ერნესტ ჰემინგუეის “მშვიდობით, იარაღო” იმდენად უზადო ნაწარმოებია, რომ ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ, შეიქმნება თუ არა ამავე თემისადმი მიძღვნილი სხვა მსგავსი რომანი?
დასაწყისში ავტორი აღწერს იტალიური არმიის მოხალისის, ლეიტენანტ ჰენრის გატაცებას გორიციის ჰოსპიტლის ინგლისელი ექთნით, ქეთრინ ბერკლით. ეს გატაცება მალე ჭეშმარიტ სიყვარულად იქცევა.
ქალაქ პლავასთან ჰენრი მუხლში დაიჭრება. საველე ჰოსპიტლიდან მას მილანის ინგლისურ ჰოსპიტალში აგზავნიან. აქ ვითარდება ლეიტენანტისა და ქეთრინ ბერკლის სასიყვარულო ურთიერთობა.
ფრონტისა და საავადმყოფოების აღწერა, საუბრები ოფიცრებთან, რიგით ჯარისკაცებთან და ექიმებთან ბუნებრივი და დამაჯერებელია, თუმცა ახალგაზრდა გმირი, ალბათ, ზედმეტად შორსმჭვრეტელი და გამოცდილია. ქეთრინის (რომელიც, შეიძლებოდა, “ფიესტას” გმირი ქალის და ყოფილიყო) სახე უფრო სრულყოფილია. მასში ხორცშესხმულია მარადიული ქალური საწყისი.
მილანის ჰოსპიტალში შეყვარებულთა გრძნობები ძალზე მძაფრდება. ნაწარმოები არნახულ სიღრმეს აღწევს, როდესაც მეტ-ნაკლებად განკურნებული ჰენრი ბრუნდება იზონცოს ფრონტზე. სწორედ ეს ფრონტი გაარღვია გერმანელთა არმიამ კაპორეტოსთან.
წიგნის მესამე ნაწილის ბოლო ორმოცდაათ გვერდზე ასახულია იტალიის არმიის დახევა. ძირითადი მაგისტრალები გადაჭედილია ტრანსპორტით. ჰენრის ავტომანქანები ტალახში ჩაეფლობა და ლეიტენანტი, სამ მძღოლთან ერთად, მათ გზის პირას ტოვებს. ჰემინგუეი ხაზგასმით აღნიშნავს, როგორ სძულთ იტალიელ ჯარისკაცებს ომი. შთამბეჭდავია საველე ჟანდარმერიის მიერ დეზერტირობაში ეჭვმიტანილი უფროსი ოფიცრების დახვრეტის სურათი – ესაა ოსტატურად დაწერილი გვერდები.
ლეიტენანტი მდინარეში გადახტება, რათა მასაც დეზერტირი ოფიცრების ბედი არ ეწიოს. შემდეგ ის სატვირთო ვაგონით ჩადის მილანში. ჰენრი აქ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოეწყობა და სტრეზაში ხვდება ქეთრინს. შეყვარებულები შვეიცარიაში მიემგზავრებიან. ამასთან, იტალიისადმი მიძღვნილი სცენები უფრო საინტერესოა, ვიდრე – ჰენრისა და ქეთრინის შვეიცარიაში ცხოვრების ეპიზოდები, მაგრამ მწერალს არასოდეს ღალატობს შეუცდომელი მხატვრული ალღო.
ჰემინგუეის ქმნილებაში ომის აღწერა ისევე გასაოცრად შთამბეჭდავია, როგორც – ქალ-ვაჟის სიყვარულის ისტორია. შემოქმედის უტყუარი ინსტინქტით მწერალი ურთიერთს უკავშირებს ომით გამოწვეულ საზარელ სისხლისღვრასა და, მეორე მხრივ, ქეთრინის აგონიასა და სიკვდილს.
აქ ის აღწევს ტრაგიკული განზოგადების უმაღლეს დონეს, რადგან ქეთრინის სიკვდილი ემატება მილიონობით ადამიანის სიკვდილს ფრონტზე. ბოლო გვერდებზე, შესაძლოა, ზედმეტად ხაზგასმულია ჰენრის მიერ გარემომცველი რეალობის დეტალური და, ერთი შეხედვით, გულცივი აღქმა, თუმცა მნიშვნელოვანი ემოციური დაძაბულობის დროს მატერიალური ფაქტები მართლაც განკერძოებული ფენომენების სახით წარმოგვიდგება. როგორღაც გვეჩოთირება გმირის სულიერი სიმტკიცეც, მაგრამ ავტორი, საბოლოო ანგარიშში, ძლევს ამ ხარვეზს და ბრწყინვალედ აღწევს თავის მიზანს.

1929, 13 დეკემბერი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
© “წიგნები – 24 საათი”
Facebook Comments Box