მწერლის ლიტერატურული აგენტის ცნობით, სალმან რუშდი მართვით სუნთქვაზეა და ამ ეტაპზე ვერ მეტყველებს.
პოლიციამ უკვე დააკავა დამნაშავე, 24 წლის ჰადი მატარი, თუმცა მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მათივე ცნობით, რუშდი კისრისა და მუცლის არეშია დაჭრილი.თავდასხმის შემდეგ მწერალი ვერტმფრენის მეშვეობით პენსილვანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
,,სალმანი ცალ თვალს დაკარგავს. მედიკოსთა ცნობით, მისი ღვიძლიც დაზიანებულია. ‘’- განაცხადა ლიტერატურულმა აგენტმა.
თავის მსუბუქი ტრავმა მიიღო რუშდის საჯარო ლექციის სპიკერმა, ჰენრი რიზიმ, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელია. აღნიშნული ორგანიზაცია საკუთარი ქვეყნებიდან დევნილი მწერლების თავშესაფარს წარმოადგენს.
თავდასხმის ერთ-ერთი თვითმხილველის მიხედვით, დამნაშავე დაჭერის შემდეგაც ცდილობდა მწერლისთვის ზიანის მიყენებას.
,, ხუთმა ადამიანმა სცადა დამნაშავის შეკავება, თუმცა ის მაინც ჯიუტად აგრძელებდა მწერლისთვის დანის დარტყმას. ძალიან სწრაფი იყო და მრისხანე’’ – ამბობს ლინდა აბრამსი, თვითმხილველი.
© არილი