ­სე­ბუ­ლო დე­დი­ჯან

რა­ღა უნ­და ქნა, ვა­ჟიშ­ვილს

რეპ­ტი­ლია თუ შე­გი­ჭამს

ან მე რა­ღა ვქნა, ამქ­ვეყ­ნად

რომ ვე­რა­ფე­რი შევ­­მე­ნი

შე­ხე­დე, რო­გორ მიღ­რე­ნენ

ტი­რა­ნი-ხვლი­კი მე­ფე­ნი

მიმ­ზე­რენ ნე­­ლი­თი­დან

გად­მო­კარ­­ლუ­ლი თვა­ლე­ბით

მიმ­ზე­რენ პა­ლე­­ლი­თის

მთლად გა­მო­სა­ბურ­თა­ლე­ბით

მკერ­დებ­ზე უჩ­ანთ სა­ზა­რი

და­ნა­ხეთ­ქე­ბი, ბზა­რე­ბი

თით­ქოს დამ­­გა­რან მო­ზა­რედ

თვის­ტომ­თა გა­დაგ­ვა­რე­ბის

და მა­ში­ნე­ბენ, მა­ში­ნე-

ბენ, მა­ში­ნე­ბენ, მა­ში­ნე-

ბენ! დე­დი, ეგ­ებ მი­ჯობ­და

მოვ­­­­და­რი­ყა­ვი მა­შინ­ვე…

მი­ყუ­რეს, ამ­წონ-დამ­წო­ნეს

თქვეს: არა! მო­წამ­ლუ­ლია!

არ გა­მოდ­გე­ბა საკ­ბი­ლოდ

თუმც სის­­ლი მე­წა­მუ­ლი აქვს

ეს ოჯ­ახ­ქო­რი სავ­სეა

მავ­ნე ინგ­რე­დი­ენ­ტე­ბით

დაგ­­წამ­ლავს-და­ვი­წამ­ლე­ბით

მე­­რედ გა­დავ­შენ­დე­ბით

არ­­და, რო­გორ გა­ვუშ­ვათ

რომ სუ­ლი მი­სი ტკბი­ლია

გა­ნა ამ­ხე­ლა მან­ძი­ლი

ტყუ­­ლად გა­მოგ­ვივ­ლია

შორს რომ ვი­ყა­ვით, ვნა­ნობ­დით

იმ სი­მარ­ტო­ვეს ტი­რა­ნულს

აწ სი­ახ­ლო­ვეს ნუ დავ­­მობთ

ნუ მი­ვე­ცე­მით სი­ნა­ნულს

თუ არ ვჭამთ – გავ­ფატ­როთ მა­ინც

გა­და­ვუ­შიშ­­ლოთ ჯი­გა­რი

თუმც, სად ექ­ნე­ბა ჯი­გა­რი

ჩვენ რომ გვჭირ­დე­ბა, იმგ­ვა­რი..

დამ­ცი­ნეს, გა­მა­ღა­და­ვეს,

გა­მი­ქი­­ქეს მერ­მი­სი

ხან “ზა­ზო­ზავ­რი” მე­ძა­ხეს

ხან – “თვა­რა­ძო­ოპ­ტე­რიქ­სი”

ჯერ იხ­არ­ხა­რეს გლე­ხუ­რად

მერ­მე კი, ჭმუნ­ვით მე­ფუ­რით

მიბ­­ძა­ნეს: ნუ ხარ ბე­ღუ­რა!

იც­ხოვ­რე, ღმერთს ნუ ემ­დუ­რი!

ბავ­­ვო­ბა­სა­ვით მა­ნა­ნეს

ბნელ­ში და­სო­ბილს ნარ­ცი­სად

პა­ლე­­ლი­თის ეპ­­ქა

და პე­რი­­დი ცარ­ცი­სა

იყ­­ყა­ნეს და გამ­შორ­­ნენ

შე­მო­მი­ჯა­ხეს კა­რე­ბი

გა­მის­­­­ნენ, რო­გორც ხვლი­კე­ბი

რო­გორც ტი­რა­ნო­ზავ­რე­ბი

წა­ვიდ­ნენ მე­ზო­ზო­­რი

ერ­ის სა­ზა­რელ მინ­­­რებ­ში

გამ­შორ­­ნენ მე­ფე-მკვლე­ლე­ბი

ვის და­კარ­­ვი­ხარ, ვინ გერ­ჩის!

დავ­­ჩი მარ­ტო­კა. გავ­ყე­ვი

შეჩ­ვე­ულ ფიქ­­თა ქა­რა­ვანს

ვფიქ­რობ – რამ შემ­­­ნა ას­­თად

რა­ტო ის­­თი არა ვარ -

ვე­ჟო, შე ას­ეთ-ის­­თო

ხე­დავ, რა უქ­მად დაშ­ვე­რი

ხე­დავ, მო­გე­დო სახ­მი­ლად

ის სიტყ­ვა – შე­ნი საშ­ვე­ლი

შე­ნი ბედ­ნავ­სი ლექ­სე­ბი

ფან­ტო­მურ ცეცხ­­ზე იწ­ვი­ან

შენს თვალ­ში კი­დევ – დი­რეა

გა­ნა უბ­რა­ლო ხიწ­ვია

“დი­რეა, გა­ნა ხიწ­ვია!

დი­რეა, გა­ნა ხიწ­ვია!”

ყვე­ლა მომ­ძა­ხის, ვინც ქვეყ­ნად

სა­სო­წარ­­ვე­თა იწვ­ნია

და მე ვერ ვი­ტან ჩემს შიგ­ნით

ად­­მი­­ნურ ბუ­ნე­ბას

მშრალ და ხორ­­ლი­ან ქვა­სა­ვით

სულ­ზე რომ მე­ხა­ხუ­ნე­ბა

მიმ­­­და­რან შა­ვი მუ­შე­ბი

ზედ არ­ყის წვე­თებს ას­ხა­მენ

და მარ­გა­ლი­ტის ექს­­რე­მენტს

სი­გი­ჟის სიმ­ზე ას­ხა­მენ

ვე­ლურ მძი­ვე­ბის ჩხრი­­ლით

ცეკ­ვა­ვენ თერ­­და­ლე­­ლი

და მიკ­ვირს – რად არ მერ­­ვე­ვა

ეს­რედ მა­გა­რი სხე­­ლი

მიკ­ვირს, სხე­­ლის ნა­სა­ხებს

რო­გორ ჩა­უდ­გეს შეგ­ნე­ბა

და არ­სად რო­გორ დამ­სა­ხეს

კა­­ნო­ზურ­მა ღმერ­თებ­მა

რო­გორ და­ჭი­მეს ძარ­­ვე­ბი

და ააჟ­ღე­რეს ქნა­რი­ვით

და მე­რე რო­გორ დამ­მარ­ხეს

მკვდა­რი ტი­რა­ნო­ზავ­რი­ვით

მეც იმ­ათ­სა­ვით ხვლი­კი ვარ

და ხორ­­შეს­­მუ­ლი ტი­რა­ნი

ჯერ სი­ახ­ლო­ვეს ვერ ვძლებ­დი

ეხ­ლა სი­შო­რეს ვი­ნა­ნი

მეც იმ­ათ­სა­ვით მჩვე­ვია

ოდ­ნავ გლე­ხუ­რი ბა­­სი

და მუ­სა­­ფი მე­ფუ­რი

და შიგ ჩარ­თუ­ლი რვა­­სი

წლის მწუ­ხა­რე­ბა ქარ­თუ­ლი

და უც­ნა­­რი ოც­ნე­ბა

რომ – მოვ­­­დეთ ყვე­ლა მძი­ნა­რე

და გა­ვიღ­ვი­ძოთ ცოცხ­ლებ­მა

შენ იცი – სის­­ლი ცი­ვი მაქვს

შენ იცი – ტვი­ნიც ცი­ვია

შენ იცი – ჩე­მი ფიქ­რე­ბი

ცივ ხვლი­კე­ბი­ვით წი­ვი­ან

წი­ვი­ან რო­გორც მწე­რე­ბი

და მწე­რებს მი­აქვთ ქვე­ყა­ნა

სა­დაც უთქ­მელ­მა გან­გე­ბამ

მე და შენ ერ­თად შეგ­­ყა­რა

უს­იტყ­ვო დი­ლა. უს­იტყ­ვო

ცის შემ­ზა­რა­ვი სი­ნათ­ლე

ტანს კი­დევ ერთხელ ავ­ით­რევ

და სა­მა­რემ­დე მი­ვათ­რევ

ხსოვ­ნას, სი­გი­ჟეს, სი­ნა­ნულს

გა­და­ვიწყე­ბულ სა­ნა­ხებს

გა­და­შე­ნე­ბულ თვის­ტო­მებს

სა­მარ­ხებ­ში რომ და­მარ­ხეს

ცარ­ცის ცა­რი­ელ ვე­ლებ­ზე

გა­ვირ­ბენ, რო­გორც ზმა­ნე­ბა

ცარ­ცის ცა­რი­ელ ვე­ლებ­ზე

სი­ცოცხ­ლე და­მე­ნა­ნე­ბა

და­მე­ნა­ნე­ბა პლა­ნე­ტის

ქალ­წუ­ლებ­რი­ვი სიზ­მა­რი

სის­­ლის ყო­ვე­ლი წვე­თი და

გან­­დის ყო­ვე­ლი მის­ხა­ლი

ეს იურ­­ლი ტყე­­ბი

ეს გი­გან­ტუ­რი ბა­ღე­ბი

სა­დაც მე­წა­მულ გვიმ­რებ­ში

ბი­ლი­კებს ვე­ღარ გავ­­ვე­ბი

სა­დაც ბი­ლი­კის ბო­ლო­ში

ვე­ღარ ვი­ფიქ­რებ იმ­­დით

რომ ქვეყ­ნად ჯერ არ შექ­­ნი­ლან

სიზ­­რე­ბი, მთე­ბი, ირ­მე­ბი

ჯერ არ შექ­­ნი­ლა დე­დის რძე

და ფრინ­ვე­ლე­ბის ძა­ხი­ლი

სიტყ­ვე­ბი – რო­გორც საშ­ვე­ლი

სიტყ­ვე­ბი – რო­გორც სამ­ხი­ლი

ჯერ არ­სად შემ­ფე­თე­ბი­ან

ორ­სა­ხი­­ნი მონ­­­რე­ბი

ღმერ­­მა­ნი, ძვე­ლი მე­გობ­რის

და­ღუპ­ვას ჯერ არ მოვ­­­რე­ბი -

ვარ! გრძნო­ბით ჯერ არ დავ­­­­რალ­ვარ

არც გან­შო­რე­ბის წვა­ლე­ბით

არ შევ­­ყე­ულ­ვარ ჩე­მი ცის

მთლად გა­მო­სა­ბურ­თა­ლე­ბით

არ­­ვინ არ მყვა­რე­ბია

არც ვყვა­რე­ბი­ვარ არ­­ვის

კა­რა­ვიც კი არ და­მიდ­გამს

მა­მაო, თავ­სა მფა­რა­ვი

ჯერ ცნო­ბა­დის ხით ნა­მე­ხარს

არ მომ­­­რე­ბია ხა­რე­ბა

და მდუ­მა­რე­ბა ღა­მე­თა

და დღე­თა იავ­­რე­ბა

მიდ­გა­მენ ცარ­ცის ცა­რი­ელ

მინ­­­რებ­ში პირ­ქუშ ენ­იგ­მებს

მე ჩე­მი თა­ვის ძაღ­ლი ვარ

(დამ­ბა­დე­ბე­ლო, შე­მინ­დე)!

მე ჩე­მი თა­ვის ძაღ­ლი ვარ

და ჩე­მი ძაღ­ლის ტი­რა­ნი

ერთხელ იქ­ნე­ბა გავ­წყ­ვი­ტავ

ჯაჭ­­ნი რომ მას­ხენ, რკი­ნა­ნი

მე­ზო­ზო­­რი თვა­ლე­ბით

ავ­ხე­დავ ცის­კენ ალ­­ონს

რომ გამ­ყი­ვა­ნი სი­ცი­ლით

გზის სი­მარ­ტო­ვე გავ­ლიო

რომ ვულ­კა­ნუ­რი ფერ­­ლი­დან

აღ­მო­ვა­ცე­ნო ვარ­­­­ლა­ვი

და ფიქ­რი, ზედ რომ მემ­­­­რე­ვა

აზ­­ზუ­ნე­ბულ სკა­სა­ვით

მივ­ცე ქა­რებს და ვარ­­­­ლა­ვებს

მათ უმ­არ­ტი­ვეს სი­მარ­­ლეს

სა­­თაც, აი, მივ­დი­ვარ

და მთე­ლი ტა­ნით მი­ვათ­რევ

ხსოვ­ნას, მო­ნა­გარს, და­ნა­კარგს

მკერ­­ზე და­ჩე­ნილ და­ნა­ხეთქს

გა­და­შე­ნე­ბულ მე­გობ­რებს

რომ დახ­­რი­ტეს და და­მარ­ხეს

მი­ვათ­რევ ცარ­ცის ცა­რი­ელ

ვე­ლებ­ზე მე ჩემს საკ­ბი­ლოს

რომ ლე­თარ­გი­ით გა­მომ­ტყ­­რალ

ფან­ტო­მებს ცი­ვად ჩავ­კივ­ლო

გრძე­ლი რექ­სუ­ლი კი­ვი­ლით

და გა­ვი­შიშ­­ლო ჯი­გა­რი

იქ არი ჩე­მი სი­გი­ჟე

ჩე­მი ედ­­მიც იქ არი

მეც იქ მივ­დი­ვარ, გზა­დაგ­ზა

ვულ­კა­ნურ ტი­ნებს ვაწყ­დე­ბი

ვაწყ­დე­ბი, სა­ნამ ერთხე­ლაც

გა­დავ­შენ­დე­ბი, გავ­წყ­დე­ბი

ჩე­მი ბედ­­რუ­ლი ლექ­სე­ბი

მა­შინ­ღა და­ის­ვე­ნე­ბენ

სხვა ტი­რა­ნო­ზავრ-რექ­სე­ბი

ძმა­სა­ვით გა­მიხ­სე­ნე­ბენ.

© “არილი”