“Indignation”
ფილიპ როთი
“სიბრაზე”
256 გვ, Houghton Mifflin
William Sutcliffe
“Whatever Makes You Happy”
უილიამ სატკლიფი
“რაც კი გაბედნიერებს”
304 გვ, Bloomsbury
უილიამ სატკლიფი სასიყვარულო ექვსკუთხედზე გვიამბობს, რომელშიც, არც მეტი, არც ნაკლები – დედები და შვილები არიან გარეულნი. დანიელი, პოლი და მეთი, 30 წლამდე ახალგაზრდები, ბავშვობიდან ერთად იზრდებიან, და მათი მშობლებც უკვე დიდი ხანია, მეგობრობენ. თუმცა, დედებს უჭირთ იმის გაგება, რომ ბიჭები კარგა ხანია აღარ არიან ბავშვები, რომ დროთა განმავლობაში მათი გაუცხოება მშობლებთან – ეს კანონზომიერია. “რაც კი გაბედნიერებს” სატკლიფის მეხუთე რომანია. თაობებს შორის ფსიქოლოგიური პრობლემები, ლონდონში ცხოვრების ყოველდღიურობა და მოქნილი იუმორი – მწერლის სავიზიტო ბარათია.
Paul Auster
„Man in the Dark“
პოლ ოსტერი
„კაცი სიბნელეში“
„Der Turm“
უვე ტელკამპი
„სასახლე“
972გვ, Suhrkamp
საუბრები ლიტერატურაზე, კლასიკური მუსიკა, ინტელექტუალური თემების ირგვლივ აზრების გაცვლა-გამოცვლა – ეს ის ცხოვრებაა, რომელიც დრეზდენის მოქალაქეების არისტოკრატულ ნაწილს ერთ მშვენიერ დღეს თავზე ენგრევათ. როდესაც ქალაქში კრიზისი იწყება, საზოგადოების წინაშე დილემაა – მოიქცნენ ადეკვატურად და თვითგადარჩენაზე იზრუნონ, თუ ეს ყველაფერი დროებით ღამეულ კოშმარად ჩათვალონ და გამოფხიზლებას დაელოდნონ. უვე ტელკამპის ახალი რომანი სოციალისტური წყობის ნგრევაზე, სოციუმის ფსიქოლოგიურ ძვრებზე გვიამბობს. მწერალი 2004 წლის ინგებორგ ბახმანის პრემიის ლაურეატია.
Irvine Welsh
“Crime”ირვინ უელში
“დანაშაული”
320გვ, Jonathan Cape
“Ce Que le Jour Doit a la Nuit”
იასმინა ჰადრა
“დღე ღამის როლში‘‘
413გვ, Julliard
ალჟირელი გოგონა, იანესი, მხოლოდ ცხრა წლის იყო, როდესაც მამამ განათლების მისაღებად საფრანგეთში მცხოვრებ მდიდარ ფარმაცევტ ბიძას მიაბარა. მართალია, თავიდან გოგონას გაუჭირდა უცხო გარემოსთან ადაპტაცია, მაგრამ ასაკთან ერთად გამოცდილება, გარეგნული სილამაზე და მომხიბვლელობაც მოემატა, თაყვანისმცემლებიც შეიძინა და, ერთი შეხედვით, ბედნიერად გრძნობდა თავს. თუმცა, მაინც ვერ შეძლო, ბოლომდე დაევიწყებინა მშობლიური ქალაქი, რომლის მოგონებას ხანდახან ცრემლებამდეც მიჰყავდა ხოლმე. ფრანგულენოვანი ალჟირელი მწერლის, იასმინა ჰადრას რომანები მსოფლიოს 14 ენაზეა ნათარგმნი, ჰადრა 20-მდე წიგნის ავტორი და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია.