ესე (თარგმანი)

იურ­ა­ტე სპრინ­დი­ტე


­­­­­­­მონატრებული უბრალოე­ბა

თარგმნა თამარ აბრამიშვილმა

პრო­ზა­­ლი ნა­წარ­მო­­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც 96-98 წ.წ.-შია შექ­­ნი­ლი და რო­მელ­ზე­დაც აქ ვი­ლა­პა­რა­კებთ, ყვე­ლა­ზე უკ­ეთ ას­­ხავს ტენ­დენ­ცი­ას ლექ­სი­კის შერ­ჩე­ვის სტრა­ტე­გი­ის შეც­­ლის­კენ, ჟან­­თა გა­დაჯ­გუ­ფე­ბი­სა და სხვა­დას­­ვა სტი­ლის ნო­ვა­ტო­რუ­ლი სიმ­ბი­­ზის­კენ. სე­რი­­ზუ­ლი და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ლიტ­ვუ­რი პრო­ზა გა­მო­ცოცხ­­და, გახ­და უფ­რო მხი­­რუ­ლი, გა­თა­ვი­სუფ­­და და შე­ფე­რად­და წარ­მო­სახ­ვა, თა­ვი იჩ­­ნა იუმ­ორ­მა და იდ­­მა­ლე­ბამ.

სწო­რედ ას­ეთ ფონ­ზე გა­მოჩ­­და სხვაგ­ვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბა. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ის­ევ ძვე­ლე­ბუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლია დღი­­რის ჟან­რი; კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ლა­კო­ნუ­რი და აფ­­რის­ტუ­ლია ბი­ტე ვი­ლი­მა­­ტეს ნო­ვე­ლის­ტი­კა (“გზას აც­დე­ნი­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი”). მის ორ-სამ­­ვერ­დი­ან ნო­ვე­ლებ­ში, სა­დაც ერთ­მა­ნეთს ერთ­ვის დე­ტექ­ტი­ვი და ოჯ­­ხუ­რი დრა­მა, სენ­ტი­მენ­ტე­ბი და სარ­კაზ­მი, დას­მუ­ლია სა­ზო­გა­დო­­ბის მდგო­მა­რე­­ბის დი­აგ­ნო­ზი. წიგ­ნი ნა­ძა­ლა­დევ სიკ­­დილ­ზეა, რო­მელ­მაც პოს­­საბ­ჭო­თა არ­­ულ-და­რე­­ლო­ბი­სა და ორ­ომ­­რი­­ლის დროს ბავ­­ვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი იმს­­ვერ­­ლა. უს­ახ­­კა­რო, გა­ყი­ნუ­ლი ბი­ჭის კუჭ­ში გაკ­ვე­თის დროს მხო­ლოდ მა­ჟა­ლოს პო­­ლო­ბენ. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი მო­ნა­ზონ ქალს იმ­­ტომ კლავს, რომ მას ხელთ არა აქვს საწყო­ბის გა­სა­ღე­ბი, სა­დაც ქველ­მოქ­მედ­თა მი­ერ შეგ­რო­ვი­ლი ნივ­თე­ბია შე­ნა­ხუ­ლი. ვი­ლი­მა­­ტეს მი­ერ შექ­­ნი­ლი ყვე­ლა მხატ­­რუ­ლი დე­ტა­ლი არ­ის აშ­კა­რა, და­უნ­დო­ბე­ლი და ამ კრე­ბულ­ში – სუ­რე­­ლის­ტუ­რიც. აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი გო­გო­ნას თვა­ლე­ბი პრე­ზი­დენტს უმ­ზერს: ერ­თი ბა­ლა­ხი­დან, მე­­რე – ხის კენ­წე­რო­დან. რა­დი­აქ­ტი­ულ ზო­ნა­ში უს­აშ­ვე­ლოდ გაზ­­დი­ლი კო­ღო გო­გო­ნას მშობ­ლებს ნთქავს. მოქ­მე­დე­ბის ად­გილს მნიშ­­ნე­ლო­ბა არა აქვს. მწე­რა­ლი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ გა­ნად­გუ­რე­ბის შლე­გუ­რი სურ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს ემ­უქ­რე­ბა და მთე­ლი გა­რე­მო საფ­­თხე­შია. ვი­ლი­მა­­ტემ ლა­კო­ნუ­რი, ში­ნა­გა­ნად ზუს­ტად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ნო­ვე­ლის მო­დე­ლი შექ­­ნა და მის­მა ორ­­გი­ნა­ლურ­მა სტილ­მა (გან­სა­კუთ­რე­ბით შე­და­რე­ბებ­მა) უდ­­ოდ არა ერთ­სა და ორ პრო­ზა­­კოს­ზე იქ­­ნია გავ­ლე­ნა.

იურ­გა ივ­­ნა­უს­კა­­ტემ დრო­­ლად იგრ­­ნო, რომ პოს­­მო­დერ­ნიზ­მის კა­ნო­ნებს ყავ­ლი გას­დი­­და და წე­რის მა­ნე­რა კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. იგი ერთხანს ინ­დო­ეთ­სა და ტი­ბეტ­ში ცხოვ­რობ­და და იქ­­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, გა­მოს­ცა წიგ­ნი, სა­დაც მი­მო­­ხი­ლავ­და აღ­მო­სავ­ლე­თის კულ­ტუ­რას, მო­აწყო თა­ვი­სი ხე­ლით ჩა­ხა­ტუ­ლი მან­და­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა. ეს იყო გა­რე­მოს გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გავ­ლე­ნის თა­ვი­დან არ­­დე­ბი­სა და პი­როვ­ნე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი.

კარლ გუს­ტავ იუნ­გი თა­ვის ბი­ოგ­რა­ფი­­ში წერ­და, რომ ყრმო­ბის ას­აკ­ში, რო­დე­საც მან­და­ლებს ხა­ტავ­და (უნ­ებ­ლი­ედ), ამ­ით ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობ­და, შე­ეღ­წია ცენ­­­ში – თა­ვის ბუ­ნე­ბა­ში. და ამ­ას წი­ნათ ივ­­ნა­უს­კა­­ტე­მაც სა­ჯა­როდ გა­ნაცხა­და, რომ მას აღ­არ აინ­ტე­რე­სებს არც ბე­ლეტ­რის­ტი­კა, არც ბო­ჰე­მა და მხო­ლოდ ერ­თი სურს: იც­ხოვ­როს სად­მე ბუ­რი­­ტი­­ში და არ­ატ­რა­დი­ცი­­ლი მე­თო­დით გან­კურ­ნოს ხალ­ხი. სა­კუ­თა­რი შამ­ბა­ლას ამგ­ვა­რი ძი­­ბა ნი­შა­ნია პი­როვ­ნე­ბის სიმ­წი­ფი­სა, – მი­სი მზა­­ბი­სა, უარ­ყოს ეგ­ზის­ტენ­ცი­­ლუ­რი ამ­­­­ბა; ეს არ­ის ლტოლ­ვა ჰარ­მო­ნი­ის­კენ, სიბ­­­ნის­კენ, კოს­მო­გო­ნი­­რი საზ­რი­სის­კენ, ანუ ყვვე­ლა­ფერ იმ­ის­კენ, რი­სი ბა­ტონ-პატ­რო­ნიც იყვ­ნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სო­ფელს არ გას­­დე­ნოდ­ნენ. “სო­ფელ­ში ერთ დღე­საც ვერ გავ­­ლებ”, – ამ­ბობ­და ერთხანს ივ­­ნა­უს­კა­­ტე, – ძირ­­ვე­ლი ქა­ლა­ქე­ლი, ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი ოჯ­­ხი­სა და წი­ნაპ­რე­ბის შვი­ლი. სიმ­­ვი­დის ოაზ­­სად მის­­ვის შამ­ბა­ლა იქ­ცა, რო­მე­ლიც თავ­და­­ზო­გა­ვი ძი­­ბით მო­­პო­ვა.

ჰა­ერ­ში უბ­რა­ლო­­ბის მო­ნატ­რე­ბის სუ­ნი ტრი­­ლებს, ამ­­ტო­მაც მოს­წონს მკითხ­ველს მარ­ტი­ვი, აღ­მო­სავ­ლუ­რი პო­­ზი­ის და­რი, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ეს­თე­ტი­კა, – წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც გუ­ლის­­მი­­რად ეკ­­დე­ბა ყვე­ლა არსს, გუ­ლის­ყუ­რით აკ­ვირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ნიშ­ნებს და კრძალ­ვი­თა და მე­დი­ტა­ცი­ით არ­ის სავ­სე (ნი­­­ლე მი­ლი­­უს­კა­­ტეს პო­­ზია, ჰენ­რი­კას ჩიგ­რე­­სის ნო­ვე­ლის­ტი­კა, ბი­რუ­ტე იონ­უშ­კა­­ტეს პრო­ზა). სულ ცო­ტა ხნის წინ, ცნო­ბილ რე­ჟი­სორ ეიმ­უნ­ტას ნეკ­რო­პოსს, “ჰამ­ლე­ტის” დამ­­­მელს, რო­მე­ლიც მკაც­რი პო­­ტი­კის მიმ­დე­ვა­რია, ერთ-ერთ ბო­ლო ინ­ტერ­ვი­­ში უნ­ებ­ლი­ედ წა­მოს­­და, რომ თა­ვი მო­­ბეზ­რა ირ­­ნი­ამ და უბ­რა­ლო­­ბა მო­­ნატ­რა. სა­ყო­ველ­თაო ყუ­რად­ღე­ბა მი­იპყ­რო ან­ას­ტას რა­მო­ნა­სის წიგ­­მა – “სიმ­­ვი­დის ბორ­­­მა”, რო­მე­ლიც მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­ვი­და და რომ­ლის სა­თა­­რი­დან­ვე – ცალ­კე­­ლი ფრა­ზე­ბი­დან, ეს­­ში ჩა­დე­ბუ­ლი სიბ­­­ნი­დან – სიმ­­ვი­დის მკურ­ნა­ვი სიო უბ­­რავს. ან­ას­ტას რა­მო­ნა­სი შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­კუთ­­ნოთ ტრა­დი­ცი­ულ ავ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­­ღი­ურ ჭირ­სა თუ ლხინ­ზე წერ­­ნენ, მაგ­რამ ამ­ას­თან ერ­თად, იგი უაღ­რე­სად ეკ­­ნო­მი­­რად იყ­­ნებს სიტყ­ვებს; მი­სი ნო­ვა­ტო­რო­ბის სა­­დუმ­ლო ლექ­სი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რის სიღ­­მე­ში დევს და ამ­­ტო­მაც უც­ბად არ გხვდე­ბათ თვალ­ში. რა­მო­ნა­სის მოთხ­რო­ბა “წარ­სუ­ლი ზაფხუ­ლის თეთ­რი ღრუბ­ლე­ბი” – წიგ­ნი, რო­მე­ლიც ერ­თი შე­ხედ­ვით, ცო­ტა ბა­ნა­ლუ­რიც კია (ჭვრე­ტა­ში ჩა­ძი­რუ­ლი გმი­რი ძველ ვილ­ნი­უს­ში და­­­რე­ბა, შე­დის პა­ტარ-პა­ტა­რა კა­ფე­ებ­ში, ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ში, ბორ­­ვებ­ზე და­­ხე­ტე­ბა), ჯერ კი­დევ 1992 წელს აღ­­­რეს სა­­კე­თე­სო ნა­წარ­მო­­ბად. მოთხ­რო­ბის აზ­რია თა­ვი­სუ­ფა­ლი სუ­ლის ემ­­ნა­ცია, – კა­ცის ყო­ფა, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არ­ის არც იდ­­­ლო­გი­ის ორ­პირ ქარ­ზე, არც სიმ­დიდ­რე­სა თუ სი­ღა­რი­ბე­ზე, არც პო­ლი­ტი­კურ თუ ად­­მი­­ნურ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა­ზე და არც კა­რი­­რა­ზე. იგი “ფიქ­რობს და იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც უნ­და”. ან­ას­ტას რა­მო­ნა­სის პრო­ზას “ში­ნა­გა­ნი ემ­იგ­რა­ცი­ის” პრო­ზას უწ­­დებ­­ნენ; მის პრო­ზა­ში მე­ტო­ნი­მია მე­ტა­ფო­რას ჯაბ­ნის, ხო­ლო თხრო­ბა არ არ­ის სიტყ­ვა­კაზ­მუ­ლი, არ­­მედ შე­სა­ბა­მი­სი და ზუს­ტია. სულ სხვა­ნა­­რი, ფსი­ქი­კუ­რი რღვე­ვის ზღვარ­ზე მდგა­რი, გო­ნე­ბა­­ფო­რი­­ქე­ბუ­ლი გმი­რი გა­მოჰ­ყავს მას “მი­კე­ლე­ში” – თა­ვის მე­­რე მოთხ­რო­ბა­ში, რომ­ლის სინ­ტაქ­­სა და თვით თხრო­ბის კი­ლოს აშ­კა­რად ეტ­ყო­ბა ბრო­ნი­უს რა­ძი­ვი­­ჩუ­სის (მან 90-იან წლებ­ში გა­ით­­ვა სა­ხე­ლი და სი­ცოცხ­ლე­შიც და სიკ­­დი­ლის შემ­დე­გაც, ლიტ­ვე­ლე­ბის კერ­პი იყო) სტი­ლი­სა და თა­ვად მი­სი პი­როვ­ნე­ბის გავ­ლე­ნა. მი­კე­ლე­სი, პოს­­საბ­ჭო­თა ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბას ვერ ერ­გე­ბა: მი­სი აზ­როვ­ნე­ბის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლია “არ­ქა­­ლი” მსოფ­­­ხედ­ვე­ლო­ბა; იგი სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­შია, ენ­ატ­რე­ბა ის­ტო­რი­­ლი ავ­თენ­ტი­კა – ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში. ან­ას­ტას რა­მო­ნა­სი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ულ ნო­ვე­ლებს წერ­და, გულ­მოდ­გი­ნედ აღ­ად­გენ­და წარ­სუ­ლის ყვე­ლა წვრილ­მანს (მი­სი მრწამ­სი იყო: “ერ­თი ის­ტო­რი­­ლი ნო­ვე­ლის და­სა­წე­რად არ­ქი­ვებ­ში მთე­ლი წე­ლი უნ­და იმ­­შაო”) და აღშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო ხოლ­მე თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბის ის­ტო­რი­­ლი დი­ლე­ტან­ტიზ­მით. მწერ­ლის ამგ­ვა­რი ლტოლ­ვა აღდ­გე­ნი­სად­მი – ტო­ტა­ლუ­რი დეს­­რუქ­ცი­ის პი­რო­ბე­ბი, ჩვენ დრო­ში, ფრი­ად იშ­ვი­­თია.

რო­მულ­დას გრა­ნა­უს­კა­სის ესე, “სიტყ­ვის აგ­­ნია” – დღე­ვან­დელ გაშ­მა­გე­ბულ სწრფვა­ში ხე­ლა­ღე­ბით გა­ნად­გურ­დეს ყვე­ლა­ფე­რი – ყვე­ლა­ზე სა­შიშ მოვ­ლე­ნად სიტყ­ვის დე­ვალ­ვა­ცი­ას ას­­ხე­ლებს. ბიბ­ლი­­ზე, ფოლ­­ლორ­სა და კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე აღზ­­დილ გრა­ნა­უს­კასს ენ­ატ­რე­ბა ეს­თე­ტი­კუ­რი შეხ­მატ­­ბი­ლე­ბა – ჰარ­მო­ნია, რო­მელ­საც სიტყ­ვა აღ­არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. მი­სი მოთხ­რო­ბე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი “წი­თე­ლი ტყე­­ბი” ად­ას­ტუ­რებს, რომ სე­მან­ტი­კუ­რად და­ყურ­სუ­ლი, ნო­ყი­­რი ტექ­­ტი არ ძველ­დე­ბა. მეტ­საც ვიტყ­ვი, ეს ტექ­­ტი ერთ­­ვა­რი სა­ბუ­თია ათწ­ლე­­ლე­ბის მან­ძილ­ზე ლიტ­ვუ­რი პრო­ზის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბი­სა. გრა­ნა­უს­კა­სი პრო­ზა­ში არ­ტე­რი­­ლი ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის გათხ­რის დი­დოს­ტა­ტია: იგი ცო­ტას წერს, მაგ­რამ მი­სი ყვე­ლა მოთხ­რო­ბა, ამ­ბა­ვი თუ ესე უეჭ­ვე­ლად მკვიდ­­დე­ბა დი­დე­ბის კვარ­ცხ­­ბეკ­ზე. ცო­ტა ხნის წინ გა­მო­ვი­და მი­სი ახ­­ლი წიგ­ნი “ცხო­ველ­თა სა­გა­ლო­ბე­ლი”. გრა­ნა­უს­კა­სის პრო­ზამ მწვერ­ვალს მი­აღ­წია და ცხა­დია, თა­ვი­სი ან­ტი­პო­დი შვა. ლიტ­ვურ პრო­ზა­ში ურ­ბა­ნის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ახ­ალ­გაზ­­და ავ­ტო­რე­ბი თავ­გა­მო­დე­ბით ედ­­ვე­ბი­ან ტრა­დი­ცი­ებ­საც და მა­მებ­საც. ნი­ჭი­ერ­მა ნო­ვე­ლის­­მა და კრი­ტი­კოს­მა რე­ნა­ტა შე­რე­ლი­ტემ გა­მოს­ცა მე­­რე წიგ­ნი “მა­რის წრე” (პირ­ვე­ლი წიგ­ნი “თევ­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა” 1995 წელს გა­მო­­ცა). უღ­იმ­ღა­მო პრო­ვინ­ცი­­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ძი­მი­ლი (“არ­­ფე­რი ხდე­ბა”), მუ­დამ­­ღე შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი, წრე­ზე სი­­რუ­ლი­ვით მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი ყო­ფა, ას­­თია ამ ნო­ვე­ლე­ბის გმირ­თა სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ბას­რი სტი­ლი­თა და ბრწყინ­ვა­ლე შე­და­რე­ბე­ბით არ­ის გად­მო­ცე­მუ­ლი. ამ ნო­ვე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ტი­პი­­რი სა­თა­­რია: “ან­გე­ლო­ზი კარ­ტო­ფი­ლით სავ­სე ვედ­როს­თან” (ლიტ­ვუ­რი პრო­ზის სა­ფუძ­ველთ-სა­ფუძ­ველს – აგ­რო­კულ­ტუ­რის მი­კერ­ძო­­ბულ ყო­ფას – მი­სი მო­ახ­ლე­ღა შე­მორ­ჩა: ალ­კო­ჰო­ლი და ან­გე­ლო­ზის გა­მოცხა­დე­ბა); მე­­რე ახ­ალ­ბე­და მწე­რალ­მა – მა­რი­უს ივ­აშ­კი­­ვი­ჩუს­მა, რომ­ლის იმ­­დიც ლიტ­ვა­ში ბევრს ჰქონ­და, პირ­ვე­ლი ნო­ვე­ლე­ბის კრე­ბუ­ლის (“რის მაქ­ნი­სია შვი­ლი”, 1996) გა­მოს­­ლის შემ­დეგ, ხე­ლი მიჰ­ყო რო­მა­ნის წე­რას, რომ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბიც პე­რი­­დულ ჟურ­ნალ­ში ქვეყ­­დე­ბო­და (“ნაწყ­ვე­ტე­ბი მთე­ლი­დან”). უნ­და ითქ­ვას, ამ ნაწყ­ვე­ტებ­ში, თხრო­ბა გა­ცი­ლე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლი ჩან­და, ხო­ლო რო­დე­საც “მთე­ლი” რო­მა­ნი გა­მო­­ცა (“ამ­ბა­ვი ღრუბ­ლე­ბი­დან”) აღ­მოჩ­­და, რომ სიტყ­ვამ­რა­ვა­ლი ტექ­­ტის წა­კითხ­ვა სტა­ტი­კუ­რი თხრო­ბის, ჭარ­ბი და­შიფ­რუ­ლი სიმ­ბო­ლე­ბის, უს­აშ­ვე­ლოდ მო­ნო­ტო­ნუ­რი, თა­ნაც რიტ­მუ­ლი და რა­ღაც­ნა­­რი ნაფ­ლე­თი სტი­ლის – ვი­თომ­და “პო­­ტუ­რი პრო­ზის” – გა­მო, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მის რო­მან­ში პრო­ზა­­ლი ტექ­­ტი ლი­რი­კის მთა­ვარ პრინ­ცი­პებს იყ­­ნებს და აშ­კა­რად მის ხარ­­ზე მუქ­თა­ხო­რობს. მ.ივ­აშ­კი­­ვი­ჩუ­სი არ­ად აგ­დებს მკითხ­ველს, ამ­ძი­მებს ნა­წარ­მო­ებს მრა­ვალ­­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოთ­­მე­ბით, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ავ­ტო­რის­­ვის არ­ის გა­სა­გე­ბი და ამგ­ვა­რად, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სას­წა­­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, არ მოხ­და.

გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის და­რად, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­­ლი სივ­­ცის მო­სა­ძი­ებ­ლად დი­დი­ხა­ნია ქუ­ჩა­ში გა­ვი­და, პრო­ზა­ულ­მა სიტყ­ვა­მაც გა­და­ლა­ხა თა­ვი­სი საზ­­ვა­რი და შუ­კე­ბის­კენ გა­­წია. სლენ­­მა (ბო­ჰე­მურ­მა, მო­ზარ­დულ­მა), ჟარ­გონ­მა, ლიტ­ვურ-სლა­ვუ­რი ენ­­ბის კონ­­ლო­მე­რატ­მა, ბილ­­სიტყ­ვა­­ბამ, უხ­ეშ­მა სიტყ­ვებ­მა, სა­ლა­პა­რა­კო ენ­ამ თა­ვი­სი სინ­ტაქ­სით ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ენ­ის და­ბა­ნილ-და­ვარ­ცხ­ნი­ლი ნორ­მა­ტი­­ლი ლექ­სი­კა აწ­­წა.

ყვე­ლა­ნა­­რი სტი­ლით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და სიტყ­ვი­­რი მო­დე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უნ­­რი დღეს­­ღე­­ბით მწერ­ლის “ხა­რის­ხის ნი­შა­ნია” (გა­ვიხ­სე­ნოთ კუნ­ჩი­ნა­სი, ერ­ლიც­კა­სი, კას­პა­რა­ვი­ჩუ­სი, რომ­ლის ორ­­გი­ნა­ლუ­რი მოთხ­რო­ბა – “ოთ­ხი და­­კოს ბა­ღი”, – სწო­რედ დამ­დაბ­ლე­ბუ­რი ფაქ­ტუ­რი­თა და უხ­­ში ლექ­სი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც “ხალ­­თა აღ­რე­ვის” ენ­ობ­რი­ვი სი­ტუ­­ცი­ის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა).

და­ბო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა აღვ­ნიშ­ნოთ, რომ ლიტ­ვურ პრო­ზა­ში ფეხს იკ­­დებს უფ­რო რთუ­ლი მსოფ­­­ხედ­ვე­ლო­ბაც, რომ­ლის გა­მო­სა­ხა­ტა­ვა­დაც მწერ­ლე­ბი თხრო­ბის არ­­კა­ნო­ნი­კურ ფორ­მებ­სა და უფ­რო და­უნ­დო­ბელ, “და­­ბა­ნელ” ლექ­სი­კას ეძ­­­ბენ. ამ­­­რი­დან თხზვა ნაკ­ლე­ბად არ­ის შე­მო­საზ­­­რუ­ლი, უარ­ყო­ფი­ლია ტა­ბუ. მე­­რე მხრივ, ჟან­­თა დი­ფუ­ზია “დღე­მოკ­ლე” მწერ­ლებს უფ­რო შეშ­ვე­ნით, რომ­ლე­ბიც სრულ­ყო­ფას არ მი­ელ­­ვი­ან. ვი­რუ­სი­ვით გავ­­ცელ­და ეს­­ის­ტი­კა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ან შე­იძ­ლე­ბა დი­დი ზი­­ნი მი­­ყე­ნოს ლიტ­ვურ პრო­ზას, რო­მელ­საც ლი­რი­კუ­ლი სიტყ­ვა­კაზ­მუ­ლო­ბის დი­დი ტრა­დი­ცია აქვს, მაგ­რამ არა აქვს ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი დის­ციპ­ლი­ნა. მი­­ხე­და­ვად ამ­­სა, მა­ინც უნ­და წა­ვა­ხა­ლი­სოთ ნა­ირ­ნა­­რი ავ­ან­გარ­დი, რა­თა ლი­ტე­რა­ტუ­რის ძარ­­ვი არ გაწყ­დეს. ახ­ლაც, რო­გორც მუ­დამ, შე­დე­გი პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მწერ­ლის პი­როვ­ნე­ბის მას­­ტაბ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

“ყვე­ლა­ნა­­რი ხე­ლოვ­ნე­ბა თა­მაშს ჰგავს, მაგ­რამ პრო­ზა ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­თო­ბა ას­­თი თა­მა­შე­ბით”, ამ­ბობს ლუ­დას გუ­ტა­უს­კა­სი.

© “არილი”

Facebook Comments Box