ახალი ამბები,  პოეზია

პაატა შამუგიას კრებული მალარმეს პრემიის ფინალშია

პაატა შამუგიას პოეტური კრებული ,,შიზოგადოება’’ მალარმეს პრემიის ფინალშია. მალარმეს აკადემიის ჟიურიმ, რომელიც 30 წევრისგან შედგება, თარგმანის ნომინაციაში რვა ფინალისტი შეარჩია. გამარჯვებული ნოემბერში, ბრივის წიგნის ბაზრობაზე გამოვლინდება.

,,შიზოგადება’’ ფრანგულად მწერალთა სახლის ხელშეწყობით და გამომცემლობა La Traductière-ს მიერ დაიბეჭდა. თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ.

,,შიზოგადოება’’ პოეტის 2014 წელს გამოქვეყნებული კრებულია და სხვადასხვა პერიოდში დაწერილ ლექსებთან ერთად მასში სამი პოემა: ,,გეოპოლიტიკური ჩიტები’’, შიზოგადოება’’ და ,,რიტას სათამაშო ცხენია’’ თავმოყრილი.

სტეფან მალარმეს სახელობის ლიტერატურული პრემია 1937 წლიდან გაიცემა.

© არილი

Facebook Comments Box