ესე (თარგმანი)

ხორ­ხე ლუ­ის ბორ­ხე­სი – უოლტ უიტ­მე­ნი

whitman-main

თარგმნა თამაზ ჩხენკელმა

ერთ დროს უიტ­მე­ნი მი­მაჩ­­და არა მარ­ტო დიდ პო­­ტად, არ­­მედ ერ­თა­დერთ პო­­ტად. მე ნამ­­ვი­ლად ვფიქ­რობ­დი, რომ 1855 წლამ­დე ყვე­ლა პო­­ტი უიტ­მე­ნის­კენ მი­დი­­და და რომ მი­სი არ­მი­ბაძ­ვა უმ­ეც­რე­ბის და­მამ­­კი­ცე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და…

უიტ­მე­ნის ლექ­სე­ბი ფსალ­მუ­ნებ­ზე რთუ­ლია. ამ­­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი, რა თქმა უნ­და, ფსალ­მუ­ნე­ბია. გარ­და ამ­­სა, ბიბ­ლია სა­მა­გი­დო წიგ­ნია ინგ­ლის­ში და ინგ­ლი­სუ­რი წარ­მო­შო­ბის ხალ­ხე­ბი­სათ­ვის. და არა ნაკ­ლებ, ვიდ­რე შექ­­პი­რი. ცხა­დია, რომ უიტ­მე­ნი და­ვა­ლე­ბუ­ლია ბიბ­ლი­­სა­გან თა­ვი­სი ინ­ტო­ნა­ცი­ით, თა­ვი­სი ხმით. ეს ინგ­ლი­სუ­რი ენ­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა. ინგ­ლი­სე­ლე­ბი, ჩვე­­ლებ­რივ, ბიბ­ლი­ურ ფრა­ზებს ბრჭყა­ლებ­ში არ სვა­მენ. ეს ფრა­ზე­ბი იქ სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვად ჟღერს. ბიბ­ლი­­რი გა­მოთ­­მე­ბი ძვალ­სა და რბილ­ში აქვს გამ­­და­რი ინგ­ლი­სურ ენ­ას…

და­­ახ­ლო­ვო ერთ­მა­ნეთს უიტ­მე­ნი და პოლ ვა­ლე­რი, ერ­თი შე­ხედ­ვით, უც­ნა­­რი და, რაც ბევ­რად უარ­­სია, უპ­ერ­­პექ­ტი­ვო საქ­მეა. ვა­ლე­რი უკ­­დე­გა­ნო ოს­ტა­ტო­ბის სიმ­ბო­ლოა და ამ­ას­თა­ნა­ვე, უკ­­დე­გა­ნოდ და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ხო­ლო უიტ­მენს თით­ქოს­და უად­გი­ლო, მაგ­რამ არ­აჩ­ვე­­­ლებ­რი­ვი ნი­ჭი აქვს იყ­ოს ბედ­ნი­­რი. ვა­ლე­რი სუ­ლის ლა­ბი­რინ­თე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გან­სა­ხი­­რე­ბაა, უიტ­მე­ნი – სხე­­ლის და­­ნა­წევ­რე­ბე­ლი ამ­­ძა­ხი­ლე­ბი­სა. ვა­ლე­რი ევ­რო­პი­სა და მი­სი მშვი­დი და­­სის სიმ­ბო­ლოა, უიტ­მე­ნი ამ­­რი­კის გან­თი­­დი­სა. მთელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში ძნე­ლად თუ და­­ძებ­ნე­ბა პო­­ზი­ის გან­მა­სა­ხი­­რე­ბე­ლი ორი ეს­­დენ შე­­რი­გე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა. და მა­ინც, მათ აქვთ შე­ხე­ბის სა­ერ­თო წერ­ტი­ლი: ჩენ­­ვის მათ ლექ­სებს უფ­რო ნაკ­ლე­ბი მნიშ­­ნე­ლო­ბა აქვთ, ვიდ­რე ამ ლექ­სე­ბით შო­ბილ, მათ მი­ერ­ვე გა­მო­ჭე­დილ პო­­ტის სა­ხე­ბას.

ინგ­ლი­სე­ლი პო­­ტი ლე­სელზ ებ­ერ­­რომ­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ას­ხამს ხოტ­ბას უიტ­მენს იმ­ის­­ვის, რომ “მან სა­კუ­თა­რი ფას­და­­დე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­გან­ძუ­რი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე, მცი­რე, მაგ­რამ ჭეშ­მა­რიტ მიღ­წე­ვა­თა შო­რის, ერთ-ერ­თი ცოცხა­ლი და გა­ნუ­მე­­რე­ბე­ლი სა­ხე შექ­­ნა”. ხოტ­ბა რამ­დე­ნად­მე ბუნ­დო­ვა­ნი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია, თუმ­ცა ერ­თი უდ­­ვოა: ერთ­მა­ნეთ­ში არ უნ­და აგ­ვე­რი­ოს ტე­ნი­სო­ნის პო­­ზი­ით გულ­მო­ყირ­ჭე­ბუ­ლი თაყ­ვა­ნის­­ცე­მე­ლი და “ბა­ლა­ხის ფოთ­ლე­ბის” ნა­ხევ­რად ღვთა­ებ­რი­ვი გმი­რი. გან­­­ვა­ვე­ბა პრინ­ცი­პუ­ლია: უიტ­მე­ნი თა­ვის რაფ­სო­დი­ებს წარ­მო­სა­ხუ­ლი არ­სე­ბის სა­ხე­ლით ჰქმნი­და, იმ არ­სე­ბის სა­ხე­ლით, რომ­ლის მხო­ლოდ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და თვი­თონ, და­ნარ­ჩენს მკითხ­ვე­ლე­ბი შე­ად­გენ­­ნენ. აქ­­დან – შე­­თავ­სებ­ლო­ბა, რაც ასე აღ­­ზი­­ნებ­დათ კრი­ტი­კო­სებს, აქ­­დან – ლექ­სებ­ში იმ ად­გი­ლებ­ზე მი­თი­თე­ბის ჩვე­­ლე­ბა, სა­დაც არ­­სო­დეს ყო­ფი­ლა ავ­ტო­რი, აქ­­დან­ვე – მი­სი ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა, ერ­თი მოწ­მო­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლი­ღაც სამ­­რეთ შტატ­ში, ხო­ლო მე­­რის მი­ხედ­ვით (და ნამ­­ვი­ლად) ლონგ აილ­ენ­­ში.

უიტ­მე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერ­თი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ჭან­ჭი­კია აღ­ბეჭ­დოს კა­ცის – უოლტ უიტ­მე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ნი, იყ­ოს უს­აზ­­­როდ და უჩრ­დი­ლოდ ბედ­ნი­­რი. ვა­ლე­რის ნა­წარ­მო­­ბებ­ში აღ­ბეჭ­დი­ლი ად­­მი­­ნის სა­ხეც ას­­ვე გაზ­ვი­­დე­ბუ­ლი და მოჩ­ვე­ნე­ბი­თია, თუმ­ცა უიტ­მე­ნი­სა­გან გან­­­ვა­ვე­ბით, ხოტ­ბას არ ას­ხამს კა­ცის უნ­არს უან­გა­რო­ბი­სად­მი და თავ­და­ვიწყე­ბუ­ლი ბედ­ნი­­რე­ბი­სად­მი. ვა­ლე­რი კაც­ში გო­ნებ­რივ ძალ­მო­სი­ლე­ბას ად­­დებს…

© ”არილი”

Facebook Comments Box