Uncategorized

მხარი დაუჭირე არილს

arili-daxmareba 2

ძვირფასო „არილის“ მეგობრებო, მკითხველებო და გულშემატკივრებო!

მოგმართავთ თხოვნით. ჟურნალის ბეჭდვასთან დაკავშირებით პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. სტამბა, რომელიც შარშან ჩვენს პროექტში თანადამფინანსებლად მონაწილეობდა და  ბეჭდვასა და გავრცელებას  მთლიანად თავის თავზე იღებდა, წელს ვეღარ გვეხმარება. კულტურის სამინისტრომ მართალია წლის ბოლომდე დააფინანსა „არილის“ გამოცემა, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, ბეჭდვის ხარჯები „არილმა“ ან თანადამფინანსებელმა ორგანიზაციამ უნდა გაიღოს. ვინაიდან არც თანადამფინანსებელი გვყავს ამ ეტაპზე და არც საკმარისი თანხა გვაქვს, გვიწევს უცებ მოვიძიოთ 2000 ლარი, რათა „არილის“ მარტის ნომერი არ ჩავარდეს. აპრილის ნომრის გამოსვლამდე კი იმედი გვაქვს, რომ მუდმივი პარტნიორი ან სპონსორი გამოჩნდება და ეს საკითხიც მოგვარდება. ამაში თითქმის დარწმუნებულები ვართ.

მოგმართავთ თხოვნით და შემოთავაზებით, გადმორიცხოთ არილის ანგარიშზე ნებისმიერი თანხა და გახდეთ არილის მარტის ნომრის სპონსორი. იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის და დახმარების.

თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ არილის ანგარიშზე.

საბანკო კოდი – TBCBGE22

ააიპ ლიტერატურულ–საზოგადოებრივი ასოციაცია „არილი“

ანგარიშის ნომერი – GE79TB7696236060100001

დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ, „შემოწირულობა“ და შემომწირველი პირის ვინაობა ან ორგანიზაციის დასახელება.

Facebook Comments Box