კავკასიური წიგნის ბაზრობა რეალური პერსპექტივაა
ნანა კობაიძე
მომავალ წელს გამომცემლობა “აზრს” დაფუძნებიდან 10 წელი უსრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი სერიოზული და საინტერესო გამომცემლობა, რომლის მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორების მოძიება და გამოცემაა. დღესდღეობით “აზრს” გამომცემელი მერაბ ქათამაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამავე დროს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიის თავმჯდომარეა. ბატონ მერაბს გამომცემლობაში შევხვდით და ვესაუბრეთ.
თავდაპირველად გამომცემლობის შექმნის ისტორიით დავინტერესდი. თურმე განსაკუთრებული და მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. 1993 წლის შემოდგომაზე მერაბ ქათამაძე და მისი მეგობრები შეიკრიბნენ და დააფუძნეს გამომცემლობა. დაარქვეს “აზრი.” მერაბ ქათამაძისა და მისი მეგობრების გადაწყვეტილებას პოლიტიკურმა ვითარებამაც შეუწყო ხელი. სწორედ იმ პერიოდში მთავრდება საბჭოური მიდგომა საგამომცემლო საქმიანობისადმი. ანუ, გამომცემელს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს, ვინ გამოსცეს, რა ტირაჟით და როგორ გაავრცელოს. პირველი წიგნი მამუკა ხანთაძემ მოამზადა. “საერთაშორისო ორგანიზაციები” – ასე ერქვა მას და მოიცავდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ქართულად თარგმნილ წესდებას. დღეს ასეთი დოკუმენტაცია უამრავია, მაშინ კი სიახლე იყო და წიგნი პოპულარობით სარგებლობდა. შემდეგ მხატვრული ლიტერატურით დაინტერესდნენ, გამოსცეს დათო ტურაშვილის, ირაკლი კაკაბაძის, რატი ამაღლობელის, ჯაბა იოსელიანის, დავით ქართველიშვილის ნაწარმოებები. ჯაბა იოსელიანის გარდა, მათ მიერ გამოცემული ყველა წიგნი სადებიუტო იყო. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკს უკავშირდებოდა, განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც დღეს ცნობილი ავტორების ნაწარმოებებიც არ იყიდება.
მერაბ ქათამაძე: “რა თქმა უნდა, ცნობილი სახელები გამომცემლისთვის მომგებიანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ გეყოლება მკითხველი, აქედან გამომდინარე – მყიდველიც. დებიუტანტის შემთხვევაში რისკის ფაქტორი იზრდება. მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს მათზეც. ზოგიერთი ძველი გამომცემლობა კი უთმობდა დებიუტანტებს გარკვეულ ყურადღებას, მაგრამ ამ გამომცემლებს საკუთარი პრობლემები ჰქონდათ, თანაც, უკვე ჰყავდათ ტრადიციული ავტორები. აუცილებელი იყო შექმნილიყო ახალი ტიპის გამომცემლობა, რომელიც ორიენტირს ახალბედა ავტორებზე აიღებდა. ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია.” ავტორები დიდხანს არ უძებნიათ. გამოსცეს იმათი წიგნები, ვინც უკვე მოექცა საზოგადოების თვალთახედვის არეალში – აქტიურობდა, იბეჭდებოდა. დღეს “წნეხი” უფრო მძიმეა. ახალ ავტორთა ნაწარმოებებს ჯერ გამომცემლები კითხულობენ, შემდეგ – რედაქტორები. გარდა ამისა, გამომცემლობას აქვს გარკვეული პრიორიტეტები, რომელთაც წარმოდგენილი ნაწარმოები უნდა შეესაბამებოდეს. ისინი ნაკლებად გამოსცემენ პოეზიას, რადგან ახალ ავტორთა პოეტური კრებულები არა მხოლოდ საქართველოში, დასავლეთშიც მცირე ტირაჟით იბეჭდება და ძნელად იყიდება. გამომცემლობა “აზრის” პრიორიტეტია მხატვრული ლიტერატურა და ბელეტრისტიკა. ამ ზაფხულს მერაბ ქათამაძემ სამი ახალი ავტორის ნაწარმოები წაიკითხა. მათ ვინაობას არ ამხელს, მაგრამ გვაიმედებს, რომ მათ “ფონდს” მალე ახალი გამოცემები შეემატება. უახლოეს მომავალში კი ირაკლი კაკაბაძის მეორე წიგნის პრეზენტაციას უნდა ველოდოთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მერაბ ქათამაძე წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიის პრეზიდენტია. რა ორგანიზაციაა ეს და რას საქმიანობს კონკრეტულად? საზოგადოების ისტორია 1996 წლიდან იწყება. იმ პერიოდში იგი დაფუძნდა, როგორც საგამომცემლო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანთა გაერთიანება. 1998 წელს მას გამავრცელებლებიც შეუერთდნენ. ასოციაცია მათი საერთო ინტერესების გამომხატველი და დამცველია. გარდა ამისა, იგი მონაწილეობს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში. რამდენიმე დღის წინათ გამომცემლები მერაბ ქათამაძე, ბაკურ სულაკაური და ლაშა ბერაია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრნენ, რომელიც 9-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. მასში მსოფლიოს ყველა ქვეყნის წამყვანი გამომცემლობები მონაწილეობენ. ფრანკფურტში გამომცემლები უმთავრესად, საავტორო უფლებების შესაძენად ჩადიან. მოლაპარაკებები წინასწარ მიმდინარეობს, შეთანხმება მიღწეულია, ჩადიან მხოლოდ ხელშეკრულების გასაფორმებლად. მათი სამუშაო პროგრამა ძალზე გადატვირთულია. ყოველდღე უამრავი პრეზენტაცია, შეხვედრა და სემინარია. რით არის საინტერესო ქართველი გამომცემლებისთვის ფრაკფურტის წიგნის ბაზრობა? “რა თქმა უნდა, სასაცილოა იმაზე ფიქრიც კი, რომ ვინმე ქართველი გამომცემლების საავტორო უფლებებს შეიძენს” – ამბობს მერაბ ქათამაძე – “იქ ჩასვლა უპირველესად ჩვენთვის არის საინტერესო. ბაზრობა იმდენად მასშტაბურია, რომ მისი უბრალოდ დათვალიერებაც კი უამრავ ახალ იდეას ბადებს. იქვე არიან ადამიანები, ვისგანაც, სურვილის შემთხვევაში შეგიძლია გამოცემის უფლება შეიძინო. რამდენიმე ასეთი შესყიდვა უკვე განხორციელდა: ბაკურ სულაკაურმა საბავშვო ენციკლოპედიები გამოსცა, “დიოგენემ” – “ალი და ნინო”, ჩვენ – პატრიკ ზიუსკინდი… შეიძლება ვინმე გამომრჩეს. მთავარია, რომ საქართველოში უკვე ჩნდება საავტორო უფლებების შესყიდვის, აქედან გამომდინარე, მათი დაცვის პრეცედენტები, რაც უკვე მისასალმებელია. საბოლოოდ, ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს ურთიერთობები დაიხვეწოს. დღეს მეტნაკლებად სერიოზული გამომცემლისთვისაც კი უხერხულია იმის თქმა, რომ არ იცნობს კანონს საავტორო უფლებების შესახებ.”
მერაბ ქათამაძის ფრანკფურტში გამგზავრება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. ევროსაბჭოს ექსპერტმა საგამომცემლო საკითხებში გჟეგორჟ ბოგუტამ იგი მიიწვია სემინარზე, რომელზეც განიხილავენ ბოლო 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის წიგნის სექტორში მიმდინარე პროცესებს. დღის წესრიგშია სამი საკითხი: 1. წიგნის ბაზრობები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 2.დასავლური პერსპექტივები. 3.რეგიონული ბაზრობების გამართვის პერსპექტივები.
კაცმა რომ თქვას, რა საჭიროა ეს ჩამონათვალი. რაში აინტერესებს ქართველ მკითხველს, რა საკითხებს განიხილავენ ფრანკფურტში გამართულ სემინარზე. თუმცა, ახლავე დარწმუნდებით, რომ ისინი არა მარტო საინტერესო, არამედ საკმაოდ მნიშვნელოვანიც არის, განსაკუთრებით კი მისი მესამე პუნქტი.
მოგეხსენებათ, წიგნის გამომცემელთა ასოციაციამ 1997 წელს თბილისის წიგნის ბაზრობას ჩაუყარა საფუძველი. წელს იგი მეხუთედ გაიმართა და მასში რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ბაქოელებიც. აზერბაიჯანელ გამომცემელთა ასოციაცია “ნაშირის” პრეზიდენტმა ბოლო ბაზრობაზე გაკვრით აღნიშნა, რომ სომხეთთან და საქართველოსთან ერთად ისინი კავკასიის წიგნის ბაზრობის გამართვას ვარაუდობენ. მერაბ ქათამაძის თქმით, თბილისის მეხუთე ბაზრობის შემდეგ სამი ქვეყნის გამომცემლები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ. დღეს კავკასიური წიგნის ბაზრობის პროექტი უკვე რეალურად არსებობს. პროექტის თანახმად, ბაზრობა ყოველწლიურად, სამივე ქვეყნის დედაქალაქში მონაცვლეობით გაიმართება. თუმცა, მას ჯერჯერობით თბილისი უმასპინძლებს, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებული ურთიერთობის გამო ორივე ქვეყნის წარმომადგენლები თავს იკავებენ ერთმანეთთან ჩასვლაზე. კავკასიის წიგნის ბაზრობის შექმნის იდეა საინტერესოა ერთი თვალსაზრისითაც. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განიხილავენ საკითხს რეგიონული წიგნის ბაზრობების დიდ ბაზრობებთან მიერთების შესახებ. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ჩამოყალიბდება საერთოკავკასიური წიგნის ბაზარი, რეგიონს ეძლევა დიდი შანსი, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე და მოექცეს ცნობილი წიგნის ბაზრობების ყურადღების ცენტში. “მარტო საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დასავლეთისთვის ძალიან პატარა ბაზარია, მათ მთლიანად კავკასია აინტერესებთ. თუ ჩვენ შევძლებთ რეგიონული პროექტის განხორციელებას, ზემოთხსენებული პერსპექტივა რეალობად იქცევა” – იმედოვნებს მერაბ ქათამაძე. მისი თქმით, პროექტის განხორციელება, ახლა დამფინანსებლებზეა დამოკიდებული. ჰოდა, სწორედ მათ მივმართავთ ერთი ცნობილი ლოზუნგის პერიფრაზით: “ქველმოქმედებო სამი ქვეყნისა, შეერთდით1”

© “წიგნები – 24 საათი”
Facebook Comments Box