გურამ წიბახაშვილის ფოტო
რეზო გაბრიაძე. ჩიტო гк 49-54, ანუ ექიმი და ავადმყოფი. საშობაო მოთხრობა. “სანი”, 2003.
ამ მოთხრობის წერა თორმეტი წლის წინ დაუწყია ავტორს და ხუთ ქალაქს შორის “გამოკიდულს” დაუსრულებია მასზე მუშაობა. თან წერდა, თან კი რენს, ნამურს, ლონდონს, პარიზსა და ლოზანას შორის მიმოდიოდა. ამის მიუხედავად მწერალს არაფერი მიუთვისებია ამ ხუთი ქალაქისა და მოთხრობასაც მხოლოდ ერთი ქალაქის, ქუთაისის ხვავრიელი და სველი თოვლი ავსებს. ეს თოვლია ყველა ამ ევროპულ ქალაქს რომ ფარავს, ათანაბრებს და აქრობს. რჩება ერთი, ამ თოვლის ფიფქივით ნაზი მოგონება – ბავშვობიდან გამოყოლილი, ზღაპრული მოგონება შორეული, ტკბილი ქრისტეშობისა.
წიგნს სამი მთავარი გმირი ჰყავს, შესანიშნავი სამეული.
პირველი ჩიტოა – ადამიანი მანქანა, ოდესღაც ჩრდილოეთის ფლოტში რომ მსახურობდა, სუბმარინაზე და კვირაში ერთხელ “გულით დაწერილ წერილს” რომ უგზავნიდა საყვარელ ცისანას. ქუთაისში დაბრუნებულმა ჩიტომ თავის საუკეთესო მეგობართან, როლანდისთან ერთად ნახა ცისანა – ზიმ-მასკვიჩით გამოსრიალდნენ პედინსტიტუტიდან. ჩიტოს ფეხები მოეკვეთა, ჩაჯდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ამოქოქა თავისი წარმოსახვითი მანქანა და ბალახვნისკენ ჩაუხვია.
ამ ამბის მერე ჩიტო სულ აღმა-დაღმა დაადრიგინებდა თავის ჩიტო-პაბედას, “მძღოლები პატივს ცემდნენ, გზას უთმობდნენ, 1 მაისს აბგონზედაც უშვებდნენ… თბილისის მატარებლის მოსვლისას ჩადგებოდა ზადნით ტაქსებში ვაგზლის მოედანზე და ისე იმნაირად გააღებდა კარს და ისე იმნაირად გადმოვიდოდა მანქანიდან, რომ იფიქრებდი, ეგების მართლა დგას აქ მანქანა და მე ვერ ვხედავო”. ჩიტოს ვერც დედისა და მეზობლების ცრემლის ღვრამ უშველა, ვერც მკითხავებმა და ვერც ჩვენი სამეულის მეორე წევრმა, ექიმმა იაკობმა, ანუ ბატონმა იაშამ, ვისაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრება გამოძახებად ექცა – ხან არაუშავს ადგილებში და ხანაც გადასაკარგავში; და ვინაც პაციენტების “წყალობით” “ხახვის სუნსაც ვერ აყენებს ოჯახში შობაზე”. მესამე გმირი კი ერმონიაა, ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი “ქუთეისელი” ანგელოზი რეზო გაბრიაძის წინა წიგნიდან.
ამბავს კი ავტორი ასე იწყებს: ბატონ იაშასთან ჩიტო-პაბედა მიდის და თორმეტი გამოძახებით გათანგულ ექიმს კიდევ ერთგან ექაჩება. ჩასვამს თავის პაბედაში – სჩასტლივი ნომრით гк 49-54 – დაქოქავს და “წეიყვანს” ექიმს “საცხა”, გადაკარგულში. აქედან მოყოლებული ყველაზე ფხიზელს და რაციონალურს რომ ეძახიან, ისეთი მკითხველიც კი ამ ფანტასტიკურ მცირე თავგადასავალში ერთვება, ყველაფერს ვიჯერებთ, ყველაფერს ვენდობით და ავტორიც ისე იმნაირად გვაჩვენებს და გვასმენინებს ჩიტო-პაბედას წარმოსახვით “დრმ-დრმ”-ს, რომ თავად რეზო გაბრიაძეც ამ სიზმარეული სამების მეოთხე წევრად შეგვიძლია აღვიქვათ.
ნაწარმოებს მთლიანად ჩიტოს წარმოსახვა განსაზღვრავს – მის სტრუქტურასაც და ესთეტიკასაც – იმდენად, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ავტორის ხმაც ამ “გლახაობას” უერთდება. ყოველ შემთხვევაში, წერის რეზო გაბრიაძესეული, განუმეორებელი მანერა არც დროს გვიტოვებს და არც სივრცეს, იმისთვის, რათა სერიოზულად ჩავუფიქრდეთ ამ კაცის ბედს, რეალობად აღვიქვათ მისი ავადმყოფობა, რადგანაც სწორედ ამაში, სევდის ასეთ გაელვებებშია (რომელიც მთლიანად გამსჭვალავს წიგნს) ჩვენი ავტორისა და ზოგადად, პოეტური პროზის ეშხი და ლაზათი.
ჩიტო ხან დვორნიკებს ამუშავებს, ხანაც რადიოს უწევს და გული უკვდება მშრომელთა თხოვნით გადმოცემულ სიმღერებზე. ხან ბრჭყვიალა შარიკით რთავს სიჩქარეში და იქვე შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონიასაც (!!!) აყოლებს ხმას (შოსტაკოვიჩის “გულობიზა” ერთხელ კინაღამ მოუკლავთ კუპრავას ქელეხში) და ეს ყველაფერი თავისი გაუთავებელი დრმ-დრმ-ის ფონზე. ჩიტოს ამგვარი საქციელი ექიმს იმასაც ათქმევინებს, გიჟს როგორ ჩავუჯექი მანქანაშიო და იქვე დასძენს: “ხომ მათქმევია მაინც, რომ მანქანაში ვზივარ!”- ო. ერთი სიტყვით, ყველა ჩიტოიანურ, წარმოსახვით ფერხულში ებმება და ამ ყველას არც ავტორი ჩამორჩება. მართალია ექიმი, ბატონი იაშა ერთხელ აღიმაღლებს ხმას (“მანქანა თუ ხარ, სადაა შენი ბორბალი! ეს დამკრატი არაა! ეს თავია! უტვინო თავი! არ ხარ შენ პაბედა! არც ერთი მანქანა არ ხარ შენ! გიჟი ხარ! გიჟი!”) და წამოარტყამს კიდეც ჩიტოს, მაგრამ სამაგიეროდ, ცოტა ხანში თავად დაემართება ისეთი რამ, რაც მეორე პლანზე გადაიტანს ჩიტოს “სუნელურ” საქციელს. ეს მერე მოხდება, როცა დასველებული, დაგლახავებული და დამონავებული, ნაცემი ჩიტო ბებერს დაემსგავსება, “ფართოდ დამდგარი თვალებიდან” ორ ნაკადად წამოუვა ცრემლი და სადარბაზოდან გავარდნილს ქარი წაიღებს წუილით.
აქ უკვე მეორე თავი იწყება, წიგნის ყველაზე ლირიული და სევდიანი ნაწილი სახელად “დაუვიწყარი ტანგო”.
წარმოიდგინეთ, ჩიტოს “დატუქსვის” შემდეგ ექიმი დაეცემა და სადღაც ჩასრიალდება. როცა დარწმუნდება რომ ცოცხალია, წამოდგება (“ხელებით აჰყვება იქვე მდგარ ტანად ხეს”), თეთრად განათებულ “მოღუნულ ბილიკს” გაუყვება და სასაფლაოზე აღმოჩნდება. მის თვალწინ “პატარა, გულისმომკვლელად ნაცნობი, ღარიბი საფლავი დაიდგა ჩუმად და ნაზად”. ეს მისი ცოლის საფლავია, საბრალო ნუნუსი, ვინაც ყველაფერი კარგი, რაც იყო, თან წაიღო რკინიგზის საავადმყოფოდან, მეშვიდე პალატიდან. სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი გაელვება, უფრო სწორად კი ქროლვა სევდისა, რომელშიც ექიმის გარდა მისი გარდაცვლილი მეუღლეც მონაწილეობს. ნუნუს იაშას “ყიყლიყო” შეძახილები გამოიხმობს, მის მოწოდებას გამოჰყვება (“სადა ხარ, სად?! მომენატრე!”, “ძვლებში შედის სევდა, ნუნუ! ჩემო ნუნუ!”)… და “ნელ-ნელა, ძალიან ნელა, ძელქვის უკნიდან დამცინავი ღიმილით გამოვიდა ნუნუ. პატარა, ნაზი ქალი თლილი ფეხებით. მკრთალი ცისფერი კრებდეშინის კაბა ეცვა ვიტოჩკებით, ოდნავ ყვითელი ქამრით, ასეთივე ვიწრო ზოლით ქვეიდან. პატარა ატმისფერი რომბიკებით”. ნახეთ, როგორი კონკრეტიკაა! (თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ლიტერატურაში, იდუმალისა და შორეულის სწორედ ამგვარი დაკონკრეტება მიზიდავს ხოლმე ყველაზე მეტად) და ამ გამოსვლას კიდევ უფრო დეტალიზებული ტანგო მოჰყვება, ცეცხლოვანი, “ელვასავით ტეხილი, სიკვდილივით ულმობელი ტანგო!”, სადაც ისე ერთვება კარგი მკითხველი, რომ ვერც კი ამჩნევს ავტორის “ულმობელ” შენიშვნას: “ასეთი ტანგო იცეკვა ექიმმა იმ მცირე დროში, რომელსაც ვერც ძილს და ვერც ჩათვლემას ვერ დაარქმევდი.”
კარგი ლიტერატურა ყოველთვის ძილ-ღვიძილის ზღვარზე გამყოფებს, ნისლოვანს ხდის სიტყვიერ გამოსახულებას და მას მხოლოდ ავტორის ფიქრთა ქროლვა თუ გააანკარებს ხოლმე. ასეთი ანკარა და საჩინოა რეზო გაბრიაძის მიძღვნა, წიგნს რომ ასრულებს. მასში უკვე მკაფიოდ ისმის ავტორის ხმა, თავის მეზობლებს, ექიმებს, გიორგი ლორთქიფანიძესა და გიორგი გელოვანს რომ იხსენებს, იხსენებს თავის დას, “თითქმის ნახევარი საუკუნე რომ უძღვნა ამ საქმეს”, მშობლიურ ქალაქს, რომლის სიყვარულიც მუდამ თან დაჰყვებოდა. ავტორი ჩვენს ულმობელ დროსაც შეეხება. უპატივცემულობით, უთანხმოებითა და “გაყრა-განშორებით” აღვსილ ურწმუნო დროს და ჩვენი წინაპრების წესსაც გვახსენებს, შობას და აღდგომას პატიებას რომ თხოვდნენ ერთმანეთს.
ზემოთ სევდის გაელვებები ვახსენე. როგორც გითხარით, ეს მოთხრობა სავსეა ასეთი გაელვებებით და ამგვარი ქროლვა მანამ გრძელდება, სანამ წიგნის ბოლოს მოკრძალებული საშობაო სუფრა არ გაიშლება და სანამ გამთენიისას, ზარების ხმით განწმენდილი და განათლული ჰაერი არ წამოუბერავს მკითხველისკენ. განთიადი და მკითხველი, აქ, შემთხვევით როდი დავამეზობლე. ამ წიგნზე თავჩახრილ კარგ მკითხველს მართლა დაათენდება თავზე და თოვლიან ქარში “გადაგდებული” გმირებივით, იქნებ ჩვენც მივაგნოთ ჩვენს პატარ-პატარა ჭეშმარიტებებს. ასეთ ჭეშმარიტებაში კი იმ ციცქნა, ლამის უხილავ სიბრძნეს ვგულისხმობ, რომელიც რეზო გაბრიაძის წერის ხელოვნებას უდევს საფუძვლად.

© “წიგნები – 24 საათი”
Facebook Comments Box