მთქნარება
მთქნარება ძილის წინ,
მთქნარება ახლადგაღვიძებულზე.
და ყველაფერი, რაც კი არის – მთქნარებებს შორის.
როგორც სიზმარი დღისა და ღამისა
თავისი ცხადი სტრესებით და კატაკლიზმებით;
თავისი ღამის კოშმარებით და სიურეალიზმით…
მთქნარება გვიან საღამოს,
მთქნარება დილაადრიან.
ჰო, ყველაფერი სიზმარია:
სიზმარი დღისა,
სიზმარი ღამისა –
ყვავილებიან მდელოზე გამავალი ბილიკით,
თუ მოციმციმე და მოფუსფუსე დარბაზებით;
ავტოსტრადებით თუ ტაიფუნებით;
მეტამორფოზებით
და კალეიდოსკოპური სისწრაფით ცვალებადი დღეებით…
ყველაფერი სიზმარია –
დაამთქნარე და დაიძინე;
გაიღვიძე და ისევ დაამთქნარე.
მთქნარებისას კი დახუჭე თვალები
და წაუყრუე.
და მაინც… ერთხელ,
როცა დილით გაგეღვიძება,
დაამთქნარებ და გემრიელად გაიზმორები,
შეიძლება გაგეფიქროს შენდაუნებურად,
გაგეფიქროს და გაგეღიმოს:
ვინ შექმნა ეს სამყარო და ეს ყველაფერი?
და ნუთუ ისიც ამთქნარებდა
თვალმოხუჭული, წაყრუებული,
როდესაც ქმნიდა ?..
25 იანვარი, 2012 წელი
ყანა, ვენახი, ძროხა…
ყანა, ვენახი, ძროხა…
და კიდევ – ყავისა და თამბაქოს პლანტაციები
სადღაც, ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.
და უამრავი ხელი – ხელები,
ანუ ერთადერთი დიდი ხელის ნებით და სურვილთ.
და ეს ყველაფერი ჩემთვის,
ჩემი დილის საუზმისათვის.
ჩემთვის – ერთი უბადრუკი არსებისათვის,
რომელიც ჭამს პურსა და ყველს;
რომელიც სვამს არაყს და ყავას;
რომელიც ეწევა თუთუნს;
რომელიც დგას საკუთარი სახლის აივანზე,
შეყურებს იანვრის მზეს და ფიქრობს:
„ესაა ცხოვრება ?..
ფიქრობს და ასეთივე უკმაყოფილო სახით დაეხეტება
ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.
…
29 იანვარი, 2012 წელი
კითხვა
როდესაც ვხედავ, როგორ ჩუმად და უკვალოდ ქრებიან
ჩემი ასაკის ადამიანები;
როდესაც ვხედავ, როგორ მიდის ცარიელ შარაზე ფეხარეული ლანდი
და მესმის,
როგორ იკურთხება ის ღამეში ლამის ყველა მიმართულებით;
როცა ახალგაზრდა, ლამაზი ქალისგან მიყურებს სიმარტოვე
და მესმის მისგან ნათქვამი:
„ თითქოს ყოველღამ სიკვდილთან ვწვებიო“;
როდესაც ყურს მჭრის ყელში გულმობჯენილი ბიჭის სიტყვები:
„მათ უნდათ, რომ ჩვენი თაობაც
ამ წუმპეში ჩაახრჩონო“;
და, როცა სრულიად ბავშვი – გოგონა – მეუბნება:
„ძია თემურ, თუ შეიძლება,
თქვენს მხარზე ჩამოვდებ თავს და ვიტირებო“,
არ შემიძლია, არ ამოვიოხრო
და უმისამართოდ არ ვიკითხო:
„ – როდის მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე ?..“
2011 წელი
გაცილება
დამემშვიდობნენ…
ზაფხულმა ხელი გადაჰხვია აგვისტოს და ერთად წავიდნენ.
დავრჩი და თვალი გავაყოლე, მერე შევბრუნდი,
სახლში შევბრუნდი და ღიმილი არ მშორდებოდა.
მერე სუფრა ავალაგე,
ავალაგე და ჭურჭელს ვრეცხავდი;
ვრეცხავდი ჭიქებს, დანა-ჩანგალს, თეფშებს ვრეცხავდი,
ვრეცხავდი და ისევ ისე მეღიმებოდა…
თეთრ ნიჟარაში
ონკანიდან მომდინარე წყალი ზღვასავით
ხმაურობდა და ლოყაზე ცრემლი
ჩამომიგორდა მარგალიტივით.
ქოთნის ყვავილი
ორიდღისშემდეგ
დედასდაბადებისდღეა,
თერთმეტიდღისშემდეგ –
მისიგარდაცვალების…ესქოთნისყვავილიკი
ისევისეჰყვავის,
როგორცმაშინ,
როგორცათიწლისწინათ.
…
დედასდაბადებისდღეა,
თერთმეტიდღისშემდეგ –
მისიგარდაცვალების…ესქოთნისყვავილიკი
ისევისეჰყვავის,
როგორცმაშინ,
როგორცათიწლისწინათ.
…
5 სექტემბერი, 2012 წელი
მამას დაბადების დღე
სარკეში იყურები
და კიდევ ერთხელ რწმუნდები იმაში,
თუ როგორ ჰგავხარ მას –
სრულიად ჭაღარა
და სახედაღარული;
მომღიმარი
და თბილნაღვლიანი…
როგორ ჰგავხარ მას,
ვისგანაც ხარ,
ვისგანაც მოდიხარ !..
და უფრო გაუღიმე,
უფრო მოეფერე
მას – შენში დანახულს;
მიულოცე
და მადლობაც
თვითონ უთხარი.
18. 10. 2012 წელი
გარდაცვლილთა მოხსენიების დღე
ხალხმრავალია სასაფლაო –
თითქმის ყველა საფლავთან დღეს ვიღაცა მიდის.
რაოდენობა – რიცხვი მომსვლელ ჭირისუფალთა
ლამის კიდეც უტოლდება
მათ რიცხვს, ვინც აქ მიწისქვეშ წვანან.
წონასწორობა დროებითი, თუნდაც ერთი დღით
და თითქოს ამის აღსანიშნავად
სახელდახელოდ გაშლილი სუფრა –
საერთო სუფრა
ნაღვლიანი ტრაპეზისათვის.
17 აპრილი, 2012 წელი
მსხმოიარენი
სახლის წინ მდგარმა ბებერმა მსხალმა ისევ დაისხა.
დაისხა და როგორ დაისხა! – ვეღარ გაუძლო –
ერთი დიდი, ლამის მთელი ხის ტოლი ტოტი,
ჩამოეხლიჩა.
ნაყოფიკიჯერმკვახეიყო,
არიჭმებოდა–
მეზობელმაგამოკრიფა– ღორისთვისწავიღებო.
არიჭმებოდა–
მეზობელმაგამოკრიფა– ღორისთვისწავიღებო.
ცოტახნისმერე
თითქმისასემოუვიდა
თითქმისასემოუვიდა
ახალგაზრდა, ჭიშკართანმდგარ აყლარწულქლიავს:
მაგრადესხა, მასაცტოტიჩამოელეწა.
ქლიავებიშეთვალულიკიიყო, მაგრამ
საჭმელადდასასიამოდცოტაოდენიგამოირჩა–
მაგრადესხა, მასაცტოტიჩამოელეწა.
ქლიავებიშეთვალულიკიიყო, მაგრამ
საჭმელადდასასიამოდცოტაოდენიგამოირჩა–
ბევრიარვარგოდა...
მეკიროგორცმეწლეურიხე, წელსისევარ–
მსუბუქადვარ
დაალბათბევრიცგაიფიქრებს:
არაფერიარამძიმებსო.
ჰო, მსუბუქადვარ–
ჰო, მსუბუქადვარ–
იმხეებისსაფრთხეალბათარმემუქრება–
წელსმელექსებიცვეღარმოვისხი.
წელსმელექსებიცვეღარმოვისხი.
17 ივლისი, 2012 წელი.
წყურვილი
რადგან ღამეა,
სიბნელეა
და ცაზე მხოლოდ ვარსკვლავები ჩანან,
მზე გაქრა?
რადგან ვერ გხედავ,
ვერ გეხვევი,
ვერ გეფერები,
აღარ მიყვარხარ ?..
გრაფინიდან ჭიქაში ვისხამ
წყალს და ვეწაფები,
ნაკადული კი
სადღაც სხვაგან მიედინება.
დაუმთავრებელი ამბავი
როცა ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს
და ერთმანეთი გვიხაროდა,
შენ მიამბობდი ხოლმე ერთ საინტერესო ამბავს,
მიამბობდი ნაწილ-ნაწილ, ეპიზოდებად,
მიამბობდი ჩვენსავით ორი ადამიანის შესახებ
და მეც გულისყურით გისმენდი.
ის ამბავი ჩვენი ამბავივით უფრო და უფრო
საინტერესოდ ვითარდებოდა
და მე ყურადღებთ ვიყავი ორივეგან:
იმ ორი უცნობი ადამიანის თავგადასავალშიც
და, რა თქმა უნდა, იმ ამბავშიც,
რაც ჩვენს შორის იყო და ხდებოდა.
მთლად ათასერთი ღამე არა,
მაგრამ ჩვენი და მათი ამბავიც
კარგა ხანს გრძელდებოდა;
გრძელდებოდა და დასასრული
თითქოს არც მას ჰქონდა და არც ჩვენსას უჩანდა.
მაგრამ მოხდა და, ჩვენი ამბავი უეცრად შეწყდა.
შეწყდა, თუმცა არანაირად არ დასრულებულა.
თავისთავად შეწყდა იმ ორის ამბავიც,
რომელსაც ასე ხატოვნად მიამბობდი;
მიამბობდი და მე გისმენდი;
გისმენდი და ერთად ვიყავით.
ერთბაშად შეწყდა ორი ამბავი –
ჩვენიც და მათიც.
ჩემთვის ეს ამბები არ დასრულებულა.
ჩვენი ამბავი ალბათ შენთვისაც არ დამთავრებულა,
თუმცა იმ ორის ამბის ბოლო,
ცხადია იცოდი;
იცოდი, მაგრამ ისე მოხდა,
რომ ვეღარ მიამბე.
მეოთხე ღამის ტანკა
როცა გრიგალმა
ლამის ყველაფერი თან გაიყოლა,
აქა-იქ
და უფოთლებოდ დარჩენილმა ხეებმა
ვარსკვლავები გამოისხეს.
სამი ჰაიკუ
* * *
შენთანრომმოვიდე,
გზადჭაობიუნდაგავტოპო,
ალუბლისყვავილო.
შენთანრომმოვიდე,
გზადჭაობიუნდაგავტოპო,
ალუბლისყვავილო.
****
ღამით – ხმები რბილად დაცემის,
დილით კი მწიფე გულაბები –
მწვანე ბალახზე.
შემოდგომა
ცის ლურჯ დაფაზე
უკვე წაშლილია
მერცხლებით ნაწერი.
უკვე წაშლილია
მერცხლებით ნაწერი.
სამი მინიმა
***
ბევრი არაფერი,
ბევრი არაფერი,
სულ სამი რამ გამიტყდა
მთელი წლის მანძილზე:
ჭიქა, საფერფლე, გული.
ჭიქა, საფერფლე, გული.
* * *
მეცვცადე
სინამდვილისთვისთვალისგასწორება,
მაგრამუმალ
თვალებიდამთხარეს.
მეცვცადე
სინამდვილისთვისთვალისგასწორება,
მაგრამუმალ
თვალებიდამთხარეს.
***
“Nescafe Gold”-ისმწვანეგემო,
ფანჯრის მიღმაკი
ნირწამხდარივარდი…
შემოდგომაა.
“Nescafe Gold”-ისმწვანეგემო,
ფანჯრის მიღმაკი
ნირწამხდარივარდი…
შემოდგომაა.
© “არილი”
Facebook Comments Box