ახალი ამბები,  კულტურა/ლიტ.თეორია

უკრაინელი მწერალი სერჰი ჟადანი გერმანიის მშვიდობის პრემიის მფლობელი გახდა

თანამედროვეობის ყველაზე დიდ უკრაინელ პოეტ სერჰი ჟადანს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მშვიდობის პრემია გადაეცა “გამორჩეული მხატვრული შემოქმედებისთვისა და ცალსახა ჰუმანისტური პოზიციისთვის, რომელიც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, ომში დაზარალებულთა დახმარებისა და უკრაინელი ხალხის მდგომარეობის შესახებ მსოფლიოს ცნობიერების ამაღლებისაკენ უბიძგებს”.

სერჰი ჟადანი დღემდე რუსების მიერ განადგურებულ ხარკოვში ცხოვრობს და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებაში აქტიურ მონაწილეობს. პოეტი ასევე ხალხის გასამხნევებლად ბუნკერებში მართავს პოეზიის საღამოებს, რადგან, როგორც თავად აღნიშნა, „ადამიანი მხოლოდ ომით ვერ იცხოვრებს. ახლა ყველას სჭირდება სიტყვის მოსმენა, რომელსაც სიმღერას ააყოლებეს და სასოწარკვეთილი ადამიანები დაგროვილ ემოციებს გამოხატავენ“.

1950 წელს დაარსებულ პრემიას, საპრიზო თანხასთან ერთად (€5 000), ყოველწლიურად გერმანიის გამომცემელთა და წიგნის გამყიდველთა ასოციაცია გასცემს. კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჟადანის შემოქმედება ადასტურებს, თუ „როგორ არ ნებდება უკრაინელი ხალხი მათ ირგვლივ გამეფებულ ძალადობასა და ცდილობს დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელებას მშვიდობისა და თავისუფლების ნიადაგზე“.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ამავე წლის 23 ოქტომბერს, წიგნის ბაზრობის დასრულების შემდეგ.

© არილი

Facebook Comments Box