ესე (თარგმანი)

პოლ ვალერი – ვიიონი და ვერლე­ნი

 

 

­­­­

(ნაწილი I )

­­­­­­­­­ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერ­მა

თით­ქოს­და იმ­­ზე ად­ვი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი არ­­ფე­რია, ვიდ­რე გვერ­დიგ­ვერდ და­­ყე­ნო ფრან­სუა ვი­­­ნი­სა და პოლ ვერ­ლე­ნის სა­ხე­ლე­ბი. ის­ტო­რი­­ლი, ანუ წარ­მო­სახ­ვი­თი პა­რა­ლე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მკითხ­ვე­ლი იოლ­ად აღ­მო­­ჩენს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­როს ამ ორ ფი­გუ­რას შო­რის მსგავ­სე­ბას. ორ­­ვე სა­უცხოო პო­­ტია, ორ­­ვე – ცნო­ბი­ლი უწ­­სოა, ორ­­ვე თა­ვის ლექ­სებ­ში უაღ­რე­სად ღვთის­მო­სავ გრძნო­ბებს უხ­­მებს ფრი­ად თა­ვი­სუ­ფალ შე­ნიშ­­ნებ­სა და ხა­სი­­თებს, და ამ ერ­თი ტო­ნა­ლო­ბი­დან მე­­რე­ში უჩ­ვე­­ლო სიმ­სუ­ბუ­ქით გა­და­დის; ორ­­ვე უზ­­დოდ ფლობს ლექ­­წყო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას და თა­ვი­სი დრო­ის ენ­ას, ორ­­ვეს გა­ნათ­ლე­ბა შე­­სა­ბა­მე­ბა ცოცხალ მეტყ­ვე­ლე­ბას, ხალ­ხის ხმას; ხალ­ხი­სა, რო­მე­ლიც იგ­­ნებს, ამ­­ხინ­ჯებს, ერთ­მა­ნეთ­ში ურ­ევს სიტყ­ვებ­სა და კონ­­­რუქ­ცი­ებს ისე, რო­გორც მო­ეპ­რი­­ნე­ბა. ორ­­ვე პო­ეტ­მა საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ის ლა­თი­ნუ­რი და ჩი­ნე­ბუ­ლად – ჟარ­გო­ნუ­ლი ლექ­სი­კა; ორ­­ვე დროს ატ­­რებს, რო­გორც მო­­გუ­ნე­ბე­ბა – ეკ­ლე­სი­­ში ან ტა­ვერ­ნა­ში; ორ­­ვე, თუმ­ცა სხვა­დას­­ვა მი­ზე­ზით, პა­ტიმ­რო­ბის სიმ­წა­რე­საც გა­მოს­­დის, სა­დაც, მარ­თა­ლია, ვერ გა­მოს­წორ­­ნენ, სა­მა­გი­­როდ, სინ­დი­სის ქენ­­ნის, ში­ში­სა და სი­ნა­ნუ­ლის ლექ­სად გა­მო­სახ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა დახ­ვე­წეს. ორ­­ვე უკ­ან იხ­ევს, ნა­ნობს, კვლავ უკ­ან იხ­ევს და ფსკე­რი­დან დიდ პო­­ტად ამ­­დის, მაღ­­დე­ბა. პა­რა­ლე­ლი უნ­­ბუ­რად იბ­­დე­ბა და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბაც არ არ­ის ძნე­ლი.

ოღ­ონდ, რად­გან ასე ნათ­ლად და ად­ვი­ლად ხერ­­დე­ბა მა­თი ერთ­მა­ნეთ­თან შე­ჯე­რე­ბა-გა­ტო­ლე­ბა, გა­მიჯ­­ნაც არ ჭირს. არ ღირს ამ მსგავ­სე­ბას დი­დი მნიშ­­ნე­ლო­ბა მი­­ნი­ჭოს. ვი­­­ნი და ვერ­ლე­ნი, ცხა­დია, ფრი­ად იღბ­ლი­ან შე­ხა­მე­ბას წარ­მო­ად­გენს ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ორ­­გი­ნა­ლუ­რი პა­ნო­რა­მის­­ვის, რო­მელ­შიც თავ­შე­საქ­ცე­ვად შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვამ­­­რი­ვოთ, წყვილ-წყვი­ლად და­ვაჯ­გუ­ფოდ ჩვე­ნი დი­დი ავ­ტო­რე­ბი, გულ­მოდ­გი­ნედ ავ­არ­ჩი­ოთ და ერთ­მა­ნეთს ამ­­ვუ­ყე­ნოთ, თუნ­დაც, ზოგ­ჯერ წარ­მო­სახ­ვი­თაც, ვთქვათ, კორ­ნე­ლი-რა­სინს, ბო­სიუ-ფე­ნე­ლონს, ჰი­­გო-ლა­მარ­ტინს. ზოგ­ჯერ, პი­რი­ქი­თაც, მსგავ­სე­ბის გა­მო, რო­გორც ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ახ­ლა ვლა­პა­რა­კობთ. ყვე­ლა­ფე­რი ეს, თვალს მა­ნამ სი­­მოვ­ნებს, სა­ნამ აწ­ონ-და­წო­ნის დრო არ დად­გე­ბა და არ გა­ვარ­­ვევთ – რომ ეს დახ­ვე­წი­ლი დაწყ­ვი­ლე­ბა არც და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, არც სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო. მოკ­ლედ, ამ შე­ნიშ­­ნის სათ­­მე­ლად თავს იმ­­ტომ მი­ვე­ცი უფ­ლე­ბა, რომ აგ­­ცი­ლოთ დე­კო­რა­ტი­ულ-რი­ტო­რი­კუ­ლი სა­შუ­­ლე­ბე­ბის აღ­რე­ვის სა­ხი­ფა­თო ცდუ­ნე­ბას ჭეშ­მა­რიტ, კრი­ტი­კულ მე­თო­დებ­თან, რომ­ლის მეშ­ვე­­ბი­თაც რა­­მე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი დას­­­ნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა.

და­ვუ­მა­ტებ: “ვი­­ონ-ვერ­ლე­ნის” კომ­ბი­ნა­ცია, ორი არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბის აშ­კა­რა და მაც­დუ­ნე­ბე­ლი შე­პი­რის­პი­რე­ბა, რა­საც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სა­­ბა­რი ეძღ­­ნე­ბა, ზოგ­ჯერ ბი­ოგ­რა­ფი­­ლი ფაქ­ტი­თაც მტკიც­დე­ბა. ხო­ლო, რო­ცა მხო­ლოდ ავ­ტო­რებს კი არა, მათ ნა­წარ­მო­­ბებ­საც ვა­და­რებთ, შე­პი­რის­პი­რე­ბა ნელ-ნე­ლა სუს­­დე­ბა, თუ მთლად არ ქრე­ბა. ზუს­ტად ამ­ის ცხად­ყო­ფას ვა­პი­რებ ახ­ლა.

შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ბი­ოგ­რა­ფი­­ბის შე­და­რე­ბის იდეა ცალ­კე­­ლი დამ­თხ­ვე­ვე­ბის გა­მო წარ­მო­იშ­ვა, და მო­მი­წევს იმ მე­თოდს მივ­მარ­თო, ჩვე­­ლებ­რივ, ჩემ­ში უნ­დობ­ლო­ბას რომ იწ­ვევს. მი­ვიჩ­ნევ – ეს ჩე­მი ერთ-ერ­თი პა­რა­დოქ­სია, რომ პო­­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ის ცოდ­ნა უს­არ­გებ­ლო ცოდ­ნაა, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, სრუ­ლი­ად დამ­ღუპ­ვე­ლიც ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­­ბე­ბის აღქ­მი­სას, ე.ი. იმ სი­ხა­რუ­ლის აღქ­მის­­ვის, რო­მელ­საც ნა­წარ­მო­­ბის წა­კითხ­ვის დროს გან­ვიც­დით, ან იმ დას­­­ნე­ბის­­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის არ­სის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ამ ნა­წარ­მო­­ბე­ბის წა­კითხ­ვი­სას ვა­კე­თებთ. რა მე­საქ­მე­ბა რა­სი­ნის მიჯ­ნუ­რო­ბას­თან? მე “ფედ­რა” მა­ინ­ტე­რე­სებს. რას მო­ვი­გებ საწყი­სი მა­სა­ლი­დან, რო­მე­ლიც ყველ­გან თავ­ზე­საყ­რე­ლა­დაა? ნი­ჭი, ე.ი. გარ­და­სახ­ვის უნ­­რი – აი, რა მხვდე­ბა გულ­ში და ჩემ­ში შურს იწ­ვევს. სამ­ყა­როს ერ­თად აღ­­ბულ ყვე­ლა ვნე­ბას, თვით ყოვ­ლის­­თან­­­­მელ გან­­და­საც კი თა­ვის­თა­ვად არ შე­უძ­ლია კარ­გი ლექ­სის და­ბა­დე­ბა. რა კე­თილ­გან­წყო­ბი­ლიც უნ­და ვი­ყოთ ავ­ტო­რი­სად­მი, მას ხან­­­­ლი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა, გა­რე­მო­­ბა და ად­გი­ლი იმ­ის­­ვის კი არ ეძ­ლე­ვა, რომ მას­ში რა­ღაც ჩვე­­ლებ­რი­ვი და ად­­მი­­ნუ­რია, არ­­მედ იმ­ის­­ვის, რომ ოდ­ნავ აღ­­მა­ტე­ბა ჩვე­­ლებ­რივ ად­­მი­ანს. თუ ვამ­ბობთ, რომ ბი­ოგ­რა­ფი­­ბი­სად­მი ინ­ტე­რეს­მა შე­იძ­ლე­ბა ზი­­ნი მო­­ტა­ნოს მხო­ლოდ იმ­­ტომ, რომ ეს ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან ხში­რად გვიქ­­ნის მი­ზეზს, პი­რო­ბა­სა და სა­შუ­­ლე­ბას, დავ­შორ­დეთ თვით ლექ­სე­ბის გულ­მოდ­გი­ნე და ბუ­ნებ­რივ შეს­წავ­ლას. გვგო­ნია, რომ ლექ­სებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, თუმ­ცა, სი­ნამ­­ვი­ლე­ში, მხო­ლოდ იმ­ას ვა­კე­თებთ, რომ ამ ლექ­სებს თავს ვა­რი­დებთ და მათ­თან ყო­ველ შეხ­ვედ­რას გა­ვურ­ბი­ვართ, მა­თი ავ­ტო­რე­ბის, წი­ნაპ­რე­ბის, მე­გობ­რე­ბის, პრობ­ლე­მე­ბი­სა და საქ­მი­­ნო­ბის შეს­წავ­ლით; ამ­ით მხო­ლოდ თავს ვიტყუ­ებთ – მე­­რე­ხა­რის­ხოვ­ნის­­ვის მთა­ვარს ვი­ვიწყებთ. არ­­ფე­რი ვი­ცით ჰო­მე­როს­ზე. ეს ოდ­ნა­ვა­დაც არ აკ­ნი­ნებს “ოდ­­სე­ას” ზღვის სი­ლა­მა­ზეს… აბა, რა ვი­ცით ბიბ­ლი­ის შემ­­­ნე­ლებ­ზე, ეკ­ლე­სი­ას­ტეს ან “ქე­ბა­თა-ქე­ბის” ავ­ტო­რებ­ზე? ამ ნა­წარ­მო­­ბე­ბის სი­ლა­მა­ზეს ამ­ის გა­მო არ­­ფე­რი აკლ­დე­ბა. ბო­ლოს, აბა, რა ვი­ცით შექ­­პირ­ზე? ის­იც კი არა – “ჰამ­ლე­ტი” თუ მან და­წე­რა.

მაგ­რამ დღე­ვან­დელ სა­­ბარ­ში ბი­ოგ­რა­ფი­ულ სა­კითხებ­ზე თა­ვის არ­­დე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ. იგი და­საწყის­ში­ვე იჩ­ენს თავს და მო­მი­წევს ხე­ლი მოვ­კი­დო იმ­ას, რა­საც ახ­ლა­ხანს ვკიცხავ­დი.

საქ­მე ისაა, რომ ორ­მა­გი სი­ტუ­­ცია – ვერ­ლე­ნი-ვი­­­ნი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ტუ­­ციაა. იგი იშ­ვი­­თი და გა­მას­­ვა­ვე­ბელ-და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. თი­თო­­­ლი მათ­გა­ნის მი­ერ და­წე­რი­ლი საკ­მა­ოდ საგ­­­ნო­ბი ნა­წი­ლი უშ­­­ლოდ მა­თი­ვე ცხოვ­რე­ბას ეხ­­ბა. მათ ნა­წარ­მო­­ბებ­ში, უდ­­ვოა, ბევ­რი რამ არ­ის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლი. ორ­­ვემ ამ­ის არც­თუ ცო­ტა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ნი დაგ­ვი­ტო­ვა. ოღ­ონდ სა­ეჭ­ვოა, რომ მა­თი აღ­­­რე­ბა ყო­ველ­­ვის გულ­­­ფე­ლია. თუ მათ ნა­წარ­მო­­ბებ­ში, მარ­­ლაც სარ­­მუ­ნო ფაქ­ტე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი, მა­შინ არა ყვე­ლა­ფე­რი და არა ყვე­ლა ფაქ­ტია სან­დო. ხე­ლო­ვა­ნი სიტყ­ვას ირ­ჩევს, მა­ში­ნაც კი, რო­ცა აღ­სა­რე­ბას ამ­ბობს: აქ შე­ამ­სუ­ბუ­ქებს ფაქ­ტებს, იქ გა­­მუ­ქებს ფე­რებს…

უკ­ვე ვთქვი, რომ ეს სი­ტუ­­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. პო­­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­ცა სა­კუ­თარ თავ­ზე წერს, არ სიტყ­ვა­ძუნ­წობს. ლი­რი­კო­სე­ბი, სა­ერ­თო­დაც, მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე წე­რენ. აბა, რა­ზე ან ვის­ზე წე­რონ. ლი­რი­კა – “მე”-ს ხმაა, ჟღე­რა­დო­ბის უკ­­დუ­რეს სი­ფა­ქი­ზემ­დე აყ­ვა­ნი­ლი და, იქ­ნებ, ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნო­ტა­ზეც. ლი­რი­კო­სი პო­­ტე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­­ვე მა­ნე­რით ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­გორც მუ­სი­კო­სე­ბი, – თა­ვის შეგ­­­ნე­ბებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის კრი­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მო­­ტა­რე­ბენ და უნ­­ვერ­სა­ლუ­რი ხა­სი­­თის იდ­­მალ ცდებ­ში გა­და­ად­ნო­ბენ. მათ რომ გა­ვუ­გოთ, საკ­მა­რი­სია, თუნ­დაც ერთხელ აღვ­­­თო­ვან­დეთ დღის სი­ნათ­ლით, შე­ვიგ­­­ნოთ ბედ­ნი­­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – უბ­­დუ­რე­ბა, სურ­ვი­ლი, გა­ტა­ცე­ბა; თავ­­ზის აბ­ნე­ვა და სი­ნა­ნუ­ლი, – საკ­მა­რი­სია ყო­ვე­ლი ად­­მი­­ნის­­ვის ნაც­ნო­ბი ეს უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი მდგო­მა­რე­­ბა გა­ნი­ცა­დო, მდგო­მა­რე­­ბა, რო­მელ­თა­გან თი­თო­­ულს ქნარ­ზე სა­კუ­თა­რი სი­მი შე­­სა­ბა­მე­ბა…

ჩვე­­ლებ­რივ, ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­­დე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ ვი­­ონ­თან სულ სხვაგ­ვა­რად არ­ის. ეს დი­დი ხნის წინ შე­ამ­­ნი­ეს, ოთ­ხას­ზე მე­ტი წლის წინ. ამ­­ოდ რო­დი და­წე­რა კლე­მან მა­რომ – მსურ­ველს, “ჩას­­­დეს და შე­­ფა­სოს” ვი­­­ნის ბევ­რი ტექ­­ტი, “იმ დრო­ის პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა და იმ ად­­მი­­ნე­ბის,იმ საგ­ნე­ბის ცოდ­ნა, რომ­ლებ­ზეც იგი ლა­პა­რა­კობს; რად­გან, რაც დრო გა­დის, მით უფ­რო გვშორ­დე­ბა ეს მო­გო­ნე­ბე­ბი, და უფ­რო ნაკ­ლებს ეუბ­ნე­ბა ად­­მი­­ნებს მა­თი სა­ხე­ლე­ბი. ამ­­ტო­მაც, ვი­საც თა­ვი­სი შრო­მით ხან­­­­ლი­ვი სი­ცოცხ­ლე სურს, საგ­ნებ­ზე ასე მდაბ­ლად, ასე წვრილ­მა­ნო­ბით არ უნ­და წე­როს”.

მაშ ასე, აუც­­ლე­ბე­ლია, ფრან­სუა ვი­­­ნის ცხოვ­რე­ბა­სა და თავ­გა­და­სავ­ლებს მივ­მარ­თოთ, ვცა­დოთ იმ დე­ტა­ლებ­ში აღ­ვად­გი­ნოთ, რო­გორც მო­იხ­სე­ნი­ებს ან ამ­ოვ­­­ნათ მი­სი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ქა­რაგ­მა. ვი­­­ნი იმ ად­­მი­­ნე­ბის სა­ხე­ლებს ჩა­მოთ­­ლის, რომ­ლებ­მაც მის ოღ­რო­ჩოღ­რო ბე­დის­წე­რა­ში კარ­გი ან ცუ­დი რო­ლი ით­­მა­შეს; ერთ ნა­წილს მად­ლი­­რე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს, მე­­რეს დას­ცი­ნის ან­და წყევ­ლა-კრულ­ვას უთვ­ლის; აღ­წერს დუქ­ნებს, სა­დაც ხში­რად და­დი­­და, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით მუ­დამ ოს­ტა­ტუ­რი სი­ზუს­ტით ხა­ტავს ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბის რა­კურ­სებ­სა და სცე­ნებს. ეს ლექ­სე­ბი მსგავ­სი წვრილ­მა­ნე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლია, მათ­გან გა­ნუ­შო­რე­ბე­ლია, ამ­­ტო­მაც ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი გა­­გე­ბა­რია იმ­ათ­­ვის, ვინც იმ ეპ­­ქის პა­რიზს, მის თვალ­წარ­­ტაც­სა თუ ნაღ­­ლი­ან კუთხე­ებს არ იც­ნობს. ვფიქ­რობ, “პა­რი­ზის ღვთის­­შობ­ლის ტაძ­რის” ზო­გი­ერ­თი თა­ვი გვა­რი­­ნი წი­ნა­სიტყ­ვა­­ბა იქ­ნე­ბა ვი­­­ნის ლექ­სე­ბის­­ვის. ჰი­­გომ, ჩე­მი აზ­რით, მშვე­ნივ­რად და­­ნა­ხა ან მშვე­ნივ­რად შეთხ­ზა, მის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი ხელ­გაშ­ლი­ლო­ბი­თა და სი­ზუს­ტით გად­მოს­ცა მეთხუთ­მე­ტე სა­­კუ­ნის ასე თუ ისე გა­მო­გო­ნი­ლი დე­ტა­ლე­ბი. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი პი­ერ შამ­პი­­ნის(1) მშვე­ნი­ერ შრო­მას გირ­ჩევთ წა­სა­კითხად, სა­დაც თქვენ იპ­­ვით ყვე­ლა­ფერს, რაც ცნო­ბი­ლია ვი­­­ნი­სა და მი­სი დრო­ის პა­რიზ­ზე.

სირ­თუ­ლე­­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ­ში ვი­­­ნის ლექ­სე­ბის კითხ­ვა იწ­ვევს, მხო­ლოდ ეპ­­ქა­თა სხვა­­ბა­სა და ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნის გაქ­რო­ბა­ზე არ და­იყ­ვა­ნე­ბა, იგი მა­თი ავ­ტო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ ხა­სი­ათ­თა­ნაც არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი პა­რი­ზე­ლი – ში­შის­მომ­­­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა­ცაა. ის მარ­ტო სქო­ლა­რი ან ბურ­ჟუა არ არ­ის, რო­მე­ლიც ლექ­სებს თხზავს და ზო­მი­­რად ეშ­მა­კობს. ხი­ფა­თი, რო­მე­ლიც ემ­უქ­რე­ბა, ის­­ვე რო­გორც მის­­ვის ხელ­მი­საწ­­დო­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, ის­­თი­ვეა, რო­გო­რიც მი­სი დრო­­სა და წო­დე­ბის ად­­მი­­ნე­ბის­­ვის. მეტ­რი ვი­­­ნი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ცია, რად­გან ჩვენს ამ­ქარ­ში (თუმ­ცა ბევ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია – თე­­რი­­ლად) არც­თუ ხში­რად ხდე­ბა, რო­ცა პო­ეტს ხე­ლო­ბად ყა­ჩა­ღო­ბა აქვს, ხე­ლი­დან წა­სუ­ლი თაღ­ლი­თია, ად­­ნა­შა­­ლე­ბენ მა­წან­წა­ლო­ბა­სა და სა­ზა­რელ ბან­დებ­თან კავ­შირ­ში, რომ იგი ძარ­­ვავს, ტეხს ზან­დუ­კებ­სა და სა­ლა­რო­ებს, თუ შემ­თხ­ვე­ვა მი­­ცე­მა, ჰკლავს კი­დეც, გა­მუდ­მე­ბით ფხიზ­ლობს, გრძნობს, მის თავ­ზე ყულ­ფი ჰკი­დია, და ამ დროს, უმშ­ვე­ნი­­რე­სი ლექ­სე­ბის წე­რას არ წყვეტს. სახ­­ჩო­ბე­ლის ეს კან­დი­და­ტი (ჩვენ ხომ არ ვი­ცით, რო­გორ და­ამ­თავ­რა მან სი­ცოცხ­ლე, და სა­ფუძ­ვე­ლიც გვაქვს, ზუს­ტი ცნო­ბი­სა გვე­ში­ნო­დეს), ეს დევ­ნით გა­ტან­ჯუ­ლი პო­­ტი თა­ვის ლექ­სებ­ში უხ­ვად იყ­­ნებს იმ დრო­ის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბელ სიტყ­ვებ­სა და გა­მოთ­­მებს, იმ ბნელ და სა­­დუმ­ლო ენ­­სას, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ იმ ად­გი­ლებ­ში ლა­პა­რა­კობ­­ნენ, ცუ­დი სა­ხე­ლით რომ იყო ცნო­ბი­ლი. ზო­გი­ერ­თი მი­სი ლექ­სი ამ ენ­­ზეა და­წე­რი­ლი, და ჩვენ­­ვის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­­გე­ბა­რია. იმ სამ­ყა­როს მცხოვ­რებ­ნი, სა­დაც ამ ენ­ას იყ­­ნებ­­ნენ, დღის ნა­თე­ლის მა­გივ­რად ბნელ ღა­მეს ირ­ჩევ­­ნენ და მა­თი მეტყ­ვე­ლე­ბაც ღა­მის ზღურ­­­თა­ნაა გა­წო­ლი­ლი, ძაღ­­სა და მგელს შუა, ე.ი. ჩვე­­ლებ­რივ ენ­­სა, რომ­ლის­გა­ნაც სინ­ტაქ­სი ის­ეს­ხა, და სიტყ­ვა­თა გა­მო­უც­ნობ ნაკ­რებს შუა, რო­მე­ლიც ზე­პი­რად, პი­რი­დან პირ­ზე გა­და­­ცე­მა და გა­ნუწყ­ვეტ­ლად გა­ნახ­­დე­ბა. მათ ლექ­სი­კონ­ში ბილ­წი, სა­ზიზ­­რად მჟღე­რი სიტყ­ვე­ბია, დრო­დად­რო ში­შის­მომ­­­რელ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას რომ იძ­ენს. მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ აზ­რი ზოგ­ჯერ გა­­გე­ბა­რია, სიტყ­ვე­ბის უხ­­ში ან კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი გარ­სით ვხვდე­ბით იმ ცნე­ბებს, აღ­მო­ჩე­ნებს თუ სა­ხე­ებს, მათ­ში რომ იფ­­რე­ბა.

ეს გახ­ლავთ პრი­მი­ტი­­ლი ტი­პის ნამ­­ვი­ლი პო­­ტუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა, პო­­ტურ ნა­წარ­მო­­ბებ­ში პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი ხომ ად­­მი­­ნის სიტყ­ვაა. ღა­ტაკ­თა და ქურ­­თა ჟარ­გო­ნი, მარ­თა­ლია, ზრდი­ლი სა­ზო­გა­დო­­ბის მეტყ­ვე­ლე­ბი­დან არ­ის ამ­ოზ­­დი­ლი, მა­ინც თვით­­ყო­ფა­დი წარ­მო­ნაქ­­ნია, რო­მე­ლიც უს­ას­რუ­ლოდ იცვ­ლე­ბა, სრულ­ყო­ფი­ლე­ბას აღ­წევს – ბუ­ნა­გებ­ში, ცი­ხე­ებ­ში, პა­რი­ზის ყვე­ლა­ზე ბნელ, უკ­­თურ ქუ­ჩა-ბან­დებ­ში, სა­ზო­გა­დო­­ბის ყვე­ლა­ზე გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი მტრე­ბის მეშ­ვე­­ბით, იმ­­თი მეშ­ვე­­ბით, ვინც შიშს თე­სავს და იმ­­ვე დროს, თა­ვა­დაც მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა შიშ­ში, ბო­რო­ტე­ბას სჩა­დი­ან და გა­ჭირ­ვე­ბის­გან იტ­ან­ჯე­ბი­ან, და­ნა­შა­ულს ამ­ზა­დე­ბენ, გარ­­­ნილ ცხოვ­რე­ბას ეწ­­ვი­ან, ოც­ნე­ბო­ბენ შუ­რის­ძი­­ბა­ზე, თვალ­წინ კი გა­მუდ­მე­ბით წა­მე­ბა და სას­ჯე­ლი (იმ დროს ხში­რად სა­შინ­ლად მკაც­რიც) უდ­გათ; ამ­­ზე ფიქ­რიც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ თან სდევთ, აძრ­წუ­ნებთ, გა­ლი­­ში ჩამ­წყ­­დე­­ლი მხე­ცე­ბი­ვით აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბი­ან და­ნა­შა­ულ­სა და სას­ჯელს შო­რის.

ფრან­სუა ვი­­­ნის ბი­ოგ­რა­ფი­­ში, ის­­ვე რო­გორც მის­სა­ვე პო­­ზი­­ში, ბევ­რი ბნე­ლით მო­ცუ­ლი ად­გი­ლია; მის ცხოვ­რე­ბა­შიც, ლექ­სებ­შიც ბევ­რი რამ არ­ის წყვდი­­დით და­ფა­რუ­ლი, ის­­ვე, რო­გორც თვით სა­ხე პო­­ტი­სა.

იქ­­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მას­ზე ვი­ცით, მი­სი ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხე ფრი­ად უბ­ად­რუ­კად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა: ცნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ ან მი­სი­ვე ლექ­სე­ბი­და­ნაა ამ­ოკ­რე­ბი­ლი ან მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც რა­­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ მი­სახ­ვედრ ვა­რი­ანტს არ იძ­ლე­ვა და უფ­ლე­ბას გვი­ტო­ვებს შევ­­­ნათ შუ­რის­მა­ძი­­ბე­ლი, სა­ძა­გე­ლი ად­­მი­­ნის პორ­­რე­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მდა­ბა­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა შე­უძ­ლია, ოღ­ონდ, ეგ არ­ის, დრო­დად­რო, მო­­ლოდ­ნე­ლად, მის სა­ხე­ში ღვთის­მო­სა­­ბა და სი­ნა­ზე გა­მო­ჟო­ნავს, აკ­­აფ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­გორც იმ ცნო­ბილ და უმშ­ვე­ნი­­რეს ლექ­­ში (“ბა­ლა­და – ლოც­ვე­ბი ღვის­­შო­ბელს”), რო­მე­ლიც ლოც­ვა­სა­ვით შექ­­ნა სა­კუ­თა­რი დე­დის­­ვის, სა­ცო­და­ვი ქა­ლის­­ვის, რო­მელ­მაც და­ახ­ლო­­ბით 1435 წელს თა­ვი­სი ვა­ჟი, ფრან­სუა დე მონ­კორ­ბი­ედ წო­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც მე­რე მძი­მე ხვედ­რი, დი­დე­ბა, საპყ­რო­ბი­ლე­თა ჯაჭ­ვი და პო­­ზია ერ­გე­ბა წი­ლად, აღ­საზ­­დე­ლად გი­­ომ დე ვი­­ონს მი­­ბა­რა, წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტეს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და იოან­ეს სამ­ლოც­ვე­ლოს კა­პე­ლანს.

ეს ბა­ლა­და, ერთ-ერ­თი სა­­კე­თე­სოა ფრან­გულ პო­­ზი­­ში.

თუ ყუ­რად­ღე­ბას არ მი­აქ­ცევთ ოდ­ნავ უკ­ვე გა­ფერ­­­­თა­ლე­ბულ სიტყ­ვებს, ენა თა­ნა­მედ­რო­ვეს ჰგავს; ეს ლექ­სი თით­­მის ხუ­თი ას­­­ლი წლის წინ და­­წე­რა, მაგ­რამ დღემ­დე გვა­ხა­რებს და გვა­ღელ­ვებს. აღგ­ვაფ­­თო­ვა­ნებს პო­­ტის ოს­ტა­ტო­ბა, ფორ­მა­თა სრულ­ყო­ფი­ლე­ბა, დახ­ვე­წი­ლი სტრო­ფე­ბის უზ­­დო მუ­სი­კა­ლუ­რი წყო­ბა, რო­მელ­შიც სინ­ტაქ­სის სიმ­დიდ­რე და მუხ­ლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, კონ­­­რუქ­ცი­­ბის ად­ვი­ლად შე­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­­ლე­ბას იძ­ლე­ვა – ათი ხა­ზი, ათი მარ­­ვა­ლი, ოთ­ხი რით­მა. აღფ­­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ამ რით­მე­ბის უკვ­და­ვო­ბით, ლუ­დო­ვი­კო XI დროს რომ აღ­მო­ცენ­და. ამ­­ში ვხე­დავ ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­­ვიდ­რე­­ბის ნამ­­ვილ სა­ბუთ­სა და ფრან­გუ­ლი ენ­ის უცვ­ლელ არსს მრა­ვა­ლი სა­­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ევ­რო­პა­ში ას­­თი მემ­­ვიდ­რე­­ბით მხო­ლოდ საფ­რან­გეთ­სა და ინგ­ლისს შე­უძ­ლია იამ­­ყოს; ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში მეთხუთ­მე­ტე სა­­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თა­­ბე­ბის ცვლის ფონ­ზე, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი მთხზვე­ლე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­­ბე­ბის შექ­­ნა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა.

სა­ერ­თოდ კი, იმ­ის მი­­ხე­და­ვად, ვი­­­ნი ჩა­მო­ახ­­­ვეს თუ არა, სი­ცოცხ­ლეს გა­ნაგ­­ძობს იმ ავ­ტორ­თა თა­ნაბ­რად, დღეს რომ მოღ­ვა­წე­­ბენ. იგი სი­ცოცხ­ლეს აგრ­ძე­ლებს, რად­გან მი­სი ლექ­სე­ბი ჩვენ­­ვის გა­სა­გე­ბია, გულ­­რილს არ გვტო­ვე­ბენ, და რაც მთა­ვა­რია, – იმ­­ტომ, რომ ის­­ნი უძ­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და სრულ­ყო­ფილ ნა­წარ­მო­­ბებ­თან შე­ჯიბრს, რომ­ლე­ბიც უდ­­დეს­მა ავ­ტო­რებ­მა შექ­­ნეს, მას აქ­ეთ მი­ლე­ულ ოთ­ხი სა­­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­სი ლექ­სე­ბის ფორ­მა ფას­და­­დე­ბე­ლია.

ტექ­­ტე­ბის ბედ­ზე ლა­პა­რა­კი­დან ის­ევ მა­თი ავ­ტო­რე­ბის ბედ­ზე სა­­ბარს და­ვუბ­რუნ­დე­ბი. უკ­ვე ვთქვი, რომ იგი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არ­ის-მეთ­ქი ჩვენ­­ვის ცნო­ბი­ლი. რო­გორც რემ­­რან­­თან – დი­დი ნა­წი­ლი ჩრდილ­ში რჩე­ბა, სა­­და­ნაც ცალ­კე­­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი და დე­ტა­ლე­ბი სა­ოც­რად ნათ­ლად, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი მკა­ფი­­­ბით გა­მო­დის.

გი­ამ­ბობთ რო­გორ აღ­მოჩ­­და ეს დე­ტა­ლე­ბი: ის­­ნი სა­მარ­თალ­წარ­მო­­ბის მა­სა­ლე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი. ამ მა­სა­ლებს, რომ­ლებ­შიც პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლი­ად სან­დო ინ­ფორ­მა­ციაა ვი­­­ნის შე­სა­ხებ, სამ თუ ოთხ მა­ძი­­ბელს, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან ერ­­დიტს უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ. ახ­ლა ზუს­ტად ის დროა, სა­კად­რი­სი პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ ლო­ნონს(2), მარ­სელ შვობს და პი­ერ შამ­პი­ონს, რომ­ლე­ბამ­დეც მხო­ლოდ ნაკ­ლე­ბად სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­­ბი გვქონ­და პო­ეტ­ზე. მათ მო­­ძი­ეს ერ­ოვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის პა­რი­ზის სა­სა­მარ­­ლოს სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში უმ­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ბუ­თე­ბი.

მე არ ვიც­ნობ­დი ოგ­­უსტ ლო­ნონს, სა­მა­გი­­როდ, კარ­გად ვიც­ნობ­დი მარ­სელ შვობს, მღელ­ვა­რე­ბით ვიხ­სე­ნებ ჩვენს ხან­­­­ლივ სა­უბ­რებს მწუხ­რი­სას, რო­ცა ეს უჩ­ვე­­ლო გო­ნე­ბი­თა და შორ­­­­­რე­ტე­ლო­ბით და­ჯილ­დო­­ბუ­ლი ად­­მი­­ნის თა­ვის ძი­­ბებს, წი­ნათ­­­­ნო­ბებ­სა და იმ აღ­მო­ჩე­ნებ­ზე მი­ამ­ბობ­და, რომ­ლე­ბიც მას მი­ზანს აახ­ლო­ვებ­და – სან­დო ცნო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ვი­­­ნის საქ­მე­ზე. იგი ფლობ­და ედ­გარ პოს ინ­დუქ­ცი­­რი წარ­მო­სახ­ვის უნ­არს, ფი­ლო­ლო­გის და­ჟი­ნე­ბულ გამ­­რი­­ხო­ბას, ტექ­­ტის ან­­ლი­ზის თა­ვი­სე­ბურ ნიჭს, გარ­და ამ­­სა, მას ჰქონ­და ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი­სად­მი და მა­თი უჩ­ვე­­ლო ბე­დი­სად­მი, რაც და­ეხ­მა­რა პირ­ველს ჩა­­ხე­და ბევრ სა­უცხოო წიგ­­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მოვ­ლე­ნე­ბად რომ იქ­ცა.

ლო­ნო­ნის მა­გა­ლი­თით (და პო­ლი­ცი­­სა, რო­მე­ლიც თა­ვის მუ­შა­­ბა­ში ამ­­ვე მე­თოდს იყ­­ნებს) გა­დაწყ­ვი­ტა გა­მოთ­­ლის მე­თო­დით ემ­­შა­ვა – ვი­­ონს დას­წე­­და, მი­­მარ­თა “ტო­ტა­ლუ­რი ალ­ყის­­ვის”. ამ­ის­­ვის სა­ჭი­რო იყო დამ­ნა­შა­ვის ყვე­ლა პო­ტენ­ცი­­რი გა­რე­მოც­ვის­­ვის, რო­მელ­თა ხელ­ში ჩაგ­დე­ბაც უნ­დო­და, მა­ხე და­­გო, – და­­კა­ვე­ბი­ნა, ე.ი. “გა­მო­­აშ­კა­რა­ვე­ბი­ნა” ყვე­ლა მი­სი თა­ნამ­­რახ­ვე­ლი. მას უნ­დო­და შე­­მოწ­მე­ბი­ნა და შე­­ფა­სე­ბი­ნა ის გულ­მოდ­გი­ნე­ბა, რომ­ლი­თაც მა­შინ სის­­ლის სა­მარ­­ლის საქ­მე­ებს იძ­­ებ­­ნენ. ერთხელ იმ დამ­ნა­შა­ვე­თა ბან­დის ავ­­ზა­კურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზეც მი­ამ­ბო, რომ­ლებ­თა­ნაც ჩვე­ნი ვი­­­ნი იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შვობ­მა დამ­ნა­შა­ვე­­ბი დი­ჟონ­ში აღ­მო­­ჩი­ნა, სა­დაც ბევ­რი და­ნა­შა­­ლი ჩა­­დი­ნეს; მძარ­­ვე­ლე­ბი ის-ის იყო უნ­და და­­ჭი­რათ, რომ ქა­ლა­ქი მო­­ლოდ­ნე­ლად და­ტო­ვეს და სხვა­დას­­ვა მხა­რეს გა­­ფან­­ნენ. დი­ჟო­ნის სა­სა­მარ­­ლოს პრო­კუ­რორს თვალ­თა­გან არ და­­კარ­გავს ის­­ნი; ერთ თა­ვის კო­ლე­გას პა­ტაკს უგ­ზავ­ნის და გაქ­ცე­­ლებ­ზე ზუსტ ცნო­ბებს აწვ­დის. ნა­ძარ­­ვით დატ­ვირ­თუ­ლი სა­მი მათ­გა­ნი ტყე­ში გა­­ჩი­ნარ­და. თურ­მე ორ­მა ერთ­მა­ნეთ­ში მო­­ლა­პა­რა­კა, მე­სა­მე ხან­­ლით მოკ­ლა, მი­სი წი­ლი გა­­ნა­წი­ლა და ერთ­მა­ნეთს და­შორ­და. ერ­თი იმ­ათ­გა­ნი, რო­გორც ეტ­ყო­ბა, ორ­ლე­ან­ში ჩა­მოჰ­კი­დეს, მე­­რე მონ­ტარ­­ში ყალ­ბი ფუ­ლის მოჭ­რის­­ვის ცოცხ­ლად მო­ხარ­შეს. ეტ­ყო­ბა, მა­შინ­დე­ლი მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბა, რო­მელ­საც არც ტე­ლე­ფო­ნი, არც ტე­ლეგ­რა­ფი, არც ფო­ტოგ­რა­ფია, არც თი­თე­ბის ან­­ბეჭ­დი ან ანთ­რო­პო­მეტ­რუ­ლი აღ­წე­რე­ბი არ გა­აჩ­­და, კარ­გად მუ­შა­­ბას მა­ინც ახ­ერ­ხებ­და.

სე­რი­­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს ვი­ვა­რა­­დოთ, რომ ვი­­­ნი ამ ბან­დის წევ­რი იყო, რომ­ლის სა­ხე­ლიც “ნი­ჟა­რა­თა ძმო­ბა” ანუ “ნი­ჟარ­­ვა” საკ­მა­ოდ სა­ხელ­გა­ვარ­­ნი­ლი გახ­­დათ. მი­სი ცხოვ­რე­ბა, ერთ­­რო­­ლად, უბ­­დუ­რიც იყო და ბედ­ნი­­რიც, რო­გორც ჩანს, ხან­მოკ­ლეც – ძალ­ზე სა­ეჭ­ვოა, ორ­მოც წლამ­დე ეც­ოცხ­ლა. მოკ­ლედ მო­გითხ­რობთ მის ის­ტო­რი­ას, უფ­რო სწო­რად იმ­ას, რაც იმ მკვლე­ვა­რებ­მა შეძ­ლეს და გა­არ­­ვი­ეს, უკ­ვე რომ და­ვა­სა­ხე­ლე და რო­მელ­თა შრო­მე­ბის წა­კითხ­ვაც ნამ­­ვი­ლად ღირს, არა იმ­­სათ­ვის, დი­დი პო­­ტის ლექ­სე­ბი გა­ვი­გოთ, არ­­მედ იმ­­ტომ, ამ სა­მე­­ლის მი­ერ წარ­სუ­ლის აღ­სად­გე­ნად გა­წე­­ლი შრო­მის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა რომ შე­ვა­ფა­სოთ და გა­ვი­გოთ, აღ­მო­ჩე­ნის უნ­­რის გვერ­დით კი­დევ არ­სე­ბობს უნ­­რი ძი­­ბი­სა, ხო­ლო მწერ­ლის ტა­ლან­ტის თა­ნაბ­რად არ­ის კი­დევ ტა­ლან­ტი მკითხ­ვე­ლი­სა.

ვი­­­ნი 1431 წელს და­­ბა­და პა­რიზ­ში, ნამ­­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რია ფრან­სუა დე მონ­კორ­ბიე. დე­და­მი­სი ღა­ტა­კი ქა­ლი ყო­ფი­ლა; შვი­ლის აღზ­­და ვერ შეძ­ლო თურ­მე და აღ­საზ­­დე­ლად მი­­ბა­რა წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტეს თე­მის პა­ტივ­ცე­მულ კა­ნო­ნიკ გი­­ომ დე ვი­­ონს, რო­მე­ლიც იქ­ვე, ეკ­ლე­სი­ას­თან ცხოვ­რობ­და. მის სახ­­ში აღ­­ზარ­და ფრან­სუა ვი­­­ნი და დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბაც იქ მი­­ღია. მა­მო­ბი­ლი, ეტ­ყო­ბა, კარ­გად ექ­ცე­­და, ერთ­­ვა­რი სი­ნა­ზი­თაც კი. თვრა­მე­ტი წლის ჭა­ბუკ­მა ბა­კა­ლავ­რის გა­მოც­დაც გა­­­რა. ოც­და­ერ­თი წლი­სამ, – 1452 წლის ზაფხულ­ში, – ლი­ცენ­ცი­­ტის(3) ხა­რის­ხიც მი­­ღო. რა გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და? ალ­ბათ, თით­­მის ის­­თი­ვე, ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­­მა რომ უნ­და მი­­ღოს: ლა­თი­ნუ­რის გრა­მა­ტი­კა, ფორ­მა­ლუ­რი ლო­გი­კა, რი­ტო­რი­კა (ამ ორ სა­განს არ­ის­ტო­ტე­ლეს მი­ხედ­ვით ას­წავ­ლიდ­ნენ, მი­სი შრო­მე­ბის მა­შინ­დე­ლი გა­გე­ბის თა­ნახ­მად); პროგ­რა­მა­ში ცო­ტა­­დე­ნი მე­ტა­ფი­ზი­კაც შე­დი­­და, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და ზუს­ტი მეც­ნი­­რე­ბის მი­მო­ხილ­ვაც.

ოღ­ონდ, ფრან­გულ სიტყ­ვას, რო­მე­ლიც ლი­ცენ­ცი­­ტის ხა­რისხს აღ­ნიშ­ნავს, ორ­ნა­­რი მნიშ­­ნე­ლო­ბა აქვს! ვი­­ონ­მა ხა­რის­ხი მი­­ღო და თა­ვიც აიშ­ვა, სა­ხი­ფა­თო გახ­და მი­სი ქცე­ვა, კლი­რიკ­თა სა­ზო­გა­დო­­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. ღვთის­­სა­ხუ­რის წო­დე­ბა იმ ად­­მი­ან­თა ყუ­რად­ღე­ბას იქ­ცევ­და, რომ­ლებ­საც ეშ­­ნო­დათ, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­­­გე­ბოდ­ნენ. კლი­რიკს შე­ეძ­ლო ჩვე­­ლებ­რი­ვი სა­სა­მარ­­ლოს­­ვის თა­ვის არ­­დე­ბის მიზ­ნით საქ­მის სა­სუ­ლი­­რო სა­სა­მარ­­ლოს­­ვის გა­და­ცე­მა მო­ეთხო­ვა. ჩვე­­ლებ­რივ, სა­სა­მარ­­ლო­ებ­ში გა­ცი­ლე­ბით მკაც­რი პრო­ცე­სე­ბი იმ­არ­თე­ბო­და. ეს ღვთის­­სა­ხუ­რე­ბი ხში­რად მო­რა­ლურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი ად­­მი­­ნე­ბი იყვ­ნენ. ბევრ ვი­გინ­და­რას შე­ეძ­ლო კლი­რი­კე­ბის წრეს გა­რე­­და. ის­ეც მომ­­და­რა, რომ ღვთის­­სა­ხუ­რად თა­ვის გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით დამ­ნა­შა­ვეს ლა­თი­ნუ­რის იმპ­რო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უგ­დია ხელ­ში, რა­თა ამ გზით შე­ეც­ვა­ლა მო­სა­მარ­­ლე.

ვი­­ონ­მა ამ სხვა­დას­­ვა ჯუ­რის ხალ­ხის ყვე­ლა­ზე ცუდ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­­ბა ნაც­ნო­ბო­ბა. რო­გორც ჩანს, ამ წრე­ში ქა­ლე­ბიც ერ­ივ­ნენ და არც­თუ მოკ­ლე­ბულ­ნი მომ­ხიბ­­ლე­ლო­ბას. ის­­ნი, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, მნიშ­­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­­ნენ პო­­ტის ზრახ­ვებ­სა და თავ­გა­და­სავ­ლებ­ში. მაგ­რამ, ალ­ბათ, არც ერთ ქალს აზ­რა­დაც არ მოს­­ლია, რომ ამ ბი­ჭის წყა­ლო­ბით, სა­­კუ­ნე­­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ოცხ­ლებ­და. მე­წა­ღე ბლან­ში, სქე­ლუა მარ­გო, მშვე­ნი­­რი მეშ­ლი­­პე ჟა­ნე­ტი, მე­კა­ლა­თე კატ­რი­ნა; მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რად­ღე­ბა ამ ქა­ლე­ბის მეტ­სა­ხე­ლებს… შე­იძ­ლე­ბა ის­იც კი ვი­ფიქ­როთ, რომ ყვე­ლა ხე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს მო­­წიაო პო­­ტის მუ­ზის­­ვის ცო­ლის დათ­მო­ბა, თით­ქო­სო სა­შუ­­ლო სა­­კუ­ნე­ში ხე­ლო­სან­თა წო­დე­ბის წევ­რო­ბა უც­­ლობ­ლად წარ­მო­შობ­და ცოლ-ქმრულ პრობ­ლე­მებს.

და აი, დროს­ტა­რე­ბით, გარ­­­ნი­ლე­ბით და­იწყო და ძა­ლა­დო­ბამ­დე მი­დის. 1455 წელს ვი­­­ნი კლავს ად­­მი­ანს. ეს ამ­ბა­ვი “შეწყა­ლე­ბის სი­გე­ლი­დან” საკ­მა­ოდ კარ­გად არ­ის ცნო­ბი­ლი. “შეწყა­ლე­ბის სი­გე­ლი” კი მე­ფე შარლ VII-სგან მი­­ღო: “მეტრ ფრან­სუა დე ლო­ჟი, იგ­­ვე დე ვი­­­ნი, ოც­და­ექ­­სი წლი­სა ან და­ახ­ლო­­ბით ამ­დე­ნი­სა, რო­მე­ლიც უფ­ლის სხე­­ლის გარ­და­მოხ­­ნის დღე­სას­წა­­ლის დროს, წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტის ეკ­ლე­სი­ის სა­­თის კოშ­კის ქვეშ იჯ­და ქვა­ზე, ქა­ლაქ პა­რი­ზის სენ-ჟორ­ჟის დიდ ქუ­ჩა­ზე, და მას­თან იყო ერ­თი მღვდე­ლი, სა­ხე­ლად ჟი­ლი და ვინ­მე ქა­ლი, სა­ხე­ლად იზ­­ბო. ყვე­ლა­ფე­რი ცხრა სა­ათ­ზე ან ოდ­ნავ გვი­ან მოხ­და”.

უც­ბად გა­მოჩ­­დე­ბა ვინ­მე ფი­ლიპ სერ­მუ­­ზი თუ შერ­მუა, მღვდე­ლი, მეტრ ჟან ლე სარ­დის თან­­ლე­ბით. სი­გე­ლის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ვი­­­ნის სიტყ­ვე­ბი­დან არ­ის შედ­გე­ნი­ლი და ამ ვერ­სი­ის სი­მარ­­ლე ეჭვს არ იწ­ვევს, მღვდე­ლი სერ­მუ­­ზი ჩხუბს იწ­ყებს, პო­­ტი საქ­მის მო­წეს­რი­გე­ბას ცდი­ლობს, დგე­ბა და ად­გილს უთ­მობს… მაგ­რამ სერ­მუ­­ზი არ ჩერ­დე­ბა, ან­­ფო­რის ქვე­ში­დან ხან­ჯალს და­აძ­რობს და ვი­­ონს სა­ხე­ში ურტყამს, რის გა­მოც “სის­­ლი ბლო­მად დაღ­ვა­რა”. ვი­­ონს ლა­ბა­და ეც­ვა, სა­ღა­მოს თუ აც­ივ­დე­ბო­და იმ შემ­თხ­ვე­ვის­­ვის და ლა­ბა­დის ქვე­შაც ხან­ჯა­ლი ეკ­­და”; ის­იც და­აძ­რობს ხან­ჯალს და სერ­მუ­აზს სა­ზარ­დულ­ში გა­უყ­რის, “თა­ვა­დაც ვერ მიხ­­და, ეს რო­გორ მოხ­და”. (თა­ვის მარ­­ლე­ბა მა­ინ­­და­მა­ინც სი­მარ­­ლეს არ ჰგავს). სერ­მუ­­ზის თან­­­ლე­ბი შუ­რის­ძი­­ბის მიზ­ნით, ვი­­ონს და­­დევ­ნე­ბა. მას ქვა მოხ­­დე­ბა სა­ხე­ში. ყვე­ლა მოწ­მე გარ­ბის.

ვი­­­ნი ჭრი­ლო­ბის შე­სახ­ვე­ვად და­ლაქ­თან მი­დის. და­ლაქ­მა მომ­­და­რის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი უნ­და შე­ად­გი­ნოს და ვი­­ონს სა­ხელს ეკ­ითხე­ბა. ვი­­­ნი გა­მო­გო­ნილ სა­ხელს ეუბ­ნე­ბა – მი­შელ მუ­ტო­ნიო. სერ­მუ­­ზი ჯერ მო­ნას­ტერ­ში მიჰ­ყავთ, მე­რე ქა­ლა­ქის სა­­ვად­­ყო­ფო­ში, სა­დაც ორი დღის შემ­დეგ კვდე­ბა “არ­ას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­მო”. მკვლე­ლი წინ­და­ხე­დუ­ლად იმ­­ლე­ბა.

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი “შეწყა­ლე­ბის სი­გელს” იღ­ებს, სა­­და­ნაც უკ­ვე მო­ვიყ­ვა­ნეთ რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ შეწყა­ლე­ბის ოპ­­რა­ტი­­ლი აქ­ტის­­ვის თვით მეტრ ვი­­­ნის მტკი­ცე­ბე­ბი და თა­ვის მარ­­ლე­ბა აღ­მოჩ­­და საკ­მა­რი­სი. არ­­ნა­­რი გა­მო­ძი­­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. თავ­დაც­ვის აუც­­ლებ­ლო­ბის გა­მო თა­ვის მარ­­ლე­ბას ეჭ­ვის ქვეშ არ­­ვინ აყ­­ნებ­და. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მტკი­ცე­ბა ამ უს­­­მოვ­ნო შემ­თხ­ვე­ვის გა­მო მარ­თე­ბუ­ლი იყო და მი­სა­ღე­ბი. თუმ­ცა მი­სი მო­ნა­ყო­ლი მთლად სი­მარ­­ლეს არ ჰგავს: აუხს­ნე­ლია მღვდელ სერ­მუ­­ზის თავ­დას­­მის მი­ზე­ზი, გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ვი­­ონ­მა და­ლაქ ფუ­კეს უთხ­რა, შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლი­დან ვი­­­ნის გაქ­რო­ბა, მოწ­მე­­ბის არ არ­სე­ბო­ბა, – მოკ­ლედ, ამ საქ­მე­ში ბევ­რი სა­ეჭ­ვო დე­ტა­ლია. სახ­­ჩო­ბე­ლა­ზე ბევ­რი გა­უგ­ზავ­ნი­ათ ამ­­ზე ნაკ­ლე­ბი სამ­ხი­ლით, მაგ­რამ ვი­­­ნი­სად­მი უფ­რო მკაც­რი ნუ ვიქ­ნე­ბით, ვიდ­რე თვით მე­ფე იყო, რო­მე­ლიც “ლმო­ბი­­რე­ბას უფ­რო მეტ უპ­­რა­ტე­სო­ბას ან­­ჭებ­და, ვიდ­რე სი­სას­ტი­კეს”, შე­იწყა­ლეს, მი­­ტე­ვეს და “ამ მო­მენ­ტი­დან, – რო­გორც ტექ­­ტი იუწ­ყე­ბა, – პრო­კუ­რო­რის ბრძა­ნე­ბით სა­მუ­და­მოდ და­­ხუ­რე­ბა ეს საქ­მე”. მაგ­რამ მა­ლე საქ­მეს­თან დაბ­რუ­ნე­ბა მა­ინც მო­­წევთ.

© “არილი”

Facebook Comments Box