პროზა (თარგმანი)

თო­მას ბერ­ნ­ჰარ­დი – ორი აღმზრდელი

bernhard_schmied_1988

გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილ­მა

ყო­ვე­ლი დღის ნა­შუ­ად­ღევს ერ­თად ვსე­ირ­ნობ­დით მე და ახ­ა­ლი აღმ­ზ­რ­დე­ლი. უკ­ვე ჩვე­უ­ლე­ბა­შიც გა­დაგ­ვე­ზარ­და. მაგ­რამ უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ ერთ­მა­ნეთს ხმას არ ვცემ­დით, მდუ­მა­რედ მი­ვა­ბი­ჯებ­დით გვერ­დი-გვერდ. და აი დღეს, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, აღშ­ფო­თე­ბუ­ლი, თით­ქოს და ლა­პა­რა­კის სა­ჭი­რო­ე­ბა ახრ­ჩობ­დაო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ალ­ა­პა­რაკ­და: “ყო­ველ­თ­ვის მინ­და რა­ღაც ვთქვა, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, სა­უ­ბა­რი არ მე­ხერ­ხე­ბა”. ჩემ­თ­ვის უც­ხო არ იყო ას­ე­თი რა­მის მოს­მე­ნა. ხომ არ­ი­ან ად­ა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც უმ­ძიმთ სხვებ­თან სა­უ­ბა­რი. ვგრძნობ­დი, რო­გორ იტ­ან­ჯე­ბო­და, სიტყ­ვებს ეძ­ებ­და, ყო­ველ წი­ნა­და­დე­ბას წო­ნი­და, ში­შობ­და, კან­კა­ლებ­და, აზ­რებს ძლივს ალ­ა­გებ­და: “კაი ხა­ნია ასე ვი­ტან­ჯე­ბი. არ­ა­და უფ­ლე­ბა არ მაქვს ამ­დე­ნი ხეპ­რეს წი­ნა­შე დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­ვამ­ჟ­ღავ­ნო. ჩე­მი რთუ­ლი, პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აბ­სო­ლუ­ტუ­რი დუ­მი­ლის­თ­ვის ვარ გან­წი­რუ­ლი. ლა­პა­რა­კი­სას სა­ში­ნელ უხ­ერ­ხუ­ლო­ბა­ში, სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვვარ­დე­ბი და ვი­ტან­ჯე­ბი. არ გა­მომ­დის ეს ბა­ა­სი ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ფე­რებ­ზე, ბუ­ნე­ბის ეგ­ო­იზ­მ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა ექს­ცე­სებ­ზე, წა­კითხულ და წა­უ­კითხავ წიგ­ნებ­ზე, ათ­ას­გ­ვარ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე, სა­კუ­თარ უიმ­ე­დო­ბა­ზე, აღ­საზ­რ­დელ­თა სა­ზიზ­ღარ ქცე­ვა­სა თუ სწავ­ლა­ზე, ჭა­მა­ზე, ძილ­ზე, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ზე, ტკი­ვილ­ზე თუ უღ­რა­ნი ტყე­ე­ბის უს­ას­რუ­ლო გზებ­ზე. უუნ­ა­რო ვარ გა­მოვ­თ­ქ­ვა რა­ი­მე აზ­რი თუ შე­ნიშ­ვ­ნა”. ისე, კაც­მა რომ თქვას, სა­უ­ბა­რი მა­ინც მცდე­ლო­ბაა, სა­შუ­ა­ლე­ბაა დრო­ის გაყ­ვა­ნი­სა და არ­ა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბას­თან. ჩვენ დავ­დი­ვართ, ვსე­ირ­ნობთ ამ ბერ-მო­ნა­ზონ­თა მთა­ზე – და ვერც ერ­თი, ფიქ­რებ­ში გარ­თუ­ლი, სა­უბ­რის წა­მოწყე­ბას ვერ ვბე­დავთ, უფ­რო სწო­რად, ვერ ვი­ტანთ ლა­პა­რაკს. ან იქ­ნებ თავს ვერ ვუტყ­დე­ბით, რომ სა­ლა­პა­რა­კო არც არ­ა­ფე­რი გვაქვს. ასე დავ­დი­ვართ, ვსე­ირ­ნობთ და არ­ა­სო­დეს სურ­ვი­ლიც კი არ გაგ­ვ­ჩე­ნია გავ­სა­უბ­რე­ბო­დით ერთ­მა­ნეთს. ჩვენ ორ­ი­ვე ის­ე­თე­ბი ვართ, ყვე­ლა­ნა­ირ თე­მა­ზე სა­უ­ბარს რომ გა­ურ­ბი­ან, იმ მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ში­შის გა­მო, ვა­ი­თუ რა­ი­მე დიდ სი­სუ­ლე­ლე­ში გა­მო­ვი­ჭი­როთ ერთ­მა­ნე­თი, ან აზ­რე­ბის გა­მოთ­ქ­მი­სას შე­ნიშ­ვ­ნე­ბი და­ვიმ­სა­ხუ­რო­თო.

ახ­­ლი აღმ­­­დე­ლის პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ჩვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც, ამ “აღ­სა­რე­ბამ” ცო­ტა არ იყ­ოს შე­მა­ფიქ­რი­­ნა.

შუ­ად­ღის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ფან­ჯა­რას­თან ვი­დე­ქი, სა­­და­ნაც ლუ­დის ქარ­­ნის კედ­ლე­ბი მო­ჩან­და. ცო­ტა ხან­ში ის­იც შე­მო­მი­ერ­­და. სა­შინ­ლად გა­დაღ­ლი­ლი და ფერ­­­­თა­ლი ჩან­და, გა­მა­ოგ­ნა მის­მა გა­სა­ცო­და­ვე­ბულ­მა სა­ხემ. მაგ­რამ კვლავ დუმ­და, არ წუ­წუ­ნებ­და. მდუ­მა­რედ მი­ვუყ­ვე­ბო­დით დე­რე­ფანს. უეც­რად ის­ევ წა­მო­იწყო: “ბავ­­ვო­ბი­დან ასე მჭირს: უმ­ოწყა­ლო, თან­და­ყო­ლი­ლი უძ­­ლო­ბა მა­წუ­ხებს. მდგო­მა­რე­­ბა დღი­თიდ­ღე მი­­­რეს­დე­ბა, არ­­ნა­­რი სა­შუ­­ლე­ბა არ არ­სე­ბობს მას­თან საბ­­ძოლ­ვე­ლად. უძ­­ლო­ბა მთელ სხე­ულ­სა და გო­ნე­ბას მი­ნად­გუ­რებს, სიკ­­დილ­თან მა­ახ­ლო­ებს. ახ­ლაც ამ­ან მა­­ძუ­ლა ხმა ამ­­მე­ღო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჯერ კი­დევ ბავშვს, გა­დაბ­მუ­ლად ათი-თორ­მე­ტი ღა­მე არ მძი­ნე­ბია. მოზ­­დილ­მა ად­­მი­ან­მა ეგ­ებ რა­­მე­თი მა­ინც ახს­ნას უძ­­ლო­ბის მი­ზე­ზი. გა­მო­ფი­ტულ ბავშვს კი აბა რა შე­უძ­ლია”.

ჭიშ­კარს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, აქ­­დან ხე­ლის­გუ­ლი­ვით მო­ჩან­და მთე­ლი ქა­ლა­ქი. “ახ­ლა, ალ­ბათ, ის­ევ მარ­­­ნივ წა­ვა, – გა­ვი­ფიქ­რე ჩემ­­ვის, – რა­ტომ და­დის სულ მარ­­­ნივ?! უნ­და გავ­­ვე. შე­ეჩ­ვია და მარ­ცხ­ნივ ვე­ღარ მი­დის. იქ­ნებ მე რომ წა­ვი­დე, გა­მომ­­ვეს, ეს­ეც ხომ სუს­ტია ჩემ­სა­ვით. რამ­დე­ნი კვი­რაა უკ­ვე სულ მარ­­­ნივ მი­დის და მეც უკ­ან დავ­­ვე­ბი.

რა­ტომ? ახ­ლა მე წა­ვალ მარ­ცხ­ნივ და ამ­ან მდი­ოს უკ­ან, ეყო რაც მის ჭკუ­­ზე ვი­­რე. შე­იძ­ლე­ბა ჩე­მი, გა­ნუწყ­ვეტ­ლივ უხ­მო, უპ­რე­ტენ­ზიო უკ­ან დევ­ნით ზი­ან­საც ვა­ყე­ნებ. უბ­რა­ლოდ გამ­ბე­და­­ბა არ ჰყოფ­ნის მარ­ცხ­ნივ იარ­ოს. სჯობს მე გა­ვა­ბე­დი­ნო… ცო­ტა ხნის დუ­მი­ლის შემ­დეგ კვლავ გა­ნაგ­­ძო: “ჩემს უძ­­ლო­ბა­ზე რომ მო­გახ­სე­ნეთ, სწო­რედ ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და მო­გიყ­ვეთ ერ­თი ამ­ბა­ვი. თქვენც იც­ით, ვიდ­რე აქ მო­ვი­დო­დი, ინს­­რუკ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ­დი. ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა უბ­­დუ­რე­ბა ჩემს უძ­­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს ამ­ბა­ვიც ამ­ით და­იწყო. ვე­რაფ­რით ვი­ძი­ნებ­დი. რა არ ვი­ღო­ნე, სა­ძი­ლე აბ­­ბიც კი დავ­ლიე, მაგ­რამ არ­­ფე­რი მშვე­ლო­და. სა­ნა­პი­როს გას­­­რივ დავ­­ბო­დი, მე­გო­ნა დაღ­ლილ-და­ქან­ცულს მა­ინც ჩა­მე­ძი­ნე­ბა-მეთ­ქი, ხან კითხ­ვას ვა­ყო­ლებ­დი გულს, მაგ­რამ არა. ეგ­­ის­ტუ­რი აზ­რე­ბი მიტ­რი­­ლებ­და თავ­ში: “იმ­ათ სძი­ნავთ და მე… ყვე­ლას, ყვე­ლას სძი­ნავს ირგ­­ლივ, მე კი ვერ ვი­ძი­ნებ”.

ინ­ტერ­ნატ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი უძ­­რო სიმ­­ვი­დე ხომ სულ მა­ცო­ფებ­და. ღა­მით მთელ ინ­ტერ­ნატს, აღ­საზ­­დელ­სა თუ აღმ­­­დელს ეძ­­ნა, მე კი მტან­ჯავ­და ეს უს­ას­რუ­ლო, მო­მაკ­­დი­ნე­ბე­ლი ღა­მე­­ბი. გა­მო­სა­ვა­ლიც არ­სად ჩან­და.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გა­დი­­და კვი­რე­ბი, თვე­­ბი, და ვერ ვი­ძი­ნებ­დი. ის­­თე­ბიც არ­­ან, ტყუ­­ლუბ­რა­ლოდ რომ ამტ­კი­ცე­ბენ, ღა­მით ვერ ვი­ძი­ნებ­თო, სი­ნამ­­ვი­ლე­ში მშვე­ნივ­რად სძი­ნავთ. მე კი მარ­­ლა არ მე­ძი­ნა თვე­­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ერ­თი სქე­ლი რვე­­ლი მაქვს, ჩა­ნა­წე­რებს ვა­წარ­მო­ებ. შა­ვი ხა­ზით აღვ­ნიშ­ნავ უძ­­ლო ღა­მე­ებს, შა­ვი წერ­ტი­ლით კი იმ ღა­მე­ებს, რო­ცა მე­ძი­ნა. იმ­­დია ჩა­ნა­წე­რე­ბის სის­წო­რე­ში ეჭ­ვი არ შე­გე­პა­რე­ბათ. იმ ღა­მით, კვლავ ამ­­ფო­რი­­ქა რა­ღა­ცამ, ვგრძნობ­დი, მო­რი­გი უს­­­მოვ­ნე­ბა მი­ახ­ლოვ­დე­ბო­და. არ მე­ძი­ნა. ჩემს წინ კლდე­სა­ვით ჯი­­ტი კე­დე­ლი აღ­მარ­თუ­ლი­ყო. ათ­ას­ნა­ირ ხრიკს მივ­მარ­თე, რომ რო­გორ­მე ჩამ­ძი­ნე­ბო­და. ხან წიგნს ვფურ­­ლავ­დი უაზ­როდ, ში­ში­თა და კან­კა­ლით (სა­მე­დი­ცი­ნო წიგ­ნი იყო ში­ზოფ­რე­ნი­ის შემ­თხ­ვე­ვებ­ზე, მი­სი დახ­მა­რე­ბით უძ­­ლო­ბის მი­ზეზ­თა დად­გე­ნაც მე­­მე­დე­ბო­და)… და­ახ­ლო­­ბით 2 სა­ათ­ზე დაღ­ლი­ლო­ბამ მძლია და ჩა­მე­ძი­ნა. უკ­ვე გითხა­რით, კაი ხნის უძ­­ლო ვი­ყა­ვი, თავს ოც­ნე­ბის უფ­ლე­ბა­საც კი ვერ ვაძ­ლევ­დი, რომ ოდ­ეს­მე ჩა­მე­ძი­ნე­ბო­და. და აი, ის იყო ჩა­მე­ძი­ნა, რომ… უეც­რად ტყი­დან გა­მო­ვარ­­ნი­ლი მხე­ცის ვე­ლურ­მა ღრი­ალ­მა გა­მო­მაღ­ვი­ძა… ასე გრძელ­დე­ბო­და რამ­დე­ნი­მე კვი­რა… ყო­ველ დღე, ერთ­სა და იმ­­ვე სა­ათ­ზე, ჩა­მე­ძი­ნე­ბო­და თუ არა, ეს ხმა მაღ­ვი­ძებ­და… მხე­ცი ჩემს ფან­­რებ­თან მო­დი­­და და თეთრ თოვ­­ში რა­ღა­ცას ეძ­ებ­და… დღემ­დე არ ვი­ცი, რა ცხო­ვე­ლი იყო. ძა­ლა არ მყოფ­ნი­და სა­წო­ლი­დან წა­მოვ­­­გა­რი­ყა­ვი, ფან­ჯა­რას­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი და გა­და­მე­ხე­და… არ ვი­ცი, რა ცხო­ვე­ლი იყო, მაგ­რამ ფაქ­ტია, ძილს მიმ­წა­რებ­და… ჩა­მე­ძი­ნე­ბო­და, გა­მაღ­ვი­ძებ­და… და ასე, მთე­ლი 36 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში (ამ­ას ჩე­მი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ვად­გენ)… 37-ე ღა­მეს, ცი­ვი ზამ­­რის ბნელ ღა­მეს კვლავ ჩა­მე­ძი­ნა უძ­­ლო­ბით გა­სა­ვა­თე­ბულს, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­მო­მაღ­ვი­ძა ფან­ჯა­რას­თან მო­სუ­ლი მხე­ცის ხმამ. ან­გა­რიშ­მი­­ცემ­ლად წა­მოვ­დე­ქი, გა­მო­ვი­ღე რე­ვოლ­ვე­რი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბა­ლი­შის ქვეშ რომ მე­დო, ფან­ჯა­რას მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, პირ­და­პირ თავ­ში და­ვუ­მიზ­ნე და ვეს­რო­ლე”.

ჩვენ უკ­ვე ლუ­დის ქარ­­ნის კე­დელ­ზე ვი­დე­ქით და აქ­­დან გა­დავ­­ქე­რო­დით ქა­ლაქს.

“რა­ღა თქმა უნ­და ყვე­ლას გა­ეღ­ვი­ძა – აღ­საზ­­დე­ლებ­საც და აღმ­­­დე­ლებ­საც, ინ­ტერ­ნა­ტის დი­რექ­ტორ­საც კი. ფან­­რი­დან ვხე­დავ­დი, რო­გორ მიჰ­ქონ­დათ დაჭ­რი­ლი ცხო­ვე­ლი. ჩემს სა­ხელ­საც მოვ­კა­რი ყუ­რი, “კარ­გი ნას­რო­ლიაო”, – თქვა ერთ­მა აღ­საზ­­დელ­მა. უკ­ვე ვი­ცო­დი ინ­ტერ­ნატს და­მა­ტო­ვე­ბი­ნებ­­ნენ… მძულს ინს­­რუ­კი… მაგ­რამ იმ­ის თქმა მინ­დო­და, რომ ახ­ლაც, აქ, ზალ­­ბურ­­ში, რა­ღაც ახ­­ლი უბ­­დუ­რე­ბის მო­ახ­ლო­­ბას ვგრძნობ… გთხოვთ მო­მი­ტე­ვოთ, ძვირ­ფა­სო კო­ლე­გავ…

©არილი”

Facebook Comments Box