პორტრეტი

მარტინ ემისი – ფოტოები და მოგონებები

მწერალი და მარტინ ემისის მეგობარი, უილიამ ბოიდი წერს:

„მარტინ ემისს პირველად პარიზში შევხვდი, 1969 წელს. ერთ ბინაში ვცხოვრობდით რამდენიმე დღე, სენ-ლუიზე. მე ჩვიდმეტი წლის ვიყავი, მარტინი ოცის იყო. მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, როცა მისი პირველი რომანი გამოჩნდა, გავაცნობიერე, ვის შევხვდი. უცნაურია, მაგრამ ასეა – ის იყო პირველი მწერალი, რომელიც გავიცანი.

მის პირველ რომანში აღსანიშნავია გამორჩეული თხრობა და თავდაჯერებულობა. მარტინმა, როგორც მწერალმა, კარიერის დასაწყისშივე იპოვა თავისი სტილი და ის არასოდეს შეცვლილა. ამ ხმამ, რომელიც ჰქონდა, განსაზღვრა და შექმნა ყველაფერი – მხატვრული ტექსტები, ესეები, ჟურნალისტური ჩანაწერები, მოგონებები. ძალიან ცოტა მწერალი შეიძლება ამოიცნო მაშინვე, ერთი ან ორი წინადადების წაკითხვისთანავე: ლორენს სტერნი, ჩარლზ დიკენსი, ჯეიმს ჯოისი, დევიდ ლორენსი, ვლადიმირ ნაბოკოვი – მარტინიც ამ ელიტარულ ჯგუფს შეუერთდა და მის წევრად დარჩა.

მისი სტილი გახდა მისი უშეცდომო ხელმოწერა. ასევე, მისი გონებამახვილობა და იუმორი. საკუთარ თავს კომიკოს მწერლად მიიჩნევდა, თუმცა თემები, რომლებზეც წერდა, სერიოზული იყო. სამყაროს და მის ბოროტ აბსურდულობას კომიკური ლინზიდან უყურებდა. ძალიან, ძალიან მხიარული მწერალი იყო და უზომოდ ჭკვიანი. ამას ვერასოდეს დავივიწყებთ.

მისი დიდებული ენერგიისა და მიმზიდველი წერის სტილის გამო მარტინი ათწლეულების განმავლობაში, მისი პირველი რომანის გამოქვეყნების შემდეგ, ერთგვარი მაგალითი იყო თანამედროვე ბრიტანელი პროზაიკოსებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დიდად ბედნიერად არ გრძნობდა თავს ამ როლში. ამაში წვლილი კინგსლი ემისის შვილობამაც შეიტანა: მარტინზე მითითება და მისი პიედესტალზე დაყენება ადვილი იყო. გარდა ამისა, რეალურად, მარტინის, როგორც მწერლის, იმიტირება შეუძლებელი იყო – თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ბევრი ცდილობდა.

ეს არის ჩვენი დიდებული ლიტერატურული მემკვიდრეობა და დიდი დანაკარგი.“

უილიამ ბოიდი

The Guardian-მა მარტინ ემისის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრების ერთგვარი ფოტომატიანე გამოაქვეყნა.

თვალი გადავავლოთ მწერლის ცხოვრების გამორჩეულ კადრებს:

კინგსლი ემისი, მისი ცოლი ჰილარი და შვილები: სალი, ფილიპი და მარტინი
მარტინ ემისი, 1983
ემისი და მისი საბეჭდი მანქანა
მარტინი ერთ-ერთი ლიტერატურული კონკურსის ფინალისტებთან ერთად
მარტინი მამასთან ერთად, ბუკერის პრემიის დაჯილდოება, 1991 წელი
სცენაზე, Hay festival, 2008
სალმან რუშდი და მარტინ ემისი, 1995 წელი, ლონდონი
მარტინის წიგნის ეგზემპლარები
მარტინ ემისი ცოლთან, იზაბელ ფონსეკასთან ერთად, 1995
2017

© არილი

Facebook Comments Box