ესე (თარგმანი)

პატრიკ ზიუსკინდი – ლიტერატურული ამნეზია

suskind

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

…მო­ი­ცა, რა კითხ­ვა იყო? ჰო, გა­მახ­სენ­და: რო­მელ­მა წიგ­ნ­მა მო­ახ­დი­ნა ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე მე­ტი გავ­ლე­ნა რო­მელ­მა იქ­ო­ნია ჩემს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, თა­ვი­სი კვა­ლი და­ტო­ვა, შემ­ძ­რა და სა­ერ­თო­დაც, “ჭეშ­მა­რიტ გზა­ზე და­მა­ყე­ნა”, ან­და სუ­ლაც გა­მო­მაშ­ტე­რა.

თუმ­ცა, სი­მარ­­ლე ითქ­ვას, მთელ ამ აურ­ზა­ურს უფ­რო გი­ჟურ-ტრავ­მა­ტუ­ლი ან შო­კუ­რი გან­­დე­ბის სუ­ნი ას­დის, მათ კი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხო­ლოდ თა­ვის კოშ­მა­რულ სიზ­­რებ­ში თუ გა­მო­იხ­მობს ხოლ­მე, მაგ­რამ არ­ამც და არ­ამც სიფხიზ­ლი­სას; ეგ­ეთ რა­ღა­ცე­ებ­ზე წე­რა და ამ ფიქ­რე­ბის ხმა­მაღ­ლა გან­ცხა­დე­ბა ხომ სა­ერ­თოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია; ამ­­ზე, თუ არ ვცდე­ბი, ერთ­მა ავს­­რი­ელ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა მი­­თი­თა, ვი­სი სა­ხე­ლიც ახ­ლა თავ­ში არ მომ­დის – თა­ვის საპ­როგ­რა­მო სტა­ტი­­ში, არ­­და, ამ სტა­ტი­ის სა­თა­ურ­საც ვერ ვიხ­სე­ნებ ზუს­ტად. ვი­ცი, რომ იგი შე­სუ­ლია კრე­ბულ­ში სა­ერ­თო სა­ხელ­წო­დე­ბით “მე და შენ” თუ “იგი და ჩვენ” ან “მე თვი­თონ” თუ რა­ღაც ეგ­­თი (ზუს­ტად არ ვი­ცი, ვინ გა­მოს­ცა ეს წიგ­ნი ხე­ლახ­ლა, “რო­ვოლ­­მა”, “ფი­შერ­მა”, “დე­ტე­ფა­უმ” თუ “ზურ­კამ­­მა”, მაგ­რამ ერ­თი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ყდა თეთ­რი და მწვა­ნე ჰქონ­და, თუ მოყ­ვი­თა­ლო-ცის­ფე­რი, მე მგო­ნი, უფ­რო რუხ-ლურჯ-მომ­­ვა­ნო იყო).

თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ეს კითხ­ვა სუ­ლაც არ ის­­ხავს მიზ­ნად ჩე­მი ნევ­როდ­რა­მა­ტუ­ლი სამ­კითხ­ვე­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის შეს­წავ­ლას, არ­­მედ უფ­რო იმ გა­სა­­ცარ ხდო­მი­ლე­ბას გუ­ლის­­მობს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც, მა­გა­ლი­თად, ცნო­ბილ ლექ­­ში, “მშვე­ნი­ერ აპ­­ლონ­შია” გა­მო­ხა­ტუ­ლი… თუმ­ცა არა, მე მგო­ნი ამ ლექსს “მშვე­ნი­­რი აპ­­ლო­ნი” კი არა, რა­ღაც სხვა სა­თა­­რი ჰქონ­და, უფ­რო არ­ქა­­ლი, “ყმაწ­ვი­ლის ტორ­სი”, “ძვე­ლი მშვე­ნი­­რი აპ­­ლო­ნი”, თუ რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი, მაგ­რამ მე მგო­ნი თე­მას გა­და­ვუხ­ვი­ეთ… ერ­თი სიტყ­ვით, გა­მო­ხა­ტუ­ლია ამ ცნო­ბილ ლექ­­ში, რო­მე­ლიც და­წე­რა, და­წე­რა… ჰმ… ახ­ლა ავ­ტო­რის სა­ხელ­საც ვერ ვიხ­სე­ნებ, მაგ­რამ ნაღ­დად ვი­ცი, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი პო­­ტი იყო ძრო­ხის თვა­ლე­ბი­თა და ხში­რი ულ­ვა­შით, იგი რიუ-დე-ვა­რენ­ზე ბი­ნის შოვ­ნა­შიც და­ეხ­მა­რა იმ გა­სი­­ბულ ფრანგ სკულ­­ტორს (მო­­ცა, რა ერქ­ვა?) – ისე, ბი­ნას ვამ­ბობ, თო­რემ, ნამ­­ვი­ლი სა­სახ­ლე იყო, პარ­კით – ათი წუ­თი რომ მო­უნ­დე­ბო­დი შე­მოვ­ლას! (სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­­დან იხ­დიდ­ნენ ამ­ხე­ლა ფუ­ლებს, ან სად შო­­ლობ­­ნენ?) მოკ­ლედ… რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტუ­ლია ამ შე­სა­ნიშ­ნავ ლექ­­ში, რო­მელ­საც რომ მომ­­ლა, ზე­პი­რად ვერ ვიტყ­ვი, სა­მა­გი­­როდ, ბო­ლო სტრი­ქო­ნი და­მა­მახ­სოვ­­და კარ­გად, მო­რა­ლუ­რი იმ­პე­რა­ტი­ვი­ვით: “უნ­და შეც­ვა­ლო ცხოვ­რე­ბა შე­ნი!”

მაშ ასე, იმ წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა რომ შეც­ვა­ლეს! ამ პრობ­ლე­მის გა­სა­შუ­ქებ­ლად ჩე­მი წიგ­ნე­ბის თა­როს­თან მივ­დი­ვარ და ყდებს გა­დავ­ხე­დავ. რო­გორც ყო­ველ­­ვის, ას­ეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში – რო­ცა ერთ ად­გი­ლა­საა თავ­მოყ­რი­ლი ერ­თი სა­ხე­­ბის ბევ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და თვა­ლე­ბი გიჭ­რელ­დე­ბა მა­თი სიმ­რავ­ლით – ჯერ თავ­­რუ მეს­­მის, შემ­დეგ კი თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი თითს ვა­სობ მთელ ამ მა­სა­ში და ერ­თი კონ­­რე­ტუ­ლი წიგ­ნი გა­მო­მაქვს, ვფურ­­ლავ და კითხ­ვას ვიწყებ.

მა­ლე ვამ­­ნევ, რომ წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­სარ­ჯე და თი­თიც ზუს­ტად იქ და­მი­დევს, სა­დაც სა­ჭი­რო იყო. ჩემს წი­ნა­შე უდ­ახ­ვე­წი­ლე­სი პრო­ზაა, ავ­ტო­რი ძალ­ზე გარ­­ვე­ვით გად­მოს­ცემს აზ­რებს, ტექ­­ტი სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო, აქ­ამ­დე ჩემ­­ვის უც­ნო­ბი ინ­ფორ­მა­ცი­­თაა გა­და­ჭე­დი­ლი და სავ­სეა წარ­­ტა­ცი მო­­ლოდ­ნე­ლო­ბით – სამ­წუ­ხა­როდ, იმ მო­მენ­­ში, რო­ცა ამ სიტყ­ვებს ვწერ, წიგ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა თავ­ში არ მომ­დის, ის­­ვე რო­გორც ავ­ტო­რის გვა­რი ან ში­ნა­არ­სი, მაგ­რამ ეს, რო­გორც ვნა­ხავთ, საქ­მეს არ ცვლის, უფ­რო მე­ტიც: მხო­ლოდ ხელს უწ­ყობს პრობ­ლე­მე­ბის ნა­თელ­ყო­ფას. მაშ ასე, ხელ­თა მაქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნი, ყო­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა მას­ში, ნამ­­ვი­ლი მო­ნა­პო­ვა­რია და კითხ­ვით გარ­თუ­ლი დი­დი გა­ჭირ­ვე­ბით ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი სკამს, კითხ­ვა-კითხ­ვით ვჯდე­ბი და მა­ვიწყ­დე­ბა სა­ერ­თოდ რა­ტომ ვკითხუ­ლობ, ერ­თი გა­­მაძღა­რი ვნე­ბა ვარ, რო­მელ­საც დახ­ვე­წი­ლი და სრუ­ლი­ად ახ­­ლი საკ­ვე­ბი ეს­­ჭი­რე­ბა და მას აგ­ერ, ყო­ველ გვერ­­ზე ვნთქავ. ზო­გან, ტექ­­­ში ხაზ­გას­მულ ად­გი­ლებს ვპო­­ლობ, აშ­­ებ­ზე კი ძა­ხი­ლის ნი­შანს ვხე­დავ; ეს ჩე­მი წი­ნა­მორ­ბე­დის შე­ნიშ­­ნე­ბია – არ­­და, ვერ ვი­ტან ეგ­ეთ რა­ღა­ცებს, რო­ცა ვინ­მე ხელს მიშ­ლის კითხ­ვა­ში თა­ვი­სი ფან­­რით. ამ­ჯე­რად შე­ნიშ­­ნებს სა­ერ­თოდ არ ვაქ­ცევ ყუ­რად­ღე­ბას, რად­გა­ნაც თხრო­ბამ გა­მი­ტა­ცა და თუ­კი სა­ერ­თოდ ვამ­­ნევ ფან­­რის კვალს, მხო­ლოდ იმ ად­გი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც მეც ძა­ლი­ან მომ­წონს; გა­მო­დის, რომ ჩემ­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა – აზრ­ზე არა ვარ, ვინ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო – იქ გა­უს­ვა ხა­ზე­ბი და ძა­ხი­ლის ნიშ­ნე­ბიც იქ დას­ვა, სა­დაც ჩე­მი აღფ­­თო­ვა­ნე­ბა პიკს აღ­წევ­და. და ასე ვაგ­­ძე­ლებ კითხ­ვას, ორ­მა­გად ფრთა­შეს­­მუ­ლი ტექ­­ტის გა­სა­­ცა­რი ხა­რის­ხი­თა და ჩემს უც­ნობ წი­ნა­მორ­ბედ­თან სუ­ლი­­რი ნა­თე­სა­­ბით, სულ უფ­რო ვეფ­ლო­ბი ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში, სულ უფ­რო გან­­ვიფ­რე­ბუ­ლი მივ­­დევ ავ­ტორს მის მი­ერ გაკ­ვა­ლულ სა­უცხოო ბი­ლი­კებ­ზე… ვიდ­რე არ მი­ვაღ­წიე იმ ად­გილს, სა­დაც, რო­გორც ჩან­და, თხრო­ბის აპ­­გეა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და სა­დაც ძა­ლა­­ნე­ბუ­რად აღ­მომ­­და “აუ!”, “აუ, რა მა­გა­რი აზ­რია! რა მა­გა­რი სიტყ­ვე­ბია!” და ერ­თი წა­მით თვა­ლებს ვხუ­ჭავ, რა­თა გა­ვი­აზ­რო წა­კითხუ­ლი, რო­მელ­მაც თით­ქოს ბი­ლი­კი გაჭ­რა ჩე­მი ცნო­ბი­­რე­ბის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა­ში, სრუ­ლი­ად ახ­­ლი პერ­­პექ­ტი­ვე­ბი და­მა­ნა­ხა, ახ­­ლი ცოდ­ნი­თა და ას­­ცი­­ცი­­ბით დამ­მუხ­ტა და მარ­­ლაც რომ დამ­ნეს­­რა იმ­პე­რა­ტი­ვით: “უნ­და შეც­ვა­ლო ცხოვ­რე­ბა შე­ნი!” და თით­­მის ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩე­მი ხე­ლი ფან­­რის­კენ იწ­ევს და ვფიქ­რობ – “შენ უნ­და ხა­ზი გა­უს­ვა ამ­ას, აშ­­­ზე აღ­ნიშ­ნავ “ძა­ლი­ან კარ­გია!”-ს, დიდ ძა­ხი­ლის ნი­შანს დას­ვამ იქ და რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით და­­ფიქ­სი­რებ ამ გა­სა­­ცა­რი პა­სა­ჟით გა­მოწ­ვე­ულ აზრ­თა მდი­ნა­რე­ბას!”

მაგ­რამ უყ­­რე შენ! და­ვუშ­ვი თუ არა ფან­ქა­რი წიგ­­ზე, ჩე­მი “ძა­ლი­ან კარ­გია!”-ს მი­საჯღაბ­ნად, და­ვი­ნა­ხე, რომ იქ უკ­ვე ეწ­­რა “ძა­ლი­ან კარ­გია!” და აღ­მოჩ­­და, რომ რე­ზი­­მეც, მე რომ უნ­და მი­მე­წე­რა, ჩემს მკითხ­ველ წი­ნა­მორ­ბედს უკ­ვე და­­ტო­ვე­ბია, თა­ნაც მი­სი ხელ­წე­რა ძა­ლი­ან მეც­ნო­ბა, ჩემ­სას ჰგავს, რად­გა­ნაც ეს წი­ნა­მორ­ბე­დი სხვა არ­­ვი­ნაა, თუ არა მე, ვი­საც კარ­გა ხნის წა­კითხუ­ლი მქონ­და ეს წიგ­ნი.

ამ დროს ენ­­თა­ღუ­წე­რელ­მა სევ­დამ შე­მიპყ­რო. ძვე­ლი ავ­ად­­ყო­ფო­ბა ის­ევ და­მიბ­რუნ­და: amnesiainlitteris, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მეხ­სი­­რე­ბის სრუ­ლი და­კარ­­ვა და შე­მეც­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვის და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნა­­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი სწრაფ­ვის ამ­­­­ბის გა­მო პე­სი­მიზ­მის ტალ­ღამ გა­და­მი­­რა. რა­ტომ­ღა ვკითხუ­ლობ, თუ­კი ვი­ცი, რომ სულ მცი­რე ხან­ში მის­გან ერ­თი მის­ხა­ლი მო­გო­ნე­ბაც კი არ დამ­­ჩე­ბა? რა სა­ჭი­როა რა­­მე აკ­­თო, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ირღ­ვე­ვა, არ­­რად მი­იქ­ცე­ვა? აზ­რი აქვს ცხოვ­რე­ბას, თუ­კი მა­ინც უნ­და მოვ­­­დეთ? …ჰო­და, მეც დავ­ხუ­რე ეს წიგ­ნი, ავ­დე­ქი და ნა­ცე­მი­ვით, კარ­გად ნა­ბეგ­ვი ბი­ჭი­ვით მივ­ლას­ლას­დი სტე­ლაჟ­თან და ტო­მი სხვა, მრა­ვალ­რიცხო­ვან ან­­ნი­მურ და და­ვიწყე­ბულ წიგ­ნებს შო­რის შევ­ჩურ­თე.

მზე­რა ბო­ლო თა­როს შე­ვავ­ლე. რა დევს იქ? ალ­ექ­სან­­რე დი­დის სა­მი ბი­ოგ­რა­ფია. ოდ­ეს­ღაც სა­მი­ვე წა­ვი­კითხე და რა ვი­ცი ალ­ექ­სან­­რე დი­დის შე­სა­ხებ? არ­­ფე­რი. შემ­დე­გი თა­როს ბო­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კრე­ბუ­ლი დევს ოც­და­ათ­­ლი­­ნი ომ­ის შე­სა­ხებ, მათ შო­რი­საა ვე­რო­ნი­კა ვეჯ­ვუ­დის ხუ­თას­­ვერ­დი­­ნი მო­ნოგ­რა­ფია და გო­ლო მა­ნის ათ­ას­­ვერ­დი­­ნი წიგ­ნი ვა­ლენ­­ტა­ინ­ზე. ყვე­ლა­ფე­რი ეს ყუ­რად­ღე­ბით მაქვს წა­კითხუ­ლი, მაგ­რამ ოც­და­ათ­­ლი­­ნი ომ­ის შე­სა­ხებ მა­ინც ვე­რა­ფერს გეტყ­ვით; არ ვი­ცი, რა ვთქვა. ქვე­და თა­რო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ლუდ­ვიგ II ბა­ვა­რი­­ლი­სა და მი­სი ეპ­­ქის შე­სა­ხებ შექ­­ნი­ლი წიგ­ნე­ბი­თაა გა­და­ჭე­დი­ლი. ის­­ნი არ­ამ­ხო­ლოდ წა­ვი­კითხე, არ­­მედ გა­დავღე­ჭე კი­დეც (წე­ლი­წად­ზე მე­ტი მო­ვუნ­დი) და შემ­დეგ ამ თე­მა­ზე სა­მი კი­ნოს­ცე­ნა­რი დავ­წე­რე, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ლუდ­ვიგ II-ს ექს­პერ­ტიც კი გავ­­დი, მაგ­რამ ახ­ლა? მახ­სოვს რა­მე მის შე­სა­ხებ? არ­­ფე­რი. სულ მთლად არ­­ფე­რი. კი ბა­ტო­ნო, ვფიქ­რობ მე, ლუდ­ვიგ II-სთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ნე­ზია შე­საძ­ლოა არც ისე სა­ში­ში იყ­ოს, მაგ­რამ რა ვუ­ყო წიგ­ნებს, აგ­ერ აქ­ვე რომ დევს, ჩემს სა­წერ მა­გი­დას­თან, უფ­რო პრეს­ტი­ჟულ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში? რა დარ­ჩა ჩემს მეხ­სი­­რე­ბას ან­დერ­შის თხუთ­მეტ­ტო­მე­­ლი­დან? არ­­ფე­რი. ბი­­ლის, ვალ­ზე­რი­სა და კი­­პე­ნის მრა­ვალ­ტო­მე­­ლე­ბი­დან? არ­­ფე­რი. ჰან­­კეს ათი ტო­მი­დან? კი­დევ უფ­რო ნაკ­ლე­ბი. რა მახ­სოვს ტრის­­რამ შენ­დის, რუ­სოს აღ­სა­რე­ბი­სა და ზო­­მეს გა­სე­ირ­ნე­ბი­დან? არ­­ფე­რი. არ­­ფე­რი და კი­დევ ერთხელ არ­­ფე­რი. აი, მა­გა­ლი­თად! შექ­­პი­რის კო­მე­დი­­ბი! შარ­შან ყვე­ლა წა­ვი­კითხე, ზე­დი­ზედ, მათ­გან მა­ინც ხომ უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო რა­მე, თუნ­დაც ერ­თი გა­ელ­ვე­ბა, სა­თა­­რი მა­ინც, ერ­თა­დერ­თი სა­თა­­რი შექ­­პი­რის ერ­თა­დერ­თი კო­მე­დი­­სა! ა-რა-ფე-რი. მაგ­რამ, ღმერ­თო ჩე­მო, გო­­თე. გო­­თე მა­ინც… აი, თეთ­რი ტო­მი, “სულ­თა ნა­თე­სა­­ბა”, სამ­ჯერ თუ ოთხ­ჯერ მაქვს წა­კითხუ­ლი… მომ­კა­ლი და ვე­რა­ფერს ვიხ­სე­ნებ. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი სად­ღაც გაფ­რინ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დე­და­მი­წა­ზე არ არ­სე­ბობს წიგ­ნი, რო­მელ­საც მე გა­ვიხ­სე­ნებ­დი. აი, ორი წი­თე­ლი ტო­მი, წი­თე­ლი ფო­ლი­ან­ტი გაც­ვე­თი­ლი სა­ნიშ­ნე­­ბით, ის­­ნი მა­ინც ხომ უნ­და მახ­სოვ­დეს, ას­­თი ნაც­ნო­ბი, ას­­თი ახ­ლო­ბე­ლი. რა თქმა უნ­და, წა­კითხუ­ლი მაქვს, კვი­რე­ბის მან­ძილ­ზე თა­ვა­­წევ­ლად ვუ­ჯე­ქი ამ წიგ­ნებს და თა­ნაც, არც ისე დი­დი ხნის წინ იყო ეს… რა წიგ­ნე­ბია, რა ჰქვი­ათ? “ეშ­მაკ­ნი”. ბი­ჭოს! სა­ინ­ტე­რე­სოა! ავ­ტო­რი ვი­ნაა? ფ.მ.დოს­ტო­ევ­­კი. ჰმ. მე მგო­ნი ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს: რო­მა­ნის მოქ­მე­დე­ბა, თუ არ ვცდე­ბი, მე-19 სა­­კუ­ნე­ში ვი­თარ­დე­ბა და მე­­რე ტომ­ში ვი­ღა­ცა თავს იკ­ლავს პის­ტო­ლე­ტით. მეტს ვე­რა­ფერს გეტყ­ვით.

სკამ­ზე ვჯდე­ბი სა­წერ მა­გი­დას­თან. ვაი, სირ­ცხ­ვი­ლო! ეს ხომ სკან­და­ლია! აი, უკ­ვე ოც­და­­თი წე­ლია კითხ­ვა ვი­ცი და ამ დრო­ის მან­ძილ­ზე აუარ­­ბა თუ არა, საკ­მა­ოდ ბევ­რი წიგ­ნი მა­ინც წა­ვი­კითხე და ყვე­ლა­ფე­რი, რაც დამ­­ჩა, ერ­თი ბუნ­დო­ვა­ნი მო­გო­ნე­ბაა იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ იკ­ლავს გმი­რი თავს პის­ტო­ლე­ტით ათ­ას­­ვერ­დი­­ნი რო­მა­ნის მე­­რე ტომ­ში. ოც­და­­თი წე­ლი სულ ტყუ­­ლად ვკითხუ­ლობ­დი! ჩე­მი ბავ­­ვო­ბის ათ­­სო­ბით სა­­თი, ყმაწ­ვი­ლო­ბი­სა და ახ­ალ­გაზ­­დო­ბის წლე­ბი კითხ­ვა­ში გა­ვა­ტა­რე და მეხ­სი­­რე­ბას არ­­ფე­რი დარ­ჩა. თა­ნაც, ამ ავ­ად­­ყო­ფო­ბის­გან არ­­თუ არ ვი­კურ­ნე­ბი, არ­­მედ იგი პროგ­რე­სი­რებს კი­დეც. დღეს, რო­ცა რო­მე­ლი­მე წიგნს ვკითხუ­ლობ, ბო­ლომ­დე არ­მი­სულს წიგ­ნის და­საწყი­სი მა­ვიწყ­დე­ბა ხოლ­მე. ჩე­მი მეხ­სი­­რე­ბა ზოგ­ჯერ ერ­თი გვერ­დის და­მახ­სოვ­რე­ბა­საც ვერ “ქა­ჩავს” და ასე მივ­ჩო­ჩავ აბ­ზა­ცი­დან აბ­ზა­ცამ­დე, ერ­თი წი­ნა­და­დე­ბი­დან მე­­რემ­დე და მა­ლე, ალ­ბათ მხო­ლოდ სიტყ­ვე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბას­ღა თუ შეძ­ლებს ჩე­მი ცნო­ბი­­რე­ბა, სიტყ­ვე­ბის, რომ­ლე­ბიც გა­­გე­ბა­რი ტექ­­ტის ბუ­რუ­სი­დან ამ­­ტივ­ტივ­დე­ბი­ან, მოწყ­ვე­ტი­ლი ვარ­­­­ლა­ვე­ბი­ვით უკ­­ნას­­ნე­ლად გაკ­­თე­ბი­ან, რა­თა სრუ­ლი და­ვიწყე­ბის მღვრიე დი­ნე­ბას მის­ცენ თა­ვი. ლი­ტე­რა­ტუ­რულ დის­კუ­სი­ებ­ზე კარ­გა ხა­ნია ხმას აღ­არ ვი­ღებ, სირ­ცხ­ვი­ლის მე­ში­ნია, ერთ­მა­ნეთ­ში ვუ­რევ მე­რი­კე­სა და ჰოფ­მან­­ტალს, რილ­კე­სა და ჰოლ­დერ­ლინს, ბე­კეტ­სა და ჯო­ისს, იტ­­ლო კალ­ვი­ნო­სა და იტ­­ლო სვე­ვოს, ბოდ­ლერ­სა და შო­პენს, ჟორჟ სან­­სა და მა­დამ დე სტალს… რო­ცა ცი­ტა­ტის ძებ­ნას ვიწყებ, კვი­რე­ბი ვუნ­დე­ბი სხვა­დას­­ვა წყა­როს ქექ­ვას, რად­გან არ მახ­სოვს ცი­ტა­ტის ავ­ტო­რის გვა­რი, ამ­­სო­ბა­ში კი იმ­დენ ახ­ალ სა­ხელს ვაწყ­დე­ბი ხოლ­მე, რომ სა­ერ­თოდ მა­ვიწყ­დე­ბა, რას ვე­ძებ­დი. აბა, რო­გორ შე­მიძ­ლია ას­ეთ ქა­­ტურ სი­ტუ­­ცი­­ში გავ­ცე პა­სუ­ხი კითხ­ვას: რო­მელ­მა წიგ­­მა შეც­ვა­ლა ჩე­მი ცხოვ­რე­ბა? არც ერთ­მა? ყვე­ლამ? ზო­გი­ერ­­მა? არ ვი­ცი, არ ვი­ცი.

მაგ­რამ იქ­ნებ – კითხ­ვი­სას (ის­­ვე რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში) ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა და მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მსოფ­­­ხედ­ვე­ლო­ბა­ში რა­ღაც­ნა­­რად ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს – თავს ვიმ­­ვი­დებ ხოლ­მე ხან­და­ხან. იქ­ნებ კითხ­ვა ერთ­­ვა­რი გაჟ­ღენ­­ვის აქ­ტია, რომ­ლის დრო­საც ცნო­ბი­­რე­ბა, მარ­თა­ლია ბო­ლომ­დე ნაყ­­დე­ბა, მაგ­რამ იგი ისე ოს­მო­ტუ­რად მო­­ხელ­თე­ბე­ლია, რომ ცნო­ბი­­რე­ბა ამ პრო­ცესს ვერც კი ამჩ­ნევს. შე­საძ­ლოა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ამ­ნე­ზი­ით შეპყ­რო­ბი­ლი მკითხ­ვე­ლი ძა­ლი­ან ხში­რად იცვ­ლე­ბა კითხ­ვის წყა­ლო­ბით, თუმ­ცა ვერ ამჩ­ნევს ამ­ას, რად­გა­ნაც კითხ­ვის დროს მას­თან ერ­თად იცვ­ლე­ბა მი­სი ტვი­ნის ის კრი­ტი­კუ­ლი ინს­ტან­ცი­­ბიც, რომ­ლე­ბიც მის ამ ცვლი­ლე­ბებ­ზე მი­­ნიშ­ნებ­­ნენ. იმ­ის­­ვის კი, ვინც თა­ვა­დაც წერს, ას­­თი ავ­ად­­ყო­ფო­ბა, შე­საძ­ლოა მად­ლიც იყ­ოს და უფ­რო მე­ტიც, აუც­­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის­­ვის, რად­გა­ნაც იგი იც­ავს მწე­რალს, რა­თა არ თრთო­დეს ყო­ვე­ლი მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­­ბის წა­კითხ­ვი­სას და არც პლა­გი­­ტის ხიბლს და­ნებ­დეს; ამ­ის გა­რე­შე ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რა­­მე სე­რი­­ზუ­ლის შექ­­ნა.

ვი­ცი, რომ სულ ტყუ­­ლად ვიმ­­ვი­დებ თავს და ვცდი­ლობ თა­ვი და­ვაღ­წიო ამ ავ­ად­­ყო­ფო­ბას: არ უნ­და და­ნებ­დე ამ სა­ში­ნელ ამ­ნე­ზი­ას – ვფიქ­რობ მე – მთე­ლი შე­ნი არ­სე­ბით უნ­და და­­პი­რის­პირ­დე ლე­თეს მღვრიე ტალ­ღებს, ნუ­ღარ გა­და­ეშ­ვე­ბი ასე უკ­ან­მო­­ხე­და­ვად ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­­ტებ­ში, არ­­მედ ცი­ვი, ნა­თე­ლი და კრი­ტი­კუ­ლი გო­ნე­ბით უნ­და შე­­ფა­სო ის­­ნი, ამ­­ნა­წე­რე­ბი უნ­და გა­­კე­თო, და­­ზე­პი­რო ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი, უნ­და ავ­არ­ჯი­შო მეხ­სი­­რე­ბა, ერ­თი სიტყ­ვით: შენ უნ­და… და აქ თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ, ერ­თი ცი­ტა­ტა მო­ვიყ­ვა­ნო ცნო­ბი­ლი ლექ­სი­დან, რომ­ლის ავ­ტორ­სა და სა­ხელ­წო­დე­ბა­საც ვერ ვიხ­სე­ნებ, მაგ­რამ კარ­გად მახ­სოვს უკ­­ნას­­ნე­ლი სტრი­ქო­ნი, რო­გორც მა­რა­დი­­ლი მო­რა­ლუ­რი იმ­პე­რა­ტი­ვი: “შენ უნ­და” – ნათ­­ვა­მია იქ – “შენ უნ­და… უნ­და…”

რას იზ­ამ! ახ­ლა უკ­ვე სიტყ­ვე­ბიც კი და­მა­ვიწყ­და, მაგ­რამ არ­­­შავს, აზ­რი მა­ინც კარ­გად მახ­სოვს, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­­ბით ასე ჟღერს: “უნ­და შეც­ვა­ლო ცხოვ­რე­ბა შე­ნი”.

© ”არილი”

Facebook Comments Box