ესე (თარგმანი)

პოლ ვალერი – ვიიონი და ვერლენი

(ნაწილი II)

ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერმა

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ი­ო­ნის შემ­დეგ და­ნა­შა­ულს, უკ­ვე ეჭვს აღ­არ იწ­ვევს, რომ სა­ხე­ზეა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბის ყვე­ლა ნი­შა­ნი. არ­ა­ვი­თა­რი გა­უ­გებ­რო­ბა. საქ­მე ღა­მით ჩა­დე­ნილ ქურ­დო­ბას ეხ­ე­ბა, საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის გა­ტეხ­ვას, თვით­ნა­კე­თი გა­სა­ღე­ბი­სა და სხვა სა­ძარ­ც­ვა­ვი იარ­ა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ვი­ი­ო­ნი გე­ზის მიმ­ცე­მია. თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა შო­რი­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქურ­დე­ბიც იყვ­ნენ, მო­ი­პა­რეს ხუ­თა­სი ოქ­როს ეკიუ, ნა­ვა­რის კო­ლე­ჯის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კო­ლე­ჯის სამ­ლოც­ვე­ლოს სა­ლა­რო­ში ინ­ა­ხე­ბო­და. გა­ქურ­დ­ვა ორი თვის შემ­დეგ გა­ი­გეს. ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა შატ­ლეს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მე­ფო გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ძი­ე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თი გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი. მხო­ლოდ ერთ ფრაგ­მენტს მო­ვიყ­ვან.

მომ­კ­ვ­ლე­ვებ­მა ნა­ფიც ექს­პერ­ტ­თა სა­ხით ცხრა ზე­ინ­კა­ლი გა­მო­ი­ძა­ხეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფი­ცი და­ა­დე­ბი­ნეს, მა­თი ვი­ნა­ო­ბა და მი­სა­მარ­თე­ბი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე­ში შე­ი­ნა­ხეს; ქურ­დე­ბის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ხერ­ხი დი­დი სი­ზუს­ტით აღ­ად­გი­ნეს; მაგ­რამ ქურ­დებ­მა მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხეს. მათ­და სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­მო­ძი­ე­ბამ კვალს მი­აგ­ნო, ერ­თი ქურ­დის გა­უფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი ლაყ­ბო­ბის წყა­ლო­ბით: ტა­ვერ­ნა­ში იყ­ბე­და ნა­ვა­რის კო­ლე­ჯის გა­ქურ­დ­ვის შე­სა­ხებ, მის სიტყ­ვებს ვი­ღაც კი­უ­რემ მოჰ­კ­რა ყუ­რი. ეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი, ეტ­ყო­ბა, კულ­ტის მსა­ხუ­რე­ბას პო­ლი­ცი­ის პრე­ფექ­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­კ­რებ სამ­სა­ხურ­თან მუ­შა­ო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებ­და. მი­სი დახ­მა­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბამ საგ­რ­ძ­ნობ­ლად წინ წა­ი­წია და პირ­და­პირ ფრან­სუა ვი­ი­ო­ნის კვალს მი­ად­გა. ვი­ი­ო­ნი სწრა­ფად ტო­ვებს დე­და­ქა­ლაქს.

მხო­ლოდ ღმერ­თ­მა უწ­ყის, რო­გორ წა­რი­მარ­თა შემ­დეგ მი­სი ცხოვ­რე­ბა… ხან ცი­ხე­ში ზის, ხა­ნაც ჰერ­ცოგ­სა და პო­ეტ შარდ ორ­ლე­ა­ნე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ატ­ა­რებს დროს, დრო­დად­რო, რო­გორც ჩანს, “ნი­ჟა­რა­თა ძმო­ბის” თავ­გა­და­სავ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. ეტ­ყო­ბა, მე­ნე-ლუ­არ­ში სა­ე­პის­კო­პო­სო ცი­ხის მკაც­რი რე­ჟი­მიც იწვ­ნია, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოა, რო­მე­ლი­ღაც სა­ეკ­ლე­სიო სა­ლა­როს გა­ძარ­ც­ვის­თ­ვის მოხ­ვ­და. ტი­ბო დ’ოს­ი­ნი, ორ­ლე­ა­ნის ეპ­ის­კო­პო­სი, ძალ­ზე მკაც­რად მო­ექ­ცა. ვი­ი­ონს მძი­მე მო­გო­ნე­ბად შე­მორ­ჩა მი­წის­ქ­ვე­შა საპყ­რო­ბი­ლე­ში წყლით წა­მე­ბა. ლუ­დო­ვი­კო XI-ის ნე­ბით ათ­ა­ვი­სუფ­ლე­ბენ, ის­ევ პა­რიზ­ში ბრუნ­დე­ბა, მაგ­რამ ვაი, რომ მი­სი ცხოვ­რე­ბა არ მშვიდ­დე­ბა; მო­ძებ­ნის ძველ, ბნე­ლი წარ­სუ­ლით მო­ცულ ნაც­ნო­ბებს, ახ­ლებ­საც არ­ა­ნაკ­ლებს შე­ი­ძენს და მათ­თან მე­გობ­რო­ბაც მი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ავ­ან­ტუ­რე­ბით მთავ­რ­დე­ბა. ერ­თი ჩხუ­ბის შემ­დეგ სა­ე­პის­კო­პო­სო ნო­ტა­რი­უ­სი დაჭ­რეს. შატ­ლეს სა­სა­მარ­თ­ლომ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა: ვი­ი­ონს მი­ე­სა­ჯა “სიკ­ვ­დი­ლი ჩა­მოხ­რ­ჩო­ბით, ქა­ლაქ პა­რი­ზის სახ­რ­ჩო­ბე­ლა­ზე”. რო­გორც ჩანს, სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი და­უდ­გა, რო­ცა წარ­მო­იდ­გი­ნა ჩა­მოხ­რ­ჩო­ბის შემ­დეგ რო­გორ ქა­ნა­ობ­და მი­სი სხე­უ­ლი სახ­რ­ჩო­ბე­ლა­ზე, – ტყუ­ი­ლად არ გა­ხა­რე­ბია, რო­ცა გა­ი­გო, რომ სა­სა­მარ­თ­ლომ მი­სი აპ­ე­ლა­ცია გა­ნი­ხი­ლა, ათი წლის პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლა ის სას­ჯე­ლი, მუ­დამ თან რომ სდევ­და, აძრ­წუ­ნებ­და და რო­მელ­მაც მწა­რე სტრი­ქო­ნე­ბი და­ა­წე­რი­ნა. შვე­ბით ამ­ო­ი­სუნ­თ­ქა, რო­ცა გა­ი­გო, რომ გა­დარ­ჩა; ერ­თი მოს­მით ორი ლექ­სი და­წე­რა: ერთ­ში შეწყა­ლე­ბით ხა­რობს და ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ველს მი­მარ­თავს; მე­ო­რე­ში პა­რი­ზის სა­სა­მარ­თ­ლოს უხ­დის მად­ლო­ბას, ხოტ­ბას ას­ხამს ად­ა­მი­ა­ნურ ყვე­ლა ამ­აღ­ლე­ბულ გრძნო­ბას და სხე­უ­ლის ყვე­ლა ნა­წილს და­სახ­მა­რებ­ლად უხ­მობს.

მაშ ასე, იგი პა­რიზს ტო­ვებს, ბედ­ნი­ე­რია, ასე ად­ვი­ლად რომ გა­დარ­ჩა.

მე­რე… მე­რე კი აღ­ა­რა­ფე­რი ის­მის.

სად და რო­გორ და­ამ­თავ­რა თა­ვი­სი დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ნი ვი­ი­ონ­მა?

ამ­ის შე­სა­ხებ არ­ა­ფე­რი ვი­ცით.

მი­სი ცხოვ­რე­ბის და­სას­რუ­ლი, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი შა­ვი ფურ­ცე­ლია, უკ­უ­ნი­თაა და­ფა­რუ­ლი. მაგ­რამ უკ­ვე XVI სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მი­სი ლექ­სე­ბი იბ­ეჭ­დე­ბა. მა­წან­წა­ლა, ქურ­დი და სიკ­ვ­დილ­მის­ჯი­ლი, ფრანგ პო­ე­ტებს შო­რის თა­ვის ად­გილს იკ­ა­ვებს, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ წა­არ­თ­მევს. ვი­ი­ო­ნის შემ­დეგ ჩვე­ნი პო­ე­ზია კლა­სი­ციზმს მი­მარ­თავს, რო­მე­ლიც პო­ე­ტე­ბის­გან ამ­აღ­ლე­ბულ­სა და ნა­ტიფ სტილს მო­ითხოვს, უპ­ი­რა­ტე­სო­ბას სა­ლო­ნებს ან­ი­ჭებს და არა შა­რაგ­ზებ­სა და ავ­ა­ზაკ­თა ბუ­ნა­გებს. მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, ვი­ი­ონს მა­ინც კითხუ­ლო­ბენ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბუ­ა­ლოც კი კითხუ­ლობ­და. დღეს მი­სი დი­დე­ბა უფ­რო მა­ღალ რე­გის­ტ­რ­ში ჟღერს, ვიდ­რე ოდ­ეს­მე; მი­სი ლექ­სე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სესს, პირ­და­პირ ვთქვათ, უფ­რო აც­ხო­ვე­ლებს ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ ახ­ლა უფ­რო ნათ­ლად წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რო­გორ ჩა­წიხ­ლა ცხოვ­რე­ბამ და რა თა­ვის­მომ­ჭ­რე­ლი იყო მის მი­ერ გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის გზა, რად­გან უკ­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ამ­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი დო­კუ­მენ­ტი. ყვე­ლა დრო­ის ლი­ტე­რა­ტუ­რა და თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გ­მა ამტ­კი­ცებს, რომ და­ნა­შა­უ­ლი – საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლია. ბი­წი­ე­რე­ბაც არ­ა­ნაკ­ლებ ინ­ტე­რესს იწ­ვევს წე­სი­ერ ად­ა­მი­ა­ნებ­ში, ზედ­მე­ტად წე­სი­ერ ად­ა­მი­ა­ნებ­შიც კი. ვი­ი­ო­ნის პი­რით, პირ­ველ პირ­ში თვი­თონ დამ­ნა­შა­ვე ლა­პა­რა­კობს, თა­ნაც პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი პო­ე­ტი. და ჩვენს წინ დგე­ბა პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც უფ­რო ფსი­ქო­ლო­გი­ურს და­ვარ­ქ­მევ­დი, ზუს­ტად რომ გა­მე­გე­ბო­დეს, რას ნიშ­ნავს ეს სიტყ­ვა.

რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ერთ­მა და იმ­ა­ვე ტვინ­მა შეკ­რი­ბოს და ჩა­ი­დი­ნოს ას­ე­თი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლო­ბე­ბი იმ­ა­ვე სუ­ლი­ე­რი დახ­ვე­წი­ლო­ბით, რო­გო­რიც მის ზო­გი­ერთ ლექ­ს­ში მჟღავ­ნ­დე­ბა, იმ სიმ­ძაფ­რით, რო­მე­ლიც თვით პო­ე­ზი­ის­გან გა­ნუ­შო­რე­ბე­ლია თა­ვი­სი ღრმა თვით­შე­მეც­ნე­ბით, რა­საც არა მარ­ტო ვხვდე­ბით, არ­ა­მედ ნათ­ლად და ზუს­ტა­დაა ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი მის ცნო­ბილ “გუ­ლი­სა და სხე­უ­ლის გა­ბა­ა­სე­ბა­ში”? ამ არ­ამ­ზა­დამ, რო­მელ­საც სახ­რ­ჩო­ბე­ლის ყო­ველ გა­ფიქ­რე­ბა­ზე აკ­ან­კა­ლებს, რო­გორ გა­ბე­და და შექ­მ­ნა უმშ­ვე­ნი­ე­რე­სი ლექ­სი უბ­ე­დუ­რი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის სა­ხე­ლით, თოკ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლებს ქა­რი რომ უმ­ღე­რის ნა­ნას. ში­ში ხელს არ უშ­ლის რით­მე­ბის ძი­ე­ბა­ში, სის­ხ­ლის გამ­ყი­ნავ სა­ნა­ხა­ო­ბას ლექ­სის სამ­სა­ხურ­ში აყ­ე­ნებს, რა­საც სულ სხვა ნა­ყო­ფი მო­აქვს, ვიდ­რე მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­ცა იგი თა­ვის სიმ­კაც­რის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბელ სას­ჯელს მი­მარ­თავს. მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბას, ცხა­დია, შე­უძ­ლია დამ­ნა­შა­ვის ჩა­მო­კი­დე­ბა, ხელ-ფე­ხი­სა და თა­ვის მოკ­ვე­თა, ცოცხ­ლად დაწ­ვა, მაგ­რამ ერთხე­ლაც ამ­ოჩ­ნ­დე­ბა ძვალ-რბილ­ში გამ­ჯ­და­რი დამ­ნა­შა­ვე, უფ­რო მე­ტად კი ძვალ-რბილ­ში გამ­ჯ­და­რი დამ­ნა­შა­ვე პო­ე­ტი, ერთ ქვაბ­ში ჩაყ­რის ავ­კა­ცო­ბას, ბი­წი­ე­რე­ბას, შიშს, სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნას, სი­ნა­ნულს და ამ სა­ში­ნე­ლი და მწა­რე ნა­ზა­ვი­დან შე­დევრს შექ­მ­ნის, რო­მელ­ზე ლა­პა­რა­კიც არ­ა­სო­დეს შეწყ­დე­ბა.

ად­ა­მი­ანს პო­ეტ­თა წო­დე­ბი­დან, თუ­კი პო­ე­ტებს შე­იძ­ლე­ბა წო­დე­ბა მი­ვუ­სა­და­გოთ, შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს. ბევ­რი პო­ე­ტი, და­ვუ­მა­ტებ, ყვე­ლა დრო­ის ავ­ტო­რე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა, სა­პა­ტივ­სა­ცე­მო მო­ქა­ლა­ქე­ნი იყვ­ნენ, ზოგ­ჯერ ფრი­ად სა­პა­ტივ­სა­ცე­მო­ნიც. და მა­ინც…

პო­ე­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და­ფიქ­რე­ბი­სას და მი­სი ად­გი­ლის გან­საზ­ღ­ვ­რი­სას ხვდე­ბი, რომ ამ უც­ნა­ურ ად­ა­მი­ა­ნებ­თან არ­ა­ფე­რია უბ­რა­ლო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ იდ­ე­ა­ლუ­რად მოწყო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა – ე.ი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის­გა­ნაც თი­თო­ე­უ­ლი სა­ერ­თო საქ­მე­ში თა­ვის წვლი­ლის შე­ტა­ნის თა­ნახ­მად ღე­ბუ­ლობს. ას­ე­თი სრულ­ყო­ფი­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა გა­მო­რიცხავს იმ ად­ა­მი­ან­თა არ­სე­ბო­ბას, რო­მელ­თა წვლი­ლის გა­ზომ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. პო­ე­ტის ან მხატ­ვ­რის წვლი­ლის გა­ზომ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა – ხე­ლო­ვა­ნის წვლი­ლი ზოგს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ მი­აჩ­ნია, ზო­გი უზ­არ­მა­ზარ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ან­ი­ჭებს. შე­სა­ბა­მი­სი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი კი არ არ­სე­ბობს. გა­მო­დის, რომ ამ კა­ტე­გო­რი­ის ად­ა­მი­ა­ნებს გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ არ­ას­რულ­ყო­ფილ სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში შე­უძ­ლი­ათ და მხო­ლოდ ას­ეთ გა­რე­მო­ში შე­უძ­ლი­ათ შექ­მ­ნან ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი და ამ­აღ­ლე­ბუ­ლი ად­ა­მი­ა­ნუ­რი ქმნი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, კაც­მა რომ თქვას, ად­ა­მი­ანს ად­ა­მი­ა­ნად აქ­ცევს. არ­ას­რულ­ყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­ა­თა­ნა­ბარ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა გაც­ვ­ლას ყა­ბულ­დე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხე­ბის, მოწყა­ლე­ბის ე.ი. რი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც მა­გა­ლი­თად, ვერ­ლენ­მა იმ დი­ვი­დენ­დე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა შეძ­ლო, რო­მელ­საც ავ­ა­ზაკ­თა ბან­და ინ­ა­წი­ლებს ღა­მით, მდი­და­რი სა­ლა­რო­ე­ბის გა­ძარ­ც­ვის შემ­დეგ.

ვერ­ლე­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ: ყვე­ლა­ფე­რი ეს სულ ცო­ტა ხნის წინ მოხ­და, არც მი­სი საქ­მე­ე­ბის ქექ­ვას და­ვიწყებ, რომ­ლე­ბიც მონ­სის ტრი­ბუ­ნა­ლის კან­ცე­ლა­რი­ი­დან ჩა­სათ­ვ­ლე­მად (ოღ­ონდ არ­ა­ერ­თხელ გა­მო­საღ­ვი­ძებ­ლად) ბრი­უ­სე­ლის სა­მე­ფო ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­რო­ებ­ზე და­ბი­ნავ­და, ის­ე­ვე, რო­გორც პა­რი­ზის სა­სა­მარ­თ­ლოს კა­რა­დი­დან ვი­ი­ო­ნის საქ­მემ ერ­ოვ­ნულ არ­ქივ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. ოღ­ონდ, ვი­ი­ო­ნი ძა­ლი­ან დი­დი ხნის წინ ცხოვ­რობ­და და მას­ზე შეგ­ვიძ­ლია, რო­გორც გა­მო­გო­ნილ პერ­სო­ნაჟ­ზე, ისე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ვერ­ლე­ნი კი! რამ­დენ­ჯერ მი­ნა­ხავს, რო­გორ ჩა­უვ­ლია ჩე­მი კა­რის­თ­ვის, რო­გორ ბრა­ზობ­და, ქირ­ქი­ლებ­და, ენ­ა­ბილ­წობ­და, ტრო­ტუ­არს თა­ვის მსხვილ ჯოხს ურტყამ­და, ხე­იბ­რე­ბი ან მა­წან­წა­ლე­ბი რომ ატ­ა­რე­ბენ ხოლ­მე, ის­ეთს. შე­უძ­ლე­ბე­ლია წარ­მო­იდ­გი­ნო, რომ ეს უხ­ე­ში, ცხოვ­რე­ბის ფსკერ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი ად­ა­მი­ა­ნი, რომ­ლის გა­რეგ­ნო­ბა და ლა­პა­რა­კი ზოგ­ჯერ ზიზღს, შიშს და იმ­ა­ვე დროს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა­საც იწ­ვევ­და, ყვე­ლა­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი, გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი და უჩ­ვე­უ­ლო სიტყ­ვი­ე­რი მე­ლო­დი­ე­ბით სავ­სე ლექ­სე­ბის ავ­ტო­რი იყო, იმ ლექ­სებს შო­რის, რომ­ლე­ბიც კი ოდ­ეს­მე შექ­მ­ნი­ლა ჩვენს ენ­ა­ზე. ყვე­ლა მის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბას ხე­ლი არ შე­უშ­ლია, იქ­ნებ, პი­რი­ქი­თაც, შექ­მ­ნა და გა­ნა­ვი­თა­რა მას­ში წარ­მ­ტა­ცი სიტყ­ვე­ბის­კენ სწრაფ­ვის უნ­ა­რი, უნ­ა­რი გა­მომ­ხატ­ვე­ლო­ბის სიმ­სუ­ბუ­ქი­სა, თრთოლ­ვი­სა, ნა­ზი მო­წი­წე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ისე არ­ა­ვის აღ­უ­წე­რია, რო­გორც მას, რად­გან არ­ა­ვის შე­ეძ­ლო ისე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორც მას; და­ე­ფა­რა, სტრი­ქო­ნებ­ში გა­ნე­ზა­ვე­ბი­ნა, ას­ე­თი მსუ­ბუ­ქი და ბავ­შ­ვუ­რად მი­ა­მი­ტუ­რი რომ გვეჩ­ვე­ნე­ბა – თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მიღ­წე­ვე­ბი, ყვე­ლა­ზე მარ­ჯ­ვე პო­ე­ტე­ბის სი­ნა­ტი­ფე.

ზოგ­ჯერ მი­სი ლექ­სე­ბი მშვიდ ლოც­ვებს გვა­გო­ნებს, და­ბალ ხმა­ზე გა­მე­ო­რე­ბულს კა­ტე­ხიზ­მო­ში ვარ­ჯი­ში­სას; დრო­დად­რო მათ­ში სა­ო­ცა­რი და­უ­დევ­რო­ბა გა­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე, სად­ღაც-სად­ღაც ის­მის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბი. ზოგ­ჯერ პრო­სო­დი­ი­თაც (4) ატ­ა­რებს ექს­პე­რი­მენტს, მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვან უც­ნა­ურ თერ­თ­მეტ­მარ­ც­ვ­ლი­ან ლექსს “CrimenAmoris“. მოკ­ლედ, მან აზ­რობ­რი­ვად ყვე­ლა და­საშ­ვე­ბი ზო­მა მო­სინ­ჯა – ხუ­თი­დან ცა­მეტ­მარ­ც­ვ­ლი­ა­ნამ­დე. გა­მო­ი­ყე­ნა უჩ­ვე­უ­ლო ან დი­დი ხნის წინ მი­ვიწყე­ბუ­ლი ლექ­ს­თ­წყო­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, XVI სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ რომ აღ­ა­რა­ვის მი­უ­მარ­თავს: მას აქვს ლექ­სე­ბი, სა­დაც მხო­ლოდ ვა­ჟუ­რი ან მხო­ლოდ ქა­ლუ­რი რით­მაა.

და თუ მა­ინც მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ მი­სი ვი­ი­ონ­თან შე­და­რე­ბა, არა რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­რ­ღ­ვევ­თან, რო­მე­ლიც ას­ე­ვე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის დამ­ნა­შა­ვეა, არ­ა­მედ რო­გორც პო­ეტ­თან, მა­შინ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, უკ­ი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ასე მგო­ნია და მხო­ლოდ პი­რა­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაა – გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ფაქ­ტი – ვი­ი­ო­ნი ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლე­ბით, რო­გორც პო­ე­ტი, ვერ­ლე­ნის თა­ნა­მედ­რო­ვეა (მხედ­ვე­ლო­ბა­ში სიტყ­ვა­თა მა­რა­გი არა მაქვს). ვი­ი­ო­ნი ზუს­ტი და უაღ­რე­სად გა­მომ­ხატ­ვე­ლია. მი­სი სიტყ­ვა გარ­კ­ვე­უ­ლია; მა­გა­ლი­თად, “გუ­ლი­სა და სხე­უ­ლის გა­ბა­ა­სე­ბა” შედ­გე­ბა ნა­თე­ლი და მკაც­რი რეპ­ლი­კე­ბის­გან, რო­გორც კორ­ნელ­თა­ნაა. ამ ბა­ლა­და­ში ბევ­რი უც­ბად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა და ყვე­ლა ეს ფორ­მუ­ლი­რე­ბა უპ­ირ­ვე­ლე­სი გან­ძია სხვა გან­ძ­თა შო­რის და შე­იძ­ლე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნა­დაც მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ კლა­სი­კურს… უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი, ოც­და­ა­თი წლის ვი­ი­ონს, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში მე­ტის­მე­ტად ბევ­რი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი ან­დერ­ძით ეკ­უთ­ვ­ნის პა­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტად დი­დი ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მ­ნი­სა; რო­მელ­შიც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია უჩ­ვე­უ­ლო და სრულ­ყო­ფი­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი, “გან­კითხ­ვის დღე”. ად­ა­მი­ა­ნებ­ზე და სამ­ყა­რო­ზე ად­ა­მი­ა­ნის სა­ხით უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი სურ­ვი­ლის ფორ­მით გაცხა­დე­ბულთ ეს პო­ე­ტუ­რი კომ­პო­ზი­ცია “სიკ­ვ­დი­ლის ცეკ­ვას” ან­და “ად­ა­მი­ა­ნურ კო­მე­დი­ას” შე­ედ­რე­ბა. ეპ­ის­კო­პო­სე­ბი, მბრძა­ნებ­ლე­ბი, ჯა­ლა­თე­ბი, ავ­ა­ზა­კე­ბი და მე­ძა­ვე­ბი – თი­თო­ე­უ­ლი ცალ-ცალ­კე იღ­ებს თა­ვის წილ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას. ყვე­ლა, ვინც პო­ე­ტი­სად­მი კე­თი­ლი იყო და ყვე­ლა, ვინც მკაც­რი – ერთ სტრი­ქონ­შია, დახ­ვე­წი­ლად, კალ­მის ერ­თი მოს­მით გა­მოყ­ვა­ნი­ლი; და ამ კო­მი­კურ კომ­პო­ზი­ცი­ებ­ში, ზუსტ პორ­ტ­რე­ტებს, კონ­კ­რე­ტულ სა­ხე­ლებს, მეტ­სა­ხე­ლებ­სა და თვით მი­სა­მარ­თებს შო­რის ფი­გუ­რი­რებს – რო­გორც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი – უმშ­ვე­ნი­ე­რე­სი ბა­ლა­და ოდ­ეს­მე და­წე­რილ ბა­ლა­დებს შო­რის. ფა­მი­ლა­რუ­ლი მო­ნო­ლო­გი წყდე­ბა და გზას ამ პერ­სო­ნა­ჟებს უთ­მობს. აღ­სა­რე­ბა გა­და­დის ოდ­ა­ში და ზე აიჭ­რე­ბა. მი­მარ­თ­ვა, ასე ხში­რად რომ იყ­ე­ნებს ვი­ი­ო­ნი, იქ­ცე­ვა ლი­რი­კულ ხერ­ხად, ხო­ლო მი­სი საყ­ვა­რე­ლი კითხ­ვი­თი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, გა­მე­ო­რე­ბე­ბი­თა და, რაც მთა­ვა­რია, ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბით იქ­ცე­ვა მძლავრ პა­თე­ტი­კურ ჟღე­რა­დო­ბად.

რაც შე­ე­ხე­ბა ვერ­ლენს, რო­ცა გითხა­რით (ჩე­მი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით), რომ იგი ნაკ­ლებ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლია, ვიდ­რე ვი­ი­ო­ნი, არ მი­გუ­ლის­ხ­მია, რომ იგი უფ­რო მი­ა­მი­ტია; არც ერ­თი მათ­გა­ნი მე­ო­რე­ზე გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო არ არ­ის და ორ­ი­ვე კი გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო, ვთქვათ, ლა­ფონ­ტენ­ზე; პო­ე­ტებს, სა­ერ­თო­დაც შე­უძ­ლი­ათ გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ნი იყვ­ნენ, ოღ­ონდ მათ, ვინც ნამ­დ­ვი­ლი პო­ე­ტე­ბი არ არ­ი­ან. ასე მგო­ნია, ვერ­ლე­ნის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ლექ­სე­ბი, რო­გო­რი­ცაა კრე­ბუ­ლი “კე­თი­ლი სიმ­ღე­რა”, “სიბ­რ­ძ­ნე” და უფ­რო გვი­ან­დელ­ნიც, ერ­თი შე­ხედ­ვით ავ­ტო­რის, რო­გორც მკითხ­ვე­ლის, ნაკ­ლებ გა­მოც­დი­ლე­ბას მიგ­ვა­ნიშ­ნებს, ვიდ­რე ვი­ი­ო­ნის ლექ­სე­ბი, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაა; იქ­ნებ, ეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იმ­ი­ტო­მაც ჩნდე­ბა, რომ ვი­ი­ო­ნი მო­ეს­წ­რო ჩვენს პო­ე­ზი­ა­ში ახ­ა­ლი ერ­ის და­საწყის­საც და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პო­ე­ტუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რულ­საც თა­ვი­სი ალ­ე­გო­რი­ე­ბით, ჭკუ­ის სას­წავ­ლი და­რი­გე­ბე­ბით, რო­მა­ნე­ბი­თა და სუ­ლის მაცხოვ­ნე­ბე­ლი ის­ტო­რი­ე­ბით. ვი­ი­ო­ნი გარ­კ­ვე­უ­ლი აზ­რით შემ­დეგ ეპ­ო­ქის­კენ არ­ის მი­მარ­თუ­ლი, რო­ცა შე­მოქ­მე­დე­ბამ გან­ვი­თა­რე­ბა და­იწყო სრუ­ლი თვით­შე­მეც­ნე­ბის­თ­ვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის. ეს ეპ­ო­ქა – აღ­ორ­ძი­ნე­ბის ეპ­რო­ქაა, ხე­ლოვ­ნე­ბის და­ბა­დე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის­თ­ვის. ვერ­ლენ­თან სულ სხვა­ნა­ი­რა­დაა: ის ამ ეპ­ო­ქი­დან იშ­ვა, მის­გან თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა, პარ­ნასს ეთ­ხო­ვე­ბა და მი­სი ეპ­ო­ქა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ის ასე მი­იჩ­ნევს, და­სას­რუ­ლია ეს­თე­ტი­კის თაყ­ვა­ნის­ცე­მი­სა. იგი შორ­დე­ბა ჰი­უ­გოს, ლე კონტ დე ლილს, ბან­ვილს, კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია მა­ლარ­მეს­თან, მაგ­რამ ის და მა­ლარ­მე – ორი უკ­ი­დუ­რე­სო­ბაა, რო­მელ­თაც მხო­ლოდ ის აკ­ავ­ში­რებთ, რომ ერ­თი და იგ­ი­ვე თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი ჰყავთ და იქ­ნებ, ერ­თი და იგ­ი­ვე მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ნიც.

და აი, რა გა­მო­დის: ჩა­მო­შო­რე­ბის ეს რე­აქ­ცია ვერ­ლენს აიძ­უ­ლებს შექ­მ­ნას ყო­ველ­მ­ხ­რივ გა­მორ­ჩე­უ­ლი ახ­ა­ლი ფორ­მა, რომ­ლის სრულ­ყო­ფი­ლე­ბაც მას კბილს კვეთს… ზოგ­ჯერ იქმ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ხე­ლის ცე­ცე­ბით მი­იკ­ვ­ლევს გზას რით­მებ­სა და მარ­ც­ვ­ლებს შო­რის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­მოთ­ქ­მე­ბის ძი­ე­ბებ­ში. მაგ­რამ, მშვე­ნივ­რად იც­ის, რა­საც აკ­ე­თებს, აც­ხა­დებს კი­დეც თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბებს პო­ე­ზი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე: “მუ­სი­კა­ზეა მხო­ლოდ­ღა საქ­მე”. – ზუს­ტად ამ­ი­ტომ სჭირ­დე­ბა მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა… ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა.

მი­სი “მი­ა­მი­ტო­ბა” – კარ­გად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი პრი­მი­ტი­ვიზ­მია, ის­ე­თი, რო­გო­რიც ვერ­ლე­ნამ­დე არ იც­ოდ­ნენ, ეს უჩ­ვე­უ­ლოდ მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნის პრი­მი­ტი­ვიზ­მია, რო­მელ­მაც კარ­გად იც­ის, რა­საც აკ­ე­თებს. არც ერ­თი ნამ­დ­ვი­ლი პრი­მი­ტი­ვის­ტი ვერ­ლენს არ ჰგავს. იქ­ნებ, ის­ი­ნი, ვინც 1885 წელს მას პო­ე­ზი­ა­ში დე­კა­დენ­ტი უწ­ო­დეს, არც­თუ შორს იყვ­ნენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­გან. ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში ისაა, რაც უკ­ვე არ­სე­ბუ­ლის უარ­ყო­ფას გუ­ლის­ხ­მობს, და არა ის­ი­ნი, რომ­ლე­ბიც თავს ახ­ლის მა­ხა­რობ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

ვი­ი­ო­ნი­სა და ვერ­ლე­ნის მა­გა­ლი­თი გვა­ი­ძუ­ლებს ბო­ლოს და ბო­ლოს ვა­ღი­ა­როთ, რომ უზ­ნე­ო­ბა, მძი­მე, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა, მერ­ყე­ო­ბა, ცი­ხე­ში და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო, ლო­თო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, სა­ეჭ­ვო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში წან­წა­ლი, თვით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლიც კი შე­უ­თავ­სე­ბე­ლი არ გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე ნა­ტიფ პო­ე­ტურ შე­მოქ­მე­დე­ბას­თან. თუ­კი ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბას და­ვიწყებთ, ქა­რაგ­მე­ბის გა­რე­შე უნ­და ვთქვათ, რომ პო­ე­ტი არც ის­ე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი არ­სე­ბაა. მი­სი არ­სე­ბის პო­ე­ტუ­რი ნა­წი­ლი გა­მო­უ­სა­დე­გა­რია ყო­ველ­გ­ვა­რი უტ­ი­ლი­ტა­რუ­ლი მიზ­ნის­თ­ვის. კა­ნო­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა მი­სი ბუ­ნა­გის ზღურ­ბ­ლ­თან მთავ­რ­დე­ბა, იქ, სა­დაც ლექ­სე­ბი იბ­ა­დე­ბა. უდ­ი­დე­სი პო­ე­ტე­ბი, ის­ე­თე­ბი, რო­გო­რიც შექ­ს­პი­რი და ჰი­უ­გოა, ამ­ჯო­ბი­ნებ­დ­ნენ თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გმი­რე­ბად ექ­ცი­ათ და რაც მთა­ვა­რია, და­დე­ბით პერ­სო­ნა­ჟე­ბად, მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი – არ­ა­ნა­ირ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ არ ცნობ­დ­ნენ და სიყ­ვა­რულ­შიც ორ­გუ­ლე­ბი არ­ი­ან. უფ­რო ძნე­ლად წა­ვი­და წინ საქ­მე, რო­ცა სათ­ნო­ე­ბის­თ­ვის ხორ­ცის შეს­ხ­მა მო­ინ­დო­მეს; ვაი რომ, სათ­ნო გმი­რე­ბით შორს ვერ წახ­ვალ. ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლო­ბის ზიზ­ღი, რომ­ლის საწყი­სიც რო­მან­ტი­კო­სებს ეკ­უთ­ვ­ნით და რა­მაც რა­ღაც-რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გა­მო­იწ­ვია, სა­ფუძ­ველ­ში­ვე დებს პა­ტი­ო­სა­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სის ზიზღს.

მაშ ასე, პო­ე­ტის სინ­დი­სი მთლად სუფ­თა არ არ­ის. მაგ­რამ ინს­ტინ­ქ­ტუ­რი ზნე­ო­ბა, თუნ­დაც რა­ღა­ცა­ში, ყო­ველ­თ­ვის მა­ინც თავს იჩ­ენს. ცნო­ბი­ლია, რომ გა­მო­უს­წორ­ბელ არ­ამ­ზა­დებ­შიც და ყვე­ლა­ზე სა­ზიზ­ღარ კომ­პა­ნი­ებ­შიც, რა­ღა­ცა გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლი წე­სი დგინ­დე­ბა – მგლუ­რი კა­ნო­ნე­ბი წეს­დე­ბა. პო­ე­ტებ­თან კო­დექ­სი ერთ მუხ­ლ­ში ჯამ­დე­ბა, რი­თაც ვამ­თავ­რებ კი­დეც.

“პო­ე­ტუ­რი სიკ­ვ­დი­ლის ში­ში რომ არ გქონ­დეს, – ღა­ღა­დებს ჩვე­ნი კა­ნო­ნი, – აუც­ი­ლე­ბე­ლია ტა­ლან­ტი და კი­დევ… ოდ­ნავ მე­ტიც”.

—————————————————–

1. პი­ერ შამ­პი­ო­ნი (1880-1942) – სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე და ის­ტო­რი­კოს-მე­დი­ე­ვის­ტი. და­წე­რი­ლი აქვს ორ­ტო­მე­უ­ლი “ფრან­სუა ვი­ი­ო­ნი, მი­სი ცხოვ­რე­ბა და მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა”.

2. ოგ­ი­უსტ ლო­ნო­ნი (1844-1911) – ფრან­გი ის­ტო­რი­კო­სი და ფი­ლო­ლო­გი.

3. ლი­ცენ­ცი­ა­ტი (Licence) პირ­ვე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ლი­ცენ­ცი­ა­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხია; მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაა თავ­გა­სუ­ლო­ბა, აღ­ვი­რა­ღახ­ს­ნი­ლო­ბა, გახ­რ­წ­ნი­ლო­ბა.

4. პრო­სო­დია – მარ­ც­ვალ­თა შე­ფარ­დე­ბა ლექ­ს­ში.

© “არილი”

Facebook Comments Box