პროზა (თარგმანი)

ნა­ჯიბ მაჰ­ფუ­ზი – შეხვედრა მის აღმატებულებას­თან

mahfuz 2313

არაბულიდან თარგმნა მაია ანდრონიკაშვილმა

ახ­­ლი, შე­­სახ­ლე­ბე­ლი შე­ნო­ბის სა­ნა­ხა­ვად წა­ვე­დი. იქ ჯერ კი­დევ შე­უმ­­რა­ლი სა­ღე­ბა­ვის სუ­ნი იდ­გა. მი­წის ოთხ­კუთხე­დი ნაკ­ვე­თი ეკ­­ვა და ცო­ტა ხან­ში მი­სი შე­სას­­ლე­ლის თა­ვი უნ­და და­ემ­­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი უზ­არ­მა­ზა­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბი­ან დიდ აბ­რას. ის ბედ­ნი­­რი შემ­თხ­ვე­ვა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც აირ­ჩი­ეს და იჯ­­რით აიღ­ეს ეს შე­ნო­ბა, ჩემ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე ყვე­ლა­სა­გან მი­ვიწყე­ბუ­ლი არ­ქი­ვის გა­დამ­წე­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ოქ­მის მწარ­მო­ებ­ლად შე­მიყ­ვა­ნეს იმ კა­ბი­ნეტ­ში, რო­მე­ლიც დე­პარ­ტა­მენ­ტი­სათ­ვის ახ­­ლი შე­ნო­ბის შე­სარ­ჩე­ვად შე­იქ­­ნა – დე­პარ­ტა­მენ­ტის ფი­ლი­­ლე­ბი ხომ დი­დი ქა­ლა­ქის ერთ­მა­ნე­თის­გან ძალ­ზე და­შო­რე­ბულ უბ­ნებ­ში იყო მი­მობ­ნე­­ლი. ყო­ველ დი­ლით ძვე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ამ შე­ნო­ბას ჩა­ვუვ­ლი­დი ხოლ­მე და ერთხე­ლაც, მო­ვიწ­ვიე კო­მი­ტე­ტი მის და­სათ­ვა­ლი­­რებ­ლად. ყვე­ლა სა­ჭი­რო ფორ­მა­ლო­ბა და­­ყოვ­ნებ­ლივ შეს­რულ­და და მა­ლე ხე­ლი მო­­წე­რეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას შე­ნო­ბის მფლო­ბელ­თან.

ერთხელ დი­ლით, რო­დე­საც ჩვე­­ლე­ბი­სა­მებრ ახ­ალ შე­ნო­ბას ჩა­ვუ­­რე, ერთ­­ვარ­მა სი­­მა­ყემ და მე­პატ­რო­ნის მოჩ­ვე­ნე­ბით­მა გრძნო­ბამ მი­ბიძ­გა კი­დევ ერთხელ ვწვე­­დი ცა­რი­ელ შე­ნო­ბას, რო­გორც ეს ნამ­­ვილ ბი­­როკ­რა­ტებს სჩე­ვი­ათ, მით უმ­­ტეს, რომ გა­და­ბარ­გე­ბა ჯერ არ დაწყე­ბუ­ლი­ყო. ად­რინ­დე­ლი ოფ­­ცი­­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბის წყა­ლო­ბით კა­რის­კა­ცი დი­დი პა­ტი­ვით შე­მე­გე­ბა. რა იც­­და ამ გუ­ლუბ­­­ვი­ლო კაც­მა, რამ­დე­ნად დამ­ცი­რე­ბუ­ლად ვგრძნობ­დი თავს – მე ხომ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რან­გის მო­ხე­ლე ვი­ყა­ვი, ამ­ას­თან, მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ოჯ­­ხის პატ­რო­ნიც, რო­მე­ლიც ხორცს მხო­ლოდ დღე­სას­წა­­ლებ­ზე თუ იგ­­მებ­და ხოლ­მე.

შე­ნო­ბის ეზ­­ში ვი­ღაც კაცს შე­ვე­ჩე­ხე. გა­­გე­ბა­რი იყო, სა­­დან გაჩ­­და იგი აქ. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მა­ღი­ზი­­ნე­ბე­ლი გახ­და ის, რომ კა­ცი მტკი­ცედ და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად და­­ბი­ჯებ­და თა­ვი­სი სა­­მე­დო და ძლი­­რი ფე­ხე­ბით. ჩავ­­ვა­ლე, რომ ეს კა­ცი აქ ბი­ნის და­სა­ქი­რა­ვებ­ლად მო­ვი­და და მო­ვე­ლო­დი, რომ გუ­ლი­თა­დად მო­მე­სალ­მე­ბო­და, მაგ­რამ მან თა­ვი­დან­ვე არ მო­მაქ­ცია ყუ­რად­ღე­ბა – ჩა­მი­­რა და თან ყვე­ლა­ფერს ქედ­მაღ­ლუ­რად ათ­ვა­ლი­­რებ­და. მის გა­მო­ხედ­ვას შე­ეძ­ლო ჩემ­ნა­­რი მო­ხე­ლეც კი გა­ნე­რის­ხე­ბი­ნა, რა­გინდ სა­ვა­ლა­ლო არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მი­სი მდგო­მა­რე­­ბა. ეს შე­ნო­ბა ხომ მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, გარ­და ამ­­სა, იმ ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც მას რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­­პატ­რო­ნე­ბო­და. ამ­­ტომ მო­ვემ­ზა­დე კა­ცის­­ვის შე­ნიშ­­ნე­ბის მი­სა­ცე­მად, თუმც კი გო­ნი­­რე­ბის ფარ­­ლებ­ში. ერთხელ კი­დევ შე­ვავ­ლე თვა­ლი მის ჩაფ­­­­ნილ სხე­ულს, მაგ­რამ მან და­მას­­რო და არც კი მომ­სალ­მე­ბია, ისე მკითხა: – სახ­ლის პატ­რო­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხარ? იმ დე­პარ­ტა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ვარ, რო­მელ­მაც შე­ნო­ბა იჯ­­რით აიღო, – ვუ­პა­სუ­ხე ამ­­ყად. ძა­ლი­ან კარ­გი. მინ­და შე­ნო­ბა შიგ­ნი­დან და­ვათ­ვა­ლი­­რო, – თქვა მან დინ­ჯად. – კი, მაგ­რამ, ვინ ბრძან­დე­ბა თქვე­ნი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა? დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, – მო­მი­გო უბ­რა­ლოდ. გა­ვოგ­­დი, ხელ-ფე­ხი გა­მი­შეშ­და, ან­გა­რიშ­მი­­ცემ­ლად წელ­ში მო­ვი­ხა­რე, თით­ქოს მი­სი პი­როვ­ნე­ბი­დან ჩემს უძ­ლურ არ­სე­ბა­ზე გად­მო­სუ­ლი ელ­ექ­­რო­მუხ­ტის პა­სუ­ხად. მორ­ჩი­ლად ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე: მო­მი­ტე­ვეთ, თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ! წინ გა­მი­ძეხ! – თქვა მან გულ­­რი­ლად. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ცის კა­რიბ­ჭე გა­იხ­­ნა და მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის მეშ­ვე­­ბით, ღვთის კურ­თხე­ვამ და წყა­ლო­ბამ იწ­ვი­მა ჩემს თავ­ზე. წინ მი­ვუძღო­დი მას ერ­თი ოთ­­ხი­დან მე­­რე­ში, თან ვცდი­ლობ­დი ამ­­წე­რა მის­­ვის ყო­ვე­ლი­ვე – ვაზ­ვი­­დებ­დი სახ­ლის ღირ­სე­ბებს, მი­სი ყუ­რად­ღე­ბა მი­ვაპყა­რი კა­ბი­ნე­ტებს, დარ­ბა­ზებ­სა და ვეს­ტი­ბი­­ლებს, მი­ვუ­თი­თებ­დი მათ უაღ­რეს გე­მოვ­ნე­ბით მო­პირ­კე­თე­ბულ კედ­ლებ­სა და სა­თავ­სე­ბის ელ­­გან­ტუ­რო­ბა­ზე. შემ­დეგ კი­დევ უფ­რო გავ­თა­მამ­დი და ვუთხა­რი: – თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ! მე მი­მაჩ­ნია, რომ მე­სა­მე სარ­თუ­ლი თქვენ­­ვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა. ის საკ­მა­რი­სად მაღ­ლაა და ქუ­ჩის ხმა­­რიც არ აღ­წევს იქ­ამ­დე, ამ­­ვე დროს, ლიფ­ტის გა­ფუ­ჭე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ასვ­ლა-ჩას­­ლა არ­­ვი­თარ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. შემ­დეგ და­ვუ­მა­ტე: – ზღვის­კენ გა­მა­ვალ ფრთას საგ­­­ნო­ბი გე­ოგ­რა­ფი­­ლი უპ­­რა­ტე­სო­ბაც აქვს: ორი მხრი­დან ქუ­ჩა ეკვ­რის, მე­სა­მე­დან კი – ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის და­ბა­ლი შე­ნო­ბა. ამ ფრთას ყო­ველ­­ვის და­უვ­ლის ნი­­ვი და მზის შუ­ქი.

ახ­ლა ყვე­ლა­ზე დიდ ოთ­ახ­ზე მი­ვუ­თი­თე და ვთქვი: ეს თქვე­ნი კა­ბი­ნე­ტია, თუ კე­დელს მო­ვან­­რევთ, ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა მი­სი გა­ერ­თი­­ნე­ბა მომ­დევ­ნო ოთ­ახ­თან, რომ სხდო­მე­ბი­სა და კრე­ბე­ბი­სათ­ვის საკ­მაო ად­გი­ლი გექ­ნეთ, ხო­ლო თუ კარს გაჭ­რით წი­ნა კე­დელ­ში, მა­შინ კა­ბი­ნე­ტი თქვე­ნი პი­რა­დი მდივ­ნის ოთ­ახს და­­კავ­შირ­დე­ბა. სა­ხე­ზე კმა­ყო­ფი­ლე­ბა აღ­­ბეჭ­და. სა­სარ­გებ­ლო და ბედ­ნი­­რი ექს­კურ­სი­ის შემ­დეგ ეზ­­ში გა­მო­ვე­დით. ზე­ცი­­რი შთა­გო­ნე­ბი­თა და უეც­­რი სი­ახ­ლის­გან მთვრა­ლი ვი­ყა­ვი. მის­მა ბრწყინ­ვა­ლე­ბამ მკითხა: შენ რო­მე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ხარ? მო­ხერ­ხე­ბუ­ლად ვი­სარ­გებ­ლე ბედ­ნი­­რი შემ­თხ­ვე­ვით: არ­ქი­ვის გა­დამ­წე­რი ვარ, თქვე­ნო ბრწყინ­ვა­ლე­ბავ, ყვე­ლა­სა­გან და­ვიწყე­ბუ­ლი გა­დამ­წე­რი, დი­დი ხა­ნია მინ­და გთხო­ვოთ… – სხვა დროს, სხვა დროს! – შე­მაწყ­ვე­ტი­ნა; მეც მო­ვი­ბო­დი­შე: მო­მი­ტე­ვეთ თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ჩემს თხოვ­ნას სხვა დროს გა­ახ­ლებთ.

გა­ვი­და გა­რეთ, უკ­ან გავ­ყე­ვი. წინ გა­ზე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი შე­მოგ­­­­და. ჟურ­ნა­ლი და წიგ­ნი იყ­­და. ორ­­ვე ერ­თად 25 კირ­ში ღირ­და. ჩემ­­ვის ცხა­დი გახ­და, რომ დი­რექ­ტო­რი საკ­მა­რის ხურ­დას ვერ იპ­­ვი­და, ხო­ლო გამ­ყიდ­ველს მსხვი­ლი ბან­­ნო­ტის ხურ­და არ ექ­ნე­ბო­და. ასე რომ, დი­რექ­ტორ­მა ჟურ­ნა­ლის და წიგ­ნის დაბ­რუ­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა, მაგ­რამ მე და­ვას­წა­რი და ხელ­გაშ­ლი­ლად გა­და­ვი­ხა­დე სა­ჭი­რო თან­ხა. დი­რექ­ტორ­მა ცო­ტა ხანს იყ­ოყ­მა­ნა, შემ­დეგ შე­­რიგ­და მომ­­დარს და მითხ­რა: ჩემს კა­ბი­ნეტ­ში შე­მო­­­რე ფუ­ლის მი­სა­ღე­ბა­დო. დამ­ტო­ვა იმ­­დე­ბის ორ­ომ­­რი­ალ­ში და უც­ნო­ბი ბედ­ნი­­რე­ბის მო­ლო­დინ­ში. ას­ეთ მდგო­მა­რე­­ბა­ში შე­იძ­ლე­ბო­და მან­ქა­ნა­საც გა­ვე­ტა­ნე, ისე ვი­ყა­ვი აღ­ტა­ცე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის ზღვა­ში ჩა­ძი­რუ­ლი. თავს ვირ­­მუ­ნებ­დი, რომ შრო­მი­თა და სიძ­ნე­ლე­­ბით აღ­სავ­სე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახ­­ლი ბრწყინ­ვა­ლე ფურ­ცე­ლი იშ­ლე­ბო­და. მე ხომ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გა­ვი­ცა­ნი, მეგ­ზუ­რად გა­მო­ვა­დე­ქი, ჩე­მი მდგო­მა­რე­­ბაც შევ­ჩივ­ლე და მან აღ­მით­­ვა, რომ ჩემს თხოვ­ნას მი­ხე­დავ­და და ერთ კურ­თხე­ულ წამს, გა­რე­მო­ცულს ან­გე­ლო­ზე­ბის სუნ­­­ვით, 25 კირ­შიც კი ვა­სეს­ხე. ალ­აჰ­მა და­მი­ფა­როს, ვა­ლი მოვ­თხო­ვო, ან ვინ­მეს­თან წა­მომ­­დეს ამ­ის შე­სა­ხებ. ეს თან­ხა მსხვერ­­ლი იყო, რო­მე­ლიც მის კე­თილ­გან­წყო­ბას მა­ჩუ­ქებ­და და უკ­­დუ­რე­სი აუც­­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მის კარ­საც გა­მი­ღებ­და.

დი­ახ, თან­ხა უზ­არ­მა­ზა­რია, მო­ითხოვს მომ­ჭირ­ნე­­ბის ახ­­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას, ვიდ­რე ჩე­მი დარ­­ვე­­ლი ბი­­ჯე­ტის ერთ­­ვა­რი წო­ნას­წო­რო­ბა აღდ­გე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩემს სი­ცოცხ­ლეს თვის ბო­ლომ­დე, თუნ­დაც უმ­დაბ­ლეს დო­ნე­ზე. ყო­ვე­ლი­ვე ამ­ას არ­­ვი­თა­რი მნიშ­­ნე­ლო­ბა არა აქვს, ოღ­ონდ კი ჩე­მი­ვე ხე­ლით არ გავ­წყ­ვი­ტო სი­ახ­ლო­ვის ძა­ფი, რო­მე­ლიც გა­­ბა ჩემ­სა და მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას შო­რის.

დამ­თავ­­და ახ­ალ შე­ნო­ბა­ში გა­და­ბარ­გე­ბა, და, რო­გორც მი­ღე­ბუ­ლია, ჩვენ, არ­ქი­ვის მო­ხე­ლე­ებს ბი­ნა დაგ­ვი­დეს ნა­ხევ­რად­სარ­დაფ­ში. გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ვფიქ­რობ­დი ფა­რულ ბედ­ნი­ერ კავ­შირ­ზე, რო­მე­ლიც გა­­ბა ჩემ­სა და მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას შო­რის. რა თქმა უნ­და, არც მი­ფიქ­რია მის კა­ბი­ნეტ­ში მის­­ლა გა­სეს­ხე­ბუ­ლი თან­ხი­სათ­ვის, რო­გორც მან მიბ­­ძა­ნა და, მად­ლო­ბა ალ­აჰს, არც მან გა­მო­მიგ­ზავ­ნა ფუ­ლი რო­მე­ლი­მე მო­ხე­ლის ხე­ლით. გა­ირ­ბი­ნა რამ­დე­ნი­მე დღემ და შიშ­მა შე­მიპყ­რო, რომ მას და­ვა­ვიწყ­დი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი საქ­მე­­ბის ორ­ომ­­რი­ალ­ში და რომ სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­­ნე­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა ხე­ლი­დან გა­მის­­­ტა. ალ­აჰს კურ­თხე­ვას და მფარ­ვე­ლო­ბას შე­ვე­ვედ­რე და გა­დავ­წყ­ვი­ტე მი­ღე­ბა მეთხო­ვა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი­სათ­ვის, მაგ­რამ რო­დე­საც მი­სი პი­რა­დი მდივ­ნის ოთ­ახ­ში შეს­­ლა და­ვა­პი­რე, წინ გა­და­მე­ღო­ბა შიკ­რი­კი და ამ­იხ­­ნა, რომ მდი­ვა­ნი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია. ამ­ას­თან მამ­­ნო, რომ თვი­თონ მზა­დაა მო­ახ­სე­ნოს მდი­ვანს ჩე­მი თხოვ­ნის შე­სა­ხებ. მა­შინ წარ­მოვ­­­ვი: – გთხოვთ, და­მი­ნიშ­ნოთ დრო, რო­დე­საც მექ­ნე­ბა პა­ტი­ვი წარ­­­გე გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის წი­ნა­შე. შიკ­რიკ­მა ალ­მა­ცე­რად შე­ხე­და ჩემს გაც­ვე­თილ კოს­ტი­უმს, მაგ­რამ ერ­თი წა­მით მა­ინც გა­­ჩი­ნარ­და და­კე­ტი­ლი კა­რის უკ­ან, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი მითხ­რა: – და­წე­რე შე­ნი თხოვ­ნა სპე­ცი­­ლურ ბლან­­ზე და გაგ­ზავ­ნე ოფ­­ცი­­ლუ­რი არ­ხე­ბით. მას ვე­რა­ფერ­ში შე­­და­ვე­ბო­დი. იგი ის­­ვე დახ­შუ­ლი იყო, რო­გორც კა­რი, რომ­ლის წი­ნაც იჯ­და. დავ­­რუნ­დი ჩემს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. თავს უს­­მარ­­ლოდ და­ჩაგ­რუ­ლად ვგრძნობ­დი, მაგ­რამ მტკი­ცედ მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი მიზ­ნის­­ვის მი­მეღ­წია, რა­დაც არ უნ­და დამ­­დო­მო­და ეს. არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე მივ­მარ­თე ჩვე­ნი არ­ქი­ვის უფ­როსს. იგი ყო­ველ­­ვის იზ­­­რებ­და ჩვენს გა­სა­ჭირს და არ­აფ­რით გა­მო­ირ­ჩე­­და ჩვენ­გან, გარ­და ას­­კი­სა. მთე­ლი ჩე­მი არ­სე­ბით მი­ვის­­რა­ფო­დი თა­ნაგ­­­ნო­ბა მე­პოვ­ნა. გა­ვუ­ზი­­რე არ­ქი­ვის უფ­როსს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან ჩე­მი შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი, ვკითხე რას აზ­რი­სა იყო ამ­­ზე და რჩე­ვა ვკითხე:

– რა­ტომ მი­ის­­რა­ფი ასე ამ უძ­ნე­ლე­სი შეხ­ვედ­რი­სა­კენ?

– თხოვ­ნა მინ­და მი­ვარ­­ვა.

– გა­ნა ყვე­ლა­ნი ერთ­ნა­­რად მძი­მე მდგო­მა­რე­­ბა­ში არა ვართ?

– დი­რექ­ტორ­მა თვი­თონ მი­ბიძ­გა იმ­ის­კენ, რომ ეს გა­მე­ბე­და.

– მარ­­ლა?!… რო­დის და რო­გორ?

ვუ­ამ­ბე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ახ­ალ შე­ნო­ბა­ში. ცო­ტა ხანს და­ფიქ­­და და მითხ­რა:

– ეს ფრთი­­ნი სიტყ­ვაა… წა­მოც­დე­ნი­ლი. ას­ეთ ნათ­­ვამს არ­­ვინ ენ­დო­ბა.

– არ­აფ­რით არ და­ვუ­კარ­გავ სა­კუ­თარ თავს და შვი­ლებს ას­ეთ ხელ­საყ­რელ შემ­თხ­ვე­ვას, რომ­ლის მსგავსს იშ­ვი­­თად გვიგ­ზავ­ნის ზე­ცა.

– გირ­ჩევ, ხე­ლი აიღო შენს გან­­რახ­ვა­ზე.

– ეს ერ­თა­დერ­თი იმ­­დია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ჩა­ფიქ­რე­ბულ­მა თა­ვი გა­იქ­ნია და და­ვი­ნა­ხე, რომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღ­არ იყო – უკ­­ნას­­ნე­ლი ტყვია უნ­და გა­მეს­რო­ლა და ყურ­ში ჩავ­ჩურ­ჩუ­ლე:

– სა­­დუმ­ლოს გა­გან­დობ შენ, რო­გორც კე­თილ­შო­ბილ კაცს – მის­მა მოწყა­ლე­ბამ ჩემ­გან ოც­და­ხუ­თი კირ­ში ის­ეს­ხა. ამგ­ვარ­მა გაზ­ვი­­დე­ბამ ჭარ­მა­გი კა­ცი და­აბ­ნია და სა­ხე­ში უნ­დობ­ლად შე­მომ­ხე­და. აღ­ელ­ვე­ბულ­მა და­ვუ­დას­ტუ­რე:

– და­მი­ჯე­რე, მენ­დე, სრულ ჭკუ­­ზე ვარ.

დაწ­­რი­ლე­ბით ვუ­ამ­ბე იმ ფუ­ლის ამ­ბა­ვი, მას რომ ვა­სეს­ხე. და­ეჭ­ვე­ბულ­მა მკითხა:

– ად­რე გი­ნა­ხავს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი?

– არა.

– ვინ გითხ­რა, რომ ის კა­ცი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო?

 

– ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უეჭ­ვე­ლია.

 

– ვი­ღაც ხუ­მა­რა არ იყ­ოს, რო­მელ­მაც შე­ნი გუ­ლუბ­­­ვი­ლო­ბით ის­არ­გებ­ლა.

 

– შე­უძ­ლე­ბე­ლია… მო­დი, აგ­­წერ მას…

 

მაგ­რამ მან შე­მაწყ­ვე­ტი­ნა:

 

– რა აზ­რი აქვს. ერ­თი წა­მით მოვ­კა­რი თვა­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და ის­იც შო­რი­დან…

 

– ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია.

 

– სა­­რა­კო ამ­ბა­ვია!

 

მინ­დო­და კა­მა­თი ამ­ით და­მემ­თავ­რე­ბი­ნა.

 

– შე­დი ჩემს მდგო­მა­რე­­ბა­ში და მირ­ჩიე, რო­გორ მი­ვარ­­ვა თხოვ­ნა გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს.

 

– კარ­გი. და­წე­რე თხოვ­ნა სპე­ცი­­ლურ ბლან­­ზე და წარ­მო­მიდ­გი­ნე მე, რო­გორც შენს უშ­­­ლო უფ­როსს. და­ვა­მოწ­მებ, შემ­დეგ წა­­ღებ კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როს­თან; ის, თა­ვის მხრივ, და­­მოწ­მებს და მი­არ­­მევს უფ­როს ინს­პექ­ტორს, რომ მა­ნაც და­­მოწ­მოს. შემ­დეგ კი გა­დაგ­ზავ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­­ში. მაგ­რამ აი რას გირ­ჩევ! ალ­­ჰის გუ­ლის­­ვის არ­­ვის­თან ახ­სე­ნო ოც­და­ხუ­თი კირ­შის ამ­ბა­ვი!

 

გულ­მოდ­გი­ნედ შე­ვად­გი­ნე თხოვ­ნა, წარ­ვუდ­გი­ნე ის ჩემს უშ­­­ლო უფ­როსს, რო­მელ­მაც ხე­ლი მო­­წე­რა და წა­ვი­ღე არ­ზა კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის მდი­ვან­თან. მდი­ვან­მა ჩე­მი არ­ზა თხოვ­ნა­თა მთე­ლი გრო­ვის ქვეშ ამ­­დო და თა­ვის საქ­მეს მი­უბ­რუნ­და.

 

– რო­დის ინ­­ბებ მი­არ­­ვა კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როსს?

 

ქა­ღალ­დე­ბი­დან თა­ვიც არ აუწ­­ვია, ისე მი­პა­სუ­ხა:

 

– ეს შენ არ გე­ხე­ბა.

 

– ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თხოვ­ნაა. ვგუ­ლის­­მობ, რომ იგი თვით მი­სი მოწყა­ლე­ბის, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გან­კარ­გუ­ლე­ბით დავ­წე­რე.

 

უც­ნა­­რად შე­მომ­ხე­და და და­ცინ­ვით მკითხა:

 

– მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა შე­ნი ნა­თე­სა­ვია თუ ახ­ლო­ბე­ლი?

 

– მარ­თალს ვამ­ბობ. ხუმ­რო­ბის გა­რე­შე.

 

– თა­ვის დრო­ზე წარ­ვუდ­გენ მას. თუ არა და წა­­ღე და წა­დი.

 

– ნუ ბრა­ზობ. რო­დის შე­მო­ვი­­რო პა­სუ­ხის­­ვის?

 

– რო­დე­საც წა­რუდ­გე­ნენ.

 

– რო­დის იქ­ნე­ბა ეს, ალ­­ჰის ნე­ბით?

 

– წარ­­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა თა­ვის დრო­ზე!

 

და ზურ­გი ის­­თი მოძ­რა­­ბით შე­მაქ­ცია, გაგ­დე­ბას უდ­რი­და. დავ­­რუნ­დი არ­ქივ­ში. ვწყევ­ლი­დი ყვე­ლა ბი­­როკ­რატს, რა თქმა უნ­და, მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გარ­და. ჩემს უფ­როსს ვთხო­ვე ეშ­­ამ­­გომ­ლა ჩემ­­ვის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის მდივ­ნის წი­ნა­შე, მაგ­რამ უარ­ით გა­მო­მის­ტუმ­რა – ეს ყმაწ­ვი­ლი მე­რი­ის მე­ტად გა­უზ­­დე­ლი და ქედ­მა­ღა­ლი ვინ­მეაო. დღე­­ბი გა­დი­­და. ვე­ლო­დი და თმე­ნა მე­ლე­­და.

 

ერთ დი­ლას, რო­დე­საც კო­ლე­გას­თან ერ­თად შე­მო­სავ­ლის ბა­ლანსს ვად­გენ­დი, კო­ლე­გა ჩემ­­კენ გად­მო­­ხა­რა და ჩურ­ჩუ­ლით მკითხა:

 

– მარ­თა­ლია, რომ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს 25 კირ­ში ას­ეს­ხე?

 

ძა­ლი­ან ავ­ღელ­დი, შიშ­მა ამ­­ტა­ნა და ვკითხე, ვის­გან გა­­გო­ნა ას­­თი რამ? მითხ­რა, რომ არ­ქივ­ში გავ­­ცელ­და ამგ­ვა­რი ხმე­ბი. ო, უბ­­დუ­რე­ბი­სა­გან დამ­ფარ­ვე­ლო, შენ შეგ­ვიწყა­ლე! პირ­ვე­ლად ჩე­მი უფ­რო­სი და­ვა­და­ნა­შა­­ლე, მაგ­რამ მან შვი­ლე­ბი და­­ფი­ცა, რომ სიტყ­ვაც არ­­ვის­თან წა­მოს­­დე­ნია. შემ­დეგ მე­უღ­ლეს და­ვაბ­რა­ლე, მას ხომ მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და მო­ხე­ლე­თა მე­უღ­ლე­ებს შო­რის, მაგ­რამ მა­ნაც იუარა. არ ვი­ცი, მარ­­ლა უდ­­ნა­შა­­ლო იყო, თუ ჩე­მი შე­­შინ­და. გულ­ში შხა­მი ჩა­მეღ­ვა­რა და მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ გა­ნუწყ­ვეტ­ლივ თან მდევ­და თა­ნამ­­რომ­ლე­ბის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და დამ­ცი­ნა­ვი მზე­რა. მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ის­­ნი, ვინც ასე მი­ყუ­რებ­­ნენ, მა­ლე რო­გორც რეგ­ვენს ან შეშ­ლილს შე­მომ­ხე­დავ­­ნენ. მოვ­ლე­ნე­ბი უნ­და და­მეჩ­ქა­რე­ბი­ნა, ვიდ­რე ის­­თი რამ არ დატ­რი­­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც ჩემს ან­გა­რიშ­ში არ შე­დი­­და.

 

კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის მდი­ვანს მი­ვა­კითხე. მი­სალ­მე­ბა­ზე არ მი­პა­სუ­ხა. მხო­ლოდ ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ზე მი­მი­თი­თა უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხით. მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, არ­ზა გა­მო­ვარ­­ვი და მთა­ვა­რი ინს­პექ­ტო­რის მდი­ვანს მი­ვა­შუ­რე. მი­ვარ­­ვი მას ჩე­მი არ­ზა და ის იყო იმ­ის გან­მარ­ტე­ბას ვა­პი­რებ­დი, თუ რა­­დენ მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი იყო მი­სი ში­ნა­არ­სი, რომ მდი­ვან­მა და­მას­­რო:

 

– და­ტო­ვე და წა­დი!

 

მის­­ვის რომ მე­­მე­ბი­ნა, კა­რის­კენ და­ვი­ძა­რი, მაგ­რამ მა­ინც ვკითხე:

 

– პა­სუ­ხი რო­დის იქ­ნე­ბა?

 

– არ იქ­ნე­ბა!

 

სა­სო­წარ­­ვე­თილ­მა და­ვიწყე:

 

– ჩე­მი თხოვ­ნა…

 

თვა­ლე­ბი ჭერს მი­აპყ­რო, თით­ქოს ალ­აჰს უხ­მობ­და ჩე­მი თავ­ხე­დო­ბის მოწ­მედ. ამ­­სო­ბა­ში ოთ­ახ­ში თავ­მოყ­რილ­მა ხალ­­მა და­მიწყო და­რი­გე­ბა დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი მდი­ვანს და სა­მუ­შა­ოდ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. შიშ­მა ამ­­ტა­ნა. შიკ­რიკ­მა ზრდი­ლო­ბი­­ნად მომ­კი­და ხე­ლი მკლავ­ზე, თან სა­ხე­ზე კე­თილ­გან­წყო­ბა გა­მო­­ხა­ტა. დე­რე­ფან­ში შიკ­რიკ­მა ამ­იხ­­ნა, რომ მთა­ვა­რი ინს­პექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რია თა­ვის ფოს­ტას პირ­და­პირ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­ას უგ­ზავ­ნის.

 

– მე რო­გორ გა­ვი­გო, რომ ჩე­მი არ­ზა გად­მოგ­ზავ­ნი­ლია?

 

– ერ­თი კვი­რა­ში ან 10 დღე­ში გა­მო­­­რე და მი­მარ­თე მო­ხე­ლეს, რო­მელ­საც აბ­­რია გა­მა­ვა­ლი ქა­ღალ­დე­ბი მთა­ვა­რი ინს­პექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­­ში. ის მოგ­ცემს ნო­მერს და თა­რიღს და ამ­ით იპ­ოვ­ნი შენს გან­ცხა­დე­ბას…

 

ჩე­მი უძ­ლუ­რე­ბის და­სა­ფარ­ვად ვთქვი:

 

– წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­­ში ის­­თი პა­ტი­ვით შემ­­­დე­ბი­ან, რომ­ლის მე­­თედ­საც არ­­ვის მი­­გე­ბენ თქვენ­თან.

 

შიკ­რიკ­მა დამ­ლო­ცა: – უფ­ალ­მა ჩვენ­მა სულ უფ­რო და უფ­რო მე­ტი ძა­ლა მოგ­ცეს…

 

დავ­­რუნ­დი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, თან ვფიქ­რობ­დი: გა­მაგ­­დი, კრი­ზი­სი მა­ლე ჩა­ივ­ლის! ასე მე­გო­ნა, ამ დღე­ებ­ში გა­და­ტა­ნი­ლი ტან­­ვა სა­მოთხე­ში შეს­­ლის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბო­და; ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ წყვდი­ადს ნა­თე­ლი მოჰ­­ვე­ბო­და და ად­რე თუ გვი­ან, მო­ვი­პო­ვებ­დი ღვთის წყა­ლო­ბას. დამ­ცი­ნა­ვი თვა­ლე­ბი კი არ მეშ­ვე­ბოდ­ნენ, მათ არ შე­მიწყა­ლეს და კვლავ და­­ფა­რა­ვად მიც­ქერ­­ნენ.

 

ერ­თი კო­ლე­გა მე­კითხე­ბა:

 

– რო­გორ? რო­დის? რა ვი­თა­რე­ბა­ში ას­ეს­ხე გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს 25 კირ­ში?

მე­­რე ჩამ­ცი­­ბია:

– არ და­უბ­რუ­ნე­ბია გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს თა­ვი­სი ვა­ლი?

ერთხელ ას­­თი რა­მეც გა­ვი­გო­ნე:

– ეს ის მათხო­ვა­რია, რო­მელ­მაც გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ას­ეს­ხა:

ალ­აჰს ვე­ვედ­რე­ბო­დი ჩემ­­ვის იობ­ის მოთ­მი­ნე­ბა მო­­ცა, რად­გან რწმე­ნა, რომ უფ­­ლი მოწყა­ლეა, არ შემ­­ყე­ვია. გა­ვიხ­სე­ნე, რო­გორ დას­ცი­ნო­და ნო­ეს მი­სი ოჯ­­ხი და რა საზ­ღა­ურს მი­­ღე­ბი­ნებ­­ნენ ღვთის­მო­შიშ­ნი. მო­ხე­ლეს­თან, რო­მელ­საც გა­საგ­ზავ­ნი კო­რეს­პონ­დენ­ცია ეხ­­ბო­და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­­ში, სრუ­ლი ორი კვი­რის შემ­დეგ მი­ვე­დი. მან წე­რი­ლის ნო­მე­რი და თა­რი­ღი მომ­ცა. ზრდი­ლო­ბი­­ნად ვკითხე:

– რო­დის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ვი­გო შე­დე­გი?

ყოვ­ლად გა­­მარ­­ლე­ბე­ლი აღშ­ფო­თე­ბით მითხ­რა:

– ეს მხო­ლოდ ყოვ­ლის­­ცოდ­ნემ იც­ის.

ასე იყო, თუ ისე, ჩემ­მა თხოვ­ნამ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­ას მი­აღ­წია. გა­ვახ­სენ­დე­ბი, შე­საძ­ლოა გა­მო­მი­ძა­ხოს ან და­მეხ­მა­რე­ბა მა­ინც. ბედ­ნი­ერ სიზ­­რებს ვხე­დავ­დი, თავს ვი­­მე­დებ­დი სამ­სა­ხურ­ში და­წი­ნა­­რე­ბით ან ჯა­მა­გი­რის მო­მა­ტე­ბით, რაც ჩე­მი შვი­ლე­ბის სარ­ჩენ თან­ხას მი­­მა­ტე­ბო­და. ერთხელ, არ­ქივ­ში ვბრუნ­დე­ბო­დი, ფოს­ტა მომ­ქონ­და, თან ტახ­ტის აიას ვი­მე­­რებ­დი. ერ­თი მო­ხე­ლე წინ გა­და­მიდ­გა და და­მიწყო გა­მო­კითხ­ვა:

– მარ­თა­ლია, რომ…?

დამ­ცი­ნავ პრო­ვო­კა­ცი­ებს ვე­ღარ ვი­ტან­დი, ამ­­ტომ შე­ვაწყ­ვე­ტი­ნე:

– გა­ჩუმ­დი, უზრ­დე­ლო!

დაბ­ნე­ულ­მა უკ­ან და­­ხია, თან ბურ­ტყუ­ნებ­და:

– შენ შეშ­ლი­ლი ხარ, ეს უეჭ­ვე­ლია.

– მომ­შორ­დი, თო­რემ გა­ვიხ­დი ფეხ­საც­მელს და თავ­ზე და­გაფხ­რეწ!

კე­თი­ლი და ბო­რო­ტი ად­­მი­­ნე­ბი მა­შინ­ვე ჩად­­ნენ ჩვენს შო­რის და მე­­რე დღეს დის­ციპ­ლი­ნა­რულ კო­მი­სი­­ში მიხ­მეს. თავ­­­დო­მა­რემ მითხ­რა:

– შენ ბრა­ლი გე­დე­ბა იმ­­ში, რომ რე­ვი­ზორს სიტყ­ვი­­რი შე­­რაცხ­ყო­ფა მი­­ყე­ნე და მის ცე­მა­საც აპ­­რებ­დიო.

– მე ერ­თი სა­ცო­და­ვი კა­ცი ვარ. მას ჩე­მი გა­მას­ხა­რა­ვე­ბა უნ­დო­და და თა­ვი­დან მო­ვი­შო­რე. ეს არ­ის და ეს-მეთ­ქი.

რე­ვი­ზო­რი ამტ­კი­ცებ­და, რომ მას უნ­დო­და მხო­ლოდ ეკ­ითხა ჩემ­­ვის, ხომ არ მო­სუ­ლა ხა­ზი­ნი­დან მი­სი კო­რეს­პონ­დენ­ცია. მის­მა კო­ლე­გებ­მა და ჩემ­მა თა­ნამ­­რომ­ლებ­მაც მხა­რი და­­ჭი­რეს. ბო­ლოს მეც ვირ­­მუ­ნე, რომ ის მარ­თალს ამ­ბობ­და და მივ­­­დი, რომ ყო­ვე­ლი­ვე მო­მეჩ­ვე­ნა. უკ­ან და­ვი­ხიე:

– იმ­დე­ნი მა­მას­ხა­რა­ვებს, რომ ის­იც ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი მე­გო­ნა.

დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­­­დო­მა­რემ მკითხა:

– რა­ტომ გა­მას­ხა­რა­ვე­ბენ?

დავ­დუმ­დი. მოწ­მე­ებ­მა და­იწყეს სეს­ხის ამ­ბის მო­ყო­ლა. ავყ­ვირ­დი:

– ტყუ­­ან! მსგავ­სი არ­­ფე­რი მომ­­და­რა. ბო­რო­ტი მო­ნა­ჭო­რია!

ჩემ­სა და მოწ­მე­ებს შო­რის და­იწყო კა­მა­თი, რო­მე­ლიც ზრდი­ლო­ბის საზ­­­რებს გა­დას­­და და კი­ნა­ღამ ცე­მა-ტყე­პით დამ­თავ­­და. სა­ბო­ლო­ოდ გულ­გა­ტე­ხილ­მა დავ­ტო­ვე იქ­­­რო­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ჩემ­მა უფ­როს­მა მიხ­მო და სევ­დი­­ნად მითხ­რა:

– და­ად­გი­ნეს, 5 დღის ხელ­ფა­სი და­გიქ­ვი­თონ.

– ეს აშ­კა­რა უს­­მარ­­ლო­ბაა. ის­­დაც ძლივს ვარ­ჩენ ბავ­­ვებს…

– შემ­დეგ­ში მეტ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბას გა­მო­­ჩენ…

– შევ­­დი, მაგ­რამ სა­პა­ტიო მი­ზე­ზი მაქვს. რო­გორ ფიქ­რობ, ხომ არ მი­აღ­წია ამ სე­ხის ამ­ბავ­მა მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­­რის ყუ­რამ­დე?

– ჩვენს სამ­მარ­­ვე­ლო­ში ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს უთხ­რას მას ას­­თი რამ.

ათ­ას­­ვა­რი უბ­­დუ­რე­ბის მი­­ხე­და­ვად, ჩე­მი რწმე­ნა ალ­­ჰი­სად­მი არ შერ­ყე­­ლა. თავს ვირ­­მუ­ნებ­დი, იგი ისე მიხ­­ნი­და ჩე­მი უბ­­დუ­რე­ბე­ბის­გან, რო­გორც იოს­­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა საპყ­რო­ბი­ლე­დან. რაც მე­ტად უარ­ეს­დე­ბო­და ჩე­მი მდგო­მა­რე­­ბა, მით უფ­რო მეტს ვოც­ნე­ბობ­დი აღთ­­მულ ბედ­ნი­­რე­ბა­ზე, მით უფ­რო მე­ტად მწამ­და ბედ­ნი­­რე­ბის დად­გო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კარ­გა ხანს შე­ვი­ცა­დე და მე­რე მი­ვა­დე­ქი მო­ხე­ლეს, რო­მე­ლიც კო­რეს­პონ­დენ­ცი­ას იღ­ებ­და მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის კან­ცე­ლა­რი­­ში. სრუ­ლი­ად უმ­­ზე­ზოდ მკვა­ხედ მო­მა­ხა­ლა:

– ცნო­ბებს მხო­ლოდ ხუთ­შა­ბა­თო­ბით ვიძ­ლე­ვი.

ორ­შა­ბა­თი იყო და რად­გან უკ­ვე ვიწ­­ნიე სა­მარ­­ლის ძა­ლა დის­ციპ­ლი­ნა­რულ კო­მი­სი­­ში, უს­იტყ­ვოდ გავ­­რუნ­დი. ახ­­ლი უბ­­დუ­რე­ბა ჩემს უფ­როსს შევ­ჩივ­ლე და მან ხა­ზი­ნის ვე­ქილ­თან წა­მიყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც კან­ცე­ლა­რი­ის იმ მო­ხე­ლის ნა­თე­სა­ვი იყო, რო­მელ­საც კო­რეს­პონ­დენ­ცია ებ­­რა. ვე­ქი­ლი და­თან­­­და და­­რე­კა ნა­თე­სა­ვის­­ვის და გა­მო­­კითხა ჩე­მი გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ. ერთხანს დუმ­და და ისე უს­მენ­და ხმას ყურ­მილ­ში, ბო­ლოს ყურ­მი­ლი და­დო და თქვა:

– ვწუხ­ვარ, მაგ­რამ თხოვ­ნა­ზე უარი გითხ­რეს,

ამ ცნო­ბამ თავ­ზა­რი დამ­ცა, ჩე­მი იმ­­დე­ბი სულს ღა­ფავ­­ნენ, მა­თი ნან­­რე­ვე­ბის ქვეშ მო­ყო­ლილ­მა მა­ინც ვი­კითხე:

– ჩე­მი თხოვ­ნა მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს თუ წა­რუდ­გი­ნეს?

– რა თქმა უნ­და. უარი მი­სი ბრძა­ნე­ბით გითხ­რეს.

– შე­უძ­ლე­ბე­ლია!

უკ­­მენ­ტა­როდ გა­­ღი­მეს.

– მო­ვე­ლო­დი, რომ თა­ვის­თან მიხ­მობ­და!

ვე­ქილ­მა თვა­ლის და­­ხამ­ხა­მებ­ლად შე­მომ­ხე­და. უკ­ან დავ­­რუნ­დით. თან ვჩურ­ჩუ­ლებ­დი:

– არ მჯე­რა.

– ყვე­ლა თხოვ­ნას ას­­თი ბე­დი ეწ­­ვა ხოლ­მე.

– მაგ­რამ მან ხომ თვი­თონ მიბ­­ძა­ნა არ­ზა და­მე­წე­რა.

– მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ვი­ღაც ხუ­მა­რას მსხვერ­­ლი გახ­დი.

– არა… არა…

– მა­შინ, ალ­ბათ, და­­ვიწყ­და. უამ­რავ­მა საზ­რუ­ნავ­მა გა­და­­ვიწყა.

– მაშ, რა ვქნა?

– ალ­აჰს მი­ან­დე შე­ნი საქ­მე…

მაგ­რამ უკ­ვე სი­ჯი­­ტემ შე­მიპყ­რო. დაწ­­რი­ლე­ბით შე­ვის­წავ­ლე დი­რექ­ტო­რის ცხოვ­რე­ბის გან­რი­გი, მი­სი გა­და­ად­გი­ლე­ბის გრა­ფი­კი და დას­ვე­ნე­ბის სა­­თე­ბი და გა­დავ­წყ­ვი­ტე, არც უხ­ეშ ძა­ლას, არც ბრმა სა­კან­ცე­ლა­რიო ბრძა­ნე­ბებს არ დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი.

* * *

დი­რექ­ტო­რის მან­ქა­ნა და­იძ­რა, რა­თა სამ­მარ­­ვე­ლოს შე­ნო­ბის წინ დახ­ვედ­რო­და მას. კა­რის­კა­ცი, შიკ­რი­კე­ბი და სა­პო­ლი­ციო დაც­ვა ორ რი­გად და­ლაგ­­ნენ. მე კი შე­სას­­ლელ­ში და­ვი­მა­ლე დი­დი პლა­კა­ტის უკ­ან, რო­მე­ლიც ხალხს მო­­წო­დებ­და აუქ­ცი­ონს სწვე­ოდ­ნენ. ეზ­­დან ხმა­­რი მო­ის­მა და გა­მოჩ­­და დი­რექ­ტო­რის კორ­ტე­ჟი; რო­დე­საც მო­მი­ახ­ლოვ­­ნენ წა­ვი­ბურ­ტყუ­ნე “სა­ხე­ლი­თა ალ­­ჰი­სა, მოწყა­ლი­სა, მწყა­ლო­ბე­ლი­სა!” და გზა გა­და­ვუ­ჭე­რი დი­რექ­ტორს, რომ მუხ­ლი მო­მე­ყა­რა მის წი­ნა­შე წყა­ლო­ბის სათხოვ­ნე­ლად.

ვი­ღა­ცამ და­იყ­ვი­რა:

– გი­ჟი… ფრთხი­ლად, თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ!

აქ სა­ერ­თო არ­­­ლო­ბა და­იწყო და სა­ში­ნე­ლი ხმა­­რი ატყ­და. წე­სი­­რად ვერც კი გა­ვი­გე, რა მოხ­და. მი­წა შე­ქან­და ჩემს ფეხ­­ვეშ და ათ­­ბით ძლი­ერ­მა ხელ­მა გა­მა­კა­ვა.

რა მეთ­­მის ამ­ის შემ­დეგ?! სე­რი­­ზუ­ლი გა­მო­ძი­­ბა ჩა­ტარ­და, რად­გან პო­ლი­ტი­კურ დამ­ნა­შა­ვედ მი­მიჩ­ნი­ეს, მაგ­რამ რო­დე­საც შეც­დო­მა ცხა­დი გახ­და, წარ­მო­მიდ­გი­ნეს ბრალ­დე­ბა, რომ დი­რექ­ტორს თავს და­ვეს­ხი, რად­გან მან თხოვ­ნა­ზე უარი მითხ­რა.

ცი­ხე­ში დურ­­ლო­ბა ვის­წავ­ლე; დღეს ამ­ით ვირ­ჩენ თავს და ვზრდი შვი­ლებს…

© “არილი”

Facebook Comments Box