ესე (თარგმანი),  რეცენზია (თარგმანი)

ივ ბონფუა – “ბოროტების ყვავილე­ბი”

Yves Bonnefoy

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

I

ჩემს წი­ნა­შე ჩვე­ნი პო­­ზი­ის უმ­თავ­რე­სი წიგ­ნი, “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბია”. არ­სად ის­­თი ცხა­დი არ ყო­ფი­ლა სიტყ­ვის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ეს უზ­­ნა­­სი ფორ­მა, რო­გორც აქ, ამ წიგ­­ში. ჩემ­­ვის ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა – ნამ­­ვი­ლი ნა­თე­ლია, დე­ლაკ­რუ­ას ჰამ­ლე­ტის თეთ­რი, შა­ვი და ნაც­რის­ფე­რი ტო­ნე­ბი და მათ მიღ­მა რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, არ­­ამ­­ვეყ­ნი­­რი ელ­ვა­რე­ბა. სიტყ­ვის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ნე­ბის­მი­­რი ფორ­მუ­ლის მიღ­მაა. იგია თა­ვად სუ­ლის სი­ცოცხ­ლე – უკ­ვე არა ფურ­ცელ­ზე, არ­­მედ რე­­ლო­ბა­ში – პირ­ველ­­­ნი­ლი, სუ­ლის სიღ­­მი­დან გა­მო­სუ­ლი, სიტყ­ვა­თა საზ­რი­სის­გან გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი და ნე­ბის­მი­ერ სიტყ­ვა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ძალ­მო­სი­ლე­ბა.

მაგ­რამ მე მგო­ნი, სწო­რედ ბოდ­ლე­რი­სე­­ლი სიტყ­ვის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არ გვაძ­ლევს გა­სა­ქანს, რო­ცა ამ პო­ეტ­ზე ვსა­უბ­რობთ. მას­ზე ვე­რა­ფერს იტყ­ვი, წვრილ­მა­ნე­ბის, უზ­უს­ტო­ბე­ბი­სა და ზოგ­ჯერ ტყუ­­ლის გარ­და! ყვე­ლა­ზე გამ­­რი­­ხი კრი­ტი­კა უკ­ან იხ­ევს და აღ­­­რებს მის მი­ერ შექ­­ნი­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რო­ბას. ყვე­ლა­ზე შე­­რი­გე­ბე­ლი მტრე­ბის მი­ერ ნას­რო­ლი ის­­რი აქ მი­ზანს ცდე­ბა და ის­­ნი და­ცინ­ვის ღირ­­ნი ხდე­ბი­ან ხოლ­მე. გა­ტან­ჯულ ბოდ­ლერს კი სჯობს, სა­ერ­თოდ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ. იგი სა­ყო­ველ­თა­ოს ეძ­­ებ­და და სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, მას­ში­ვე გან­ფი­ნოს თა­ვი­სი არ­სე­ბა – რო­გორც მუ­სი­კა, მი­­მა­ლოს, რო­გორც ნის­­ში.

მაგ­რამ ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, რო­ცა სუ­ლი მარ­­ლაც ის­ხამს ხორცს: ად­­მი­­ნი, ვინც თა­ვის სა­ბო­ლოო მიზ­ნად მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას მი­იჩ­ნევს, თა­ვის თავ­ში პო­­ლობს ძა­ლას, რა­თა უმ­ძი­მე­სი ტან­­ვა გა­მოს­ცა­დოს. თა­ნა­მედ­რო­ვე­თა შე­უს­მენ­ლო­ბით კი იგი შე­მოზ­ღუ­დუ­ლია ყო­ველ­­ვა­რი ყო­ფი­თი უფ­­რუ­ლე­ბის­გან და სა­ეჭ­ვო­სა­გან. სა­კუ­თა­რი თა­ვი სა­­კე­თე­სომ­დე და­ყავს – რო­მე­ლიც იმ­ავ­­რო­­ლად ყვე­ლა­ზე ფა­რუ­ლი­ცაა – და თა­ვად სუ­ლის ქან­და­კე­ბად იქ­ცე­ვა. იგი იძ­­ლე­ბუ­ლია იყ­ოს არ­სი და სწო­რედ ამ­­ტო­მაც ყვე­ლას ეკ­უთ­­ნო­დეს.

ას­­თია ბოდ­ლე­რის ხვედ­რი. იგი ყვე­ლას სა­კუთ­რე­ბად იქ­ცა. და სა­ნი­მუ­შო ცხოვ­რე­ბით ჩვე­ნი გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი კითხ­ვე­ბის წყა­რო გახ­და.

II

თავს ვე­კითხე­ბი, რა­ტომ გა­მომ­­ღავ­­და სიტყ­ვის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა სწო­რედ “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლებ­ში”.

ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სხვაგ­ვა­რი გან­საზ­­­რე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, მი­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რი გან­­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის, უკ­­დუ­რე­სი ბუ­ნე­ბის – რო­გორც ნე­გა­ტი­ურ თე­­ლო­გი­­ში – ჩა­­რევ­ლად, მე მას შე­თან­­მე­ბუ­ლო­ბას და­ვარ­­მევ­დი. ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ხმა­ში აქ სხვა, უფ­რო ღრმა ხმა ის­მის, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კის ხმას იმ­­­რებს. ამ სა­მი­დან ყვე­ლა­ზე წმინ­დას ყო­ვე­ლი სიტყ­ვა ახ­­რებს. არ­სი და ჯე­რარ­სი წა­მით წყვე­ტენ ურ­თი­ერ­­გა­მო­რიცხ­ვას. ხან­მოკ­ლე დუ­მი­ლი ის­ად­გუ­რებს.

მაგ­რამ სა­­დან მო­დის ეს სიმ­­ვი­დე, რო­მე­ლიც ასე ხში­რად გვხვდე­ბა “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლებ­ში” – სა­დაც ყვე­ლა­ზე თავ­შე­­კა­ვე­ბელ და შფო­თი­ან სწრაფ­ვა­თა მწვერ­ვა­ლებ­ზე ამ­დე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი საწყი­სი ჩაბ­მუ­ლა გა­ნუწყ­ვე­ტელ და ამაო ბრძო­ლა­ში და სა­დაც არ­­ფერ­ში არ იგრ­­ნო­ბა სიმ­­ვი­დე? წმინ­და რე­ლი­გი­ურ ახს­ნა­ზე მე იმ­თა­ვით­ვე უარს ვამ­ბობ. ბოდ­ლე­რი არც ერ­თი სარ­­მუ­ნო­­ბის აღმ­სა­რე­ბე­ლი არ იყო და არ­­ნა­­რი მწვა­ლებ­ლო­ბა არ დგას “წმინ­და პეტ­რეს გან­­გო­მა”-სა და “სა­ტა­ნურ ლი­ტა­ნი­ებს” მიღ­მა.

თუმ­ცა კი მას­ში, რაც უდ­­ვოდ ბოდ­ლერს ეკ­უთ­­ნის – მის ენ­­ში, თა­ვის წი­ნა­შე დას­მულ ამ­­ცა­ნებ­ში, – ალ­ბათ არ­­ფე­რია, რაც სი­ცოცხ­ლეს მი­­ნი­ჭებ­და მი­სი პი­რით მეტყ­ველ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. თუ­კი “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბის” პო­­ტურ ფორ­მა­ში უმ­თავ­რესს გა­მოვ­ყოფთ, ჩვენს წი­ნა­შე აღ­მოჩ­­დე­ბა ლექ­სი-გან­­ჯე­ბი. ზედ­მი­წევ­ნი­თი აღ­წე­რე­ბი, ლო­გი­კუ­რი აზ­რე­ბი, ზუს­ტად გა­მო­ხა­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბი მხო­ლოდ ცნე­ბი­თი ჯაჭ­ვი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ნაკ­ლე­ბად არ­­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმ­ით, რაც გა­ურ­ბის სიტყ­ვებს. მა­შინ რი­ღა­თი გან­­­ვავ­დე­ბა ბოდ­ლე­რის ხე­ლოვ­ნე­ბა ჰი­­გოს­გან? შე­უძ­ლე­ბე­ლიც რომ იყ­ოს მა­თი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის გა­­გი­ვე­ბა, ერ­თი რამ ცხა­დია, კერ­ძოდ კი ის, რომ ორ­­ვე ერ­თი და იმ­­ვე ინს­­რუ­მენ­ტით სარ­გებ­ლობს.

სწო­რედ ამ­­ში მდგო­მა­რე­ობს ბოდ­ლე­რის სა­­დუმ­ლო. მი­სი სფე­რო გან­­ჯაა, სიტყ­ვი­­რი ნა­გე­ბო­ბა, რომ­ლის თა­ღი­დან გაქ­ცე­ვა­საც მა­ლარ­მე ცდი­ლობ­და და სა­დაც ხში­რად მო­უთ­­ვამს სუ­ლი ჩვენს პო­­ტურ ტრა­დი­ცი­ას. გან­­ჯე­ბი კი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მა­ხე­­ბით გვე­მუქ­რე­ბა და არ­­ნა­­რად არ გვა­ახ­ლო­ებს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. გან­­ჯე­ბის გარ­­ვე­ულ იმ­­რა­ლიზ­­ზეც კი ვი­სა­უბ­რებ­დი. იგი მხო­ლოდ თა­მა­შად რჩე­ბა, რო­მე­ლიც სა­მა­რი­სე­ბურ დუ­მილ­ში იბ­­დე­ბა და ნე­ბის­მი­ერ გრძნო­ბას ყვე­ლა­ზე უბ­რა­ლო სა­შუ­­ლე­ბას აძ­ლევს, რა­თა გა­მოთ­­ვას თა­ვი­სი გუ­ლის­ნა­დე­ბი. მაგ­რამ, რო­გორც კი ლექ­სად იქ­ცე­ვა, იმ­­ვე გრძნო­ბას სა­შუ­­ლე­ბას აძ­ლევს – თა­ნაც ისე, რომ მო­სა­უბ­რეს არ­­ფე­რი ავ­ნოს – ას­­ვე მარ­ტი­ვად და­­ხარ­ჯოს.

და თუნ­დაც ეს უკ­­ნას­­ნე­ლი გუ­ლახ­დი­ლი იყ­ოს, გა­ნა მას­ში მდგო­მა­რე­ობს საქ­მის არ­სი? მა­ნამ, სა­ნამ სიმ­­ვი­დეს მოგ­ვა­ნი­ჭებს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას უმ­კაც­რე­სი გან­საც­დე­ლის გზით მივ­ყა­ვართ. მეტყ­ვე­ლე­ბა კი, რო­მე­ლიც რის­­ზე არ მი­დის, ყვე­ლა­ზე ხში­რად რი­ტო­რი­კაა, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, სიც­რუე-ცოდ­ვა, რო­მელ­შიც პო­­ზი­ას ხში­რად (და სა­მარ­­ლი­­ნა­დაც) ად­­ნა­შა­­ლებ­­ნენ.

III

გან­­ჯის სიც­რუე – უკ­­დუ­რე­სო­ბა­თა აღ­მოფხ­­რა­შია. გან­­ჯა ცნე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­გან­თა არს­ში მათ სიმ­­­რი­ვეს, სა­­მე­დო­­ბას, არ­ყოფ­ნი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­წინ­დარს ეძ­­ებს. უკ­­დუ­რე­სო­ბა კი არ­სის სა­ბო­ლოო გა­მოც­დაა, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მთე­ლი სამ­ყა­როს გაქ­რო­ბა, არ­ყოფ­ნის მი­ერ ბო­ძე­ბუ­ლი ტან­­ვა და ლხე­ნა.

ცნე­ბა ჩქმა­ლავს სიკ­­დილს. და გან­­ჯა ცრუა სწო­რედ იმ­­ტომ, რომ სამ­ყა­რო­დან გა­დევ­ნის ერ­თა­დერთს, სიკ­­დილს და ამ­­ტო­მაც აუქ­მებს ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩენ­საც. სამ­ყა­რო მხო­ლოდ სიკ­­დი­ლის ძა­ლით არ­სე­ბობს. ჭეშ­მა­რი­ტია მხო­ლოდ ის, რაც სიკ­­დი­ლი­თაა დაღ­დას­მუ­ლი.

თუ­კი პო­­ზია გან­­ჯის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს, – ამ­ას კი მა­ლარ­მეც აღ­­­რებს, – მა­შინ რამ უნ­და იხს­ნას მი­სი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, მი­სი სი­მაღ­ლე, თუ არა სიკ­­დილ­ზე ფიქ­­მა? თუ არა სიკ­­დი­ლის გა­მო­სახ­ვის გა­ნუხ­რელ­მა სურ­ვილ­მა, უფ­რო მე­ტიც, მოთხოვ­ნამ, თა­ვად სიკ­­დილ­მა ამ­­­ღოს ხმა? მაგ­რამ ამ­ის­­ვის ჯერ მი­წი­ერ სი­­მე­ზე და ტან­­ვა­ზე უნ­და ვთქვათ უარი. შემ­დეგ კი მო­სა­უბ­რემ სრუ­ლად უნ­და გა­­­გი­ვოს თა­ვი სიკ­­დილ­თან.

სწო­რედ ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა ბოდ­ლერ­მა.

მან სიკ­­დილს სა­ხე­ლი უწ­­და – მაგ­რამ რას ნიშ­ნავ­და იგი მის­­ვის? აკ­ვი­­ტე­ბულ აზრს? სხე­­ლებ­რივ ტან­­ვას, რო­მელ­საც თა­ვი­სი საზ­­­რე­ბი აქვს? ხში­რად – და ბოდ­ლე­რის შემ­დეგ ჩვენ კვლავ ვგრძნობდთ ხოლ­მე ამ­ას – პო­­ზია მარ­­ლაც უტ­ოლ­დე­ბა სა­შიშ­რო­­ბას. თა­ნაც, ჩვენ­ში ყო­ველ­­ვის ცხოვ­რობს ფი­ზი­კუ­რი სიკ­­დი­ლი. იგი მხო­ლოდ უნ­და გა­აც­ნო­ბი­­რო.

მაგ­რამ ზოგ­ჯერ პო­­ზია იმ­დე­ნად თა­ვი­სუფ­­დე­ბა ცოდ­ნი­სა და მო­ვა­ლე­­ბის უღ­ლის­გან, რომ მხო­ლოდ გო­ნე­ბის უბ­რა­ლო ვარ­ჯი­ში­ღა რჩე­ბა ხოლ­მე. სიტყ­ვა ძალ­ზე გაჟ­ღენ­თი­ლია სი­ზარ­მა­ცით, ძა­ლი­­ნაა შე­ბილ­წუ­ლი ყო­ფი­თი თვით­­მა­ყო­ფი­ლე­ბით. მი­სი ღირ­სე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, მხო­ლოდ აზ­რი უკ­ვე აღ­­რაა საკ­მა­რი­სი. სიტყ­ვის გან­­მენ­დის­­ვის, ალ­ბათ ნამ­­ვი­ლი სის­­ლია სა­ჭი­რო.

დგე­ბა ხოლ­მე დრო, რო­ცა პო­­ზია მა­მაც საქ­ცი­ელს მო­ითხოვს. ასე იყო 1840-იანი წლე­ბის ჩვე­ნე­ბურ უდ­აბ­ნო­ში, სა­დაც – დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პორ რო­­­ლის და­ხურ­ვი­დან და ფედ­რას და­ღუპ­ვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი – მხო­ლოდ სიც­რუე და შა­ტობ­რი­­ნი­სა და ვი­ნის მო­გუ­დუ­ლი, გა­ურ­­ვე­ვე­ლი ხმე­ბი ის­მო­და.

ბოდ­ლერ­მა შეძ­ლო ამ­ის გა­გე­ბა. სიკ­­დი­ლი, რო­მე­ლიც მან თა­ვის თავ­ში ზარ­და, ჭეშ­მა­რი­ტი იყო.

IV

ჟან პოლ სარ­­­მა აჩ­ვე­ნა, რომ ბოდ­ლერ­მა ძა­ლი­ან მა­ლე გა­­კე­თა სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი. მაგ­რამ არ­სი და საზ­რი­სი ამ არ­ჩე­ვა­ნი­სა სარ­­­მა ვერ გა­­გო.

ბოდ­ლერ­მა დამ­ღუპ­ვე­ლი გზა აირ­ჩია, გზა, რო­მელ­საც სიკ­­დილ­თან მივ­ყა­ვართ. ახ­ლა მოვ­ლე­ნე­ბი უკ­ვე შე­უქ­ცე­ვა­დი თან­მიმ­დევ­რო­ბით ვი­თარ­დე­ბი­ან და სულ უფ­რო აახ­ლო­­ბენ სიკ­­დილს. ავ­ად­­ყო­ფო­ბა, ვა­ლე­ბი, სა­კუ­თარ თავ­ზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აღ­­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­სა­მარ­­ლო პრო­ცე­სი და ა.შ. – ყვე­ლა ის სა­მა­ნი, რო­მე­ლიც და­ღუპ­ვის გზა­ზე ძევს. მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე უმ­თავ­რე­სი – მას შემ­დეგ, რაც იგი ლექ­სე­ბის წე­რას შე­უდ­გა, ელ­­მი სა­რას დრო­­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი – რჩე­ბა პო­­ზი­ის ხმა, ძა­ლუ­მი და და­უნ­დო­ბე­ლი. აქ იგი გას­ცემ­და ბრძა­ნე­ბებს და მან თა­ვი­სას მი­აღ­წია.

ბოდ­ლერ­მა სიკ­­დი­ლი აირ­ჩია – რა­თა თა­ვის თავ­ში აღ­­ზარ­და იგი, რო­გორც აზ­როვ­ნე­ბის ძა­ლა სამ­ყა­როს შე­საც­ნო­ბად. მკაც­რი, სამ­­­ვერ­­ლო არ­ჩე­ვა­ნი. თა­ნაც იგი თა­ვად პო­­ზი­ის­­ვი­საც სა­ში­შია. ბოდ­ლერ­მა ვერ მო­­პო­ვა აღ­­­რე­ბა, რად­გა­ნაც არ­­ვის გავ­და და ერთ­გუ­ლი მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე, და­მუნ­ჯე­ბის მა­რა­დი­­ლი ში­შით ცხოვ­რობ­და; ამ­ას გარ­და, მან ის­იც ნა­ხა, თუ რო­გორ უმტყუ­ნა გო­ნე­ბამ, რომ­ლის­­ვი­საც ამ­ხე­ლა მსხვერ­­ლი გა­­ღო, რა­ზეც მეტყ­ვე­ლებს მტან­­ვე­ლი, გამ­თან­­ვე­ლი სირ­თუ­ლე­­ბი მუ­შა­­ბი­სას და მი­სი სიკ­­დი­ლის­წი­ნა აფ­­ზია. და მა­ინც, უფ­რო მძი­მე სა­შიშ­რო­­ბაც არ­სე­ბობ­და: ამ რის ვაი-ვაგ­ლა­ხით, სიკ­­დი­ლის ფა­სად შო­ბი­ლა და სრულ­ყო­ფი­ლი ტო­ნა­ლო­ბის მქო­ნე პო­­ზი­ას გა­დამ­წყ­ვეტ მო­მენ­­ში შე­ეძ­ლო მხო­ლოდ სი­ღა­ტა­კი­სა და გლო­ვის სიტყ­ვე­ბით ემ­ეტყ­ვე­ლა.

მაგ­რამ, რო­გორც ვი­ცით, შარლ ბოდ­ლერს ჯილ­დოდ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ერ­გო.

V

ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რე­­ლურ სიკ­­დილს მხო­ლოდ ერ­თი რამ შე­უძ­ლია: იქ­ცეს ჭეშ­მა­რი­ტი გან­­ჯის სა­ფუძ­­ლად.

პო­­ტურ­მა გან­­ჯამ, რო­მელ­მაც ბოდ­ლერ­თან რო­ლი იცვ­ლა – იგი ახ­ლა უკ­ვე გან­­დე­ბის კო­მე­დია კი აღ­­რაა, არ­­მედ ჩურ­ჩუ­ლი აღ­სას­რუ­ლის მო­ლო­დინ­ში, და იგი აღ­ად­გენს, ამ­ძი­მებს აგ­­ნი­ას – ამ­ის წყა­ლო­ბით თა­ვი­სი ბუ­ნე­ბაც გა­მო­იც­ვა­ლა. თუ­კი ად­რე გან­­ჯა ფა­რავ­და სიკ­­დილს, ახ­ლა იგი აღ­არ იყ­­ნებს ამ თა­ვის უბ­ად­რუკ ფან­დებს – ფერ­წე­რუ­ლო­ბას, კაზ­მუ­ლო­ბას, ემ­­ცი­­თა გა­და­ღეჭ­ვას, ყვე­ლაფ­რის ამ­ონ­თხე­ვის რო­მან­ტი­ულ ლტოლ­ვას, ყო­ვე­ლი­ვე არ­სე­ბუ­ლის სა­ხელ­დე­ბა­სა და ყოვ­ლის­მომ­­ვე­ლო­ბას, რა­თა სი­ნამ­­ვი­ლე­ში არ­­ფე­რი არ თქვა, არ თქვა მთა­ვა­რი. და აი, ბოდ­ლერ­მა სამ­ყა­როს თე­ატ­რი, რომ­ლის სცე­ნა­ზეც ჰი­­გომ ნა­პო­ლე­­ნი­სა და კნუ­ტის აჩრ­დი­ლე­ბი გა­მო­იხ­მო, სხვა თე­ატ­რით შეც­ვა­ლა, უც­­ლო­ბე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის თე­ატ­რით – ად­­მი­­ნის სხე­­ლით.

სხე­­ლი, ად­გი­ლი, სა­ხე – მათ მოკ­­დავ გან­წი­რუ­ლე­ბა­ში შეც­ნო­ბი­ლი და ამ­­ტო­მაც ერ­თი ხე­ლის დაკ­­რით ასტ­რო­ნო­მი­ულ მას­­ტა­ბე­ბამ­დე გაზ­­დი­ლი, ის­­ნი “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლებ­ში” გან­­ჯის­­ვის ახ­ალ ჰო­რი­ზონ­ტებს აღ­მო­­ჩე­ნენ, მი­სი ხსნის წი­ნა­პი­რო­ბად იქ­ცე­ვი­ან.

სხე­­ლი აქ სცე­ნაა, სა­დაც არ­ყოფ­ნა თა­მაშ­დე­ბა, გან­­ჯა კი ხერ­ხია ამ არ­ყოფ­ნის გად­მო­სა­ცე­მად. ას­­თია მა­თი ქმე­დე­ბე­ბის სიწ­მინ­დე და ურ­თი­ერ­­კავ­ში­რი “მშვე­ნი­ერ ხო­მალ­­სა” და “სამ­კა­­ლებ­ში”. გა­მე­ფე­ბუ­ლი სიკ­­დი­ლი და და­ძა­ბუ­ლი სიტყ­ვა სიღ­­მი­სე­ულ ხმა­ში იყ­რი­ან თავს, რომ­ლი­თაც აწი ილ­­პა­რა­კებს პო­­ზია.

“ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლებ­ში” არც ზე­თის­ხი­ლია და არც დე­ლი­­ბი. არ­­ნა­­რი მი­თი, სიტყ­ვა­სა და მა­ტე­რი­­ლურ სამ­ყა­როს რომ ყოფს. სწო­რედ მა­თი შეხ­ვედ­რი­დან იშ­ვე­ბა პო­­ზია, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად გა­აც­ნო­ბი­­რა თა­ვი და გა­ნიწ­მინ­და მო­ნა­ლე­ქის­გან – დაჭ­რი­ლი სხე­­ლი­სა და უკვ­და­ვი სიტყ­ვის პო­­ზი­ის­გან.

VI

ლექ­სებ­ში წარ­მოდ­გე­ნილ სა­გან­თა ფი­ზი­კუ­რი სა­ხის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­­რი სა­­ბა­რი რომ უბ­რა­ლო პა­რაფ­რა­ზა არ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბო­და დიდ­ხანს გვე­სა­უბ­რა იმ ახ­­ლი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ბოდ­ლერ­მა სიკ­­დი­ლის ფა­სად შექ­­ნა. ეს საგ­ნე­ბი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­თაა გა­ნა­თე­ბუ­ლი, რო­გორც შარ­დენ­თან ან მა­ნეს­თან; ესაა გა­და­ძა­ხი­ლი ჩა­სულ მზე­სა და დამ­დეგ ღა­მეს შო­რის. გულ­თა ნის­ლო­ვა­ნე­ბა.

მაგ­რამ უკ­­თე­სია, წა­­კითხო “გამ­­ლელ ქალს” ან “აივ­­ნი”. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბოდ­ლე­რი, რო­გორც უკ­ვე ნათ­­ვა­მი იყო, სი­ნათ­ლეს ბა­დებს. სი­ნათ­ლე მას­თან არაა აღ­წე­რის სა­გა­ნი. ესაა შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმ­ის­­ვის, რა­თა სა­კუ­თა­რი თა­ვი სხვა სამ­ყა­რო­ში იგრ­­ნო – სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­შიც ჯერ კი­დევ არ­­ფე­რია სა­ხელ­დე­ბუ­ლი.

VII

თუმ­ცა მხო­ლოდ ნა­თე­ლი მხა­რე­­ბის აქ­ცენ­ტი­რე­ბით, შე­საძ­ლოა “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბი” და­ვამ­ცი­როთ კი­დეც, გა­ვა­მარ­ტი­ვოთ. სიკ­­დი­ლის სიწ­მინ­დეს­თან ერ­თად ამ წიგ­­ში ყრუ ტკი­ვი­ლი ლა­პა­რა­კობს, სხვა ხმა, მარ­ტო­­ბი­სა და უიმ­­დო­ბის ხმა.

რა თქმა უნ­და, ბოდ­ლე­რი­სე­­ლი სა­ტა­ნიზ­მი – რო­გორც სა­მარ­­ლი­­ნად შე­ნიშ­ნავს პი­ერ ჟან ჟუ­ვი – მოჩ­ვე­ნე­ბი­თია. სა­ზო­გა­დო­­ბა­ში, სა­დაც არ უყ­ვართ მა­რა­დი­­ლი, ბოდ­ლერ­მა ბო­რო­ტე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა, რო­გორც აბ­სო­ლუ­ტის ერ­თა­დერ­თი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. სხვა რა­მეა, რომ ამ გა­მოწ­ვე­ვას შე­ეძ­ლო სა­ტა­ნიზ­მის­კენ ებ­იძ­გე­ბი­ნა. ძალ­ზე ძლი­­რი რე­ლი­გი­ის წი­ნა­შე ბრაზ­მა, მი­სით გა­ღი­ზი­­ნე­ბამ ბოდ­ლე­რის ლექ­სებ­ში იმ­დე­ნად დი­დი ად­გი­ლი და­­კა­ვა, რომ სა­ერ­თოდ შეც­ვა­ლა კი­დეც მა­თი საზ­რი­სი. ღმერ­თი ბოდ­ლერ­მა ნამ­­ვი­ლი რწმე­ნის გა­რე­შე მი­­ღო, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მო­რა­ლურ მცნე­ბებს და­მორ­ჩილ­და. ის­­ნი კი – და­საწყის­ში თუ არა, მი­სი პო­­ტუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის ბო­ლოს­კენ მა­ინც – ერთ­მა­ნეთს ეწ­­ნა­აღ­­დე­გე­ბოდ­ნენ.

ბოდ­ლე­რი მწვა­ვედ გა­ნიც­დი­და თა­ვი­სი ამ­ბო­ხის უს­რუ­ლო­ბას.

სა­ყო­ველ­თა­ოდ აღ­­­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბი­სას, იგი გრძნობ­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მი­წი­­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის ერთ­მა­ნეთ­თან შე­რი­გე­ბა. წმინ­და სი­ხა­რუ­ლი, რო­მე­ლიც სიკ­­დილს მო­აქვს, და რო­მე­ლიც, ბოდ­ლე­რის აზ­რით, სი­კე­თეა – კა­თო­ლი­კუ­რად გა­გე­ბულ სი­კე­თეს შე­­ჯა­ხა, და ამ შე­ჯა­ხე­ბა­ში წმინ­და სი­ხა­რუ­ლი – სიკ­­დი­ლის შუ­ბის ეს ბუ­ნი­კი მო­იმ­­­­რა. სი­ხა­რუ­ლი სი­­მოვ­ნე­ბამ­დე იქ­ნა დაყ­ვა­ნი­ლი, რად­გა­ნაც გა­­მარ­­ვა იდ­­ამ, რომ სამ­ყა­რო ცოდ­ვი­ლია, რომ და­ცე­მი­სა და შეჩ­ვე­ნე­ბის შემ­დეგ მას­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია იპ­­ვო რა­­მე წმინ­და. ამგ­ვარ სამ­ყა­რო­ში სიკ­­დი­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს კარ­გი და ცუ­დი. სიკ­­დილ­მაც და­კარ­გა სიწ­მინ­დე, სიწ­მინ­დეს­თან ერ­თად კი სა­კუ­თა­რი თა­ვიც: ახ­ლა იგი მხო­ლოდ ზღურ­­ლია, რომ­ლის მიღ­მაც შეჩ­ვე­ნე­ბა მო­ჩანს, ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი სიკ­­დი­ლი. ბოდ­ლერს არ­ას­­როს მი­ყავ­და ბო­ლომ­დე ქრის­ტი­­ნუ­ლი აზ­რი. მაგ­რამ ხში­რად სხე­­ლის თე­ატრს მიღ­მა მის პო­­ზი­­ში უკ­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ფი­ზი­კუ­რი სიკ­­დი­ლი. იგი ამ ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნი­ლი სას­ჯე­ლის შავ-ბნე­ლი მან­ტი­ით იმ­­სე­ბა, ავ­ად­­ყო­ფო­ბის, მიხ­­­ნი­სა და სი­ღა­ტა­კის ხა­ტებ­ში უჩ­­ნარ­დე­ბა, ამ­ით აუქ­მებს თა­ვის არ­სე­ბო­ბას და ტრა­გე­დი­ას დრა­მად აქ­ცევს, ბე­დის­წე­რას – ტან­­ვად, არ­სის ხოტ­ბას კი მის რღვე­ვად – დრო­ის გა­ჭი­­ნუ­რე­ბულ წა­მე­ბა­თა ქვეშ.

ამ­­ტო­მაც სი­ნათ­ლე თან­და­თან ტო­ვებს ბოდ­ლე­რის ლექ­სებს. ჩვენს წი­ნა­შეა მი­სი პო­­ზი­ის გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი წახ­ნა­გი, სა­დაც სიკ­­დი­ლი წელ­ში იმ­არ­თე­ბა და ამ­არ­ცხებს მშვე­ნი­­რე­ბას. ხან­და­ხან დას­ცი­ნის მას, ხან კი ისე და­უნ­დო­ბე­ლია, რომ ყვე­ლა­ზე უბ­ად­რუ­კი სა­ხი­თაც გვიჩ­ვე­ნებს. აქ ბოდ­ლე­რი უკ­ვე და­შორ­და თავ­და­პირ­ველ ძალ­მო­სი­ლე­ბას. ამ ნაც­რის­ფერ, რკი­ნის ცის ქვეშ (“ბე­ატ­რი­ჩეს” ცის ქვეშ) იგი ყოყ­მა­ნობს, მან და­კარ­გა ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი ებ­­და. ფიქ­რობ­და, სიკ­­დილ­ში ძა­ლას აღ­მო­ვა­ჩე­ნო და ამ­ის ნაც­­ლად მხო­ლოდ ბინ­ძუ­რი სამ­ყა­რო იპ­­ვა და ახ­ლა, თა­ვი­სი სი­­მა­ყის გა­მო, ში­შობს, რომ მას, “არ­ამ­ზა­და­სა” და “კო­მე­დი­ანტს” (რო­გორც იგი თავს უწ­­დებს), მხო­ლოდ სიტყ­ვა­თა ამ­­­­ბა დარ­ჩე­ნია.

ესაა თა­ვად პო­­ზი­ის არ­სის გა­­ფა­სუ­რე­ბა, უკ­­დუ­რე­სი იმ­ედ­გაც­რუ­­ბა. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამ წერ­ტი­ლამ­დე მი­ვი­და რემ­ბო და ამ­­ტო­მაც და­დუმ­და. მაგ­რამ, სხვა მხრივ, იქ­ნებ სამ­ყა­რომ უნ­და აღ­მარ­თოს ლექ­სე­ბის გზა­ზე ზღუ­დე, სა­დაც ის­­ნი აუც­­ლებ­ლად მო­­ტე­ხენ კი­სერს – შე­საძ­ლოა, პო­­ზია მხო­ლოდ უს­აშ­ვე­ლო, გა­მო­­ვა­ლი იმ­­დია.

მაგ­რამ, ყვე­ლაფ­რის მი­­ხე­და­ვად, “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლებ­ში”, თა­ვად ბოდ­ლერ­ში, ში­ნა­გა­ნი ძა­ლა იმ­არ­­ვებს.

გან­გა­შის ზღვარ­ზე ბოდ­ლე­რი თავს ის­­ლი­­რებს და გა­მო­უც­ნო­ბი წი­ნა­აღ­­დე­გო­ბე­ბით აღ­სავ­სე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის უც­ნა­ურ სა­ხე­ებს ხა­ტავს, სა­დაც ცოდ­ვით შე­ლა­ხუ­ლი სიკ­­დი­ლი, ლა­მი­საა მთე­ლი თა­ვი­სი სიწ­მინ­დით აღდ­გეს. გა­­რე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი – მა­გა­ლი­თის­­ვის და­ვა­სა­ხე­ლებ “ტან­ჯულ ქალს” – პა­რა­დოქ­სუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი. სიღ­­მი­სე­ულ დი­­ნი­სუ­რო­ბას აქ თა­ვი­სე­ბუ­რი იან­სე­ნიზ­მი ერთ­ვის. თა­ნაც, იმ­ედ­გაც­რუ­­ბა ხსნის ჯერ კი­დევ ბუნ­დო­ვან იდ­­ად გა­და­იქ­ცე­ვა. ბოდ­ლე­რი წი­ნას­წარ გრძნობს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სი­ახ­ლო­ვეს. მას, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ორი ნა­ბი­ჯი აშ­­რებს მზის­გან და აქ იგი უდ­­დეს პო­­ტად გვევ­ლი­ნე­ბა, შმა­გია და ზუს­ტი… თუმ­ცა კი ძა­ლა არ შეს­წევს, ბინ­დის სა­ფარ­ვე­ლი ახ­­დოს ყვე­ლა­ფერ ამ­ას. მი­სი თაყ­ვა­ნის­ცე­მის სა­გა­ნი, რო­მე­ლიც სად­ღე­სას­წა­­ლო ჩი­რაღ­­ნე­ბის ღირ­სი უფ­როა, კვლავ ტა­ლახ­შია ამ­ოს­­რი­ლი.

მა­შინ იგი და­უნ­დო­ბე­ლი სარ­კაზ­მის სიტყ­ვებს პო­­ლობს. მაგ­რამ მათ­შიც იგრ­­ნო­ბა მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი გა­ცამ­­ვე­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­სად­მი, და – რო­გორც ვი­­ონ­თან და მე­ნარ­თან – სიყ­ვა­რუ­ლის ჭეშ­მა­რი­ტე­ბით თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა.

VIII

შე­საძ­ლოა შარლ ბოდ­ლე­რი ხე­დავ­და, რა­ში გა­და­იზ­­დე­ბო­და მი­სი უძ­ლი­­რე­სი სუ­ლი­­რი ლტოლ­ვა. ორ­მა­გი ტან­­ვა: აკ­­თო ყვე­ლა­ფე­რი, რა­თა თა­ვი და­­ღუ­პო და და­­ნა­ხო, რო­გორ ქრე­ბა შენ­­ვის და­ღუპ­ვის ეს საზ­რი­სი – ყვე­ლა­ფერ ამ­ის ნიშ­ნად კი, სიკ­­დი­ლამ­დე ერ­თი წლით ად­რე და­­ნა­ხო, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა ნან­­რე­ვე­ბად შე­ნი გო­ნე­ბა.

და მა­ინც, ბოდ­ლე­რის “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბი”, “ავ­ად­­ყო­ფი ყვა­ვი­ლე­ბია”, – ჩვე­ნი პო­­ზი­ის თით­­მის წმინ­და წიგ­ნი. მიღ­მუ­რის­კენ ჩვენ­მა ლტოლ­ვამ მას­ში მღელ­ვა­რე მყუდ­რო­­ბა მო­­პო­ვა.

ბოდ­ლერ­მა პო­­ზი­ას­თან შერ­თუ­ლი მსხვერ­­ლის დი­­დი იდეა აღ­ად­გი­ნა.

იმ დრო­ში, რო­ცა ბევ­­მა და­კარ­გა ღმერ­თი, მან აღ­მო­­ჩი­ნა, რომ სიკ­­დილს ძა­ლუძს იყ­ოს ხსნის ქმე­დი­თი ძა­ლა. მხო­ლოდ იგი მი­­ნი­ჭებს ახ­ალ მთლი­­ნო­ბას და­კარ­გულ ყო­ფი­­რე­ბას. ამ­­ტო­მაც, მა­ლარ­მე­სა და პრუს­ტის, არ­ტო­სა და ჟუ­ვის შემ­დეგ – ანუ მათ შემ­დეგ, ვინც “ბო­რო­ტე­ბის ყვა­ვი­ლე­ბის” სუ­ლი­ერ მემ­­ვიდ­რე­­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან – სიკ­­დი­ლი სუ­ლის მსა­ხუ­რად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა ხოლ­მე ამ სა­ბო­ლო­ოდ თა­ვი­სუ­ფალ და წმინ­და სამ­ყა­რო­ში.

მას ძა­ლა შეს­წევს, შე­ას­რუ­ლოს სიტყ­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა – პო­­ზი­ის სა­სუ­ფე­ვე­ლი და­უმ­­ვიდ­როს ხან­­­­ლი­ვი ყა­რი­ბო­ბით და­ღა­ლულ რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბას.

© “არილი”

Facebook Comments Box