სინამდვილე ისაა, რაც არის. და ,,რაც არის“ სხვადასხვაგვარად განგვაწყობს ხოლმე მის მიმართ: პოზიტიურად ან ნეგატიურად, როცა ვიღებთ ამ სინამდვილეს, ან როცა ვერ ვეგუებით მას. ვერშეგუება სულაც არაა ცუდი რამ. ეს ცვლილებების, განვითარების საფუძველია. წარმოვიდგინოთ სად ვიქნებოდით, რომ არა ეს შეუგუებლობა, წმინდა ადამიანური უკმაყოფილება და მოწყენა. დიახ, მოწყენა, უცნაური ორგანული ,,ვირუსი“ და ალბათ ყველაზე ძველი და ღრმა პრობლემა ადამიანისა სამოთხის მერე რომ აყვა, როგორც დანაშაულის, მარცხის და ალბათ ბითურობის დაღი.
გართობა მოწყენისგან გათავისუფლების საშუალებაა. სამყაროში, რომელშიც უდიდესი თანხები იხარჯება გასართობ ინდუსტრიაზე, ლიტერატურა მაინც ყველაზე საინტერესო, ნაყოფიერ და ,,სხვანაირ“ გართობად რჩება. იგი სინამდვილისაგან გაქცევის თანამზრახველიცაა. გაქცევის ინსპირატორი და წამქეზებელი სრულიად სხვა სამყაროში, სამყაროში, რომელიც თუ არ არსებობს, უნდა გამოიგონო. ძნელია წარმოვიდგინოთ ისეთი სინამდვილე, რომელიც ადამიანში გაქცევის სურვილს გააქრობდა. არა იმიტომ, რომ ასეთი სინამდვილის შექმნაა შეუძლებელი, მოწყენის დამღაა მოუცილებელი და ამიტომ. მოწყენა ერთდროულად ხელისჩაქნევისა და ბრძოლის სათავეა. ექსისტენციალური არჩევანის, სიკვდილისა და სიცოცხლის არჩევანის სათავეც…
მხატვრული ლიტერატურა დიდხანს იყო მოწყენისაგან გათავისუფლების უკონკურენტო საშუალება. შემდეგ კინო, ტელეინდუსტრია და სპორტი ინაწილებენ მის ადგილს. ლიტერატურამაც ბრძოლა გადარჩენისთვის თავისსავე ტერიტორიაზე დაიწყო. ჟანრები ლიტერატურის არსებობის ფორმებია. მათ თავიანთი სოციალური და კულტურული კონტექსტი აქვთ. კონტექსტის ცვლილება ზოგი ჟანრისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, ზოგისთვის – წამგებიანი. მაგალითად, პოემა, როგორც ჟანრი კლასიკურ ავტორიტეტს კარგავს და მის ადგილს იჭერს რომანი. ლიტერატურის ისტორიაც შეიძლება ჟანრთა ომია ლიტერატურის გადარჩენისავის.
რატომ? აქაც სინამდვილესთან დამოკიდებულების თავისებურებასთან გვაქვს საქმე. უფრო სწორედ, ცნობიერების ცვლილებასთან, რაც სინამდვილისადმი დამოკიდებულების ცვლილებას ნიშნავს.
ევროპულ ლიტერატურაში რომანის დაბადება სწორედ ცნობიერების ცვლილების ეპოქაში ხდება. ამ დროს (მე-16 ს.) იწერება სერვანტესის ,,დონ კიხოტი“- შეშლილის ამბავი, რომელმაც შვა ,,შეშლილი ჟანრი“ – რომანი. აი, რა აღმოჩნდა საუკუნეების მანძილზე ყველაზე საინტერესო ადამიანისთვის – შეშლილობა. აღქმისა და სინამდვილის აცდენა დღემდე გვართობს, გვაცინებს და გვაფიქრებს. ლიტერატურაც ხომ ესაა: ფიქრი, გართობა, სიცილი…
სინამდვილის და ცნობიერების ურთიერთმიმართების საკითხი უძველესია. რამდენი ცნობიერებაცაა, იმდენი სინამდვილე არსებობს. მაგრამ ყოველთვის რჩებოდა ეჭვი არა თავად სინამდვილეზე, არამედ სინამდვილის სინამდვილეზე. ამგვარ კეთილშობილ ეჭვთა გრადაციაა აზროვნების ისტორია და ადამიანის ცხოვრების აზრი.
ლიტერატურაში ირონია ეჭვის გამოხატულებაა. დაუეჭვებელი აზროვნება შეზღუდულია და საშიში. ჭეშმარიტების ,,გეოგრაფიული პუნქტი“ ყოველთვის ეჭვის ტერიტორიაზე იყო, მაგრამ ახლო დისტანციაზე საგნები მდებარეობით პერსპექტივებს კარგავენ… ადამიანი ახლომხედია, აზროვნება კი ,,შორს გასვლისა“ და მხედველობის დაძაბვის [არაბუნებრივი] მდგომარეობაა…
ირონია არასრულყოფილი ცნობიერების ფორმაცაა. ყოველთვის იარსებებს ,,ჩავარდნილი ბგერები“, ისევე როგორც ჩრდილები. ეს არ ნიშნავს, რომ მათ დუმილს ფერი არა აქვს, ან ხმა. ადამიანობაც და მწერლობაც შუქ-ჩრდილების ხელოვნებაა და არა ჩრდილების წაშლის…
ცნობიერებისა და სინამდვილის საკითხი აქტუალური თემაა თანამედროვე ქართულ პროზაში. არსებული სინამდვილე, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ცვლილებები მოითხოვს ამაზე ფიქრს. კრიზისი ყოველთვის რეფლექსიისკენ გვიბიძგებს. ცნობიერების კრიზისი განსაკუთრებული სიმწვავით მე-20 საუკუნის 90-იან წლებში გამოვლინდა. დ. ბარბაქაძის შემოქმედებით ამ კრიზისის ჩვენება მაშინ დაიწყო, როცა იგი ყველაზე მწვავედ იდგა.
ბიბლიური სიბრძნეა: ძველ ტიკებში ახალი ღვინო არ ჩაისხმება, ტიკიც ფუჭდება და ღვინოც. დ. ბარბაქაძემ შემოიტანა ახალი ფორმა და ახალი შინაარსი, თან იმ ალუზიით, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.
კლასიკურ რომანში და, საერთოდ, ლიტერატურაში, პერსონაჟის ფუნქცია ადამიანის ფუნქცია იყო. საგნები და მოვლენებიც, როცა ისინი პერსონაჟად უნდა წარმომდგარიყვნენ, ადამიანური თვისებებით აღიჭურვებოდა. პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში პერსონაჟის ფუნქცია ადამიანის ნაცვლად ენამ, მეტყველებამ აიღო. ეს ცვლილება ქართულ ლიტერატურაში პირველად დ. ბარბაქაძემ განახორციელა.
ცნობიერებისა და სინამდვილის დამოკიდებულების გამოხატვა დ. ბარბაქაძის რომანში ,,აქილევსის მეორე ქუსლი“ სწორედ სხვადასხვა მეტყველებებს, სოციოლექტებს ეკისრება. აქ სინამდვილისა და ცნობიერების ურთიერთმიმართება ენის ,,ფრონტზე“ დგინდება და მიმდინარეობს. სხვადასხვა მეტყველებათა თანაარსებობით, რომელშიც არცერთია დომინანტური, ეტალონური საზომი, როგორც საზოგადოებრივი შეთანხმება სამეტყველო ნორმის შესახებ, უქმდება. სინამდვილეში არავითარი ასეთი ეტალონური ნორმა არ არსებობს. კოსმოსში ყველაფერი ერთადაა. ცნობიერებაში ჩაღრმავება კოსმიურ ერთიანობას სწვდება. წანამძღვრები ტექსტებზე ,,ეძღვნება შიზოფრენიით დაავადებულებს“, ან ,,ეძღვნება საზოგადოებრივი ტუალეტის თანამშრომლებს“ ირონიით პასუხობს და უარყოფს დამკვიდრებული სოციალური და კულტურული ნორმების პრივილეგიებს და მის უხამს ძალაუფლებას მართოს ,,სინამდვილე“. ამდენად, ესაა ფსევდოეტალონური ნორმებისა და ფსევდოღირებულებითი კმაყოფილების მამხილებელი წიგნი, წიგნი ადამიანებზე, რომლებსაც დაუცველობა ყოველწუთიერ დრამატულ გამოცდილებად ეძლევათ. სათაურიც რომანისა ,,აქილევსის მეორე ქუსლი“ მინიშნებაა დაუცველობის თემაზე: ,,..ეს დაუცველი ქუსლი იქცა ჩემთვის იმ ფონად, რომელზეც უნდა გაშლილიყო მეორე ქუსლის მოქმედება ჩემს ფიქრებში, ფანტაზიებში, ესთეტიკაში… სიმბოლიზაცია განიცადა არა იმ ქუსლმა, რომელიც მართლა არაჩევულებრივი იყო ადამიანური, ისტორიული გადასახედიდან, არამედ იმან, რომელიც ერთადერთ ჩვეულებრივ ასოდ დარჩა მის ნაწრთობ გარსში…“(,,აქილევსის მეორე ქუსლი“, გვ.158, 162-163).
მაგალითისთვის ერთი მხატვრული სახე ამ ექსპერიმენტული რომანის ერთ-ერთი შემადგენელი ნოველიდან ,,მოცეკვავე“. ნოველის გმირი ავადმყოფი გოგონაა, უფრო სწორედ, შიზოფრენიით დაავადებული გოგონას მეტყველება. იგი თავის მამაზე ეჭვიანობს, რომელსაც საყვარელი ჰყავს (რემინისცენცია ფროიდზე). ავტორი (თუ ენა?!) ისე მანიპულირებს პუნქტუაციით (აუქმებს ტირეებს დიალოგებში), რომ გოგონას საუბარი ექიმთან შეიძლება გავიგოთ, როგორც პაციენტის დიალოგი საკუთარ თავთან, სადაც უკვე გაუგებარი ხდება დიალოგის რომელი მხარეა შიზოფრენიით დაავადებული. ნოველის სათქმელი ისაა, რომ არავითარი საღი, ნორმალური ცნობიერება არ არსებობს. ეს პირობითია საერთო შეთანხმებათა კონტექსტში, რომელიც ასევე სხვადსხვაა და ცვალებადი. ადამიანი სწორედ დაუსრულებელი, ცვალებადი და მოუხელთებელი სინამდვილისთვისაა განწირული, როგორც იონა თევზის მუცელში, რომელმაც არ იცის სადაა, ისევე როგორც თევზმა, რომელსაც არცა აქვს ამის ცოდნის ცნობიერება. ,,წმინდა“ ცნობიერების საკითხი დ. ბარბაქაძის შემოქმედებაში სინამდვილის (ბრჭყალების გარეშე) შესახებ ცოდნისა და წარმოდგენის საკითხია. აქედანაა წარმოდგენისა და ცოდნის აგების ,,სხვა“ მოდელი მის შემოქმედებაში, რომელსაც ცნობიერების დადგენილ-ადაპტირებული საზღვრებიდან გავყავართ, ანუ იქედან, სადაც ის სინამდვილეში (კრისტალური სახით) არც არის, ან მეორადი დანამატია როგორც სოციუმში ორიენტაციის ,,ინსტრუმენტი“.
თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციები აჩვენებს, რომ ლიტერატურა ,,კეთდება“ ან უკვე არსებული მკითხველისათვის, მყარად გაფორმებული სამკითხველო სტერეოტიპისათვის, ან იგი ქმნის ახალ მკითხველს, ახალ კულტურულ სივრცეს, რომელიც ძველ სტერეოტიპებს აძევებს. ახალი პოეტური ტენდენციები აქ მეტ ბუნებით უკომპრომისობას ავლენენ. რომანი, როგორც ჟანრი, ამ მხრივ, უფრო კომფორმისტულია. მაგრამ ეს მხოლოდ ,,უკუსვლის“ სიმულაციაა, რომელიც ,,წინ მოძრაობას“ (გადა)ფარავს.
ჟანრული თამაშის წინაუკმო მოძრაობებში მოხდა რომანის ცვლილება, რაც არაა განპირობებული მხოლოდ ,,ბაზრის დემოკრატიით“.
მაგალითად, რატომ არის დათო ბარბაქაძის ,,აქილევსის მეორე ქუსლი“ რომანი?! ავტორი წერს: ,,მე ვფიქრობ, შესაძლებელია წერო დიდხანს, ნაწყვეტ-ნაწყვეტად, მერე თავი მოუყარო ამ მთლიანობებს და დაარქვა რომანი. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მართლა ფიქრობ, რომ მთლიანობის ეს ნაკრები რომანია…“. ,,ეს არც ანტირომანია, არც არარომანი. ესაა რომანი მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორმა ასე გადაწყვიტა. ღიმილისმომგვრელი მოტივაციაა? მხოლოდ იმიტომ, რომ არაა სასაცილო. მე რომ ურიცხვი თანამდროვე რომანი დამერაზმა ჩემი ტკბილი სურვილის და მონდომების გასამართლებლად, აი, ეს კი მართლა სასაცილო იქნებოდა, ხომ მეთანხმებით?“ (დ.ბარბაქაძე, ,,აქილევსის მეორე ქუსლი, თბ, 2000, გვ 123, 160). ამ სრულიად ,,არასერიოზულ“ განმარტებაში სადღაც შიგნით, ჩაგდებულ/გადაგდებულია მდოგვისხელა მარცვალი (გნებავთ, ,,ჭეშმარიტების ჭია“), რომელშიც ჟანრის (დე)კონსტრუქციის კეთილშიბილი იდეა ბარტყობს. ყოველი ლიტერატურა, რომელიც ამ ელემენტს ატარებს (და ასეთი ლიტერატურა ყოველ დროში არსებობს) თავისი არსით მოდერნისტულია, რაც ნიშნავს, რომ ირონიულად ,,ამაღლებულია“ ტრადიციაზე.
მაინც რა არის ამ რომანის სინამდვილე? აჩვენოს ცხოვრება, როგორც ლაბირინთი, რომელსაც არა აქვს მთლიანობა, რადგან არა აქვს ღერძი. ამ შემთხვევაში ეს ინტელექტუალურ-ენობრივი ლაბირინთია, რომელშიც განწყობილებები და იდეები მოძრაობენ და წარმართავენ თხრობის ძაფს, რომელიც აღარაა ,,არიადნეს“ ძაფი. ,,ესაა რომანი ყოვლად რეალურ ადამიანებზე, რომლებიც მთელი სარომანო დრო-სივრცის მანძილზე ეწევიან ,,უტრაგიკულეს“ საქმიანობას: აგროვებენ ჩვევებს, ფიქრებს, ხასიათებს, ეთიკურ ნორმებს, გადაწყვეტილებებს, ეჭვებს, მოგონებებს, ოცნებებს, და ამას სჩადიან ერთადერთი მიზნით, რათა ეზიარონ მთლიანობას და გადარჩნენ. ანუ: ეზიარონ იმას, რაც ან არასოდეს გააჩნდათ, ან უკვე სამუდამოდ დაკარგეს. მათი ჩანაფიქრი მარცხისთვისაა განწირული, ვინაიდან მათ ხელთ არსებული ძალებით შეუძლებელია ორ მთავარ პერსონაჟზე – იდეების ინტენსივობასა და განწყობილებების ინტენსივობაზე – გამარჯვება, მათი გაძევება, ან ლოკალიზება, პიროვნული გეგმის ვიწრო ჩარჩოში ჩასმა” (გვ160). ,,ეს გარკვეული თვალსაზრისით, რომანტიკული რომანიცაა: დაკარგული მთლიანობის აღდგენაზე ოცნებით და მისი დაბრუნების იმედით აღსავსე, მეტად და მეტად უსური“ (გვ.157).
მწერალმა უნდა თქვას სიმართლე, თავისი სიმართლე სინამდვილის შესახებ. რომანში სინამდვილე დიდ ტკივილშია მიგნებული – ის სინამდვილეც, რომელიც არსებობს, და ისიც, რომელიც შეიძლება, გვინდა რომ არსებობდეს. ,,მე გიყვებით ჩემი არასენტიმენტალური შეცდომების, ჩემი მარცხის კომპაქტურად შეკრულ, ნოველებად დაშლილ ისტორიას“-ამბობს ავტორი. (გვ 161-162) სინამდვილის სირთულე განაპირობებს იმასაც, რომ რომანი ვერ აკეთებს არჩევანს იყოს რომანი, ან არჩევანს იმაზე, როგორი რომანი იყოს. და რომანიც ისევე შედის ექსისტენციალურ ჩიხში, როგორც ადამიანი.
სინამდვილის წვდომის და მისი აღწერის მთავარი გამოწვევები დ. ბარბაქაძისთვის ი. ჭავჭავაძის ,,ბედნიერი ერი“ და მ. ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“ იყო, რაც მან განახორციელა რომანში ,,ტრფობა წამებულთა.“ ესაა ტრადიციასთან დიალოგი დეკონსტრუქციის გზით. ძველი ქართული ენის მხატვრული არქიტექტონიკა, რომელიც საეკლესიო ლიტერატურაში ესთეტიკურ-თეოლოგიური პლანით დამუშავდა თავის დროზე, სრულიად ,,სხვა“, დაცემული სინამდვილის აგების საშუალება ხდება. ამ რომანით პაროდიულ-ირონიულად გამოხატულია ლიტერატურის მართლმამხილებელი ძალა, რასაც ქართული ლიტერატურის სათავეებთან მივყავართ. მწერლის მიერ რეალურ-მხატვრული დონეების გაერთიანება ირონიისა და პაროდირების გზით ისტორიის აღწერის, ჩაწერის ფორმაცაა. ამიტომ ,,ტრფობა წამებულთა“ არის წიგნი ისტორიულ და მორალურ სინამდვილეზე, თუმცა წიგნი, რომელიც ამავე დროს ლიტერატურას ისტორიისა და მორალისგან სრულ ავტონომიურობას არათუ უკარგავს, არამედ თავისუფლების განსაკუთრებულ უფლებებში წარმოადგენს…
90-იან წლებში ცნობილი ავტორების არაერთი გახმაურებული ნაწარმოები შეიქმნა. ექსპერიმენტული რომანის სათავეებთან დაიწერა გ. ალხაზიშვილის ,,ამოდის, თუ ჩადის მზე?!“ რომანის, როგორც ჟანრის განვითარების თვალსაზრისით ეს ნაწარმოები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. იგი მოიცავს სრულიად სხვადასხვა ჟანრულ ფორმებს, რაც ადამიანის მთლიანობისა და ამასთან მისი შინაგანი სამყაროს დანაწევრებულობის აღწერის ექსპერიმენტია. აქ ნახავთ ესსეს, ლექსს, ფილოსოფიურ მედიტაციას, ამბავს, თხრობას. ესაა ჟანრული მოზაიკა, ჟანრული ორკესტი, რომლის მიზანია გვაგრძნობინოს ინდივიდუალურ შესრულებათა მშვენიერება, რომლებიც გვერდიგვერდ თანაარსებობენ, მაგრამ პოლიფონიურ მთელს ვერ ქმნიან. რა თქმა უნდა, უპირველესად ესაა სამყაროს/რომანის აგების ექსპერიმენტი, რომელშიც გამოხატულია დაკარგული მთლიანობის ტანჯვა (როგორც არსებული სინამდვილე) და მისი პოვნის ოპტიმიზმი (როგორც შესაძლებელი სინამდვილე).
აი, რას ამბობს ავტორი ამ რომანის შესახებ დღეს და როგორ იხსენებს მასზე მუშაობის პერიოდს: ვწერდი დიდი გატაცებით, დღიურებიც ჩავრთე. პერსონაჟების სახელებიც ერთობ უცნაურია. მერე უკვე მუსიკალური ინსტრუმენტების სახელები ჰქვია მუსიკოსებს. არის სარდაფი, როგორც ქვეცნობიერი… დაბეტონებული წარსული, საიდანაც ისევ ამოდიან მცენარეები-ამოდის წარსული… გაბმული ფიქრი სამყაროსა და ტრანსცენდენტზე. გაორებული პერსონაჟი, რომელიც ფინალისკენ მთლიანდება. და სათაური, სადაც კონცეპტი დევს – ჟამარეული სიცოცხლე.
რეალისტური გარემო, რომლიც 90-იანი წლების მძიმე პერიოდს აცოცხლებს, ისეა შეზრდილი სიმბოლურ პლანთან, რომ მათი გამოცალკავება შეუძლებელია. ამიტომ რომანი ადვილად, დაძაბვის გარეშე იკითხება. ,,სარდაფი“, ,,ობობა“, ,,ჰერბარიუმი“ რომანის მთავარი სახე-სიმბოლოებია. ,,სარდაფი“ ადამიანის ქვეცნობიერს გამოხატავს, ობობა საკუთარი თავის ქმნას, ქსოვას, ჰერბარიუმი დაკონსერვებულ წარსულს. ნაწაროების ფინალში კვანძი ამ სიმბოლოებთან დამოკიდებულებით იხსენება. სარომანო ამბავიც ესაა.
რომანის მთავარი თემაა საკუთარი იდენტობის, საკუთარი თავის, ადამიანის შინაგანი სინამდვილის დადგენა, გააზრება. თვითრეფლექსია მიმდინარეობს როგორც დიალოგით, ისე მონოლოგით. ამბები, ლექსები, ესსეები, დღიურები ტრადიციული თხრობითი მანერითაა გადმოცემული, მაგრამ მთლიანობაში ხელთა გვაქვს ცნობიერების ნაკადის მდორე დინამიკა, რომელიც კლასიკურ ,,ნაკადულებსაც“ მოიცავს რომანში ჩართული სხვადასვა ამბების სახით. ერთ-ერთი ასეთი ამბავია ნიკოსთან შეხვედრის ეპიზოდი. თანაკლასელ ნიკოსთან ერთი ჩევულებრივი შემთხვევითი შეხვედრით, თითქოს ყოევგვარი წინასწარი ჩანაფიქრის გარეშე არის ნაჩვენები 90-იანი წლების მძიმეს სულიერი და სოციალური გარემო. მეცნიერებათა დოქტორობიდან ქუჩის მათხოვრად გადაქეული კაცის ამბავი, რომელიც სიმონთან (მეორე მე-სთან) სტუმრობის გზაზე იშლება, თითქოს არაფრითაა კავშირში მთავარ ამბავთან. სინამდვილეში ეს ეპიზოდი მინიშებაა იმ შემხვევით შეხვედრებზე, ჩვენთან არაფრით დაკავშირებულ ამბებზე, რომლებიც შეიძლება ყოველ დღე გვესმის, მაგრამ უჩინრად მონაწილეობენ საკუთარ თავისკენ მოძრაობაში და ტოვებენ კვალს, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ კვალი ყოველთვის უკანაა. ეს რომანი საკუთარი კვალის წაკითხვის ,,ექსპერიმენტია“: უკან მოხედვა, საკუთარ ნაკვალევში მომავლის ნიშნების ამოცნობა და ამ ნაკვალევიდან საკუთარი თავის ამოძერწვის გაბედულება.
,,როცა X-ი წავიდა, მივხვდი რომ სიმონიც გაქრა – იგი აღარც ჩემში არსებობდა და არც სადმე ჩემთან ერთად. პირველი, რამაც გამაოცა, ის უნებლიე სიხარული იყო, სიმონისა და X-ის გაქრობამ რომ გამოიწვია. მივხვდი, რომ დღეიდან, ამ წუთიდან, იმ უსაზღვრო თავისუფლებას ვეკუთვნოდი ამქვეყნიურ, მოჩვენებით ბედნიერებას რომ ირონიულად შეჰყურებს და არარად მიაჩნია. ლარნაკზე მიყუდებული ჰერბარიუმი ფანჯრიდან გადავუძახე, სიმონის ხელნაწერები კი. ანუ წიგნის დედანი, ჩვენი თანაავტორობით რომ იქმნებოდა, საქაღალდეში ჩავალაგე იმ იმედით, რომ ხვალვე ვაჩუქებდი რომელიმე ჟურნალს, მერე კი რომელიმე გამომცემლობას, რათა თავიდან მომეშორებინა წარსული, რომლის ტყვეობაშიც ლამის სული ამომხდა.
მშვიდად ჩავიარე სარდაფში ჩამავალი კიბე, სანთელი ავანთე და მაგიდას მივუჯექი. კედლის კუთხეში, ჭერთან – ობობა ისევ ქსოვდა თავის აბლაბუდას. მეც დავიწყე სიტყვების ჩხიბვა. პირველი „წინადადება“ ჩემს დღიურში რომ ჩავიწერე ასე ჟღერდა X+X№2 ანუ პაუზა= ?, X-X№2 ანუ პაუზა =0. ამ უაზრო ფორმულებს რომ ვწერდი, გამახსენდა, სკოლაში როგორ მძულდა ალგებრა, მაგრამ ის, რაც ჩავიწერე, აღარ წავშალე. ყველა და ყველაფერი უცნობი იყო ჩემთვის, გარდა იმ დიდი კითხვის ნიშნისა და არაფრის აღმნიშვნელი ნულისა, რომლებიც ერთმანეთს არც გამორიცხავენ და არც უარყოფენ“ (ამოდის თუ ჩადის მზე?!“)
ა. მორჩილაძის რომანი ,,შენი თავგადასავალი“ პოსტმოდერნისტული ,,სიურპრიზებითაა“ სავსე. მოულოდნელ ალუზიებში მკითხველიც ისევე მსუბუქად დაფრინავს ტექსტის სხვადსხვა განზომილებაში, როგორც ჰალუცინატორგადაყლაპული ჯორჯია ლონდონის სახურავებზე. ქართული, თბილისური სინამდვილე კი ისეთ დროს და ადგილას ,,შემოყოფს ხოლმე თავს,“ რომ ჯერ გაკვირვებს და მერე ცრემლებამდე გახარხარებს: ,,მე ვიყო ისტ ენდის ყველაზე უნამუსო აჩრდილი, ყველაზე საზიზღარი სამმართველოს უფროსის ცოლის საყვარელი რვალარიანი ,,მალბოროს“ გულისთვის, მე ვიყო მევახშე და არყის მეთილის სპირტით დამამზადებელი და აბაზანაში შამპანურის ჩამომსხმელი, ვიყო საოჯახო პორნუხების მთავარი რეჟისორი, კიდევ უარესი – გრიმიორი, თუ ოდესმე დამავიწყდეს ეს კაცი“ (143).
რომანის ქარგას ქმნის სხვადასხვა მეტყველებათა, ან მეტყველებაში გამოხატულ სხვადასხვა სტერეოტიპთა, კულტურათა, შეხედულებათა დაუსრულებელი პანორამა. აქ მარქსი თუთაშხიას ,,ენაზე“ ლაპარაკობს, ჟორდანია ტრანსვესტიტების მეზობლად იმალება, გალაკტიონი და ბარათაშვილი სად, ვისში ალაპარაკდებიან რომანის მთელი ინტრიგაა, რაღაცით დეტექტიური ინტრიგის მსგავსი.
სრულიად გასაგებია, რომ სინამდვილის ასახვის, სიმართლის თქმის ფუნქცია აქვს თხრობას და არა ავტორს. ისტორიული ამბები უახლესი წარსულიდან, პოლიტიკური წიაღსვლები, კულტურული კონფლიქტები თხრობის სისწრაფეში, პაროდიისა და ირონიის ემოციურ ზეგავლენაში ლანდებივით ისე გაიელვებენ, რომ თითქოს არც ყოფილან. არადა სწორედ ისინი არიან საყურადღებონი.
,,ქართველობა ორი რამით მტკიცდება, სხვისთვის ჩადენილი გმირობით ან მეგობრის ხათრით რაიმეს დათმობით. ძველმა მეგობარმა წერილი მოგწერა. შენი და კობას მეგობრობა ხომ უწყვეტია“ (42). ესაა წერილი, რომელიც პეტრე ჯაფარიძემ თავის ჰალუცინაციურ წარმოსახვაში თვით გენერალ როდიონოვისგან მიიღო და სხვა რა გზაა, თუ არა თავის მოკვლა? ბოლშევიკების მხარეს ხომ ვერ დადგება?! მეგობრებს ხომ ვერ გასცემს?! თვითმკველობის გზაზე დამდგარი ჯორჯია, იგივე პეტრე ჯაფარიძე, ნარკობარიგა სემს უხსნის თავისი არჩევანის მორალურ სიმართლეს. და იქვე, სიტყვების ეშმაკურ თამაშში პაროდირებულია ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის, შემდგომი პერიოდის (და დღესაც აქტუალური) პოლიტიკური რიტორიკა:
,,- სხვა აღარაფერი შემიძლია, იმ კაცმა, ჩემს ოთახში რომ ნახე, საშინელი არჩევანი შემომთავაზა.
– და შენ რა მოიფიქრე?
– მესამე გზა ავირჩიე. ოღონდ, გთხოვ, მესამე ძალაში არ აურიო. მესამე ძალა ძალიან ცუდი რამეა“(53)
ასევე პაროდირებულია მემარჯვენე-მემარცხენეობის თემა. ტრანსესვისტებისგან დაფეთებული ჯორჯია კიბეზე შეეხლება ნოე ჟორდანიას, რომელიც ჩაიზე შეიპატიჟებს მას.
,,- რა არის თქვენი საქმიანობის განხრა? – მკითხა დაკვირვებით.
– პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობ. – ვთქვი და ჩამოვჯექი ერთადერთ სკამზე.
– ეჰ, რა გასახარელია, – ხელები მოიფშვნიტა, – ერთი ხელობის მიმდევარი ვყოფილვართ. მაგრამ როგორი არის თქვენი მიმართულება, მემარცხენე, თუ მემარჯვენე.
– ეს ვერ გამირკვევია, რადგან ჯერ მხოლოდ ვსწავლობ.
– ნასწავლი კაცი უეჭველად მემარცხენე უნდა იყოს, – მითხრა მტკიცედ. – ერთი ეგ ფინჯანი გადმომაწოდეთ… აი, ჩაი ცეილონისა, ბულკი – ფრანგებისა, შლაპა ბერლინის წარმოებული მახურავს, ახალციხის ვაშლები პარიჟში იყიდება, აბა, ასეთ ვითარებაში ვინ არიან მემარჯვენენი?
– ვერას მოგახსენებთ“…(110)”
ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია დე ჟუსაკთან შეხვედრა, რომელშიც ნაჩვენებია ავტორისა და მისი ჩანაფიქრის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობის რთული ორაზროვნება. ,,თქვენ ის ჟუსაკი ხართ?… – სწორედ ის, ვითომდაც რომ მოერია კაპიტანი დ’არტანიანი, რომელიც მაშინ სულაც არ იყო კაპიტანი, – ცოლს გადახედა კაპიტანმა დე ჟუსაკმა. – შენ კი არ შეგეძლოო, როგორ არ შემეძლო, უბრალოდ, ჯერ არ დავმთვრალვარ ჩემი შესაძლებლობებით, რომ ადამიანისთვის ჭკუის სწავლება დამეწყო. ეს არც არის ჭკუის სწავლება, ეს ცხოვრების მოწამვლაა, როცა აჩრდილი თავს დაგტრიალებს, ვერც კი ხვდები როგორ იწამლები“(123)
აქ კიდევ ერთი ჩანაფიქრია. ეპოქების სხვადასხვაობის ჩვენება: დე ჟუსაკი ყვება თავის ამბავს: ,,…მაშინ აქაურობა ლონდონი არ იყო, მაგრამ ლონდონის ახლო კი ეთქმოდა. ბარე ათმა დიდგვაროვანმა მომაბარა თავისი შვილები… მოგეხსენებათ დროება. ახლა ვის აბარენენ შვილებს?
– ფეხბურთის მწვრთნელებს – მივუგე მე.
– მერე, ფეხბურთი ღირსების დაცვის საშუალებაა?
– არა, სერ. ფეხბურთი გამდიდრების საშუალებაა, რაღა ხარატი ან დურგალი გამოვიდეს ბიჭი, ფეხბურთელი გამოვიდეს და ჩეჩქივით ფული ექნება.
– რომ ვერ მოიგოს? – ჩამეკითა ბატონი დე ჟუსაკი
– მაინც ხელფასი ექნება.
– ე.ი. გამარჯვებას ფასი დაკარგვია, – ეწყინა ამ გულკეთილ მოხუცს, მაგრამ ფეხბურთი მოგეხმარება ღირსების დაცვაში? ბურთი ხომ რაპირა არ არის?
– ღირსებას სასამართლო დაგიცავთ. – განვუმარტე მე.
– რას მეუბნება ეს ყმაწვილი? – ცოლს გადახედა ბატონმა დე ჟუსაკმა, – სასამართლოს აღდგენილმა ღირსებამ კაცი როგორ უნდა დააკმაყოფილოს?
– ეს ჩვენი ბარლი არ არის, ბ-ნო დე ჟუსაკ, – განუმარტა სემმა…“(123)
ეს წიგნი სინამდვილის ღრმა ირონიაა. სიმართლე უწყინარი პირდაპირობით უკვე სათაურშია მოხლილი, დიახ, ეს ყველაფერი შენი, ჩვენი თავგადასვალია, თავგადასავალი, რომელიც საჭიროა გარდახდეს, დასრულდეს, რათა ისტორია დაიწყოს, რაც ნიშნავს შენს ქვეყანასა და შენს ბედს შორის კავშირი შენს მიწაზე განხორციელდეს. ესაა წიგნი, სამშობლოდან გაქცეული ადამიანების ბედზე, რომლებიც უცხო მიწებზე გადარჩენას ცდილობენ.
ომმა, მისგან წარმოშობილი უბედურებების შიშმა და შედეგმა სულ ახლახანაც შეგვახსენა თავი. 2008 წლის ომი ზ. ბურჭულაძის ხმაურიანი რომანის ,,ადიბასის“ მთავარი გმირია. მაგრამ ეს ,,პერსონაჟი“ რომანში თითქმის არც არსებობს. მისი წარმომდგენი არის სექსი. რომელიც ადამიანების სრულ ინფანტილიზმს გამოხატავს არსებული საფრთხის მიმართ – ომის მიმართ, სამშობლოს ბედის მიმართ, როცა ადამიანებს სცალიათ, შეუძლიათ იფიქრონ ყველფერზე სამშობლოს ბედის გარდა. რომანი ისე მთავრდება, რომ მკითხველმა უნდა გამოიცნოს, რაღაც აზრით პარალურად თავის წარმოდგენაში დაწეროს სწორედ ომის ბატალიები. ეს ,,პარალელური“ რომანი ომზე ისევე იქნებოდა სავსე ბევრი სისხლით, როგორც ეს ,,ვერსია“ შიშველი ეროტიკით. რომანის ბოლოს ჟურნალისტ სოფო რუსაძის სატელეფონო ზარი გიოსთან – ,,თაკო სად არის? თაკოზე ცუდი სიზმარი ვნახე, მთავარია ცოცხალია“, გასაგებს ხდის, როგორი იქნებოდა რომანის ფინალური სცენა, იგი რომ ომზე ღიად ყოფილიყო დაწერეილი: ჟურნალისტის აღელვებული ზარი ცუდი სიმზრის თაობაზე მინიშნებაა მისსავე შემაშფოთებელ ნიუსზე, რომელიც ომის პირველ მსხვერპლზე გვაუწყებს. მხატვრული ჩანაფიქრით, სიზმარი, როგორც მეორადი სინამდვილე (სინამდვილე სინამდვილეში) ცხადის პირველად მნიშვნელობას ატარებს.
ჩვენს დროში ხომ პირველადი და მეორადი მნიშვნელობები არეულია. მეორადი არა მარტო იკავებს პირველადის როლს, არამედ უკეთ ახერხებს პირველადობის სიმულაციას. ალბათ იმიტომაც, რომ არავინ იცის (ვეღარ იცის) სინამდვილეში რაა პირველადი და რა მეორადი. ეს ინტროვერსიები დიდი თავსატეხია, რომელშიც ღრმა ღირებულებითი პოზიციები კი არ გვაორიენტირებენ, არამედ ისეთი პროზაული რამ, როგორიცაა ცოტა ფული, რომელიც არაა საკმარისი არა მარტო ,,მაგარი ბრენდების“ შეძენისთვის, არამედ ,,სექენდ ჰენდში“ შეძენილი ტანსაცმლის ,,საყოფაცხოვრებო სახლში“ შეკეთებისათვის. სექსიც მეორადი სინამდვილეა, და პირველადის ნაცვლად ადგილს იჭერს არა (მარტო) იმიტომ, რომ ისიც ომია, არამედ იმიტომ, რომ სნობურ ტვინში სხვა არაფერი მოდის საფიქრალ-საკეთებელი. ეს სიმულაცია მოვლენების შიგნითაც მიმდინარეობს: ასეთ შემთხვევაში მეორადი მნიშვნელობა საკუთარ თავში მთლიანად აძევებს პირველად შინაარსებს…
,,საბაგირო სადგურის გვერდით, სადაც ადრე ,,საქსახმშენის“, იგივე გრუზგიპროგროსტროის“ შენობა იდგა, რკინა-ბეტონისა და მოსარკული მინის გიგანტური კონსტრუქციაა აღმართული. თუმცა ძველი შენობა არსად წასულა. მთელი ფოკუსი კია ისაა, რომ ძველი ისევ იქ, თავის ადგილზე დგას – ახალი კონსტრუქციის ქვეშ. ძველს მხოლოდ მინის ფასადი წამოაცვეს პრეზერვატივივით (ეს ერთ-ერთი მთავარი თბილისური ფოკუსთაგანია – ხშირად მინა-პაკეტიანი ულტრათანამედროვე ფასადის მიღმა იტალიური ეზო დაგხვდება: აივნებს შორის გაჭიმულ თოკებზე დაკიდებული სარეცხით და ტალავერში ნარდის მოთამაშე მეზობლებით). მისი პრიალა, იდეალურად გლუვი ზედაპირი თითქოს გთხოვს, დამაზიანეო. თუმცა საამისოდ თბილისი ძალიან პატარაა. იმდენად პატარა, რომ აქ ვერც ტერორისტებმა ჩაიდგეს ფეხი, ვერც კოკაინის დილერებმა, ვერც პაპარაცებმა, ვერც იეღოველებმა და ვერც ზანგმა სტუდენტებმა – თეთრი ბოტასებით… იქნებ ქართველებს მარტო დემოგრაფიული პროგრამის შესრულება შეუძლია, ისიც მკაცრად განსაზღვრულ არამარხვის დღეებში?…”.
ქართული სინამდვილის ეს სურათი მიგვანიშებს ჩვენი ეროვნული ხასიათის იმ თვისებაზე, რომელიც გამოიხატება, როგორც ყველაფერ უცხოს უპირობო მიღება-მიბაძვაში, ისე ყველაფერ უცხოსადმი გადაჭარბებულ შიშში. ეს ეროვნული კომპლექსია არასრულფასოვნების. მაგრამ როცა მაგარი წინაპრები გყოლია, სვეტიცხველიც ამაყად დგას და ვეფხისტყაოსანიც ,,შენი არაა?!“ რა დროს არასრულფასოვნებაზე ფიქრია?! თუმცა ,,რაღაც“ რომ საჭიროა, რაღაც რომ გვაკლია, ის ბუნდოვანი ,,რაღაც“, – სწორედ ახლა საქნელ-საკეთებელი, ეს ვერ დაიმალება და მოსვენებასაც არ იძლევა. რამ შეიძლება შემოკრიბოს არსებობის დანაწევრებული ფრაგმენტები?… ამ კითხვას, რომელსაც წიგნი სვამს, ავტორი უიმედო ირონიით პასუხობს:
,,ნაციის შესაკრავად მტრის ხატია საჭირო. თუმცა ამავე დროს ისიც ცხადია, რომ ქართველს არუთინიანის ხატი ვერ შეკრავს. და კიდევ ტერორისტული აქტები, და რაც მთვარია ამ აქტების იმიტაციები, პირველ რიგში ხომ იმას ემსახურება, რომ ნაციის თვითშეფასება დაეცეს. ქართველის თვითშეფასება კი ამაზე მეტად ალბათ ვერც დაეცემა. ანუ აქ უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ასე რომ ყოფილ ,გიპროგორსტროის“ შენობას კიდევ დიდხანს არაფერი ემუქრება.
მისი სახურავიდან უცბად მტრედი პიკირებს, ჩიტის ანარეკლი მოსარკულ მინებს მიუყვება. ბილბორდის ჩრდილიან წიბოზე ჯდება. ბილბორდიდან რეზერვისტი იღიმის“
ბილბორდიდან მომღიმარი რეზერვისტი მეორადი, სიმულირებული სინამდვილის ჩამაფიქრებელი სურათის დაგვირგვინებაა. რომანის მიხდვით ჩვენი სინამდვილე ერთი გრძელი სიმულაციური ჯაჭვია. სიმულაცია – არსებობის მაორგანიზებელი, რომელიც ისეთ ჯიუტ ფაქტად გადაიქცევა, როგორც თანამედროვე ფასადი იტალიურ ეზოზე. ფაქტებთან ომი კი ისევე ძნელია, როგორც აჩრდილებთან, რადგან ყველაზე საშიში აჩრდილები სწორედ ფაქტებში იმალებიან….
არადა, ,,ჩევნ შეგვეძლო გვეცხოვრა, გვეკოცნა, გვეხოცა, გველოცა, გვეგინა, გვეთხოვა, გვეჯობა, გვეწერა…. გვემათხოვრა – უფრო ამაყად…”
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box