Uncategorized

ფირ­დო­უ­სი, "შაჰ­ნა­მე"

ამ­ბა­ვი სი­ა­უ­ში­სა



სპარ­სუ­ლი­დან თარ­გ­მ­ნა ინ­გა კა­ლა­ძემ

ირ­ა­ნელ­თა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ეპ­ო­სი – ფირ­დო­უ­სის “შაჰ­ნა­მე” ში­ნა­არ­სის გარ­და, თა­ვი­სი ფორ­მი­თაც უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფაქ­ტია. ეს გრან­დი­ო­ზუ­ლი თხზუ­ლე­ბა ციკ­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ნა­წი­ლე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა. მი­სი პირ­ველ­წყა­როს ცალ­კე­უ­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი ლე­გენ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სინ­კ­რე­ტიზ­მის ეპ­ო­ქა­ში, სა­სიმ­ღე­რო ჟან­რის სტა­დი­ა­ზე ჩანს ჩა­სა­ხუ­ლი, იმ­თა­ვით­ვე გა­მიზ­ნუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ერ­თაქ­ტი­ა­ნი შეს­რუ­ლე­ბი­სა და მოს­მე­ნი­სათ­ვის. მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ პო­ე­მას წინ უძღ­ვის საკ­მა­ოდ ვრცე­ლი თე­მა­ტი­კის მქო­ნე პრო­ლო­გი (ღმერ­თი, გო­ნე­ბა, შე­საქ­მე, მო­ცი­ქუ­ლის შეს­ხ­მა, ეპ­ო­სის წყა­რო­ე­ბი, წიგ­ნის შეთხ­ზ­ვის მი­ზე­ზი, წიგ­ნის დამ­კ­ვე­თის ხოტ­ბა, სიტყ­ვის ღირ­სე­ბის გან­ს­ჯა), მი­სი თი­თო­ე­უ­ლი ციკ­ლი აგ­რეთ­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია შე­სავ­ლი­თა და დას­კ­ვ­ნით (ანუ პრო­ლოგ-ეპ­ი­ლო­გით), რაც, ცხა­დია, ავ­ტო­რი­სე­უ­ლი სიტყ­ვაა, ფოლ­კ­ლო­რულ წყა­რო­ებ­ში ის­ი­ნი არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ხსე­ნე­ბუ­ლი შე­სავ­ლე­ბი შე­ი­ცავს მომ­დევ­ნო თხრო­ბის სა­გან­ზე მი­ნიშ­ნე­ბას და ამჟ­ღავ­ნებს ავ­ტო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ საგ­ნი­სად­მი. პრო­ლოგ-ეპ­ი­ლო­გი ამკ­ვეთ­რებს მო­ცე­მუ­ლი ციკ­ლის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბას და ეგ­ებ ეს­ეც იყ­ოს ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი იმ­ი­სა, რომ ირ­ა­ნის კულ­ტუ­რამ ჩვენს დრომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა “შაჰ­ნა­მეს” მკითხ­ველ­თა ინს­ტი­ტუ­ტი და მსმე­ნელ­თა ფარ­თო აუდ­ი­ტო­რია.

ქვე­მოთ მკითხ­ველს ვთა­ვა­ზობთ “შაჰ­ნა­მეს” ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი ამ­ბის – სი­ა­უ­შის ციკ­ლის პრო­ლოგ­სა და პირ­ველ თავს.

მთარგმნელი


ჰეი, მე­სიტყ­ვევ, ოქ­რო­პი­რო

და აზრ­ნა­თე­ლო,

კვლავ გაგ­ვა­გო­ნე აწ ამ­ბა­ვი,

გუ­ლის წარ­მ­ტა­ცი.

როს სიტყ­ვის ძა­ლი სიბ­რ­ძ­ნის სიღ­რ­მეს

გა­უ­ტოლ­დე­ბა,

სუ­ლი მგოს­ნი­სა მა­შინ პო­ვებს

ჭეშ­მა­რიტ ლხე­ნას.

ხო­ლო თუ ზრახ­ვა კაცს ავი აქვს

და უკ­ე­თუ­რი,

იმ­ავ სი­ა­ვით ძირ­ში­ვე სპობს

ნა­ყოფს აზ­რი­სას.

ბევ­რ­საც ეც­ა­დოს და ამ ცდა­ში

ჯვარს იც­ვას თა­ვი –

მო­ყივ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩეს მა­ინც

ბრძენ­კა­ცის თვალ­ში.

მაგ­რამ ვინ ხე­დავს აუგს თვის­სა,

რო­მე­ლი კა­ცი?

ზნე და ბუ­ნე­ბა თვი­სი უჩ­ანს

ყვე­ლას კე­თი­ლად.

ნაღ­ვა­წი შე­ნი წა­რუდ­გი­ნე

კაცს გულ­მეც­ნი­ერს,

ნუ­ღა ძევს უქ­მად იგი, რა­ცა

გა­სა­ცე­მია.

თუ მო­ი­წო­ნებს მას სწავ­ლუ­ლი

და გიძღ­ვ­ნის ქე­ბას,

წყლით აივ­სე­ბა წყა­რო შე­ნი,

მა­ცოცხ­ლე­ბე­ლით.

აწ მსურს მო­გითხ­როთ ძველ­თაძ­ვე­ლი

ამ­ბა­ვი ერ­თი,

გა­მორ­ჩე­უ­ლი კვლავ დეჰ­ყა­ნის

ნა­ამ­ბობ­თა­გან.(1)

ფერ­გა­და­სულ­ნი ეს ამ­ბავ­ნი

აწ ჩე­მის გარ­ჯით

გა­ნახ­ლ­დე­ბი­ან ხალ­ხი­სათ­ვის

კე­თილ­სახ­სოვ­რად.

თუ­კი მე­ბო­ძა მე სი­ცოცხ­ლის

ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი წლე­ბი,

ამ ქვეყ­ნის სად­გომს დალ­ხი­ნე­ბით

თუ შევ­რ­ჩი დიდ­ხანს, –

ერთ ხეს დავ­ტო­ვებ, მსხმო­ი­ა­რეს,

ჩემ­გან და­ნერ­გულს,

არ და­ე­ლე­ვა მას ნა­ყო­ფი

სა­წუთ­როს ბაღ­ში.

თუმ­ცა გარ­დავ­ც­დი ჟამ­თა სვლა­ში

ორ­მოც­დათ­ვ­რა­მეტს,

საკ­ვირ­ვე­ლე­ბა უამ­რა­ვი

თავს გარ­დამ­ხ­დია –

არ დამ­შ­რე­ტია ჯერ სი­ცოცხ­ლის

წა­დი­ლი, ჟი­ნი,

სა­მის­ნო წიგ­ნ­ში კვლავ ვე­ძი­ებ

დღე­კე­თილს ჩემ­სას.

სწო­რედ ამ­ა­ზე უთქ­ვამს მო­ბედს (2) –

ბრძენს და გამ­ჭ­რი­ახს:

არ გა­ნახ­ლ­დე­ბა გაც­ვე­თი­ლი

ერთხელ­ვე სუ­ლი.

ვიდ­რე ხარ ქვეყ­ნად, ლექ­ს­თა თქმა­ში

გან­ლიე დღე­ნი,

აზრ­ნა­თე­ლი და ზნე­კე­თი­ლი

იყ­ა­ვი მუ­დამ!

როს მი­იც­ვ­ლე­ბი და სამ­ს­ჯავ­როს

წარ­ს­დ­გე­ბი ღვთი­სას,

ის გა­ნი­კითხავს ავ­სა და კარგს

შენ­თა საქ­მე­თა.

მას­ვე მო­იმ­კი, რაც ოდ­ეს­მე

და­გი­თე­სია,

ერთხელ ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვა შე­ნი

წინ და­გიხ­ვ­დე­ბა.

ენ­ა­კე­თი­ლი კა­ცი ლან­ძღ­ვას

არ­ვის­გან ის­მენს,

სიტყ­ვას თუ იტყ­ვი, ღირ­სე­უ­ლი

უნ­და თქვა მხო­ლოდ.

მაგ­რამ დეჰ­ყა­ნის ნა­ამ­ბო­ბი

გავ­სინ­ჯოთ ახ­ლა.

ყუ­რი მი­უგ­დე, რას მოგ­ვითხ­რობს

კა­ცი მე­სიტყ­ვე.

ამ­ბა­ვი სი­ა­უ­შის დე­დი­სა

ბრძა­ნებს მო­ბე­დი: ერთ დღეს თუ­სი

გამ­თე­ნი­ის ჟამს

მამ­ლის ყი­ვილ­ზე ზე წა­მოდ­გა

და თან იახ­ლა

გუ­დარ­ზი, გი­ვი, რამ­დე­ნი­მე

კვლავ ცხე­ნო­სა­ნი,

შე­ე­კაზ­მ­ნენ და სწრა­ფად გან­ვ­ლეს

ქა­ლა­ქის ბჭე­ნი.

დიდ ველს მი­მარ­თეს და­ღუ­ი­სას (3)

მათ სა­ნა­დი­როდ,

ნე­ბას მი­უშ­ვეს ავ­ა­ზა­ნი

და შე­ვარ­დენ­ნი.

ყო­ვე­ლი კუთხით წა­მო­რე­კეს

ნა­დირ-ფრინ­ვე­ლი,

იმ­ათ დევ­ნა­ში მი­აღ­წი­ეს

ნა­პირს მდი­ნა­რის.

იმ­დე­ნი ჩან­და და­ხო­ცი­ლი

და და­კო­დი­ლი,

რომ იკ­მა­რებ­და ლაშ­ქ­რის საზ­რ­დოდ

ორ­მოც დლღეს სრუ­ლად.

იმ სა­ნა­ხებ­თან ახ­ლოს იყო

მიჯ­ნა თურ­ქე­თის,

კა­რავთ სიმ­რავ­ლეს და­ე­ფა­რა

მი­წა ერ­თი­ან.

შო­რით მო­ჩან­და მშვე­ნი­ე­რი

ქა­ლა­ქი ერ­თი,

თუ­რის(4) მი­წა-წყლის მე­ზობ­ლად და

საზ­ღ­ვ­რად მდე­ბა­რე.

თუს­მა და გივ­მა გა­ა­ჭე­ნეს

ცხე­ნე­ბი მარ­დად.

უკ­ან ჩა­მორ­ჩა რამ­დე­ნი­მე

მხლე­ბე­ლი ხა­სი.

იმ მწვა­ნე ჭა­ლაკს მი­ა­შუ­რა

ორ­მა მხე­დარ­მა

და შე­იქ­ცი­ეს ნა­დი­რო­ბით

მათ ერთხანს თა­ვი.

უეც­რად ტყე­ში თვა­ლი ჰკი­დეს

ერთ უც­ხო ას­ულს,

მყის­ვე მიჰ­მარ­თეს მზე­თუ­ნა­ხავს

პირ­მო­ცი­ნა­რეთ.

მსგავ­სი სი­ტურ­ფით არ შო­ბი­ლა

არ­ა­ვინ ქვეყ­ნად.

ვერ უპ­ო­ვი­და ხინ­ჯი გზა­საც

მშვე­ნე­ბას მი­სას.

ნაკ­ვ­თად სა­როს და პი­რად მთვა­რეს

თუ ჰკი­დებ­და თვალს,

და­აბ­რ­მა­ვებ­და კაცს სი­ტურ­ფე

თვალ­შე­უდ­გა­მი.

ჰკითხა მას თუს­მა: “პირ­მ­თ­ვა­რეო,

მითხა­რი ერ­თი,

ამ ჭა­ლა­კის­კენ ვინ გაჩ­ვე­ნა

შენ გზა სა­ვა­ლი?”

ასე მი­უ­გო მან პა­სუ­ხად:

“გამ­წი­რა მა­მამ,

გან­ვ­შო­რე­ბი­ვარ მშო­ბელ კუთხეს,

მის­გან ლტოლ­ვი­ლი.

ღა­მით დაბ­რუნ­და იგი სმი­დან,

უზ­ო­მოდ მთვრა­ლი.

როს თვა­ლი მკი­და, შო­რი­დან­ვე

ბრაზ­მო­რე­ულ­მა

მყის­ვე იშ­იშ­ვ­ლა შხამ­ნა­ლე­სი

მახ­ვი­ლი ბას­რი –

თა­ვის მოკ­ვე­თას ჩემ­სას მა­შინ

იგი ლა­მობ­და”.

ჩა­მო­მავ­ლო­ბა ჰკითხა ახ­ლა

ქალს ფა­ლა­ვან­მა,

მან გა­იხ­სე­ნა გულ­მოდ­გი­ნედ

თა­ვი­სი გვა­რი.

ასე მი­უ­გო: “თეს­ლ­თა­გა­ნი

ვარ გარ­სი­ვა­ზის.(5)

აფ­რი­დუნ(6) მე­ფის თვის­ტო­მი და

შტო მი­სი ძი­რის”.

კვლავ ჰკითხა თუს­მა: “რი­სად დახ­ვალ

ასე ქვე­ი­თად,

ცხენს რად არ შე­ჯექ და მეგ­ზუ­რი

რად არ იახ­ელ?”

მი­უ­გო ქალ­მა: ცხე­ნი ჩე­მი

და­ვარ­და გზა­ში,

მეც მი­წად დამ­ცა ქროლ­ვი­სა­გან

ქან­ც­გაწყ­ვე­ტილ­მა.

და­უთ­ვა­ლა­ვი მქონ­და ოქ­რო,

თვალ­მარ­გა­ლი­ტი,

ოქ­რო­სი მერ­ქ­ვა, მო­ოჭ­ვი­ლი,

თავ­ზე გვირ­გ­ვი­ნი.

მაგ­რამ შე­მემ­თხ­ვა ფა­თე­რა­კი.

წარ­მ­ტა­ცეს ყვე­ლა,

ქარ­ქა­შის დარ­ტყ­მით მო­მა­ყე­ნეს

ტკი­ვი­ლი დი­დი.

გა­მო­ვე­ქე­ცი იმ ყა­ჩა­ღებს

მე შიშ­ნე­უ­ლი,

მას შემ­დეგ თვალ­ზე ცრემ­ლი სის­ხ­ლის

არ შემ­შ­რო­ბია.

ვი­ცი, რო­დე­საც მო­ე­გე­ბა

გონს მა­მა­ჩე­მი,

მდე­ვარს დაგ­ზავ­ნის უც­ი­ლობ­ლად

ჩემს სა­ძებ­ნე­ლად.

და დე­და­ჩე­მიც მო­იჭ­რე­ბა

ფიცხ­ლად­ვე ჩემ­თან,

ვერ გა­და­ი­ტანს ჩემს მოკ­ვე­თას

მშო­ბელ კუთხი­დან”.

ფა­ლავ­ნებს გუ­ლი აუტ­ოკ­დათ

იმ ქა­ლის ეშ­ხით,

თა­ვი და­კარ­გა გმირ­მა თუს­მა,

ძე­მან ნოვ­ზა­რის.

თქვა ნოვ­ზა­რის ძემ: “მე ვი­პო­ვე,

იგი ჩე­მია,

მო­ვა­გელ­ვებ­დი ჩემს ბე­და­ურს,

ჩანს, არ ამ­ა­ოდ”.

აჩ­ე­რებს გი­ვი: “ჰე მე­ფეო,

ლაშ­ქართ თა­ვა­დო!

გა­ნა ჩემს გვერ­დით არ იყ­ავ, როს

დავ­ყა­რეთ სპა­ნი?”

არ ცხრე­ბა თუ­სი, ნოვ­ზა­რის ძე

კვლავ და­ობს იგი:

“მე მო­ვა­დე­ქო ამ ად­გი­ლებს

სწო­რედ პირ­ვე­ლად”.

გი­ვი არ უთ­მობს: ნუ იტყ­ვიო

მე­ტად მაგ სიტყ­ვას,

ნა­დი­რის კვალ­მა მო­მიყ­ვა­ნა

აქ შენ­ზე უწ­ინ.

ნუ იკ­ად­რე­ბო მრუ­დე სიტყ­ვას

მხე­ვა­ლის გა­მო,

ვაჟ­კაცს არ ჰფე­რობს, ამ მი­ზე­ზით

ატ­ე­ხოს შფო­თი.

კვლავ შეჰ­ყ­ვ­ნენ სიტყ­ვას და გაცხარ­და

და­ვა იმგ­ვა­რად,

ეს­ღა და­ას­კ­ვ­ნეს: მოვ­კ­ვე­თო­თო

იმ მთვა­რეს თა­ვი.

ის­ევ ცი­ლო­ბა ჩა­მო­ვარ­და

ფა­ლა­ვანთ შო­რის,

ბედ­ზე მი­უს­წ­რო შუ­ა­კაც­მა

მომ­რი­გე­ბელ­მა.

ურ­ჩია: “ქა­ლი ირ­ა­ნის შაჰს

მიჰ­გ­ვა­რეთ კარ­ზე,

იმ­ან გან­სა­ჯოს. აას­რუ­ლეთ

თქვენ ნე­ბა მი­სი”.

ეკ­ე­თათ რჩე­ვა. ყუ­რად იღ­ეს

თუს­მა და გივ­მა,

ირ­ა­ნის მე­ფის კა­რი­სა­კენ

იქ­ცი­ეს პი­რი.

მე­ფე ქა­უს­მა ქალს შე­ავ­ლო

რა­წამ­საც თვა­ლი,

მყის მი­სი ტრფო­ბა და სურ­ვი­ლი

გულს ჩა­ემ­ს­ჭ­ვა­ლა.

ორ გმირ ფა­ლა­ვანს მი­უბ­რუნ­და

მა­შინ ხელ­მ­წი­ფე,

“აწ დახ­ს­ნილ­ხარ­თო, – უბრ­ძა­ნა მათ, –

ჭირ­სა გზი­სა­სა.

ქურ­ცი­კია თუ მინ­დ­ვ­რის შვე­ლი

გუ­ლის­წამ­ღე­ბი,

მო­ნა­დი­რე­ბა მი­სი ჰფე­რობს

დი­დე­ბულს მხო­ლოდ.

ახ­ლა მი­ამ­ბეთ – და თხრო­ბა­ში

გან­ვ­ლი­ოთ ეს დღე –

თუ ავ­ა­ზე­ბით ნა­თე­ლი მზე

ვით შე­იპყა­რით?”

ქალს ჰკითხავს მე­ფე: ვი­სი ხა­რო

გვა­რით და ტო­მით,

სა­ხე ფე­რი­ის ჩა­მო­მა­ვალს

გი­გავ­სო სრუ­ლად.

მი­უ­გო: “დე­და ხა­თუ­ნია

დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი,

მა­მა კი – თეს­ლი სა­ხე­ლო­ვან

აფ­რი­დუ­ნი­სა.

გმი­რი სპას­პე­ტი გარ­სი­ვა­ზი –

პა­პაა ჩე­მი.

იმ კუთხის მი­წა და­უ­ფა­რავთ

მთლად კარ­ვებს მი­სას”.

“მე­რე ეგ გვა­რი დი­დე­ბუ­ლი,

ეგ სი­ლა­მა­ზე

გინ­და და­აჭ­კ­ნო, მთლად უკ­ვა­ლოდ

ქარს გა­ა­ტა­ნო?

ოქ­როს სა­სახ­ლეს აგ­ი­შე­ნებ,

სა­ხამ­სოს შენ­სას,

თა­ვა­დად დაგ­ს­ვამ პირ­მ­თ­ვა­რე­თა,

ვი­თარ შეგ­ფე­რის”.

პა­სუ­ხად ჰკად­რა მე­ფეს ქალ­მა:

“რა­ჟამს გი­ხი­ლე,

გა­მო­გარ­ჩია გულ­მა ჩემ­მა

ფა­ლა­ვანთ შო­რის”.

ათი ფეხ­მარ­დი ცხე­ნი, ტახ­ტი

და გვირ­გ­ვი­ნე­ბი

მე­ფის დას­ტუ­რით გა­უ­ბო­ძეს

ორ­ი­ვე სტუ­მარს.

სა­წოლ­სა ბრძა­ნა შეყ­ვა­ნე­ბა

მე­ფემ ქალ­წუ­ლის,

ძვირ­ფას საჯ­დომ­ზე დაბ­რ­ძა­ნე­ბა

მი­სი სვი­ა­ნად.

ტახ­ტი და­უდ­გეს სპი­ლოს ძვლი­სა,

უც­ხოდ ნა­კე­თი,

თავ­ს­მო­ოჭ­ვი­ლი ფი­რუ­ზის ქვით

ოქ­როს გვირ­გ­ვი­ნი.

დი­ბა-ატ­ლა­სით მორ­თეს ქა­ლი,

ყვი­თე­ლი ფე­რის,

იაგ­უნ­დე­ბით, ფი­რუ­ზე­ბით,

ლაჟ­ვარ­დის თვლე­ბით.

ღვთის გან­ჩი­ნე­ბით რაც ეგ­ე­ბის,

ჰგი­ებ­და ყვე­ლა,

ბრწყი­ნავ­და წით­ლად იაგ­უნ­დი,

ჯერ გა­უთ­ლე­ლი.(7)

—————————————

(1). დეჰ­ყა­ნის ნა­ამ­ბო­ბი – სი­უ­ჟე­ტის გა­უცხო­ე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხერ­ხი, რო­მე­ლიც ხში­რა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი “შაჰ­ნა­მე­ში”. დეჰ­ყა­ნი – მე­მა­მუ­ლე, სოფ­ლის გან­მ­გე­ბე­ლი.

(2). მო­ბე­დი – ზო­რო­ას­ტ­რელ­თა ქუ­რუ­მი.

(3). და­ღუ­ის ვე­ლი – ზუს­ტი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა ცნო­ბი­ლი არ არ­ის.

(4). თუ­რი – იგ­ი­ვე თუ­რა­ნი.

(5). გარ­სე­ვარ­ზი – თუ­რა­ნე­ლი გმი­რის – აფ­რა­სი­ა­ბის ძმა.

(6). აფ­რი­დუ­ნი ფე­რი­დუ­ნი – ირ­ა­ნის მი­თო­ლო­გი­უ­რი მე­ფე, ზო­ჰა­ქის ჩაგ­ვ­რი­სა­გან ქვეყ­ნის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი და მი­სი­ვე კა­ნო­ნი­ე­რი ხელ­მ­წი­ფე. გა­მარ­ჯ­ვე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო.

(7). გა­უთ­ლე­ლი იაგ­უნ­დი – ქალ­წუ­ლო­ბის აღმ­ნიშ­ვ­ნე­ლი მე­ტა­ფო­რა.

© “არილი”

Facebook Comments Box