იუკიო მისიმა – გაზეთი


თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა

სა­ტო­კოს ახ­ალ­გაზ­რ­და ქმა­რი სულ და­კა­ვე­ბუ­ლია. კი, გუ­შინ სა­ღა­მოს, ვი­თომ შინ იყო, ათ სა­ა­თამ­დე არ­სად წა­სუ­ლა, მაგ­რამ მე­რე ის­ევ სა­ჭეს მი­უჯ­და, ცოლს ღა­მე მშვი­დო­ბი­სა უს­ურ­ვა და მან­ქა­ნა მო­რი­გი შეხ­ვედ­რი­სა­კენ გა­აქ­რო­ლა.
სა­ტო­კოს ქმა­რი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბია. უნ­და თუ არ უნ­და, სა­ტო­კო იძ­უ­ლე­ბუ­ლია, მო­ით­მი­ნოს ამგ­ვა­რი ღა­მე­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, ქმარს რომ არ­ა­სო­დეს ხლე­ბია, არ­ა­სო­დეს წა­უყ­ვა­ნია. უკ­ვე მი­ეჩ­ვია – და­ი­ჭერს ტაქსს და შინ, უს­ი­გო­მოს კვარ­ტალ­ში მარ­ტო დაბ­რუნ­დე­ბა. სახ­ლ­ში პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა – ორი წლის შვი­ლი ელ­ო­დე­ბა…
და აი ამ სა­ღა­მოს უც­ებ ფე­ხით გა­სე­ირ­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა.
გუ­შინ­დე­ლის გა­მო ერ­თი აზ­რი აეკ­ვი­ა­ტა, რამ­დე­ნი არ ვხე­ხეთ და სას­ტუმ­რო ოთ­ახს სის­ხ­ლის კვა­ლი ვერ მო­ვა­შო­რე­თო – ამ ღა­მეს შინ მარ­ტო შეს­ვ­ლის ეშ­ი­ნია…
გუ­შინ სა­ღა­მოს, რო­გორც იქ­ნა, მორ­ჩ­ნენ იმ ენ­ით აუწ­ე­რე­ლი ამ­ბით ატ­ე­ხილ ფა­ცი­ფუცს. იმ­ე­დი ჰქონ­და, დღეს, რო­ცა ორ­ი­ვეს ასე ეს­ა­ჭი­რო­ე­ბო­და ნერ­ვე­ბის დაწყ­ნა­რე­ბა, ქმა­რი სა­ღა­მოს მის გვერ­დით გა­ა­ტა­რებ­და, მაგ­რამ გვი­ან ღა­მით პრო­დი­უ­სერ­მა რომ და­რე­კა და მა­ჯი­ა­ნის სა­თა­მა­შოდ მი­ი­პა­ტი­ჟა, ქა­ლი მიხ­ვ­და, ამ­ა­ღამ ქმარს ტყუ­ი­ლად და­ე­ლო­დე­ბო­და.
სა­ტო­კო ლა­მა­ზი ქა­ლიშ­ვი­ლი იყო. მომ­ც­რო ტა­ნი­სა და მე­ტის­მე­ტად აღგ­ზ­ნე­ბა­დი, მგრძნო­ბი­ა­რე ხა­სი­ა­თის გა­მო ზედ­მეტ სა­ხე­ლად სკო­ლა­ში “ტე­რი­ე­რი” შე­არ­ქ­ვეს. ყო­ველ წვრილ­მან­ზე გად­მუდ­მე­ბულ­მა ნერ­ვი­უ­ლო­ბამ და გან­ც­დებ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა სხვე­ბი­ვით გას­ქე­ლე­ბუ­ლი­ყო, ტა­ნი და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მა­მა­მი­სი კი­ნო­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი გახ­ლ­დათ. მოხ­და ისე, რომ მის ქა­ლიშ­ვილს კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი შე­უყ­ვარ­და და მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი ქორ­წი­ნე­ბით დამ­თავ­რ­და.
ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თავ­შე­საქ­ცე­ვე­ბის ნაც­ვ­ლად, სა­ტო­კოს ნამ­დ­ვი­ლი გა­ტა­ცე­ბა გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყო­ფის თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა იყო. ნა­ზი ში­ნა­გა­ნი ბუ­ნე­ბა ისე აის­ა­ხე­ბო­და მის სუსტ სხე­ულ­სა და სა­ხის ნა­ტიფ ნაკ­ვ­თებ­ში, თით­ქოს კალ­მით მი­ა­ხა­ტე­სო.
იმ­ის გახ­სე­ნე­ბა­ზე, ღა­მის კლუბ­ში მე­უღ­ლე თა­ვის მე­გო­ბარ ცოლ-ქმარს რო­გო­რი აზ­არ­ტით და დაწ­ვ­რი­ლე­ბით უყ­ვე­ბო­და მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ, მთე­ლი სა­ღა­მო მოშ­ხა­მუ­ლი ჰქონ­და.
ბუ­ნე­ბის­გან სა­ტო­კო მდი­და­რი წარ­მო­სახ­ვის უნ­ა­რით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, მი­სი მე­უღ­ლე კი, ამ­ე­რი­კუ­ლი ყა­ი­დის კოს­ტი­უმ­ში გა­მოწყო­ბი­ლი ახ­ალ­გაზ­რ­და ლა­მა­ზი მა­მა­კა­ცი, ამ უნ­არს მოკ­ლე­ბუ­ლი გახ­ლ­დათ. რო­გორც ჩანს, წარ­მო­სახ­ვა მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა აუც­ი­ლე­ბე­ლი­ცაა, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში კი სა­ჭი­რო სრუ­ლი­ა­დაც არ არ­ის.
- რა უნ­და მო­გიყ­ვეთ, ზედ­გა­მოჭ­რი­ლი იდ­ი­ო­ტუ­რი ამ­ბა­ვია! – ამ­ბობ­და მი­სი ლა­მა­ზი ქმა­რი და თა­ვი­სი ხმით ორ­კეს­ტ­რის ხმის და­ფარ­ვას ცდი­ლობ­და, – ორი თვის წინ ჩვენს პა­ტა­რას ძი­ძა შე­უც­ვა­ლეს, ყო­ფი­ლი ძი­ძის მა­გივ­რად ერთ დღე­საც, ვხე­დავ, ქა­ლი გა­მოგ­ვეცხა­და აი ას­ე­თი ღი­პით. აბა წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ფაშ­ვი ასე რომ ამ­ო­ივ­სო, რა ფუ­ლის პატ­რო­ნი უნ­და იყო! ესო მუც­ლის კა­ნის მოშ­ვე­ბუ­ლო­ბის­გა­ნააო, – გვე­უბ­ნე­ბა…
და აი, გუ­შინ­წინ ვწე­ვართ მე და სა­ტო­კო სას­ტუმ­რო ოთ­ახ­ში და გვძი­ნავს. შუ­ა­ღა­მე კარ­გა ხნის გა­და­სუ­ლი იყო, რომ უც­ებ ბავ­შ­ვის ოთ­ა­ხი­დან კვნე­სა და არ­ა­ა­და­მი­ა­ნუ­რი კი­ვი­ლი შე­მოგ­ვეს­მა… მა­შინ­ვე წა­მოვ­ხ­ტით და გავ­ც­ვივ­დით. რას ვხე­დავთ! – იმ ჩვენს ძი­ძას ორ­ი­ვე ხე­ლი მუ­ცელ­ზე და­უდ­ვია და რაც ძა­ლი და ღო­ნე აქვს, ღრი­ა­ლებს. ჩვე­ნი პა­ტა­რაც მის გვერ­დით დგას და ის­იც სლუ­კუ­ნებს. რა მოხ­და-მეთ­ქი, – ვე­კითხე­ბი, ის კი – მგო­ნი, ვა­ჩე­ნო, – აკ­ან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით მპა­სუ­ხობს.
შევ­შინ­დი და რა შევ­შინ­დი! მა­ნამ­დე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ეს უშ­ვე­ლე­ბე­ლი მუ­ცე­ლი ნამ­დ­ვი­ლად მოშ­ვე­ბუ­ლო­ბი­სა­გან აქვს-მეთ­ქი. ჰო­და, კარ­გიც დაგ­ვე­მარ­თა ას­ე­თი დოყ­ლა­პი­ო­ბის გა­მო.
მოკ­ლედ, რო­გორც იქ­ნა, წა­მო­ვა­ყე­ნეთ, ჩავ­ჭი­დეთ აქ­ეთ-იქ­ი­დან ხე­ლი და დი­დი გა­ჭირ­ვე­ბით სას­ტუმ­რო ოთ­ახ­ში გა­ვიყ­ვა­ნეთ.
იქ კი სი­ნათ­ლე­ზე ერ­თი შევ­ხე­დე და თავ­ზა­რი და­მე­ცა – თეთ­რი წინ­სა­ფა­რი ერ­თი­ა­ნად წაბ­ლის­ფ­რად ჰქონ­და შე­ღე­ბი­ლი!
იატ­აკ­ზე და­გე­ბუ­ლი ფარ­და­გი ავ­კე­ცე, რა­ღაც ძვე­ლი სა­ბა­ნი და­ვუ­გე და და­ვაწ­ვი­ნე. ქა­ლი თა­ვით ფე­ხამ­დე ოფლ­შია გახ­ვით­ქუ­ლი, შუბ­ლის ძარ­ღ­ვე­ბი ლა­მის დას­კ­დო­მა­ზე აქვს… ამ ფა­ცი­ფუც­ში ვიდ­რე ექ­ი­მის გა­მო­ძა­ხე­ბას მო­ვას­წ­რებ­დით, იმ­ან უკ­ვე გა­ა­ჩი­ნა კი­დეც. სას­ტუმ­რო ოთ­ა­ხი სის­ხ­ლით ისე იყო მოს­ვ­რი­ლი, გე­გო­ნე­ბო­და, სა­ში­ნე­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა მოხ­დაო.
- ჰო, კაი ას­პი­ტი კი შე­გი­კედ­ლე­ბი­ათ! – ჩა­ურ­თო სიტყ­ვა მე­გო­ბარ­მა.
- ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ ჰქო­ნია გათ­ვ­ლი­ლი! ის­იც, რომ ერ­თი ბავ­შ­ვი უკ­ვე იყო ოჯ­ახ­ში და, ცხა­დია, ბავ­შ­ვის სახ­ვე­ვე­ბიც ბლო­მად გვექ­ნე­ბო­და. ის­იც, რომ ამგ­ვა­რი სი­სა­ძაგ­ლე, უმ­ჯო­ბე­სი იყო, რაც შე­იძ­ლე­ბა პრეს­ტი­ჟულ სახ­ლ­ში ჩა­ე­დი­ნა… მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ნამ­დე ჰქონ­და გათ­ვ­ლი­ლი, ვიდ­რე ჩვენ­სას შე­მო­ა­ბი­ჯებ­და. რომ იტყ­ვი­ან, ნამ­დ­ვი­ლი მე­ლა­კუ­და ბრძან­დე­ბა! მა­ში­ნაც კი, მთა­ვა­რი ძი­ძა რომ მო­ვი­და და გა­მო­კითხ­ვა და­უწყო, ბო­დი­შის მოხ­და აზ­რად არ მოს­ვ­ლია, იჯ­და შუბ­ლ­გა­მო­კო­ხი­ლი და ხმას არ იღ­ებ­და. გუ­შინ, რო­გორც იქ­ნა, და­ვაწ­ვი­ნეთ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში. სხვა პატ­რო­ნი არა ყავს, ან ვის რა იმ­ად ენ­დო­მე­ბა მა­გის­თა­ნა ბა­ტის­ტ­ვი­ნა…
- ახ­ალ­შო­ბილს რა­ღა მო­უ­ვი­და?
- რა უნ­და მოს­ვ­ლო­და? ჯან­მ­რ­თე­ლი და საღ-სა­ლა­მა­თი და­ი­ბა­და!.. სა­ნამ ჩვენ­თან იყო, დე­და­მისს ლა­მის ლო­ყე­ბი ასკ­დე­ბო­და! ბი­ჭიც მა­გა­რი და ჯა­ნი­ა­ნი გაჩ­ნ­და!.. აი მე და სა­ტო­კო კი, გუ­შინ­დე­ლი ღა­მის შემ­დეგ, ჩათ­ვა­ლე, რომ სა­ნა­ხევ­როდ ნევ­რას­თე­ნი­კე­ბი გავ­ხ­დით…
- კი­დევ კარ­გი, მკვდა­რი არ და­ი­ბა­და.
- ეჰ, რა ვი­ცი, იმ ქა­ლის­თ­ვის იქ­ნებ ჯობ­და კი­დე­ვაც, მკვდა­რი და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო…
სა­ტო­კოს არ უკ­ვირს ის და­უ­დევ­რო­ბა და სიმ­ჩა­ტე, რა სიმ­ჩა­ტი­თა და და­უ­დევ­რო­ბი­თაც მი­სი ქმა­რი ამ სა­ში­ნელ ამ­ბავს ჰყვე­ბა. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი გუ­შინ­წინ მის სა­კუ­თარ სახ­ლ­ში მომ­ხ­და­რი კი არა, შემ­თხ­ვე­ვით ყურ­მოკ­რუ­ლი ჭო­რია. და წუ­თით სა­ტო­კო თვა­ლებს ხუ­ჭავს – დი­დი ხნით თუ ვე­რა, წა­მით ხომ მა­ინც მო­ი­შო­რებს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­ზა­რავ სუ­რათს! მაგ­რამ, პარ­კე­ტის იატ­აკ­ზე დას­ტა-დას­ტა დაყ­რი­ლი გა­ზე­თე­ბი, სის­ხ­ლით დას­ვ­რილ გა­ზეთ­ში გახ­ვე­უ­ლი ახ­ალ­შო­ბი­ლი გო­ნე­ბი­დან არ ცილ­დე­ბა.
იმ­ის გა­მო, რომ ექ­იმს გულს ურ­ევს დე­და, რო­მელ­მაც უქმ­როდ, ამგ­ვარ არ­ა­ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­ა­ჩი­ნა შვი­ლი, ახ­ალ­შო­ბილ­საც სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად უს­ულ­გუ­ლოდ ეკ­ი­დე­ბა. სიტყ­ვის უთქ­მე­ლად, ნი­კა­პით იმ ად­გილ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, სა­დაც ძვე­ლი გა­ზე­თე­ბი ალ­ა­გია. ექ­ი­მის დამ­ხ­მა­რე ერთ გა­ზეთს იღ­ებს, ბავშვს ახ­ვევს და პირ­და­პირ იატ­აკ­ზე დებს… გულ­ში თით­ქოს და­ნა გა­უ­ყა­რე­სო მა­შინ სა­ტო­კოს. გაბ­რა­ზე­ბა აზ­რა­დაც არ მოს­ვ­ლია, ფლა­ნე­ლის ნა­ჭე­რი მო­ი­ტა­ნა, ბავშვს გა­ზე­თე­ბი გა­მო­ა­ცა­ლა, შე­ფუთ­ნა და ჩუ­მად, ისე რომ არ­ა­ვის და­ე­ნა­ხა, სა­ვარ­ძელ­ზე და­აწ­ვი­ნა.
ამ ქვეყ­ნად სა­ტო­კოს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ ის უნ­დო­და, თუნ­დაც ცო­ტა­თი და­ემ­ძი­მე­ბი­ნა გუ­ლი ქმრი­სათ­ვის, ამ­ი­ტო­მაც გა­დაწყ­ვი­ტა, არ­ა­ფე­რი ეთქ­ვა ამ თა­ვის გან­წყო­ბა­ზე, ერ­თი სიტყ­ვი­თაც არ ეხ­სე­ნე­ბი­ნა გულ­ში ღრმად ჩარ­ჩე­ნი­ლი და ახ­ლაც ცნო­ბი­ე­რე­ბის ზე­და­პირ­ზე მო­ტივ­ტი­ვე ზმა­ნე­ბის შე­სა­ხებ. მთე­ლი ის ღა­მე წამ­და­უ­წუმ იღ­ი­მე­ბო­და, სუ­ლი­თა და გუ­ლით ცდი­ლობ­და, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო ში­ში­სა და წუ­ხი­ლის ამ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი გრძნო­ბი­სა­გან.
“იატ­აკ­ზე და­დე­ბუ­ლი, ხორ­ცის გა­სახ­ვევ ქა­ღალ­დ­ში გა­მოკ­რუ­ლი ჩვი­ლი… სის­ხ­ლ­ში ამ­ოს­ვ­რი­ლი გა­ზე­თის ფურ­ც­ლე­ბი… პა­ტა­რა, საბ­რა­ლო, ღა­რი­ბი ობ­ო­ლი!”
იმ სა­ცო­და­ვი ძი­ძის მი­მართ არ­ა­ვი­თარ ბრაზ­სა და სი­ძულ­ვილს არ გრძნობს სა­ტო­კო. მხო­ლოდ მწა­რე სი­ნა­ნულს მო­უ­ცავს, ასე ჰგო­ნია, ახ­ლა სწო­რედ თვი­თონ არ­ის ის საბ­რა­ლო, ბე­დუ­კუღ­მარ­თი ჩვი­ლი, თუმ­ცა, თა­ვის სიყ­მაწ­ვი­ლე­ში კარ­გის მე­ტი არ­ა­ფე­რი ახ­სოვს.
“კაც­მა რომ თქვას, მხო­ლოდ მე ვარ იმ სცე­ნის შემ­ს­წ­რე, მხო­ლოდ მე და­ვი­ნა­ხე სის­ხ­ლი­ან გა­ზეთ­ში გახ­ვე­უ­ლი ახ­ალ­შო­ბი­ლი. ვთქვათ, დე­და­მაც… ვთქვათ, თვი­თონ ბავ­შ­ვ­მაც იგრ­ძ­ნო ყვე­ლა­ფე­რი. მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, ჩვენ სამ­თა­გან მხო­ლოდ მე მო­მი­წევს მი­სი სა­ში­ნე­ლი და­ბა­დე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ზიდ­ვა. ვინ იც­ის, გა­იზ­რ­დე­ბა და ხალ­ხ­მა იქ­ნებ უამ­ბოს კი­დე­ვაც, რო­გორ და­ი­ბა­და, რო­გო­რი სა­ში­ნე­ლი შე­სა­ხე­და­ვი იყო ის ყვე­ლა­ფე­რი… წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს, რა კოშ­მა­რი და­უტ­რი­ალ­დე­ბა თავ­ში!.. არა, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია!.. არა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნ­და იყ­ოს! მე ხომ არ­ას­დ­როს გა­ვამ­ხელ ამ სა­ი­დუმ­ლოს, სა­ი­დუმ­ლოს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჩემ­თ­ვი­საა ცნო­ბი­ლი. ბო­ლო­სა და ბო­ლოს, ასეა თუ ისე, ხომ სი­კე­თე ჩა­ვი­დი­ნე, ფლა­ნე­ლის სახ­ვევ­ში გა­ვახ­ვიე, იატ­ა­კი­დან სა­ვარ­ძელ­ში გა­და­ვაწ­ვი­ნე”.
სა­ტო­კო ფიქ­რებ­შია ჩა­ძი­რუ­ლი.
ღა­მის კლუ­ბის ჭიშ­კარ­თან ქმა­რი მძღოლს სიტყ­ვას გა­და­უგ­დებს:
- უს­ი­გო­ში! – მე­რე სა­ტო­კოს მან­ქა­ნა­ში ჩას­ვამს და კარს გა­რე­დან მი­უ­ხუ­რავს. მი­ნის გა­რეთ წა­მით ქმრის ღი­მი­ლი გაკ­რ­თე­ბა, თეთ­რი, ჯან­სა­ღი კბი­ლე­ბის ორი მწკრი­ვი გა­ი­ელ­ვებს.
“არა, ჩემ­სა და შენს ცხოვ­რე­ბა­ში შიშ­სა და მწუ­ხა­რე­ბას ად­გი­ლი არ­ა­სო­დეს ექ­ნე­ბა!..” ამ აზრ­მა ქან­ცი გა­ა­ცა­ლა სა­ტო­კოს, სკა­მის ზურგს მი­ა­ლურ­ს­მა. ფან­ჯ­რი­სა­კენ შებ­რუნ­და და ქმარს გა­ხე­და. კაც­მა თა­ვი­სი “ნე­ში­სა­კენ” ისე თა­ვა­უ­ღებ­ლად გას­წია, უკ­ან არც კი მო­უ­ხე­დავს. მა­ლე თვალს მი­ე­ფა­რა მი­სი ღია ფე­რის კოს­ტი­უ­მი, თან­და­თან ხალ­ხის ტალ­ღას შე­ე­რია. მით უფ­რო, ის ხომ ერთ ად­გილ­ზე დგო­მას ვე­რა­სო­დეს იტ­ანს, ირგ­ვ­ლივ ჯგლე­თა და რია-რია თუა.
თე­ატ­რ­ში ეს-ესაა სპექ­ტაკ­ლი დამ­თავ­რ­და. ნე­ლა, მწყობ­რად, ერთ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ქრე­ბა ნე­ო­ნის რეკ­ლა­მის ნა­თუ­რე­ბი. მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­სას­ვ­ლელ­ში ჩა­წო­ლილ ბინდს აწყ­დე­ბა. თე­ატ­რის წინ რამ­დე­ნი­მე ალ­უბ­ლის ხე თეთ­რად არ­ის გა­პენ­ტი­ლი. მათ და­ნახ­ვა­ზე სა­ტო­კო უც­ებ იღ­უ­შე­ბა, შუბლს ისე იკ­რავს ტო­ტებ­ზე გა­მო­ფეთ­ქი­ლი ეს სი­თეთ­რე, თით­ქოს ქათ­ქა­თა ყვა­ვი­ლე­ბი კი არა, გა­ზე­თის ჭუჭყი­ა­ნი ნაგ­ლე­ჯე­ბი იყ­ოს.
“ის­ევ… ის­ევ ის ბავ­შ­ვი”…
კვლავ მო­გო­ნე­ბებ­მა შე­იპყ­რეს სა­ტო­კო.

“რო­გორც არ უნ­და ეც­­დო, არ­­ფე­რი სა­სი­კე­თო გა­მო­ვა იმ ად­­მი­­ნი­სა­გან, ვინც არა იც­ის რა თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ. ჭუჭყი­­ნი გა­ზე­თის სახ­ვე­ვი შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი მი­სი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლო­დაც იქ­ცეს… მაგ­რამ რა­ტომ ვნერ­ვი­­ლობ ასე ვი­ღაც უც­ხო ყრმის ცხოვ­რე­ბა­ზე? იმ­­ტომ ხომ არა, რომ ჩე­მი სა­კუ­თა­რი შვი­ლის მო­მა­ვა­ლი მა­ში­ნებს?.. აი, გა­ივ­ლის ოცი წე­ლი. გა­იზ­­დე­ბა ჩე­მი პა­ტა­რა ბი­ჭი, ნორ­მა­ლუ­რი ად­­მი­­ნი დად­გე­ბა. ერ­თიც ვნა­ხოთ, ავ­მა ბე­დის­წე­რამ ის უბ­­დუ­რი ბავ­­ვი, მა­შინ უკ­ვე ოცი წლის ჭა­ბუ­კი, ჩემ ვაჟს შე­ახ­ვედ­როს და რა­ღაც და­­შა­ვოს?!”

მარ­თა­ლია აპ­რი­ლის თბი­ლი, ღრუბ­ლი­­ნი სა­ღა­მო იყო, მაგ­რამ ამ­ის გა­ფიქ­რე­ბა­ზე სა­ტო­კოს კე­ფა ყი­ნუ­ლი­ვით გა­უხ­და.

“ბევ­რი რამ შე­იც­­ლე­ბა ოც წე­ლი­წად­ში… ოცი წლის შემ­დეგ მეც ორ­მო­ცის ვიქ­ნე­ბი… მარ­თე­ბუ­ლი­ცაა და უბ­რა­ლოდ, ვალ­დე­ბუ­ლიც ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუყ­ვე იმ საბ­რა­ლოს. მო­ვუყ­ვე, ჭუჭყი­­ნი გა­ზე­თი ფლა­ნე­ლის რბი­ლი სახ­ვე­ვით რო­გორ შე­ვუც­ვა­ლე”…

ბაღს შე­მოვ­ლე­ბუ­ლი თხრი­ლის გვერ­დაქ­ცე­ვით ტაქ­სი ფარ­თო გზა­ზე მიქ­რო­და. ფან­ჯა­რა­ში მარ­­­ნივ ბი­რუ-გა­ის ცა­თამ­­ჯე­ნე­ბის სი­ნათ­ლე­­ბი ციმ­ცი­მებ­­ნენ.

“…მაგ­რამ ეს საბ­რა­ლო ბი­ჭი მთელ იმ ოც წე­ლი­წადს სა­ში­ნე­ლი ცხოვ­რე­ბით იც­ხოვ­რებს. დღე­ებს თაგ­ვი­ვით უშ­­ნა­არ­სოდ, უფ­­ლოდ, სურ­ვი­ლე­ბის გა­რე­შე გა­­ტა­რებს. წლი­დან წლამ­დე თა­ვად­ვე გა­­ნად­გუ­რებს ახ­ალ­გაზ­­და ორ­გა­ნიზმს. ასე და­ბა­დე­ბულ ბავშვს სა­სი­კე­თო არ­­ფე­რი ელ­ის. მა­მი­სა­გან დაწყევ­ლი­ლი, დე­დი­სა­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი, მთე­ლი სი­ცოცხ­ლე ეული და მარ­ტო­სუ­ლი იქ­ნე­ბა”…

ჩანს, ეს შავ­­ნე­ლი აზ­რე­ბი სა­ტო­კოს სუ­ლის რო­მე­ლი­ღაც შო­რე­ულ სიმს მტკივ­ნე­­ლად შე­­ხო. აბა, “ის ბი­ჭი” რა­ტომ ჩა­­ჭე­და ასე გო­ნე­ბა­ში, რა­ტომ უხ­­ტავს ასე დე­ტა­ლუ­რად იმ­ის მო­მა­ვალს სა­კუ­თა­რი წარ­მო­სახ­ვა?..

ტაქ­­იმ ჰან-გო­მო­ნის სად­გურს ჩა­­­რა, ინგ­ლი­სის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბას მი­ად­გა და სა­ტო­კოს თვალ­წინ აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­კუ­რას მშვე­ნი­­რი ხე­­ვა­ნი გა­და­­შა­ლა. და აი, უც­ებ გა­დაწყ­ვი­ტა, ცო­ტა­­დე­ნი უც­ნა­­რო­ბის უფ­ლე­ბა მი­­ცა თა­ვი­სათ­ვის – ამ ღა­მით მარ­ტოდ­მარ­ტო ეს­­ირ­ნა, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ალ­უბ­ლე­ბის ცქე­რით დამ­­­ბა­რი­ყო, ტაქ­სი გა­ეშ­ვა და მშვი­დად ეყ­­რე­ბი­ნა თეთ­რად აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბი­სათ­ვის, მე­რე კი ის­ევ ტაქ­სი აეყ­ვა­ნა და შინ იმ ტაქ­სით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მარ­თა­ლია, ის­­თი მო­რი­დე­ბუ­ლი და მში­შა­რა ქა­ლის პი­რო­ბა­ზე, რო­გო­რიც სა­ტო­კოა, ყო­ვე­ლი­ვე ეს საკ­მა­ოდ სე­რი­­ზულ ავ­ან­ტი­­რად გა­მო­­ყუ­რე­ბო­და, მაგ­რამ, იმ­ის გა­მო, რომ მღელ­ვა­რე­ბის მომ­­­რელ­მა ჩვე­ნე­ბებ­მა ის­ევ იმდ­ღე­ვან­დე­ლი ძა­ლით იფ­ეთ­ქა მის გულ­სა და გო­ნე­ბა­ში, სხვა დღე­­ბი­სა­გან გან­­­ვა­ვე­ბით, დღეს მარ­ტო შინ დაბ­რუ­ნე­ბა უჭ­ირ­და.

ტან­მომ­­რო ახ­ალ­გაზ­­და ქა­ლი ტაქ­სი­დან გად­მო­ვი­და და ქუ­ჩას გა­უყ­ვა. მარ­თა­ლია, მი­სი სუ­ლი ჯერ ის­ევ თრთო­და გა­ურ­­ვე­ვე­ლი წი­ნათ­­­­ნო­ბი­სა­გან, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უც­ნა­ურ­მა შეგ­­­ნე­ბამ პირ­თამ­დე აავ­სო, გზა ისე სულ­მო­უთ­­მე­ლად გა­დაჭ­რა, თით­ქოს ღა­მე­ში გაფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნე­ბის ჯაჭ­ვი სა­კუ­თა­რი სხე­­ლით გა­ჭო­ლა და ქუ­ჩის მე­­რე მხა­რეს, ღრმა თხრი­ლის პირ­ზე გა­ყო­ლე­ბუ­ლი ტყი­სა­კენ წა­ვი­და.

ეს ტყე, სენ­­გა­­ფის პარ­კი – “ჩი­ტე­ბის მო­რე­ვი” იყო.

პარ­კის კო­რომ­ში თეთ­რად და­ეთ­­­ვი­ლა ალ­უბ­ლის ხის ტო­ტე­ბი ქათ­ქა­თა ყვა­ვი­ლებს. 

შე­სას­­ლელ­ში ქა­ღალ­დის ფა­ნა­რი ჩაქ­რა, მაგ­რამ ტო­ტებს ქვე­მო­დან კვლავ წით­ლად, ყვით­ლად, მწვა­ნედ ჟიკ­ჟი­კებ­­ნენ ელ­ექ­­რო­ნა­თუ­რე­ბი. რა ხა­ნია გა­დას­­და ათ სა­ათს. სა­სე­ირ­ნოდ გა­მო­სულ სა­კურ­ვას მოყ­ვა­რუ­ლებს სულ უფ­რო იშ­ვი­­თად, თი­თო­­რო­ლას თუ გა­და­ეყ­რე­ბო­და დრო­დად­რო. ფე­ხებ­ში წა­რა­მა­რა ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯე­ბი ებ­ლან­დე­ბო­და. ზოგ­ჯერ ბაღ­ში გა­მე­ფე­ბულ მდუ­მა­რე­ბას ქა­ღალ­დის შრი­­ლი ან თუ­ნუ­ქის ქი­ლის გა­გო­რე­ბის ხმა არღ­ვევ­და, კან­ტი­კუნ­ტად ვინ­მე თუ ჩა­ივ­ლი­და სი­ჩუ­მე­ში.

“ქა­ღალ­დი… გა­სის­­ლი­­ნე­ბუ­ლი გა­ზე­თის ფურ­ცე­ლი… უბ­­დუ­რი, ბედ­­რუ­ლი ად­­მი­­ნის და­ბა­დე­ბა… ამგ­ვარ სუ­რათს ვინ­მე შემ­თხ­ვე­ვით რომ შე­ეს­­როს, მე­რე კი უც­ებ მიხ­­დეს, ჩე­მი ხვედ­რიც ას­­თი ყო­ფი­ლაო, ეჭ­ვი არ არ­ის, იმ დღი­დან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­უდ­გე­ბა. ამ­­ტო­მაც, მე, ანუ ის სრუ­ლი­ად უც­ხო ად­­მი­­ნი, რო­მე­ლიც შემ­თხ­ვე­ვით გახ­და ამგ­ვა­რი სა­­დუმ­ლოს მოწ­მე და მნახ­ვე­ლი, ვალ­დე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე გა­უმ­ხელ­ლად ვა­ტა­რო”…

მაგ­რამ გაცხო­ვე­ლე­ბულ­მა ფან­ტა­ზი­ამ წი­ნა დღეს გან­­დი­ლი ში­ში და გუ­ლის­ხეთ­­ვა და­­ვიწყა. ირგ­­ლივ მოყ­ვა­რუ­ლი წყვი­ლე­ბი და­სე­ირ­ნობ­­ნენ და, ალ­ბათ, აზ­რა­დაც არ­­ვის მო­­ვი­დო­და, აკ­­დე­ბო­და, ან­და რა­­მე უს­­­მოვ­ნე­ბა მი­­ყე­ნე­ბი­ნა. ერთ წყვილს ეტ­ყო­ბა მო­ბეზ­­და ყვა­ვი­ლე­ბის ყუ­რე­ბა, ისხ­­ნენ ქვის მერ­­ზე ხრა­მის პი­რას და შა­ვად პირ­და­ღე­ბულ უფს­­რულს, იქ, სა­დაც წყლის ზე­და­პირს მძი­მე, გა­­ვა­ლი ჩრდი­ლი დას­წო­ლო­და, ჩუ­მად ჩას­­ქე­როდ­ნენ. ზე­მოთ, ნა­ყარს იქ­ით, იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლის ტყე იყო კე­დე­ლი­ვით აღ­მარ­თუ­ლი. ლა­რი­ვით სწო­რი, შა­ვად ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი ჰო­რი­ზონ­ტა­ლი ხე­თა კენ­წე­რო­ებს ღრუბ­ლით და­ფა­რუ­ლი ცი­სა­გან თი­შავ­და.

სა­ტო­კო ნე­ლა მი­­ბი­ჯებ­და და­ბუ­რულ ხე­­ვან­ში, თეთ­რად აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი ხე­­ბის ტო­ტებ­­ვეშ. თავ­ზე­ვით გად­მო­ფე­ნი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი უც­ნა­ურ, დამ­­­გუნ­ველ გრძნო­ბებს ბა­დებ­და…

ან­აზ­დად წყვდი­ად­ში ჩა­ძი­რულ ქვის მერ­­ზე რა­ღაც თეთ­რი მო­ეჩ­ვე­ნა. ეს “რა­ღაც” ბღუ­ჯა-ბღუ­ჯა ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი არ იყო, არ იყო არც ქვის ჩა­მო­ნა­თა­ლი. სა­ტო­კო მერხს მი­­ახ­ლოვ­და.

ბნელ­ში ჩა­ძი­რულ ქვის მერ­­ზე კა­ცი იწ­ვა და ეძ­­ნა.

კა­ცი მთვრალს არ ჰგავ­და – სა­ტო­კო ამ­ას მა­შინ­ვე მიხ­­და, რო­გორც კი შე­ხე­და, მძი­ნა­რეს გა­ზე­თე­ბი რა გულ­მოდ­გი­ნე­ბით ჰქონ­და ქვეშ ამ­­ფე­ნი­ლი. ყა­ვის­ფერ­ჯემ­­რი­­ნი კა­ცი სქლად და­გე­ბულ გა­ზე­თებ­ზე სკა­მის სა­ზურ­გის­კენ ზურ­­შექ­ცე­ვით იწ­ვა და ეძ­­ნა. ჩანს, გა­ზაფხუ­ლის მოს­­ლამ მას აქ ბი­ნა აპ­ოვ­ნი­ნა.

სკა­მის წინ სა­ტო­კო რო­გორ­ღაც ცნო­ბა­და­კარ­გუ­ლი­ვით შედ­გა. ძველ გა­ზე­თებ­ზე გა­წო­ლილ­მა კაც­მა მის­და­­ნე­ბუ­რად უც­ებ გა­ზეთ­ში გახ­ვე­­ლი და იატ­აკ­ზე და­გო­რე­ბუ­ლი ახ­ალ­შო­ბი­ლი გა­ახ­სე­ნა.

თვალ­ში დი­დი ხნის და­­ვარ­ცხ­ნე­ლი, ჭუჭყი­სა­გან გა­ზინ­თუ­ლი თმა მოხ­­და. სიბ­ნე­ლე­ში ჩან­და, იმ­ის მი­ხედ­ვით, ჩა­­სუნ­­ქავ­და თუ ამ­­­სუნ­­ქავ­და, ყა­ვის­ფე­რი ჯემ­­რი მკერ­­ზე რო­გორ აუდ-ჩა­­დი­­და.

სა­ტო­კოს მგრძნო­ბი­­რე გულ­ში ტან­­ვით და­ბა­დე­ბულ­მა შიშ­მა და მღელ­ვა­რე­ბამ კი­დევ უფ­რო მე­ტი სიცხა­დით იძ­­ლა. კა­ცის ნა­­ჭე­ბით დაქ­სე­ლილ ახ­ალ­გაზ­­და სა­ხე­ზე, რო­მე­ლიც ძლივს ირ­ჩე­­და სიბ­ნე­ლე­ში, ხელ­მოკ­ლე­­ბა­სა და სი­ღა­ტა­კე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის კვა­ლი ამ­­­კითხა. ხა­კის­ფე­რი შარ­­ლის ტო­ტე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ აეკ­­ცა, შიშ­ველ ფე­ხებ­ზე ამ­ოც­მულ სპორ­ტულ ფეხ­საც­მელს ეტ­ყო­ბო­და, პი­რი კარ­გა ხა­ნია და­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და.

სა­ტო­კოს უც­ებ მო­უნ­და, ყუ­რად­ღე­ბით და­ეთ­ვა­ლი­­რე­ბი­ნა კა­ცის სა­ხე, და­­ხა­რა და ხე­ლის­გულ­­ვეშ მოქ­ცე­ულ ად­გილს და­აც­ქერ­და. სა­ხე მო­­ლოდ­ნე­ლად ძალ­ზე ახ­ალ­გაზ­­და აღ­მოჩ­­და – ხში­რი, ლა­მა­ზად მო­ხა­ზუ­ლი წარ­ბე­ბი… სწო­რი ცხვი­რი…

რო­ცა კი­დევ უფ­რო და­­ხა­რა, უც­ნო­ბის ქვეშ ლე­­ბად და­ფე­ნილ გა­ზე­თებს წა­მო­­დო და ქა­ღალ­დის მო­­ლოდ­ნე­ლად მკვეთ­­მა შრი­ალ­მა შა­ვად ჩა­მო­წო­ლი­ლი მდუ­მა­რე­ბა გა­კაწ­რა…

კაცს გა­ეღ­ვი­ძა, თვა­ლის გუ­გებ­მა თეთ­რად იელ­ვა სიბ­ნე­ლე­ში და… უზ­არ­მა­ზა­რი ტო­რი ქალს მა­ჯას სალ­ტე­სა­ვით შე­მო­ეჭ­დო…

სა­ტო­კოს ში­ში არ უგრ­­­ნია, არც კი გან­­რე­­ლა, ხე­ლის გაშ­ვე­ბი­ნე­ბაც არ უც­დია, მხო­ლოდ ეს გა­­ფიქ­რა გო­ნე­ბის გა­ნა­თე­ბის რო­მე­ლი­ღაც წამს: “ეს­ეც ასე… ესე იგი, ის ოცი წე­ლი­წა­დი უკ­ვე გა­ვი­და!”

იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლის შა­ვად და­ბუ­რუ­ლი ტყე სა­მა­რი­სე­ბურ სი­ჩუ­მე­ში ჩა­­ძი­რა.

© ”არილი”