ახალი ამბები,  ახალი წიგნები,  კულტურა/ლიტ.თეორია,  პროზა

პულიცერის პრემია გადაეცა ჯოშუა კოენს სატირული რომანისთვის “ნეთანიაჰუსი”

2022 წლის პულიცერის პრემია მხატვრულ ლიტერატურაში გადაეცა ბრუკლინელ მწერლის, ჯოშუა კოენის სატირულ რომანს “ნეთანიაჰუსს”, რომელიც 1960-იან წლებში ამერიკულ სტუდენტურ ქალაქში ისრაელის ყოფილი პრემიერის ოჯახის ვიზიტზე მოგვითხრობს.

კომიტეტმა რომანი დაახასიათა, როგორც „გესლიანი, ენობრივად დახვეწილი ისტორიული რომანი ებრაულ-ამერიკული გამოცდილების გაურკვევლობებზე“. წიგნი ეფუძნება რეალურ ამბავს – ბენიამინ ნეთანიაჰუს მამის, ისტორიკოსი ბენზიონის კორნელის უნივერსიტეტში სტუმრობას, სადაც 1971-75 წლებში იუდაისტიკის პროფესორად მუშაობდა. კოენის თქმით, მას სურდა „კამპუსებში იდენტობის პოლიტიკაზე დამეწერა. ბენზიონ ნეთანიაჰუმ ჩემი ყურადღება ტრაიბალისტური მსოფლმხედველობით მიიპყრო, რომელიც დიდი ეთნიკური ან რასობრივი კოლექტივების დაშლისას აღმოცენდება – იმპერიები იშლებიან და გვიტოვებენ ტრაიბალიზმს“.

წიგნმა დიდი მოწონება სიონიზმსა და ებრაულ იდენტობაზე მახვილგონივრული და ინტელექტუალური მსჯელობით დაიმსახურა. „აღმაშფოთებელი, იმედგამაცრუებელი, პრეტენზიული ნამუშევარია – და ამავდროულად თავისი სილაღით, მხიარული და სულისშემკვრელი განწყობით მთლიანად მოგიცვავს. ყველაზე აქტუალური რომანია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს”, – აღინიშნა The New York Times-ის რეცენზიაში.  The Guardian-მა კი რომანს უწოდა “კომიკური ისტორიული ფანტაზია – წიგნიერებისა და ამქვეყნიური ასავალ-დასავალს ცოდნის თავბრუდამხვევი სპექტრი.”

ჯოშუა კოენის მე-6 რომანს დიდწილად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და 2021 წელს ებრაული წიგნის საბჭოს პრემიაც მოიპოვა.

© არილი

Facebook Comments Box