• პროზა (თარგმანი)

    ლუი-ფერ­დი­ნანდ სე­ლი­ნი

    მოგ­ზა­უ­რო­ბა ღა­მის კი­დე­ზე

    ფრაგ­მენ­ტი რო­მა­ნი­დან

    ფრანგულიდან თარგმნა ლალი ლალიაშვილმა

    ბა­ღის სიღ­რ­მე­ში, დე­დაბ­რის ქოხ­მა­ხის ირგ­ვ­ლივ ძვე­ლი ცოცხე­ბი­სა და დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი სა­ქათ­მე გა­ლი­ე­ბის გრო­ვა იდ­გა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ირგ­ვ­ლივ აღ­მარ­თუ­ლი შე­ნო­ბე­ბის ჩრდილ­ქ­ვეშ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. დე­და­ბე­რი თა­ვის ბუ­ნა­გი­დან არ­ა­სო­დეს გა­მო­დი­ო­და. მის­თ­ვის საკ­ვე­ბის მო­წო­დე­ბაც კი მთე­ლი ამ­ბა­ვი იყო. შინ სა­კუ­თარ შვილ­საც არ უშ­ვებ­და, ეშ­ი­ნო­და მკვლე­ლე­ბი­სა და მძარ­ც­ვე­ლე­ბის.

    რძალ­მა ახ­ლა სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ნა­ხა ოჯ­ა­ხის ეკ­ო­ნო­მი­კის გა­სამ­ყა­რებ­ლად და ქმარს კბი­ლი მო­უ­სინ­ჯა, ურ­ი­გო არ იქ­ნე­ბო­და დე­და სენ-ვენ­სე­ნის მოწყა­ლე­ბის დებ­თან მიგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა, ის­ი­ნი ხომ სწო­რედ ას­ეთ უს­აშ­ვე­ლო მო­ხუ­ცებს ეფ­ოფ­რე­ბი­ა­ნო. ქმა­რი დუმ­და. მთე­ლი მი­სი არ­სე­ბა იმ შე­უ­ნე­ლე­ბელ გუ­გუნს მო­ეც­ვა, ყურ­ში რომ ედ­გა. “არ მა­ძი­ნებს ეს გრუ­ხუ­ნი”, – ჩა­ი­ლა­პა­რა­კა თა­ვის­თ­ვის. მარ­თ­ლაც ძილს ვერ იკ­ა­რებ­და, გუ­ლის­ყუ­რით უს­მენ­და საყ­ვი­რის, დაფ­და­ფი­სა და ორ­კეს­ტ­რის ხმებს… დღე­ცა და ღა­მეც ამ ყო­ფა­ში იყო. ხმა­ურს ვერ იშ­ო­რებ­და თა­ვი­დან.

    თუმ­ცა თან­და­თან, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამ ახ­ალ ჭირ­საც შე­ეჩ­ვია და სენ-უენ­ის ბა­ზარ­საც კი მი­ა­კითხა ცოლ­თან ერ­თად. ეს ბა­ზა­რი ყვე­ლა­ზე იაფ ბაზ­რად ითვ­ლე­ბო­და იმ მი­და­მო­ებ­ში. ცოლ-ქმა­რი დი­ლი­დან გა­დი­ო­და და მთელ დღეს იქ ატ­ა­რებ­და. ეს დრო იმ­ის­თ­ვის იყო სა­ჭი­რო, რომ გათ­ვ­ლე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და ფა­სებ­ზე მო­ე­ლა­პა­რა­კათ, სცოდ­ნო­დათ, რა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და ფუ­ლის და­ზოგ­ვა… და­ღა­მე­ბი­სას, რო­ცა ქუ­ჩა წყნარ­დე­ბო­და, ან­რუ­ებს მძარ­ც­ვე­ლე­ბი­სა და მკვლე­ლე­ბის ში­ში იპყ­რობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით – ქალს. კა­ცი კი სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი, თა­ვის გრუ­ხუნს უბ­რუნ­დე­ბო­და.

    – “ასე რო­გორ და­ვი­ძი­ნებ! – გან­გებ ხმა­მაღ­ლა იმ­ე­ო­რებ­და, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი პა­ნი­კა­ში ჩა­ეგ­დო. “ვერც კი წარ­მო­იდ­გენ!..” – ეუბ­ნე­ბო­და ცოლს.

    ცოლს კი არც უც­დია გა­ე­გო რას ლა­პა­რა­კობ­და ქმა­რი და ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ყუ­რებ­მა აგ­რე­რი­გად შე­ა­წუ­ხოს ად­ა­მი­ა­ნი.

    – “ეგ არ­ა­ფე­რია! ყუ­რი და­მიგ­დე, ჯო­ბია დე­დას მივ­ხე­დოთ. რა­მე უნ­და ვი­ღო­ნოთ, ხომ ხე­დავ, ცხოვ­რე­ბა დღი­თი დღე ძვირ­დე­ბა, დე­დაბ­რის შე­ნახ­ვა კი­დევ უფ­რო გა­ჭირ­დე­ბა… ნამ­დ­ვი­ლი ინ­ფექ­ცი­ის ბუ­დეა მი­სი საცხოვ­რე­ბე­ლი!..”

    ერ­თა­დერ­თი სტუ­მა­რი, ან­რუ­ე­ბი რომ იღ­ებ­დ­ნენ, მო­სამ­სა­ხუ­რე ქა­ლი იყო. ქა­ლი კვი­რა­ში სამ­ჯერ და­დი­ო­და მათ­თან. მო­სამ­სა­ხუ­რე სა­წო­ლის და­ლა­გე­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბო­და ქ-ნ ან­რუ­ის და ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლე­ი­ბის ყო­ველ გა­დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ქ-ნი ან­რუი რაც შე­ეძ­ლო ხმა­მაღ­ლა აც­ხა­დებ­და: “არ­ა­სო­დეს ვა­ჩე­რებთ ფულს სახ­ლ­ში”, იმ ან­გა­რი­შით, რომ მო­სამ­სა­ხუ­რე მის სიტყ­ვებს ყველ­გან და ყო­ველ­თ­ვის გა­ი­მე­ო­რებ­და. ამ­ით თავს იზღ­ვევ­და მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­ქურ­დ­ვი­სა და მკვლე­ლო­ბი­სა­გან.

    მა­ნამ ცო­ლი და ქმა­რი თა­ვის ოთ­ახ­ში ავ­ი­დოდ­ნენ, სა­გულ­და­გუ­ლოდ კე­ტავ­დ­ნენ ყვე­ლა გა­სას­ვ­ლელს, თან ერთ­მა­ნეთს ამ­ოწ­მებ­დ­ნენ. ბა­ღის სიღ­რ­მე­ში დე­დაბ­რის ქოხ­საც შე­ავ­ლებ­დ­ნენ თვალს, ენ­თო თუ არა ლამ­ფა, რაც ნი­შა­ნი იყო იმ­ი­სა, რომ ცოცხა­ლია. ის ხომ არ­ა­სო­დეს აქ­რობ­და ლამ­ფას. ზეთ­საც ხომ უმ­ოწყა­ლოდ ხარ­ჯავ­და. მკვლე­ლე­ბის ეშ­ი­ნო­და, ეშ­ი­ნო­და შვი­ლე­ბი­საც. ოცი წლის მან­ძილ­ზე, ზამ­თა­რი იყო თუ ზაფხუ­ლი, არ­ა­სო­დეს გა­უ­ღია ფან­ჯა­რა და არც ლამ­ფა ჩა­უქ­რია.

    დე­დაბ­რის მწირ პენ­სი­ას ვა­ჟიშ­ვი­ლი გა­ნა­გებ­და და მის შე­ნახ­ვას ახ­მარ­და. საჭ­მელს კა­რებ­თან უტ­ო­ვებ­დ­ნენ. ფულს უზ­ო­გავ­დ­ნენ. თით­ქოს არ­ა­ფე­რი უჭ­ირ­და, მაგ­რამ სულ წუ­წუ­ნებ­და. კა­რე­ბი­დან ილ­ან­ძღე­ბო­და თუ მის სო­როს ვინ­მე მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და. “გა­ნა ჩე­მი ბრა­ლია, რომ ბერ­დე­ბით დე­დი­ლო, – სცა­და გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა რძალ­მა, – სნე­უ­ლე­ბა მოგ­ძა­ლე­ბი­ათ, რო­გორც ყვე­ლა ას­ა­კო­ვანს…”

    – “ას­ა­კო­ვა­ნი თა­ვი გა­ბია! არ­ამ­ზა­დავ! კახ­პავ! სწო­რედ შენ მდებ მაგ ბინ­ძუ­რი ტყუ­ი­ლე­ბით სა­მა­რე­ში!..”

    დე­და­ბე­რი გა­ხე­ლე­ბუ­ლი უარ­ყოფ­და თა­ვის ხნო­ვა­ნე­ბას… უარ­ყოფ­და ყვე­ლა­ფერს, რაც მი­სი ქო­ხის მიღ­მა ხდე­ბო­და. მას­თან შე­რი­გე­ბი­სა თუ მი­ახ­ლო­ე­ბის ყვე­ლა ცდა ამაო იყო. ეგ­ო­ნა, კარს თუ გა­ა­ღებ­და, ავ­სუ­ლე­ბი შე­მო­ეჭ­რე­ბოდ­ნენ, შე­იპყ­რობ­დ­ნენ და ბო­ლოს მო­უ­ღებ­დ­ნენ.

    – “გა­თახ­სი­რე­ბუ­ლე­ბო, – გაჰ­ყ­ვი­რო­და დე­და ან­რუი, – თვა­ლე­ბი ყველ­გან გა­მო­გის­ხი­ათ და პი­რე­ბი ჭი­პამ­დე და­გიფხ­რე­წი­ათ, რომ მხო­ლოდ ტყუ­ი­ლი რო­შოთ… ეს­ე­თე­ბი ხართ ყვე­ლა…”

    ის ტამ­პ­ლის ბა­ზარ­ში ნას­წავ­ლი ენ­ით მეტყ­ვე­ლებ­და, სა­დაც პა­ტარ­ქა­ლო­ბა­ში დე­დას­თან ერ­თად ძველ­მა­ნე­ბით ვაჭ­რობ­და. იგი იმ მდა­ბი­ო­თა ფე­ნას ეკ­უთ­ვ­ნო­და, რო­მე­ლიც არ უფრ­თხის სი­ბე­რის მო­ახ­ლო­ე­ბას.

    – “თუ ჩემს ფულს არ მომ­ცემ, სა­მუ­შა­ოდ გა­ვალ! გას­ძა­ხო­და რძალს, – გეს­მის წუ­პა­კო? სა­მუ­შა­ოდ გა­ვალ!”

    – “ძა­ლა რო აღ­არ შეგ­წევთ დე­დი­ლო!”

    – “ვის არ შეს­წევს ძა­ლა! შე­მო­ეთ­რიე ერ­თი ამ სო­რო­ში, მა­შინ გიჩ­ვე­ნებ ყო­ფის ჭა­მას!”

    და ცოლ-ქმა­რიც გა­ე­რი­დე­ბო­და ხოლ­მე მის თავ­შე­სა­ფარს.

    ეტ­ყო­ბა ან­რუ­ებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­დათ, რა­დაც უნ­და დას­ჯ­დო­მო­დათ, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ჩემ­თ­ვის დე­და­ბე­რი, და ამ­ი­ტო­მაც მი­მიწ­ვი­ეს. მაგ­რამ იმ­ი­სათ­ვის, რომ ჩე­მი ვი­ზი­ტი შემ­დ­გა­რი­ყო, სა­ჭი­რო შე­იქ­ნა მთე­ლი რი­გი ხრი­კე­ბის მოხ­მო­ბა. კარ­გად ის­იც არ მეს­მო­და, რას ელ­ოდ­ნენ ჩემ­გან.

    რო­გორც ჩანს, ბაბ­რის დე­ი­დამ, კონ­სი­ერ­ჟ­მა, შთა­ა­გო­ნა მათ, რომ წყნა­რი, თა­ვა­ზი­ა­ნი, და­უ­ზა­რე­ლი ექ­ი­მი ვი­ყა­ვი… ცოლ-ქმარს აინ­ტე­რე­სებ­და, შე­მეძ­ლო თუ არა მო­ხუ­ცის მორ­ჯუ­ლე­ბა მხო­ლოდ წამ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით… თუმ­ცა ერ­ჩივ­ნათ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რძალს, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ფსი­ქი­ატ­რი­ულ ჰოს­პი­ტალ­ში გა­მემ­წე­სე­ბი­ნა…

    მთე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვა­კა­კუ­ნეთ, ბო­ლოს კა­რი გა­ი­ღო და მო­ხუ­ციც გა­მოჩ­ნ­და. გამ­ხ­მა­რი, გა­ნაც­რის­ფე­რე­ბუ­ლი ლო­ყე­ბის ზე­მოთ მო­ვარ­დის­ფ­რო ქუ­თუ­თო­ე­ბი­დან ცოცხა­ლი თვა­ლე­ბი მოგ­ჩე­რე­ბო­და. გა­ფო­რი­ა­ქებ­და მი­სი შე­მო­ხედ­ვა, ყვე­ლა­ფერს გა­ვიწყებ­და იმ ხა­ლი­სის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, მის­და­უ­ნე­ბუ­რად რომ გა­მოკ­რ­თო­და თვა­ლე­ბი­დან, და ინს­ტინ­ქ­ტუ­რად ცდი­ლობ­დი ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბა დიდ­ხანს შეგ­რ­ჩე­ნო­და.

    იყ­უ­რე­ბო­და და აც­ოცხ­ლებ­და ირგ­ვ­ლივ წყვდი­ადს ყმაწ­ვი­ლუ­რი ხა­ლი­სით. ოდ­ნა­ვი, მაგ­რამ უტ­ყუ­ა­რი გა­ტა­ცე­ბით, რი­სი უნ­ა­რიც ჩვენ დღეს უკ­ვე აღ­არ გაგ­ვაჩ­ნ­და. გაბ­ზა­რუ­ლი ხმით ილ­ან­ძღე­ბო­და, მაგ­რამ, რო­გორც კი იწ­ყებ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ლა­პა­რაკს, ხმა ეწ­მინ­დე­ბო­და. ცოცხ­ლ­დე­ბოდ­ნენ აზ­რე­ბი და ფრა­ზე­ბი და ისე ეწ­ყო­ბოდ­ნენ, თით­ქოს­და ჯი­რი­თით მოჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს. ახ­ლაც ის­ე­ვე გა­მოს­დი­ო­და სა­უბ­რი­სა და სიმ­ღე­რის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა, რო­გორც იმ ხა­ნად, რო­ცა იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვი იყო ასე მეტყ­ვე­ლე­ბა, რომ ვი­საც ეს ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად არ შე­ეძ­ლო, ხეპ­რედ და შტე­რად ითვ­ლე­ბო­და.

    მო­ხუ­ცი ახ­ლა­და­მოყ­რი­ლი ტო­ტე­ბით შე­მო­სულ ბე­ბერ ხეს ჰგავ­და. მხი­ა­რუ­ლი იყო დე­და­ბე­რი; უკ­მა­ყო­ფი­ლო და ბუზ­ღუ­ნა, ჩა­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც მხი­ა­რუ­ლი. ოდ­ნა­ვა­დაც არ და­ეთ­რ­გუ­ნა უპ­ოვ­რო­ბა­სა და სი­დუხ­ჭი­რეს, რო­მელ­შიც ოც წელ­ზე მე­ტი იყო, ცხოვ­რობ­და. ის კი არა, თა­ვი­სი ბუ­ნა­გის მიღ­მა არ­ა­ფერს ცნობ­და, თით­ქოს სი­ცი­ვე, სიკ­ვ­დი­ლი და ყვე­ლა უბ­ე­დუ­რე­ბა სწო­რედ გა­რე­დან ემ­უქ­რე­ბო­და. აქ უშ­იშ­რად იყო, ეჭ­ვიც არ ეპ­ა­რე­ბო­და თა­ვის საღ გო­ნე­ბა­ში, ისე სწამ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის, რო­გორც რა­ღაც უტ­ყუ­ა­რის და სა­მუ­და­მოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლის. მე კი ამგ­ვა­რი რწმე­ნის მო­პო­ვე­ბის ძი­ე­ბა­ში ქვე­ყა­ნა მო­ვირ­ბი­ნე.

    გი­ჟად თვლიდ­ნენ მო­ხუცს, ამ­ის თქმა ად­ვი­ლი კია, მაგ­რამ სა­ბა­ბი მხო­ლოდ ის იყო, რომ თორ­მეტ წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ მე­ტად არ გა­მო­სუ­ლა თა­ვი­სი ბუ­ნა­გი­დან. ალ­ბათ, ჰქონ­და მი­ზე­ზე­ბი, მაგ­რამ არ აპ­ი­რებ­და ჩვენ­თ­ვის გამ­ხე­ლას… არ უნ­დო­და რა­მე და­ე­კარ­გა… არ გვიმ­ხელ­და, რომ ცხოვ­რე­ბა აღ­არ ხიბ­ლავ­და.

    რძა­ლი ის­ევ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის თე­მას უტ­რი­ა­ლებ­და.

    – “ხომ ხე­დავთ, ექ­ი­მო, რა შე­რე­კი­ლია… შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­რეთ გა­მო­აგ­დო. თუმ­ცა სა­სარ­გებ­ლო კია მის­თ­ვის დრო და დრო მა­ინც ჩაყ­ლა­პოს ჰა­ე­რი… ახ, დე­დი­ლო რო­გორ გარ­გებ­და!.. უარს ნუ ამ­ბობ… შენ­თ­ვის უკ­ე­თე­სია, და­მი­ჯე­რე!”

    ჩვენ მის გა­რეთ გა­მოტყუ­ე­ბას ვცდი­ლობ­დით, გაქ­სუ­ე­ბუ­ლი და მი­უ­კა­რე­ბე­ლი დე­და­ბე­რი კი თავს ჯი­უ­ტად აქ­ნევ­და.

    – “არ უყ­ვარს, ყუ­რად­ღე­ბას რომ აქ­ცე­ვენ… ურ­ჩევ­ნია აქ­ვე კუთხე­ში მო­ი­საქ­მოს… იყ­ი­ნე­ბა და ცეცხ­ლ­საც არ ან­თებს… შე­უძ­ლე­ბე­ლია, ექ­ი­მო, ასე ხომ არ დავ­ტო­ვებთ ქალს”.

    თავს ვი­კა­ტუ­ნებ­დი, თით­ქოს არ­ა­ფე­რი მეს­მო­და. ბა­ტო­ნი ან­რუი კი ბუ­ხარ­თან იდ­გა, ჩვენ­გან მო­შო­რე­ბით, არ ერ­ე­ო­და სა­უ­ბარ­ში და არც სურ­და გა­ე­გო, ჩვენ რას გა­დავ­წყ­ვეტ­დით…

    დე­და­ბე­რი თა­ვი­სას გა­ი­ძა­ხო­და:

    – “და­მიბ­რუ­ნეთ, რაც მე­კუთ­ვ­ნის, რომ წა­ვი­დე აქ­ე­დან!.. თა­ვი ხომ უნ­და ვირ­ჩი­ნო! ბო­ლოს და ბო­ლოს თქვე­ნი სა­ლა­პა­რა­კო აღ­არ ვიქ­ნე­ბი!..”

    – “რო­გორ იც­ხოვ­რებ, დე­დი­ლო? წე­ლი­წად­ში სა­მი ათ­ა­სი ფრან­კი გაგ­წ­ვ­დე­ბა? ვნა­ხოთ!.. ცხოვ­რე­ბა გაძ­ვირ­და მას შემ­დეგ, ბო­ლო­ჯერ რომ გა­მოძ­ვე­რით თქვე­ნი სო­რო­დან!.. ხომ ასეა ექ­ი­მო, ურ­ჩევ­ნია მოწყა­ლე­ბის დებ­თან გა­და­ვი­დეს, რა­საც ჩვენ ვურ­ჩევთ… კარ­გად მო­უვ­ლი­ან, კე­თილ­შო­ბი­ლი ხალ­ხია…”

    ზიზღს ჰგვრი­და დე­და­ბერს მა­თი ხსე­ნე­ბა. – “მოწყა­ლე­ბის დებ­თან?.. რა მინ­და მოწყა­ლე­ბის დებ­თან?.. ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია მათ­თან საქ­მე!.. იქ­ნებ მღვდელ­საც და­მა­ჯა­ხოთ!.. არ მე­ყო­ფა ფუ­ლი, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, წა­ვალ და ვი­მუ­შა­ვებ!..”

    – “იმ­უ­შა­ვებ? დე­დი­ლო სად იმ­უ­შა­ვებ? გეს­მის, ექ­ი­მო, რა აზ­რე­ბი აქვს? იმ­უ­შა­ვებს! მის ას­აკ­ში, ოთხ­მო­ცი წლის ას­აკ­ში! რა სი­გი­ჟეა! ვის სჭირ­დე­ბა ექ­ი­მო? დე­დი­ლო, მთლად შე­ი­შა­ლე!..”

    – “მაშ გი­ჟი ვარ და არ­ა­ვის ვჭირ­დე­ბი? სა­მა­გი­ე­როდ, შენ­ნა­ი­რი კახ­პა ჭირ­დე­ბა ყვე­ლას!..”

    – “გეს­მით, ექ­ი­მო, რო­გორ ბო­დავს. მლან­ძღოს და კი­დევ მე მო­ვუ­ა­რო?”

    მო­ხუ­ცი ახ­ლა მე მო­მად­გა, რო­გორც ახ­ალ საფ­რ­თხეს.

    – “ამ­ას ვი­ღამ მო­ახ­სე­ნა, რომ გი­ჟი ვარ? ჩემს თავ­ში ზის, თუ თქვენ­სა­ში? მაშ სა­ი­დან გა­ი­გო?.. მომ­შორ­დით აქ­ე­დან, თქვენ გე­უბ­ნე­ბით, გზა ნა­ხეთ!.. გულს მი­ღო­ნებთ, რო­გორც გრძე­ლი ზამ­თა­რი, თუმ­ცა თქვენ ზამ­თარ­ზე უარ­ე­სე­ბი ხართ! მომ­წყ­დით აქ­ე­დან, ჯო­ბია შვი­ლი­კოს მი­მი­ხე­დოთ, აქ რომ მი­წამ­ლავთ სისხლს. მას ჩემ­ზე მე­ტად ჭირ­დე­ბა ექ­ი­მი! კბი­ლე­ბიც დას­ც­ვივ­და უკ­ვე, თუმ­ცა, რო­ცა ჩემს ხელ­ში იყო, მშვე­ნი­ე­რი კბი­ლე­ბი ჰქონ­და. გას­წით, მომ­წყ­დით, რომ გე­უბ­ნე­ბით, თქვენ თავს მი­ხე­დეთ-მეთ­ქი”, – და კა­რი ცხვირ­წინ მოგ­ვი­ჯა­ხუ­ნა.

    დე­და ან­რუი ახ­ლა თა­ვის ბუ­ნა­გი­დან გვით­ვალ­თ­ვა­ლებ­და. ეზო გა­დავ­კ­ვე­თეთ და უკ­ვე საკ­მა­ოდ შორს წა­სუ­ლებს მი­სი ხითხი­თი მოგ­ვეს­მა. დაგ­ვ­ცი­ნო­და. ამ­ჯე­რა­დაც გა­დაგ­ვირ­ჩა.

    უშ­ე­დე­გო იერ­ი­ში­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ბა­ტო­ნი ან­რუი იქ­ვე დაგ­ვ­ხ­ვ­და ბუ­ხარ­თან. მი­სი ცო­ლი ის­ევ გულს მიწ­ვ­რი­ლებ­და ერ­თი და იმ­ა­ვე კითხ­ვე­ბით… პა­ტა­რა თა­ვი, ყა­ვის­ფ­რად შე­ღე­ბი­ლი თმა და ეშ­მა­კუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ჰქონ­და. ჟეს­ტე­ბით არ ლა­პა­რა­კობ­და. ლა­პა­რა­კი­სას იდ­აყ­ვებს ტანს არ აშ­ო­რებ­და. ცდი­ლობ­და ჩე­მი ვი­ზი­ტი­დან რა­მე სარ­გე­ბე­ლი ენ­ა­ხა… ცხოვ­რე­ბა ძვირ­დე­ბა და ძვირ­დე­ბა… მო­ხუ­ცის პენ­სია აღ­არ ყოფ­ნით… თა­ვა­დაც ას­აკ­ში შე­დი­ან… მო­ბეზ­რ­დათ სულ იმ­ის ში­ში, რომ მო­ხუ­ცი უპ­ატ­რო­ნოდ არ მოკ­ვ­დეს. არ ამ­ო­ი­ბუ­გოს თა­ვის რწყი­ლი­ან-სი­ბინ­ძუ­რი­ა­ნად… ნაც­ვ­ლად იმ­ი­სა, რომ რი­გი­ან თავ­შე­სა­ფარ­ში წა­ვი­დეს, სა­დაც მშვე­ნივ­რად მო­უვ­ლი­ან…

    თა­ვი ისე მო­ვაჩ­ვე­ნე, თით­ქოს მეც ამ აზრს ვა­დე­ქი და მა­თაც კე­თი­ლი თვა­ლით და­მიწყეს ყუ­რე­ბა. მარ­წ­მუ­ნებ­დ­ნენ, რომ ჩემს ქე­ბას მთელს უბ­ანს მოს­დებ­დ­ნენ, თუ­კი შე­მებ­რა­ლე­ბოდ­ნენ და შევ­ძ­ლებ­დი მო­მე­შო­რე­ბი­ნა მათ­თ­ვის მო­ხუ­ცი… ეს ბე­ჩა­ვი კი თა­ვის ყო­ფას რა­ტომ­ღაც ვერ ელ­ე­ო­და…

    – “მე­რე გა­ვა­ქი­რა­ვებთ კი­დეც ამ პა­ვი­ლი­ონს”, – გა­მოთ­ქ­ვა აზ­რი ან­აზ­დად გა­მო­ცოცხ­ლე­ბულ­მა ან­რუ­იმ. ცოლ­მა უტ­აქ­ტო­ბის­თ­ვის ფე­ხი და­ა­ბი­ჯა მა­გი­დის ქვეშ. ან­რუი ვე­რა­ფერს მიხ­ვ­და.

    მა­ნამ ცოლ-ქმა­რი კინ­კ­ლა­ობ­და ვი­თომ­და ჩემ­და ფა­რუ­ლად, მე უკ­ვე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ ჩა­ვი­ჯი­ბავ ათ­ას­ფ­რან­კი­ანს მხო­ლოდ იმ­ი­სათ­ვის, თუ­კი დე­და­ბერს ფსი­ქი­ატ­რი­ულ ჰოს­პი­ტალ­ში მი­ღე­ბის ცნო­ბას მივ­ცემ. ან­რუ­ე­ბი ხომ ამ­ა­ზე ოც­ნე­ბობ­დ­ნენ…

    რო­გორც ჩანს, ბა­ბე­რის დე­ი­დამ ნდო­ბით გა­ნაწყო ჩემს მი­მართ ის­ი­ნი და და­არ­წ­მუ­ნა, რომ ჩემ­ზე საწყა­ლი ექ­ი­მი მთელ რან­სი­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა… და ჩემ­თან მო­რი­გე­ბაც ად­ვი­ლია… ფლო­რი­შონს კი რო­გორ შე­კად­რებ­დ­ნენ ამ­ას! ის ხომ პა­ტი­ო­სა­ნია!

    ამ ფიქ­რებ­ში ვი­ყა­ვი, დე­და­ბე­რი რომ შე­მო­ვარ­და ოთ­ახ­ში. საკ­ვირ­ვე­ლია, თით­ქოს­და იყ­ნო­საო, რას ვუმ­ზა­დებ­დით. კა­ბის კალ­თა ხე­ლით ეჭ­ი­რა. შე­მო­ვარ­და თუ არა, ლან­ძღ­ვა დაგ­ვა­ყა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით მე. მხო­ლოდ ამ­ის­თ­ვის გა­მო­ვი­და თა­ვის ბუ­ნა­გი­დან.

    – “თახ­სი­რო!” – მო­მა­ხა­ლა. – “წა­ეთ­რიე, შენ გე­უბ­ნე­ბი, მო­შორ­დი აქ­ე­დან! ძა­ლი­ან გა­გი­ვი­და თავს!.. არ წა­ვალ გი­ჟებ­თან!.. და მით უმ­ე­ტეს, არც მოწყა­ლე­ბის დებ­თან, უკ­ვე გითხა­რი!… ჩემ­თან არ­ა­ფე­რი გა­გი­ვა, იაფ­ად მოს­ყი­დუ­ლო!.. ჩემ­ზე წინ ეს ვი­გინ­და­რე­ბი წავ­ლენ, მო­ხუ­ცი ქა­ლის მძარ­ც­ვე­ლე­ბი!.. და შენც, ნა­ძი­რა­ლავ, მა­ლე ცი­ხე­ში ამ­ო­ყოფ თავს!..”

    ბე­დი არ გინ­და! ერ­თი ხე­ლის მოს­მით შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­მე­ჯი­ბა ათ­ა­სი ფრან­კი! მე კი აქ ყოფ­ნის გა­სამ­რ­ჯე­ლოც არ მითხო­ვია!

    დე­და­ბე­რი ახ­ლა ქო­ხის მო­ა­ჯი­რი­დან მომ­ძა­ხო­და: “ნა­ძი­რა­ლა! თახ­სი­რო!”

    დიდ­ხანს გა­ის­მო­და სიბ­ნე­ლე­ში მი­სი ხმა. მაგ­რად გაწ­ვიმ­და! ნა­თუ­რი­დან ნა­თუ­რამ­დე თით­ქ­მის სირ­ბი­ლით გა­და­ვე­დი. რო­გორც იქ­ნა მი­ვაღ­წი­ეს ფე­ტის მო­ედ­ნის ტუ­ა­ლეტს. ეს­ეც თავ­შე­სა­ფა­რია.

    © ”არილი”

  • პროზა (თარგმანი)

    მა­ნუ­ელ ვი­სენ­ტი

    ­­­­ჰომეროსის წვნია­ნი

    ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა

    დი­ლის თერ­თ­მეტ სა­ათ­ზე პრო­ფე­სო­რი სახ­ლ­ში მარ­ტო იყო და ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­რო­ებ­ზე გა­მა­ლე­ბით ეძ­ებ­და რო­მე­ლი­მე ჰე­რო­ი­კულ რო­მანს. მაგ­ნი­ტო­ფო­ნი ბეთ­ჰო­ვე­ნის მუ­სი­კას უკ­რავ­და. კა­ცი გულ­მოდ­გი­ნედ სინ­ჯავ­და ყვე­ლა წიგნს, სა­ნამ ბო­ლოს და ბო­ლოს მის ხელ­ში ილ­ი­ა­დას მო­ვა­რა­ყე­ბულ­მა ას­ო­ებ­მა არ გა­იბ­რ­წყი­ნეს. რო­გორც იქ­ნა მი­აგ­ნო! უმ­ალ გად­მო­ი­ღო მდიდ­რუ­ლი გა­მო­ცე­მა. ამ­ჯე­რად გა­დაშ­ლა არც კი დას­ჭირ­ვე­ბია. რა ნაც­ნო­ბი იყო ღმერ­თე­ბის დი­დე­ბა, ვნე­ბე­ბი, მშვე­ნი­ე­რე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვა, გმი­რო­ბა­ნი და ლა­მა­ზი ოც­ნე­ბე­ბი. წიგნს უდ­ი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბით სუ­ლი შე­უ­ბე­რა და სამ­ზა­რე­უ­ლო­სა­კენ გა­ე­მარ­თა. იქ პრო­დუქ­ტებს ერ­თად თა­ვი მო­უ­ყა­რა და საყ­ვა­რე­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას შე­უდ­გა: პას­ტო­რა­ლუ­რის მე­სა­მე ნა­წილს ღი­ღი­ნით გაფ­ც­ქ­ვ­ნა ხახ­ვი და ორი კბი­ლი ნი­ო­რი, მე­რე ქვა­ბის ფსკერს ცო­ტა­ო­დე­ნი ზე­თი მო­ას­ხა და გა­ზი აან­თო. რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ი­შუ­შა, პრო­ფე­სორ­მა სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი, მა­რი­ლი და ცო­ტა ოხ­რა­ხუ­ში და­ა­მა­ტა, წიგ­ნი ქვაბ­ში ჩა­დო და რკი­ნის ხუ­ფი მჭიდ­როდ და­ა­ხუ­რა. “ოლ­ი­ა­დას” მდიდ­რულ­მა გა­მო­ცე­მამ ნელ ცეცხ­ლ­ზე იწ­ყო ხარ­შ­ვა, თით­ქოს კომ­ბოს­ტოს ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ვი ყო­ფი­ლი­ყოს. იმ დღეს სწო­რედ ას­ეთ კერ­ძ­ზე ოც­ნე­ბობ­და.

    სა­ნამ წვნი­ა­ნი იხ­არ­შე­ბო­და, პრო­ფე­სორ­მა მე­ხუ­თე სარ­თუ­ლის ფან­ჯ­რი­დან გა­და­ი­ხე­და. ქუ­ჩა­ში ის­ევ ის ნაც­რის­ფე­რი უს­ა­ხუ­რე­ბა სუ­ფევ­და, რომ­ლის ცქე­რა­შიც მარ­ტო­ო­ბის არ­ა­ერ­თ­მა წელ­მა ჩა­ი­ა­რა: თეთრ კა­ფელ­ში ჩას­მუ­ლი ქათ­მის მა­ღა­ზია, მე­ო­რე რიგ­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი, ხი­ლის დახ­ლი თოკ­ზე და­კი­დუ­ლი ან­ა­ნა­სე­ბით, თა­ნამ­შ­რო­მელ­თა სი­ლუ­ე­ტე­ბი სა­ბუ­ღალ­ტ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის შუ­შის მიღ­მა, პა­ტა­რა ად­ა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრო­ტუ­არ­ზე და­ცო­ცავ­დ­ნენ და ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით რო­მე­ლი­ღაც თევზს უკ­ე­თებ­დ­ნენ რეკ­ლა­მას. იმ დი­ლით პრო­ფე­სო­რი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე უფ­რო მოწყე­ნი­ლი იყო და თა­ვის შე­საქ­ცე­ვად ის­ევ პნევ­მა­ტუ­რი თო­ფით თა­მა­ში გა­დაწყ­ვი­ტა. იარ­ა­ღი კა­რა­დი­დან გად­მო­ი­ღო და ბეთ­ჰო­ვე­ნის მუ­სი­კის თან­ხ­ლე­ბით დე­რე­ფან­ში გა­ვი­და. თო­ფი ხუ­თი მცი­რე ზო­მის ტყვი­ით და­ტე­ნა. ფან­ჯ­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ობ­ი­ექ­ტი მო­ჩან­და, მაგ­რამ კაც­მა ამ­ჯე­რად კუთხე­ში მჯდომ ხი­ლის გამ­ყიდ­ველ­თან გა­დაწყ­ვი­ტა გა­ხუმ­რე­ბა. ტრო­პი­კუ­ლი ან­ა­ნა­სე­ბი ჰა­ერ­ში ისე ლივ­ლი­ვებ­დ­ნენ, რო­გორც სან­ჩეს კო­ტა­ნის ნა­ტურ­მორ­ტ­ში. პრო­ფე­სო­რი ფან­ჯ­რის რა­ფას და­ეყ­რ­დ­ნო. ტე­ლეს­კო­პის ფო­კუ­სი სა­სურ­ველ წერ­ტილს და­უ­მიზ­ნა, ღრმად ჩა­ი­სუნ­თ­ქა და ჩახ­მახს გა­მოჰ­კ­რა. ან­ა­ნა­სი ძლი­ე­რად შე­ირ­ხა და მო­ცე­ლი­ლი­ვით ჩა­ვარ­და პა­მიდ­ვ­რი­ან კა­ლათ­ში. იმ­ავ წამს ვაჭ­რის წყევ­ლა-კრულ­ვა გა­ის­მა.

    – ის­ევ ის არ­ის, ის ძაღ­ლიშ­ვი­ლი!

    – ეს რა­ღა იყო?

    – მკვლე­ლი, რო­მე­ლიც ჩემს სა­ქო­ნელს ესვ­რის!

    – რა სიმ­ხე­ცეა!

    – უკ­ვე მე­ოთხე­ჯერ აკ­ე­თებს ამ­ას. და­მე­ნა­ხოს, თუ კა­ცია!

    კლი­ენ­ტე­ბით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი მე­ხი­ლე მთე­ლი ხმით გაჰ­ყ­ვი­რო­და. გამ­ვ­ლე­ლე­ბი ფან­ჯ­რი­სა­კენ იყ­უ­რე­ბოდ­ნენ იმ იმ­ე­დით, რომ დამ­ნა­შა­ვეს მოჰ­კ­რავ­დ­ნენ თვალს. გა­და­წე­უ­ლი ფან­ჯ­რის მიღ­მა კი მკვდა­რი ენ­ე­ბის პა­ტივ­ცე­მუ­ლი პრო­ფე­სო­რი გულ­გ­რი­ლად ად­ევ­ნებ­და თვალს ქუ­ჩა­ში ატ­ე­ხილ ალ­ი­ა­ქოთს და ცდი­ლობ­და, ცი­ვად გა­ნე­სა­ჯა ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის მოქ­მე­დე­ბა. ის­ი­ნი მხო­ლოდ უს­უ­სუ­რი ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი იყვ­ნენ. საკ­მა­რი­სი იყო, ერ­თა­დერ­თხელ ეს­რო­ლა ხი­ლის­თ­ვის, რომ ეს პა­ტა­რა ად­ა­მი­ა­ნე­ბი სა­ში­ნელ ძრწო­ლას აეტ­ა­ნა. ნე­ტავ რა მოხ­დე­ბო­და, მარ­თ­ლა რომ გა­მო­ეკ­რა ჩახ­მა­ხი­სათ­ვის? იმ წუ­თას ის­ევ და­ე­უფ­ლა შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ შე­ეძ­ლო ღმერ­თად ქცე­უ­ლი­ყო და მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან ემ­არ­თა ქვე­ყა­ნა. ამ­ა­სო­ბა­ში სპექ­ტაკ­ლიც დამ­თავ­რ­და.

    გმი­რი სა­ა­ბა­ზა­ნო­სა­კენ გა­ე­მარ­თა. შარ­დის ბუშ­ტი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა და სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­და. სულ არ შეც­ვ­ლი­ლი­ყო. სა­კუ­თა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და­ნახ­ვა­ზე ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სის სიტყ­ვე­ბი გა­ახ­სენ­და: “შე­გიძ­ლია ჩათ­ვა­ლო, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე არ­ა­ფე­რი გე­მუქ­რე­ბა. შენს ტვინს უს­აშ­ვე­ლო არ­ა­ფე­რი სჭირს. ოღ­ონდ გახ­სოვ­დეს, რომ ძვე­ლი სა­ბერ­ძ­ნე­თი აღ­არ არ­სე­ბობს. გო­ნე­ბის სრულ­ყო­ფა და ოც­ნე­ბა აბს­ტ­რაქ­ტულ სი­ლა­მა­ზე­ზე, სი­სუ­ლე­ლეა. ბედ­ნი­ე­რე­ბა პა­ტარ-პა­ტა­რა სი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის ნა­ზა­ვია: ყა­ვის ოხ­ში­ვა­რი და სი­გა­რე­ტი გა­ზე­თის კითხ­ვი­სას, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­უ­ბა­რი რეს­ტო­რან­ში, ემ­ას მკვრი­ვი საჯ­დო­მი, ხის ფი­სის შო­რე­უ­ლი სურ­ნე­ლი იმ პორ­ტი­დან, სა­დაც სი­ჭა­ბუ­კე გაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი”. პრო­ფე­სო­რი ორ­მოც­და­ცა­მე­ტი წლის იყო და სა­ა­ბა­ზა­ნოს თა­რო­ზე გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი სა­ფეთ­ქ­ლე­ბის­თ­ვის სა­ღე­ბა­ვის ფლა­კონს, და­მაწყ­ნა­რე­ბელ წამ­ლებს, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს და ბუ­ა­სი­ლის სან­თ­ლებს ინ­ა­ხავ­და. იმ წუ­თას სუს­ტი თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვა იგრ­ძ­ნო. კე­ფა­ში საყ­ვი­რე­ბის ხმა­უ­რი სცემ­და. ას­ე­თი რამ ად­რეც მოს­ვ­ლია. მას შემ­დეგ, რაც ბიბ­ლი­ო­თე­კის წიგ­ნე­ბი­დან წვნი­ა­ნის დამ­ზა­დე­ბა დას­ჩემ­და, ატ­ყობ­და, რომ თვა­ლე­ბი უბ­ნელ­დე­ბო­და და წყვდი­ად­ში უც­ნა­უ­რი ან­ტი­კუ­რი ღვთა­ე­ბე­ბი ჩნდე­ბოდ­ნენ ხოლ­მე. ჩვე­უ­ლებ­რივ, ეს სულ რამ­დე­ნი­მე წუთს გრძელ­დე­ბო­და. ამ­ჯე­რად იგრ­ძ­ნო, რომ შე­ტე­ვა უკ­ვე სე­რი­ო­ზულ სა­ხეს იღ­ებ­და.

    მა­ნუ­ელ ვი­სენ­ტი

    ჰო­მე­რო­სის წვნი­ა­ნი

    სი­ბი­ლე ბერ­გი

    ნორას შია

    გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ

    ყო­ველ დი­ლით ვი­წო­ნე­ბი.

    დი­ლა­ო­ბით ოდ­ნავ ნაკ­ლებს ვი­წო­ნი ხოლ­მე.

    ნა­ხე­ვა­რი წე­ლია მხო­ლოდ კიტ­რით, ვაშ­ლი­თა და სა­ლა­თით ვიკ­ვე­ბე­ბი. ყო­ველ­გ­ვა­რი მი­სა­ყო­ლებ­ლის გა­რე­შე, რა თქმა უნ­და.

    თა­ვი­დან ცუ­დად ვხდე­ბო­დი. მუც­ლის გვრე­მა მე­მარ­თე­ბო­და. ახ­ლა საქ­მე უკ­ეთ მი­დის. საჭ­მელს დავ­ყ­ნო­სავ და მორ­ჩა, აღ­არ მშია. საჭ­მ­ლის სუ­ნი გულს მი­რევს.

    გუ­შინ 40 კი­ლო ვი­ყა­ვი. 1,75 ვარ და სი­მაღ­ლე­ში ალ­ბათ ცო­ტას კი­დევ მო­ვი­მა­ტებ. და­ფი­ცე­ბუ­ლი მაქვს: კი­დევ უნ­და და­ვიკ­ლო!

    რაც ჭა­მას თა­ვი გა­ვა­ნე­ბე, არ­ა­ვინ აღ­არ მჭირ­დე­ბა. მშობ­ლე­ბი გინდ ყო­ფი­ლან, გინდ არა. ჩემ­ზე რას ფიქ­რო­ბენ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მე ხომ ვი­ცი, რომ მა­გა­რი ვარ. ამ­ას­წინ დე­და­ჩემ­მა იტ­ი­რა. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ჩა­მო­ეთხაპ­ნა მა­კი­ა­ჟი და ოთ­ა­ხი­დან გა­მო­ვე­დი. ახ­ლა შე­ვამ­ჩ­ნიე, რამ­სის­ქე ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი სულ არ აწ­უ­ხებს. მე კი, სა­ნამ სქე­ლი ვი­ყა­ვი, შეს­ვე­ნე­ბა­ზე ფეხ­სა­ლაგ­ში გავ­რ­ბო­დი, რომ თა­ნაკ­ლა­სე­ლებს გავ­რი­დე­ბო­დი. ახ­ლა აღ­არ ვი­მა­ლე­ბი, უფ­რო მე­ტიც, იმ­ა­საც კი ვფიქ­რობ, ჩე­მი შურთ-მეთ­ქი.

    სი­ლა­მა­ზემ­დე კი­დევ ბევ­რი მიკ­ლია. ჯერ მა­ინც მე­ტის­მე­ტად სქე­ლი ვარ. მკლა­ვებს არ­ა­უ­შავს რა – ძვალ­ზე ტყა­ვი­ღაა გა­დაკ­რუ­ლი. ნეკ­ნე­ბიც უკ­ვე კარ­გად მეტყო­ბა, მაგ­რამ აი, ფე­ხე­ბი ჯერ კი­დევ სქე­ლი მაქვს.

    სქე­ლი რო­ცა ვი­ყა­ვი, თით­ქოს პი­როვ­ნე­ბას აღ­არ წარ­მო­ვად­გენ­დი. ახ­ლა საქ­მე სხვაგ­ვა­რა­დაა. შიგ­ნით და გა­რეთ თავს ერთ­ნა­ი­რად მტკი­ცედ ვგრძნობ. რო­ცა რა­ი­მე მი­ზა­ნი გაქვს, მარ­ტო აღ­ა­რა ხარ, რად­გან მი­ზა­ნი მუ­დამ შენ­თა­ნაა, მუ­დამ თან გახ­ლავს.

    კარ­გად მახ­სოვს ის დრო, სქე­ლი რომ ვი­ყა­ვი. ერთ წუთს თუ კარ­გად ვგრძნობ­დი თავს, მე­ო­რე წუთ­ში ავღ­რი­ალ­დე­ბო­დი და მი­ზეზს ვერ ვპო­უ­ლობ­დი. ეტ­ყო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი უაზ­რო­ბად მეჩ­ვე­ნე­ბო­და: ის, რომ სკო­ლას და­ვამ­თავ­რებ­დი, რა­ღაც პრო­ფე­სი­ას შე­ვი­ძენ­დი, მე­რე ალ­ბათ გავ­თხოვ­დე­ბო­დი და პა­ტა­რა ბი­ნა­ში ვიცხოვ­რებ­დი. პა­ტა­რა ბი­ნა­ზე გუ­ლი­სამ­რე­ვი კი აბა რა უნ­და იყ­ოს. ას­ეთ ცხოვ­რე­ბას ხომ ცხოვ­რე­ბა აღ­არ ჰქვია. ოღ­ონდ ცხოვ­რე­ბა რო­გო­რი უნ­და იყ­ოს, ჯე­რაც არ ვი­ცი. რომ გავ­ლა­მაზ­დე­ბი, აი, ალ­ბათ მა­შინ მე­ცო­დი­ნე­ბა, რა არ­ის ცხოვ­რე­ბა. მა­შინ კე­იტ მო­სი­ვით ლა­მა­ზი ვიქ­ნე­ბი და მა­სა­ვით მო­დე­ლიც გავ­ხ­დე­ბი.

    დე­და­ჩემ­მა ამ­ას­წინ ფსი­ქო­ლოგ­თან წა­მიყ­ვა­ნა. ფსი­ქო­ლო­გი ერ­თი მსუ­ქა­ნი, ბე­ბე­რი კა­ცი იყო. დე­დამ მარ­ტო დაგ­ვ­ტო­ვა და იმ ბე­ბერ­მა გაჩ­მა­ხე­ბა და­მიწყო. ოღ­ონდ ის კი ვერ მოტ­ვი­ნა, ასე იოლ­ად მე რომ ვე­რა­ვინ გა­მიჩ­მა­ხებ­და. რა­ღაც-რა­ღა­ცე­ე­ბი მეც წა­მი­კითხავს და მა­თი ბრიყ­ვუ­ლი ტრი­უ­კე­ბის ამ­ბა­ვიც ზე­პი­რად ვი­ცი. ამ ბე­ბერს ხომ, თით­ქოს სა­გან­გე­ბოდ, სიბ­რიყ­ვე სა­ხე­ზე ეწ­ე­რა.

    გა­წუ­ხებს რა­მეო, მკითხა და კი­დევ რა­ღაც სა­ზიზ­ღ­რო­ბე­ბი მო­ა­ყო­ლა. მე მხო­ლოდ მივ­ჩე­რე­ბო­დი და ხმას არ ვი­ღებ­დი. ამ ქო­ნის ტო­მა­რას პე­რან­გ­ქ­ვეშ ოფ­ლის ღა­რე­ბი ემჩ­ნე­ო­და. მის შე­კითხ­ვებ­ზე არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. გა­ნა შე­იძ­ლე­ბო­და, ის­ე­თი კა­ცის­თ­ვის რა­ი­მე მო­მე­ყო­ლა, სა­კუ­თა­რი თა­ვი რომ ვერ გა­უ­კონ­ტ­რო­ლე­ბია და გას­კ­დო­მამ­დე ძღე­ბა? მოკ­ლედ, წა­მო­ვე­დი და ის ფსი­ქო­ლო­გი აღ­არც გამ­ხ­სე­ნე­ბია.

    მე ჩე­მი მი­ზა­ნი მაქვს. არ­აფ­რის აღ­არ მე­ში­ნია. არც ფიქ­რის­თ­ვის ვი­წუ­ხებ თავს და ას­ეთ ყო­ფას, მე მგო­ნი, ამქ­ვეყ­ნად არ­ა­ფე­რი სჯო­ბია.

    © “არილი”

  • პროზა (თარგმანი)

    გაბ­რი­ე­ლე დ’ან­უნ­ციო

    ღამისთევა

    (კრე­ბუ­ლი­დან “პეს­კა­რას ნო­ვე­ლე­ბი”)

    იტალიურიდან თარგმნა ნოდარ ლადარიამ

    სოფ­ლის მე­რის, ბი­ა­ჯო მი­ლას ცხე­და­რი, უკ­ვე სრუ­ლი­ად შე­მო­სი­ლი და ძმრი­ან წყალში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ჩვრით სა­ხე­და­ფა­რუ­ლი, ლო­გინ­ზე ეს­ვე­ნა, თით­ქ­მის ოთ­ა­ხის შუ­ა­გულში, ოთხ სან­თელს შუა. ოთ­ახ­ში მიც­ვა­ლე­ბულს ორი მხრი­დან უსხ­დ­ნენ და ღა­მეს უთ­ევდნენ ქვრი­ვი და ძმა.

    რო­ზა მი­ლა, ასე, ოც­და­ხუ­თი წლის იქ­ნე­ბო­და. აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ქა­ლი იყო, თეთ­რი, ოდ­ნავ დაბ­ა­ლი შუბ­ლით, გრძლად მომ­შ­ვილ­დუ­ლი წარ­ბე­ბი­თა და დი­დი ჭრო­ღა თვა­ლე­ბით, რო­მელთა გუ­გებ­ზე გაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მარ­მა­რი­ლოს­ნა­ი­რი ძარ­ღ­ვე­ბი ეტ­ყო­ბო­და. თმე­ბის სიუხვის გა­მო, კე­ფა­სა და სა­ფეთ­ქ­ლებ­ზე ყო­ველ­თ­ვის მრავ­ლად ეყ­ა­რა ურ­ჩი კუ­ლუ­ლე­ბი, ხან­და­ხან თვა­ლებ­ზეც რომ ჩა­მო­ეშ­ლე­ბო­და ხოლ­მე. მთე­ლი მი­სი არ­სე­ბი­დან გა­მოსჭვი­ო­და ჯან­მ­რ­თე­ლი სი­ნორ­ჩე და მის ქორ­ფა კან­საც უძ­ვირ­ფა­სე­სი ხი­ლის სურ­ნე­ლი ასდი­ო­და.

    ემ­ი­დიო მი­ლა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი, და­ახ­ლო­ე­ბით იგ­ი­ვე ას­ა­კი­სა იყო. ხმელ-ხმე­ლი იყო და კა­ნის ფე­რი ბრინ­ჯა­ოს უგ­ავ­და, რო­გორც ყვე­ლას, ვინც სო­ფელ­ში მზის გულ­ზე ცხოვრობს. რბი­ლი წი­თუ­რი ღინ­ღ­ლი უფ­ა­რავ­და ლო­ყებს, თეთ­რი და ძლი­ე­რი კბი­ლე­ბი მის ღიმ­ილს მა­მა­კა­ცურ სი­ლა­მა­ზეს ან­ი­ჭებ­და და მი­სი მოყ­ვი­თა­ლო თვა­ლე­ბიც ახ­ალ­მოჭრი­ლი ოქ­როს ფუ­ლე­ბი­ვით უბ­ზი­ნავ­და.

    ორ­ი­ვე სდუმ­და: ქა­ლი თი­თე­ბით შუ­შის კრი­ა­ლო­სანს ათ­ა­მა­შებ­და, ვა­ჟი კი თვალს აყოლ­ებ­და კრი­ა­ლო­სა­ნის თა­მაშს. ორ­ი­ვეს ეტ­ყო­ბო­და ის გულ­გ­რი­ლო­ბა, რომ­ლი­თაც ჩვენი სოფ­ლის ხალ­ხი სიკ­ვ­დი­ლის იდ­უ­მა­ლე­ბას ხვდე­ბა.

    ემ­ი­დი­ომ ღრმად ამ­ო­ი­სუნ­თ­ქა:

    — დაცხე­ბა ამ­ა­ღამ.

    რო­ზამ მზე­რა ას­წია თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად.

    და­ბალ­ჭე­რი­ან ოთ­ახ­ში შუ­ქი სან­თ­ლის ალ­ის კვალ­დაკ­ვალ თრთო­და. ცვა­ლე­ბა­დი და მოკან­კა­ლე ჩრდი­ლე­ბი ხან კუთხე­ში იყ­რი­და თავს, ხა­ნაც კე­დელ­ზე. ფან­ჯ­რე­ბი ღია იყო, მაგ­რამ და­რა­ბე­ბი და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბო­და. თეთ­რი მუს­ლი­ნის ფარ­დე­ბი დრო­დად­რო ისე ირ­ხე­ო­და, თით­ქოს სუნ­თ­ქა­ვე­ნო. ბი­ა­ჯოს სხე­უ­ლი სა­წო­ლის სი­თეთ­რე­ზე მძი­ნა­რეს ჰგავ­და.

    ემ­ი­დი­ოს სიტყ­ვე­ბი დუ­მილ­ში და­იკ­რ­გა. ქალ­მა ის­ევ და­უქ­ნია თა­ვი და კვლავ მი­უბრუნ­და კრი­ა­ლო­სა­ნის ნელ თა­მაშს. ოფ­ლის იშ­ვი­ა­თი წვე­თე­ბი მარ­გა­ლი­ტე­ბად უჩ­ან­და შუბ­ლ­ზე, მძი­მედ სუნ­თ­ქავ­და.

    ცო­ტა ხნის შემ­დეგ ემ­ი­დი­ომ იკ­ითხა:

    — ხვალ რო­მელ სა­ათ­ზე მოვ­ლენ გა­სას­ვე­ნებ­ლად?

    ქალ­მა თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ხმით უპ­ა­სუ­ხა:

    — ათ­ზე, საკ­რა­მენ­ტის კონ­გ­რე­გა­ცი­ი­დან მოვ­ლენ.

    ამ­ის შემ­დეგ კვლავ და­დუმ­დ­ნენ. გა­რე­დან ბა­ყა­ყე­ბის გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ყი­ყი­ნი ისმოდა, ში­გა­და­შიგ ბა­ლა­ხის სურ­ნე­ლიც შე­მო­დი­ო­და. სრულ სიმ­შ­ვი­დე­ში რო­ზას ყურს გვამ­ი­დან გა­მო­მა­ვა­ლი თით­ქოს­და ყრუ ბუყ­ბუ­ყი მის­წ­ვ­და. შე­ში­ნე­ბუ­ლი წა­მოხ­ტა სკამი­დან და უკ­ან გა­ი­წია.

    — ნუ გე­ში­ნი­ათ, რო­ზა. ეს გა­ზე­ბია, — თქვა მაზ­ლ­მა და ხე­ლი გა­უ­წო­და და­სამ­შ­ვი­დებლად.

    რო­ზამ ხე­ლი უნ­ე­ბუ­რად გა­მო­არ­თ­ვა და ფეხ­ზე მდგომ­მა და­ი­ჭი­რა. აყ­უ­რა­დებ­და, მაგრამ სად­ღაც სხვა­გან იყ­უ­რე­ბო­და. მკვდრის მუ­ცელ­ში ბუყ­ბუ­ყი გრძელ­დე­ბო­და და თითქოს­და პი­რი­სა­კენ მი­ი­წევ­და.

    — არ­ა­ფე­რია, რო­ზა. დაწყ­ნარ­დით, — ის­ევ თქვა მაზ­ლ­მა და ან­იშ­ნა, სამ­ზით­ვო სკივრზე დამ­ჯ­და­რი­ყო, რო­მელ­ზე­დაც ყვა­ვი­ლე­ბა­მო­ქარ­გუ­ლი გრძე­ლი ბა­ლი­ში ეფ­ი­ნა.

    ქა­ლი დაჯ­და მაზ­ლის გვერ­დით. შეშ­ფო­თე­ბულს ჯერ კი­დევ ეჭ­ი­რა მი­სი ხე­ლი. და რადგან­აც სკივ­რი არც თუ ისე დი­დი იყო, მას­ზე მჯდომ­თა იდ­აყ­ვე­ბი ერთ­მა­ნეთს ეხ­ე­ბოდა.

    კვლავ სი­ჩუ­მე დამ­ყარ­და. მლე­წავ­თა სიმ­ღე­რამ შო­რი­დან შე­მო­აღ­წია ოთ­ახ­ში.

    — ღა­მით ლე­წა­ვენ, მთვა­რის შუქ­ზე, — თქვა ქალ­მა, ში­ში­სა და დაღ­ლი­ლო­ბის მო­სატყუ­ებ­ლად.

    ემ­ი­დი­ოს ხმა არ და­უძ­რავს. ქალ­მაც ხე­ლი წა­არ­თ­ვა, რად­გან ეს შე­ხე­ბა უკ­ვე მსუ­ბუქ შფოთ­ვას ჰგვრი­და.

    ორ­ი­ვეს ახ­ლა ერ­თი და იგ­ი­ვე აზ­რი გა­უჯ­და გო­ნე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ორ­ი­ვეს ერ­თი და იგ­ი­ვე გახ­სე­ნე­ბა და­ე­პატ­რო­ნა, გახ­სე­ნე­ბა ად­რე­ულ სიყ­მაწ­ვი­ლე­ში ვე­ლად აღმოც­ე­ნე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა.

    იმ­ხა­ნად ორ­ი­ვე­ნი კალ­დო­რეს უბ­ან­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, მარ­ტო­ხე­ლად აღ­მარ­თუ­ლი გორაკ­ის თავ­ზე, სა­დაც ოთ­ხი გზა იკ­ვე­თე­ბა. ჭვა­ვის ყა­ნის საზ­ღ­ვარ­ზე მა­ღა­ლი კე­დელი აღ­მარ­თუ­ლი­ყო, ქვი­თა და თი­ხო­ვა­ნი მი­წით აგ­ე­ბუ­ლი. სამ­ხ­რე­თის მხრი­დან, რო­მელსაც რო­ზას ნა­თე­სა­ვე­ბი ფლობ­დ­ნენ, მსხმო­ი­ა­რე ხე­თა კო­რო­მი ხა­რობ­და, რად­გა­ნაც იქ მზის სით­ბო უფ­რო უხ­ვი და ტკბი­ლი იყო. გა­ზაფხუ­ლო­ბით ერ­თობ­ლი­ვი სი­ხა­რუ­ლის მოზ­ი­ა­რე ხე­ე­ბი ყვა­ოდ­ნენ, ცის ფონ­ზეც ვერ­ცხ­ლის­ფე­რი, მო­ვარ­დის­ფ­რო ან მო­ი­ის­ფ­რო გუმ­ბა­თე­ბი იკ­ვე­თე­ბო­და. ის­ი­ნი გვირ­გ­ვი­ნად ადგ­ნენ კე­დელს, ნე­ლი რხე­ვით მი­ი­წევდნენ მაღ­ლა და ერ­თად ჩუმ ზუ­ზუნს გა­მოს­ცემ­დ­ნენ ფუტ­კ­რე­ბის მსგავ­სად.

    იმ დროს რო­ზას კედ­ლის უკ­ან, ხე­ებს შო­რის მი­მალ­ვა და იქ სიმ­ღე­რა დას­ჩემ­და.

    წკრი­ა­ლა და ნორ­ჩი ხმა შად­რევ­ნის ჭავ­ლი­ვით მო­ე­დი­ნე­ბო­და აყ­ვა­ვე­ბულ გვირ­გ­ვინთა შო­რის.

    მა­შინ ემ­ი­დიო ნელ-ნე­ლა სულს იბ­რუ­ნებ­და ავ­ად­მ­ყო­ფო­ბის შემ­დეგ და ის­მენ­და ამ სიმ­ღე­რას. სუს­ტი იყო და მუ­დამ მო­ში­ე­ბუ­ლი. დი­ე­ტი­სა­გან თა­ვის და­საძ­ვ­რე­ნად მა­ლულად იპ­ა­რე­ბო­და ში­ნი­დან და უბ­ე­შიც პუ­რის დი­დი ნა­ტე­ხი ედო. კედ­ლის ძირს ჩა­უყვებ­ო­და, ყა­ნის ბო­ლო ხნუ­ლის გას­წ­ვ­რივ, სა­ნამ თა­ვი­სი ნე­ტა­რე­ბის ალ­აგს არ მი­აღწევ­და.

    იქ ჯდე­ბო­და, ზურ­გით გამ­თ­ბარ ქვებს ეყრ­დ­ნო­ბო­და და ჭა­მას იწ­ყებ­და. ჩაკ­ბეჩ­და პურს და ქორ­ფა თავ­თავს შე­არ­ჩევ­და: ყო­ველ მარ­ც­ვალ­ში ერ­თი წვე­თი რძის­ფე­რი წვენი იყო და­მა­ლუ­ლი, რო­მელ­საც ფქვი­ლის ცინ­ცხა­ლი გე­მო დაჰ­კ­რავ­და. გე­მოვ­ნე­ბი­სა და სმე­ნის გუ­ლის­თ­ქ­მა ერთ­მა­ნეთს ერ­ე­ო­და და ნა­ა­ვად­მ­ყო­ფა­რის არ­სე­ბა­ში თით­ქ­მის ერ­თი­ან უს­ას­რუ­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბას ქმნი­და. ამგ­ვა­რად, იმ ტკბილ მო­ცალეობ­ა­ში, იმ სით­ბო­სა და სურ­ნელ­ში, რო­მე­ლიც ჰა­ერს ლა­მის ღვი­ნის გუ­ლის­ხ­მი­ერ გემოს ან­ი­ჭებ­და, ქა­ლის ხმაც მის­თ­ვის ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბის ბუ­ნებ­რივ საკ­ვე­ბად იქცე­ო­და, ნივ­თი­ერ საზ­რ­დოდ, პირ­და­პირ ძარ­ღ­ვებ­ში რომ ად­ნე­ბო­და.

    ამგ­ვა­რად, რო­ზას სიმ­ღე­რა მის­თ­ვის გან­კურ­ნე­ბის მი­ზე­ზი იყო. და რო­დე­საც გან­კურნე­ბა აღს­რულ­და, რო­ზას ხმა გრძნო­ბი­ერ სიმ­დიდ­რედ რჩე­ბო­და გან­კურ­ნე­ბუ­ლისთვის.

    ამ­ის შემ­დეგ, რად­გან ორი ოჯ­ა­ხი დი­დად და­უ­ახ­ლოვ­და ერთ­მა­ნეთს, ემ­ი­დი­ოს გულ­ში ის მდუ­მა­რე, მორ­ცხ­ვი და მარ­ტო­სულ სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­ი­სა­ხა, ასე რომ სპობს და ან­ადგურ­ებს სიყ­მაწ­ვი­ლის ძა­ლებს.

    სექ­ტემ­ბერ­ში, სა­ნამ ემ­ი­დიო სე­მი­ნა­რი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გ­ზავ­რე­ბო­და, ერთ ნა­შუ­ად­ღევს ორ­ი­ვე ოჯ­ა­ხი სა­სამ­ხ­როდ მდი­ნა­რის პი­რას ჭა­ლა­ში გა­ე­შუ­რა.

    დღე რბი­ლი იყო და ხა­რებ­შებ­მუ­ლი სა­მი ურ­ე­მი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ლერ­წ­მე­ბის ტევ­რ­ში იკვლევ­და გზას.

    ჭა­ლა­ში პირ­და­პირ ბა­ლახ­ზე ის­ამ­ხ­რეს, ერთ წრი­უ­ლი ფორ­მის ახ­ო­ზე, რო­მელ­საც ვე­ება ალ­ვის­ხე­ე­ბი შე­მოს­ჯა­როდ­ნენ ირგ­ვ­ლივ. და­ბალ ბა­ლახ­ში ხში­რად ხა­რობ­დ­ნენ წვრილი იის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბი, რო­მელ­თაც ნა­ტი­ფი სურ­ნე­ლი უდ­ი­ო­და. აქა-იქ ფოთ­ლებს შორის მზის სხი­ვე­ბი ეშ­ვე­ბო­და ფარ­თო ზო­ლე­ბად. ქვე­მოთ გა­ჭი­მუ­ლი მდი­ნა­რის ნა­პირი უძ­რა­ვი იყო, სრულ სიმ­შ­ვი­დე­სა და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე­ბა­ში ეძ­ი­ნათ წყლის მცე­ნა­რე­ებს.

    სამ­ხ­რის შემ­დეგ ზო­გი ნა­პირს მო­ე­დო, სხვე­ბი პი­რაღ­მა გა­წო­ლილ­ნი დარ­ჩ­ნენ ბა­ლახზე.

    რო­ზა და ემ­ი­დიო ერ­თად აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ხე­ლი ჩას­ჭი­დეს ერთ­მა­ნეთს და ბუჩ­ქებს შო­რის გა­მა­ვალ ბი­ლიკს გა­უყ­ვ­ნენ.

    რო­ზა სულ მთლად ემ­ი­დი­ოს დაყ­რ­დ­ნო­ბო­და, იც­ი­ნო­და, გზად გაშ­ვე­რილ რტო­ებს ფოთ­ლებს აწყ­ვეტ­და, მომ­წა­რო ღე­რო­ებს წიწ­კ­ნი­და კბი­ლე­ბით, უკ­ან იხ­ე­დე­ბო­და და აფ­რე­ნილ ჩხიკ­ვებს აყ­ო­ლებ­და თვალს. ამ­ა­სო­ბა­ში კუს ბაკ­ნის­გან გათ­ლი­ლი სა­ვარ­ცხე­ლი ჩამო­უს­რი­ალ­და თა­ვი­დან და თმე­ბიც გა­სა­ო­ცა­რი სი­უხ­ვით და­ე­ფი­ნა მხრებ­ზე.

    ემ­ი­დიო რო­ზას­თან ერ­თად და­ი­ხა­რა სა­ვარ­ცხ­ლის ას­ა­ღე­ბად. ორი თა­ვი მსუ­ბუ­ქად მიეჯ­ა­ხა ერთ­მა­ნეთს. რო­ზა შუბ­ლ­ზე ხელს იდ­ებ­და და სი­ცი­ლით ყვი­რო­და:

    — ვაი! ვაი!

    ყმაწ­ვი­ლი უჭვ­რეტ­და მას და გრძნობ­და, რო­გორ აღ­წევ­და ჟრუ­ან­ტე­ლი ძვლის ტვი­ნამდე. თა­ვის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბი­სა ეშ­ი­ნო­და. რო­ზამ ხის ტანს ფრჩხი­ლე­ბით მო­ა­ცი­ლა სუროს გრძე­ლი ყლორ­ტი და სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით თავს ირგ­ვ­ლივ ნაწ­ნა­ვებ­ზე შე­მო­იხ­ვია, თმის ამ­ბო­ხი კე­ფა­ზე და­აცხ­რო სა­ვარ­ცხ­ლის კბი­ლე­ბით. მწვა­ნე და ზო­გან მო­წითალო, ყლორ­ტ­ზე სუს­ტად და­მაგ­რე­ბუ­ლი ფოთ­ლე­ბი აქ­ეთ-იქ­ით უწ­ეს­რი­გოდ იყო გა­მოშ­ვერი­ლი. რო­ზამ იკ­ითხა:

    — მოგ­წონ­ვართ ასე?

    ემ­ი­დი­ომ პი­რის გა­ღე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. არ იც­ო­და, რა ეპ­ა­სუ­ხა.

    — ასე არ ვარ­გა! მუნ­ჯი ხომ არა ხართ?

    ემ­ი­დი­ოს მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქე­ბის სურ­ვი­ლი ჰკლავ­და. მაგ­რამ რო­ზა­სა­ვით უკ­მა­ყო­ფილო სი­ცი­ლით ახ­შობ­და მას, თუმ­ცა გრძნობ­და რო­გორ უხ­უ­თავს ყელ­სა და უწ­ვავს თვალებს ტი­რი­ლი ბოღ­მი­სა­გან, რომ ვერც ერ­თი სიტყ­ვა ვერ იპ­ო­ვა.

    გზა გა­ნაგ­რ­ძეს. ერთ ად­გი­ლას წაქ­ცე­უ­ლი ნორ­ჩი ხე უღ­ო­ბავ­და გა­სას­ვ­ლელს. ემ­ი­დიომ ორ­ი­ვე ხე­ლით წა­მოს­წია ხის ტა­ნი და რო­ზამ ტო­ტე­ბის ქვეშ გა­ი­ა­რა, რო­მელ­თა სიმწვა­ნე წა­მით გვირ­გ­ვი­ნად და­ედ­გა თავ­ზე.

    უფ­რო იქ­ით ერთ ჭას მი­ად­გ­ნენ, რომ­ლის მახ­ლობ­ლად ქვის ორი მარ­თ­კუთხა ავ­ზი იდგა. ხში­რი ტყე ჭის თავ­ზე მწვა­ნე ჩარ­და­ხად ეფ­ა­რე­ბო­და. აქ ჩრდი­ლი ღრმა იყო, თითქმის ნეს­ტი­ა­ნი. მცე­ნა­რე­უ­ლი თა­ღი აგ­უ­რის კედ­ლე­ბის შუ­ამ­დე მოღ­წე­უ­ლი წყლის ზე­დაპირ­ზე ირ­ეკ­ლე­ბო­და.

    რო­ზამ ხე­ლე­ბი გა­შა­ლა და წა­მო­ი­ძა­ხა:

    — რა კარ­გია აქ!

    მე­რე ნა­ტი­ფი მოძ­რა­ო­ბით პეშ­ვი წყა­ლი აიღო და მოს­ვა. წვე­თე­ბი თი­თებს შო­რის ჟონავ­და და მარ­გა­ლი­ტე­ბით ამ­კობ­და მის კა­ბას.

    რო­ცა წყურ­ვი­ლი მო­იკ­ლა, ორ­ი­ვე ხე­ლით კვლავ შე­აგ­რო­ვა წყა­ლი და მაც­დუ­რად მი­ა­წოდა მე­გო­ბარს:

    — და­ლი­ეთ!

    — არ მწყუ­რია, — და­ი­ბურ­ტყუ­ნა გა­ო­ცე­ბულ­მა ემ­ი­დი­ომ.

    რო­ზამ სა­ხე­ში შე­ას­ხა წყა­ლი, ქვე­და ტუ­ჩი ლა­მის ზიზ­ღის ნიშ­ნად და­მან­ჭა. მე­რე ერთ-ერთ გა­მომ­შ­რალ ავზ­ში ჩაწ­ვა, რო­გორც აკ­ვან­ში, ფე­ხე­ბი კი­დე­ზე შე­მო­აწყო და მოუს­ვენ­რად იწ­ყო ქუს­ლე­ბის ბა­კუ­ნი. უეც­რად წა­მოხ­ტა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზე­რით მიაჩ­ერ­და ემ­ი­დი­ოს:

    — მა­შა­სა­და­მე? წა­ვე­დით.

    გა­ნაგ­რ­ძეს სე­ირ­ნო­ბა. შეკ­რე­ბის ად­გი­ლას დაბ­რუნ­დ­ნენ მდუ­მა­რე­ნი. მათ თავს ზემოთ შაშ­ვე­ბი გა­ლობ­დ­ნენ, მზის სხი­ვე­ბის გა­ნი­ვი კო­ნე­ბი კვეთ­და მათ სა­ვალს. ირგვლივ კი ტყის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებ­და.

    რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ემ­ი­დიო გა­ემ­გ­ზავ­რა.

    რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ემ­ი­დი­ოს ძმამ ცო­ლად შე­ირ­თო რო­ზა.

    სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის პირ­ველ წლებ­ში ყმაწ­ვილ მორ­ჩილს მრა­ვალ­გ­ზის უფ­იქ­რია ახ­ალ რძალ­ზე. გაკ­ვე­თი­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­ცა მღვდლე­ბი Epitome historiae sacrae-ს უხს­ნიდნენ, იგი მას­ზე ოც­ნე­ბობ­და. საკ­ლა­სო ოთ­ა­ხებ­ში, რო­ცა ან­ა­ლო­გი­ებს აფ­ა­რე­ბუ­ლი სემი­ნა­რი­ე­ლე­ბი გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბას ეძ­ლე­ოდ­ნენ, იგი ხე­ლებ­ში რგავ­და სა­ხეს და არ­აწ­მინდა წარ­მოდ­გე­ნებ­ში იძ­ი­რე­ბო­და. ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­ცა ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლის ლი­ტანი­ე­ბი ჟღერ­და, მის­ტი­უ­რი ვარ­დის, Rosa mistica-ს ხსე­ნე­ბი­სას იგი შორს გარ­ბო­და.

    და რად­გა­ნაც სე­მი­ნა­რი­ე­ლე­ბი­სა­გან გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა ის­წავ­ლა, იმ დღეს ტყე­ში მომხდა­რი უკ­ვე სხვა ნა­თელ­ში ახ­სენ­დე­ბო­და. უც­ნა­უ­რად ღრღნი­და ეჭ­ვი, რომ ვერ გა­მოიცნო, სტან­ჯავ­და ბოღ­მა, რომ ვერ მოწყ­ვი­ტა ასე შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი.

    მარ­თ­ლა ასე იყო? ნუ­თუ რო­ზას ოდ­ეს­ღაც უყ­ვარ­და იგი? ნუ­თუ ასე შე­უც­ნობ­ლად ჩა­უ­არა გვერ­დ­ზე დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას?

    ეს აზ­რი დღი­თიდ­ღე სულ უფ­რო მწვა­ვე ხდე­ბო­და, სულ უფ­რო თან­მ­დე­ვი, აღმ­გ­ზ­ნე­ბი, სულის შემ­ხუ­თა­ვი. დღი­თიდ­ღე სულ უფ­რო მზარ­დი სი­უხ­ვით ას­აზ­რ­დო­ებ­და ეს აზ­რი მის ტან­ჯ­ვას, სა­ნამ ბო­ლოს­და­ბო­ლოს სამ­ღ­ვ­დე­ლო ცხოვ­რე­ბის მო­ნო­ტო­ნურ მდი­ნა­რე­ბა­ში ეს აზ­რი უკ­ურ­ნე­ბელ სე­ნად არ იქ­ცა მის­თ­ვის. ამ სე­ნის გარ­და­უ­ვა­ლო­ბის გა­მო ემიდიო უდ­ი­დეს სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­და, უს­აზ­ღ­ვ­რო სევ­და მო­ე­რია.

    — ესე იგი ვერ გა­მო­იც­ნო!

    ოთ­ახ­ში სან­თ­ლე­ბი იღ­ვენ­თე­ბო­და. დახ­შუ­ლი და­რა­ბე­ბის ძე­ლა­კებს შო­რის ქა­რის სულ უფ­რო ძლი­ე­რი სუნ­თ­ქ­ვა აღ­წევ­და და ფარ­დებს ბე­რავ­და.

    რო­ზას სრუ­ლი­ად მო­ე­რია ძილ­ქუ­ში და ამ­ი­ტო­მაც დრო­დად­რო ხუ­ჭავ­და თვა­ლებს. და როგორც კი თა­ვი მკერ­დ­ზე ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და, სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით კვლავ სწევ­და მას.

    — და­ი­ღა­ლეთ? — ტკბი­ლი ხმით ჰკითხა მღვდელ­მა .

    — მე არა, — მი­უ­გო ქალ­მა, ძა­ლა მო­იკ­რი­ბა და წელ­ში გა­ი­მარ­თა.

    მაგ­რამ სი­ჩუ­მე­ში კვლავ ძი­ლი და­ე­უფ­ლა მის გრძნო­ბებს. თა­ვი კე­დელს მი­აყ­რ­დ­ნო, თმე­ბი ყელს უფ­ა­რავ­და, ოდ­ნავ და­ღე­ბუ­ლი პი­რი­დან ნე­ლი და ნე­ბი­ე­რი სუნ­თ­ქ­ვა ამ­ოსდი­ო­და. ასე იგი ლა­მა­ზი იყო და არ­ა­ფე­რი იყო მას­ში მკერ­დის რიტ­მ­სა და მსუ­ბუ­ქი კაბ­ის ქვეშ გა­მოკ­ვე­თილ მუხ­ლებ­ზე მე­ტად სა­სურ­ვე­ლი. ქა­რის უეც­არ­მა მო­ბერ­ვამ ფარ­და ააფ­რი­ა­ლა და ფან­ჯა­რას­თან ახ­ლო მდგა­რი ორი სან­თე­ლი ჩა­აქ­რო.

    “რომ ვა­კო­ცო?” — გა­ი­ფიქ­რა ემ­ი­დი­ომ, ხორ­ცის მო­უ­ლოდ­ნე­ლი კარ­ნა­ხით მო­ცულმა და მთვლე­მა­რეს გა­ხე­და.

    კაც­თა სიმ­ღე­რა ჯერ კი­დევ ედ­ე­ბო­და ივ­ნი­სის ღა­მეს, სა­ზე­ი­მო სა­გა­ლობ­ლის მსგავსი. შო­რე­თი­დან შო­რეთ­ში ვრცელ­დე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა ტონ­ზე საკ­რა­ვი­ე­რი თან­ხ­ლების გა­რე­შე გა­მო­ცე­მუ­ლი ხმა. სავ­სე მთვა­რე მაღ­ლა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ას­უ­ლი, ამ­ი­ტომაც ოთ­ახ­ში და­სად­გუ­რე­ბუ­ლი სუს­ტი შუ­ქი ვე­ღარ ძლევ­და და­რა­ბებს მომ­წყ­დარ სი­ნათლის ნა­კადს, ხის ღრი­ჭო­ებ­ში რომ ატ­ან­და.

    ემ­ი­დიო ცხედ­რის­კენ შებ­რუნ­და. მი­სი მზე­რა გვა­მის შავ­სა და უძ­რავ მო­ხა­ზუ­ლო­ბას გაჰ­ყ­ვა და უნ­ე­ბუ­რად ხელ­ზე შე­ჩერ­და. ხე­ლი კო­ტი­ტა იყო, მოყ­ვი­თა­ლო, შე­სი­ე­ბუ­ლი, ზურ­გის მხა­რეს მო­ლურ­ჯო ძარ­ღ­ვე­ბით მო­ხა­ზუ­ლი. ემ­ი­დი­ომ მზე­რა მო­ა­შო­რა. ნელ-ნელა ძი­ლით მო­ცუ­ლი რო­ზას თავ­მა ნა­ხე­ვარ­წ­რე შე­მო­ხა­ზა და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მორ­ჩი­ლისკენ და­ეშ­ვა. ამ მშვე­ნი­ე­რი ქა­ლუ­რი თა­ვის გა­დახ­რა ას­ე­თი ნა­ზი იყო და რად­გა­ნაც მოძ­რა­ო­ბამ ოდ­ნავ და­არ­ღ­ვია ძი­ლი, წა­მით გა­პო­ბილ ქუ­თუ­თო­თა შო­რის გა­მოკ­რ­თა თვალ­ის გუ­გა­თა კი­დე­ე­ბი და მე­რე ის­ევ სი­თეთ­რე­ში და­ი­კარ­გა, რო­გორც რძე­ში ჩა­ძი­რული იის ფურ­ც­ლე­ბი.

    ემ­ი­დიო უძ­რა­ვად დარ­ჩა, მხრით აკ­ა­ვებ­და სიმ­ძი­მეს. სუნ­თ­ქ­ვას იკ­რავ­და, რომ მძინა­რე არ გა­ეღ­ვი­ძე­ბი­ნა, უდ­ი­დეს აგზ­ნე­ბას შე­ეპყ­რო იგი, გუ­ლის, მა­ჯე­ბი­სა და საფეთქ­ლე­ბის გუ­გუ­ნი თით­ქოს მთელს ოთ­ახს ავ­სებ­და. მაგ­რამ რო­ზა ძილს აგრ­ძე­ლებ­და და ემ­ი­დი­ო­მაც იგრ­ძ­ნო, რომ სუს­ტ­დე­ბა და რა­ღაც და­უძ­ლე­ვე­ლი გა­რინ­დე­ბა ერ­ე­ვა ქალის ყე­ლის ჭვრე­ტა­ში, რო­მელ­ზე­დაც ვე­ნე­რას მძი­ვე­ბი­ვით აღ­ბეჭ­დო­და ხორ­ცი­ე­ლი გულ­ის­თ­ქ­მა. ქა­ლის თბილ სუნ­თ­ქ­ვას ის­რუ­ტავ­და და მი­სი თმე­ბის სურ­ნელს.

    ღა­მის არ­ო­მა­ტით დატ­ვირ­თულ­მა ახ­ალ­მა მო­ბერ­ვამ მე­სა­მე ალი და­ხა­რა და ჩა­აქ­რო.

    მა­შინ, ყო­ველ­გ­ვა­რი ფიქ­რი­სა და ში­შის გა­რე­შე ცდუ­ნე­ბას აყ­ო­ლილ­მა ღა­მის­მ­თე­ველმა ტუ­ჩებ­ში აკ­ო­ცა ქალს.

    შე­ხე­ბი­სა­გან ქალ­მა უეც­რად გა­მო­იღ­ვი­ძა, გა­ო­ცე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შე­აც­ქერ­და მაზლს თვა­ლებ­ში და გა­ფით­რ­და.

    მე­რე ნე­ლა შე­აგ­რო­ვა თმე­ბი კე­ფა­ზე და ასე დარ­ჩა, წელ­გა­მარ­თუ­ლი. წინ იმ­ზი­რე­ბოდა და უძ­რა­ვად აკ­ვირ­დე­ბო­და მო­ფუთ­ფუ­თე ჩრდი­ლებს.

    — ვინ ჩა­აქ­რო სან­თ­ლე­ბი?

    — ქარ­მა.

    სხვა არ­ა­ფე­რი უთქ­ვამთ. ორ­ი­ვე­ნი ძვე­ლე­ბუ­რად ისხ­დ­ნენ სამ­ზით­ვო სკივ­რ­ზე და იდაყ­ვე­ბით ეხ­ე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს მტან­ჯ­ვე­ლი გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბით მო­ცულ­ნი. რა­ღაც­ნაირი გო­ნებ­რი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით ცდი­ლობ­დ­ნენ, რომ მათ ცნო­ბი­ე­რე­ბამ­დე არ მი­სუ­ლი­ყო მომ­ხ­და­რი და ამ­ით გა­კიცხ­ვას გა­დარ­ჩე­ნო­და. ორ­ი­ვემ თა­ვის­თა­ვად გა­და­ი­ტა­ნა ყურად­ღე­ბა გა­რე­გან მოვ­ლე­ნებ­ზე. ნელ-ნე­ლა ორ­ი­ვე უც­ნა­ურ­მა სიმ­თ­ვ­რა­ლემ და­იპყ­რო.

    ღა­მე­ში სიმ­ღე­რის ხმა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად ეკ­ი­და ჰა­ერ­ში, თან­და­თა­ნო­ბით რბილ­დე­ბო­და. კა­ცე­ბი­სა და ქა­ლე­ბის ხმე­ბი თით­ქოს­და სიყ­ვა­რუ­ლით ეჯ­იბ­რე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს. ზოგ­ჯერ გუნ­დი­დან ერ­თი მა­ღა­ლი ხმა იკ­ვე­თე­ბო­და და ერთ ნოტ­ზე ჩერ­დე­ბო­და, მა­შინ რო­ცა სხვე­ბი აკ­ორ­დე­ბად გროვ­დე­ბოდ­ნენ მის ირგ­ვ­ლივ, რო­გორც ტალ­ღე­ბი ნა­კა­დის შუ­ა­გუ­ლის გარ­შე­მო. ზოგ­ჯე­რაც, ყო­ვე­ლი სა­გა­ლობ­ლის და­საწყის­ში კვინ­ტებ­ზე აწყობ­ი­ლი გი­ტა­რის ლი­თო­ნი­სე­ბუ­რი ბგე­რა ის­მო­და, ში­გა­და­შიგ კი — ლეწ­ვის ზო­მი­ე­რი დარ­ტყ­მე­ბი მი­წა­ზე.

    ორ­ი­ვე ის­მენ­და.

    იქ­ნებ ქა­რის ბრა­ლი იყო, რომ სურ­ნე­ლი შე­იც­ვა­ლა. იქ­ნებ ორ­ლან­დოს მაღ­ლო­ბი­დან მოდ­ი­ო­და ახ­ლა ნა­რინ­ჯის ძლი­ე­რი სუ­ნი, ან სკა­ლი­ას ბა­ღე­ბი­დან — ვარ­დე­ბის არ­ო­მატი, იმ­დე­ნად მკვრი­ვი, რომ სივ­რ­ცეს ქორ­წი­ლი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი მუ­რა­ბის გე­მოს აძ­ლევ­და. იქ­ნებ ფარ­ნი­ას ტა­ფო­ბი­დან მო­დი­ო­და სველ შრო­შან­თა სურ­ნე­ლე­ბა, რო­მელიც ის­ე­ვე აგ­რი­ლებ­და სუნ­თ­ქ­ვას, რო­გორც წყლის ყლუ­პი — სა­სას.

    ორ­ი­ვე ჯე­რაც ჩუ­მად იყო სამ­ზით­ვო სკივ­რ­ზე. უძ­რა­ვად ისხ­დ­ნენ მთვა­რი­ა­ნი ღა­მის გუ­ლის­თ­ქ­მით შეპყ­რო­ბილ­ნი. მათ წი­ნა­შე უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი სან­თ­ლის ალი ირ­ხე­ო­და მა­ლი­მალ, იხ­რე­ბო­და და ცრემლს ად­ენ­და უკ­ვე თით­ქ­მის გა­ლე­ულ ცვილს. ყო­ველ­წამს თით­ქოს­და ჩა­საქ­რო­ბად იყო მზად. ქა­ლი და კა­ცი არ იძვ­როდ­ნენ. სუნთქვა­შეკ­რუ­ლე­ბი მის­ჩე­რე­ბოდ­ნენ მო­კან­კა­ლე მო­მაკ­ვ­დავ ალს. უეც­რად მათ­რო­ბე­ლა ქარ­მა ჩა­აქ­რო იგი. მა­შინ კი ში­შის გა­რე­შე, შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი სი­ხარ­ბი­თა და ერთდროულ­ად ქა­ლი და კა­ცი ჩა­ეხ­ვივ­ნენ ერთ­მა­ნეთს, ტუ­ჩე­ბით იწ­ყეს ერთ­მა­ნე­თის ძებ­ნა, თავ­და­ვიწყე­ბით, ბრმად, ხმის გა­უ­ღებ­ლად.

    © ”არილი”