სოფო კირვალიძე – შემოდგომა და საყვარელი კაცი

დღე გა­დის და შა­რი რჩე­ბა

სომ­ხუ­რი ან­და­ზა

წი­ნა სა­ღა­მოს გვი­ან მო­მი­წია ჩას­­ლა. მეტ­რო და­კე­ტი­ლი დამ­­­და, მე­რე მდი­ნა­რე და არ­ხი ერთ­მა­ნეთ­ში ამ­­რია და აღ­მოვ­­­დი ებ­რა­­ლე­ბის უბ­ან­ში, სა­დაც არ­­ფე­რი მე­საქ­მე­ბო­და, მე­რე ზურ­­ჩან­თას ღვე­დი გა­უწყ­და და მხა­რი მეტ­კი­ნა და გავ­­წარდი და დავ­­ველ­დი და სა­ერ­თოდ, პა­ტა­რა გო­გო ვარ, სულ რა­ღაც ოც­და­ათს გა­და­ცილებ­­ლი და, ამ­დე­ნი აღ­არ შე­მიძ­ლია. დი­ლით ტე­ლე­ფონ­მა რომ გა­მაღ­ვიძა, გამ­ხე­ცე­ბუ­ლი გავ­ქან­დი შე­სას­­ლელ­ში, რა­ტომ, კაც­მა არ იც­ის, იმ სახ­­ში ნამდვი­ლად არ­­ვინ და­მი­რე­კავ­და, ეტ­ყო­ბა, გა­მოგ­ლე­ჯას და გა­დაგ­დე­ბას ვუ­პი­რებ­დი. აი, მანდ და­იწყო ყვე­ლა­ფე­რი.

დე­რე­ფან­ში იდ­გა დე­დი­შო­ბი­ლა ნი­კო­ლი­კო, ანუ ნი­კო­ლი, ანუ ნი­კი, ანუ ნი­კი­ფო­რე. ახლა­ვე გან­­მარ­ტავ: ნი­კო­ლი ფე­მი­ნის­ტია, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თვი­თონ ასე თვლის, ისე, მე რომ მკითხო, უბ­რა­ლოდ დარ­ტყ­მუ­ლია, და სა­ხელ ნი­კოლს ნი­კი ამ­ჯო­ბი­ნა, რო­გორც ჩანს, უფ­რო უს­ქე­სო და მა­გა­რი ჰგო­ნია; მე, ჩე­მის მხრივ, ქარ­­ვე­ლი ვარ, ამ­­ტომ ვამ­ჯო­ბი­ნე კნი­ნო­ბით-ალ­ერ­სო­ბი­თი ნი­კო­ლი­კო, ხო­ლო თუ მა­ჯავ­რებს – რაც ხში­რად ხდე­ბა – ნი­კი­ფო­რე, ვი­რის­თა­ვი მა­­მუ­ნი.

ნო­ემ­­რის ბო­ლო იყო, გათ­ბო­ბას კი პრინ­ცი­პუ­ლად არ ვრთავ­დით, რა­ტომ, კაც­მა არ იცის, ამ­­ტომ შე­მო­სას­­ლელ­ში ცი­­და, თან ძა­ლი­ან.

ნი­კო­ლი­კო თა­ვის ჟონ­­ლი­ორ და­ქალს ეს­­უბ­რე­ბო­და, უფ­რო სწო­რად, ის ქა­ქა­ნებ­და, თან ის­ეთ ხმა­ზე, მე გა­ვი­გო­ნე, რომ ცუ­დი სიზ­მა­რი ნა­ხა და, სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფე­რი ცუდია. ვი­ფიქ­რე, ამ უბ­­დურს ქურ­თუკს მი­ვაწ­­დი-თქო, მაგ­რამ მე­რე მივ­­­დი, თვი­თონაც მშვე­ნივ­რად მიწ­­დე­ბო­და და კვლავ და­სა­ძი­ნებ­ლად წავ­ჩან­ჩალ­დი.

ცხა­დია, ის­ევ გა­მაღ­ვი­ძეს. ამ­ჯე­რად ნი­კი­ფო­რეს ჩხუ­ბი ის­მო­და: თურ­მე, ნუ იტყ­ვი, მობ­­ლუ­რი გა­მო­ურ­თეს, ააა! კაი. სამ­ზა­რე­­ლო­ში იჯ­და თა­ვის კაც­თან ერ­თად, ის – საკუბ­­ედ გა­მოწყო­ბი­ლი, ჩე­მი ოქ­როს ხე­ლე­ბით და­­თო­­ბულ პე­რან­­ში, ეს – ტიტ­ვე­ლი.

იც­ით, რა გან­­­ვა­ვე­ბაა შიშ­ველ­სა და ტიტ­ველს შო­რის? შიშ­ვე­ლი კარ­გია, ტიტ­ვე­ლი – სირ­ცხ­ვი­ლი. ტიტ­­ლე­ბი და­ტან­ტა­ლე­ბენ ჭრელ აბ­­ნო­ში, ან სა­გი­ჟეთ­ში, ან ცივ სამზარ­­­ლო­ში ყა­ვას სვა­მენ ორ მთლი­­ნად ჩაც­მულ ად­­მი­ან­თან ერ­თად. ტიტ­ველს სცი­ვა და გა­ლურ­ჯე­ბუ­ლია, ტერფს წვივ­ზე ით­ბობს და მი­სი არ­სე­ბო­ბა სრუ­ლი­ად არ­­­რო­ტი­­ლია.

უბ­­დუ­რი კა­ცი ყა­ვის ხვრე­პას რომ მორ­ჩა – მეტს იქ მა­ინც ვე­რაფ­რით იხ­­­რებ­და – და თა­ვის გზა­ზე წა­ვი­და ხი­დე­ბის გა­და­სა­ღე­ბად (დი­დე­ბუ­ლი საქ­მეა, ღმერ­­მა­ნი, განსა­კუთ­რე­ბით მში­ერ კუჭ­ზე და თოვლ-ჭყაპ­ში), ნი­კო­ლი­კოს ვუთხა­რი, მორ­ჩა ერ­­ტიკ-შოუ, ჩა­იც­ვი, თო­რემ მე და­მე­მარ­თა ცის­ტი­ტი-თქო. ნი­კო­ლი­კომ ამ­­ყად ამ­იხ­­ნა, რომ ერ­­ტი­კა არ­­ფერ შუ­­შია, რომ მას სულ არ ად­არ­დებს, რა გრძნო­ბებს უღ­ვი­ძებს მისი სხე­­ლი ვი­ღაც ჭუჭყი­ან მამრს, და სა­ერ­თოდ (crescendo), ვი­საც არ მოს­წონს, შე­უძ­ლია წაეთრეს მი­სი სახ­ლი­დან, იმ­­ტომ, რომ ამ სახ­ლის ქი­რას ის იხ­დის, და რომ ყველა კა­ცი დე­გე­ნე­რა­ტია და, რო­გორც ჩანს, ზო­გი ქა­ლიც, იმ­­ტომ, რომ მე (სიც­­ვი­თა და რის­­ვით აკ­ან­კა­ლე­ბუ­ლი თი­თი მო­მიშ­ვი­რა) არ­­ფე­რი მეს­მის გენ­დე­რული ფი­ლო­სო­ფი­­სა და ნი­კის სუ­ლის ძა­ხი­ლი­სა (შიშ­ვე­ლი ფე­ხი სკამს მი­არ­ტყა, ეტ­კინა და დაწყ­ნარ­და). მე­რე ნი­კო­ლი­კომ ცო­ტა წა­­ტი­რა, თა­ვის ოთ­ახ­ში გა­ვი­და, ჩაც­მული და­მიბ­რუნ­და, ჩი­თე­ბიც კი წა­მო­იც­ვა ჩემს პა­ტივ­სა­ცე­მად, და მი­ამ­ბო, რომ მას არ მოს­წონს სა­კუ­თა­რი თა­ვი, სძულს (crescendo), და იდ­­ოტ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა უთხ­რა, გახ­დილ­მა იარეო, მას კი სცი­ვა! და სა­კუ­თა­რი თა­ვი კვლავ სძულს! თან მო­ბი­ლუ­რი გა­მო­ურ­თეს!

ერ­თი სა­­თით ად­რე გა­ვე­დი სახ­ლი­დან და ვუ­ყუ­რე, რო­გორ დარ­ბოდ­ნენ მდი­ნა­რის პირას ჯან­­­თე­ლი კა­ცე­ბი. ნა­ხე­ვა­რი კო­ლო­ფი მოვ­წიე, მომ­შივ­და, პი­ტა ჩავ­ცეცხ­ლე და კუჭ და გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი წა­ვე­დი სა­შო­ვარ­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­­ბა­ში, ჩემი დი­დი ინ­ტე­ლექ­ტის, ძირ­­ვე­ლი ფეს­ვე­ბი­სა და ხა­ლა­სი ნი­ჭის წარ­მო­სა­ჩე­ნად.

 

იმ კარგ მხა­რე­ში მგო­ნი სულ ბნე­ლა. მე­რე უფ­რო მაგ­რად დაბ­ნელ­და, და­ღამ­და. ან­რისთან შეხ­ვედ­რა­ზე და­ვიგ­ვი­­ნე. გზად ის­ევ პი­ტა ვი­ყი­დე, იმ­­ტომ რომ მში­­და, ჰო­და, რო­ცა ვღე­ჭავ, საწ­რა­ფად სი­­რუ­ლი მი­ჭირს. ან­რი ან­გე­ლო­ზი ყო­ველ სა­ღა­მოს მი­მასპინძ­­დე­ბა, ოღ­ონდ არ მაჭ­მევს, მას­მევს ხოლ­მე. ბევრს მა­ხარ­ჯავს, წუ­წუ­რა­ქი ნამდვი­ლად არ ეთქ­მის, უბ­რა­ლოდ ალ­ბათ ჰგო­ნია, რომ მე სა­ერ­თოდ არ ვჭამ. პირ­ველ-ორ ჯერზე მში­ერ­მა დავ­ლიე და ერთხე­ლაც ისე დავ­­ვე­რი, ჯერ ქურ­თულ რეს­ტო­რან­ში ვი­ცეკვე აიშა და მე­რე მდი­ნა­რის პი­რას – გო­პა­კი. ან­რის ას­­თებ­ზე გუ­ლი უჩ­უყ­დე­ბა ხოლმე და უხ­­რია, მაგ­რამ მე სულ არ მსი­­მოვ­ნებს.

ან­რის ჩე­მი გა­ცი­ლე­ბაც მოს­წონს, ფე­ხით, მე – არა. მაგ­რამ ეგ არ­­ფე­რი, ოც წუთ­ში სახლთან ვი­ყა­ვით. სა­დარ­ბა­ზოს­თან დაგ­­­­­ნენ ნი­კო­ლი­კოს ჟონ­­ლი­­რი და­ქა­ლი და მარ­გო, გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი რე­კავ­­ნენ და ნი­კი კარს არ უღ­ებ­და. აღ­ელ­ვე­ბუ­ლებ­მა მომახ­სე­ნეს, რომ ნა­ხე­ვა­რი სა­­თის წინ შე­­თან­­­­ნენ, მო­ვალ­თო, ის კი – აი! კარს არ აღებს. თა­ვი მო­იკ­ლა, და­ას­­­ნა ჟონ­­ლი­ორ­მა.

კა­რი გა­ვა­ღე და ვი­ნა­­დან ან­რი მა­ინც ძა­ლი­ან კარ­გი კა­ცია, ჩა­მომ­­­­ვა­ლი ნი­კოლის მარ­ტო სა­ყუ­რებ­ლად არ გამ­წი­რა და თან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­­ბა კლავ­და, სად ვცხოვრობ­დი და რა­ტომ, ის­იც ამ­ოგ­­­ვა. ფხა­ჭა-გლე­ჯით ავრ­ბო­დით კი­ბე­ზე.

ბი­ნის კა­რი ღია დაგ­­­­და და ჟონ­­ლი­ორ­მა თქვა, მე ვერ შე­მო­ვა­ლო. მარ­გო მის დასაწყ­ნა­რებ­ლად დარ­ჩა და შე­ვე­დით ან­რი და მე, მა­მა­ცი და თავ­და­დე­ბუ­ლი.

ნი­კი­ფო­რე “ნა­უშ­ნი­კე­ბით” იდ­გა მაგ­ნი­ტო­ფო­ნის წინ და ვი­ნა­­დან შნუ­რი მოკ­ლე იყო და გა­სა­ქანს არ აძ­ლევ­და, იქ­ვე იქ­ნევ­და გა­ვას. იმ გა­ვა­ში ის­­თი ამ­­ვარ­ტყი, ალბათ არ­­ვის ამ­­ურ­ტყამს და ალ­ბათ ის­­თი გამ­ხე­ცე­ბუ­ლი სა­ხე მქონ­და, ვერც კი მეჩხუ­ბა. სა­ცო­და­ვად ამ­იხ­­ნა, 11-ის მე­რე მუ­სი­კის ხმა­მაღ­ლა მოს­მე­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, მე მე­ცეკ­ვე­ბო­და და კა­რი ღია დავ­ტო­ვე, რომ შე­მო­სუ­ლიყ­­ნენ, უბ­რა­ლოდ, სა­დარ­ბა­ზოს არ­სე­ბო­ბა და­მა­ვიწყ­დაო. ძა­ლი­ან შე­წუხ­და ნი­კო­ლი.

ჟონ­­ლი­ორ გო­გოს რა­ღა­ცა იმ­­დის გაც­რუ­­ბის მსგავ­სი ეწ­­რა სა­ხე­ზე. მას სა­ერ­თოდ თვით­­­­ლე­ლო­ბა რა­ღა­ცად მი­აჩ­­და, რად, არ ვი­ცი, – რა­ღა­ცად. თვი­თონ ძა­ლი­ან მდიდა­რი იყო, მი­სი პა­პა ებ­რა­­ლებ­ზე გამ­დიდ­რე­ბუ­ლა მე­­რე მსოფ­ლიო ომ­ის დროს, შვეიც­­რი­­ში გზავ­ნი­და და მათ ქო­ნე­ბას იტ­­ვებ­და. გზავ­ნი­და რა, ის­­ნი მი­დი­ოდ­ნენ და ან უმ­არ­­ლებ­დათ, ან – არა. რო­გორც ჩანს, ბო­ლოს­კენ პა­პი­ლო სინ­დის­მა შე­­წუ­ხა და ცენ­­რა­ლურ პარ­­ში თა­ვი ჩა­მო­იხ­­ჩო. საყ­ვა­რე­ლი პა­პის კვალ­დაკ­ვალ თა­ვი მოიკლა ბე­ბი­ამ – არა მის­მა ცოლ­მა, არ­­მედ მე­­რე ბე­ბი­ამ, იმ­ას რა­ღა ჭირ­და, არ ვი­ცი, მერე – ჟონ­­ლი­­რის მა­მამ, მე­რე – ძმამ. დე­დამ ვერ მო­ას­­რო, კი­ბო­თი მოკ­­და და შა­ვი ლა­ქა იყო ოჯ­­ხის სა­ხე­ზე. ჟონ­­ლი­­რი გო­გო ღირ­სე­­ლი წი­ნაპ­რე­ბის ხა­ზის გაგ­­ძელე­ბას ლა­მობ­და, ოღ­ონდ უჭ­ირ­და, იმ­­ტომ რომ ახ­ალ­გაზ­­და, ლა­მა­ზი, მდი­და­რი და ნიჭიერი იყო – რამ­დე­ნი რამ უშ­ლი­და ხელს მის ბედ­ნი­­რე­ბას!

რო­ცა გა­ვი­ცა­ნი, მი­ამ­ბო, რომ მი­სი იმ­ჟა­მინ­დე­ლი საყ­ვა­რე­ლი კი კარ­გი ბი­ჭი იყო, მაგ­რამ ვერ იყო კარ­გი ბი­ჭი. აი, იანი… ო, იანი, თქვენ არ გი­ნა­ხავთ, მე ვნა­ხე და ლუდიც ვსვი ოთხ­ფეხ­თან: ჭუჭყი­­ნი ფრჩხი­ლე­ბი, ზე­თი­­ნი თმა, ცხვირს თი­თე­ბით იხ­­ცავდა და უს­­შინ­ლე­სი აქ­ცენ­ტით მა­დამ ბო­ვა­რი­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და ის ოთხ­­ლას­დამთავ­რე­ბუ­ლი. თურ­მე ამ ქვე­­და­მი­ან­თან სექ­სის ფა­სი არ­­ფე­რი ყო­ფი­ლა: აი, აქ, ყვებო­და ჟონ­­ლი­­რი და მკერდს იღ­­ღავ­და, სულ ნა­კაწ­რე­ბი მქონ­და! ცო­ტა ცუ­დად გავხდი.

ახ­ლა ეს გო­გო ჩუ­მად კრუ­სუ­ნებ­და რა­ღა­ცას სამ­ზა­რე­­ლო­ში. მარ­გო ამშ­ვი­დებ­და. ანრიმ მა­ცი­ვარ­ში ამ­­ოდ ეძ­­ბა რა­მე და­სა­ლე­ვი და თურ­ქებ­თან წა­ვი­და სა­შო­ვარ­ზე. ნიკი ბოლ­თას სცემ­და და მოთ­­ვამ­და, რომ არ­ის უვ­არ­გი­სი, მა­ხინ­ჯი, უნ­­ჭო და თხლე. თა­ვის გა­სა­მარ­­ლებ­ლად იძ­­ხა, რომ ას­ეთ ოჯ­ახ­ში გაზ­­დი­ლი კი­დევ კარ­გა­დაა, და ყვე­ლა­ფე­რი დამ­პა­ლი, ო, დამ­პალ­ზე დამ­პა­ლი ბა­ბუ­ის ბრა­ლია, და რომ ბა­ბუა ორ­ჯერ კი არ უნ­და და­­მარ­ხათ, სა­ერ­თოდ არ უნ­და და­­მარ­ხათ, უნ­და გა­და­ეგ­დოთ, ძაღ­ლი მი­აკვდა სულ­ში.

მე, სუ­ლელ­მა, ვი­ფიქ­რე, სი­ტუ­­ცი­ას გან­­მუხ­ტავ-თქო და კრე­ჭით ვი­კითხე, რა­ის ორჯერ და­მარ­ხუ­ლი ბა­ბუა-თქო. მაგ­რად მივ­ქა­რე. ნი­კო­ლი­კო იმ­ის­თა­ნას აკ­ივ­­და, მტერს და ავს, ის­ევ მუ­სი­კის მოს­მე­ნა არ ერ­ჩივ­ნათ სა­ცო­დავ მე­ზობ­ლებს? ჟონ­­ლი­ორს თვა­ლე­ბი გა­უბ­­წყინ­და და მა­შინ გა­მახ­სენ­და ის სიტყ­ვა – ნეკ­რო­ფი­ლი.

ბა­ბუა, პა­ტი­­სა­ნი კა­თო­ლი­კე, ექ­­მი და ერ­ის იმ­­დი, უკ­ვე და­­ჯა­ხე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, როცა ნი­კის ბე­ბია შე­უყ­ვარ­და, ას­­ვე მარ­­­მორ­­მუ­ნე და მა­ღალ­­ნე­ობ­რი­ვი. ამ ამაღლე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­დე­გი ყო­ფი­ლა ნი­კის დე­და, რო­მელ­საც კარ­გად ვიც­ნობ, შტერია და ეგ­­ის­ტი. გო­გო­ნა გა­და­მა­ლეს უყ­რუ­ეს პრო­ვინ­ცი­­ში, რა­თა ექ­­მის უბ­­წო სახ­­ლი არ შებღა­ლუ­ლი­ყო და ქალ­საც არ­­ფე­რი დაკ­ლე­ბო­და. ძა­ლი­ან მორ­­მუ­ნე ყო­ფილა ეს ქა­ლი, თო­რემ რა უნ­დო­და ბავ­­ვის მო­შო­რე­ბას?! არა, მან სი­ცოცხ­ლე არ წა­არ­­ვა და ის­­თი ყუ­რად­ღე­ბი­­ნი დე­და იყო, რომ შვილს სა­შო­ბა­ოდ და სა­აღ­­გო­მოდ სა­ჩუქ­რებსაც კი უგ­ზავ­ნი­და: და­თუ­ნი­ებს, ბაფ­თებს, თო­ჯი­ნებს, კამ­ფე­ტებს, მოკ­ლედ, ყვე­ლაფერს, რაც პა­ტა­რა გო­გოს სჭირ­დე­ბა. მე­რე მი­სი შვი­ლის მა­მა მოკ­­და – ვი­მე­­რებ: ძაღლი მი­აკ­­და სულ­ში, – და ისე დაკ­­ძა­ლეს, რო­გორც კე­თილ კა­თო­ლი­კეს შე­­ფე­რე­ბა. დაკრძა­ლეს, და­მარ­ხეს, მი­წა მი­­ყა­რეს. მორ­ჩა? არა. საყ­ვა­რელ­მა, რო­მე­ლიც ას­­ვე ღვთის­მო­ში­ში იყო, მღვდელ­სა და მე­საფ­ლა­ვეს ქრთა­მი მის­ცა. კა­ცი ამ­ოთხა­რეს, საყ­დარში და­ას­ვე­ნეს, ქალ­მა და­­ტი­რა და კვლავ და­­მარ­ხი­ნა. აი, ასე. ახ­ლა მორ­ჩა.

ამ­ბის ფი­ნალს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ან­რიც შე­ეს­­რო, ლუ­დი ამ­­­ტა­ნა. ჩე­მი სი­ხა­რუ­ლი, ჯანმრთე­ლი, მა­ღა­ლი, 25%-იანი სპარ­სი ან­რი! ვი­ფიქ­რე, ჯან­და­ბას, ამ­­ღამ ამ­ას გავ­­ვები, ვი­ყი­დი ტე­კი­ლას და იმ­დენს დავ­ლევთ, აიშა და მსგავ­სე­ბი უკ­ან მომ­­ჩე­ბა-თქო. მშვე­ნი­­რი კა­ტე­ბი ჰყავს ან­რის, მა­ცი­ვარ­ში პა­მი­დო­რიც დევს… მომ­შივ­და.

ან­რიმ გო­გო­­ბის გამ­ხი­­რუ­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა, ვე­ნაც­ვა­ლე, არ დამ­ტო­ვა გა­სა­ჭირში. წა­მო, დის­კო­ტე­კა­ზე წა­ვი­დე­თო. მარ­გომ უთხ­რა, რა დრო­ის დის­კო­ტე­კაა, სტრე­სი მივი­ღეთ და სიბ­ნე­ლე და სი­ჩუ­მე გვჭირ­დე­ბაო. ჟონ­­ლი­­რი ან­რის უყ­­რებ­და, რო­გორც ტა­ლა­ხი­ან ღორს, რო­მელ­საც არ­­ფე­რი ეს­მის, ნი­კო­ლი­კო ამ­ბობ­და, რომ სიც­ოცხ­ლე გა­მიმ­წა­რა და ამ­ას სა­კუ­თარ თავს ვე­რა­სო­დეს აპ­­ტი­ებს, ვე­რა­სო­დეს! თხლაშ – ლუ­დის ქი­ლა. ვე­რა­სო­დეს. ან­რი გა­ღი­ზი­ან­და და თა­ვი­სი მომ­ხიბ­­ლე­ლი ხმით მოახ­სე­ნა ნი­კის, ტრა­კი და­­ყე­ნე, გო­გო, თო­რემ გა­და­გაგ­დე­ბო. ნი­კის, რო­გორც გიჟს, არა­­დეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და: დაწყ­ნარ­და. ჟონ­­ლი­­რი უკ­ვე ინ­ტე­რე­სით შეჰ­ყურებ­და ჩემს ან­გე­ლოზს. მზეო, მზეო ან­რი!

გო­გო­­ბის გა­ცი­ლე­ბის დროს ან­რი მოყ­ვა ამ­ბავს, რომ ერთხელ ორ ღა­რიბ სტუ­დენტს ერთ­მა­ნე­თი შე­უყ­ვარ­და. ის­­ნი და­ქორ­წინ­­ნენ, გო­გო­ნა გა­უჩ­­დათ, საზ­­ვა­რი არ ჰქონ­და მათ ბედ­ნი­­რე­ბას. ამ სი­ხა­რუ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ახ­ალ­გაზ­­და ცოლ-ქმარს მშობ­ლებ­მა ფუ­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნეს. გა­დაწყ­და, რომ პა­ტა­რა გო­გოს­­ვის ეტ­ლი უნ­და ეყ­იდათ. ბავ­­ვი კე­თილ მე­ზო­ბელ ბა­ბოს და­­ტო­ვეს, ცოლ-ქმა­რი მო­ტო­ციკ­ლეტს მო­ახ­ტა, გაქროლ­და, პირ­ველ­სა­ვე მო­სახ­ვევ­ში და­­ტა­კა სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას და და­­ხო­ცა. პატარა ობ­­ლი გო­გო გა­­ზარ­და, და­ქალ­და, ან­რი გა­იც­ნო, შე­იყ­ვა­რა და ერთხე­ლაც დი­დად წარ­მა­ტე­ბუ­ლი სექ­სა­­ბის შემ­დეგ (ჩემს ან­გე­ლოზს თვა­ლე­ბი აენ­თო) ისე გა­­ჯავ­რა საყ­ვა­რე­ლი, რომ მან ფან­­რი­დან გა­და­აგ­დო, მე­ოთხე სარ­თუ­ლი­დან. შენ ხომ იცი ჩემი სახ­ლიო, მო­მიტ­რი­ალ­და მე.

- მე­რე? – იკ­ითხა სი­ხა­რუ­ლით ხმა­­კან­კა­ლე­ბულ­მა ჟონ­­ლი­ორ­მა. – მოკ­­და?

- არა, ცოცხა­ლია. სა­სა­მარ­­ლო­ზე თქვა, მე თვი­თონ გა­დავ­­ტიო.

- რო­გორ ყვა­რე­ბი­ხარ…

- არა, უბ­რა­ლოდ იც­­და, რომ მოვ­­ლავ­დი.

იმ ღა­მეს მე და ნი­კო­ლი­კო ერთ ტახ­­ზე ვი­წე­ქით. ნი­კი მთე­ლი ღა­მე ტი­რო­და და ამ­ბობდა, რომ არ­­­და­მი­­ნია. გო­გო­­ბი წა­ვიდ­ნენ. ან­რის ძა­ლი­ან მო­­წო­ნა ჩე­მი ლო­გინი, ტკბი­ლად გა­მო­­ძი­ნა და დი­ლით ნი­კიც და­პა­ტი­ჟა ჩვენს ტრა­დი­ცი­ულ ვახ­შამ­ზე. ნიკი არ წა­მო­ვა, მე კი წა­ვალ. აბა, რომ დაბ­ნელ­დე­ბა, რა ვა­კე­თო.

© არილი