Uncategorized

მალხაზ ხარბედიას სახელობის ლიტერატურული პრემია

მალხაზ ხარბედიას სახელობის  ყოველწლიური ლიტერატურული პრემია დააარსეს საზოგადოებრივ-ლიტერატურულმა ჟურნალმა „არილმა“ და გამომცემლობა „აგორამ“.  პრემია გადაეცმა ქართველ ავტორს საუკეთესო პუბლიკაციისთვის ესეისტიკისა და ლიტერატურული კრიტიკის ჟანრებში.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გასული წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების ავტორებს.

ჟიური, რომელიც შედგება ჟურნალ „არილისა“ და გამომცემლობა „აგორას“ წარმომადგენლებისგან, საუკეთესო ნამუშევარს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლენს:

  • პუბლიკაციაში განხილული საკითხის კულტურული და მეცნიერული მნიშვნელობა;
  • სიღრმისეული ანალიზი და პრობლემის საფუძვლიანი გააზრება;
  • ორიგინალური და ინოვაციური ხედვა.

მალხაზ ხარბედიას სახელობის ლიტერატურული პრემია გაიცემა 30 დეკემბერს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

პრემიაზე განაცხადის წარდგენისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  • საკონკურსო პუბლიკაცია უნდა წარმოადგენდეს ლიტერატურულ ესეის ან კრიტიკულ წერილს.
  • პუბლიკაცია პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების წინა კალენდარულ წელს.
  • კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ პუბლიკაციის ავტორმა ან იმ ჟურნალის რედაქტორმა, რომელშიც ნაშრომი გამოქვეყნდა, ჟიურის გაუგზავნოს:
    • საკონკურსო პუბლიკაცია ელექტრონული სახით (Word ან PDF ფორმატში).
  • მალხაზ ხარბედიას სახელობის ლიტერატურული პრემია შეადგენს 1000 ლარს და გადაეცემა პუბლიკაციის ავტორს.
  • საკონკურსო მასალები მიიღება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: [arilimag1994@gmail.com].
  • კონკურსზე წარდგენილი განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • პრემიის ლაურეატს კონკურსში კვლავ მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ.

ჟურნალი „არილი“ და გამომცემლობა „აგორა“ მზად არიან ითანამშრომლონ სპონსორებთან — გამომცემლებთან, კერძო და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

გისურვებთ წარმატებას!

© არილი

Facebook Comments Box