ახალი ამბები

მომგებიანი "ბოროტების ყვავილები"


შარლ ბოდლერის ლექსების კრებულის პირველი გამოცემა, რომელსაც თან პოეტის ავტოგრაფიც ახლდა, პარიზში ორგანიზებულ აუქციონზე 755 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Agence France-Presse-მა გაავრცელა.
ეს ლოტი რეკორდული აღმოჩნდა კრებულისთვის, რომელიც 1857 წელს გამოიცა და მისი ტირაჟი 1100 იყო. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს Sotheby-ს საუქციონზე წიგნი პირველი ტირაჟიდან მინაწერით მხატვარ ეჟენ დელაკრუასადმი 560 ათას ევროდ შეიძინეს.
1845 წლით დათარიღებული წერილი, რომელიც ბოდლერმა მისი ნდობით აღჭურვილ იურიდიულ პირს, ნარსის ანსელიუს მიწერა და სადაც პოეტი აცხადებს, რომ თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, 225 ათას ევროდ გაიყიდა. ეს ლოტიც რეკორდული აღმოჩნდა ცნობილი პოეტების მიერ დაწერილ წერილებს შორის ღირებულების თვალსაზრისით.
აუქციონზე სულ 180 ლოტი იყო გამოტანილი. მათ შორის ბოდლერის წერილები, წიგნები და ნოვთები, რომელბიც მას ეკუთვნოდა, ან უკავშირდებოდა. ორგანიზატორებმა მოიგეს დაახლოებით 4,05 მილიონი ევრო, რაც მოსალოდნელს ორჯერ აღემატება.
“ბოროტების ყვავილები” (Fleurs du mal) 1857-1868 წლებში სამ გამოცემად დაიბეჭდა. 1857 წელს კრებულის გამოცემამ სკანდალი გამოიწვია – ბოდლერი საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ტირაჟის ნაწილი აღარ გაავრცელეს, პოეტი კი 300 ათასი ფრანკით დააჯარიმეს. მისი ლექსების გამოცემაზე აკრძალვა ფორმალურად მხოლოდ 1949 წელს გაუქმდა.
პარიზში დააბდებული პოეტის მამა, ფრანსუა ბოდლერი, მხატვარი იყო და შვილს ელოვნების სიყვარულს ადრეული ასაკიდან უნერგავდა. შარლმა მამა 6 წლის ასაკსი დაკარგა, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, დედამისი სხვას გაჯყვა ცოლად და ბიჭს მამინაცვალთან უერთიერთობა არ აეწყო. 1
11 წლის იყო შარლი, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ლიონში გადავიდა. ის პანსიონს მიაბარეს. 1836 წელს ბოდლერი დაბრუნდა პარიზში და სწავლა განაგრძო წმინდა ლუდოვიკოს სახელობის კოლეჯში, საიდანაც გამოაგდეს. 1841 წელს ის სამოგზაუროდ გაუშვეს, რათა “ცუდი გავლენებისგან დაეცვათ”. ცოტა ხანში მას მამის მეკვიდრეობა ერგო, მაგრამ მისი გაფლანგვა დაიწყო და 1844 წელს მემკვიდრეობის მართვა სასამართლომ შარლის დედას გადასცა. როდის დაიწყო წერა? ცნობილია, რომ მაშინ, როდესაც მამის მემკვიდრეობა მიიღო და უდარდელ ცხოვრებას ეწეოდა. “ბოროტების ყვავიების” გაკრიტიკებისა და აკრძალვის შემდეგ, ის პოეზიას 1860 წელს მიუბრუნდა და გამოაქვეყნა კრებული, რომელშიც პროზად მოცემული ლექსები გაერთიანდა. 1864 წელს გაემგზავრა ბელგიაში, სადაც ორ წელზე მეტი დაჰყო. იქ მან გონება დაკარგა და ქვის კიბეზე დაეცა. ის პარიზში გადაიყვანეს და მოატავსეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ის მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს.

© “24 საათი”

Facebook Comments Box