”Mon petit mari”
Pascal Bruckner
”ჩემი პატარა ქმარი”
პასკალ ბრუკნერი
213 გვ. Grasset & Fasquelle
Pascal Bruckner
”ჩემი პატარა ქმარი”
პასკალ ბრუკნერი
213 გვ. Grasset & Fasquelle
ლეონი ახალგაზრდა ექიმია. მას გონების დაკარგვამდე უყვარს სოლანჟი _ თავისზე ბევრად დიდი და ფერხორციანი ქალი, და ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ გარშემო გავრცელებული ჭორების, ქილიკისა და დაცინვის მიუხედავად ქორწინდება მასზე. დროა, საკუთარი თავმოყვარეობა და თვითშეფასება გაიმყაროს ლეონმა, დიახაც, ის სხვებისგან გამორჩეულია, და სხვებსაც, უნდათ-არ უნდათ, პატივი უნდა სცენ მის გადაწყვეტილებებს. თუმცა, პირველი შვილის გაჩენის შემდეგ ქმარს უცნაური რაღაც ემართება: ეჩვენება, თითქოს სოლანჟი კიდევ უფრო გაიზარდა, ზომაში მოიმატა, ხოლო თვითონ კი დღითიდღე პატარავდება. პასკალ ბრუკნერის ახალი რომანი ”ჩემი პატარა ქმარი” სიყვარულის, ოჯახური ურთიერთობების სევდიანი იგავია, რომელსაც ავტორი დამახასიათებელი ირონიით აზავებს.
”Matter” Iain M Banks
”მატერია”
იენ მ. ბენკსი593გვ Orbit
”მატერია”
იენ მ. ბენკსი593გვ Orbit
ტექნოლოგიების ანარქო-კომუნისტური და ინტერგალაქტიკური ცივილიზაცია სწორედ ის საუკეთესო გარემოა, რომელიც აქამდე შოტლანდიელი მწერლის, იენ ბენკსის ცნობილ ნოველებს საასპარეზო არენად ემსახურებოდა. თუ ადრინდელი ნაწარმოებები თანამედროვე გეოპოლიტიკურ მოვლენებს მხოლოდ ბუნდოვნად და ალეგორიულად ასახავდა, ახლა უკვე ”მატერიაში” მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციების წარმომადგენლები ერთმანეთს ეკამათებიან და ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის ეთიკის საკითხებს განიხილავენ. ბენკსი რვა წლის განმავლობაში წერდა რომანს, და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულბსაც წინ საინტერესო საკითხავი ელით.
”Der letzte Weynfeldt”
Martin Suter
”უკანასკნელი ვეინფელდტი”
მარინ სუტერი
272გვ, Diogenes
მარტინ სუტერი თანამედროვე შვეიცარიელი მწერალია და გერმანულენოვან ლიტერატურულ სივრცეში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი დღემდე 20-მდე წიგნის ავტორია და სხვადასხვა ლიტერატურული პრემიებითაა დაჯილდოებული. ამჯერად მკითხველს მისი ახალი რომანის გაცნობის საშუალება ეძლევა, სადაც სუტერი 50 წლის ხელოვნებათმცოდნეზე, ადრიან ვეინფელდტზე გვიამბობს. ვეინფელდტი გაორებულია – მას თითქმის არა ჰყავს თავისი ასაკის მეგობრები. მის გარშემო ან ახალგაზრდები ირევიან, რომლებსაც ხელოვნებათმცოდნის ორიგინალური და უჩვეულო ხასიათი ხიბლავთ, ან კიდევ ბევრად უფროსი ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მისი მშობლების მეგობრები იყვნენ.
”His Illegal Self”
Peter Carey
“არალეგალური ”მე”
პიტერ კერი
300გვ. Faber
Peter Carey
“არალეგალური ”მე”
პიტერ კერი
300გვ. Faber
პიტერ კერის ახალი რომანში მთხრობელი თავიდან მთავარ გმირს, უბრალოდ, როგორც ბიჭს, ისე მოიხსენიებს. თუმცა კი, მისი სახელი დიდი ხნის მანძილზე არ რჩება საიდუმლოდ, და მკითხველიც მალე გაიგებს, როგორ გახდა ბიჭი ჩე სელკერკი. მანამდე კი ჩეს შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ მას ბებია ფიბი ზრდის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 7 წლის მოზარდმა თავისი ცნობილი მშობლების შესახებ სადმე ინფორმაციას არ მოკრას თვალი და ყური. ”არალეგალური ”მე” ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის ბოლო რომანია. ავტორი ბუკერის პრემიის ორგზის ლაურეატია რომანებით ”Oscar and Lucinda” (1988) და ”True History of the Kelly Gang” (2001).
”The Second Plane: September 11, 2001-2007 ”Martin Amis
”მეორე თვითმფრინავი: 11 სექტემბერი, 2001-2007.”
მარტინ ამისი224გვ, Jonathan Cape
”მეორე თვითმფრინავი: 11 სექტემბერი, 2001-2007.”
მარტინ ამისი224გვ, Jonathan Cape
11 სექტემბრის ტრაგედია დღემდე არაერთი მწერლის ყურადღების ობიექტად იქცა. როგორც ჩანს, წლების მერეც არ კარგავს აქტულობას მსოფლიოს ეს შემზარავი მოვლენა, და ამჯერად 11 სექტემბრის ტრაგედიას ინგლისელი ავტორის, მარტინ ამისის მორიგი წიგნი მიეძღვნა. თუ გაზეთების მკითხველებმა ბოლო ორი თვის მანძილზე უკვე მოისაკლისეთ სტატიები პოპულარული მწერლის პოლიტიკური პოზიციისა და გამოხატვის ფორმების შესახებ, ახლა მისივე თვალსაზრისსა და შეხედულებებს 2001-2007 წლების პოლიტიკური ცხოვრების ფონზე წიგნიდან ”მეორე თვითმფრინავი” შეიტყობთ.
”Gulf Music”
Robert Pinsky
”ზღვის ყურის მუსიკა”
რობერტ პინსკი
83 გვ Farrar, Straus & Giroux.
Robert Pinsky
”ზღვის ყურის მუსიკა”
რობერტ პინსკი
83 გვ Farrar, Straus & Giroux.
რობერტ პინსკი უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც საკმაოდ საინტერესო და სხვებისგან გამორჩეული ლექსების ავტორია, თუმცა ფართო აუდიტორია მას უფრო როგორც კრიტიკოსს და ესეისტს იცნობს. განსაკუთრებით კი ცნობილია იგი ლიტერატურის სფეროში პოეზიის განვითარებისათვის გაწეული საქმიანობით. თუ პინსკის საზოგადოებრივ მოღვაწეობას გავიხსენებთ და მას სხვა პოეტებს შევადარებთ, ძნელი იქნება მეორეს პოვნა, რომელსაც ამდენი გაეკეთებინოს პოეზიის საკეთილდღეოდ. ”ზღვის ყურის მუსიკა” პინსკის მეშვიდე კრებულია, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს, რომ საქმე გვაქვს არა მარტო საზოგადო მოღვაწესთან, არამედ დიდ პოეტთანაც.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box