პროზა (თარგმანი)

პატრიკ ზიუსკინდი – სწრაფვა სიღრმისკენ

 

patrick suskind

ერთ შტუტ­გარ­ტელ ახ­ალ­გაზ­­და ქალს, რო­მე­ლიც მშვე­ნივ­რად ხა­ტავ­და, ერთ­მა კრი­ტი­კოს­მა, პირ­ველ გა­მო­ფე­ნა­ზე ასე მი­მარ­თა (ცუ­დი გან­­რახ­ვის­მაგ­ვა­რი გულ­ში არ სდე­ბია, პი­რი­ქით, მხარ­და­ჭე­რა სურ­და):

– ის, რა­საც თქვენ ხა­ტავთ, ნი­ჭი­­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და მშვე­ნი­­რია, ეგ არ­ის, ჯერ სიღ­­მე აკ­ლია.

ახ­ალ­გაზ­­და ქალ­მა ვერ გა­­გო, მხედ­ვე­ლო­ბა­ში რა ჰქონ­და კრი­ტი­კოსს და მა­შინ­ვე და­­ვიწყ­და კი­დე­ვაც. მაგ­რამ, ერ­თი დღის შემ­დეგ გა­ზეთ­ში იმ­­ვე კრი­ტი­კო­სის რე­ცენ­ზია და­­ბეჭ­და: – ახ­ალ­გაზ­­და ქა­ლი უდ­­ვოდ ნი­ჭი­­რია, მი­სი ნა­ხა­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე შე­ხედ­ვით კარგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სიღ­­მე არა აქვ­სო.

ამ­ან ახ­ალ­გაზ­­და ქა­ლი ჩა­­ფიქ­რა. ძველ სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში ქექ­ვა და­იწყო, მთე­ლი თა­ვი­სი ნა­ხა­ტე­ბი გა­და­სინ­ჯა, მე­რე ტუ­შით სავ­სე ქი­ლას სა­ხუ­რა­ვი და­­ხუ­რა, კა­ლა­მი გაწ­მინ­და და სუფ­თა ჰა­­რის ჩა­საყ­ლა­პად გა­ვი­და.

იმ სა­ღა­მოს იგი სტუმ­რად იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. თით­ქოს კრი­ტი­კო­სის სიტყ­ვე­ბი და­­ზე­პი­რე­სო, ყვე­ლა­ნი მხატ­ვა­რი ქა­ლის დიდ ტა­ლან­­სა და მი­სი სუ­რა­თე­ბის მშვე­ნი­­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­­ნენ. მაგ­რამ უკ­­ნა პლან­ზე მო­ჩურ­ჩუ­ლე­ებს და იმ­ათ, ვინც ზურ­გით იდ­გა მის­კენ, ყურს კარ­გად თუ და­უგ­დებ­და, ამ სიტყ­ვებს გა­­გო­ნებ­და:

– სიღ­­მე არა აქვს, აი რა­შია საქ­მე!.. ნი­ჭი აქვს, აი სიღ­­მე კი, სამ­წუ­ხა­როდ, არა აქვს!..

მთე­ლი მომ­დევ­ნო კვი­რა ახ­ალ­გაზ­­და ქალს არ­­ფე­რი და­­ხა­ტავს. იჯ­და თა­ვის ოთ­ახ­ში გა­ჩუ­მე­ბუ­ლი, რა­ზეც არ უნ­და ეფ­იქ­რა და – ნე­ტა­ვი რა­ტომ არა მაქვს სიღ­­მეო, – თავ­ში გა­მუდ­მე­ბით ეს აზ­რი უტ­რი­­ლებ­და, აზ­რი, რო­მე­ლიც ისე შთან­­ქავ­და ყვე­ლა­ფერს, რო­გორც ღრმა წყლე­ბის რვა­ფე­ხა.

ერ­თი კვი­რის შემ­დეგ ქა­ლი ის­ევ შე­­ცა­და ხატ­ვას, მაგ­რამ უხ­­ში მო­ნა­ხა­ზე­ბის მე­ტი არ­­ფე­რი გა­მოს­დი­­და, სულ უბ­რა­ლო შტრი­ხის გა­მოყ­ვა­ნაც კი უჭ­ირ­და. ბო­ლოს ხე­ლი ისე აუკ­ან­კალ­და, ტუ­შის ქი­ლა­ში კალ­მის ჩა­ყო­ფაც ვე­ღარ მო­­ხერ­ხა და ატ­­რე­ბულ­მა წა­მო­­ძა­ხა:

– დი­ახ, ასეა, სიღ­­მე არა მაქვს!

მე­სა­მე კვი­რას სხვა მხატ­­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­სას­წავ­ლად ტო­მე­­ლებს ჩა­უჯ­და. და­დი­­და გა­ლე­რე­ებ­ში, კითხუ­ლობ­და წიგ­ნებს სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის თე­­რი­ის შე­სა­ხებ. ბო­ლოს წიგ­ნის მა­ღა­ზი­­ში გამ­ყიდ­ველს ყვე­ლა­ზე ღრმა და გო­ნი­­რი წიგ­ნი მოს­თხო­ვა, რის პა­სუ­ხა­დაც გამ­ყიდ­ველ­მა ვინ­მე ვიტ­გენ­­ტე­­ნის შრო­მა­ზე მი­­თი­თა, მაგ­რამ იქ­­და­ნაც ვე­რა­ფე­რი გა­მო­ად­ნო.

ქა­ლა­ქის მუ­ზე­უმ­ში, სა­დაც “ევ­რო­პუ­ლი ნა­ხა­ტის 500 წე­ლი” იყო გა­მო­ფე­ნი­ლი, მოს­წავ­ლე­­ბის ერთ ჯგუფს შე­­ერ­­და, ლე­­ნარ­დო და­ვინ­ჩის ერთ-ერთ ნა­ხატ­თან მო­­ლოდ­ნე­ლად წინ წა­მოდ­გა და მხატ­­რუ­ლი აღზ­­დის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ჯგუფს დარ­ბა­ზებს ათ­ვა­ლი­­რე­ბი­ნებ­და, ჰკითხა:

– მა­პა­ტი­ეთ, ხომ ვერ მეტყ­ვით, აქვს აი ამ ნა­ხატს სიღ­­მე?

მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­­რი­დებ­ლად ჩა­­ცი­ნა:

– პა­ტივ­ცე­მუ­ლო, თუ ჩემ­თან გა­სარ­თო­ბად მოხ­ვე­დით, დილ­დი­ლო­ბით ცო­ტა უფ­რო ად­რე უნ­და ად­გეთ!

ამ­­ზე ჯგუფ­მა გუ­ლი­­ნად გა­და­­ხარ­ხა­რა, ახ­ალ­გაზ­­და ქა­ლი კი შინ ატ­­რე­ბუ­ლი წა­ვი­და.

იმ დღი­დან რო­გორ­ღაც შე­იც­ვა­ლა, უც­ნა­­რი გახ­და. მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ იგი იშ­ვი­­თად ტო­ვებ­და თა­ვი­სი ატ­­ლი­ეს კედ­ლებს, ხე­ლი­დან მა­ინც არ­­ფე­რი გა­მოს­დი­­და. დიდ­ხანს ვიფხიზ­ლოო, აბ­­ბით იჭ­ყი­პე­ბო­და, თუმ­ცა წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, რა­ში სჭირ­დე­ბო­და ეს სიფხიზ­ლე. ძა­ლი­ან რომ და­იღ­ლე­ბო­და, სკამ­ზე ჩა­მოყ­ვინ­თავ­და – ვა­­თუ ღრმად და­მე­ძი­ნო­სო, სა­წოლ­ში ჩა­წო­ლი­სა ეშ­­ნო­და. მე­რე სმაც და­იწყო. მთე­ლი ღა­მე­­ბი სი­ნათ­ლეს ან­თე­ბულს ტო­ვებ­და. ერთხე­ლაც ერთ­მა ბერ­ლი­ნელ­მა ან­ტიკ­ვარ­მა და­­რე­კა და რამ­დე­ნი­მე ეს­კი­ზის გა­კე­თე­ბა სთხო­ვა: მაგ­რამ ქალ­მა ყურ­მილ­ში ყვი­რი­ლი და­უწყო:

– თა­ვი და­მა­ნე­ბეთ, სიღ­­მე არა მაქვს, გეს­მით, სიღ­­მე!

ხან­და­ხან პლას­ტე­ლი­ნით ძერ­წავ­და, უფ­რო სწო­რედ, ან უაზ­როდ სრეს­და თი­თე­ბით, ან პა­ტა­რა ბურ­თუ­ლებს აგ­ორ­­ლებ­და. გა­რეგ­ნუ­ლა­დაც მო­ეშ­ვა, აღ­არც ჩაც­მას აქ­ცევ­და ყუ­რად­ღე­ბას, აღ­არც სახ­ლის სი­სუფ­თა­ვეს.

მე­გობ­რე­ბი ღე­ლავ­­ნენ – რა­ღაც უნ­და ვუშ­ვე­ლოთ, კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­­დი უდ­გას, ეს შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დუ­ლიც იყ­ოს და შე­მოქ­მე­დე­ბი­თიც, შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­თაც იყ­ოს გა­მოწ­ვე­­ლი. პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ არ­­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია, მე­­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ­ას თვი­თონ უნ­და და­აღ­წი­ოს თა­ვი, მე­სა­მე შემ­თხ­ვე­ვა­ში კი შეგ­ვიძ­ლია, რა­ღაც გარ­­ვე­­ლი თან­ხა გა­მო­ვუ­ნა­ხოთ, მაგ­რამ ალ­ბათ, არ ეს­­­მოვ­ნე­ბაო.

ბო­ლოს იმ­ას­ღა დას­ჯერ­­ნენ, სა­დი­ლებ­სა და წვე­­ლე­ბებ­ზე და­უწყეს პა­ტი­ჟი. თა­ვი­დან ყვე­ლას უარ­ით ის­ტუმ­რებ­და, საქ­მეს იმ­­ზე­ზებ­და, სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი ხელ­საც არ ანძ­რევ­და, იჯ­და თა­ვის ოთ­ახ­ში, გაშ­ტე­რე­ბუ­ლი იყ­­რე­ბო­და წინ და თი­თე­ბით პლას­ტე­ლინს სრეს­და.

ერთხე­ლაც ის­ეთ სა­სო­წარ­­ვე­თი­ლე­ბამ­დე იყო მი­სუ­ლი, რომ მე­გობ­რებს მი­პა­ტი­ჟე­ბა­ზე უარი ვე­ღარ უთხ­რა. ახ­ალ­გაზ­­და კაც­მა, რო­მელ­საც მოს­წონ­და, გა­დაწყ­ვი­ტა, წვე­­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სახ­­ში გა­­ცი­ლე­ბი­ნა და გარ­­ვე­­ლი მიზ­ნით იმ ღა­მეს მას­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. იმ­ის გა­მო, რომ ის ახ­ალ­გაზ­­და კა­ცი ქალს თვი­თო­ნაც მოს­წონ­და, უარი არ უთხ­რა:

– კი ბა­ტო­ნო, სი­­მოვ­ნე­ბით, ოღ­ონდ სირ­­მე არა მაქვს და ამ­ის­­ვის მზად­ყოფ­ნა მო­გი­წევ­თო. ამ­ის შემ­დეგ კაც­მა გა­დაწყ­ვი­ტა, თა­ვი შე­­კა­ვე­ბი­ნა და სა­კუ­თა­რი გან­­რახ­ვის აღს­რუ­ლე­ბა გა­ურ­­ვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­­დო.

ახ­ალ­გაზ­­და ქა­ლი, რო­მე­ლიც ოდ­ეს­ღაც ასე მშვე­ნივ­რად ხა­ტავ­და, ახ­ლა დღე და დღე კი არა, ფსკე­რის­კენ წუ­თი­წუთ მი­­ქა­ნე­ბო­და. აღ­არც თვი­თონ და­დი­­და არ­­ვის­თან, აღ­არც ღე­ბუ­ლობ­და არ­­ვის. უმ­ოძ­რა­­ბი­სა­გან გას­ქელ­და, ალ­კო­ჰო­ლი­სა და აბ­­ბი­სა­გან უც­ებ, თვალ­სა და ხელს შუა მოტყ­და და და­ბერ­და. მი­სი ბი­ნა ლა­მის ყარ­და, უკ­ვე თვი­თო­ნაც ზინ­­ლის სუ­ნი უდ­­­და.

სა­მი წე­ლი­წა­დი იმ 30000 ათ­­სი მარ­კით იც­ხოვ­რა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მემ­­ვიდ­რე­­ბით მი­­ღო. ერთხელ ნე­­პოლ­შიც იმ­ოგ­ზა­­რა, თუმ­ცა, არ­­ვინ იც­ის, რა ვი­თა­რე­ბა­სა ან რა გა­რე­მო­­ბა­ში. თუ ვინ­მე გა­მო­­ლა­პა­რა­კე­ბო­და, პა­სუ­ხად რა­ღაც გა­­გე­ბარს ჩა­­ბურ­­ღუ­ნებ­და ხოლ­მე.

ფუ­ლი რომ გა­­თავ­და, მთე­ლი თა­ვი­სი ნა­ხა­ტე­ბი გა­­ნად­გუ­რა, ტე­ლე­ვი­ზი­ის კოშ­­ზე ავ­­და და 139 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გად­მოხ­ტა. მაგ­რამ, იმ­ის გა­მო, რომ იმ დღეს ძლი­­რი ქა­რი ქრო­და, კოშ­კის ძი­რას მო­ას­ფალ­ტე­ბულ მო­­დან­ზე კი არ და­­ცა, ქარ­მა შვრი­ის მინ­­­რის იქ­ით ის­რო­ლა და ტყის პი­რას, ნაძ­ვის კენ­წე­როს მი­აგ­დო, – მა­შინ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბულ­ვა­რულ­მა პრე­სამ ეს ამ­ბა­ვი სი­­მოვ­ნე­ბით აიტ­­ცა. თვით­­­­ლე­ლო­ბა… ფრე­ნის სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­ექ­ტო­რია… ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ოდ­ეს­ღაც დი­დი იმ­­დე­ბის მომ­ცემ, სა­სი­­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის ახ­ალ­გაზ­­და მხატ­ვარ ქალს შე­­ხე­ბო­და… ყო­ვე­ლი­ვე ეს მა­ღა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა იყო. მი­სი ბი­ნის მდგო­მა­რე­­ბა იმ­დე­ნად კა­ტას­­რო­ფუ­ლი აღ­მოჩ­­და, ფო­ტოგ­რა­ფებ­მა იქ მხატ­­რუ­ლი ფო­ტო­­ბიც კი გა­და­­ღეს: უამ­რა­ვი დაც­ლი­ლი ბოთ­ლი, მინ­­რე­ულ-მონ­­რე­­ლი ავ­­ჯი, ნაგ­ლე­ჯე­ბად ქცე­­ლი ნა­ხა­ტე­ბი, კედ­ლებ­ზე გუნდ-გუნ­დად მიკ­რუ­ლი პლას­ტე­ლი­ნი და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სი­ბინ­ძუ­რით დას­­რი­ლი ოთ­­ხის კუთხე­­ბიც კი!

გა­ზე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რულ­მა ჩა­ნარ­­მა და­საწყის­ში ნახ­სე­ნე­ბი კრი­ტი­კო­სის შე­ნიშ­­ნა და­ბეჭ­და, სა­დაც იგი გა­­ცე­ბას გა­მოთ­­ვამ­და იმ­ის გა­მო, რომ ახ­ალ­გაზ­­და ქალ­მა ასე ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლა სი­ცოცხ­ლე. “ის, რომ ჩვენ­და­­ნე­ბუ­რად მოწ­მე­ნი ვხდე­ბით, ახ­ალ­გაზ­­და ნი­ჭი­ერ­მა ად­­მი­ან­მა სა­კუ­თარ თავ­ში რო­გორ ვერ მო­ძებ­ნა იმ­ის ძა­ლა, რა­თა ად­გი­ლი ეპ­­ვა და დამ­­ვიდ­რე­ბუ­ლი­ყო თა­ვის წრე­სა და გა­რე­მო­ში, ის­ევ და ის­ევ ჩვენ­­ვის, ცოცხ­ლე­ბის­­ვის არ­ის თავ­ზარ­დამ­ცე­მი… მხო­ლოდ სა­ხელ­­წი­ფოს მხარ­და­ჭე­რა და პი­რა­დი ინ­­ცი­­ტი­ვე­ბი აშ­კა­რად საკ­მა­რი­სი არ არ­ის იქ, სა­დაც, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ად­­მი­­ნუ­რი სფე­როს მე­ურ­ვე­­ბა­სა და მხატ­­რუ­ლი სექ­ტო­რის გო­ნივ­რულ ხელ­შეწყო­ბა­ზეა სა­­ბა­რი. თუმ­ცა კი, უნ­და ითქ­ვას, რომ ამგ­ვა­რი ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლის ჩა­ნა­სა­ხი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორც ჩანს, მა­ინც ინ­დი­ვიდ­ში იყო ჩა­დე­ბუ­ლი, რა­მე­თუ უკ­ვე მის პირ­ველ­სა­ვე, ერ­თი შე­ხედ­ვით გუ­ლუბ­­­ვი­ლო ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან ეს ში­შის­მომ­­­რე­ლი გა­­რე­ბა ხომ არ შე­მოგ­­­ქე­რის, რო­მე­ლიც აშ­კა­რაა და ფერ­თა შე­რე­ვის ამ ტექ­ნი­კის, ამ სა­გან­გე­ბო ეფ­ექ­ტის მო­სახ­დე­ნად არ­ის გა­მიზ­ნუ­ლი? ეს შიგ­ნით ჩახ­ვე­­ლი, სპი­რა­ლი­ვით მფოცხა­ვი, ამ­­ვე დროს პირ­თამ­დე ემ­­ცი­­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ აშ­კა­რა ამაო პრო­ტეს­ტი შე­მოქ­მე­დი­სა სა­კუ­თა­რი, ბნე­ლით მო­ცუ­ლი “მე”-ს წი­ნა­აღ­­დეგ? ეს დამ­ღუპ­ვე­ლი და ულ­მო­ბე­ლი სწრაფ­ვა სიღ­­მი­სა­კენ?”

© ”არილი”

Facebook Comments Box