ინტერვიუ

გი­უნ­თერ გრა­სი, პი­ერ ბურ­დიე – “რა­ღაც უნ­და და­ვუ­პი­რის­პი­როთ გლო­ბა­ლურ ნე­ო­ლი­ბე­რა­ლიზმს”

grass 443

bourdieu33გერმანულიდან თარგმნა მიქელ ირემა­ძემ

პი­ერ ბურ­დიე: ერთხელ, თქვენ “ენ­ის რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად წაგ­დე­ბის ჩვე­უ­ლე­ბა” ახ­სე­ნეთ და თქვით, “არ ვი­ცი სა­ერ­თო­ევ­რო­პუ­ლია იგი თუ პირ­წ­მინ­დად გერ­მა­ნუ­ლიო”… ჩე­მი მხრივ დავ­ძენ, რომ ეს ჩვე­უ­ლე­ბა ზუს­ტად იმ­დე­ნად­ვეა პირ­წ­მინ­დად ფრან­გუ­ლიც. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თქვენ ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­დით. ის­იც მა­ხა­რებს, რომ პრე­მი­ამ არ შეგ­ც­ვა­ლათ და უწ­ინ­დე­ბუ­რად გიყ­ვართ “ენ­ის წაგ­დე­ბა”. იმ­ე­დი მაქვს, ამ­ას ახ­ლა ერ­თად გა­ვა­კე­თებთ და “ენ­ა­წაგ­დე­ბულ­თა დუ­ეტს” შევ­ქ­მ­ნით.

გი­უნ­თერ გრა­სი: გერ­მა­ნულ ნი­ა­დაგ­ზე სო­ცი­ო­ლოგ­სა და მწე­რალს შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იშ­ვი­ა­თად თუ მი­ე­ცე­მათ. ჩემს სამ­შობ­ლო­ში, რო­გორც წე­სი, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი ერთ კუთხე­ში იკ­რი­ბე­ბი­ან, სო­ცი­ო­ლო­გე­ბი – მე­ო­რე­ში, მწერ­ლე­ბი კი ისე შეჯ­გუფ­დე­ბი­ან ხოლ­მე შუა ოთ­ახ­ში, რომ ერთ­მა­ნეთს ლა­მის ფე­ხის თი­თე­ბი წა­ამ­ტ­ვ­რი­ონ. იქ ას­ე­თი სა­უბ­რე­ბი, ახ­ლა ჩვენ რომ გავ­მარ­თეთ, უფ­რო გა­მო­ნაკ­ლი­სია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი.

რო­დე­საც ვფიქ­რობ თქვენს წიგ­ნ­ზე – “სამ­ყა­როს სიმ­ძი­მე” და ჩემს ბო­ლო რო­მან­ზე – “ჩე­მი სა­უ­კუ­ნე”, მათ შო­რის რა­ღაც სა­ერ­თოს ვხე­დავ: ჩვენ ორ­ი­ვე თით­ქოს ის­ტო­რი­ის ხე­ლახ­ლა, თა­ნაც ისე თხრო­ბას ვცდი­ლობთ, რო­გორც იგი, გა­რე­შე დამ­კ­ვირ­ვებ­ლის თვა­ლით კი არა, შიგ­ნი­დან მო­ჩანს. ჩვენ არ ვსა­უბ­რობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გან­ზე მდგო­მი კა­ცის პო­ზი­ცი­ი­დან და არც ის­ტო­რი­ის დამ­პყ­რობ­ლე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია თა­ვი. და რო­გორც ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ად­ა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­ე­ლი­ან კი­დეც, ორ­ი­ვე ხელ­მო­ცა­რულ­თა, ცხოვ­რე­ბი­დან გა­რი­ყულ­თა, და­მარ­ცხე­ბულ­თა მხა­რეს ვდგე­ბით.

“სამ­ყა­როს სიმ­ძი­მე­ში” თქვენ და თქვენ­მა თა­ნა­ავ­ტო­რებ­მა შე­ძე­ლით სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის და­ვიწყე­ბა და თქვე­ნი შრო­მა ისე ააგ­ეთ, რომ უბ­რა­ლოდ უს­მენ­დით სხვებს, ცდი­ლობ­დით გა­გე­გოთ მათ­თ­ვის და სუ­ლაც არ გქონ­დათ ილ­უ­ზია, არც პრე­ტენ­ზია, თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ში მათ­ზე უკ­ე­თე­სად ერკ­ვე­ო­დით. შე­დე­გად კი მი­ი­ღეთ ფრან­გუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტუ­რი ან­ა­ბეჭ­დი, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნებ­საც ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა მი­ე­სა­და­გოს.

მე მწე­რა­ლი ვარ და, ნებ­სით თუ უნ­ებ­ლი­ეთ, თქვენს წიგნს ვუ­ყუ­რებ, რო­გორც წყა­როს მა­სა­ლი­სათ­ვის. რად ღირს თუნ­დაც მოთხ­რო­ბა პრო­ვინ­ცი­ი­დან პა­რიზ­ში ჩა­მო­სულ გო­გო­ზე, ღამ-ღა­მო­ბით ფოს­ტას რომ ახ­ა­რის­ხებს. მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის აღ­წე­რა სავ­სე­ბით ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად და ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მო­ა­ჩენს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს, რაც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მსგავ­სი წიგ­ნე­ბი თი­თო­ე­ულ ქვე­ყა­ნას რომ ჰქო­ნო­და.

ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­მაც­ბუ­ნა და რაც, რო­გორც ჩანს, სო­ცი­ო­ლო­გი­ის სპე­ცი­ფი­კი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, წიგ­ნ­ში იუმ­ო­რის არ­არ­სე­ბო­ბაა. ას­ეთ შრო­მებ­ში იუმ­ორს ვერ­სად წა­აწყ­დე­ბი. მათ­ში მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლია ბევ­რი ყო­ფი­თი კონ­ფ­ლიქ­ტის არ­სის­მი­ე­რი აბ­სურ­დუ­ლო­ბა, აგ­რეთ­ვე – ხელ­მო­ცარ­ვის კო­მი­კუ­რი ას­პექ­ტი, რაც ეს­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ჩემს წიგ­ნებ­ში.

პ.ბ. თქვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვად აღ­წე­რეთ სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, მაგ­რამ რო­დე­საც კა­ცი მსგავს ამ­ბებს უშ­უ­ა­ლოდ მოქ­მე­დი პი­რე­ბის­გან ის­მენ, მეტ­წი­ლად იუმ­ო­რით კი არა, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით, სიბ­რა­ლუ­ლით იმს­ჭ­ვა­ლე­ბი და ვერ ახ­ერ­ხებ შე­ი­ნარ­ჩუ­ნო მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი დამ­კ­ვირ­ვებ­ლის გულ­გ­რი­ლი მზე­რა. მა­გა­ლი­თად, ჩვენ იძ­უ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დით ამ­ოგ­ვე­ღო წიგ­ნი­დან ზო­გი­ერ­თი მო­ნო­ლო­გი, რად­გან ის­ი­ნი მე­ტის­მე­ტად პირ­ქუ­ში, თავ­შე­უ­კა­ვე­ბე­ლი, მე­ტის­მე­ტად ტრა­გი­კუ­ლი ან მე­ტის­მე­ტად ავ­ად­მ­ყო­ფუ­რი იყო.

გ.გ. ჰო, მაგ­რამ, კო­მიზ­მი რომ ვახ­სე­ნე, მე სუ­ლაც არ მი­გუ­ლის­ხ­მია, თით­ქოს ტრა­გე­დია და კო­მე­დია ერთ­მა­ნეთს გა­მო­რიცხა­ვენ და არც ის – თით­ქოს მათ ერთ­მა­ნე­თის­გან რა­ღაც მკა­ფიო მიჯ­ნა აშ­ო­რებს.

პ.ბ. მარ­თა­ლია… ნამ­დ­ვი­ლად ასეა… არ­სე­ბი­თად, ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ის იყო, რომ ყო­ველ­გ­ვა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე გა­დაგ­ვე­შა­ლა მკითხ­ვე­ლის თვალ­წინ ეს წმინ­და წყლის აბ­სურ­დი. ჩვენ წე­სად და­ვი­დეთ, არ­ა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლად არ დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა მო­ნო­ლო­გე­ბი. ალ­ბათ გა­ოც­დე­ბით, თუ ვა­ღი­ა­რებ, რომ რო­დე­საც ას­ეთ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დრა­მებ­თან გაქვს საქ­მე, არ გშორ­დე­ბა მა­თი შე­ლა­მა­ზე­ბის ცდუ­ნე­ბა. ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რა­დაც არ უნ­და დაგ­ვ­ჯ­დო­მო­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად გვე­ერ­თ­გუ­ლა ფაქ­ტე­ბის­თ­ვის, შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სი­სას­ტი­კის ის თით­ქ­მის გა­უ­საძ­ლი­სი ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც ამ მო­ნო­ლო­გებს ავ­სებს. ამ­ას ორი მი­ზე­ზის გა­მო ვა­კე­თებ­დით: ჯერ ერ­თი, სა­მეც­ნი­ე­რო თვალ­საზ­რი­სით ამგ­ვა­რი მიდ­გო­მა უფ­რო კო­რექ­ტუ­ლია; და კი­დევ იმ­ი­ტომ, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფორ­მა არ მიგ­ვე­ცა ტექ­ს­ტე­ბის­თ­ვის, რა­თა სხვა ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლო­ბის­თ­ვის მიგ­ვეღ­წია. გარ­და ამ­ი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბიც გვა­მოძ­რა­ვებ­და: ვფიქ­რობ­დით, რომ ევ­რო­პა­ში, ლა­თი­ნურ ამ­ე­რი­კა­სა და ბევრ სხვა რე­გი­ონ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბის სი­სას­ტი­კეს – სის­ტე­მის სი­სას­ტი­კეს – იმ­დე­ნად შემ­ზა­რა­ვი, იმ­დე­ნად ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ბუ­ნე­ბა აქვს, რომ მხო­ლოდ გო­ნე­ბაჭ­ვ­რე­ტი­თი ან­ა­ლი­ზის ხერ­ხე­ბით ამ­ას ვერ ახს­ნი. ვე­რა­ნა­ი­რი კრი­ტი­კა ას­ე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ზე­მოქ­მე­დე­ბის მას­შ­ტა­ბებს ვერ გა­ა­წო­ნას­წო­რებს.

გ.გ. ჩვენ ორ­ი­ვე, სო­ცი­ო­ლო­გი­ცა და მწე­რა­ლიც, გვშვა ევ­რო­პულ­მა გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბამ, რომ­ლის ტრა­დი­ცი­ებს ახ­ლა ეჭ­ვით უყ­უ­რე­ბენ პრაქ­ტი­კუ­ლად ყველ­გან, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში – გერ­მა­ნი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში მა­ინც. უკ­ვა­ლოდ არ­ის გამ­ქ­რა­ლი ბევ­რი ღირ­სე­ბა, რო­მე­ლიც, მა­გა­ლი­თად, მონ­ტენს ახ­ა­სი­ა­თებ­და. ვფიქ­რობ, იუმ­ო­რის გრძნო­ბაც ამ და­ნა­კარ­გ­თა რიცხ­ვ­ში აღ­მოჩ­ნ­და. გა­ვიხ­სე­ნოთ, თუნ­დაც, “კან­დი­დი” ან “ჟაკ ფა­ტა­ლის­ტი” – მათ­ში და­ხა­ტუ­ლია შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ა­ლო­ბა, მაგ­რამ ვოლ­ტე­რი­სა და დიდ­როს გმი­რე­ბი ტან­ჯ­ვა­შიც კი არ კარ­გა­ვენ უნ­არს, და­ი­ნა­ხონ ყვე­ლაფ­რის სა­სა­ცი­ლო მხა­რე და, მა­შა­სა­და­მე, გა­ი­მარ­ჯ­ვონ კი­დეც.

პ.ბ. გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბის და­კარ­გ­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის სრულ რე­ვი­ზი­ას­თან, რაც ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდ­ე­ო­ლო­გი­ის გა­ბა­ტო­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ჩე­მი აზ­რით (და აქ, გერ­მა­ნი­ა­ში, ეს შე­და­რე­ბა თა­ვის­თა­ვად ჩნდე­ბა), დღე­ვან­დე­ლი ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცია კონ­სერ­ვა­ტულ რე­ვო­ლუ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს (ზუს­ტად იმ­ა­ვე აზ­რით, რომ­ლი­თაც ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ კონ­სერ­ვა­ტულ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე ოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის გერ­მა­ნი­ა­ში); ხო­ლო კონ­სერ­ვა­ტუ­ლი რე­ვო­ლუ­ცია, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­ტად უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნაა: იგი წარ­სუ­ლის რეს­ტავ­რი­რე­ბას ახ­დენს და ამ­ას პროგ­რე­სის სა­ხე­ლით ნათ­ლავს; ის რეგ­რესს პროგ­რე­სად ას­ა­ღებს და ამ­ას ის­ე­თი წარ­მა­ტე­ბით აკ­ე­თებს, რომ რეგ­რე­სის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი მის მომ­ხ­რე­ე­ბად აღ­იქ­მე­ბი­ან, ხო­ლო ტე­რო­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ მებ­რ­ძო­ლე­ბი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ტე­რო­რის­ტის იარ­ლიყს იძ­ე­ნენ. მე და თქვენ ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­კუ­თარ ტყავ­ზე გვაქვს გა­მოც­დი­ლი: ჩვენ ხომ ჩვე­ნი­ვე ნე­ბით მი­ვა­კუთ­ვ­ნეთ თა­ვი არ­ქა­ის­ტებს. საფ­რან­გეთ­ში ას­ეთ ად­ა­მი­ა­ნებს ringards (ძველ­მო­დუ­რებს) ან კი­დევ arriers (არ­ა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს) უწ­ო­დე­ბენ.

გ.გ. Dinosauria…

პ.ბ. მარ­თა­ლია – დი­ნო­ზავ­რებ­საც. ას­ე­თია კონ­სერ­ვა­ტუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის, ან სხვა სიტყ­ვით რომ ვთქვათ, “პროგ­რე­სუ­ლი” რეს­ტავ­რა­ცი­ის ძა­ლა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ თქვე­ნი ამ­ას­წი­ნან­დე­ლი სიტყ­ვე­ბიც ჩემს აზრს ად­ას­ტუ­რებს. ჩვენ დარ­დი­ა­ნო­ბას, ცხვირ­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლო­ბას გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, მაგ­რამ გა­ნა ეპ­ო­ქა სა­ხა­ლი­სოდ გან­გაწყობს?! მას­ში ხომ სრუ­ლი­ად არ­ა­ფე­რია სა­სა­ცი­ლო.

გ.გ. არც მი­ფიქ­რია იმ­ის მტკი­ცე­ბა, თით­ქოს ჩვენს ეპ­ო­ქას რა­ღაც სა­ხა­ლი­სო თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­დეს, მაგ­რამ გა­ნა ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერ­თი ფორ­მა არ არ­ის ის ინ­ფერ­ნა­ლუ­რი ხარ­ხა­რი, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხერ­ხე­ბით შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას გა­მოწ­ვე­უ­ლი?!

ის, რა­საც დღეს ნე­ო­ლი­ბე­რა­ლიზ­მად შე­ფუ­თულს გვთა­ვა­ზო­ბენ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში XIX სა­უ­კუ­ნის მან­ჩეს­ტე­რუ­ლი ლი­ბე­რა­ლიზ­მის მე­თო­დე­ბის რე­ა­ნი­მა­ციაა. სა­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში ევ­რო­პის უმ­ე­ტეს ნა­წილ­ში ცდი­ლობ­დ­ნენ გა­ე­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­ნათ კა­პი­ტა­ლიზ­მის ბუ­ნე­ბა და ამ საქ­მე­ში გარ­კ­ვე­ულ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წი­ეს. თუ გა­ვი­ზი­ა­რებთ თვალ­საზ­რისს, რომ კა­პი­ტა­ლიზ­მი და სო­ცი­ა­ლიზ­მი გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის მშვე­ნი­ე­რი და გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ყრმე­ბი არ­ი­ან, ის­იც უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ამ ორ­მა ჩვილ­მა ერთ­მა­ნე­თის მუდ­მი­ვი კონ­ტ­რო­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ნა­ხა. ისე რომ, თვით კა­პი­ტა­ლიზ­მიც კი იძ­უ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რა­ღაც მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ეკ­ის­რა. გერ­მა­ნი­ა­ში ამ­ას სო­ცი­ა­ლურ სა­ბაზ­რო ეკ­ო­ნო­მი­კას უწ­ო­დებ­დ­ნენ და სა­ყო­ველ­თა­ოდ დამ­კ­ვიდ­რ­და აზ­რი (რო­მელ­საც კონ­სერ­ვა­ტორ­თა პარ­ტი­აც შე­უ­ერ­თ­და), რომ ვა­ი­მა­რის რეს­პუბ­ლი­კის ვი­თა­რე­ბა აღ­ა­რა­სო­დეს აღ­არ უნ­და გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო.

ინ­ტე­რეს­თა ეს ერ­თი­ა­ნო­ბა ოთხ­მო­ცი­ა­ნი წლე­ბის და­საწყის­ში და­ირ­ღ­ვა და და­იქ­საქ­სა. რო­დე­საც კო­მუ­ნის­ტუ­რი იერ­არ­ქია და­ინ­გ­რა, კა­პი­ტა­ლიზ­მ­მა და­ას­კ­ვ­ნა, რომ ამ­ი­ე­რი­დან შე­უძ­ლია რაც მო­უნ­დე­ბა, ის აკ­ე­თოს: მის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბას ხომ უკ­ვე ვე­რა­ვინ შეძ­ლებს, რა­კი­ღა მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე – კა­პი­ტა­ლიზ­მის სა­პი­რის­პი­რო პო­ლუ­სი – აღ­არ არ­სე­ბობს. ცალ­კე­უ­ლი კა­პი­ტა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა ჯერ კი­დევ არა აქვთ ბო­ლომ­დე და­კარ­გუ­ლი, კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დე­ბენ, რად­გან ხე­და­ვენ, რომ მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა აღ­არ გაგ­ვაჩ­ნია და დღეს ნე­ო­ლი­ბე­რა­ლიზ­მი კო­მუ­ნიზ­მის შეც­დო­მებს იმ­ე­ო­რებს – ქმნის სა­კუ­თა­რი უც­ოდ­ვე­ლო­ბის დოგ­მატს.

პ.ბ. ასეა, მაგ­რამ ნე­ო­ლი­ბე­რა­ლიზმს ძა­ლას ის­იც მა­ტებს, რომ ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ევ­რო­პა­ში მა­ინც, მის დამ­კ­ვიდ­რე­ბას ხელს უწ­ყობ­დ­ნენ ად­ა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს სო­ცი­ა­ლის­ტე­ბად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ: გერ­ჰარდ შრო­დე­რი, ტო­ნი ბლე­რი, ლი­ო­ნელ ჟოს­პე­ნი – თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი იდ­ე­ე­ბი ნე­ო­ლი­ბე­რა­ლიზ­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა.

გ.გ. ეს ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი მოთხოვ­ნე­ბის­თ­ვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვის გა­მო მოხ­და.

პ.ბ. ამ­ა­ვე დროს, სა­შინ­ლად გარ­თულ­და მე­მარ­ცხე­ნე სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ კრი­ტი­კუ­ლი ოპ­ო­ზი­ცი­ის შექ­მ­ნა. 1995 წლის ძლი­ერ­მა გა­ფიც­ვამ საფ­რან­გეთ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის – მუ­შე­ბის, მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის, ზო­გი სხვა ფე­ნის – მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბიც მათ რიცხ­ვ­ში იყვ­ნენ. ამ­ას მოჰ­ყ­ვა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მთე­ლი სე­რია: უმ­უ­შე­ვარ­თა დე­მონ­ს­ტ­რა­ცია, ევ­რო­პუ­ლი მარ­ში უმ­უ­შევ­რო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, არ­ა­ლე­გა­ლურ ემ­იგ­რან­ტ­თა გა­მოს­ვ­ლა და ასე შემ­დეგ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბა არ ცხრე­ბო­და და ამ­ან სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი აიძ­უ­ლა, თუნ­დაც ფა­რი­სევ­ლუ­რი თან­ხ­მო­ბა გა­ნეცხა­დე­ბი­ნათ სო­ცი­ა­ლიზ­მის თე­მა­ზე დაწყე­ბულ თა­ვი­სე­ბურ დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

სი­მარ­თ­ლეს რომ თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ, საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა ჯე­რაც მე­ტის­მე­ტად უს­უ­სუ­რია და უწ­ი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა იმ­ი­ტომ, რომ ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფოს საზ­ღ­ვ­რე­ბით არ­ის შე­მო­ფარ­გ­ლუ­ლი. ვფიქ­რობ, პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ჩვე­ნი ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ამ­ო­ცა­ნა იმ მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაა, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბით სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბე­ბის­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბე­ბის მქო­ნე ოპ­ო­ზი­ცი­ის შექ­მ­ნას და ამ გზით მათ­ზე რე­ა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნას შევ­ძ­ლებთ. ვფიქ­რობ, დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ერ­თო­ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის ფორ­მი­რე­ბის ცდებს წარ­მა­ტე­ბის ძალ­ზე მცი­რე შან­სი აქვს. ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩნდე­ბა კითხ­ვა: რა წვლი­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­ტა­ნოთ ჩვენ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებ­მა, ამ მოძ­რა­ო­ბა­ში, რომ­ლის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გავ­ხ­დე­ბით, რად­გან, რა­საც უნ­და ამ­ბობ­დ­ნენ ნე­ო­ლი­ბე­რა­ლე­ბი, ის­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ ყო­ვე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­პო­ვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბრძო­ლით და­იმ­კ­ვიდ­რა. თუ­კი გვსურს, შე­იქ­მ­ნას ის, რა­საც “ევ­რო­პულ თა­ნა­მე­გობ­რო­ბად” მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ხოლ­მე, უნ­და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ სა­ერ­თო­ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა და, ასე მგო­ნია, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის დი­დი ტვირ­თი ეკ­ის­რე­ბათ ას­ე­თი მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მე­ში, რად­გან პო­ლი­ტი­კურ ბა­ტო­ნო­ბას, გარ­და ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი­სა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ბუ­ნე­ბაც აქვს. აქ­ე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ჩე­მი რწმე­ნა, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა მო­ვა­ლე­ო­ბაა “რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად წა­ვიგ­დოთ ენა” და ჩვე­ნი უტ­ო­პი­ის აღ­ორ­ძი­ნე­ბა ვცა­დოთ. ნე­ო­ლი­ბე­რა­ლურ მთავ­რო­ბა­თა ერთ-ერ­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ხომ იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ის­ი­ნი ცდი­ლო­ბენ უტ­ო­პი­ებს ბო­ლო მო­უ­ღონ.

გ.გ. სო­ცი­ა­ლის­ტურ­მა და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ებ­მა გარ­კ­ვე­უ­ლი აზ­რით მხა­რი და­უ­ჭი­რეს ამ წი­ნა­და­დე­ბას, რო­ცა გა­ნაცხა­დეს, რომ კო­მუ­ნიზ­მის კრა­ხი სო­ცი­ა­ლიზ­მ­საც და­ღუპ­ვას უქ­ა­დის. მათ აღ­ა­რა აქვთ მუ­შა­თა სა­ერ­თო­ევ­რო­პუ­ლი მოძ­რა­ო­ბის იმ­ე­დი, რო­მე­ლიც, ნუ და­ი­ვიწყებთ, კო­მუ­ნიზ­მ­ზე დი­დი ხნით ად­რე გაჩ­ნ­და. სა­კუ­თარ ტრა­დი­ცი­ებ­ზე უარ­ის თქმა კი სა­კუ­თარ თავ­ზე უარ­ის თქმის ტოლ­ფა­სია.

გერ­მა­ნი­ა­ში უმ­უ­შე­ვარ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სულ რამ­დე­ნი­მე უნ­ი­ა­თო მცდე­ლო­ბა იყო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი და­მერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა პროფ­კავ­ში­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი, რომ საკ­მა­რი­სი არ არ­ის მხო­ლოდ იმ ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ვი­საც დღეს სა­მუ­შაო აქვს, მაგ­რამ ხვალ, ამ სა­მუ­შა­ოს და­კარ­გ­ვის­თა­ნა­ვე, უძ­ი­რო უფს­კ­რულ­ში გა­და­ეშ­ვე­ბა. უნ­და შე­იქ­მ­ნას ევ­რო­პის უმ­უ­შე­ვარ მო­ქა­ლა­ქე­თა პროფ­კავ­ში­რი. ჩვენ ვწუხ­ვართ, რომ ევ­რო­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მხო­ლოდ ეკ­ო­ნო­მი­კურ დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ თვით პროფ­კავ­ში­რებს თი­თის გან­ძ­რე­ვა არ სურთ ის­ე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, რომ­ლის გავ­ლე­ნა ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფოს საზ­ღ­ვ­რებს გას­ც­დე­ბო­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბებს შე­ი­ძენ­და. ჩვენ რა­ღაც უნ­და და­ვუ­პი­რის­პი­როთ გლო­ბა­ლურ ნე­ო­ლი­ბე­რა­ლიზმს.

სი­მარ­თ­ლე რომ ითქ­ვას, დღე­ვან­დე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის უმ­ე­ტე­სო­ბას პი­რი და­უფ­ჩე­ნია და ყვე­ლა­ფერს გა­ნურ­ჩევ­ლად ყლა­პავს, სა­ნაც­ვ­ლოდ კი, კუ­ჭის წყლუ­ლის გარ­და, ვე­რა­ფერს იღ­ებს. ამ­ი­ტომ, არა მგო­ნია, მხო­ლოდ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის იმ­ე­დად ყოფ­ნით რა­მე ეშ­ვე­ლოს საქ­მეს. რო­გორც ვხე­დავ, ფრან­გე­ბი უყ­ოყ­მა­ნოდ ენ­დო­ბით თქვენს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა გერ­მა­ნი­ას, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­ცი, რომ ყვე­ლა ინ­ტე­ლექ­ტუ­ალს მე­მარ­ცხე­ნე­თა რიცხვს ვერ მი­ათ­ვ­ლი. ამ­ას­ვე ამტ­კი­ცებს XX სა­უ­კუ­ნის მთე­ლი ის­ტო­რია და მათ შო­რის ნა­ციზ­მის ეპ­ო­ქაც: მა­გა­ლი­თად, ჰე­ბელ­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი იყო. ასე რომ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ელ­ი­ტი­სად­მი კუთ­ვ­ნი­ლე­ბას “ხა­რის­ხის” გა­რან­ტი­ად ვერ მი­ვიჩ­ნევ. თქვე­ნი “სამ­ყა­როს სიმ­ძი­მი­დან” აშ­კა­რად ჩანს, რომ ყო­ფილ მუ­შას, პროფ­კავ­ში­რის წევრს, სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში ხში­რად ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებ­ზე ბევ­რად მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ზო­გი ამ მუ­შა­თა­გა­ნი ახ­ლა უმ­უ­შე­ვა­რია, ზო­გი პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და და, რო­გორც ჩანს, უკ­ვე აღ­ა­რა­ვის სჭირ­დე­ბა. ამ ხალ­ხის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი რჩე­ბა.

პ.ბ. თქვე­ნი ნე­ბარ­თ­ვით, სულ მცი­რე ხნით კვლავ მი­ვუბ­რუნ­დე­ბი ამ წიგნს. “სამ­ყა­როს სიმ­ძი­მე” ეს არ­ის ცდა, მო­უ­პო­ვოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებს კი­დევ ერ­თი რო­ლი – მარ­თა­ლია, იმ­ას­თან შე­და­რე­ბით მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი, რა­საც მათ ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ა­წე­რენ ხოლ­მე, მაგ­რამ, ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, ბევ­რად უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე: “სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით მწერ­ლის” რო­ლი. ას­ე­თი ხე­ლო­ბის ხალხს ჩრდი­ლო­ეთ ამ­ე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში შევ­ხ­ვედ­რი­ვარ. ის­ი­ნი წე­რის უნ­არ-ხერ­ხებს ფლო­ბენ და ამ ცოდ­ნას იმ­ა­ში იყ­ე­ნე­ბენ, რომ რა­ღაც ის­ეთ­ზე სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ სხვებს, რის შე­სა­ხებ მთხრო­ბელ­მა გა­ცი­ლე­ბით მე­ტი იც­ის, ვიდ­რე თვით მწე­რალ­მა. ამ მხრივ სო­ცი­ო­ლო­გე­ბი უნ­ი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. და­ნარ­ჩე­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ის­ი­ნი მეტ­წი­ლად (თუმ­ცა, არა ყო­ველ­თ­ვის) მზად არ­ი­ან უს­მი­ნონ სხვა ად­ა­მი­ა­ნებს, იც­ი­ან, რო­გორ გა­შიფ­რონ ეს მო­ნათხ­რო­ბი, რა სა­ხით ჩა­წე­რონ იგი და შემ­დეგ რო­გორ მი­ი­ტა­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე.

გ.გ. თქვე­ნი სიტყ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ მოგ­ვიხ­დე­ბა მივ­მარ­თოთ ნე­ო­ლი­ბე­რა­ლიზ­მ­თან უშ­უ­ა­ლო კონ­ტაქ­ტ­ში მცხოვ­რებ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებს. მათ შო­რის არ­ი­ან ის­ე­თე­ბიც, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ დად­გა დრო, რა­ღაც და­ვუ­პი­რის­პი­როთ კა­პი­ტა­ლის გლო­ბა­ლურ მი­მოქ­ცე­ვას – სი­გი­ჟის ამ სპე­ცი­ფი­კურ ფორ­მას, რო­მე­ლიც თან სდევს კა­პი­ტა­ლიზმს და არ­ა­ნა­ირ კონ­ტ­როლს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც, სა­წარ­მო­თა ყვე­ლა ეს უმ­იზ­ნო და უმ­ი­ზე­ზო შერ­წყ­მა, რო­მელ­თა წყა­ლო­ბით “შემ­ცი­რე­ბის” მსხვერ­პ­ლი ხდე­ბა ორი, ხუ­თი, ათი ათ­ა­სი ად­ა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ფონ­დო ბა­ზარ­ზე შე­ფა­სე­ბით ოპ­ე­რა­ცი­ებ­თან არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბის მი­სა­ღე­ბად კეთ­დე­ბა.

პ.ბ. მარ­თა­ლია, მაგ­რამ საქ­მე არ ამ­ო­ი­წუ­რე­ბა იმ­ით, რომ შე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და­უ­პი­რის­პი­რო გა­ბა­ტო­ნე­ბულ თვალ­საზ­რისს, რო­მე­ლიც ცდი­ლობს უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რის სტა­ტუ­სი და­იმ­კ­ვიდ­როს. თუ გვსურს, რა­მეს მი­ვაღ­წი­ოთ, ჩვე­ნი კრი­ტი­კის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ტა­ნაც უნ­და შევ­ძ­ლოთ. გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სი ემ­უქ­რე­ბა ჩვენს უფ­ლე­ბას, ვი­ქო­ნი­ოთ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ჟურ­ნა­ლის­ტ­თა უდ­ი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ხში­რად გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, ამ პრო­ცეს­შია ჩარ­თუ­ლი და ჯო­ჯო­ხე­თუ­რად ძნე­ლია ერთ­სუ­ლოვ­ნე­ბის ილ­უ­ზი­ის დარ­ღ­ვე­ვა. უწ­ი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა იმ მი­ზე­ზით, რომ, ვთქვათ, საფ­რან­გეთ­ში ის­ეთ კაცს, ვი­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღ­ი­ა­რე­ბა და სა­ხე­ლი არა აქვს მოხ­ვე­ჭი­ლი, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა თა­ვი­სი სათ­ქ­მე­ლის მი­ტა­ნა მა­სე­ბამ­დე. ჩვე­ნი სა­უბ­რის და­საწყის­ში სწო­რედ იმ­ი­ტომ გა­მოვ­ხა­ტე “ენ­ის წაგ­დე­ბას­თან” და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მო­მავ­ლო იმ­ე­დე­ბი, რომ, ჩე­მი აზ­რით, მხო­ლოდ ცნო­ბილ მოღ­ვა­წე­ებს შე­უძ­ლი­ათ ამ მან­კი­ე­რი წრის გარ­ღ­ვე­ვა. ოღ­ონდ, სა­უ­ბე­დუ­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე სწო­რედ იმ­ის გა­მოა ცნო­ბი­ლი, რომ ზედ­მე­ტი კითხ­ვე­ბის დას­მა და ხმის ამ­აღ­ლე­ბა არ უყ­ვარს – თა­ნაც, ას­ე­თი ქცე­ვა ჩვენს მო­ლო­დინ­საც შე­ე­სა­ბა­მე­ბა. და მათ შო­რის ძა­ლი­ან ცო­ტაა ის­ე­თი ად­ა­მი­ა­ნი, ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბით მოხ­ვე­ჭილ სიმ­ბო­ლურ კა­პი­ტალს იმ­ის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნებ­და, რომ ხმა­მაღ­ლა და გა­დაჭ­რით გა­მო­ე­ხა­ტა იმ ხალ­ხის სატ­კი­ვა­რი, ვინც ამ­ის გა­კე­თე­ბას თვი­თონ ვერ ახ­ერ­ხებს.

“ჩემს სა­უ­კუ­ნე­ში” თქვენ ბევრ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას ეხ­ე­ბით. ზო­გი ეპ­ი­ზო­დი ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვად არ­ის და­წე­რი­ლი. ას­ე­თია, მა­გა­ლი­თად, პა­ტა­რა ბი­ჭის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ლიბ­კ­ნეხ­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მარ­თულ დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ა­ზე წა­იყ­ვა­ნეს, მან კი მა­მას კი­სერ­ში ჩა­აფ­სა. არ ვი­ცი, რა­ღაც პი­რად მო­გო­ნე­ბებს ეფ­უძ­ნე­ბა თუ არა ეს ეპ­ი­ზო­დი, მაგ­რამ თქვენ შე­ძე­ლით მე­ტად ორ­ი­გი­ნა­ლუ­რად მო­გეთხ­როთ იმ­ა­ზე, თუ რა არ­ის სო­ცი­ა­ლიზ­მი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ის­იც, რაც იუნ­გე­რი­სა და რე­მარ­კის შე­სა­ხებ წა­ვი­კითხე, რად­გან აქ, სტრი­ქო­ნებ­შუა, ბევ­რი ყუ­რად­სა­ღე­ბი რა­მაა ნათ­ქ­ვა­მი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის როლ­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ზო­გი­ერთ ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნა­ში – ის­ე­თებ­შიც კი, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მ­დეგ ეს ად­ა­მი­ა­ნე­ბი კრი­ტი­კუ­ლად იყვ­ნენ გან­წყო­ბილ­ნი. მო­მე­წო­ნა ჰა­ი­დე­გე­რი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გვერ­დე­ბიც. მივ­ხ­ვ­დი, რომ ერთ­მა­ნეთს ამ სა­კითხ­შიც ვე­თან­ხ­მე­ბით. მე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მაქვს სრუ­ლი ან­ა­ლი­ზი ჰა­ი­დე­გე­რის გა­მოს­ვ­ლე­ბი­სა, რო­მელ­თა სა­ში­ნელ შე­დე­გებს საფ­რან­გე­თი დღემ­დე იმ­კის.

გ.გ. დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ის ეპ­ი­ზო­დი იმ­ი­თაა ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ აქ არ­ის, ერ­თი მხრივ, ლიბ­კ­ნეხ­ტი, ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბის აზრ­თამ­პყ­რო­ბე­ლი – პროგ­რე­სუ­ლი მოძ­რა­ო­ბა სო­ცი­ა­ლიზ­მის­თ­ვის ეს-ესაა ძა­ლას იკ­რებს… ხო­ლო მე­ო­რე მხრივ – მა­მა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად გა­ი­ტა­ცა მოვ­ლე­ნებ­მა, რომ ვერ შე­ნიშ­ნა რო­დის დას­ჭირ­და ქვე­მოთ ჩა­მოს­ვ­ლა მის მხრებ­ზე შე­მოს­კუ­პე­ბულ ბიჭს. ბავ­შ­ვი ჩა­იფ­სამს და კარ­გა­დაც გა­იტყი­პე­ბა. მა­მის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქცე­ვის შე­დე­გე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით იჩ­ენს თავს, რო­ცა შვი­ლი, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომ­ის დაწყე­ბი­სას, თა­ვი­სი ნე­ბით ჩა­ე­წე­რე­ბა მო­ხა­ლი­სედ არ­მი­ა­ში, ესე იგი ჩა­ი­დენს იმ­ის სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო ქმე­დე­ბას, რის­კე­ნაც ლიბ­კ­ნეხ­ტი ახ­ალ­გაზ­რ­დებს მო­უ­წო­დებ­და.

“ჩემს სა­უ­კუ­ნე­ში” მოთხ­რო­ბი­ლია ერ­თი პრო­ფე­სო­რის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც იხ­სე­ნებს სა­კუ­თარ რე­აქ­ცი­ას 1966, 67 და 68 წლე­ბის მოვ­ლე­ნებ­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად მი­სი ქმე­დე­ბე­ბი მა­ღალ ფი­ლო­სო­ფი­ურ იდ­ე­ა­ლებს ეფ­უძ­ნე­ბო­და და ბო­ლო­საც ამ­ას­ვე მი­უბ­რუნ­და. შუა პე­რი­ოდ­ში კი მას და­ე­მარ­თა რა­დი­კა­ლიზ­მის რამ­დე­ნი­მე შე­ტე­ვა და ერთ-ერ­თი იმ­ათ­გა­ნი იყო, ვინც სა­ხალ­ხოდ ჩა­მო­ათ­რია სცე­ნი­დან და ლა­მის შუ­ა­ზე გაგ­ლი­ჯა ად­ორ­ნო. ეს არ­ის ჩვე­ნი ეპ­ო­ქის უტ­ი­პი­უ­რე­სი ბი­ოგ­რა­ფია.

მე ჩა­მით­რია სა­მო­ცი­ა­ნი წლე­ბის მოვ­ლე­ნებ­მა. სტუ­დენ­ტურ­მა დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად იქ­ცა, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა მრა­ვალ პრო­ცესს და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შეც­ვა­ლა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ 1968 წლის ფსევ­დო­რე­ვო­ლუ­ცი­ის ორ­ა­ტო­რებს არ სურთ აღ­ი­ა­რონ მა­თი ზო­გი­ერ­თი დამ­სა­ხუ­რე­ბა. სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, რე­ვო­ლუ­ცია არ მომ­ხ­და­რა, რად­გან სა­ა­მი­სო პი­რო­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ მოხ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხეც­ვ­ლი­ლე­ბა.

წიგ­ნ­ში, “ლო­კო­კი­ნას დღი­უ­რი­დან”, აღ­წე­რი­ლი მაქვს, რო­გორ აყ­ვირ­დ­ნენ ჩე­მი სტუ­დენ­ტე­ბი, რო­ცა ვუთხა­რი – პროგ­რე­სი ლო­კო­კი­ნას ჰგავს-მეთ­ქი. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა შეძ­ლო ამ­ის და­ჯე­რე­ბა.

სავ­სე­ბით გე­თან­ხ­მე­ბით: მე და თქვენ იმ ას­აკს მი­ვაღ­წი­ეთ, რო­ცა თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია “წა­ვიგ­დოთ ენა”, ვიდ­რე ამ­ის სა­შუ­ა­ლე­ბას ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა გვაძ­ლევს. მაგ­რამ ჩვენ ხომ ცას ვერ გა­მო­ვე­კე­რე­ბით. არ ვი­ცი, რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ საფ­რან­გეთ­ში (თუმ­ცა, არა მგო­ნია, ჩვენ­ზე ბევ­რად უკ­ე­თე­სად გქონ­დეთ საქ­მე), აი, გერ­მა­ნი­ა­ში კი, რო­გორც ვხე­დავ, მწე­რალ­თა ახ­ალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა არც ინ­ტე­რესს ამჟ­ღავ­ნებს და არც სურ­ვილს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის ეპ­ო­ქის კი­დევ ერ­თი ტრა­დი­ცია, სა­ხელ­დობრ – “ენ­ის წაგ­დე­ბის” და მოვ­ლე­ნებ­ში პი­რა­დი ჩა­რე­ვის ტრა­დი­ცია. და თუ ამ სფე­რო­ში ვი­თა­რე­ბა არ შე­იც­ვა­ლა, ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ის ეს თვი­სე­ბაც უკ­ვა­ლოდ გაქ­რე­ბა.

© “არილი”

Facebook Comments Box