კრიტიკა

სოფო კილასონია -საზღვარი, დუმილი და ერთადერთი სიმართლე

Lado_Pochkhua 234

საზღვარი ვიღაცისთვის მატერიაა, რომელიც 100 მეტრის იქით ან აქეთ დგას და ამ 100 ან 300 მეტრს დიდი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იმის მიუხედავადაც კი, რამხელაა მისი სამშობლო. სამშობლო – ესეც ძალიან პირობითია. საზღვარი და სამშობლო – ამ სიტყვების მიღმა არსებული ინფორმაცია მაინც იმ იდენტობაზეა დამოკიდებული, რომლითაც პიროვნება ფორმირდება. ლადო ფოჩხუა მრავალი წელია საქართველოდან ძალიან შორს, ხან სად და ხან სად ცხოვრობს, მუშაობს, გამოფენებს მართავს. ბოლო წლებია მის შესახებ ამბები ნიუ იორკიდან მოდის. თუმცა მისთვის საზღვარი პრინციპებიც არის, ტკივილებიც, პიროვნული ტრაგედიაც და დიდი, ძალიან დიდი ნოსტალგია, რომლითაც ამჟამად თბილისში გამოფენას გვთავაზობს. საზღვარმა, რომელიც ერთმორწმუნე ჩრდილოელმა მეგობარმა აფხაზეთში გაავლო, ლადო ფოჩხუას ბიოგრაფია დაწერა. მისი მოგონებები და მისი იდენტობაც. ის აფხაზეთიდან არის და 2013 წლის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაც მისი პერსონალური პროექტი იყო. საქართველოს სურათების ეროვნულ გალერეაში. გამოფენა სახელად  „ქართული მელანქოლიის ანატომია“.

„ამ პროექტის არსებობას დიდწილად ვუმადლი ჩემს მეხსიერებას და ვითარებებს, რომელთა შეცვლაც მე არ შემეძლო. ოცდასამი წლისამ ყველაფერი დავკარგე – ოჯახი, მეგობრები, მშობლიური ქალაქი, სახლი, საბუთები. უკვე თბილისში შევიტყვე, რომ ახალ, მოუწყობელ და მშიერ ცხოვრებაში ლტოლვილი ვარ. აფხაზეთიდან ლტოლვილი. ანუ – არავინ. ნოლი. ადამიანი სოციალური ფუნქციის გარეშე. როცა პირველი ჰუმანიტარული დახმარება მივიღე, ამერიკული სამხედრო ულუფა, ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული ლობიო და ხორცი, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თავს დავაღწევ გასაჭირს, რომელშიც აღმოვჩნდი. ამისთვის წლები დამჭირდა. ამ გამოფენაზე გამოტანილი ფოტოსურათები ჩემი გზის ეტაპებია, რომელიც ლტოლვილის ცხოვრებიდან ადამიანურ ცხოვრებამდე გავიარე.“ – წერს ლადო ფოჩხუა.

გზა, რომელსაც მან დაარქვა „გზა ლტოლვილობიდან ადამიანობამდე“, დღესაც ბევრისთვის არის აქტუალური. მისი გამოფენის წარმატებულობაც უპირველესად მდგომარეობს იმაში, რომ მისი პირადი გზა ამავდროულად არის ჩვენი გზა, ქართველი ხალხის, რომელიც ლადო ფოჩხუას ფოტოებს საკუთარი ისტორიის დოკუმენტურ მასალად აღიქვამს.

„არტისტერიუმის“ 2013 წლის კონცეფცია მდგომარეობს სლოგანში – „ვარ მე შენ?“. იდენ­ტო­ბი­სა და თვი­თი­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ის, ინ­დი­ვი­დი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, „მე“-სა და „სხვე­ბის“ ამო­ცა­ნე­ბის ეს გა­მა­ე­რი­ა­ნე­ბე­ლი სლო­გა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის მე­ტის­მე­ტად ადეკ­ვა­ტუ­რი და იქ­ნებ დრო­უ­ლიც იყოს ანა­ლი­ზის­თ­ვის.

წლე­ვან­დე­ლი „არ­ტის­ტე­რი­უ­მის“ თე­მა 1998 წელს ილი­კო ზა­უ­ტაშ­ვი­ლის მი­ერ გა­მარ­თულ პერ­ფორ­მანსს უკავ­შირ­დე­ბა. პერ­ფორ­მან­სის ოთხი მო­ნა­წი­ლე 2 წყვი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი, რომ­ლე­ბიც ერ­თ­მა­ნე­თის «გა­გე­ბას» ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს აწყ­დე­ბი­ან. პირ­ველ წყვილს თვა­ლე­ბი აქვთ ახ­ვე­უ­ლი და ერ­თა­მენთს ეხე­ბი­ან, მე­ო­რე წყვი­ლი კი სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე და­წე­რილ წიგნს ხმა­მაღ­ლა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად კითხუ­ლობს.

ნა­მუ­შე­ვა­რი აჩ­ვე­ნებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სირ­თუ­ლეს, რო­ცა მხო­ლოდ სა­კუ­თარ ენა­ზე, სიტყ­ვე­ბის ფორ­მა­ლუ­რო­ბა­ზე და კულ­ტუ­რულ ან ქცე­ვით (behavioral) სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ხარ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი, ან რო­დე­საც სუ­ბი­ექ­ტის მი­ღე­ბა-არ­მი­ღე­ბა წი­ნას­წარ­გან­წყო­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. თე­მა, რო­მე­ლიც ერ­თი არ­ტის­ტის ერთ ნა­მუ­შე­ვარ­ში ვიწ­რო კონ­ტექ­ს­ტით გან­ვი­თარ­და, მთე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის მრავალფეროვნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ერთისთვის „სხვა“ სხვა ადამიანია. მეორესთვის რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით განსხვავებული პირი ან სივრცე. სხვებისთვის კი უბრალოდ უცნაური გრძნობა, განცდა, რომელსაც პირველად განიცის ადამიანი. სხვა განცდა… თემის ერთ-ერთი საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოადგინეს გალერეაში “კონტეინერი“. აქ სხვა ანუ უცნობი იყო ქავილის გრძნობა და გამოფენასაც ერქვა მარტივად, მაგრამ ცოტა უხერხულად – „ქავილი“.

ერთ-ერთი არტისტი ანა ლორთქიფანიძე მცირე სკულპტურით გამოეხმაურა შეხებით გამოწვეულ ქავილის გრძობას. მან გამოაქანდაკა ქალის ვაგინა, რომლის სიღმეშიც ხდებოდა რაღაც, რასაც ჩახედვით არკვევდა დამთალიერებელი. ნამუშევრის პროვოკაციულობამ გამოიწვია ამ ქანდაკების პოპულარობა. თუმცა გამოფენის სხვა მონაწილეები მეტად წავიდნენ ამ თემის სიღრმისკენ. თინათინ კიღურაძე ფოტოებში გვაჩვენებდა სხეულებს მეორად ტანსაცმელში და სურდა ეთქვა, რომ ხანდახან სხვისი სამოსი სხვა ადამიანის ნაწილს ატარებს. გურამ წიბახაშვილის პატარა ფოტოების სერიამ კი ქალაქში ომის გამომხატველი სტენსილები აღბეჭდა, როგორც უცხოსთან შეხების რეაქცია. შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის „არტისტერიუმი“ თემის არჩევანით ყველაზე ზუსტი იყო დროსა და სივრცესთან მიმართებაში ვიდრე ოდესმე.

2013 წელს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი 5 წლის გახდა. ხუ­თი წლის თავ­ზე მი­სი კონ­კუ­რენ­ტი ფეს­ტი­ვა­ლი აღ­დ­გა. „სა­ჩუ­ქა­რი“ რამ­დე­ნი­მე დღის შუ­ა­ლე­დის შემ­დეგ და­იწყო. პრინ­ციპ­ში კონ­კუ­რენ­ცია უად­გი­ლო უნ­და იყოს, რად­გა­ნაც „სა­ჩუ­ქა­რი“ და­ბა­დე­ბი­დან გახ­ლ­დათ ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, რაც გუ­ლის­ხ­მობს მის მულ­ტი­მე­დი­ურ ხა­სი­ათს, მაგ­რამ აქ­ცენ­ტი მა­ინც ყო­ველ­თ­ვის სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბაე კეთ­დე­ბო­და. კონ­კუ­რენ­ცი­ას არა ფეს­ტი­ვა­ლის და­რგობ­რი­ვო­ბა, არა­მედ ის გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ მას შე­მდეგ რაც თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი და­არ­ს­და, ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი „სა­ჩუ­ქა­რი“ არ გა­მარ­თუ­ლა.

ერ­თიც და მე­ო­რეც ქა­ლაქ თბი­ლი­სის ფეს­ტი­ვა­ლად მო­ი­აზ­რე­ბა, თუმ­ცა ისი­ნი ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხ­ვა მე­რე­ბის მი­ერ გახ­ლავთ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. წელს პირ­ვე­ლად ორი­ვე ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა და იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, უბ­რა­ლო და ვე­რა­გი რე­ვან­შის­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა სა­მო­მავ­ლოდ არ და­ე­მუქ­რე­ბა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალს. ხან­და­ხან ღირს, ის­ტო­რია არ გან­მე­ორ­დეს და თუ­კი ასე მოხ­დე­ბა, მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა არა მხო­ლოდ საზოგა­დო­ე­ბა, არა­მედ ორი­ვე ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში მეტ ხა­რისხს მიაღ­წევს და გან­ს­ხ­ვავე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის შექ­მ­ნაც გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თბილისის თეატრალური ფესტივალის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტუ­მა­რი რო­ბერტ ლე­პა­ჟის და­სი გახლდათ. ის კა­ნა­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი და მოკ­ლედ, თა­ნა­მედ­რო­ვე­ თე­ატ­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი პერ­სო­ნაა. ლეპაჟმა ამჯერადაც მაყურებელს დააჯერა, რომ ხელოვნება ხერხია იმისთვის, რომ შექმნა ზღაპარი…

წარ­მოდ­გე­ნა ერ­თი ფი­ლი­პეს ამ­ბა­ვია, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხანს გა­და­ი­ტა­ნა დე­დის სიკ­ვ­დი­ლი და ერ­თა­დერთ დედ­მა­მიშ­ვილ­თან, პა­ტა­რა ძმა ან­დ­რეს­თან გან­შო­რე­ბა. სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი სამ­ყა­როს სწავ­ლე­ბით ან­თე­ბუ­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რებს. დრო­სა და ად­გილს მე­ო­რეხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლი უკა­ვია ფი­ლი­პეს კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სამ­ყა­როს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და მის არ­სე­ბო­ბას ამ სამ­ყა­რო­ში.

კოს­მო­სუ­რი რბო­ლის დროს საბ­ჭო­ე­ლე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლე­ბის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კონ­კუ­რენ­ცია პროგ­რა­მის­თ­ვის (დე­და­მი­წის გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლის ძი­ე­ბა), ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი და სიყ­მაწ­ვი­ლე ერთ-ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მია ამ ერ­თი კა­ცის­თ­ვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი შე­კითხ­ვის მო­საგ­ვა­რებ­ლად, «მარ­ტო­ნი ვართ?». ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ლეპაჟი მულტიმედიურ ხერხებს მიმართავს. ვიდეო-ფოტო პროეცირებებს, რაც საინტერესო და ტექნიკურად ვირტუოზული განათებით ერთგვარ ილუზორულ ეფექტებს ახდენს და მაყურებელს აბრუებს. საბოლოო ჯამში მაყურებელი რჩება ბედნიერი, ბედნიერი იმის და მიუხედავად მარტოა ის კოსმოსში თუ არა. ბედნიერია იმით რომ ამ სამყაროში თეატრი ესთეტიკას ემსახურება და ყველაფერს ისე ფანტასტიკურად საინტერესო ფერებად და რაკურსებში ანათებს.

პოლარულად განსხვავებულ რაკურსებს შეეხო წლევანდელი თეატრალური ფესტივალის სხვა გამორჩეული სტუმარი. პოლონელი რეჟისორი მაია კლიჩევსკა არ ღალატობს თავის ფუნდამენტურ თემას – ძალადობას ადამიანებს შორის. მაყურებელს კი სილაღის და დროსტარების არანაირ შანსს არ უტოვებს. ძალადობას რომელიც ყვრნის ნებისმიერ საზოგადოებას – ეს ის თეზისია, რომელსაც კლიჩევსკა სილასავით აწნის მაყურებელს პირველივე სცენებიდან.

მაია კლიჩვესკა თითქმის ნებისმიერ დრამატურგიულ მასალაში ხედავს ამ საფრთხეებს. თუმცა პიესა, რომელზე დადგმული წარმოდგენაც წელს თბილისში ჩამოიტანა, თავის დროზე სწორედ ამ თემას მიეძღვნა. უილიამ შექსპირის „მაკბეტი“ მაია კლიჩევსკას შემოქმედებაში მისი ხედვისა და არჩევანის კლასიკური ილუსტრატორია.

მაია კლი­ჩევ­ს­კა ერთ-ერ­თი აღი­ა­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. მას შარ­შან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლიც იც­ნობს. მისი დადგმა „ღმერ­თე­ბის სიკ­ვ­დი­ლი“ არა­ერ­თ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა უხ­მოდ და­ტო­ვა, მძაფ­რი და ძა­ლი­ან ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი სცე­ნე­ბის გა­მო.

მაია კლე­ჩევ­ს­კამ ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა თა­ვი­სი და­უნ­დობ­ლო­ბი­თა და სიშ­მა­გით, შექ­ს­პი­რის ტექ­ს­ტ­შიც იოლად აღ­მო­ა­ჩი­ნა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი სამ­ყა­რო ძა­ლი­ან ახ­ლო­საა ლინ­ჩი­სა და ალ­მა­დო­ვა­რის ფილ­მებ­ში ასა­ხულ რე­ა­ლო­ბას­თან. კლი­ჩევ­ს­კა ყო­ველ­თ­ვის ახ­ლოს არის კი­ნოს­თან. და­ახ­ლო­ე­ბით ისეთ­სა­ვე სი­ახ­ლო­ვე­ში, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან. კლე­ჩევ­ს­კა შე­კითხ­ვას სვამს: რო­გორ იბა­დე­ბა ბო­რო­ტე­ბა? ვინ არის მას­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი? რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი ბე­დის­წე­რის წარ­მარ­თ­ვა და თა­ვად ბე­დის­წე­რა რო­გორ გვმარ­თავს? ამ ღია კით­ხ­ვე­ბით რე­ჟი­სო­რი მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ თე­მას აგ­რ­ძე­ლებს – ძა­ლა­დო­ბის საზღ­ვ­რე­ბის თე­მას. მაია კლი­ჩევ­ს­კას „მაკ­ბეტ­ში“ სამ­ყა­რო ბევ­რად უფ­რო ცი­ნი­კუ­რია ვიდ­რე შექ­ს­პი­რის პი­ე­სა­ში. „…ამ „მაკ­ბეტ­ში“ მარ­თა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. მალ­კოლ­მი ოქ­რო­უ­ლით მო­კაზ­მუ­ლი სუ­ლე­ლი ნა­ძი­რა­ლაა. მაკ­და­ფი გა­იძ­ვე­რა მა­ფი­ო­ზი ბუ­ღალ­ტე­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის ახერ­ხებს „გაქ­რო­ბას“ სწორ დროს. ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­დამ­დე­ბი ცდუ­ნე­ბაა, მე­გობ­რო­ბა პი­რად ინ­ტე­რეს­ზეა აგე­ბუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბაა, სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია, სიკ­ვ­დი­ლი კი სა­მარ­ცხ­ვი­ნოა. (…) კლე­ჩევ­ს­კას რე­ჟი­სუ­რა ქა­ლუ­რი და­უნ­დობ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ის გვაჩ­ვე­ნებს სამ­ყა­როს, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბით და სის­ხ­ლის­ღ­ვ­რით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. პი­ე­სა არ გვე­უბ­ნ­ება, რომ ბო­რო­ტე­ბა ბა­ნა­ლუ­რია. ის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გვიჩ­ვე­ნებს ბო­რო­ტე­ბის წარ­მო­შო­ბას, მის მა­მოძ­რა­ვე­ბელ იმ­პულ­სებს. შო­კის­მომ­გ­ვ­რე­ლია…“ – ლუ­კაშ დრევ­ნი­ა­კი, Przekró.

თუ­კი გვსურს გა­ვი­გოთ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და არა მხო­ლოდ კულ­ტუ­რის სფე­რო­ში ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობლემები, საკ­მა­რი­სია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გან­რიგს ან „კა­ლენ­დარს“ ჩავ­ხე­დოთ და ყვე­ლა­ფერს მივ­ხ­ვ­დე­ბით.

ერთ სე­ზონ­ში თავ­მოყ­რი­ლი რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვა­ლი პრობ­ლე­მაა არა მხო­ლოდ და­დუ­მე­ბუ­ლი სხვა სე­ზო­ნე­ბის გა­მო, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, უფ­რო სწო­რად თბი­ლის­ში მცხოვ­რებ­თა შო­რის, ძა­ლი­ან მცი­რეა კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მას­შ­ტა­ბი და თა­ნაც ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა სფე­როს აუდი­ტო­რია ზუს­ტად ერ­თი და იგი­ვეა.

ჩვენ არ ვართ საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­დაც მკა­ფი­ოდ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მუ­სი­კის, თე­ატ­რის, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სხვა სფე­რო­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი. ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ციაა მე­დი­ის მი­ერ ამ პრო­ცე­სე­ბის გა­შუ­ქე­ბის თვალ­საზ­რი­სით. რო­ცა პრე­სას ისე უჭირს, რომ მხო­ლოდ ერ­თი თე­მა უნ­და აირ­ჩი­ოს, ან­და რო­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი იმ­დე­ნად დი­ად კო­მერ­ცი­ულ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რომ კულ­ტუ­რა­ზე დღე­ში მხო­ლოდ 3-წუ­თი­ან მო­ნო­ლოგს გვთა­ვა­ზო­ბენ, ფეს­ტი­ვა­ლე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტი, ცხა­დია ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს.

„სა­ჩუ­ქა­რი“ გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია. „სა­ჩუქ­რის“ ის­ტო­რია ნამ­დ­ვი­ლად არის ის­ტო­რია იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია კულ­ტუ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და რომ სა­ქარ­თ­ველს ვერც ერ­თ­მა ხე­ლი­სუ­ფალ­მა კულ­ტუ­რას, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მარ­თ­ვის სა­და­ვეს, ხე­ლი ვერ შე­უშ­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლო ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა მხოლ­ოდ ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბად არის აღ­ქმუ­ლი. ეს კარ­გია – გვაქვს ბევ­რი მსგავ­სი და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე ფეს­ტი­ვა­ლი. ცუ­დი­ცაა, იმი­ტომ რომ გვაქვს მხო­ლოდ ფეს­ტი­ვა­ლე­ბი. ცო­ტა კი­დევ კონ­ცერ­ტე­ბი. ანუ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა წარ­დ­გე­ნის, მაგ­რამ არ არის რე­სურ­სი დაგ­რო­ვე­ბის, ანა­ლი­ზის, შე­მეც­ნე­ბის. რე­სურ­სე­ბის გან­საზღ­ვ­რა შორს წა­მიყ­ვანს. დღეს კარ­გ­ზე ვსა­უბ­რობ – კარგ ფეს­ტი­ვალ­ზე, ძა­ლი­ან კარ­გი პროგ­რა­მით. ანუ ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მელ­საც ნამ­დ­ვი­ლად აქვს კარ­გი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი. მგონი, „სა­ჩუ­ქა­რი“ კულ­ტუ­რის სტრა­ტე­გი­ის პირობითი ხა­ტე­ბაა. ეს ფეს­ტი­ვა­ლი გა­ა­უქ­მეს (და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­ჩე­რეს) იმი­ტომ რომ მისი დი­რექ­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თი დო­ლი­ძე კონ­ფ­რონ­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კოს­თან. 2013 წელს „სა­ჩუ­ქა­რი“ დაბ­რუნ­და, იმი­ტომ რომ ქე­თი დო­ლი­ძე მმარ­თ­ველ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან ერ­თად მო­ი­აზ­რე­ბა.

კულ­ტუ­რის ამ ტი­პის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა კულ­ტუ­რის მარ­თ­ვის თუ შექ­მ­ნის ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­ულ მო­დელს ქმნის, თუმ­ცა არ­სე­ბობს სხვა მხა­რე, რო­მე­ლიც ამ მო­დე­ლის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს მა­ინც მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად აქ­ცევს. აბა მითხა­რით, რო­მელ თე­ატ­რალს არ სურს სა­შა ვალ­ცის ან პი­ტერ ბრუ­კის წარ­მოდ­გე­ნის ხილ­ვა თბი­ლის­ში? ყვე­ლას უკ­ლებ­ლივ. და ეს ყვე­ლა მად­ლი­ე­რია ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის, რომ­ელთაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა მო­ამ­ზადეს. მაგ­რამ, რო­გო­რიც არ უნ­და იყოს პროგ­რა­მა და ფეს­ტი­ვა­ლი, ჩვენ მა­ინც ვი­ცით, რომ გა­რე­მო, კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რ­ცე, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კურ-პარ­ტი­უ­ლი სიმ­პა­ტი­ე­ბი წყვეტ­და და წყვეტს  ყოველივეს დღემ­დე, ცალ­სა­ხად და­სან­გ­რე­ვია, რო­გორც ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის მენ­ტა­ლურ-ფსი­ქი­კუ­რი სე­ნი. მაგრამ ამ სის­ტე­მას ვერ და­ან­გ­რევს ვერც მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი – ანუ ჩვენ, აუდი­ტო­რია და ვერც მე­დი­ა­ტო­რე­ბი – ანუ ამა თუ იმ ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ცია, რო­მელ­საც აქვს ძა­ლი­ან გა­სა­გე­ბი ვნე­ბა „აჩ­ვე­ნოს სა­უ­კე­თე­სო თა­ვის მა­ყუ­რე­ბელს“. ვერც ერ­თი მხა­რე ვერ შეძ­ლებს, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობენ ხელისუფლებები, რომლებიც ახდეენენ კულ­ტუ­რის მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ას.

საჩუქარი ახლახანს დაიწყო და შესაბამისად მის მთავარ მოვლენებზე მომავალ ნომერში გიამბობთ. და ბოლოს, ახალი დაწყებულია თელავის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც პიანისტ ელისო ვირსალაძეს ეძღვნება. პირველი დღე ბეთჰოვენის და ბრასის სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტებით დაიწყო. ფესტივალის სლოგანია – ეზიარე მაღალ ხელოვნებას. ფესტივალიც არ ღალატობს ხარისხის მაღალ მაჩვენებელს, თუმცა წინ არის ჯერ კიდევ მთელი პროგრამა. წინ არის კიდევ რამდენიმე ფესტივალი. და პუბლიკა მზად არის აპლოდისმენტებისთვის. პირადად ჩემთვის საგულისხმოა, რომ ფესტივალები საქართველოსთვის პოლიტიკურად ამ მძიმე თვეებში ისე იხსენება და იხურება, არც მისი წარმომადგენლები და არც არავინ არ ეხმაურებიან ქვეყნის საზღვართან დაკავშირებულ ვითარებას. არადა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა სხვა ნებისმიერ ქვეყნაში, დედაქალაქში საერთაშორისო ფესტივალების სერია რომ იყოს, და ამ დროს მეზობელი ქვეყანა მის ოკუპაციას აგრძელებდეს. განცხადებები განცხადებებს მოყვებოდა. საერთაშორისო არტისტული საზოგადოებისთვის დაგზავნილი წერილები წერილებს. ჩვენთან კი დუმილია. აპლოდისმენტის გასაცემად გააქტიურებული პუბლიკაც მზად არის ეზიაროს მაღალ ხელოვნებას და სიტყვა არ დაძრას ოკუპაციაზე. მზად არის გალამაზებული დახვდეს უცხოელ ხელოვანებს და შეიქმნას ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის.

ბოლო აბზაცის წაკითხვის მერე ბევრი წამომაძახებს ამ ბოლო დროს მოდურ სიტყვათშეთანხმებას – კულტურის (ან სპორტის) დეპოლიტიზირებას. დეპოლიტიზაციაზე ალბათ მაშინ უნდა ვილაპარაკოთ, როცა სპორტულ ფედერაციებში, ანდა თეატრებში თანამდებობებზე მმართველი პარტიის ფავორიტები ინიშნებიან. სხვა თვალსაზრისით პოლიტიკისგან არიდება, ისტორიისგან დისტანციერება უბრალოდ შეცდომაა. ხელოვნება გარდაცვლილია თუკი იგი დროსა და გარემოს არ პასუხობს.  ოლიმპიადაში გამარჯვებული სპორტსმენი ვერ გახდება სამაგალითო გმირი, თუკი ის უპირველესად ქვეეყნის ღირსებას და თავისუფლების პრინციპს არ დაიცავს. საქართველო ოკუპირებულია, ჩვენ ომში ვართ და თავის მოტყუება მხოლოდ სისუსტის გამომხატველია. უნდა ვილაპარაკოთ, მაშინაც, როცა მაღალ ხელოვნებას ვეზიარებით და მაშინაც, როცა ლადო ფოჩხუას გამოფენაზე ცრემლი გვერევა. უნდა ვილაპარაკოთ სიმართლეზე. შემოდგომის ხუთი ფესტვალის მიუხედავად, ქართველთა ოცნებების არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, ჩვენეული უკვდავი და თან ძალიან დაძველებული ილუზიების მიუხედავად, უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს რეალობაზე, ხმამაღლა ვილაპარაკოთ, რომ  დევნილობა – ეს არის ჩვენი დღევანდელობა, ჩვენი ერთადერთი სიმართლე.

© “არილი

Facebook Comments Box