პორტრეტი

სალ­მან რუშ­დი


­­­­­­­­­­­იტალო კალვინოს წარმოსახული სინამდვი­ლე

თარგმნა თამარ ლომიძემ

1981 წელს ინგ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და იტ­ა­ლო კალ­ვი­ნოს წიგ­ნი “თუ ზამ­თ­რის ღა­მით ყა­რი­ბი…”, რა­მაც, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, მეტ-ნაკ­ლე­ბად უხ­მა­უ­როდ ჩა­ი­ა­რა. მა­შინ ბრი­ტა­ნეთ­ში ცო­ტა ვინ­მე თუ იც­ნობ­და კალ­ვი­ნოს სა­ხელს. მახ­სოვს, რო­გორ დავ­რე­კე “ლონ­დო­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რულ მი­მომ­ხილ­ველ­ში” და რე­დაქ­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებს ვკითხე, ხომ არ აპ­ი­რებ­დ­ნენ სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას კალ­ვი­ნოს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ. “ვის წიგ­ნ­ზე სა­უბ­რობთ?”, ჩა­მე­ძი­ენ ის­ი­ნი. “იტ­ა­ლო კალ­ვი­ნო­სი”, მი­ვუ­გე მე. “ეგ ვი­ღაა?” გა­ის­მა კითხ­ვა. შევ­ძ­რ­წუნ­დი და ვთხო­ვე, და­ე­ბეჭ­დათ ჩე­მი ნარ­კ­ვე­ვი, რო­მე­ლიც “ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მი­მომ­ხილ­ვე­ლის” მკითხ­ვე­ლებს გა­აც­ნობ­და არა მარ­ტო ამ ნა­წარ­მო­ებს, არ­ა­მედ, სა­ერ­თოდ, ამ ავ­ტო­რის მთელ შე­მოქ­მე­დე­ბას.

ეს ჩა­ნა­ფიქ­რი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე და ვი­ღა­ცამ ჩე­მი სტა­ტია კალ­ვი­ნოს გა­უგ­ზავ­ნა.

მა­ლე საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რულ პი­როვ­ნე­ბად ვი­ქე­ცი, რად­გან ჩემს წიგნს პრე­მია მი­ე­ნი­ჭა. მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან მი­რე­კავ­დ­ნენ და მომ­მარ­თავ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი (ჩემ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი) წი­ნა­და­დე­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ფო­ნით და­მი­კავ­შირ­და ლონ­დო­ნის რი­ვერ­სა­ი­დის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი დე­ვი გო­თარ­დი, რო­მელ­მაც მა­უწყა, რომ კალ­ვი­ნო თა­ნახ­მა იყო სა­ჯა­რო ლექ­ცი­ის წა­კითხ­ვა­ზე (რაც ლონ­დონ­ში ძალ­ზე იშ­ვი­ა­თია) და სურ­და, რომ ის სწო­რედ მე წარ­მედ­გი­ნა აუდ­ი­ტო­რი­ი­სათ­ვის. გო­თარ­დ­მა ბორ­ძი­კით მთხო­ვა, რომ თუ, ჩე­მი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ­ას მო­ვა­ხერ­ხებ­დი, ის ძალ­ზე მად­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და… და ა.შ. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი, სიტყ­ვა ჩა­მერ­თო და მეთ­ქ­ვა, თა­ნახ­მა ვარ-მეთ­ქი.

მა­გონ­დე­ბა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა კალ­ვი­ნოს­თან. რი­ვერ­სა­იდ­ზე მივ­დი­ო­დი და უეც­რად მივ­ხ­ვ­დი, რა სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, რად­გან თვით კალ­ვი­ნოს თან­დას­წ­რე­ბით უნ­და წარ­მო­მეთ­ქ­ვა შე­სა­ვა­ლი სიტყ­ვა. სიმ­წ­რის ოფლ­მა და­მას­ხა. რო­დე­საც კალ­ვი­ნოს­თან მი­ვე­დი, მან მკითხა, დავ­წე­რე თუ არა რა­ი­მე და მთხო­ვა, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ტექ­ს­ტი. გულ­ში შე­ვი­კურ­თხე, მაგ­რამ მა­ინც გა­და­ვე­ცი ნა­წე­რი ფურ­ც­ლე­ბი, თან გა­ვი­ფიქ­რე, რომ არ მო­ე­წო­ნოს, რა ჯან­და­ბა ვქნა-მეთ­ქი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­საწყის­ში­ვე და­მოწ­მე­ბუ­ლი მქონ­და აპ­უ­ლე­უ­სის “ოქ­როს ვი­რი”, რაც კალ­ვი­ნოს მო­ე­წო­ნა – “აპ­უ­ლე­უ­სი”, – თქვა მან. “ძა­ლი­ან კარ­გი”.

მან და­მიბ­რუ­ნა ტექ­ს­ტი და, ამ­რი­გად, შევ­ძე­ლი ჩე­მი შე­სა­ვა­ლი სსიტყ­ვის წარ­მოთ­ქ­მა. შე­საძ­ლოა, კალ­ვი­ნო ვერ ხვდე­ბო­და, რო­გო­რი აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია ინგ­ლის­ში მის­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ. არ­ა­სო­დეს მი­ნა­ხავს ასე გა­ჭე­დი­ლი დარ­ბა­ზი. ეს იყო აღ­ტა­ცე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი დე­მონ­ს­ტ­რა­ცია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ­ან კალ­ვი­ნო ძალ­ზე ააღ­ელ­ვა.

ერ­თი წლის შემ­დეგ, 1982 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, იტ­ა­ლო და მი­სი ცო­ლი ჩი­ჩი­ტა სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბად მი­იწ­ვი­ეს ბუ­კე­რის პრე­მი­ით და­ჯილ­დო­ე­ბის აღ­სა­ნიშ­ნავ ბან­კეტ­ზე. მეც დამ­პა­ტი­ჟეს (ისე, რო­გორც ყო­ფილ “მის მსოფ­ლი­ოს” პა­ტი­ჟე­ბენ ხოლ­მე, რად­გან ერ­თი წლის წინ ეს პრე­მია მე მო­მა­ნი­ჭეს). ჩვე­უ­ლებ­რივ, ამგ­ვარ ბან­კე­ტებ­ზე მწერ­ლებს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იწ­ვე­ვენ ხოლ­მე. ამ­ჯე­რად სტუ­მარ­თა სი­ა­ში სულ ექვ­სი მწერ­ლის გვა­რი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, მეშ­ვი­დე კი წი­ნა წლის ლა­უ­რე­ა­ტი, ესე იგი, მე ვი­ყა­ვი. ბუ­კე­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებს არ გა­მო­უცხა­დე­ბი­ათ, რომ იქ იტ­ა­ლო იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­სა­ო­ცა­რია – მას შემ­დეგ, რაც კალ­ვი­ნო დი­დი ხარ­ჯე­ბით გად­მო­აფ­რი­ნეს იტ­ა­ლი­ი­დან, სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ში მო­აწყ­ვეს და მის­ცეს ავ­ტო­მან­ქა­ნა მძღო­ლი­თურთ, თა­ვი არ­ა­ვის შე­უ­წუ­ხე­ბია, ემც­ნო სტუმ­რე­ბის­თ­ვის, რომ ის დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ეს წე­ლი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი გახ­ლ­დათ ორი სხვა ფაქ­ტის გა­მოც: ჯერ ერ­თი, ბუ­კე­რის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა “შინ­დ­ლე­რის ყუთს”, რო­გორც ბე­ლეტ­რის­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუშს, თუმ­ცა წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში ავ­ტორ­მა, თო­მას კი­ნე­ლიმ გა­ნაცხა­და, რომ მის ნა­წარ­მო­ებ­ში რე­ა­ლუ­რი ამ­ბა­ვი იყო მოთხ­რო­ბი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, მას მი­ე­ნი­ჭა ბუ­კე­რის პრე­მია, რო­გორც ბე­ლეტ­რის­ტულ თხზუ­ლე­ბას – რაც მოვ­ლე­ნე­ბის სავ­სე­ბით კალ­ვი­ნო­სე­ულ, გრო­ტეს­კულ გან­ვი­თა­რე­ბად აღ­ვიქ­ვი. შემ­დეგ ეს წიგ­ნი გა­მო­ი­ცა ამ­ე­რი­კა­ში, რო­გორც პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი, სა­თა­უ­რით – “შინ­დ­ლე­რის სია” და ფარ­თო აღ­ი­ა­რე­ბა ჰპო­ვა.

1982 წლის მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გახ­ლ­დათ ბრი­ტა­ნე­თი­სა და არ­გენ­ტი­ნის კონ­ფ­ლიქ­ტი ფოლ­კ­ლენ­დის (მალ­ვი­ნას) კუნ­ძუ­ლე­ბის გა­მო. ჩი­ჩი­ტა არ­გენ­ტი­ნე­ლი იყო. ერთ სა­ზე­ი­მო სა­დილ­ზე, სა­ნამ სუფ­რას მი­ვუს­ხ­დე­ბო­დით, ჩი­ჩი­ტა მომ­ვარ­და და აღ­ელ­ვე­ბით მკითხა: “რა ვქნა? მითხ­რეს, რომ ინგ­ლი­სის ად­მი­რა­ლის გვერ­დით დამ­ს­ვა­მენ”. ვუ­პა­სუ­ხე, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და – შე­ტე­ვა­ზე უნ­და გა­და­სუ­ლი­ყო. სა­დი­ლის დროს ვხე­დავ­დი, რომ ად­მი­რა­ლი უხ­ე­რუ­ლად იშ­მუშ­ნე­ბო­და და, ძი­რი­თა­დად, დუმ­და, ჩი­ჩი­ტა კი ფან­ტას­ტი­უ­რად ბევრს ლა­პა­რა­კობ­და. ად­მი­რა­ლის­თ­ვის სა­დილ­მა აშ­კა­რად უს­ი­ა­მოვ­ნოდ ჩა­ი­ა­რა.

მახ­სენ­დე­ბა კი­დევ ერ­თი შეხ­ვედ­რა იტ­ა­ლოს­თან ლონ­დო­ნის იტ­ა­ლი­ის ინს­ტი­ტუტ­ში. ისე მოხ­და, რომ იმ დღეს გარ­სია მარ­კე­სი ნო­ბე­ლის პრე­მი­ით და­ა­ჯილ­დო­ვეს. იტ­ა­ლოს ვკითხე, ხომ არ იც­ო­და, რა ხდე­ბო­და სტოკ­ჰოლ­მ­ში. “დი­ახ”, მითხ­რა მან, “ეს სკან­და­ლია”. მე შე­ვე­პა­სუ­ხე, “იტ­ა­ლო, ხომ იც­ით, გარ­სია მარ­კე­სი მარ­თ­ლაც კარ­გი მწე­რა­ლია. მი­სი და­ჯილ­დო­ე­ბა ნამ­დ­ვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტია”. კალ­ვი­ნომ მო­მი­გო, რომ მარ­კე­სის­თ­ვის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­ნი­ჭე­ბა ბორ­ხეს­ზე ად­რე და­ახ­ლო­ე­ბით იმ­ას­ვე ნიშ­ნავ­და, რა­საც შვი­ლის და­ჯილ­დო­ე­ბა მა­მა­ზე ად­რე.

“კალ­ვი­ნოს ქმნი­ლე­ბე­ბის კითხ­ვი­სას მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩვენ არ­ას­წო­რად გვეს­მის რე­ა­ლიზ­მის ცნე­ბა. ლი­ტე­რა­ტორ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, რე­ა­ლიზ­მი არ­ის გარ­კ­ვე­უ­ლი წე­სე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა და ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი კონ­ვენ­ცი­ე­ბის დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს სი­ნამ­დ­ვი­ლის რე­ა­ლის­ტურ ას­ახ­ვას. ჩე­მი აზ­რით, ეს კონ­ვენ­ცი­ე­ბი არ გან­საზ­ღ­ვ­რავს რე­ა­ლის­ტუ­რია თუ არა რო­მე­ლი­მე თხზუ­ლე­ბა. ამ­ას ად­ას­ტუ­რებს კალ­ვი­ნოს შე­მოქ­მე­დე­ბაც. რე­ა­ლის­ტუ­რია მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი, ფან­ტას­ტი­კუ­რი, კო­მი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რად­გან ის­ი­ნი გვიჩ­ვე­ნე­ბენ ფაქ­ტებს ისე, რო­გორც მათ აღ­იქ­ვამს ესა თუ ის ად­ა­მი­ა­ნი, ესე იგი, ის­ი­ნი იმ­თა­ვით­ვე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია, რო­გორც რე­ა­ლის­ტუ­რი ქმნი­ლე­ბე­ბი. ამგ­ვა­რი თვალ­საზ­რი­სი რე­ა­ლიზ­მის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბად უკ­ავ­შირ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით მე­თო­დებს და მთლი­ა­ნად გა­ნი­საზ­ღ­ვ­რე­ბა შე­მოქ­მე­დის მიზ­ნით. მა­გა­ლი­თად, ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი რო­მა­ნი ინგ­ლი­სელ არ­ის­ტოკ­რატ­თა ად­ი­ულ­ტე­რის შე­სა­ხებ, ჩე­მი აზ­რით, ერთ­გ­ვა­რი მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მი­სა და ეს­კა­პიზ­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა და, ამ­დე­ნად, ფან­ტა­ზი­ის ნა­ყოფს წარ­მო­ად­გენს მა­შინ, რო­დე­საც კალ­ვი­ნოს ფან­ტას­ტი­კუ­რი, იგ­ავ­თ­მ­წერ­ლო­ბი­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ააშ­კა­რა­ვებს სხვა­ო­ბას რე­ა­ლო­ბა­სა და სი­ყალ­ბეს შო­რის. ესაა უდ­ი­დე­სი გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც კალ­ვი­ნოს შე­მოქ­მე­დე­ბი­დან გა­მო­ვი­ტა­ნე.

ყვე­ლა მწე­რალს გაჰ­ყავს გზე­ბი რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან წარ­მო­სა­ხუ­ლი სამ­ყა­როს­კენ და, ვფიქ­რობ, კალ­ვი­ნოს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი სწო­რედ ამ მხრი­ვაა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო. რო­გო­რაა გაყ­ვა­ნი­ლი ეს გზა? რო­გორ უნ­და გა­ვაღ­წი­ოთ “აქ­ე­დან” “იქ­ამ­დე”? რო­გორ უნ­და მოვ­ხ­ვ­დეთ ალ­ფა­ვილ­ში, ოზ­ის ან სას­წა­ულ­თა ქვე­ყა­ნა­ში? ყო­ვე­ლი­ვე ეს კალ­ვი­ნოს­თ­ვის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და.

ჩე­მი აზ­რით, კალ­ვი­ნომ ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სამ­ყა­როს ორ­ი­გი­ნა­ლუ­რი ხედ­ვა. ამ­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მო­გიყ­ვე­ბით მწერ­ლის სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი წუ­თე­ბის შე­სა­ხებ (ჩი­ჩი­ტას მო­ნათხ­რო­ბის მი­ხედ­ვით). ეს შე­იძ­ლე­ბო­და შემ­თხ­ვე­ო­და მხო­ლოდ კალ­ვი­ნოს. მან, სიკ­ვ­დი­ლის წინ, თა­ვი და­აღ­წია კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბას და წარ­მოთ­ქ­ვა: “ვა­ნი დე მარ­სა­ლია, ფე­ნო­მე­ნო­ლო­გი”, შემ­დეგ კი და­უ­მა­ტა: “კო­მა”. ჩი­ჩი­ტამ არ იც­ო­და, ვინ იყო ვა­ნი დე მარ­სა­ლია და რა­ტომ ფიქ­რობ­და კალ­ვი­ნო მის შე­სა­ხებ. იტ­ა­ლი­ის ის­ტო­რია არ იც­ნობს ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბას. ბო­ლოს კალ­ვი­ნოს ერთ-ერთ ად­რე­ულ ნა­წარ­მო­ებ­ში (რო­მე­ლიც მან, ახ­ალ­გაზ­რ­და, რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბილ­მა მწე­რალ­მა შეთხ­ზა “უნ­ი­ტას­თ­ვის”) ჩი­ჩი­ტამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ იტ­ა­ლოს მარ­ქ­სის­ტუ­ლი უტ­ო­პი­ის­თ­ვის ეწ­ო­დე­ბი­ნა მარ­ქ­სა­ლია. მარ­ქ­სა­ლია იქ­ცა მარ­სა­ლი­ად. სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნას­კ­ნელ წუ­თებ­ში კალ­ვი­ნომ და­ა­კავ­ში­რა მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის და­საწყი­სი და და­სას­რუ­ლი – კო­მა, ე.ი. შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ამ ცხოვ­რე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის ბო­ლო, უგ­ო­ნო მო­მენ­ტ­შიც.

© “არილი”

Facebook Comments Box