პოეზია (თარგმანი)

გო­ლუეი კი­ნე­ლი – კოშკების დამხობა

galway kinnel

ინგლისურიდან თარგმნეს მანანა მათიაშვილმა და ანდრო ბუაჩიძემ

 

რო­ცა მუქ­ლურ­ჯად წვე­ბო­და ბინ­დი

ჩვე­ნი მა­ღა­ლი ფან­ჯ­რე­ბი­დან ვუმ­ზერ­დით კოშ­კებს,

უფ­რო გვი­ა­ნაც

კოშ­კე­ბი ნა­თელს ას­ხი­ვებ­დ­ნენ. გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლებს

ვუ­ყუ­რებ­დით, ასე ვფიქ­რობ­დით

ამ კოშ­კებ­ში არ­ვის სძი­ნავ­სო.

მო­ნა­გე­ბის და და­ნა­ხარ­ჯის თვლა­ში გარ­თუ­ლებს

თვალ­ზე რუ­ლი არ ეკ­ი­დე­ბა­თო.

ვხე­დავ­დით კოშ­კებს ზე­ა­ზი­დუ­ლებს,

და გან­თი­ა­დის შუქ­ში დან­თ­ქ­მუ­ლებს,

და ბო­ლოს ისე შე­ვეჩ­ვი­ეთ კოკ­შ­კე­ბის ცქე­რას,

რომ ვუმ­ზერ­დით და ვე­ღარ ვამ­ჩ­ნევ­დით.

აშ­კა­რად რო­ცა აღ­არ­სად ჩა­ნან,

ჩვენ კვლა­ვაც ვხე­დავთ მათ ელ­ვა­რე­ბას.

 

ბან­კი­რი ლონ­დონს ეს­ა­უბ­რე­ბა,

უმ­ბერ­ტო სენ­დ­ვიჩს უს­ინ­ჯავს გე­მოს.

კო­მერ­სან­ტი ტე­ლე­ფონს უზ­ის.

ფოს­ტა­ში კი უკ­ვე შე­უდ­გ­ნენ

წე­რი­ლე­ბის და­ხა­რის­ხე­ბას

გაქ­სუ­ე­ბულ­ნი და უპ­ო­ვარ­ნი,

ჭკვი­ა­ნე­ბი და შეშ­ლი­ლე­ბი,

მღვდელ­მ­თა­ვარ­ნი, ერ­ის­კა­ცე­ბი,

დი­დე­ბუ­ლე­ბი, ძუნ­წე­ბი და კე­თილ­შო­ბილ­ნი,

დაგ­ვა­ლულ­ნი და ტა­ნა­შოლ­ტილ­ნი

მომ­ხიბ­ლავ­ნი და შე­უ­ხე­დავ­ნი…

 

ქვე­და მე­ხუ­თე ავ­ე­ნი­უ­ზე

თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის გუ­გუ­ნი აღ­წევს,

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თვით­მ­ხილ­ველ­მა დას­ძი­ნა თურ­მე,

თვით­მ­ფ­რი­ნავ­მა გა­და­იქ­რო­ლა

და რაღც წა­მის მე­ა­სედ­ში

პარ­კ­ში ძაღ­ლე­ბი­ა­ნი მო­სე­ირ­ნე­ნი მი­წას გა­აკ­რა.

მე­რე კი ჩრდი­ლო კოშკს შე­ე­ჯა­ხა

და გაჩ­ნ­და გრო­ვა უშ­ვე­ლე­ბელ, რუ­ხი ღრუბ­ლე­ბის,

მე­რე სა­ერ­თოდ გა­უ­ჩი­ნარ­და

და­ტო­ვა დი­დი, მო­შა­ვო ლა­ქა…

ვე­ე­ბერ­თე­ლა ღრმუ­ლის გა­ჩე­ნას

მხო­ლოდ და მხო­ლოდ მულ­ტ­ფილ­მებ­ში თუ ნა­ხავს კა­ცი…

 

ქუ­ჩებს აწყ­დე­ბა მი­ლე­თის ხალ­ხი, –

სის­ხ­ლ­ში მოთხ­ვ­რი­ლი და და­კონ­კი­ლი

რო­გორც ბავ­შ­ვე­ბი სამ­რა­უნ­დი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე,

ისე გარ­ბი­ან.

ზო­გი ფე­ხებს ძლივ­ს­ღა მი­ათ­რევს,

ზო­გი მტვერ­შია ერ­თი­ა­ნად ამ­ო­გან­გ­ლუ­ლი

თვა­ლე­ბი ისე ჩას­წით­ლე­ბი­ათ, რო­გორც ზა­ჰო­რისს,

რო­მე­ლიც მკვდრებ­თან სა­უბ­რობ­და მი­წის­ქ­ვე­შეთ­ში.

 

იქ კი, კოშ­კ­ში, ზო­გი იმ დროს და­ი­ღუ­პა,

რო­ცა რე­კავ­და შინ და ამ­ბობ­და, მე კარ­გად ვა­რო.

ზო­გი უკ­ვე მკვდა­რი იყო, ვიდ­რე სიკ­ვ­დი­ლი ეს­ტუმ­რე­ბო­და.

ზო­გი ფან­ჯ­რი­დან გა­ვი­და გა­რეთ.

ზოგს ას­ფიქ­სია და­ე­მარ­თა,

ზო­გი ცეცხ­ლის ალ­ში ჩა­ინ­ქ­ლა,

ზო­გი მი­ნებ­და დე­და­მი­წის მი­ზი­დუ­ლო­ბას –

ფე­ხი იშ­ვი­რა და გა­და­ეშ­ვა;

სხვე­ბი ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბულ­ნი,

ვერ­ტი­კალ­ზე ეშ­ვე­ბოდ­ნენ ძალ­ზე მსუ­ბუ­ქად.

 

რამ­დენ­ჯერ ვმდგარ­ვარ მე ამ ფან­ჯ­რებ­თან

კოშ­მა­რე­ბი­დან თავ­და­საღ­წე­ვად

რამ­დენ­ჯერ ვმდგარ­ვარ – ტან­ჯ­ვის და ძრწო­ლის,

დაფ­ლე­თი­ლი სხე­უ­ლე­ბის უბ­რა­ლო მოწ­მე,

თვა­ლი შე­ვას­წარ მე იმ ყვე­ლა­ფერს,

რო­მე­ლიც მე­რე არ­აფ­რად იქ­ცა,

და ახ­ლაც თვა­ლით ვსინ­ჯავ ნაკ­ვა­ლევს,

ნიუ-იორ­კი­დან ქა­ბუ­ლამ­დე სივ­რ­ცეს რომ გას­დევს.

რა სა­ცო­და­ვად მი­ყუ­ჟუ­ლა კუთხე­ში ქა­ლი.

ქმრის სუ­რა­თი უჭ­ი­რავს ხელ­ში.

სუ­რათ­ზე კა­ცი იღ­ი­მე­ბა.

სამ­წუ­ხა­როა, სამ­წუ­ხა­რო.

ერ­თი წუ­თით წარ­მო­იდ­გი­ნე მა­ინც ის ქუ­ჩა

და გან­წი­რუ­ლი ნახ­ტო­მი სწრა­ფი,

ან იქ, ზე­მოთ,

მე­წა­მუ­ლის­ფ­რად მო­ელ­ვა­რე გაშ­ლი­ლი თმე­ბი…

 

” წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ერთ სა­ღა­მოს

და­მა­ვიწყ­და ყვე­ლა სამ­გ­ზავ­რო ხარ­ჯის გა­ღე­ბა,

ტრან­ს­პორ­ტიც ვერ გა­მო­ვიც­ვა­ლე

და იმ გზას მა­ინც მო­ვა­გე­ნი თვალ­და­ხუ­ჭულ­მა,

შინ რომ მაბ­რუ­ნებს

თუმც და­ვი­კარ­გე მე­რე მა­ინც გზის შუ­ა­გულ­ში,

იქ­ნებ მე­პო­ვა შე­ნი თვა­ლე­ბი..”

შე­იძ­ლე­ბო­და. ძლი­ერ ვწუხ­ვარ.

აბა, კარ­გად. დი­დი მად­ლო­ბა.

ამ­ას რა ჰქვია?

ამ­ნე­ზია – სახ­ლი­სა­კენ გზის და­ვიწყე­ბა.

 

ან­და კი­დევ “უჩ­ი­ნა­რო­ბა” –

მდგო­მა­რე­ო­ბა სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი­დან გაქ­ცე­ვის შემ­დეგ.

ამ უს­აშ­ვე­ლო ფო­ლა­დის ნის­ლ­ში

ან­და ამ ყალ­ბი რე­ა­ლო­ბის სა­ბურ­ველს მიღ­მა,

ჩვენს სამ­ყა­როს რომ მყი­სი­ე­რად გა­და­ე­ფა­რა,

ვინ გა­მო­ძებ­ნის ბი­ლიკს და სა­ვალს,

უკ­ან მომ­ყ­ვანს და და­საბ­რუ­ნე­ბელს?

 

კოშ­კე­ბი იწ­ვის მე­რე უკ­ვე ქვე­დამ­ხო­ბი­ლი

ყრუ ხმა­უ­რით და ად­ე­ნი­ლი კო­რი­ან­ტე­ლით

ნავ­თო­ბად­ქ­ცე­ულ ღრუბ­ლებს აგ­რო­ვებს.

” სა­ღა­მო­ო­ბით გან­თი­ა­დის შავ რძეს რომ ვსვამთ და

ამ­ა­ვე რძეს ვსვამთ შუ­ად­ღე­საც, დი­ლით, ღა­მი­თაც,

შა­ვი რძე ჩვე­ნი სას­მე­ლია გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი”

ეს არ არ­ის შე­და­რე­ბა,

ეს ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ციაა,

ანუ XX სა­უ­კუ­ნის,

ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვ­დი­ლის ხა­ნის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა.

 

რო­ცა სამ­ხ­რეთ­ში კას­ტ­რი­რე­ბულ შავ­კა­ნი­ა­ნებს

კა­ტე­ბი­ვით ჰკი­დებ­დ­ნენ ხე­ზე,

წინ მი­ი­წევ­დ­ნენ შე­უ­პოვ­რად ჯა­რის­კა­ცე­ბი,

და თან გზა­ში, თი­თო მილ­ზე

ოთხ­მოც­და­ათ ათ­ასს ჰკარ­გავ­დ­ნენ.

მა­ტა­რე­ბე­ლი მა­ტა­რე­ბელ­ზე იგ­ზავ­ნე­ბო­და აღ­მო­სავ­ლეთ­ში,

ვა­გო­ნე­ბი გა­ძეძ­გი­ლი­ყო ბო­შე­ბით და ებ­რა­ე­ლე­ბით,

რო­მელ­თაც მწა­რე ხვედ­რი ელ­ო­დათ:

გა­ზით გა­გუდ­ვა და მო­ნად­ქ­ცე­ვა.

ატ­ო­მურ­მა აფ­ეთ­ქე­ბამ ქა­ლა­ქე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა,

მი­წის­პი­რის­გან აღ­გა­ვა და ცა­ში ატ­ყორ­ც­ნა

იყო სიკ­ვ­დი­ლის მძლავ­რი თა­რე­ში,

შიმ­ში­ლო­ბა და მკვლე­ლო­ბე­ბი,

ქვა­ღორ­ღად ქცე­ულ ქვეყ­ნე­ბის რიცხ­ვი

და მა­სობ­რი­ვი სა­საკ­ლა­ო­ნი.

 

და აი ახ­ლა, ჩვენ­მა კოშ­კებ­მა ყო­ვე­ლი­ვე ეს ამ­ო­ან­თხია,

ამ­ო­აფ­რ­ქ­ვია ავ­ბე­დი­თი ნიშ­ნე­ბის გრო­ვა,

წი­ნა­მორ­ბე­დი სა­უ­კუ­ნის გად­მო­ნა­ლო­ცი.

ჩვენ, ვი­საც გვსურ­და

გავ­ქ­ცე­ო­დით უკ­ე­თუ­რე­ბას

და თან ვი­ცო­დით მო­მა­ვა­ლი არ დაგ­ვინ­დობ­და.

ჩვენ შავ რძეს ვსვამ­დით

ავი ბე­დის მო­მას­წა­ვე­ბელს,

შა­ვი რძე იყო გა­დას­ხ­მუ­ლი ცის კა­ბა­დონ­ზე.

 

“სა­საფ­ლაო გვაქვს კამ­კა­მა ცა­ში

მო­სას­ვე­ნებ­ლად – დრო და სივ­რ­ცე შე­უზ­ღუდ­ვე­ლი”.

 

წარ­სუ­ლის დამ­წ­ვარ ნარ­ჩენ­თა­გან ჩვე­ნამ­დე აღ­წევს

თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში აალ­ე­ბუ­ლი საწ­ვა­ვის სუ­ნი,

გა­მომ­წ­ვა­რი ალ­უ­მი­ნის და ფო­ლა­დის წი­და,

აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი გრა­ნი­ტის მტვე­რი,

მარ­მა­რი­ლოს ნაფ­შ­ვე­ნე­ბი, ვერ­ცხ­ლის­წყ­ლის გა­ზი,

ქი­მი­კა­ტე­ბის მხუ­თა­ვი ორთ­ქ­ლი,

ახ­ლაც ამ ორთ­ქ­ლ­ში გახ­ვე­უ­ლა ჩვე­ნი კუნ­ძუ­ლი,

რიცხ­ვე­ბი­თა და ას­ო­ე­ბით და­ნომ­რი­ლი ქუ­ჩე­ბის რი­გი.

სუ­ნი სწვდე­ბა ბრუკ­ლი­ნის ხი­დებს

და მო­ლო­დი­ნით აღ­სავ­სე ზღვა­საც –

წა­ბილ­წულ­სა და ჩაწყ­ნა­რე­ბულს,

გა­დავ­სე­ბულს შხა­მი­ა­ნი ან­ა­ორ­თ­ქ­ლე­ბით.

ეს ბინ­ძუ­რი ჰა­ე­რი ხომ მომ­წამ­ლა­ვია.

მაგ­რამ ყვე­ლა ამ ჰა­ერს სუნ­თ­ქავს,

და შენც მათ შო­რის რა­ღა თქმა უნ­და.

ეს ის კა­ცია, რო­მე­ლიც ცის­კენ არ იხ­ე­დე­ბა,

გულ­ზე სუ­რა­თი და­უბ­ნე­ვია, ქა­ლის სუ­რა­თი,

და და­ჟი­ნე­ბით აც­ქერ­დე­ბა ფი­ლა­ქანს ქვი­სას,

ეს ფი­ლა­ქა­ნი უიტ­მე­ნის ხა­ნა­ში გაჩ­ნ­და.

საწ­ვი­მარ ღა­რებს

რკი­ნის ბორ­ბ­ლე­ბის ხა­ხუ­ნის­გან

კი­დე­ე­ბი შე­მოს­ც­ვე­თია,

შე­სა­შუ­რია გლუ­ვი ქვე­ბის გო­ნი­ე­რე­ბა.

 

“ქვე­ბი არ­ას­დ­როს იბ­ა­დე­ბი­ან, მუ­დამ არ­ი­ან

მხო­ლოდ ის­ი­ნი ეურ­ჩე­ბი­ან გა­მუდ­მე­ბით

ჩემ­ში ყვე­ლა­ფერს, რაც უნ­და მოხ­დეს.”

 

ჰუ­ძო­ნის წყალ­თა ზე­და ვი­ჯე­ქი,

იახტ ჰარ­ბო­რის კონ­ცხის მახ­ლობ­ლად

და მაწ­ვა­ლებ­და იმ­ა­თი ხვედ­რი,

ვინც შერ­ჩა მა­შინ მა­ღალ სარ­თუ­ლებს

ვი­საც სტან­ჯავ­და მარ­ტო იმ­ი­სი გა­ფიქ­რე­ბა,

რომ ცოცხ­ლად დაწ­ვა არ­გუ­ნა ბედ­მა,

და ას­ეც მოხ­და – ცოცხ­ლად და­იწ­ვ­ნენ.

ალ­ბათ არ­სე­ბობს სიკ­ვ­დი­ლის ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი,

სი­ცოცხ­ლის სა­ხეს სას­ტი­კად რომ ამ­ა­ხინ­ჯე­ბენ.

მათ წინ ვე­რა­ვინ ვერ აღ­უდ­გე­ბა,

თვი­თონ სიკ­ვ­დი­ლის მსხვერ­პ­ლიც კი ვერ იღ­ო­ნებს რა­მეს.

ამ­ას ვფიქ­რობ­დი, უც­ა­ბე­დად რო­ცა შევ­ნიშ­ნე

ფო­ლა­დის ჯე­ბირს შე­დუ­ღე­ბუ­ლი უიტ­მე­ნის ლექ­სის სიტყ­ვე­ბი,

რო­მე­ლიც მა­შინ და­ი­წე­რა,

რო­ცა ებრ­ძო­და ამ­ე­რი­კა სა­კუ­თარ თავს გა­აფ­თ­რე­ბუ­ლი:

“მსოფ­ლიო ქა­ლა­ქი, ამ­ა­ყი, მგზნე­ბა­რე, ქა­ლა­ქი-შეშ­ლი­ლი

და შე­უ­პო­ვა­რი! “

ეს სტრი­ქო­ნი ილ­უ­ზი­ე­ბის ეპ­ო­ქას შერ­ჩა,

მაგ­რამ იყო სხვა სტრი­ქო­ნე­ბიც ას­ეთ­ნა­ი­რი:

“მე ვი­ხი­ლე ნაფ­ლე­თე­ბი ჯა­რის­კა­ცე­ბის,

და არ მე­გო­ნა რაც ვი­აზ­რე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ –

ის­ი­ნი მშვი­დად, უტ­ან­ჯ­ვე­ლად გა­ნის­ვე­ნებ­დ­ნენ! ”

 

ორი შე­ნო­ბა – უზ­არ­მა­ზა­რი მი­ნის მა­სი­ვი

ერთ­მა­ნეთ­ში შეჭ­რის შემ­დეგ სარ­თუ­ლე­ბად ჩა­მო­ი­შა­ლა –

და სწრა­ფი რღვე­ვა შთა­ე­ბეჭ­და ჩვენს მახ­სოვ­რო­ბას.

 

ამ კოშ­კებს თით­ქოს არ­ა­ვი­ნაც არ შე­ხე­ბია,

თვი­თონ იფ­ეთ­ქეს და ში­გა­ნი ამ­ო­ან­თხი­ეს,

და ქროლ­ვის ყვე­ლა შეგ­რ­ძ­ნე­ბა გაქ­რა.

სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კარ­გ­ნენ ეს შე­ნო­ბე­ბი

და მე­რე იქც­ნენ პა­ტა­რა ღრმუ­ლად.

შავ, უმ­ცი­რეს, უს­ივ­რ­ცო მა­სად,

რო­მელ­შიც ყვე­ლა ჩამ­ქ­რა­ლი შუ­ქი

და ჩამ­ქ­რა­ლი ყვე­ლა სი­ცოცხ­ლე

სა­მა­რა­დი­სოდ შე­ე­ნივ­თა ჩვენს მახ­სოვ­რო­ბას.

© ”არილი”

Facebook Comments Box