გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მოთხრობების კრებული „ვილაპარაკოთ“ 33 ამბავი აფხაზეთზე
ეს წიგნი იმ ამბებზეა, რომლებიც ომზე უფრო ბევრს ჰყვებიან, ვიდრე მშვიდობაზე!
ეს წიგნი იმ მშობლებზეა, რომელთა შვილებიც ომმა იმსხვერპლა, მერე კი თვითონ შეეწირნენ გარდაცვლილ შვილებს!
ეს წიგნი იმ ბავშვებზეა, რომლებიც ერთ საათში ან ერთ დღეში გაზარდა ომმა, ხოლო გაზრდილებს სამუდამოდ მიუსაჯა ბავშვის თვალები!
ეს წიგნი იმ ჭრილობებზეა, რომლებსაც ომი აჩენს, მაგრამ რომელთა მოშუშებაც მშვიდობას შეუძლია!
რომ უკვე დროა, ვილაპარაკოთ, ეს წიგნი იმაზეა!“
ავტორები: ნაირა გელაშვილი, გურამ ოდიშარია, ირაკლი სამსონაძე, ვახტანგ კომახიძე, თამრი ფხაკაძე, ბექა ქურხული, ნინო გუგეშაშვილი, დათო ქარდავა, ირაკლი კაკაბაძე, კობა ცხაკაია, ირაკლი ლომოური, ნინო სადღობელაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ილია ჭანტურია, მანანა მენაბდე, გელა ჩქვანავა, დათო ტურაშვილი, კოტე ჯანდიერი, მარინა ელბაქიძე, რეზო თაბუკაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, შორენა ლებანიძე, ბესო პაპასქუა, ნანა აკობიძე, ლადო კილასონია, მანანა დუმბაძე, ანდრო ბუაჩიძე, მარიანა ნანობაშვილი, ბესო ხვედელიძე, თეა თოფურია, ირმა მალაციძე, ბესო სოლომანაშვილი, მაკა მიქელაძე
პროექტის ავტორი: ირაკლი შამათავა
რედაქტორები: ინა არჩუაშვილი, ირაკლი შამათავა
პროექტის კონსულტანტი: ირმა ბერიძე
მხატვარ–ილუსტრატორი: მამუკა ტყეშელაშვილი
დიზაინერი: თამაზ ჩხაიძე