რეცენზია

იოსებ ჭუმბურიძე – “კომიკოსი” რეჟისორის დიპლომით

rostom chxeidze -yda

ეტი­უ­დი რე­ცენ­ზი­ის ნაც­ვ­ლად

გე­ნი­ო­სის ცხოვ­რე­ბას ახ­ს­ნა სჭირ­დე­ბა და არა შე­ლა­მა­ზე­ბა – ეს ნო­დარ ტა­ბი­ძის მრწამ­სია.

თე­ი­მუ­რაზ დო­ი­აშ­ვი­ლიც, არ­სე­ბი­თად, ამას­ვე ამ­ბობს, ოღონდ შელამა­ზე­ბას ხაზ­გას­მუ­ლი ირო­ნი­ით უყუ­რებს და რე­ტუ­ში­რე­ბას უწოდებს.

როს­ტომ ჩხე­ი­ძეც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრინ­ცი­პის ერ­თ­გუ­ლია, თუმ­ცა ვერ ვიტყ­ვით, რომ გაკ­ვა­ლულ გზას მიჰ­ყ­ვე­ბა.

პი­რი­ქით…

და მა­ინც, და­სა­ბუ­თე­ბა სჭირ­დე­ბა იმ აზრს, რომ როს­ტომ ჩხე­ი­ძემ “თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ახა­ლი ტი­პის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი და­ამ­კ­ვიდ­რა”.

რა ქმნის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნის ამ ახალ ტიპს?

სტი­ლი? – როს­ტომ ჩხე­ი­ძეს რომ თა­ვი­სი სტი­ლი აქვს, ეს უდა­ვოა.

მი­სი ნა­წე­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია სხვი­სა­ში აგე­რი­ოს. ამ მხრივ მა­მას ჰგავს, ოღონდ მის­გა­ნაც ისე­ვე (თუ მე­ტად არა!) გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რო­გორც სხვა მწერ­ლე­ბის­გან.

“უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბა არ ღირ­სე­ბო­და და, სა­დაც მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, იქ შე­ერ­გო თა­ვი და… ცო­ტა და­შოშ­მინ­დე­ბო­და, მარ­ტო­დენ სე­მი­ნა­რი­ის მოწ­მო­ბის ამა­რა რომ არ რჩე­ბო­და”. – ასე მხო­ლოდ როს­ტომ ჩხე­ი­ძე წერს.

მაგ­რამ სტი­ლი ხომ მორ­ფო­ლო­გია და სინ­ტაქ­სი არ არის. ის ხომ გა­ცი­ლე­ბით უფ­რო რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნია, ვიდ­რე ერ­თი შე­ხედ­ვით მოგეჩვენე­ბა.

აკა­კი გა­წე­რე­ლი­ას უყ­ვარ­და ვა­სი­ლი რო­ზა­ნო­ვის ამ აზ­რის ხში­რი და­მოწ­მე­ბა: “Стиль есть то, куда поцеловал Бог вещь!” თვი­თონ კი სტილს ასე გან­მარ­ტავ­და: “სტი­ლი გაბ­მულ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში შერ­ჩე­უ­ლი სა­უ­კე­თე­სო ელე­მენ­ტე­ბია. რო­მან იაკობ­სო­ნი მარ­თა­ლია, რო­ცა პო­ე­ტუ­რი ენის მთა­ვარ თვი­სე­ბად სწო­რედ “შერ­ჩე­ვის” (selection”) მო­მენტს მი­იჩ­ნევს. ამ­გ­ვა­რი შერ­ჩე­ვის გა­რე­შე სტი­ლი არ არ­სე­ბობს. არც მწე­რა­ლი”.

როს­ტომ ჩხე­ი­ძემ ჭეშ­მა­რი­ტად და­იმ­სა­ხუ­რა, რომ ლიტერატურისმცოდ­ნე­ებ­მა არ და­ი­ზა­რონ და მი­სი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რომანე­ბი სწო­რედ ამ თვალ­თა­ხედ­ვით შე­ის­წავ­ლონ.

მა­შინ მთე­ლი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბით გა­და­იშ­ლე­ბა ჩვენს თვალ­წინ მა­თი “სა­უ­კე­თე­სო ელე­მენ­ტე­ბი”.

დი­ახ, ეს სა­კითხი აუცი­ლებ­ლად შე­სას­წავ­ლია.

კარ­გი მო­ნოგ­რა­ფია ხში­რად თვი­თონ იქ­ცე­ვა ახა­ლი მო­ნოგ­რა­ფი­ის თე­მად.

სტი­ლი, ალ­ბათ, იმ პრინ­ციპ­საც ითავ­სებს, და­საწყის­ში რომ შევეხეთ. “კო­მი­კო­სი ტრა­გე­დი­ა­ში” – თვი­თონ სა­თა­უ­რიც ამ­ჟ­ღავ­ნებს შელა­მა­ზე­ბის უარ­ყო­ფას, რაც მკა­ფი­ოდ გა­ნას­ხ­ვა­ვებს როს­ტომ ჩხე­ი­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ულ რო­მანს რე­ვაზ თვა­რა­ძის გან­თ­ქ­მუ­ლი წიგ­ნის­გან, რომ­ლის სა­თა­ურ­შიც ასე­ვე გამ­ჟ­ღავ­ნე­ბუ­ლია ავ­ტო­რი­სე­უ­ლი მრწამ­სი:

“ლე­გენ­და გა­ლაკ­ტი­ო­ნის ცხოვ­რე­ბი­სა”.

ამ ორ წიგნს შო­რის არ­სე­ბი­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა კი, რა თქმა უნ­და, გაცი­ლე­ბით სიღ­რ­მი­სე­უ­ლია. რე­ვაზ თვა­რა­ძემ, მი­სი­ვე სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, გა­ლაკ­ტი­ო­ნის ლექ­სე­ბი­დან გა­ხე­და გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­ტის ბიოგრაფი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფაქ­ტებ­სა და მოვ­ლე­ნებს და მი­სი სულის ბი­ოგ­რა­ფია წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა. შე­ლა­მა­ზე­ბას ამა­საც ვერ დავარქმევთ. უბ­რა­ლოდ, გე­ნი­ო­სი ლე­გენ­დურ სა­ბურ­ველ­ში და­ტო­ვა.

სა­თა­ურ­ზე ვთქვათ.

ძნე­ლია, მო­ი­ძებ­ნოს უფ­რო ხა­ტო­ვა­ნი, ღრმა და მრავ­ლის­მ­თ­ქ­მე­ლი, თუ გნე­ბავთ, უფ­რო ეფექ­ტუ­რი სა­თა­უ­რი, თუმ­ცა, მე, პი­რა­დად, მი­სი გაშლი­ლი ვა­რი­ან­ტი მირ­ჩევ­ნია: “კო­მი­კო­სის რო­ლი დიდ ეროვ­ნულ ტრაგედია­ში”.

აქ ყვე­ლა­ფე­რი დღე­სა­ვით ნა­თე­ლი და გა­სა­გე­ბია:

გა­ლაკ­ტი­ო­ნი კო­მი­კო­სი კი არ იყო, მან ეს რო­ლი მო­ირ­გო და ითამაშა. თა­ნაც ითა­მა­შა არა ყო­ფა­ში, არა­მედ დიდ ეროვ­ნულ ტრაგედიაში. მხო­ლოდ ამ­გ­ვა­რი გა­გე­ბით თუ და­ვე­თან­ხ­მე­ბი სა­უ­ბარს გალაკ­ტი­ო­ნის გაო­რე­ბა­ზე. თო­რემ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, გა­ლაკ­ტი­ონ­ზე უფ­რო მო­ნო­ლი­თუ­რი პიროვ­ნე­ბა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც მეგულება.

სხვაგ­ვა­რად, ამ ცნე­ბის ნი­კო­ლოზ მი­წიშ­ვი­ლი­სე­ულ გა­გე­ბას­თან მივალთ: “გა­ო­რე­ბუ­ლი კა­ცის ბე­დი მთავ­რ­დე­ბა მარ­ცხით”.

ეს კი გა­ლაკ­ტი­ონს სრუ­ლი­ად არ შე­ე­ფე­რე­ბა.

და­მარ­ცხე­ბუ­ლი გა­ლაკ­ტი­ო­ნი არ არ­სე­ბობს (“გზად დაღ­ლი­ლი არავის ვუ­ნა­ხი­ვარ”).

ამის გა­უ­თვა­ლის­წი­ნებ­ლად, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი აღარ იქ­ნე­ბო­და როს­ტომ ჩხე­ი­ძის მო­ნოგ­რა­ფი­ის დი­დე­ბუ­ლი ფი­ნა­ლი – მეც­ნი­ე­რუ­ლი ლო­გი­კი­სა და მწერ­ლუ­რი წარ­მო­სახ­ვის იშ­ვი­ა­თი ნა­ზა­ვი:

“და შე­ი­მარ­თე­ბო­და სარ­კ­მელ­ზე გა­ლაკ­ტი­ო­ნი ჩა­მა­ვა­ლი მზის ნათელში.

მი­წის­კენ?

ზე­ცის­კენ?

სიკ­ვ­დი­ლის კა­რის შე­სა­ღე­ბად?

ხელ­მე­ო­რედ და­სა­ბა­დებ­ლად?

რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო სიმ­შ­ვი­დე კი და­უფ­ლე­ბო­და მას, ვი­საც აქამ­დე ერთი დღეც არ ჰქო­ნია მშვი­დი, უსატ­კი­ვა­რო”.

აქ დას­მუ­ლი ოთხი შე­კითხ­ვის­გან, მხო­ლოდ მე­ოთხეს აქვს სწო­რი პა­სუ­ხი.

და რო­გორ უხ­დე­ბა ასეთ ფი­ნალს წიგ­ნის ბო­ლო­ში მი­წე­რი­ლი თარიღი:

როს­ტომ ჩხე­ი­ძეს მო­ნოგ­რა­ფია აღ­დ­გო­მას და­უმ­თავ­რე­ბია.

ისე­ვე, რო­გორც წიგ­ნის სა­თა­ურს ესა­და­გე­ბა გა­ლაკ­ტი­ო­ნი­ვით უცნაუ­რი ფაქ­ტი­დან და­ბა­დე­ბუ­ლი რეფ­რე­ნი – “დიპ­ლო­მი ეგ­დო მა­გი­და­ზე, დიპ­ლო­მი ეგ­დო…”

მარ­თ­ლაც რა უც­ნა­უ­რია: გა­ლაკ­ტი­ო­ნი რე­ჟი­სო­რის დიპ­ლო­მით.

არა­და, კო­მი­კო­სის ნიღ­ბით და­დი­ო­და. დი­დი ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­ის რე­ჟი­სო­რი კი სულ სხვა იყო.

და ამ “რე­ჟი­სორს” სუ­ლაც არ ეს­მო­და ის, რაც გა­ლაკ­ტი­ონს სტკიოდა.

“რე­ჟი­სო­რი” ვერ იგ­რ­ძ­ნობ­და, რომ “ამ ბნე­ლი ღა­მით, ვი­ღაც კვნე­სის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში”.

© “არილი

Facebook Comments Box