ახალი ამბები,  ესე,  პოლემიკა,  რეპორტაჟი

არილი- საზოგადოებრივ-ლიტერატურული

2024 წელს 30 წელი სრულდება „არილის“ დაბადებიდან.

30 წელია, რაც არილი, ასე თუ ისე, თავისი გამარჯვებებითა და პრობლემებით, სირთულეებითა და ძიებებით, შემოქმედებითი წარმატებებითა და კრიზისებით, აღმოჩენებითა და ძალისხმევებით, მაინც არსებობს. უფრო სწორად, უკვე მერამდენეჯერ, ცდილობს არსებობას. კარგად გვესმის, არც ისე მარტივი ამბავია ბეჭდური ლიტერატურული პერიოდული გამოცემის შენარჩუნება, მითუმეტეს თანამედროვე საქართველოში. არილის, როგორც ლიტერატურული გამოცემის, ისტორია (30 წელი გვაძლევს უფლებას, ეს სიტყვა თამამად გამოვიყენოთ) ყოველთვის აირეკლავდა იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ქვეყანაში ვითარდებოდა. არასდროს გავქცევივართ ამ თანხვედრას, რადგან „არილის“ ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო – რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, აუცილებლად ხელმეორედ უნდა დაიბადოს ყოფიერების ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ფორმაში – ლიტერატურაში.

ბევრნაირი „არილი“ არსებობს – ზოგიერთი მათგანი დაბალი სოციალური მგრძნობელობითა და რეალობისადმი ქედმაღლური გულგრილობით გამოირჩევა, მთლიანად ტექსტშია ჩაძირული, ზოგიერთი „არილი“, პირიქით, ცდილობს, ცხოვრებას ცხელ კვალზე სდიოს და ყველას დაასწროს მისი ასახვა… შეგვხვედრია ისეთი „არილიც“, რომელიც ისტორიის და ლიტერატურის ყველაზე მარგინალურ და მივიწყებულ თემებს თუ ჟანრებს უკირკიტებს და ისეთიც, მთელი თავდავიწყებითა და სერიოზულობით რომ ცდილობს, თანამედროვე ხელოვნების კიტჩურ აკვიატებებში გარკვევას… ზოგიერთი „არილი“ პაციფისტია, ზოგიერთი – რელიგიურ თემებში ჩაღრმავებული, გვაქვს ათეისტი ცინიკოსი და ერეტიკოსი არილიც, მოთამაშე და მელანქოლიკი, ურბანული და ბუკოლიკური “არილები”, არიან უკომპრომისო ფემინისტი „არილებიც“, გენდერულად ნეიტრალურნიც, ზოგიერთი „არილი“ რესპუბლიკელია და ზოგიც – დემოკრატი.  ყველა მკითხველს თავისი „არილი“ ჰყავს, მიუხედავად რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, ესთეტიკური, სოციალური და თუნდაც პოლიტიკური განსხვავებებისა. ასე, ძიებებში გაიარა 30-მა წელმა და დადგა 2024 წელიც, როცა სახელმწიფომ „არილს“ გამოუცხადა, რომ მას (სახელმწიფოს) საერთო არაფერი აქვს თავისუფალ ლიტერატურასთან; რომ აღარ დააფინანსებს… რომ „არილი“ აღარ არის საჭირო.

ასეთ დროს რეჟიმებს რატომღაც ბრიყვული ცინიზმი ახასიათებთ ხოლმე და გამონაკლისი არც ჩვენი შემთხვევა აღმოჩნდა – როგორც გითხარით, სახელმწიფომ „არილის“ „გაუქმების“ გადაწყვეტილება სიმბოლურად ჩვენს დაბადების დღეზე მიიღო. ჯერ შესაბამის კონკურსში მონაწილეობა გვთხოვეს, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ „არილი“ დაფინანსების გარეშე დარჩა.

გულის სიღრმეში, ჩვენ ალბათ დარწმუნებულიც ვიყავით, რომ ეს დრო დადგებოდა… ის მეთოდური წნეხი და შეტევები, რასაც ბოლო წლებში სახელმწიფო კულტურაში დაწინაურებული თეა წულუკიანის ხელით თავისუფალ ხელოვნებაზე ახორციელებდა, აუცილებლად მოაღწევდა ჩვენამდეც. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ამის დაჯერება არ სურდათ ან არ შეეძლოთ. ჩვენი ოპტიმისტი მეგობრები და მკითხველები გვამშვიდებდნენ, მაგრამ „არილის“ პოზიციებმა, მისი რედაქტორების, თანამშრომლების თუ ავტორების, მკითხველების წინააღმდეგობამ არსებული კონიუქტურის მიმართ, მათმა ინდივიდუალურმა მონაწილეობამ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო ეროვნულ მოძრაობაში, შედეგი, ცხადია, მოიტანა – სახელმწიფო ყველა ჩვენგანის გაჩუმებას შეეცადა.

„არილთან“ მიმართებით კიდევ ერთხელ, ხისტად და მტკივნეულად დაირღვა დემოკრატიულ საზოგადოებებში კულტურის დაფინანსების უმთავრესი პრინციპი და ღირებულება – სახელმწიფო აფინანსებს კულტურას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის ავტონომიურობასა და თავისუფლებაში არ ერევა. და რა აზრი აქვს „არილის“ არსებობას, თუ ის თავისუფალი და ავტონომიური არ იქნება? თუ ის კონიუქტურას ან კიდევ უარესი – ცენზურას დაექვემდებარება და თავის ჭკუაზე ვერ გააგრძელებს ცხოვრებას? არც არანაირი! მსგავს კომპრომისზე არც არასდროს დავფიქრებულვართ, არაცნობიერის სიღრმეშიც კი. ერთი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზს რომ მივმართოთ, სჯობს საერთოდ არ არსებობდე, ვიდრე არსებობდე საკუთარი თავის წინააღმდეგ და ჯინაზე. თანაც… სასჯელი, რომელსაც თავისუფლების გამო მოგივლენენ – ასეთი რამ სასიამოვნო თუ არა, ჟანრის კანონის თუ სიუჟეტური ალგორითმის თვალსაზრისით, ბუნებრივიც კია და სრულად პასუხობს „არილის“ და, ზოგადად, ლიტერატურის რომანტიკულ და ესთეტიკურ იდეალებს…

„არილი“ თავისი არსებობის მანძილზე უმთავრეს მიზნად იმ დასავლური ღირებულებების, აღქმების ლიტერატურის ენაზე თარგმნას ისახავდა, რომლებსაც ბოლო პერიოდში საფრთხე შეექმნა საქართველოში. ჯიუტად გვწამდა და ახლაც გვწამს – არ არსებობს ლიტერატურაზე, პოეზიაზე უფრო სანდო და საიმედო მედიუმი, პარტნიორი იდეების გავრცელებაში. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ „არილი“ ხელისუფლებისთვის პრობლემად იქცა. პრობლემად, რომელიც თავისებურად გადაწყვიტეს.

„არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მკითხველებმა პირველად ჩვენგან გაიგეს. გამოხმაურებების, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის პირველმა ტალღამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოხდა ის, რასაც ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით – ურთულეს პოლიტიკურ კრიზისში, დებატებსა და ბატალიებში ჩაფლულმა, ნაციონალური იდენტობისთვის, შეიძლება პირდაპირ ითქვას, გადარჩენისთვის მებრძოლმა საზოგადოებამ თავის თავში გამონახა მწვავე პროტესტის, დიდი თანაგრძნობის და „არილისთვის“ ბოლომდე ბრძოლის შეუძლებელი ენერგია, ემოციური და ფინანსური რესურსი. „არილის გარეშე რა ვქნათ? რა წავიკითხოთ?“ – კითხულობდნენ ადამიანები… ითხოვდნენ „არილის“ მხარდამჭერთა ფონდის შექმნას და გვთავაზობდნენ ფინანსურ დახმარებას. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ავტორები, ერთგული უცნობი თუ ნაცნობი მკითხველები… უეცრად აღმოვაჩინეთ უზარმაზარი რაოდენობა ადამიანებისა, ვისთვისაც „არილის“ არსებობა ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხი იყო. სოლიდარობისა და მხარდაჭერის ამ მასშტაბებმა, თამამად ვიტყვით, ჩვენც, „არილის“ რედაქტორებსაც, ხელახლა და სრულიად განსაკუთრებულად გაგვააზრებინა იმ საქმის მნიშვნელობა და ღირებულება, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვემსახურებოდით; შეიძლება ითქვას, ჩვენც ხელახლა აღმოგვაჩენინა და შეგვაყვარა „არილი“. მივხვდით, რომ „არილისთვის“ ბრძოლა ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი იყო.

სულ მალე „არილის“ მხარდამჭერთა ჯგუფიც შეიქმნა და მოხდა უპრეცენდენტო რამ – დაახლოებით, 10 დღეში, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ვითომც არაფერიო, შეგროვდა პირველი ნომრის გამოცემისთვის საჭირო თანხა!

ასე რომ, თქვენ წინაშეა საზოგადოებრივი, სამოქალაქო „არილი“, რომლის მეორედ დაბადებაც მთლიანად მკითხველების დამსახურებაა. მკითხველების, რომლებიც წლების მანძილზე ჩვენთან ერთად ქმნიდნენ და აწრთობდნენ იდეას, ღირებულებას, სახელად „არილი“ და, როცა ამის აუცილებლობა დადგა, გადაარჩინეს კიდეც ის!

კი არ გვჯერა, ზუსტად ვიცით, რომ ეს გაღებული ძალიხმევა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და ამიტომაც უკვე ვმუშაობთ „არილის“ შემდეგ ნომერზე, რომელიც მთლიანად მიეძღვნება პროტესტის თემას. ვეცდებით, მოგიყვეთ პროტესტის ისტორია, შევისწავლოთ და აღვწეროთ მისი ენა, სიუჟეტები, მეტაფორები და, რაც მთავარია, გავაძლიეროთ ის! გავაძლიეროთ ლიტერატურის მეშვეობით!

მალხაზ ხარბედია

ლექსო დორეული

არილის ამ ნომრის შემომწირველები არიან:

მანანა გეგეშიძე

ანა ჯაფარიძე

სოფიო შამანიდი

მანანა გაგუა

თათია მთვარელიძე

ლაშა ბუღაძე

ანინა გოგოხია

ნანა ტოხვაძე

ნინო ფიფია

ღვინის კლუბი

ელენე აგლაძე

ქეთევან ცინცაძე

ანი უძილაური

თეა გამრეკელი

ი/მ მარიანა ჭყონია

ნატალია ინგოროყვა

შორენა შავაძე

ი/მ ირაკლი გაფრინდაშვილი

ნანა კობაიძე

ი/მ მიხეილი მღებრიშვილი

პაატა სირბილაძე

ჯიმშერ რეხვიაშვილი

გიორგი ჭანიშვილი

ლელა სამნიაშვილი

დავით გაბელაია

გიგა ზედანია

ლევანი დადიანი

ი/მ თამარ ქაფიანიძე

ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

მიხეილ დოლიძე

მაჭარაშვილი გიორგი

გიორგაძე მარინე

თეა შურღაია

ნატა ცინცაძე

კიკოლიაშვილი დარეჯან

ალექსიძე ნიკოლოზ

ლელა ინწკირველი

ი/მ ქეთევანი გრძელიძე

კვირკველია მანანა

რამაზ გიგაური

ი/მ ნესტან რატიანი

შანშე ქენქაძე

თამარი ჭინჭარაული

თამარ ბოჭორიძე

მაია ცირამუა

ანა ჟორჟიკაშვილი

ი/მ მზია გომელაური

ლაშა კალანდაძე

ქეთევან კოკოზაშვილი

ი/მ ანზორ კიკნაველიძე

ანა დარსაველიძე

ი/მ გიორგი ბერიძე

თამარ რაზმაძე

ნინო ბიგვავა

სტეფნაძე მაია

მღებრიშვილი თამარ

გიორგაძე ნიკო

ბენიძე სალომე

თამარ ტატიშვილი

ქეთევან ქარჩავა

თამარ არაბული

მარეხი მამალაშვილი

ცოტნე გუჩუა

ქეთევან დევდარიანი

ნაბახტეველი ელენე

ეკატერინე ქევანიშვილი

ჯანჯიბუხაშვილი მარინა

ნატო ახმეტელი

დავით ჯინჭარაძე

ჩიტაური ვახტანგ

სოფიო როინიშვილი

ეკა ორაგველიძე

ხათუნა აბულაძე

ანა გაბიტაშვილი

მაია სიგუა

ელისო ფანცხავა

ი/მ შალვა ალელიშვილი

გვანცა გუგავა

ნათია სუხიტაშვილი

დავით შერგელაშვილი

მარიამი ჯალიაშვილი

თეა მიქელაძე

ილონა აკობია

ბადრი მესხი

კოტე ლომიძე

ი/მ დავით ჩიჩუა

შოთა გუჯაბიძე

ბიჩინაშვილი ია

დავითი რეხვიაშვილი

ლალი ბიჭიკაშვილი

ი/მ ხათუნა სიდამონიძე

მარიანა ალავიძე

ნიკა პირველაშვილი

დიმიტრი გუგუნავა

სოფიო ნასარაია

გიორგი გირკელიძე

შიო ხიდაშელი

მეგი რუსია

ნიკოლოზ აგლაძე

ი/მ ალექსანდრე ცქიტიშვილი

მარიამი გუნია

ხოსრუაშვილი თამარ

ქილარჯიანი ნინო

ობოლაძე გვანცა

ი/მ ალექსანდრე ქავთარაძე

ნინო ჭაფოძე

ლელა კურტანიძე

ზაზა პარუნაშვილი

© არილი

Facebook Comments Box