პროზა (თარგმანი)

რე­ნა­ტა შე­რე­ლი­ტე – სარკის ზედაპირ­ზე

Renata_Serelyte

ლიტვურიდან თარგმნა ნანა დევიძემ

გზა ვაფ­ლის პირ­სა­ხო­ცი­ვით ნა­ზი იყო.

მი­წი­დან ამ­­ხეთ­ქი­ლი ბა­ლა­ხის სვე­ლი ღე­რო­­ბი კა­ბის კალ­თებ­ზე ეკვ­რო­და. ხელ­ში ფეხ­საც­მე­ლე­ბი ეჭ­­რა. ჩხვლე­ტია კენ­ჭებს ვერც გრძნობ­და, ისე და­ერ­ბი­ლე­ბი­ნა უხ­მოდ და­ფე­ნილ ხამს, ობ­­ბას ქსე­ლი­ვით რომ აუბ­ურ­და თმა და ახ­ლა წამ­წა­მებ­ზე უგ­როვ­დე­ბო­და.

– დე­დი, ნუ წყრე­ბი, ნუ წყრე­ბი დე­დი… – სირ­ბი­ლით მი­უყ­ვე­ბო­და ხვინ­ჭი­­ნი გზის პირს და იმ­­­რებ­და: – არ მინ­დო­და, – სრუ­ტუ­ნებ­და, – რა სა­ზიზ­­რო­ბაა ეს მშრა­ლი ღვი­ნო. მუ­ცე­ლი ამ­ატ­კი­ვა. სა­წოლ­ზე მივ­წე­ქი, ტკი­ვილს რომ გა­ევ­ლო და ჩა­მე­ძი­ნა. არ გა­მიწყ­რე დე­დი…

შედ­გა. მო­ეჩ­ვე­ნა, მინ­დორ­ზე და­ფე­ნილ ფერ­­ლის­ფერ ნის­­ში კარ­მა ისე გა­იჭ­რი­­ლა, თით­ქოს ძილ-ღვი­ძილ­ში მყო­ფი დე­და­ბე­რი, ეზ­­ში სა­ჭი­რო­­ბის­­ვის რომ გა­მო­ვი­და, უკ­ან შებ­რუნ­დაო.

– დე­დი, ნუ მიწყ­რე­ბი…

რა­ზამ მსუ­ბუ­ქად, მაგ­რამ მკაც­რად და­იჩხა­კუ­ნა.

– მე… – თვა­ლე­ბი­დან ნა­მი ჩა­მო­­ფერ­თხა და გა­ჩუმ­და. ნის­­ში მი­სი დრო­ის კა­რი იღ­­ბო­და და იკ­­ტე­ბო­და, ოღ­ონდ გო­გო­ნამ არ იც­­და, წარ­სუ­ლი იყო ეს თუ მო­მა­ვა­ლი. წა­მის სი­დი­­დეს ვერ აღ­იქ­ვამ­და, რად­გა­ნაც სმე­ნას უფრ­თხობ­­ნენ ხმე­ბი; წვრი­ლი, მდო­რე კრწი­­ლი, ხმა­ჩახ­ლე­ჩი­ლი კა­ტის კნა­ვილს რომ ჩა­მოჰ­გავ­და, უც­­ბე­დი გას­რო­ლა თუ რა­ზის ჩხა­კუ­ნი.

– ვაი, იესო! – აღ­მოხ­და გო­გო­ნას და შე­ში­ნე­ბულ­მა მი­მო­­ხე­და. ღვი­ნი­სა­გან უხ­ურ­და ცა­რი­­ლი მუ­ცე­ლი – მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ბუ­ხა­რი, უს­­ნათ­ლო და უც­ეცხ­ლო.

ფრე­ნა მო­უნ­და. სურ­და, გა­ყი­ნუ­ლი, უძ­რა­ვი ჰა­­რი ხე­ლის მკვეთ­რი მოძ­რა­­ბით გა­­პო. ფრე­ნას იქ­ნებ გა­მო­ეს­ყი­და რა­ღაც, რაც ჯერ ვერ გა­­აზ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ გრძნობ­და, რომ ის მას­ში გა­ყურ­სუ­ლი­ყო. სახ­ლამ­დე კი ცო­ტა­ღა დარ­ჩა, გა­და­ივ­ლი­და მე­ზობ­ლის ბოს­ტანს, სა­დაც ცის­­რად ყვა­­და კარ­ტო­ფი­ლი და შინ ამ­ოჰ­ყოფ­და თავს.

რა­ღა სა­ჭი­რო იყო ფრე­ნა?

ფეხ­სა­ლაგ­თან ქრის­ტე­სის­­ლას ტერ­ფე­ბი შე­აწ­მინ­და და გა­უკ­ვირ­და, რომ აქ­ამ­დე ვერ ამჩ­ნევ­და, რო­გორ მოს­დე­ბო­და ეს ბა­ლა­ხი აქ­­­რო­ბას.

ფეხ­სა­ლა­გის შე­ღე­ბუ­ლი კა­რი­დან გა­რეთ იჭ­რე­ბო­და ნის­­ზე მუ­ქი ლურ­ჯი კვამ­ლი. მაგ­რამ მას არც ყა­ლი­­ნის, არც სი­გა­რე­ტის მძაფ­რი სუ­ნი არ უგრ­­­ნია. ვის უნ­და მო­­წია აქ, ახ­ლა, დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე, რო­ცა მზე ჯერ არ ამ­ოწ­ვე­რი­ლი­ყო, რო­ცა ხის კენ­წე­რო­­ბი ცივ ნის­­ში ირ­წე­ოდ­ნენ?!. გა­ნავ­ლის სუ­ნიც არ იდ­გა. გან­თი­­დის სი­ლურ­ჯე­საც არ სურ­და მი­წა­ზე დაშ­ვე­ბა.

გო­გო­ნამ შე­შის საწყობ ფარ­დულს ჩა­ურ­ბი­ნა.

სახ­ლის შა­ვი ღრი­ჭო­­ბი­დან გა­რეთ აღ­წევ­და დი­დი ხნის ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ლო­გი­ნის სუ­ნი, ქა­ფუ­რის სპირ­ტის, ოფ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი ბამ­ბა­ზი­ის სიმ­ძა­ღე და მძი­ნა­რე­თა მშვი­დი სუნ­­­ვა…

ამ­ან დაკ­­ძალ­ვა გა­ახ­სე­ნა, რო­ცა გვირ­­ვი­ნებს გამ­­მა­რი წიწ­ვე­ბი სცვი­ვა და რკი­ნის კარ­კა­სი მეჩხე­რი კბი­ლე­ბით იღ­­მის. ხო­ლო სა­საფ­ლა­ოს ყოვ­ლის­­­თან­­­მე­ლი სი­ლა ყრუ შხრი­­ლით ყლა­პავს სა­სახ­ლის მაქ­მა­ნებს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰგავ­და და­სას­რუ­ლის მო­ახ­ლო­­ბას, და­საწყი­სის თვალ­ყუ­რის მი­­დევ­ნებ­ლად.

უამ­რა­ვი სა­გა­ნი, ერ­თი შე­ხედ­ვით სა­შინ­ლად ბა­ნა­ლუ­რი, პრე­ტენ­ზი­ას აც­ხა­დებ­და და­საწყის­ზე; კარ­ტო­ფი­ლის ცის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბი, მზით გა­და­წით­ლე­ბუ­ლი კა­რის სა­ხე­ლუ­რი, ყვი­თე­ლი ფარ­­მან­დუ­კე­ბი, სარ­და­ფის სარ­­მელ­ში გაჩ­რი­ლი კრცხი­ლის წვე­რის­მაგ­ვა­რი ძენ­ძი, გზის მო­სახ­ვე­ვი – გა­ცო­ფე­ბუ­ლი იას­­მა­ნი, რომ­ლის მიღ­მა, სიზ­მარ­ში, ჭვრეტ­და, წი­თელ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბილ ბოს­­ნის საფ­­თხო­ბე­ლას აუჩ­ქა­რებ­ლად, მაღ­ლა რომ სწევ­და ჯერ ერთ, ნამ­­ვილ და მე­რე მე­­რე, წარ­მო­სახ­ვით, ფეხს და მტვერ­ზე სხვა­დას­­ვაგ­ვარ ნაკ­ვა­ლევს ტო­ვებ­და.

და არც ერ­თი არ იყო არც პირ­ვე­ლი და არც ბო­ლო.

გო­გო­ნა ბა­ლახ­ში ჩაჯ­და.

ბა­ლა­ხის წა­მა­ხუ­ლი წვე­რე­ბი ნემ­სე­ბი­ვით ეს­­ბო­და შიშ­ველ ბარ­ძა­ყებს.

გო­გო­ნას გა­­ცი­ნა.

ჩხვლე­ტამ გა­ახ­სე­ნა ტე­რა­რი­­მის მაგ­ვა­რი საპ­რო­ცე­დუ­რო კა­ბი­ნე­ტი, სა­დაც ახ­ალ­გაზ­­და, ლა­მა­ზი ქი­რურ­გი, რო­მე­ლიც ელ­ვის პრეს­ლის ჩა­მოჰ­გავ­და, აპ­ენ­დი­ცი­ტის ოპ­­რა­ცი­ის მე­რე ძა­ფებს უღ­ებ­და. გო­გო­ნას უკ­ვირ­და, ქი­რურ­გი წა­რა­მა­რა რომ წით­­დე­ბო­და. ეგ­­ნა, პრო­ფე­სი­­ნა­ლუ­რი გულ­მოდ­გი­ნე­ბის გა­მო მოს­დი­­და ასე.

ტკი­­და, ისე ტკი­­და, თით­ქოს ძა­ფებს კი არა, უწვ­რი­ლეს ძარ­­ვებს აძ­რობ­­ნენ. მე­რე თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა იმ იმ­­დით, რომ მოხ­დე­ბო­და სას­წა­­ლი და ქი­რურ­გი ხა­ვერ­დო­ვა­ნი ბა­რი­ტო­ნით ამ­ღერ­დე­ბო­და: “Lovemetender, lovemetrue“. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­­ფერს შეც­­ლი­და, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბო­და შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო წა­მი, ილ­­ზი­ებს და­მო­ნე­ბუ­ლი.

კო­ინ­და­რი ზღვის ბა­ლა­ხი­ვით და ნა­პირს შერ­ჩე­ნი­ლი უს­­ცოცხ­ლო შლა­მი­ვით სვე­ლი იყო. მან ხე­ლი გა­და­უს­ვა ბა­ლახს და გა­და­აწ­ვი­ნა. ვერ გა­ერ­­ვია, რა იყო ეს, ლო­გი­ნი თუ წყლის მო­რე­ვი.

მე­რე მო­ეჩ­ვე­ნა, რომ სარ­კის გა­ყი­ნულ ზე­და­პირ­ზე იწ­ვა.

ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი ნე­ლი ბო­რი­­ლით ეფ­­ნე­ბოდ­ნენ სარ­კეს და უხ­­ლა­ვი მო­ცეკ­ვა­ვის ფეხ­საც­მე­ლე­ბი­ვით უხ­მოდ დას­რი­­ლებ­­ნენ ზე­და­პირ­ზე. ნელ-ნე­ლა ნეს­ტი აიღ­ეს, დამ­ძიმ­­ნენ და თან­და­თან და­ნებ­­ნენ მის სიგ­ლუ­ვეს. სარ­კე უკ­ვე აღ­არ ირ­ეკ­ლავ­და საგ­ნებს, ის თა­ვად ფლობ­და მათ.

საგ­ნე­ბით სავ­სე მო­რე­ვი ჩა­მოჰ­გავ­და ავ­­ჯით გა­დატ­ვირ­თულ ოთ­ახს, სა­დაც დი­დი ხა­ნია არ­­ვის გა­და­ეწ­მინ­და მტვე­რი და სა­დაც ობ­­ბას ქსელ­ში გაბ­მუ­ლი, გა­შე­შე­ბუ­ლი ჩრჩი­ლი ნე­ლა ირ­ხე­­და.

ის გულ­­რი­ლად შეჰ­ყუ­რებ­და ნა­პირ­ზე მდგარ სა­კუ­თარ თავს, რო­მე­ლიც აკ­ვირ­დე­ბო­და, თუ რო­გორ ით­რევ­და წყა­ლი სიღ­­მე­ში წიგნს. ეს, ალ­ბათ ელ­­­ტის პო­­ზია იყო. უკ­ვირ­და, რა­ღა ელ­­­ტი, სა­კუ­თა­რი არ­­ფე­რი გაგ­ვაჩ­ნიაო? წიგნს არ უნ­დო­და ჩა­ძირ­ვა, თუმ­ცა ფოთ­ლებ­ზე მე­ტად დამ­ძიმ­და. მი­სი ყდა გონ­და­კარ­გუ­ლი პე­პე­ლას ფრთე­ბი­ვით ფარ­ფა­ტებ­და. ფსკე­რის სიღ­­მე­ში მკითხ­ვე­ლის მკაცრ და მომ­თხოვნ მზე­რას ლან­დავ­და და ეს აშ­­ნებ­და.

გვერ­დი იც­ვა­ლა. იგრ­­ნო სა­კუ­თა­რი სხე­­ლის სიმ­ძი­მე და უმ­აქ­ნი­სო­ბა.

ეს­მო­და სიტყ­ვე­ბი, რო­მელ­საც სა­ოც­რად ნაც­ნო­ბი ტემ­­რის ხმა წარ­მოთ­­ვამ­და. მე­რე კარს ებ­ღა­­ჭე­ბო­და და ხე­ლის­გულ­ში ციც­­ნა ხიჭ­ვე­ბი ეს­­ბო­და. თავ­ში კი მე­ქა­ნი­კუ­რი ჩი­ტი­ვით ქან­ქა­რებ­და აზ­რი, რომ ყვე­ლა­ფე­რი იყო ლო­გი­კუ­რი და უს­­მარ­­ლო.

ზე­წარს ვა­ლე­რი­­ნის სუ­ნი აღ­არ უდ­­­და. მო­კუნ­ტუ­ლი გრძნობ­და, რო­გორ უჭკ­ნე­ბო­და სხე­­ლი და უგ­­ნუ­რი ცხო­ვე­ლი­ვით ცახ­ცა­ხებ­და.

– დე­დი, არ გა­მიწყ­რე…

მუ­ცე­ლი ის­ევ ტკი­­და, ოღ­ონდ ღვი­ნი­სა და არა წი­ნა­სამ­შო­ბი­­რო სპაზ­მე­ბის გა­მო. ამ­ან ცო­ტა და­ამ­­ვი­და, ტბა­ში ჯერ კი­დევ არ ჩა­ძი­რუ­ლი­ყო წიგ­ნი, არც ზე­წარს უდ­­­და ვა­ლე­რი­­ნის სუ­ნი. და­სას­რუ­ლი არ ჩქა­რობ­და. ის ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმით ღი­ღი­ნებ­და: “Lovemetender…”

– უფ­­ლო! – ლო­გი­ნის სით­ბო­გა­მო­ყო­ლილ­მა ხე­ლებ­მა გო­გო­ნა წა­მოს­ვა. მან დამ­ძი­მე­ბუ­ლი ქუ­თუ­თო­­ბი ას­წია და დე­დის უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხეს წა­აწყ­და. – რა სუ­ლე­ლი ხარ! აქ რამ და­გა­ძი­ნა? ახია შენ­ზე ფილ­­ვე­ბის ან­თე­ბა!

მან გო­გო­ნა შე­­ჯან­ჯღა­რა და ღა­მე­­ლი სიზ­­რე­ბი და­ურ­­ვია.

– თვა­ლებს ამ­ოვ­ჩიჩ­­ნი იმ ძრო­ხას. ვე­ღარ გა­ბე­დავს და­გათ­როს და გაგ­­­­ნას. შენც კარ­გი ვინ­მე ხარ. რას დაბ­­ძან­დე­ბი იმ­ას­თან?!

შე­ჯან­ჯღა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა კან­კალ­მა აიტ­­ნა, იგრ­­ნო, ჟრი­ალ­მა შიშ­ვე­ლი ფე­ხე­ბით ზურ­­ზე ჩა­ურ­ბი­ნა და შეც­ბუ­ნე­ბულ­მა ღი­მი­ლით ჩა­­ჩურ­ჩუ­ლა: – ნუ მიწყ­რე­ბი, დე­და! 

სამ­ზა­რე­­ლო­დან შემ­­ვა­რი კარ­ტო­ფი­ლის სუ­ნი აღ­წევ­და. საკ­ვა­მუ­რი­დან გუნდ-გუნ­დად ამ­­მა­ვა­ლი კვამ­ლი ჩა­მოჰ­გავ­და აზრს – ჯი­უტ­სა და და­­­კე­ბელს.

დე­დამ ვედ­რო­­ბი აახ­მა­­რა. ერთ-ერთ­ში სა­წუ­რი ჩაბ­რა­ხუნ­და…. და გო­გო­ნამ სი­ცი­ვის უკ­­ნას­­ნელ შე­ხე­ბა­სა­ვით იგრ­­ნო, რო­გორ ტო­ვებ­და მო­უს­ვენ­რად ვიბ­რა­ცი­­ლი ელ­ექ­­რო­ნუ­ლი ვე­ლი, გან­­და, რომ რა­ღაც იყო და დამ­თავ­­და, გაქ­რა, გა­შორ­და, და­ვიწყე­ბა­ში ჩა­ინ­­ქა…

კი­ბი­სა­კენ გა­ქან­და, რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხურს აახ­ტა და ბო­ლომ­დე შე­­ღო ოთ­­ხის კა­რი.

მძი­ნა­რე­თა სუნ­­­ვა შე­იგ­­­ნო.

კარს რომ ხუ­რავ­და, ერთხელ კი­დევ გა­ხე­და საკ­ვა­მუ­რი­დან ამ­­მა­ვალ კვამლს, გა­­ფიქ­რა, რომ დე­დას ძა­ლი­ან არ გა­­ლან­ძღავს, ალ­ბათ სა­ღა­მო­სათ­ვის შე­მო­­ნა­ხა. და­ამ­­­ნა­რა და საგ­ნე­ბის შე­უმ­­ნევ­ლად სიზ­მარ­ში შე­­ბი­ჯა.

ამ სიზ­მარს კი ნაღ­დად უნ­და ჰქო­ნო­და თა­ვი­სი სით­ბო, სუ­ნი, ფე­რი და ის­­თი­ვე ხელ­შე­სა­ხე­ბი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც პა­წია ცხო­ვე­ლე­ბი, რო­გორც კარ­ტო­ფი­ლის ცის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბი, მზით გა­და­წით­ლე­ბუ­ლი კა­რის სა­ხე­ლუ­რი, ყვი­თე­ლი ფარ­­მან­დუ­კე­ბი, სარ­და­ფის სარ­­მელ­ში გაჩ­რი­ლი კრცხი­ლის წვე­რის­მაგ­ვა­რი ძენ­ძი, გზის მო­სახ­ვე­ვი – გა­ცო­ფე­ბუ­ლი იას­­მა­ნი, რომ­ლის მიღ­მა, სიზ­მარ­ში, ჭვრეტ­და წი­თელ­კა­ბი­ან ბოს­­ნის საფ­­თხო­ბე­ლას, აუჩ­ქა­რებ­ლად, მაღ­ლა რომ სწევ­და ჯერ ერთ, ნამ­­ვილ, ფეხს და მე­რე მე­­რე – წარ­მო­სახ­ვითს – და მტვერ­ზე სხვა­დას­­ვაგ­ვარ ნაკ­ვა­ლევს ტო­ვებ­და.

ქარ­ში გაშ­ლი­ლი კა­ბის კალ­თე­ბით ის გო­გო­ნას­კენ მი­დი­­და. და გო­გო­ნამ იგრ­­ნო: ხე­ლი­დან უსხ­­ტე­ბი­ან პა­წია ცხო­ვე­ლე­ბი, მირ­ბი­ან და ტო­ვე­ბენ მარ­ტოს უკ­აც­რი­­ლი გზის მო­სახ­ვევ­თან.

© „არილი”

Facebook Comments Box