• ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (აპრილი, 2007)

    ეკა ქევანიშვილი, “ჭორია”, ამელი (ნინო თარხნიშვილი), “ქალთარაფერა” (ლექსები); რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, თბ. “დიოგენე” 2006.

    ორი გოგოს ჭორ-მართალი, უჩვეულო ქალური სითამამით მოყოლილი ჩვეულებრივი ამბები. გოგოები ცხოვრობენ, უხარიათ, ტირიან, იცინიან, დარდობენ, ალაგებენ სახლებს, ფუსფუსებენ სამზარეულოში, ელოდებიან, ენატრებათ, ხან ღმერთებს ელაპარაკებიან და ხანაც ოთახის კუთხეებში გაბმულ აბლაბუდებს წმენდენ… მაგრამ ორი ავტორი ამას ერთმანეთისგან აბსოლუტურად განხვავებული ფორმით და შინაარსით აკეთებს – ეკა არ სპეკულირებს ემოციურობით, მკითხველი სიამოვნებას იღებს ტექსტებიდან და ავტორის პიროვნებაც სტროფებს მიღმა რჩება. ამელის მინიატურული პროზა კი ემოციების პატარა ხურჯინია, სადაც ტექსტებზე მეტად ხშირად ავტორი იკითხება.

    ირაკლი კაკაბაძე, “კანდიდატი ჯოყოლა” (პიესა); თბ. “სიესტა”, 2007 (მეორე გამოცემა).

    საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდანტის, ჯოყოლა ქისტაურის წინასაარჩევნო კამპანია წარმატებით მიდის. ელექტორატში მისი რეიტინგი მატულობს და პარტიაც კმაყოფილია პროცენტული მაჩვენებლებით. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ამის შესახებ საინფორმაციო გადაცემის ტელეწამყვანები ჰყვებიან. პოლიტიკური რეალობა და გარემოცვა ჯოყოლას პიროვნული განითარებისა და ბედნიერებისთვის გასაქანს არ აძლევს. ისიც იმავე პრობლემას აწყდება, რასაც – ვაჟას პერსონაჟი: პიროვნებასა და საზოგადოებას შორის გაუცხოება, “თემობის წესის” მკაცრი კანონები და მათზე მორჩილება, როგორც ჩანს, არც 21-ე საუკუნის საქართველოსთვის ყოფილა უცხო. წიგნი დაჯილდოებულია ჰელმან-ჰამეტის ლიტერატურული პრემიით. პრემია ენიჭებათ მწერლებს, რომელთაც მოღვაწეობა უხდებათ ავტორიტარული და ტოტალიტარული მმართველობის პირობებში და მათ ნაწერებში ჰუმანიზმია გამოვლენილი.

    ჯორჯ ორუელი, “ცხოველთა ფერმა”; მთარგმნელი დავით აკრიანი; თბ. “სიესტა”, 2006.

    ცხოველებმა აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები; მათი გადაწყვეტილება შემდეგნაირია – შექმნან საკუთარი მმართველობის სისტემა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. აკრძალულია ტანსაცმლის ჩაცმა, საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ფაქტორები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მაგრამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, დროთა განმავლობაში ფერმა მაინც “ეცემა ადამიანის დონემდე” – კეთილშობილი ცხოველები ადამიანურდებიან. “ცხოველთა ფერმა” პოლიტიკური იგავ-არაკია, რომელიც აკრიტიკებს ადამიანურ ბუნებას და შესაბამისად, ყველა იმ ფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი – უფრო.”

    კატარინა მასეტი, “ტიპი მეზობელი საფლავიდან” (რომანი), მთარგმნელი დავით გაბუნია, რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.

    ქვრივი დეზირეს ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა წიგნებით გადავსებული პატარა ოთახი, ამავე ნივთებით გარემოცული სამსახური – ბიბლიოთეკა, და გარდაცვლილი ქმრის საფლავი ქალაქგარეთ. არც ფერმერი ბენის სამუშაო დღე გამოირჩევა განსაკუთრებულობით, უბრალოდ, ხანდახან მშობლების საფლავზე უწევს გასვლა… სწორედ აქ შეხვდებიან ერთმანეთს დახვეწილი, ინტელექტუალი ქვრივი და ტლანქი, ვულგარული ფერმერი. მართალია, ერთმანეთისგან მათ სოციალური მდგომარეობა და მისწრაფებები აშორებთ, მაგრამ აერთიანებთ რაღაც, რის გამოც მათი ურთიერთობა ჯერ რომანტიულ, ხოლო შემდგომ კი დრამატულ ხასიათს იღებს. არსებობს თუ არა პრიორიტეტები ქალისა და კაცის ურთიერთობაში, და თუ არსებობს, რა არის ეს – რაციონალიზმი თუ შიშველი ვნება? კატარინა მასეტს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს.

    პიერ ბურდიე, “განსხვავება”, მსჯელობის სოციალური კრიტიკა, მთარგმნელი გიორგი ბარამიძე, რედაქტორი ლალი ქადაგიძე. თბ. “დიოგენე”, 2006.

    ფრანგი ფილოსოფოსის კლასიკად ქცეული პოსტსტრუქტურული დაკვირვებები სოციალურ ჯგუფებზე, მათ ესთეტიკაზე, გამოვნებასა და აღქმის კოეფიციენტებზე. წიგნი საფრანგეთში 1979 წელს გამოიცა და არაერთი სოციოლოგის კვლევის საგანი გახდა. ნაშრომს თან ერთვის სტატისტიკური მონაცემები, გრაფიკები და ცხრილები, რომლებიც მსჯელობის სოციალური კრიტიკის თემას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის.

    “ძველი მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია”. ავტორთა ჯგუფი. მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი, რედაქტორები რუსუდან გორგაძე, მარინე სოხაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. 2006.

    ამომწურავი ინფორმაცია ძველი მსოფლიოს ისტორიული განვითარების შესახებ მკითხველთა ფართო ასაკობრივი და ინტელექუალური სპექტრისათვის. მესოპოტამიის სამყარო, ძველი ეგვიპტე, ძველი საბერძნეთი, რომი, მაკედონია – ადრეული ცივილიზაციების შესახებ აქ ლეგენდების, ფაქტებისა და თარიღების მთელი რიგია წარმოდგენილი. წიგნს თან ერთვის რთული სიტყვების ლექსიკონი. გარდა ამისა, ხშირად შეგხვდებათ რჩევა, ესტუმროთ საინტერესო ვებ-გვერდებს და მეტი გაიგოთ ძველი სამყაროს შესახებ.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (აპრილი, 2007)

    ჯეი მაკინერნი, “კარგი ცხოვრება”

    The Good Life

    By Jay McInerney

    353 გვ., Alfred A. Knopf

    ამ რომანის გარშემო თავიდანვე ეჭვები გაჩნდა, მაგრამ ჯეი მაკინერნი მკითხველის სკეპტიკურ განწყობას მედგრად შეეგება, თითქოს შეგუებულიც კი იყო: “როცა ნორმან მეილერს ვუთხარი, ჩემს ახალ რომანში მოქმედება 2001 წლის შემოდგომაზე ხდება-მეთქი, მწერალმა უნდობლად გადააქნია თავი – 10 წელი მაინც მოიცადეო. 10 წელი მაინც უნდა გავიდეს, მოვლენათა არსს რომ ჩასწვდეო. ამდენ ხანს ვერ მოვიცდიდი…”

    “კარგი ცხოვრების” რამდენიმე მთავარ გმირს უკვე იცნობს ერთგული მკითხველი მაკინერნის ძველი რომანიდან (“ბრწყინვალება ეცემა”, 1992). ძველი ნაცნობების – რასელისა და მისი ცოლის – კორინის ამბის პარალელურად რომანში ბანკის ინვესტორის, ლუკ მაკგავოკის ისტორია ვითარდება. 7-ციფრიანი წლიური ანგარიშის მფლობელმა სრულიად მოულოდნელად ყველაფერს ზურგი აქცია და წიგნის დაწერა გადაწყვიტა. ლუკის ახსნა მარტივია: ადამიანს უფრო კეთილშობილური მოწოდება აქვს და წარმავალი საკითხები არ უნდა აღელვებდეს. მის ცოლს, როგორც ქალების უმეტესობას, რასაკვირველია, ასეთი ახსნა არ ესმის და ოჯახში კონფლიქტი იწყება. რასელსა და კორინსაც შეემთხვევათ პატარა უსიამოვნება – გვარიანად შეზარხოშებული სტუმარი რაღაც ავისმომასწავებელს უქადის მათ ოჯახს…

    ეს ავისმომასწავებელი წინათგრძნობა ტრაგიკულად გაცხადდება. 11 სექტემბრის ტრაგედიას კორინისა და ლუკის მეუღლენიც ემსხვერპლებიან.

    კორინი და ლუკი პირველად სწორედ ტრაგედიის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. ისინი ნანგრევებში მომუშავე მაშველებს ეხმარებიან. გაცნობიდან ძალიან მალე კორინი მოხერხებული სიკეკლუცით ცვლის ზოგადი საუბრის თემას: ნუთუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ამ საქმეში სხვებზე უფრო მაგრები არიან? ამ კითხვას დასტურად მოსდევს ლუკის ნაამბობი ჰონგკონგელი მეძავის შესახებ, და კორინის მიერ შებრუნებული კითხვა: მოკლედ, თქვენ ფიქრობთ, რომ სექსი ჩოგბურთის ან ჭადრაკის თამაშს ჰგავს და სრულყოფილება პრაქტიკაში მოდის? უკანა პლანზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევები და ტრაგედიის მსხვერპლთა ცხედრები ილანდება…

    ლუკისა და კორინის საუბრის ტექსტსა და რეალობას შორის სრული შეუსაბამობაა, ეთიკური, მორალური თუ ესთეტიკური თვალსაზრისით. კრიტიკოსთა აზრით, მაკინერნი ერთ რამეში ცდება: როგორც ჩანს, მწერალს არ სურს იმის აღიარება, რომ ადამიანები ხშირად არაადეკვატურად იქცევიან, განსაკუთრებით უბედურების დროს, და რომ ლუკი და კორინი სწორედ ასეთი ადამიანები არიან. კრიტიკოსებისთვის ეს ერთი ეგოისტი და ქარაფშუტა წყვილია, მწერლისთვის კი – ძალიან საინტერესო და, ამასთან, უცოდველი პერსონაჟები. მაკინერნი ცდილობს, თავისი განწყობა მკითხველსაც მოახვიოს თავს. იქნებ მართალიცაა, განა გვაქვს კი განკითხვის უფლება?

    სტივენ კინგი, “საკანი”

    Cell

    By Stephen King

    355 გვ., Scribner

    პატარა ლუციფერები, რომელთაც ღვთის მიერ ბოძებული წესრიგი სრულ ქაოსად გადააქციეს – ასე მოიხსენია ერთ-ერთმა კრიტიკოსმა სტივენ კინგის ბოლო რომანის გმირები. ეს “პატარა ლუციფერები” მობილურ სატელეფონო კავშირს დამონებული თანამედროვე ადამიანები არიან, ტელეფონზე გაუთავებლად რომ საუბრობენ და ბოლოს საკუთარ თავსაც კარგავენ მობილური სიგნალებისა და სიხშირეების განუწყვეტელ ხმაურში. ამ ხმაურში იკარგება მთავარი: ადამიანური ღირებულებები, სილამაზე, სიკეთე… ალბათ ამიტომაც უწოდებს ზიზღით რომანის ერთ-ერთი გმირი მობილურ ტელეფონს “ეშმაკის კავშირს”.

    კინგის ახალ ნაწარმოებში მოვლენები მობილური ტელეფონის სიგნალივით უსწრაფესად ვითარდება. ქალაქს იდუმალი ელექტრონული მუხტი დაუვლის. ეს მუხტი მობილური ტელეფონების მეშვეობით ვრცელდება. შედეგი საბედისწეროა: ადამიანები ზომბებად იქცევიან. და მთავარი გმირის განსაცდელიც სწორედ მაშინ იწყება…

    თუ არისტოტელეს “პოეტიკაში” წარმოდგენილ ფორმის შესახებ მსჯელობას დავეყრდნობით, ზომბების აპოკალიფსის ისტორიას ჭეშმარიტი ლიტერატურული ღირებულება მაშინ ექნება, როცა ის ორ პირობას დააკმაყოფილებს. პირველი პირობა ცივილიზაციის ნგრევით გამოწვეული სავალალო შედეგებისა და სამყაროში გამეფებული ძალადობის ასახვაა. ამ მხრივ “საკანი” მკითხველს ნამდვილად არ გაუცრუებს იმედს. მოგეხსენებათ, სტივენ კინგი საზარელი სცენების ოსტატი გახლავთ. მაგრამ, როგორც კრიტიკოსები ამტკიცებენ, მეორე აუცილებელი პირობა სტივენ კინგის ახალმა რომანმა ვერ დააკმაყოფილა, კინგი სუსტი ფსიქოლოგი გამოდგა. თუმცა, ეს შეფასებაც ალბათ პირობითია, სინამდვილეში არმაგედონი ხომ არავის გამოუვლია.

    რობერტ გრინფილდი, “ტიმოთი ლირი” (ბიოგრაფია)

    A Biography

    By Robert Greenfield

    689 გვ., A James H. Silberman Book/Harcourt

    უცნაურია, ტიმოთი ლირის სიკვდილიდან ჯერ სულ რაღაც ათი წელი გავიდა, მაგრამ მისი ცხოვრება თითქოს უკვე ლეგენდასავით გვეჩვენება. ყოფილი ფსიქოლოგი, რომლის ახირებული თეორიის მიხედვითაც, ფსიქოდელური წამლები ადამიანის განვითარებას უწყობდა ხელს, 60-იან წლებში პოპ-ვარსკვლავისა და რელიგიური ლიდერის როლში მოევლინა საზოგადოებას.

    რობერტ გრინფილდი ობიექტური ბიოგრაფია, მისთვის მთავარია, არაფერი გამორჩეს. ამის საშიშროება კი ნამდვილად არის, ლირის ცხოვრებაში ხომ იმდენი დიდი თუ მცირე დეტალია, რომ შეიძლება თავგზა აგებნეს კაცს: მამის წასვლა, ცოლის თვითმკვლელობა, გზა ბერკლიდან ჰარვარდისაკენ, სამეცნიერო საქმიანობის დასაწყისი, მექსიკაში გატარებული დრო – ტრანსფორმაციის ხანა… სწორედ აქ, მექსიკაში, მოხდა დიდი გარდატეხა ლირის ცხოვრებაში, ფსიქოდელური ზემოქმედება მისი სწავლების, კვლევისა და მთლიანად ცხოვრების მამოძრავებელი ძალა გახდა……

    1964 წელს დაიწერა “ფსიქოდელური გამოცდილება” – ნაშრომი, რომლის ავტორებიც იყვნენ ლირი, ალპერტი და რალფ მეტცნერი. სწორედ ამ ნაშრომში გაიჟღერა ცნობილმა ფრაზამ: “გათიშეთ ტვინი, მოდუნდით, მიჰყევით დინებას”. ორი წლის მერე ეს ფრაზა გამოიყენა ჯონ ლენონმა სიმღერაში Tomorrow Never Knows (ბოლო სიმღერა ალბომიდან Revolver)…

    60-იანი წლების ბოლოს ტიმოთი ლირის შესახებ საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ერთი ნაწილი მას აღმერთებდა, ჰიპები აღტაცებით შეჰხაროდნენ, სხვებს კი ბოროტ დემონად მიაჩნდათ. ყველაზე დაუძინებელი მტერი მაინც კანონი იყო, კანონი, რომელსაც ლირი არ ემორჩილებოდა. დიდი ხანი გაატარა ციხეში, რომ გეკითხათ, ისევე ეწამებოდა ხალხისთვის, როგორც იესო და სოკრატე…

    შოუ-ბიზნესით დაინტერესებულ მკითხველს, რომელიც უკვე იცნობს გრინფილდისეულ “როლინგ სტოუნზისა” და ჯერი გარსიას ბიოგრაფიებს, წინ დიდი სიამოვნება ელის. გარდა ამისა, წიგნი 60-იანი წლების კულტურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.

    რონ პაუერსი, “მარკ ტვენი” (ცხოვრება)

    Mark Twain: A Life

    By Ron Powers

    723 გვ., Scribner

    იყო დრო, როცა მისი ნაწერები პატარა ხერხის მომაბეზრებელ ბზუილს შეადარეს (დღეს ეს სასაცილოდ გვეჩვენება), თუმცა ერთგული მკითხველი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ამ მწერლის ხმას მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობა ჰქონდა, დახვეწილი და წრფელი. რონ პაუერსის ახალი 723-გვერდიანი წიგნი ყველასათვის მშობლიური ამერიკელი მწერლის – მარკ ტვენის, იგივე სემუელ კლემენსის, ცხოვრებაზე მოგვითხრობს; პაუერსის მონათხრობს მარკ ტვენის ცხოვრების შესახებ ისეთივე ჯადოსნური ძალა აქვს, როგორც ტვენის პროზას.

    მწერალი მარკ ტვენის სახეს უაღრესად ცოცხალი შტრიხებით ხატავს. მკითხველის წინაშე წარმოდგება მახვილგონიერებით გამორჩეული, პატივმოყვარე, ხშირად აგრესიული ჩხუბისთავი და ამავდროულად უფაქიზესი ბუნების ადამიანი – კაცი, რომელიც არაერთხელ მჯდარა ციხეში ქუჩაში ატეხილი აურზაურისათვის და კაცი, რომელსაც განუწყვეტლივ ქენჯნიდა სინდისი ამქვეყნად გამეფებული უსამართლობის გამო… დაკვირვებული მკითხველის მახვილი თვალი მარკ ტვენის ცხოვრების ძალიან ნაცნობ დეტალებში ბევრ უცნობ დეტალსაც აღმოაჩენს.

    ამ წიგნის ავტორი რონ პაუერსი პულიტცერის პრემიის ლაურეატია. მკითხველი კარგად იცნობს მის 2002 წელს გამოცემულ რომანს, რომელიც ამერიკელ თინეიჯერ მკვლელებზე მოგვითხრობს: “ტომი და ჰეკი აქ აღარ ცხოვრობენ: ბავშვობა და მკვლელობა ამერიკის შუაგულში.” ახალი რომანის სიუჟეტი დროში გადანაცვლების პოპულარულ სქემას მიჰყვება, თუმცა მაინც ორიგინალური ჩანს. მარკ ტვენი ჩვენს სინამდვილეში ცხოვრობს, ის პაუერსის რომანს კითხულობს და ხვდება, თუ რამდენი რამ შეცვლილა ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის დროის შემდეგ. და ტვენი წარსულში ქექვას იწყებს, იმ წარსულში, რომელიც დღეს უკვე გამქრალია.

    სხვათა შორის, პაუერსის რომანს სამართლიანი პრეტენზია აქვს, რომ ის ამერიკის ისტორიის საზომად ჩაითვალოს. მარკ ტვენის შემოქმედების ლიტერატურული ღირებულების შეფასებისას პაუერსი იმ მოსაზრებას ემხრობა, რომლის თანახმადაც ტვენმა ახალი რეგისტრი შემოიტანა ამერიკულ ლიტერატურაში: “მარკ ტვენის სადირიჟორო ჯოხი ახშობდა ანგლიკანურ სიმფონიას და ამერიკული ჯაზის რიტმებს უკრავდა.”

    ხოლო როცა ჯერი ჰეკლბერი ფინის თავგადასავალზე მიდგება, პაუერსის ბიოგრაფია აღარ გვჭირდება მისი შეფასებისთვის. ამ ნაწარმოებმა, რომელსაც თავის დროზე ელიოტმა შედევრი უწოდა, ყველა დროს გაუძლო.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • ახალი ამბები

    ახალი ამბები (აპრილი, 2007)

    კოლუმბიელის იუბილე ესპანურად

    2007 წელი გაბრიელ გარსია მარკესისთვის განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა – 80 წელი მწერლის დაბადებიდან; 40 წელი მას შემდეგ, რაც “მარტოობის 100 წლის” პირველმა გამოცემამ დღის შუქი იხილა; ნობელის პრემიით დაჯილდოების 25 წლისთავი – ყველა ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 6 მარტს, მწერლის დაბადების დღეს, კოლუმბიელი ნობელიანტის ესპანელმა თაყვანისმცემლებმა “მარტოობის 100 წელი”-ს კითხვის მარათონი მოაწყვეს. რომანის პირველი აბზაცი ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, მარია ტერეზა დე ლა ვეგამ წაიკითხა. მარათონში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების, ლიტერატურის, კინოსა და ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლებმა. ყოველ მკითხველს 15 წუთი ჰქონდა გამოყოფილი, რომანის თავიდან ბოლომდე წაკითხვას კი 16 საათი დასჭირდა. მარკესის დაბადების დღე ესპანეთის გარდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით აქცია მოეწყო თბილისშიც – გამომცემლობა “სიესტა” კოლუმბიელი მწერლის თაყვანისმცემლებს “მარტოობის ას წელს” ერთი კვირის განმავლობაში სულ რაღაც 5 ლარად სთავაზობდა.

    სონტაგის უკანასკნელი სიტყვა

    გარდაცვალებამდე სიუზან სონტაგმა თავისი ესეების კრებულის გამოცემა დაგეგმა. მისთვის ეს ბოლო წიგნი იქნებოდა, თუმცა კი თავად მწერალი არ მოიაზრებდა მას, როგორც უკანასკნელს თავის შემოქმედებაში და სურდა, ესეების მერე ისევ მხატვრულ ლიტერატურას დაბრუნებოდა. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების გამო არაერთი წინასწარგამზადებული ტექსტი და სათაური დაიკარგა, მაგრამ რედაქტორმა მაინც მოახერხა, ერთად შეეკრა 16 ესე და სონტაგის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერილი სხვადასხვა ტექსტები.

    “ერთსა და იმავე დროს”( “At the Same Time) ასე ერქმევა წიგნს. სონტაგის ესეებსა და წერილებში ერთმანეთს ჰარმონიულად ენაცვლება ლიტერატურა, პოლიტიკა, ფოტოგრაფია, ესთეტიკა; ხშირად ეს ცნებები ფარავენ კიდეც ერთმანეთს. წიგნში გახმოვანებულია ასევე მისი ადრეული დაკვირვებები და შეხედულებები – 1976 წელს დაწერილი “ფოტოგრაფიის” პირდაპირი გაგრძელებაა 2003 წლის ერთ-ერთი სერიოზული კვლევა – “ფოტოგრაფია – მცირე რეზიუმე” (“Photography: A Little Summa.”).

    იმსჯელეთ წიგნებზე, რომლებიც არ წაგიკითხავთ

    ფრანგი პროფესორის, პიერ ბეინარდის წიგნი ბესტსელერი გახდა – ესაა სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმსჯელოთ საინტერესოდ და კომპენტენტურად იმ წიგნებზე, რომლებიც არასოდეს წაგიკითხავთ. 52 წლის ფსიქოანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ თავისუფლად შეიძლება ისაუბროთ წიგნზე, რომლის წაკითხვაზეც დრო არ დაგიკარგავთ და არც უხერხულად იგრძნობთ თავს გადამეტებული ინტელექტუალიზმით შეპყრობილ საზოგადოებაში. მისი თქმით, უსაქმურ ინტელექტუალთა წრეში აშკარად იჩაგრებიან ის საშუალოსტატისტიკური ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, დრო არ აქვთ, რომ დღე და ღამე სქელტანიან წიგნებს უკირკიტონ.

    “ექიმი ჟივაგო” – ტროას ცხენი რუსეთს

    რუსული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფაქტს – ბორის პასტერნაკის დევნას, რუსმა ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა, ივან ტოლსტოიმ, კიდევ ერთი ინტრიგა შემატა: გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსულენოვანი რომანის წარმატება ამერიკის კონტრდაზვერვის სამსახურმა უზრუნველყო ფინანსურად. მალე დღის შუქს იხილავს წიგნი, სადაც “რადიო თავისუფლებისა” და “თავისუფალი ევროპის” ჟურნალისტი წერს, რომ სწორედ ამერიკამ დააფინანსა “ექიმი ჟივაგოს” განსაზღვრული ტირაჟით გამოცემა და 1958 წელს პასტერნაკისთვის ნობელის პრემიის გადაცემა.

    “პასტერნაკის წიგნმა იარაღის როლი ითამაშა ამერიკის ხელში – ამით შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ჭკუა ასწავლა”, – განაცხადა ტოლსტიომ ერთ-ერთ ინტერვიუში. ჟურნალისტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, პასტერნაკის ოჯახის წევრებმა და თავად მწერალმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

    ორჰან ფამუქი გერმანიაში

    ნობელიანტი მწერალი ორჰან ფამუქი გერმანიას მაისში ესტუმრება. გამგზავრება თებერვალში იყო დაგეგმილი, მაგრამ მწერალი საუკეთესო მეგობრის ტრაგიკულად დაღუპვამ შეაფერხა. შეფერხების მიზეზი ისიც იყო, რომ ფამუქს ანტიეროვნულობაში ადანაშაულებდნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ ნაციონალისტი თურქები. მწერალმა პროტესტი გამოთქვა 1915 წელს სომხების მასობრივ ჟლეტასთან დაკავშირებით, რაც ნაციონალისტებმა “ღალატად” მონათლეს.

    მეგობრის დაღუპვის შემდეგ ფამუქმა უარი თქვა ქვეყნიდან გასვლაზე, ისე, რომ მოგზაურობის ორგანიზატორებისთვის მიზეზიც არ აუხსნია. თუმცა, მწერალი მალე გამოვიდა მდგომარეობიდან და ახალი გეგმის მიხედვით, 2 მაისს ის უკვე ჰამბურგში იქნება. ღონისძიებები დაგეგმილია ბერლინში, კიოლნში, შტუტგარტსა და მიუნხენში – ფამუქი პუბლიკას თავის ბოლო წიგნს – „სტამბოლს“ – წაუკითხავს. 4 მაისს კი ნობელიანტ მწერალს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორის საპატიო წოდებას მიანიჭებენ.

    ვატიკანი ოსკარ უაილდს ცოდვებს შეუნდობს

    ოსკარ უაილდს კათოლიკურმა ეკლესიამ განსაკუთრებული პატივი მიაგო. იმის მიუხედავად, რომ ინგლისელმა მწერალმა და ჰომოსექსუალთა კერპმა კათოლიციზმი მხოლოდ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა აღიარა, ვატიკანმა მისი გამონათქვამები ქრისტიანული აფორიზმებისა და ნაკვესების კრებულში შეიტანა. კრებულს რომის პაპის თანაშემწე, მამა ლეონარდო საპიენცა გამოსცემს.

    დიდი ხნის მანძილზე უაილდის მიმართ ვატიკანი ანთიპათიით იყო განწყობილი, კათოლიკური ეკლესია მას გარყვნილ და უსირცხვილო ჰომოსექსუალად შერაცხავდა. ახლა კი რომის პაპის მეთვალყურეობის ქვეშ შედგენილ წიგნს ოსკარ უაილდის ფრთიანი გამოთქმები ამკობს, მათ შორის: “მე შემიძლია გავუძლო ამქვეყნად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა,” “ცდუნებისგან თავის დახსნის ერთადერთი გზა – მისი მორჩილებაა”.

    კატები – ახალი თემა მწერლებისთვის

    “კატების მწერლები” – უცნაურია, მაგრამ არსებობს ასეთი ორგანიზაციაც, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ ის მწერლები, პუბლიცისტები, ტელე და რადიოჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებით საქმიანობას კატებს უძღვნიან. ისე, როგორც სხვა დანარჩენ სოლიდურ ლიტარატურულ ასოციაციებს, “კატების მწერლებსაც” აქვთ დაწესებული თავიანთი სახელობითი ჯილდო. პრემია – “თაგვის მედალი” – წელს კლეა საიმონს გადაეცა, მძაფრსიუჟეტიანი რომანის, “მიაუ მკვლელობაა”-ს ავტორს. ეს პირველი წიგნია, რომელიც 2005 წლის ნოემბერში “კატების მწერალთა” სერიით გამოვიდა. მას შემდეგ საიმონმა კიდევ ერთი რომანი მიუძღვნა საყვარელ ცხოველებს. წიგნს ამჯერად “კატების კონცერტი” ჰქვია. როგორც ასოციაციის წევრები ამბობენ, კატების თემა მათ შემოქმედებაში შემთხვევითი სულაც არაა და აპირებენ, თავიანთი ორგანიზაციის მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდონ.

    ბეიკერ-სტრიტელი გამომძიებელი მოსკოვში

    შერლოკ ჰოლმსის დაბადების 120 წლისთავზე მოსკოვის სამოქალაქო სამსახურმა მეტად საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო – რუსეთის დედაქალაქში ლეგენდარული გამომძიებლის და მისი ერთგული თანაშემწის, დოქტორი ვატსონის ძეგლი დაიდგმება. უკვე ადგილიც შერჩეულია – არტურ კონან დოილის გმირი დიდი ბრიტანეთის საელჩოს ახლოს, სმოლენსკის სანაპიროზე დაიკავებს ადგილს. ის, თუ როგორი იქნება ძეგლის ვიზუალური მხარე, ჯერ არ არის ცნობილი. მოსკოველი ჰოლმსის და ვატსონის გარეგნობა დახურულ კონკურსზე გამოვლინდება.

    არ ვართ “ქალთა მწერლები!”

    ირლანდიელი მწერალი ქალების ნაწილმა უკმაყოფილება და აღშფოთება გამოხატა იმ კრიტიკოსების მიმართ, რომლებმაც გაბედეს და მათ ნაწარმოებებს “ქალთა საკითხავი ლიტერატურა” უწოდეს. სესილია აერნი (Cecilia Ahern) და მარიან კეიესი (Marian Keyes) იმ მწერლებს შორის არიან, რომლებიც საკმაოდ წარმატებული ნოველისტის, მაივ ბინჩის (Maeve Binchy) წინააღმდეგ გამოვიდნენ და გააპროტესტეს მისი მტკიცებულება, რომ მათი ტექსტები “მოსაწყენი” და ზედმეტად “ქალურია”. მარტივად გაიშიფრნენ ირლანდიელი ქალი მწერლების პირით მოლაპარაკენი ტელევიზია RTE-ს სპეციალურ არტ-გადაცემაში – ლიტერატორი ქალბატონები საკმაოდ უხეშნი და მაღალ ტონალობაში მოსაუბრენი აღმოჩნდენ. “აღსაშფოთებელი ფაქტია – ჩვენ მიერ შექმნილი ლიტერატურის ღირებულებები კრიტიკოსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს”, – ამბობს ბესტსელერი რომანების ავტორი მარიან კეიესი. თავად კრიტიკოსები კი დიდად არ განიცდიან ქალი მწერლების უნდობლობას და ტელედებატებსაც თავს არიდებენ.

    ჟან ბოდრიარი ავადმყოფობამ იმსხვერპლა

    ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი 7 მარტს პარიზში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ საზოგადოებას მისმა რედაქტორმა, მაიკლ დელორმმა აუწყა. დელორმის თქმით, 77 წლის კრიტიკოსისა და ფილოსოფოსის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა აღმოჩნდა.

    ბოდრიარი პირველი იყო თავის ოჯახში, რომელმაც საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. იგი მალევე გახდა ცნობილი თავისი პროვოკაციული, პარადოქსული თეორიებით და მალე გავლენიანი ფრანგი ინტელექტუალების ჯგუფს შეუერთდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბოდრიარი თავადვე ამბობდა საკუთარი შემოქმედების შესახებ: “ყოველ ჩემს ახალ ნაშრომს სულ უფრო და უფრო ნაკლები შანსი ექნება, გაიგონ და აღიქვან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩემი პრობლემაა”

    ბუკერის პრემია რუსეთში

    2007 წლის რუსულ ბუკერს მწერალი და მთარგმნელი, ასარ ეპელი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად წლის საუკეთესო რომანს გამოავლენენ პროზაიკოსი ოლეგ ზაიონჩკოვსკი, კრიტიკოსი სამუელ ლურიე, მწერალი ოლესა ნიკოლაევა და რეჟისორი ჰენრიეტე იანკოვსკი. ნომინანტების გამოვლენა 12 მაისს დასრულდება. სიის ვრცელ ვარიანტს 4 ივლისს გაახმოვანებენ, საბოლოოს კი – 3 ოქტომბერს. მთავარი პრიზი – 20000 დოლარი – გამარჯვებულს 5 დეკემბერს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის “რუსული ბუკერის” ლაურეატი ოლგა სლავნიკოვა გახდა. ჟიურიმ მისი “2017” რუსულ ენაზე დაწერილ წლის საუკეთესო რომანად აღიარა. ბუკერის პრემია რუსეთში 1991 წელს დაარსდა. მისი მიზანია, წაახალისოს ავტორები, რომლებიც რუსულ ენაზე წერენ და პოპულარიზაცია გაუწიოს რუსულ ლიტერატურას დასავლეთში. სხვადასხვა დროს მისი ლაურეატები იყვნენ ბულატ ოკუჯავა, მიხაილ შიშკინი, ლიუდმილა ულიცკაია. დიდი ხნის მანძილზე ბუკერის სპონსორი მიხაილ ხადარკოვსკის ფონდი – “ღია რუსეთი” იყო.

    © ცხელი შოკოლადი”

  • პორტრეტი

    სალ­მან რუშ­დი


    ­­­­­­­­­­­იტალო კალვინოს წარმოსახული სინამდვი­ლე

    თარგმნა თამარ ლომიძემ

    1981 წელს ინგ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­­და იტ­­ლო კალ­ვი­ნოს წიგ­ნი “თუ ზამ­­რის ღა­მით ყა­რი­ბი…”, რა­მაც, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, მეტ-ნაკ­ლე­ბად უხ­მა­­როდ ჩა­­­რა. მა­შინ ბრი­ტა­ნეთ­ში ცო­ტა ვინ­მე თუ იც­ნობ­და კალ­ვი­ნოს სა­ხელს. მახ­სოვს, რო­გორ დავ­რე­კე “ლონ­დო­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რულ მი­მომ­ხილ­ველ­ში” და რე­დაქ­ცი­ის თა­ნამ­­რომ­ლებს ვკითხე, ხომ არ აპ­­რებ­­ნენ სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას კალ­ვი­ნოს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­­ბის შე­სა­ხებ. “ვის წიგ­­ზე სა­უბ­რობთ?”, ჩა­მე­ძი­ენ ის­­ნი. “იტ­­ლო კალ­ვი­ნო­სი”, მი­ვუ­გე მე. “ეგ ვი­ღაა?” გა­ის­მა კითხ­ვა. შევ­­­წუნ­დი და ვთხო­ვე, და­­ბეჭ­დათ ჩე­მი ნარ­­ვე­ვი, რო­მე­ლიც “ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მი­მომ­ხილ­ვე­ლის” მკითხ­ვე­ლებს გა­აც­ნობ­და არა მარ­ტო ამ ნა­წარ­მო­ებს, არ­­მედ, სა­ერ­თოდ, ამ ავ­ტო­რის მთელ შე­მოქ­მე­დე­ბას.

    ეს ჩა­ნა­ფიქ­რი გან­ვა­ხორ­ცი­­ლე და ვი­ღა­ცამ ჩე­მი სტა­ტია კალ­ვი­ნოს გა­უგ­ზავ­ნა.

    მა­ლე საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რულ პი­როვ­ნე­ბად ვი­ქე­ცი, რად­გან ჩემს წიგნს პრე­მია მი­­ნი­ჭა. მთე­ლი მსოფ­ლი­­დან მი­რე­კავ­­ნენ და მომ­მარ­თავ­­ნენ სხვა­დას­­ვაგ­ვა­რი (ჩემ­­ვის მი­­ღე­ბე­ლი) წი­ნა­და­დე­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ფო­ნით და­მი­კავ­შირ­და ლონ­დო­ნის რი­ვერ­სა­­დის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი დე­ვი გო­თარ­დი, რო­მელ­მაც მა­უწყა, რომ კალ­ვი­ნო თა­ნახ­მა იყო სა­ჯა­რო ლექ­ცი­ის წა­კითხ­ვა­ზე (რაც ლონ­დონ­ში ძალ­ზე იშ­ვი­­თია) და სურ­და, რომ ის სწო­რედ მე წარ­მედ­გი­ნა აუდ­­ტო­რი­­სათ­ვის. გო­თარ­­მა ბორ­ძი­კით მთხო­ვა, რომ თუ, ჩე­მი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის მი­­ხე­და­ვად, ამ­ას მო­ვა­ხერ­ხებ­დი, ის ძალ­ზე მად­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და… და ა.შ. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი, სიტყ­ვა ჩა­მერ­თო და მეთ­­ვა, თა­ნახ­მა ვარ-მეთ­ქი.

    მა­გონ­დე­ბა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა კალ­ვი­ნოს­თან. რი­ვერ­სა­იდ­ზე მივ­დი­­დი და უეც­რად მივ­­­დი, რა სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­­ბა­ში აღ­მოვ­­­დი, რად­გან თვით კალ­ვი­ნოს თან­დას­­რე­ბით უნ­და წარ­მო­მეთ­­ვა შე­სა­ვა­ლი სიტყ­ვა. სიმ­­რის ოფლ­მა და­მას­ხა. რო­დე­საც კალ­ვი­ნოს­თან მი­ვე­დი, მან მკითხა, დავ­წე­რე თუ არა რა­­მე და მთხო­ვა, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ტექ­­ტი. გულ­ში შე­ვი­კურ­თხე, მაგ­რამ მა­ინც გა­და­ვე­ცი ნა­წე­რი ფურ­­ლე­ბი, თან გა­ვი­ფიქ­რე, რომ არ მო­­წო­ნოს, რა ჯან­და­ბა ვქნა-მეთ­ქი. სა­ბედ­ნი­­როდ, და­საწყის­ში­ვე და­მოწ­მე­ბუ­ლი მქონ­და აპ­­ლე­­სის “ოქ­როს ვი­რი”, რაც კალ­ვი­ნოს მო­­წო­ნა – “აპ­­ლე­­სი”, – თქვა მან. “ძა­ლი­ან კარ­გი”.

    მან და­მიბ­რუ­ნა ტექ­­ტი და, ამ­რი­გად, შევ­ძე­ლი ჩე­მი შე­სა­ვა­ლი სსიტყ­ვის წარ­მოთ­­მა. შე­საძ­ლოა, კალ­ვი­ნო ვერ ხვდე­ბო­და, რო­გო­რი აღფ­­თო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია ინგ­ლის­ში მის­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ. არ­­სო­დეს მი­ნა­ხავს ასე გა­ჭე­დი­ლი დარ­ბა­ზი. ეს იყო აღ­ტა­ცე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი დე­მონ­­­რა­ცია. დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ­ან კალ­ვი­ნო ძალ­ზე ააღ­ელ­ვა.

    ერ­თი წლის შემ­დეგ, 1982 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, იტ­­ლო და მი­სი ცო­ლი ჩი­ჩი­ტა სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბად მი­იწ­ვი­ეს ბუ­კე­რის პრე­მი­ით და­ჯილ­დო­­ბის აღ­სა­ნიშ­ნავ ბან­კეტ­ზე. მეც დამ­პა­ტი­ჟეს (ისე, რო­გორც ყო­ფილ “მის მსოფ­ლი­ოს” პა­ტი­ჟე­ბენ ხოლ­მე, რად­გან ერ­თი წლის წინ ეს პრე­მია მე მო­მა­ნი­ჭეს). ჩვე­­ლებ­რივ, ამგ­ვარ ბან­კე­ტებ­ზე მწერ­ლებს მცი­რე რა­­დე­ნო­ბით იწ­ვე­ვენ ხოლ­მე. ამ­ჯე­რად სტუ­მარ­თა სი­­ში სულ ექვ­სი მწერ­ლის გვა­რი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, მეშ­ვი­დე კი წი­ნა წლის ლა­­რე­­ტი, ესე იგი, მე ვი­ყა­ვი. ბუ­კე­რის თა­ნამ­­რომ­ლებს არ გა­მო­უცხა­დე­ბი­ათ, რომ იქ იტ­­ლო იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­სა­­ცა­რია – მას შემ­დეგ, რაც კალ­ვი­ნო დი­დი ხარ­ჯე­ბით გად­მო­აფ­რი­ნეს იტ­­ლი­­დან, სა­­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ში მო­აწყ­ვეს და მის­ცეს ავ­ტო­მან­ქა­ნა მძღო­ლი­თურთ, თა­ვი არ­­ვის შე­­წუ­ხე­ბია, ემც­ნო სტუმ­რე­ბის­­ვის, რომ ის დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

    ეს წე­ლი ღირ­­შე­სა­ნიშ­ნა­ვი გახ­­დათ ორი სხვა ფაქ­ტის გა­მოც: ჯერ ერ­თი, ბუ­კე­რის პრე­მია მი­­ნი­ჭა “შინ­­ლე­რის ყუთს”, რო­გორც ბე­ლეტ­რის­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­­კე­თე­სო ნი­მუშს, თუმ­ცა წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში ავ­ტორ­მა, თო­მას კი­ნე­ლიმ გა­ნაცხა­და, რომ მის ნა­წარ­მო­ებ­ში რე­­ლუ­რი ამ­ბა­ვი იყო მოთხ­რო­ბი­ლი. მი­­ხე­და­ვად ამ­­სა, მას მი­­ნი­ჭა ბუ­კე­რის პრე­მია, რო­გორც ბე­ლეტ­რის­ტულ თხზუ­ლე­ბას – რაც მოვ­ლე­ნე­ბის სავ­სე­ბით კალ­ვი­ნო­სე­ულ, გრო­ტეს­კულ გან­ვი­თა­რე­ბად აღ­ვიქ­ვი. შემ­დეგ ეს წიგ­ნი გა­მო­­ცა ამ­­რი­კა­ში, რო­გორც პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ნა­წარ­მო­­ბი, სა­თა­­რით – “შინ­­ლე­რის სია” და ფარ­თო აღ­­­რე­ბა ჰპო­ვა.

    1982 წლის მე­­რე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გახ­­დათ ბრი­ტა­ნე­თი­სა და არ­გენ­ტი­ნის კონ­­ლიქ­ტი ფოლ­­ლენ­დის (მალ­ვი­ნას) კუნ­ძუ­ლე­ბის გა­მო. ჩი­ჩი­ტა არ­გენ­ტი­ნე­ლი იყო. ერთ სა­ზე­­მო სა­დილ­ზე, სა­ნამ სუფ­რას მი­ვუს­­დე­ბო­დით, ჩი­ჩი­ტა მომ­ვარ­და და აღ­ელ­ვე­ბით მკითხა: “რა ვქნა? მითხ­რეს, რომ ინგ­ლი­სის ად­მი­რა­ლის გვერ­დით დამ­­ვა­მენ”. ვუ­პა­სუ­ხე, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და – შე­ტე­ვა­ზე უნ­და გა­და­სუ­ლი­ყო. სა­დი­ლის დროს ვხე­დავ­დი, რომ ად­მი­რა­ლი უხ­­რუ­ლად იშ­მუშ­ნე­ბო­და და, ძი­რი­თა­დად, დუმ­და, ჩი­ჩი­ტა კი ფან­ტას­ტი­­რად ბევრს ლა­პა­რა­კობ­და. ად­მი­რა­ლის­­ვის სა­დილ­მა აშ­კა­რად უს­­­მოვ­ნოდ ჩა­­­რა.

    მახ­სენ­დე­ბა კი­დევ ერ­თი შეხ­ვედ­რა იტ­­ლოს­თან ლონ­დო­ნის იტ­­ლი­ის ინს­ტი­ტუტ­ში. ისე მოხ­და, რომ იმ დღეს გარ­სია მარ­კე­სი ნო­ბე­ლის პრე­მი­ით და­­ჯილ­დო­ვეს. იტ­­ლოს ვკითხე, ხომ არ იც­­და, რა ხდე­ბო­და სტოკ­ჰოლ­­ში. “დი­ახ”, მითხ­რა მან, “ეს სკან­და­ლია”. მე შე­ვე­პა­სუ­ხე, “იტ­­ლო, ხომ იც­ით, გარ­სია მარ­კე­სი მარ­­ლაც კარ­გი მწე­რა­ლია. მი­სი და­ჯილ­დო­­ბა ნამ­­ვი­ლად სა­სი­­მოვ­ნო ფაქ­ტია”. კალ­ვი­ნომ მო­მი­გო, რომ მარ­კე­სის­­ვის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­ნი­ჭე­ბა ბორ­ხეს­ზე ად­რე და­ახ­ლო­­ბით იმ­ას­ვე ნიშ­ნავ­და, რა­საც შვი­ლის და­ჯილ­დო­­ბა მა­მა­ზე ად­რე.

    “კალ­ვი­ნოს ქმნი­ლე­ბე­ბის კითხ­ვი­სას მივ­­­დი, რომ ჩვენ არ­ას­წო­რად გვეს­მის რე­­ლიზ­მის ცნე­ბა. ლი­ტე­რა­ტორ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, რე­­ლიზ­მი არ­ის გარ­­ვე­­ლი წე­სე­ბის ერ­თობ­ლი­­ბა და ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი კონ­ვენ­ცი­­ბის დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს სი­ნამ­­ვი­ლის რე­­ლის­ტურ ას­ახ­ვას. ჩე­მი აზ­რით, ეს კონ­ვენ­ცი­­ბი არ გან­საზ­­­რავს რე­­ლის­ტუ­რია თუ არა რო­მე­ლი­მე თხზუ­ლე­ბა. ამ­ას ად­ას­ტუ­რებს კალ­ვი­ნოს შე­მოქ­მე­დე­ბაც. რე­­ლის­ტუ­რია მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი, ფან­ტას­ტი­კუ­რი, კო­მი­კუ­რი ნა­წარ­მო­­ბე­ბი, რად­გან ის­­ნი გვიჩ­ვე­ნე­ბენ ფაქ­ტებს ისე, რო­გორც მათ აღ­იქ­ვამს ესა თუ ის ად­­მი­­ნი, ესე იგი, ის­­ნი იმ­თა­ვით­ვე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია, რო­გორც რე­­ლის­ტუ­რი ქმნი­ლე­ბე­ბი. ამგ­ვა­რი თვალ­საზ­რი­სი რე­­ლიზ­მის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბად უკ­ავ­შირ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით მე­თო­დებს და მთლი­­ნად გა­ნი­საზ­­­რე­ბა შე­მოქ­მე­დის მიზ­ნით. მა­გა­ლი­თად, ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი რო­მა­ნი ინგ­ლი­სელ არ­ის­ტოკ­რატ­თა ად­­ულ­ტე­რის შე­სა­ხებ, ჩე­მი აზ­რით, ერთ­­ვა­რი მა­გი­­რი რე­­ლიზ­მი­სა და ეს­კა­პიზ­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა და, ამ­დე­ნად, ფან­ტა­ზი­ის ნა­ყოფს წარ­მო­ად­გენს მა­შინ, რო­დე­საც კალ­ვი­ნოს ფან­ტას­ტი­კუ­რი, იგ­ავ­­­წერ­ლო­ბი­თი ნა­წარ­მო­­ბე­ბი ააშ­კა­რა­ვებს სხვა­­ბას რე­­ლო­ბა­სა და სი­ყალ­ბეს შო­რის. ესაა უდ­­დე­სი გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც კალ­ვი­ნოს შე­მოქ­მე­დე­ბი­დან გა­მო­ვი­ტა­ნე.

    ყვე­ლა მწე­რალს გაჰ­ყავს გზე­ბი რე­­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან წარ­მო­სა­ხუ­ლი სამ­ყა­როს­კენ და, ვფიქ­რობ, კალ­ვი­ნოს ნა­წარ­მო­­ბე­ბი სწო­რედ ამ მხრი­ვაა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო. რო­გო­რაა გაყ­ვა­ნი­ლი ეს გზა? რო­გორ უნ­და გა­ვაღ­წი­ოთ “აქ­­დან” “იქ­ამ­დე”? რო­გორ უნ­და მოვ­­­დეთ ალ­ფა­ვილ­ში, ოზ­ის ან სას­წა­ულ­თა ქვე­ყა­ნა­ში? ყო­ვე­ლი­ვე ეს კალ­ვი­ნოს­­ვის სა­­დუმ­ლო­­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და.

    ჩე­მი აზ­რით, კალ­ვი­ნომ ბო­ლომ­დე შე­­ნარ­ჩუ­ნა სამ­ყა­როს ორ­­გი­ნა­ლუ­რი ხედ­ვა. ამ­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მო­გიყ­ვე­ბით მწერ­ლის სი­ცოცხ­ლის უკ­­ნას­­ნე­ლი წუ­თე­ბის შე­სა­ხებ (ჩი­ჩი­ტას მო­ნათხ­რო­ბის მი­ხედ­ვით). ეს შე­იძ­ლე­ბო­და შემ­თხ­ვე­­და მხო­ლოდ კალ­ვი­ნოს. მან, სიკ­­დი­ლის წინ, თა­ვი და­აღ­წია კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­­ბას და წარ­მოთ­­ვა: “ვა­ნი დე მარ­სა­ლია, ფე­ნო­მე­ნო­ლო­გი”, შემ­დეგ კი და­­მა­ტა: “კო­მა”. ჩი­ჩი­ტამ არ იც­­და, ვინ იყო ვა­ნი დე მარ­სა­ლია და რა­ტომ ფიქ­რობ­და კალ­ვი­ნო მის შე­სა­ხებ. იტ­­ლი­ის ის­ტო­რია არ იც­ნობს ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბას. ბო­ლოს კალ­ვი­ნოს ერთ-ერთ ად­რე­ულ ნა­წარ­მო­ებ­ში (რო­მე­ლიც მან, ახ­ალ­გაზ­­და, რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბილ­მა მწე­რალ­მა შეთხ­ზა “უნ­­ტას­­ვის”) ჩი­ჩი­ტამ აღ­მო­­ჩი­ნა, რომ იტ­­ლოს მარ­­სის­ტუ­ლი უტ­­პი­ის­­ვის ეწ­­დე­ბი­ნა მარ­­სა­ლია. მარ­­სა­ლია იქ­ცა მარ­სა­ლი­ად. სი­ცოცხ­ლის უკ­­ნას­­ნელ წუ­თებ­ში კალ­ვი­ნომ და­­კავ­ში­რა მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის და­საწყი­სი და და­სას­რუ­ლი – კო­მა, ე.ი. შე­­ნარ­ჩუ­ნა ამ ცხოვ­რე­ბის ერ­თი­­ნო­ბის შეგ­­­ნე­ბა თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის ბო­ლო, უგ­­ნო მო­მენ­­შიც.

    © “არილი”

  • პოეზია (თარგმანი)

    ალექსანდერ ანაშევიჩი

    მისი ლექსი პირველად 1993 წელს ვთარნე. გაზეთ “რუბიკონისათვის” თანამედროვე რუსი პოტების პუბლიკაციას ვამზადებდი “Гуманитарный Фонд”-ის, – იმ პერიოდში რუსული ახალგაზდული და მარგინალური ლიტერატურული პროცესების ამსახველი ერთ-ერთი საკეთესო ლიტერატურული გაზეთის, – ნომრებიდან, და ბევრი შესაძლო ავტორიდან რამდენიმეთა შორის ალექსანდრ ანშევიჩიც მოხდა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 8 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევდებოდით, დავმეგობდებოდით, ჩემვის მისი პოზია ძალიან ახლობელი გახდებოდა და მისი კვლავაც და კვლავაც თარნის სურვილიც გამიჩდებოდა. ეს დაახლობა კი თანამედროვე რუსული ხელოვნების ფესტივალის RE:АРТГРУЗ-ის წყალობით მოხდა (სხვათა შორის, ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილის – სტანისლავ ლვოვკის – ერთი ლექსიც მქონდა 1993-ში “რუბიკონისათვის” გადმოქართულებული).

    ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

    ძა­ლი­ან ძნე­ლია დღე­ვან­დელ უკ­­დე­გა­ნო რუ­სუ­ლე­ნო­ვან პო­­ზი­ას ასე თუ ისე სრულ­ყო­ფი­ლად იც­ნობ­დე, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც მე მას ვიც­ნობ, ახ­­ლი თა­­ბის ავ­ტორ­თა შო­რის ალ­ექ­სანდრ ან­­შე­ვი­ჩი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ხმად, ნამ­­ვილ ფე­ნო­მე­ნად მი­მაჩ­ნია.

    იგი ვო­რო­ნე­ჟე­ლია. 1971 წელს და­­ბა­და. თავს ჟურ­ნა­ლის­ტო­ბით ირ­ჩენს, ლექ­სე­ბის გარ­და, პი­­სებ­საც წერს, ოღ­ონდ დრა­მა­ტურ­გია რამ­დე­ნად ეხ­მა­რე­ბა თა­ვის რჩე­ნა­ში, ეს უკ­ვე აღ­არ ვი­ცი. 1999 წელს ანდ­რეი ბე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­­რე­ატ­თა შორტ-ლის­­ში მოხ­­და. შე­იძ­ლე­ბა ბევ­­მა ამ პრე­მი­ის შე­სა­ხებ არ­­ფე­რი იც­ის, არ­­და იგი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნაა აღ­­­რე­ბის რუ­სულ კულ­ტუ­რა­ში. პრე­მია საბ­ჭო­ურ პე­რი­ოდ­ში, 70-იან წლებ­ში და­წეს­და ყო­ველ­­ვა­რი ოფ­­ცი­­ზის გა­რე­შე. ჟი­­რის წევ­რე­ბი მუ­დამ ის მწერ­ლე­ბი იყვ­ნენ, არ­­ნა­­რად რომ არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ საბ­ჭო­ურ კო­ნი­უნ­­ტუ­რას და ამ ჯილ­დო­თი ცდი­ლობ­­ნენ ის ავ­ტო­რე­ბი წარ­მო­­ჩი­ნათ, რომ­ლე­ბიც ახ­ალ გზებს ეძ­ებ­­ნენ რუ­სულ მწერ­ლო­ბა­ში. ამ მარ­გი­ნა­ლუ­რი პრე­მი­ის ლა­­რე­­ტებს ჯილ­დოდ ერთ ბოთლ არ­აყს, ერთ ვაშლს და მა­ნე­თი­ანს გა­დას­ცემ­­ნენ ხოლ­მე. გა­ვი­და დრო და აღ­მოჩ­­და, რომ პრე­მი­ის ბევ­რი ლა­­რე­­ტი და ლა­­რე­­ტო­ბის კან­დი­და­ტი დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის ავ­ან­გარ­­შია. ამ­­ტო­მაც რამ­დე­ნიე წე­ლია, რაც რუ­სეთ­ში და­იწყეს სე­რი­ის – “ანდ­რეი ბე­ლის პრე­მი­ის ლა­­რე­­ტე­ბი” გა­მო­ცე­მა. სხვა­თა შო­რის, ამ სე­რი­­თაა გა­მო­ცე­მუ­ლი ალ­ექ­სანდრ ან­­შე­ვი­ჩის მე­გობ­რის, ას­­ვე ვო­რო­ნე­ჟე­ლის და ას­­ვე RE:АРТГРУЗის მო­ნა­წი­ლის, ელ­­ნე ფა­ნა­­ლო­ვას კრე­ბუ­ლი.

    ალ­ბათ ალ­ექ­სანდრ ან­­შე­ვი­ჩიც მა­ლე მოხ­­დე­ბა ამ სე­რი­­ში, დღემ­დე კი მას გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი: “Столько ловушек” (1997); “Сигналы Сирены” (1999); “Неприятное кино” (2001). ამ პუბ­ლი­კა­ცი­­ში ბო­ლო ორი წიგ­ნი­დან ნა­თარ­­­ნი ლექ­სე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ვი­საც მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა და­­ინ­ტე­რე­სებს, შე­უძ­ლია იგი საკ­მაო დო­ზით იპ­­ვოს ელ­მი­სა­მარ­­ზე: http://www.vavilon.ru/texts/anashevich/.


    მთარ­­­ნე­ლი


    თარგმნა შოთა იათაშვილმა

    ავ­ად­­­ყო­ფობ­დი, პო­­მა, პე­ტერ­ბურ­გი

    ავ­ად­­­ყო­ფობ­დი, მეხ­ვე­­და თავ­­რუ, ქუ­ჩა­ში არ შე­მეძ­ლო გას­­ლა, ჩიტ­თან მუ­სა­­ფი.

    ძლივს მე­ყო ძა­ლა ავმ­­გა­რი­ყა­ვი, მო­მე­ძებ­ნა აბ­­ბი, შპრი­ცი.

    რას ვი­ზამ ნე­ტა, თუ­კი ფე­ხე­ბი წა­მერ­­მე­ვა, ყვე­ლა სიტყ­ვა და­მა­ვიწყ­დე­ბა.

    მო­ვას­­რებ გა­ნა, შევ­­ლებ გა­ნა წე­რი­ლის მი­წე­რას ყვე­ლა ჩე­მი მა­მა­კა­ცის­­ვის.

    გა­დი­ან ქუ­ჩა­ში, ეკ­ითხე­ბი­ან გო­გოს, ფოს­ტა­ლი­ონს:

    ფოშ­ტა არაა, არაა ნუ­თუ ძვირ­ფა­სი­სა­გან წე­რი­ლი რა­მე.

    ის: არაა არაა ფოშ­ტა, შე­ხე­დე: ჩან­თა ცა­რი­­ლი, ამ­ით დავ­დი­ვარ,

    მე თვი­თონ ვე­ლი წე­რილს ქმრის­გან, ქმა­რი ომ­შია, ერ­თი წე­რი­ლი მო­­წე­რა სამ წე­ლი­წად­ში,

    სა­მი სიტყ­ვა ეწ­­რა იქ, და ის­­ნიც ვერ გა­ვარ­ჩიე,

    მე­ზო­ბელ­თან ვი­ყა­ვი, რძალ­თან, მთე­ლი სო­ფე­ლი მო­ვი­­რე,

    დღემ­დე ვა­ტა­რებ ჯი­ბე­ში ფურ­ცელს, ისე, რო­გორც ვეფხვს გა­ლი­­ში,

    შე­ხე­დე – შტამ­პი, სამ­კუთხა და ჯა­რის­კა­ცუ­რი,

    რა ფოშ­ტა­ზეა აქ ლა­პა­რა­კი, ქმრის წე­რი­ლია. აბა წე­რი­ლი?

    დავ­სუს­­დი, არ ვი­ცი, შევ­­ლებ თუ არა სარ­­მელ­თან მის­­ლას, დაყ­ვი­რე­ბას, და­სახ­მა­რებ­ლად და­ძა­ხე­ბას.

    სარ­­­ლი­დან ვხე­დავ: დგას პე­ტერ­ბურ­გი სვე­ლი, ვხე­დავ, რაა მის გულ­ში.

    ხი­დე­ბი ტყდე­ბი­ან, იპ­­ბი­ან, ვარ­ვა­რე­ბენ ნა­თუ­რე­ბი.

    ვხე­დავ ამ­ას შუ­შის მიღ­მა, სა­კუ­თა­რი ბუ­ნა­გი­დან.

    ჩე­მი ბი­ნა გა­ყი­დეს და არ იც­­ან, რომ და­ვი­მა­ლე, საბ­ნის ქვეშ ვწე­ვარ.

    ფუ­ლი წა­­ღეს შა­ვი ჩე­მოდ­ნით, შავ მი­წა­ში ღრმად ჩაფ­ლა­ვენ.

    ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ, გან­სა­კუთ­რე­ბით, სარ­კე­ში რო­ცა ვი­ყუ­რე­ბი.

    მეს­მის: ჩიტ­მა გა­იფ­რი­ნა, და­იჩხავ­ლა.

    ვხე­დავ, მეს­მის, მი­მოვ­დი­ვარ, ერ­თი კია – რომ შე­ვი­შა­ლე.

    მან და­­ძი­ნა, წე­რი­ლე­ბი ჩე­მი გახ­და

    Б კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

    ძვირ­ფა­სო, გწერ მად­რი­დი­დან, აქ ჩემ­მა ცხოვ­რე­ბამ სულ სხვა მხა­რეს იბ­რუ­ნა პი­რი,

    მე აქ ღია ვარ, რო­გორც სიმ-სიმ, მე­უფ­ლე­ბა იოლ­ად ყვე­ლა,

    მაქვს ახ­­ლი ეს­პა­ნუ­რი წი­თე­ლი კა­ბა, ას­­თი თვა­ლი­თაც არ გი­ნა­ხავს,

    ფუ­ლი არ­ას­­როს გე­ყო­ფო­და სა­მა­გი­სოდ.

    იცი, ეს რაა: ნა­ქარ­გე­ბი, სამ­­ვე­ნი­სე­ბი, აკ­­რა­ტუ­ლი ნა­ხე­ლა­ვი.

    მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ­ით დავ­დი­ვარ.

    და­ნახ­ვაც აღ­არ შე­მიძ­ლია სა­ძა­გე­ლი ჩე­მი ძონ­ძე­ბის,

    მაგ­რამ არ ვყრი სა­ნაგ­ვე­ზე, ღუ­მე­ლის­­ვის გა­მო­მად­გე­ბა.

    მა­პა­ტიე, რომ ვუ­ღა­ლა­ტე ჩვენს ლა­მაზ ქა­ლაქს, ჩვენს პე­ტერ­ბურგს, ჩვენს კუნ­ძუ­ლებს, ჩვენს მეტ­როს, ყუ­რეს.

    უღ­­ლა­ტებ, სუყ­ვე­ლა­ფერს და­­ვიწყებ, რო­ცა ყვე­ლა მხრი­დან გიხ­მო­ბენ,

    გიმ­ღე­რი­ან მან­და­რი­ნის, ქლი­­ვის და ზე­თის­ხი­ლის მწი­ფე ხე­­ბი…

    აქ ლა­ღად და ბედ­ნი­­რად ვარ მე, მცო­ნა­რე.

    დე­დოფ­ლად ვგრძნობ თავს, ვე­­ბა თევ­ზად.

    სუყ­ვე­ლა­ფე­რი მაქვს, რი­სი მო­ცე­მაც შე­ეძ­ლო ჩრდი­ლო­ეთს:

    კა­ბა­ლი­­რო ღა­მით, მა­რაო, ღრმა დე­კოლ­ტე, წვნი­­ნი ხი­ლი.

    ამ­ის სა­ნაც­­ლოდ რწმე­ნა დავ­კარ­გე.

    ყვე­ლა­ფე­რი, რაც მიყ­ვარ­და, თაყ­ვანს ვცემ­დი – და­მა­ვიწყ­და, ვერ წა­ვი­ღე გუ­ლის სიღ­­მე­ში.

    ასე ვფიქ­რობ, რომ მა­პა­ტი­ებ, რად­გან ვი­ცი: არ­ას­­როს არ­­ფერს ვა­კე­თებ­დი მე სი­ბო­რო­ტით.


    У კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

    ძვირ­ფა­სო, გწერ სა­ტუ­სა­ღო­დან, ბედს, რო­გორც ხე­დავ, ვერ გა­ექ­ცე­ვი.

    გახ­სოვს მარ­ჩი­­ლი, მი­სი ცა­რი­­ლი, გა­ჩე­რე­ბუ­ლი დღე­­ბი,

    მი­სი უმ­­ზე­ზო­ბა, ჩა­მოშ­ლი­ლი, მშთან­­­მე­ლი ცეცხ­ლის ენ­­ბი.

    მხო­ლოდ შენ გახ­სოვს ეს, მარ­ტო ვი­ყა­ვით ჩვენ მა­შინ.

    აქ ის­ჯე­ბა თა­ვის მიბ­რუ­ნე­ბაც, დე­დოფ­ლის მზე­რაც, ერ­­ტი­კუ­ლი სიზ­­რე­ბიც.

    მე მამ­­ვი­დე­ბენ: შე­სას­­ლელ­თან ქვის ლო­მე­ბი წვა­ნან.

    შენ ამ­ბობ­დი – ეს სიყ­ვა­რუ­ლის მაგ­ნი­ტე­ბია,

    შენ ამ­ბობ­დი – ის ქვის ჯავ­­ნის ქვეშ იმ­­ლე­ბა, სიღ­­მე­ში.


    М კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

    ძვირ­ფა­სო, გწერ მო­ნას­­რის გა­ლავ­ნით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი, შე­ვიც­ვა­ლე, შე­მო­სი­ლი სხვა­ნა­­რად ვარ.

    ამ წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნას, ალ­ბათ ვერც კი შევ­­ლებ, კა­რიბ­ჭე ხომ და­კე­ტი­ლია.

    მა­ღალ კედ­ლებს ვერ გა­და­უფ­რენ: დავ­დი­ვარ მი­წა­ზე, ფრთე­ბი არა მაქვს და ისე.

    გუ­შინ აქ ჯა­რის­კა­ცე­ბი ცდი­ლობ­­ნენ შე­მოჭ­რას.

    მინ­დო­და ბა­რა­თი ჩი­ტე­ბის ფოს­ტით გა­მო­მეგ­ზავ­ნა.

    მაგ­რამ მხო­ლოდ ყვა­ვი იყ­­რე­ბა ფან­ჯა­რა­ში, არ ელ­­დო მის­გან არც დახ­მა­რე­ბას, არც გათ­ვალ­ვას.

    მთე­ლი დღე ზის ტო­ტებ­ზე, ცე­რად მი­ყუ­რებს, კვირ­ტებს კორ­­ნის.

    შე­ვი­ნა­ხავ წე­რი­ლებს, შეხ­ვედ­რი­სას მთელ დას­ტას გად­მოგ­ცემ.

    აქ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, ყვე­ლა ლოც­ვა წა­ვი­კითხე.

    რწმე­ნამ გა­იღ­ვი­ძა ჩემ­ში, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ცი­დამ, კო­ლიბ­რი­ვით.

    მარ­­ვას ისე ვი­ცავ, თევ­­საც კი არ ვჭამ.

    მთე­ლი დღე ოთ­ახ­ში დავ­დი­ვარ, წრე­ზე.

    ვფიქ­რობ, რომ უნ­და გიყ­ვარ­დე, ახ­ლა ხომ შენ­ზე უფ­რო ახ­ლო­სა ვარ ღმერ­­თან.


    С კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

    ძვირ­ფა­სო, გწერ ლა­ზა­რე­თი­დან, შპრი­ცე­ბია გვერ­დით,

    ფლოს­ტე­ბი, ქალ­წუ­ლე­ბი, მან­და­რი­ნი – სა­ინ­ზე, და

    არ­­ვინ არ მე­კა­რე­ბა, ეშ­­ნი­ათ.

    აქ ახ­ალ სიტყ­ვებს ვლა­პა­რა­კობ, სხვა სა­მო­სი მაც­ვია ტან­ზე.

    სამ­ჯერ ვცა­დე გაქ­ცე­ვა, მაგ­რამ

    გა­მა­ჩე­რეს, არ გა­მიშ­ვეს, მითხ­რეს: ყვე­ლა შე­ნამ­დე­ლი, – ზღვის ფსკერ­ზეა,

    მათ იმ­­დიც აღ­არ დარ­ჩათ, და ნე­ტარ­ნი არ­­ან უკ­ვე.

    გუ­შინ ქა­ლე­ბი მო­მიყ­ვა­ნეს.

    ერთს ეკ­­ვა ხელ­ში ჟენ­შე­ნი, მე­­რეს ბა­ზი პი­რის ღრუ­ში უგ­­გუ­ნებ­და,

    მე­სა­მეს ში­ნე­ლი წა­მოს­­მუ­ლი ჰქონ­და მხარ­ზე,

    მე არ გა­ვე­დი მათ­თან, გან­­რე­ვა მე­ზა­რე­ბო­და.

    ნემ­სი ამ­იტ­რიპ­ტი­ლი­ნის გა­მი­კე­თეს სა­ღა­მო­თი,

    საპ­რო­ცე­დუ­რო­ში ვი­დე­ქი, რო­გორც გან­დევ­ნი­ლი მან­დელ­­ტა­მი,

    სის­­ლი სდი­­და მედ­დას ხე­ლებ­ზე.

    შევ­ფი­ცე ექ­იმს, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბას აღ­არ აღვ­წერ,

    ყვა­ვი­ლე­ბის ქო­ნი, ვთხოვ­დი, გა­მო­­წე­რა, ჩემს ძარ­­ვებს მხო­ლოდ ის მო­აძ­ლი­­რებს.

    ვამ­­ვი­დებ­დი, პი­რო­ბას ვდებ­დი, მაგ­რამ სიტყ­ვა მა­ინც გავ­ტე­ხე.

    ძვირ­ფა­სო, ირგ­­ლივ სი­ცა­რი­­ლე რომ არ­ის, აქ არ­­ვინ იც­ის.

    ძი­ლის წინ გა­რეთ გავ­დი­ვარ, ვყვი­რი:

    “ხალ­­ნო, მის­მი­ნეთ: ან­გე­ლო­ზე­ბი აკ­­კუ­ნე­ბენ, უსტ­ვე­ნენ და გვაფ­­თხი­ლე­ბენ!”

    ამ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა­თა გა­მო მომ­­ლა­ვენ, მომ­წამ­ლა­ვენ – მე მე­ში­ნია.


    Ю კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

    ძვირ­ფა­სო, გწერ ღა­მის სა­თე­ვი­დან, უზ­არ­მა­ზა­რი გა­ლი­­დან,

    აქ ნა­ხე­ვა­რი სამ­ყა­როა: მორ­დო­ვე­ლე­ბი, იაკ­­ტე­ბი, მკვდრე­ბი, ევ­ენ­კე­ლე­ბი.

    თავ­ზე მად­გას გვირ­­ვი­ნი, ჯი­ბე­ში მიყ­რია ხურ­და.

    ღამ-ღა­მო­ბით აქ იკ­რი­ბე­ბი­ან ქა­ლა­ქე­ლი უს­აქ­მუ­რე­ბი და ხე­იბ­რე­ბი.

    არ იფ­იქ­რო, რომ ეს კლო­­კაა, აქ თავს იყ­რის ღვთის მთე­ლი ხრო­ვა.

    ღვთის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა ფიქ­რი, შე­ძა­ხი­ლი, წა­მოყ­ვი­რე­ბა.

    მე პი­რის ღრუ­ში მაქვს და­მა­ლუ­ლი ბრი­ლი­ან­ტე­ბი,

    მაქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და სა­მიჯ­ნუ­რო ვა­რი­ან­ტე­ბი,

    ამ­ის გა­მო არ და­ხიო ეს წე­რი­ლი ოღ­ონ­დაც, მე აქ, მე­ეჭ­ვე­ბა, შევ­­ლო ღა­ლა­ტი.

    ღა­მით ვწე­ვარ ფიც­რებ­ზე, ვგრძნობ: ნე­ტა­რე­ბა გვერ­დი­თაა:

    მხო­ლოდ უნ­და გა­ვი­­რო ყრუ დე­რე­ფა­ნი, ჯო­ჯო­ხე­თი­ვით რომ სრულ­დე­ბა.

    მო­რიგ წე­რილს იქ­­დან მოგ­წერ, თუ ამ­­ზე არ მი­პა­სუ­ხებ.


    თურ­ქე­თი: სა­­თის ყიდ­ვა

    სა­­თი ვი­ყი­დე ნა­წილ-ნა­წილ სტამ­ბუ­ლის ბა­ზარ­ში.

    მფლეთ­და ძაღ­ლი უზ­არ­მა­ზა­რი, მო­ნა­დი­რე, მწე­ვა­რი იმ­­სათ­ვის,

    რომ ვი­ყი­დე ერ­თი კი­ლო ცი­ფერ­­ლა­ტი, კბი­ლა­ნე­ბი, ის­რე­ბი.

    აჯ­­ბებ­და პა­ტა­რა კა­ბა მე­ყი­და, ბარ­ბა­რა სტრე­­ზანდს რომ აქვს, ის­­თი.

    თვით ტკბილ თურ­ქეთ­შიც ხომ ბა­გე­ზე ვა­ტა­რებ­დი მის სიმ­ღე­რებს, ვერ მო­­ღო მათ სიცხემ ბო­ლო, არ მო­­კი­და ობი.

    რა დრო გა­ზო­მა ჩემ­მა სათ­მა, სა­ნამ მიმ­ქონ­და უზ­არ­მა­ზა­რი ჩან­თით.

    ყვე­ლა წუ­თი რომ შე­­ერ­თო, სა­ნამ ასი მეტ­რი გა­ვი­­რე ვაგ­­ლამ­დე, დღე-ღა­მემ გა­იფ­რი­ნა.

    ვთრთი აღგ­­ნე­ბის­გან, თით­ქოს სა­­თი კი არ მი­მაქვს, ოქ­როს ზო­დე­ბი.

    მე­ბარ­გუ­ლე­ბი გვერ­დით მომ­­ვე­ბი­ან, ჩურ­ჩუ­ლე­ბენ, თვალს უკ­რა­ვენ ერ­თი­მე­­რეს, მომ­სა­ხუ­რე­ბას მთა­ვა­ზო­ბენ

    პირ­ვე­ლად მივ­დი­­დი ას­ეთ ამ­­ლას­თან ერ­თად.

    არ­­ვის ვან­დობ ჩემს ბარგს, ხე­ლებს და­ვიწყ­ვეტ და არ­­ვის ვან­დობ.

    უკ­მა­ყო­ფი­ლო უხ­­ში თურ­ქუ­ლი გი­ნე­ბის ქვეშ

    არ­­ვის ვან­დობ, ჩემს სა­­კე­თე­სო და­ქალ­საც კი არა.

    ის მე­ლო­დე­ბა მე პე­ტერ­ბურ­­ში, ნერ­ვი­­ლობს, ტაბ­ლე­ტებს სვამს, ფან­ჯა­რას არ სცილ­დე­ბა, ტა­ბუ­რე­ტი­დან არ დგე­ბა.


    * * *

    ლი­ლი­პუ­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ კრა­კოვ­ში

    წვი­მა­ში დგა­ნან

    წარ­მოდ­გე­ნა და­იწყე­ბა ზუს­ტად შუ­­ღა­მი­სას

    ხი­დი­დან გა­და­ვარ­და ვა­გო­ნი პა­ტა­რა ცხე­ნე­ბით სავ­სე

    სა­ჰა­­რო ბურ­თე­ბი კოს­მოს­ში გაფ­რინ­­ნენ

    მათ თან სდევს ის­­თი პა­ტა­რა სიკ­­დი­ლი

    რომ არც კი ჩანს

    მხო­ლოდ ის­­ნი ხე­და­ვენ

    თა­ვი­ან­თი ლი­ლი­პუ­ტუ­რი თვა­ლე­ბით მას

    ჟუ­ლი­ენს მა­ჯა­ზე უზ­არ­მა­ზა­რი ბაფ­თა აქვს

    კუ­კუს ბრმა თვა­ლე­ბი

    გო­ლი­ათ ჟანს კი სა­ყუ­რე­­ბი ძუ­ძუს­თა­ვებ­ზე და

    სტკი­ვა თა­ვი

    პა­ნი ანს და პან ბანს მკვდა­რი ბავ­­ვი გა­უჩ­­დე­ბათ

    მათ წარ­მოდ­გე­ნა­ზე ანშ­ლა­გი იქ­ნე­ბა

    მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­­გებს, რომ ეს მა­თი ბო­ლო შოუ იყო

    ჭრე­ლი კა­რა­ვი შა­პი­ტო უფს­­რულ­ში ჩა­ინ­­­მე­ბა

    თი­თო­­­ლი თა­ვის მკვდარ პა­ტა­რა კვიცს მი­­ღებს და

    უფს­­რულს მიღ­მა კი­დევ ერ­თი უფს­­რუ­ლი და

    ასე უს­ას­რუ­ლო­ბამ­დე

    ბრმა კუ­კუ დგას წვი­მა­ში, მღე­რის:

    იყ­­დეთ იყ­­დეთ ბი­ლე­თე­ბი

    წარ­მოდ­გე­ნა და­იწყე­ბა ზუს­ტად შუ­­ღა­მი­სას.

    © “არილი”

  • პოეზია

    ზვი­ად რა­ტი­ა­ნი


    დაგვიანებული პასუხი მეგობარს

    შოთა იათაშვილს

    I

    რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს.

    განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს.

    ამ ნაგებობებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ.

    ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს.

    განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს

    და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს.

    სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ.

    საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.

    ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს –

    ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით

    უსარგებლოებს – ხელნაწერებს, რითიც სავსეა

    ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების.

    ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს.

    ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით.

    ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს.

    ვერც ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.

    ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ. და ჩვენს გარშემო

    როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო.

    რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ,

    უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ,

    მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი

    გვის და ამტვერებს; და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ.

    და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი

    ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.

    II

    ზამთარია. სასაცილო სპორტული ქუდით,

    მამისეული ბათინკებით შენ მოირთვები

    და წახვალ ქარში, ან წვიმაში, ჯიბეში ხურდით,

    გულში სიმღერის არცთუ ისე მსუბუქ ზვირთებით.

    წახვალ და, თუმცა დღეს არავის ნახვა არ გინდა,

    მაინც, გზადაგზა კაფეებთან აყოვნებ წამით

    და იხედები ვიტრინებში: ერთერთ მაგიდას

    იქნებ უსხედან ნაცნობები, რომლებიც სვამენ.

    მთელი დღე ძვირფას, მობეზრებულ ქუჩებში ივლი.

    ღამით აბოლებ აივანზე. მერე შეწვები

    ნაჩვევ ლოგინში. ვერც ვიტრინებს, რომლებიც დილით

    გირეკლავდნენ, ვერც აივანს, სადაც ეწევი,

    და ვერც იმ ლოგინს, სადაც წევხარ, ვერ ხედავს ღმერთი.

    ღმერთი ვერ ხედავს შენს მაგიდას, რომელიც კვლავაც

    არეულია. ვერც ხელნაწერს, რომელსაც ხევდი.

    ღმერთი ვერ ხედავს შენს თითებში მომწყვდეულ კალამს.

    ვერ ხედავს არყის ბოლო წვეთებს, რომელსაც ვიყოფთ.

    და ვერც ნასუფრალს ბნელ ოთახში, როცა ვიშლებით.

    მისთვის ისევე შიშვლები ვართ, როგორიც იყო

    ყველა, ვინც იყო. ვინც იქნება. ისე შიშვლები,

    როგორც ადამი. და რაც გინდა სხეულს ფარავდეს –

    ლაბადა, ჯინსი, ანაფორა, ნიღაბი, ჩექმა,

    ღმერთისთვის მაინც შიშვლები ვართ აწ და მარადის

    და სამყაროც ისეთია, როგორიც შექმნა.


    III

    მისთვის სამყარო ისეთია, როგორიც თავად

    ოდესღაც შექმნა და მოხატა ლურჯი ლაქებით.

    მხოლოდ მიწაა და მდინარე, რომელშიც გავალთ

    და ყველაფერი დასრულდება. ეს ქალაქები

    და ეს სახლები, სადაც ვცხოვრობთ, რ არსებობენ.

    არ არსებობენ არც ის გზები, ჩვენ რომ მივყვებით.

    ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ვერაფერს, რადგან ზემოდან

    არაფერი ჩანს გარდა ერთის – გარდა სიტყვების.

    ის ხედავს სიტყვებს. ოღონდ შიშვლებს. ჯერარშემოსილს

    მნიშვნელობებით, ჟღერადობით, ასო-ნიშნებით.

    ის ხედავს სიტყვებს, ეს-ესაა ჩვენში შემოსულს,

    ვიდრე წარმოვთქვამთ, ვიდრე დავწერთ, ვიდრე შიშვლები

    დგანან ჩვენს გულში და იცდიან. წიგნი ჩანიშნე,

    ლამპა ჩააქრე, წაიფარე თბილი საბანი.

    ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს საწოლებს, საბან-ბალიშებს:

    შიშვლები ვყრივართ ცივ მიწაზე, წვიმით ნაბანნი.

    და ვერც ამ სიტყვებს, სამწუხაროდ. მათგან არცერთი,

    უკვე ნათქვამი, დაწერილი, ღმერთისგან არ ჩანს.

    თუმცა ხედავდა თითოეულს, ვიდრე დავწერდი.

    და ჯერაც ხედავს რამდენიმეს, რომელიც დამრჩა

    მოსახელთები, დასაწერი. არ ქონდა აზრი,

    თორემ ამ ლექსის დასრულებას ალბათ შევძლებდი

    გულში მომხვედრი, ეფექტური, ლამაზი ფრაზით,

    რომელსაც ერთხანს, ვაღიარებ, კიდეც ვეძებდი.

    © “ცხელი შოკოლადი”