პროზა (თარგმანი)

გაბ­რი­ე­ლე დ’ან­უნ­ციო

ღამისთევა

(კრე­ბუ­ლი­დან “პეს­კა­რას ნო­ვე­ლე­ბი”)


იტალიურიდან თარგმნა ნოდარ ლადარიამ

სოფ­ლის მე­რის, ბი­­ჯო მი­ლას ცხე­და­რი, უკ­ვე სრუ­ლი­ად შე­მო­სი­ლი და ძმრი­ან წყალში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ჩვრით სა­ხე­და­ფა­რუ­ლი, ლო­გინ­ზე ეს­ვე­ნა, თით­­მის ოთ­­ხის შუ­­გულში, ოთხ სან­თელს შუა. ოთ­ახ­ში მიც­ვა­ლე­ბულს ორი მხრი­დან უსხ­­ნენ და ღა­მეს უთ­ევდნენ ქვრი­ვი და ძმა.

რო­ზა მი­ლა, ასე, ოც­და­ხუ­თი წლის იქ­ნე­ბო­და. აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ქა­ლი იყო, თეთ­რი, ოდ­ნავ დაბ­­ლი შუბ­ლით, გრძლად მომ­­ვილ­დუ­ლი წარ­ბე­ბი­თა და დი­დი ჭრო­ღა თვა­ლე­ბით, რო­მელთა გუ­გებ­ზე გაპ­რი­­ლე­ბუ­ლი მარ­მა­რი­ლოს­ნა­­რი ძარ­­ვე­ბი ეტ­ყო­ბო­და. თმე­ბის სიუხვის გა­მო, კე­ფა­სა და სა­ფეთ­­ლებ­ზე ყო­ველ­­ვის მრავ­ლად ეყ­­რა ურ­ჩი კუ­ლუ­ლე­ბი, ხან­და­ხან თვა­ლებ­ზეც რომ ჩა­მო­ეშ­ლე­ბო­და ხოლ­მე. მთე­ლი მი­სი არ­სე­ბი­დან გა­მოსჭვი­­და ჯან­­­თე­ლი სი­ნორ­ჩე და მის ქორ­ფა კან­საც უძ­ვირ­ფა­სე­სი ხი­ლის სურ­ნე­ლი ასდი­­და.

ემ­­დიო მი­ლა, სა­სუ­ლი­­რო პი­რი, და­ახ­ლო­­ბით იგ­­ვე ას­­კი­სა იყო. ხმელ-ხმე­ლი იყო და კა­ნის ფე­რი ბრინ­ჯა­ოს უგ­ავ­და, რო­გორც ყვე­ლას, ვინც სო­ფელ­ში მზის გულ­ზე ცხოვრობს. რბი­ლი წი­თუ­რი ღინ­­ლი უფ­­რავ­და ლო­ყებს, თეთ­რი და ძლი­­რი კბი­ლე­ბი მის ღიმ­ილს მა­მა­კა­ცურ სი­ლა­მა­ზეს ან­­ჭებ­და და მი­სი მოყ­ვი­თა­ლო თვა­ლე­ბიც ახ­ალ­მოჭრი­ლი ოქ­როს ფუ­ლე­ბი­ვით უბ­ზი­ნავ­და.

ორ­­ვე სდუმ­და: ქა­ლი თი­თე­ბით შუ­შის კრი­­ლო­სანს ათ­­მა­შებ­და, ვა­ჟი კი თვალს აყოლ­ებ­და კრი­­ლო­სა­ნის თა­მაშს. ორ­­ვეს ეტ­ყო­ბო­და ის გულ­­რი­ლო­ბა, რომ­ლი­თაც ჩვენი სოფ­ლის ხალ­ხი სიკ­­დი­ლის იდ­­მა­ლე­ბას ხვდე­ბა.

ემ­­დი­ომ ღრმად ამ­­­სუნ­­ქა:

დაცხე­ბა ამ­­ღამ.

რო­ზამ მზე­რა ას­წია თან­­მო­ბის ნიშ­ნად.

და­ბალ­ჭე­რი­ან ოთ­ახ­ში შუ­ქი სან­­ლის ალ­ის კვალ­დაკ­ვალ თრთო­და. ცვა­ლე­ბა­დი და მოკან­კა­ლე ჩრდი­ლე­ბი ხან კუთხე­ში იყ­რი­და თავს, ხა­ნაც კე­დელ­ზე. ფან­­რე­ბი ღია იყო, მაგ­რამ და­რა­ბე­ბი და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბო­და. თეთ­რი მუს­ლი­ნის ფარ­დე­ბი დრო­დად­რო ისე ირ­ხე­­და, თით­ქოს სუნ­­ქა­ვე­ნო. ბი­­ჯოს სხე­­ლი სა­წო­ლის სი­თეთ­რე­ზე მძი­ნა­რეს ჰგავ­და.

ემ­­დი­ოს სიტყ­ვე­ბი დუ­მილ­ში და­იკ­­გა. ქალ­მა ის­ევ და­უქ­ნია თა­ვი და კვლავ მი­უბრუნ­და კრი­­ლო­სა­ნის ნელ თა­მაშს. ოფ­ლის იშ­ვი­­თი წვე­თე­ბი მარ­გა­ლი­ტე­ბად უჩ­ან­და შუბ­­ზე, მძი­მედ სუნ­­ქავ­და.

ცო­ტა ხნის შემ­დეგ ემ­­დი­ომ იკ­ითხა:

ხვალ რო­მელ სა­ათ­ზე მოვ­ლენ გა­სას­ვე­ნებ­ლად?

ქალ­მა თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ხმით უპ­­სუ­ხა:

ათ­ზე, საკ­რა­მენ­ტის კონ­­რე­გა­ცი­­დან მოვ­ლენ.

ამ­ის შემ­დეგ კვლავ და­დუმ­­ნენ. გა­რე­დან ბა­ყა­ყე­ბის გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ყი­ყი­ნი ისმოდა, ში­გა­და­შიგ ბა­ლა­ხის სურ­ნე­ლიც შე­მო­დი­­და. სრულ სიმ­­ვი­დე­ში რო­ზას ყურს გვამ­­დან გა­მო­მა­ვა­ლი თით­ქოს­და ყრუ ბუყ­ბუ­ყი მის­­­და. შე­ში­ნე­ბუ­ლი წა­მოხ­ტა სკამი­დან და უკ­ან გა­­წია.

ნუ გე­ში­ნი­ათ, რო­ზა. ეს გა­ზე­ბია, თქვა მაზ­­მა და ხე­ლი გა­­წო­და და­სამ­­ვი­დებლად.

რო­ზამ ხე­ლი უნ­­ბუ­რად გა­მო­არ­­ვა და ფეხ­ზე მდგომ­მა და­­ჭი­რა. აყ­­რა­დებ­და, მაგრამ სად­ღაც სხვა­გან იყ­­რე­ბო­და. მკვდრის მუ­ცელ­ში ბუყ­ბუ­ყი გრძელ­დე­ბო­და და თითქოს­და პი­რი­სა­კენ მი­­წევ­და.

არ­­ფე­რია, რო­ზა. დაწყ­ნარ­დით, ის­ევ თქვა მაზ­­მა და ან­იშ­ნა, სამ­ზით­ვო სკივრზე დამ­­და­რი­ყო, რო­მელ­ზე­დაც ყვა­ვი­ლე­ბა­მო­ქარ­გუ­ლი გრძე­ლი ბა­ლი­ში ეფ­­ნა.

ქა­ლი დაჯ­და მაზ­ლის გვერ­დით. შეშ­ფო­თე­ბულს ჯერ კი­დევ ეჭ­­რა მი­სი ხე­ლი. და რადგან­აც სკივ­რი არც თუ ისე დი­დი იყო, მას­ზე მჯდომ­თა იდ­აყ­ვე­ბი ერთ­მა­ნეთს ეხ­­ბოდა.

კვლავ სი­ჩუ­მე დამ­ყარ­და. მლე­წავ­თა სიმ­ღე­რამ შო­რი­დან შე­მო­აღ­წია ოთ­ახ­ში.

ღა­მით ლე­წა­ვენ, მთვა­რის შუქ­ზე, თქვა ქალ­მა, ში­ში­სა და დაღ­ლი­ლო­ბის მო­სატყუ­ებ­ლად.

ემ­­დი­ოს ხმა არ და­უძ­რავს. ქალ­მაც ხე­ლი წა­არ­­ვა, რად­გან ეს შე­ხე­ბა უკ­ვე მსუ­ბუქ შფოთ­ვას ჰგვრი­და.

ორ­­ვეს ახ­ლა ერ­თი და იგ­­ვე აზ­რი გა­უჯ­და გო­ნე­ბა­ში მო­­ლოდ­ნე­ლად, ორ­­ვეს ერ­თი და იგ­­ვე გახ­სე­ნე­ბა და­­პატ­რო­ნა, გახ­სე­ნე­ბა ად­რე­ულ სიყ­მაწ­ვი­ლე­ში ვე­ლად აღმოც­­ნე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა.

იმ­ხა­ნად ორ­­ვე­ნი კალ­დო­რეს უბ­ან­ში ცხოვ­რობ­­ნენ, მარ­ტო­ხე­ლად აღ­მარ­თუ­ლი გორაკ­ის თავ­ზე, სა­დაც ოთ­ხი გზა იკ­ვე­თე­ბა. ჭვა­ვის ყა­ნის საზ­­ვარ­ზე მა­ღა­ლი კე­დელი აღ­მარ­თუ­ლი­ყო, ქვი­თა და თი­ხო­ვა­ნი მი­წით აგ­­ბუ­ლი. სამ­­რე­თის მხრი­დან, რო­მელსაც რო­ზას ნა­თე­სა­ვე­ბი ფლობ­­ნენ, მსხმო­­­რე ხე­თა კო­რო­მი ხა­რობ­და, რად­გა­ნაც იქ მზის სით­ბო უფ­რო უხ­ვი და ტკბი­ლი იყო. გა­ზაფხუ­ლო­ბით ერ­თობ­ლი­ვი სი­ხა­რუ­ლის მოზ­­­რე ხე­­ბი ყვა­ოდ­ნენ, ცის ფონ­ზეც ვერ­ცხ­ლის­ფე­რი, მო­ვარ­დის­­რო ან მო­­ის­­რო გუმ­ბა­თე­ბი იკ­ვე­თე­ბო­და. ის­­ნი გვირ­­ვი­ნად ადგ­ნენ კე­დელს, ნე­ლი რხე­ვით მი­­წევდნენ მაღ­ლა და ერ­თად ჩუმ ზუ­ზუნს გა­მოს­ცემ­­ნენ ფუტ­­რე­ბის მსგავ­სად.

იმ დროს რო­ზას კედ­ლის უკ­ან, ხე­ებს შო­რის მი­მალ­ვა და იქ სიმ­ღე­რა დას­ჩემ­და.

წკრი­­ლა და ნორ­ჩი ხმა შად­რევ­ნის ჭავ­ლი­ვით მო­­დი­ნე­ბო­და აყ­ვა­ვე­ბულ გვირ­­ვინთა შო­რის.

მა­შინ ემ­­დიო ნელ-ნე­ლა სულს იბ­რუ­ნებ­და ავ­ად­­ყო­ფო­ბის შემ­დეგ და ის­მენ­და ამ სიმ­ღე­რას. სუს­ტი იყო და მუ­დამ მო­ში­­ბუ­ლი. დი­­ტი­სა­გან თა­ვის და­საძ­­რე­ნად მა­ლულად იპ­­რე­ბო­და ში­ნი­დან და უბ­­შიც პუ­რის დი­დი ნა­ტე­ხი ედო. კედ­ლის ძირს ჩა­უყვებ­­და, ყა­ნის ბო­ლო ხნუ­ლის გას­­­რივ, სა­ნამ თა­ვი­სი ნე­ტა­რე­ბის ალ­აგს არ მი­აღწევ­და.

იქ ჯდე­ბო­და, ზურ­გით გამ­­ბარ ქვებს ეყრ­­ნო­ბო­და და ჭა­მას იწ­ყებ­და. ჩაკ­ბეჩ­და პურს და ქორ­ფა თავ­თავს შე­არ­ჩევ­და: ყო­ველ მარ­­ვალ­ში ერ­თი წვე­თი რძის­ფე­რი წვენი იყო და­მა­ლუ­ლი, რო­მელ­საც ფქვი­ლის ცინ­ცხა­ლი გე­მო დაჰ­­რავ­და. გე­მოვ­ნე­ბი­სა და სმე­ნის გუ­ლის­­­მა ერთ­მა­ნეთს ერ­­­და და ნა­­ვად­­ყო­ფა­რის არ­სე­ბა­ში თით­­მის ერ­თი­ან უს­ას­რუ­ლოდ სა­სი­­მოვ­ნო შეგ­­­ნე­ბას ქმნი­და. ამგ­ვა­რად, იმ ტკბილ მო­ცალეობ­­ში, იმ სით­ბო­სა და სურ­ნელ­ში, რო­მე­ლიც ჰა­ერს ლა­მის ღვი­ნის გუ­ლის­­მი­ერ გემოს ან­­ჭებ­და, ქა­ლის ხმაც მის­­ვის ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბის ბუ­ნებ­რივ საკ­ვე­ბად იქცე­­და, ნივ­თი­ერ საზ­­დოდ, პირ­და­პირ ძარ­­ვებ­ში რომ ად­ნე­ბო­და.

ამგ­ვა­რად, რო­ზას სიმ­ღე­რა მის­­ვის გან­კურ­ნე­ბის მი­ზე­ზი იყო. და რო­დე­საც გან­კურნე­ბა აღს­რულ­და, რო­ზას ხმა გრძნო­ბი­ერ სიმ­დიდ­რედ რჩე­ბო­და გან­კურ­ნე­ბუ­ლისთვის.

ამ­ის შემ­დეგ, რად­გან ორი ოჯ­­ხი დი­დად და­­ახ­ლოვ­და ერთ­მა­ნეთს, ემ­­დი­ოს გულ­ში ის მდუ­მა­რე, მორ­ცხ­ვი და მარ­ტო­სულ სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­­სა­ხა, ასე რომ სპობს და ან­ადგურ­ებს სიყ­მაწ­ვი­ლის ძა­ლებს.

სექ­ტემ­ბერ­ში, სა­ნამ ემ­­დიო სე­მი­ნა­რი­­ში სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­­ზავ­რე­ბო­და, ერთ ნა­შუ­ად­ღევს ორ­­ვე ოჯ­­ხი სა­სამ­­როდ მდი­ნა­რის პი­რას ჭა­ლა­ში გა­­შუ­რა.

დღე რბი­ლი იყო და ხა­რებ­შებ­მუ­ლი სა­მი ურ­­მი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ლერ­­მე­ბის ტევ­­ში იკვლევ­და გზას.

ჭა­ლა­ში პირ­და­პირ ბა­ლახ­ზე ის­ამ­­რეს, ერთ წრი­­ლი ფორ­მის ახ­­ზე, რო­მელ­საც ვე­ება ალ­ვის­ხე­­ბი შე­მოს­ჯა­როდ­ნენ ირგ­­ლივ. და­ბალ ბა­ლახ­ში ხში­რად ხა­რობ­­ნენ წვრილი იის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბი, რო­მელ­თაც ნა­ტი­ფი სურ­ნე­ლი უდ­­­და. აქა-იქ ფოთ­ლებს შორის მზის სხი­ვე­ბი ეშ­ვე­ბო­და ფარ­თო ზო­ლე­ბად. ქვე­მოთ გა­ჭი­მუ­ლი მდი­ნა­რის ნა­პირი უძ­რა­ვი იყო, სრულ სიმ­­ვი­დე­სა და გამ­­ვირ­ვა­ლე­ბა­ში ეძ­­ნათ წყლის მცე­ნა­რე­ებს.

სამ­­რის შემ­დეგ ზო­გი ნა­პირს მო­­დო, სხვე­ბი პი­რაღ­მა გა­წო­ლილ­ნი დარ­­ნენ ბა­ლახზე.

რო­ზა და ემ­­დიო ერ­თად აღ­მოჩ­­­ნენ. ხე­ლი ჩას­ჭი­დეს ერთ­მა­ნეთს და ბუჩ­ქებს შო­რის გა­მა­ვალ ბი­ლიკს გა­უყ­­ნენ.

რო­ზა სულ მთლად ემ­­დი­ოს დაყ­­­ნო­ბო­და, იც­­ნო­და, გზად გაშ­ვე­რილ რტო­ებს ფოთ­ლებს აწყ­ვეტ­და, მომ­წა­რო ღე­რო­ებს წიწ­­ნი­და კბი­ლე­ბით, უკ­ან იხ­­დე­ბო­და და აფ­რე­ნილ ჩხიკ­ვებს აყ­­ლებ­და თვალს. ამ­­სო­ბა­ში კუს ბაკ­ნის­გან გათ­ლი­ლი სა­ვარ­ცხე­ლი ჩამო­უს­რი­ალ­და თა­ვი­დან და თმე­ბიც გა­სა­­ცა­რი სი­უხ­ვით და­­ფი­ნა მხრებ­ზე.

ემ­­დიო რო­ზას­თან ერ­თად და­­ხა­რა სა­ვარ­ცხ­ლის ას­­ღე­ბად. ორი თა­ვი მსუ­ბუ­ქად მიეჯ­­ხა ერთ­მა­ნეთს. რო­ზა შუბ­­ზე ხელს იდ­ებ­და და სი­ცი­ლით ყვი­რო­და:

ვაი! ვაი!

ყმაწ­ვი­ლი უჭვ­რეტ­და მას და გრძნობ­და, რო­გორ აღ­წევ­და ჟრუ­ან­ტე­ლი ძვლის ტვი­ნამდე. თა­ვის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბი­სა ეშ­­ნო­და. რო­ზამ ხის ტანს ფრჩხი­ლე­ბით მო­­ცი­ლა სუროს გრძე­ლი ყლორ­ტი და სწრა­ფი მოძ­რა­­ბით თავს ირგ­­ლივ ნაწ­ნა­ვებ­ზე შე­მო­იხ­ვია, თმის ამ­ბო­ხი კე­ფა­ზე და­აცხ­რო სა­ვარ­ცხ­ლის კბი­ლე­ბით. მწვა­ნე და ზო­გან მო­წითალო, ყლორ­­ზე სუს­ტად და­მაგ­რე­ბუ­ლი ფოთ­ლე­ბი აქ­ეთ-იქ­ით უწ­ეს­რი­გოდ იყო გა­მოშ­ვერი­ლი. რო­ზამ იკ­ითხა:

მოგ­წონ­ვართ ასე?

ემ­­დი­ომ პი­რის გა­ღე­ბა ვერ მო­­ხერ­ხა. არ იც­­და, რა ეპ­­სუ­ხა.

ასე არ ვარ­გა! მუნ­ჯი ხომ არა ხართ?

ემ­­დი­ოს მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქე­ბის სურ­ვი­ლი ჰკლავ­და. მაგ­რამ რო­ზა­სა­ვით უკ­მა­ყო­ფილო სი­ცი­ლით ახ­შობ­და მას, თუმ­ცა გრძნობ­და რო­გორ უხ­­თავს ყელ­სა და უწ­ვავს თვალებს ტი­რი­ლი ბოღ­მი­სა­გან, რომ ვერც ერ­თი სიტყ­ვა ვერ იპ­­ვა.

გზა გა­ნაგ­­ძეს. ერთ ად­გი­ლას წაქ­ცე­­ლი ნორ­ჩი ხე უღ­­ბავ­და გა­სას­­ლელს. ემ­­დიომ ორ­­ვე ხე­ლით წა­მოს­წია ხის ტა­ნი და რო­ზამ ტო­ტე­ბის ქვეშ გა­­­რა, რო­მელ­თა სიმწვა­ნე წა­მით გვირ­­ვი­ნად და­ედ­გა თავ­ზე.

უფ­რო იქ­ით ერთ ჭას მი­ად­­ნენ, რომ­ლის მახ­ლობ­ლად ქვის ორი მარ­­კუთხა ავ­ზი იდგა. ხში­რი ტყე ჭის თავ­ზე მწვა­ნე ჩარ­და­ხად ეფ­­რე­ბო­და. აქ ჩრდი­ლი ღრმა იყო, თითქმის ნეს­ტი­­ნი. მცე­ნა­რე­­ლი თა­ღი აგ­­რის კედ­ლე­ბის შუ­ამ­დე მოღ­წე­­ლი წყლის ზე­დაპირ­ზე ირ­ეკ­ლე­ბო­და.

რო­ზამ ხე­ლე­ბი გა­შა­ლა და წა­მო­­ძა­ხა:

რა კარ­გია აქ!

მე­რე ნა­ტი­ფი მოძ­რა­­ბით პეშ­ვი წყა­ლი აიღო და მოს­ვა. წვე­თე­ბი თი­თებს შო­რის ჟონავ­და და მარ­გა­ლი­ტე­ბით ამ­კობ­და მის კა­ბას.

რო­ცა წყურ­ვი­ლი მო­იკ­ლა, ორ­­ვე ხე­ლით კვლავ შე­აგ­რო­ვა წყა­ლი და მაც­დუ­რად მი­­წოდა მე­გო­ბარს:

და­ლი­ეთ!

არ მწყუ­რია, და­­ბურ­ტყუ­ნა გა­­ცე­ბულ­მა ემ­­დი­ომ.

რო­ზამ სა­ხე­ში შე­ას­ხა წყა­ლი, ქვე­და ტუ­ჩი ლა­მის ზიზ­ღის ნიშ­ნად და­მან­ჭა. მე­რე ერთ-ერთ გა­მომ­­რალ ავზ­ში ჩაწ­ვა, რო­გორც აკ­ვან­ში, ფე­ხე­ბი კი­დე­ზე შე­მო­აწყო და მოუს­ვენ­რად იწ­ყო ქუს­ლე­ბის ბა­კუ­ნი. უეც­რად წა­მოხ­ტა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზე­რით მიაჩ­ერ­და ემ­­დი­ოს:

მა­შა­სა­და­მე? წა­ვე­დით.

გა­ნაგ­­ძეს სე­ირ­ნო­ბა. შეკ­რე­ბის ად­გი­ლას დაბ­რუნ­­ნენ მდუ­მა­რე­ნი. მათ თავს ზემოთ შაშ­ვე­ბი გა­ლობ­­ნენ, მზის სხი­ვე­ბის გა­ნი­ვი კო­ნე­ბი კვეთ­და მათ სა­ვალს. ირგვლივ კი ტყის სურ­ნე­ლი ტრი­­ლებ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ემ­­დიო გა­ემ­­ზავ­რა.

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ემ­­დი­ოს ძმამ ცო­ლად შე­ირ­თო რო­ზა.

სე­მი­ნა­რი­­ში სწავ­ლის პირ­ველ წლებ­ში ყმაწ­ვილ მორ­ჩილს მრა­ვალ­­ზის უფ­იქ­რია ახ­ალ რძალ­ზე. გაკ­ვე­თი­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­ცა მღვდლე­ბი Epitome historiae sacrae-ს უხს­ნიდნენ, იგი მას­ზე ოც­ნე­ბობ­და. საკ­ლა­სო ოთ­­ხებ­ში, რო­ცა ან­­ლო­გი­ებს აფ­­რე­ბუ­ლი სემი­ნა­რი­­ლე­ბი გარ­­­ნი­ლე­ბას ეძ­ლე­ოდ­ნენ, იგი ხე­ლებ­ში რგავ­და სა­ხეს და არ­აწ­მინდა წარ­მოდ­გე­ნებ­ში იძ­­რე­ბო­და. ეკ­ლე­სი­­ში, რო­ცა ყოვ­ლად­­მი­და ქალ­წუ­ლის ლი­ტანი­­ბი ჟღერ­და, მის­ტი­­რი ვარ­დის, Rosa mistica-ს ხსე­ნე­ბი­სას იგი შორს გარ­ბო­და.

და რად­გა­ნაც სე­მი­ნა­რი­­ლე­ბი­სა­გან გარ­­­ნი­ლე­ბა ის­წავ­ლა, იმ დღეს ტყე­ში მომხდა­რი უკ­ვე სხვა ნა­თელ­ში ახ­სენ­დე­ბო­და. უც­ნა­­რად ღრღნი­და ეჭ­ვი, რომ ვერ გა­მოიცნო, სტან­ჯავ­და ბოღ­მა, რომ ვერ მოწყ­ვი­ტა ასე შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი.

მარ­­ლა ასე იყო? ნუ­თუ რო­ზას ოდ­ეს­ღაც უყ­ვარ­და იგი? ნუ­თუ ასე შე­უც­ნობ­ლად ჩა­­არა გვერ­­ზე დიდ ბედ­ნი­­რე­ბას?

ეს აზ­რი დღი­თიდ­ღე სულ უფ­რო მწვა­ვე ხდე­ბო­და, სულ უფ­რო თან­­დე­ვი, აღმ­­­ნე­ბი, სულის შემ­ხუ­თა­ვი. დღი­თიდ­ღე სულ უფ­რო მზარ­დი სი­უხ­ვით ას­აზ­­დო­ებ­და ეს აზ­რი მის ტან­­ვას, სა­ნამ ბო­ლოს­და­ბო­ლოს სამ­­­დე­ლო ცხოვ­რე­ბის მო­ნო­ტო­ნურ მდი­ნა­რე­ბა­ში ეს აზ­რი უკ­ურ­ნე­ბელ სე­ნად არ იქ­ცა მის­­ვის. ამ სე­ნის გარ­და­­ვა­ლო­ბის გა­მო ემიდიო უდ­­დეს სა­სო­წარ­­ვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­და, უს­აზ­­­რო სევ­და მო­­რია.

ესე იგი ვერ გა­მო­იც­ნო!

ოთ­ახ­ში სან­­ლე­ბი იღ­ვენ­თე­ბო­და. დახ­შუ­ლი და­რა­ბე­ბის ძე­ლა­კებს შო­რის ქა­რის სულ უფ­რო ძლი­­რი სუნ­­­ვა აღ­წევ­და და ფარ­დებს ბე­რავ­და.

რო­ზას სრუ­ლი­ად მო­­რია ძილ­ქუ­ში და ამ­­ტო­მაც დრო­დად­რო ხუ­ჭავ­და თვა­ლებს. და როგორც კი თა­ვი მკერ­­ზე ჩა­მო­­ვარ­დე­ბო­და, სწრა­ფი მოძ­რა­­ბით კვლავ სწევ­და მას.

და­­ღა­ლეთ? ტკბი­ლი ხმით ჰკითხა მღვდელ­მა .

მე არა, მი­­გო ქალ­მა, ძა­ლა მო­იკ­რი­ბა და წელ­ში გა­­მარ­თა.

მაგ­რამ სი­ჩუ­მე­ში კვლავ ძი­ლი და­­უფ­ლა მის გრძნო­ბებს. თა­ვი კე­დელს მი­აყ­­­ნო, თმე­ბი ყელს უფ­­რავ­და, ოდ­ნავ და­ღე­ბუ­ლი პი­რი­დან ნე­ლი და ნე­ბი­­რი სუნ­­­ვა ამ­ოსდი­­და. ასე იგი ლა­მა­ზი იყო და არ­­ფე­რი იყო მას­ში მკერ­დის რიტ­­სა და მსუ­ბუ­ქი კაბ­ის ქვეშ გა­მოკ­ვე­თილ მუხ­ლებ­ზე მე­ტად სა­სურ­ვე­ლი. ქა­რის უეც­არ­მა მო­ბერ­ვამ ფარ­და ააფ­რი­­ლა და ფან­ჯა­რას­თან ახ­ლო მდგა­რი ორი სან­თე­ლი ჩა­აქ­რო.

“რომ ვა­კო­ცო?” გა­­ფიქ­რა ემ­­დი­ომ, ხორ­ცის მო­­ლოდ­ნე­ლი კარ­ნა­ხით მო­ცულმა და მთვლე­მა­რეს გა­ხე­და.

კაც­თა სიმ­ღე­რა ჯერ კი­დევ ედ­­ბო­და ივ­ნი­სის ღა­მეს, სა­ზე­­მო სა­გა­ლობ­ლის მსგავსი. შო­რე­თი­დან შო­რეთ­ში ვრცელ­დე­ბო­და სხვა­დას­­ვა ტონ­ზე საკ­რა­ვი­­რი თან­­ლების გა­რე­შე გა­მო­ცე­მუ­ლი ხმა. სავ­სე მთვა­რე მაღ­ლა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ას­­ლი, ამ­­ტომაც ოთ­ახ­ში და­სად­გუ­რე­ბუ­ლი სუს­ტი შუ­ქი ვე­ღარ ძლევ­და და­რა­ბებს მომ­წყ­დარ სი­ნათლის ნა­კადს, ხის ღრი­ჭო­ებ­ში რომ ატ­ან­და.

ემ­­დიო ცხედ­რის­კენ შებ­რუნ­და. მი­სი მზე­რა გვა­მის შავ­სა და უძ­რავ მო­ხა­ზუ­ლო­ბას გაჰ­­ვა და უნ­­ბუ­რად ხელ­ზე შე­ჩერ­და. ხე­ლი კო­ტი­ტა იყო, მოყ­ვი­თა­ლო, შე­სი­­ბუ­ლი, ზურ­გის მხა­რეს მო­ლურ­ჯო ძარ­­ვე­ბით მო­ხა­ზუ­ლი. ემ­­დი­ომ მზე­რა მო­­შო­რა. ნელ-ნელა ძი­ლით მო­ცუ­ლი რო­ზას თავ­მა ნა­ხე­ვარ­­რე შე­მო­ხა­ზა და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მორ­ჩი­ლისკენ და­ეშ­ვა. ამ მშვე­ნი­­რი ქა­ლუ­რი თა­ვის გა­დახ­რა ას­­თი ნა­ზი იყო და რად­გა­ნაც მოძ­რა­­ბამ ოდ­ნავ და­არ­­ვია ძი­ლი, წა­მით გა­პო­ბილ ქუ­თუ­თო­თა შო­რის გა­მოკ­­თა თვალ­ის გუ­გა­თა კი­დე­­ბი და მე­რე ის­ევ სი­თეთ­რე­ში და­­კარ­გა, რო­გორც რძე­ში ჩა­ძი­რული იის ფურ­­ლე­ბი.

ემ­­დიო უძ­რა­ვად დარ­ჩა, მხრით აკ­­ვებ­და სიმ­ძი­მეს. სუნ­­­ვას იკ­რავ­და, რომ მძინა­რე არ გა­ეღ­ვი­ძე­ბი­ნა, უდ­­დეს აგზ­ნე­ბას შე­ეპყ­რო იგი, გუ­ლის, მა­ჯე­ბი­სა და საფეთქ­ლე­ბის გუ­გუ­ნი თით­ქოს მთელს ოთ­ახს ავ­სებ­და. მაგ­რამ რო­ზა ძილს აგრ­ძე­ლებ­და და ემ­­დი­­მაც იგრ­­ნო, რომ სუს­­დე­ბა და რა­ღაც და­უძ­ლე­ვე­ლი გა­რინ­დე­ბა ერ­­ვა ქალის ყე­ლის ჭვრე­ტა­ში, რო­მელ­ზე­დაც ვე­ნე­რას მძი­ვე­ბი­ვით აღ­ბეჭ­დო­და ხორ­ცი­­ლი გულ­ის­­­მა. ქა­ლის თბილ სუნ­­­ვას ის­რუ­ტავ­და და მი­სი თმე­ბის სურ­ნელს.

ღა­მის არ­­მა­ტით დატ­ვირ­თულ­მა ახ­ალ­მა მო­ბერ­ვამ მე­სა­მე ალი და­ხა­რა და ჩა­აქ­რო.

მა­შინ, ყო­ველ­­ვა­რი ფიქ­რი­სა და ში­შის გა­რე­შე ცდუ­ნე­ბას აყ­­ლილ­მა ღა­მის­­თე­ველმა ტუ­ჩებ­ში აკ­­ცა ქალს.

შე­ხე­ბი­სა­გან ქალ­მა უეც­რად გა­მო­იღ­ვი­ძა, გა­­ცე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შე­აც­ქერ­და მაზლს თვა­ლებ­ში და გა­ფით­­და.

მე­რე ნე­ლა შე­აგ­რო­ვა თმე­ბი კე­ფა­ზე და ასე დარ­ჩა, წელ­გა­მარ­თუ­ლი. წინ იმ­ზი­რე­ბოდა და უძ­რა­ვად აკ­ვირ­დე­ბო­და მო­ფუთ­ფუ­თე ჩრდი­ლებს.

ვინ ჩა­აქ­რო სან­­ლე­ბი?

ქარ­მა.

სხვა არ­­ფე­რი უთქ­ვამთ. ორ­­ვე­ნი ძვე­ლე­ბუ­რად ისხ­­ნენ სამ­ზით­ვო სკივ­­ზე და იდაყ­ვე­ბით ეხ­­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს მტან­­ვე­ლი გა­ურ­­ვევ­ლო­ბით მო­ცულ­ნი. რა­ღაც­ნაირი გო­ნებ­რი­ვი ძა­ლის­­მე­ვით ცდი­ლობ­­ნენ, რომ მათ ცნო­ბი­­რე­ბამ­დე არ მი­სუ­ლი­ყო მომ­­და­რი და ამ­ით გა­კიცხ­ვას გა­დარ­ჩე­ნო­და. ორ­­ვემ თა­ვის­თა­ვად გა­და­­ტა­ნა ყურად­ღე­ბა გა­რე­გან მოვ­ლე­ნებ­ზე. ნელ-ნე­ლა ორ­­ვე უც­ნა­ურ­მა სიმ­­­რა­ლემ და­იპყ­რო.

ღა­მე­ში სიმ­ღე­რის ხმა ხან­­­­ლი­ვად ეკ­­და ჰა­ერ­ში, თან­და­თა­ნო­ბით რბილ­დე­ბო­და. კა­ცე­ბი­სა და ქა­ლე­ბის ხმე­ბი თით­ქოს­და სიყ­ვა­რუ­ლით ეჯ­იბ­რე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს. ზოგ­ჯერ გუნ­დი­დან ერ­თი მა­ღა­ლი ხმა იკ­ვე­თე­ბო­და და ერთ ნოტ­ზე ჩერ­დე­ბო­და, მა­შინ რო­ცა სხვე­ბი აკ­ორ­დე­ბად გროვ­დე­ბოდ­ნენ მის ირგ­­ლივ, რო­გორც ტალ­ღე­ბი ნა­კა­დის შუ­­გუ­ლის გარ­შე­მო. ზოგ­ჯე­რაც, ყო­ვე­ლი სა­გა­ლობ­ლის და­საწყის­ში კვინ­ტებ­ზე აწყობ­­ლი გი­ტა­რის ლი­თო­ნი­სე­ბუ­რი ბგე­რა ის­მო­და, ში­გა­და­შიგ კი ლეწ­ვის ზო­მი­­რი დარ­ტყ­მე­ბი მი­წა­ზე.

ორ­­ვე ის­მენ­და.

იქ­ნებ ქა­რის ბრა­ლი იყო, რომ სურ­ნე­ლი შე­იც­ვა­ლა. იქ­ნებ ორ­ლან­დოს მაღ­ლო­ბი­დან მოდ­­­და ახ­ლა ნა­რინ­ჯის ძლი­­რი სუ­ნი, ან სკა­ლი­ას ბა­ღე­ბი­დან ვარ­დე­ბის არ­­მატი, იმ­დე­ნად მკვრი­ვი, რომ სივ­­ცეს ქორ­წი­ლი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი მუ­რა­ბის გე­მოს აძ­ლევ­და. იქ­ნებ ფარ­ნი­ას ტა­ფო­ბი­დან მო­დი­­და სველ შრო­შან­თა სურ­ნე­ლე­ბა, რო­მელიც ის­­ვე აგ­რი­ლებ­და სუნ­­­ვას, რო­გორც წყლის ყლუ­პი სა­სას.

ორ­­ვე ჯე­რაც ჩუ­მად იყო სამ­ზით­ვო სკივ­­ზე. უძ­რა­ვად ისხ­­ნენ მთვა­რი­­ნი ღა­მის გუ­ლის­­­მით შეპყ­რო­ბილ­ნი. მათ წი­ნა­შე უკ­­ნას­­ნე­ლი სან­­ლის ალი ირ­ხე­­და მა­ლი­მალ, იხ­რე­ბო­და და ცრემლს ად­ენ­და უკ­ვე თით­­მის გა­ლე­ულ ცვილს. ყო­ველ­წამს თით­ქოს­და ჩა­საქ­რო­ბად იყო მზად. ქა­ლი და კა­ცი არ იძვ­როდ­ნენ. სუნთქვა­შეკ­რუ­ლე­ბი მის­ჩე­რე­ბოდ­ნენ მო­კან­კა­ლე მო­მაკ­­დავ ალს. უეც­რად მათ­რო­ბე­ლა ქარ­მა ჩა­აქ­რო იგი. მა­შინ კი ში­შის გა­რე­შე, შე­თან­­მე­ბუ­ლი სი­ხარ­ბი­თა და ერთდროულ­ად ქა­ლი და კა­ცი ჩა­ეხ­ვივ­ნენ ერთ­მა­ნეთს, ტუ­ჩე­ბით იწ­ყეს ერთ­მა­ნე­თის ძებ­ნა, თავ­და­ვიწყე­ბით, ბრმად, ხმის გა­­ღებ­ლად.

© ”არილი”

Facebook Comments Box