პროზა (თარგმანი)

ადოლფო ბიოი კასარესი – სასწაულები არ მეორდე­ბა

bioy casares

თარგმნა ზაზა თვარაძემ  

სად­გურ კონ­ს­ტი­ტუ­სი­ონ­ზე, სა­გა­ზე­თო კი­ოს­კ­თან (იმ­ხა­ნად იქ რი­გი­ა­ნი წიგ­ნის იდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და გზა­ში თავ­შე­საქ­ცე­ვად) ჩემს ყო­ფილ მე­გო­ბარს, გრე­ვეს შე­ვე­ჩე­ხე. მარ­ტო­ხე­ლა კა­ცი იყო, უც­ოლ­შ­ვი­ლო. მკითხა, აქ რას აკ­ე­თე­ბო.

– ლას ფლო­რეს­ში მი­ვემ­­ზავ­რე­ბი. მაგ­რამ უაზ­რო შემ­თხ­ვე­ვის გა­მო მა­ტა­რებ­ლის გას­­ლამ­დე ხუ­თი სა­­თით ად­რე მოვ­­­დი აქ.

– მეც მაგ დღე­ში ვარ, – თქვა მან, – კო­რო­ნელ პრინ­­ლეს­ში ვა­პი­რებ გამ­­ზავ­რე­ბას, მაგ­რამ უაზ­რო შემ­თხ­ვე­ვამ ორ­მო­ცი წუ­თით ად­რე მო­მიყ­ვა­ნა სად­გურ­ზე. კა­ფე­ში ხომ არ შევ­სუ­ლი­ყა­ვით?

კა­ფე­ში შე­ვე­დით. რა­ღაც შე­ვუკ­ვე­თეთ და მე ვთქვი:

– შე­მიმ­­ნე­ვია, ცხოვ­რე­ბა­ში ერთ პე­რი­ოდს მე­­რე ენ­აც­­ლე­ბა. დღეს ჩვენ ფუ­ჭი დამ­თხ­ვე­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში ვართ.

– ფუ­ჭი დამ­თხ­ვე­ვე­ბის? – ჩა­მე­კითხა გრე­ვე.

– ფუ­ჭი იმ გა­გე­ბით, – მი­ვუ­გე სწრა­ფად, რა­თა არ­­ფე­რი სწყე­ნო­და, – რომ ეს დამ­თხ­ვე­ვე­ბი არ­­ფერს მო­ას­წა­ვე­ბენ.

– ამ­­ში დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი არა ვარ.

– იმ­­ში, რომ არ­­ფერს მო­ას­წა­ვე­ბენ. არ­­სო­დეს.

პა­­ზის შემ­დეგ წარ­მოთ­­მუ­ლი ეს “არ­­სო­დეს” გან­მარ­ტე­ბას ჰგავ­და. უფ­რო სწო­რად – ბუნ­დო­ვან გან­მარ­ტე­ბას, რო­მე­ლიც ჩემს კი­დევ ერთ შე­კითხ­ვას და გრე­ვეს სა­პა­სუ­ხო გან­მარ­ტე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ვი­თა­რე­ბის ას­ეთ­მა სირ­თუ­ლემ შე­მაშ­ფო­თა, რად­გან მინ­დო­და მხო­ლოდ ერთ რა­მე­ში და­მერ­­მუ­ნე­ბი­ნა მე­გო­ბა­რი – რო­დე­საც დღე­ვან­დელ დამ­თხ­ვე­ვას ფუ­ჭი ვუ­წო­დე, სუ­ლაც არ მი­გუ­ლის­­მია ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა – მხო­ლოდ ამ­­ტომ მო­ვუ­ყე­ვი ძვე­ლი ამ­ბა­ვი სო­მერ­სეტ მო­­მის გა­­რე­ბა­ზე. შე­საძ­ლოა, ეს ამ­ბა­ვი იმ­­ტო­მაც მო­ვუ­ყე­ვი, რომ მუ­დამ იმ­­დი მაქვს, იქ­ნებ ოდ­ეს­მე მა­ინც რო­მე­ლი­მე თა­ნა­მო­სა­უბ­რემ მის­­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფორ­მა მო­მა­ძებ­ნი­ნოს. და შე­საძ­ლოა, იმ­­ტო­მაც, რომ მი­სი გა­მე­­რე­ბა, უბ­რა­ლოდ, ჩვე­­ლე­ბად მექ­ცა.

– ეს ამ­ბა­ვი ასე მოხ­და, – და­ვიწყე მე, – “კუ­ნარ­დის” კომ­პა­ნი­ის გე­მით ნიუ-იორ­კი­დან სა­უთ­ჰემ­­ტონ­ში მივ­ცუ­რავ­დი. გე­მის რეს­ტო­რან­ში ჩემს მა­გი­დას­თან აღ­მოჩ­­და მგზავ­თა­გან ერ­თა­დერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე – ენ­ერ­გი­­ლი, ძლი­­რი ხა­სი­­თის ხან­დაზ­მუ­ლი სე­ნი­­რა, რო­მელ­საც მე­ტად და­ვუ­მე­გობ­­დი.

მახ­სოვს, იმ სა­ღა­მოს მგზავ­­თა სი­­ბი ჩა­მოგ­ვი­რი­გეს. ყვე­ლამ თა­ვი­სი გვა­რის ძებ­ნა და­იწყო. აღ­ელ­ვე­ბუ­ლი – თით­ქოს და იმ სი­­დან გა­მორ­ჩე­ნა უბ­­ლე­თო მგზავ­რად მაქ­ცევ­და – ვე­რა და ვერ ვპო­­ლობ­დი სამ მა­გი­ურ სიტყ­ვას.

“დაწყ­ნარ­დი! – შე­ვუ­ძა­ხე სა­კუ­თარ თავს, – ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­­ვე­ვა!”

უეც­რად გო­ნე­ბა გა­მი­ნათ­და: ეტ­ყო­ბა ამ ბრიყ­ვებ­მა “ბ”-ზე კი არა “კ”-ზე ჩა­აკ­ვე­ტეს ჩე­მი გვა­რი. და მარ­­ლაც, სი­­ში ფი­გუ­რი­რებ­და ვინ­მე მის­ტერ კე­სა­რე­სი, ად­ოლ­ფო ბ. რო­მელ­შიც მცი­რე­­დე­ნი ყოყ­მა­ნის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი თა­ვი ამ­­ვი­ცა­ნი. ჩე­მი მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნი ამგ­ვარ სიძ­ნე­ლეს გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა მა­ინც კარ­გა ხანს ჩაჰ­კირ­კი­ტებ­და სი­ას, და ბო­ლოს დი­დის ამ­ბით მი­მი­თი­თა უშ­ეც­დო­მოდ და­ბეჭ­დილ თა­ვის გვარ­ზე. მაგ­რამ ჩე­მი ყუ­რად­ღე­ბა მი­იპყ­რო სი­­ში მის წინ დას­მულ­მა გვარ­მა და ხმა­მაღ­ლა წა­ვი­კითხე: “მის­ტერ მო­­მი, უილ­­ამ სო­მერ­სეტ”. ჩე­მი შეც­დო­მის გა­სას­წო­რებ­ლად სე­ნი­­რამ ხმას აუწია და უფ­რო მკა­ფი­ოდ წა­­კითხა ის­ევ სა­კუ­თა­რი გვა­რი.

– არა, სე­ნი­­რა. თქვე­ნი გვა­რი ხომ უკ­ვე ვი­ცი, – მი­ვუ­გე, – უბ­რა­ლოდ გა­მიკ­ვირ­და, სი­­ში ცნო­ბილ რო­მა­ნისტს, სო­მერ­სეტ მო­ემს რომ წა­ვაწყ­დი.

ქალს თვა­ლე­ბი გა­უბ­­წყინ­და და მივ­­­დი – ეს სა­ხე­ლი მის­­ვის უც­ხო არ იყო. ჩვე­ნი ახ­ლან­დე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი რას შე­ედ­რე­ბი­ან ძვე­ლი თა­­ბის არ­გენ­ტი­ნელ ქალ­ბა­ტო­ნებს. სად­ღა აქვთ იმ­ათ­ნა­­რი კულ­ტუ­რა და სი­დარ­ბა­ის­ლე:

– სო­მერ­სეტ მო­­მი! – გა­­მე­­რა სე­ნი­­რამ, – აჰ, რა თქმა უნ­და! მი­სი ერ­თი რო­მა­ნი წა­კითხუ­ლი მაქვს. მოქ­მე­დე­ბა წყნარ ოკ­­­ნე­ში ხდე­ბა. არ ვი­ცი, რა­ტომ, მაგ­რამ მუ­დამ მხიბ­ლავ­და ეს აღ­მო­სავ­ლუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი.

მე­რე მკითხა, სა­ხით თუ ვიც­ნობ­დი მო­ემს და ამ­ჟა­მად აქ, რეს­ტო­რან­ში თუ იმ­ყო­ფე­ბო­და. 

– დი­ახ. მი­ნა­ხავს მი­სი სუ­რა­თე­ბი, – მო­ვუ­გე, – მაგ­რამ ახ­ლა აქ არ უნ­და იყ­ოს.

ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­­ლა, მო­­მი რეს­ტო­რან­ში რომ არ აღ­მოჩ­­და, რად­გან სე­ნი­­რამ გა­ნაცხა­და:

– გა­მოჩ­­დე­ბა თუ არა, მი­ვალ და ვეტყ­ვი, არ­გენ­ტი­ნე­ლი მწე­რა­ლი უნ­და გა­გაც­ნოთ-მეთ­ქი. აბა რა გგო­ნი­ათ, – ვეტყ­ვი, რომ დი­დი მწე­რა­ლი ხართ.

– რას ბრძა­ნებთ, – წა­ვი­ბუტ­ბუ­ტე.

– უბ­­დუ­რე­ბა ის არ­ის, – მო­მიჭ­რა მან, – რომ ჩვენ, არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბი, გა­და­მე­ტე­ბულ თავ­­დაბ­ლო­ბას ვი­ჩენთ!

– თავ­­დაბ­ლო­ბა­ში არ არ­ის საქ­მე. უბ­რა­ლოდ არ მინ­და ისე გა­მოგ­ვი­ვი­დეს, თით­ქოს ძა­ლა­თი ვეტ­მას­ნე­ბით.

– აი, ხომ ხე­დავთ! – ბავ­­ვებს რომ მი­მარ­თა­ვენ, იმგ­ვა­რი ტო­ნით მითხ­რა სე­ნი­­რამ – მოჩ­ვე­ნე­ბი­თი თავ­­დაბ­ლო­ბა და სი­­მა­ყე, – მუ­დამ ამ წრე­ზე ვტრი­­ლებთ. ეს არ­ის არ­გენ­ტი­ნელ­თა სე­ნი.

მე­­რე დღეს, სე­ნი­­რას გან­­რახ­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი, ყველ­ნა­­რად ვე­რი­დე­ბო­დი მას­თან შეხ­ვედ­რას. მაგ­რამ სიფ­­თხი­ლე ზედ­მე­ტი იყო – სო­მერ­სეტ მო­­მი არ­სად გა­მოჩ­­და. თით­ქოს კა­­­ტა­ში გა­მო­კე­ტი­ლი მოგ­ზა­­რობ­და.

სა­უთ­ჰემ­­ტონ­ში ჩას­­ლის წი­ნად­ღეს ჩემს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს გე­მის სა­პო­ლი­ციო პუნ­­­ში და მა­ღა­ზი­­ში წავ­ყე­ვი. ბე­რი­ქა­ლი არ სცნობ­და დაღ­ლას. დავ­­რო­დით ზე­ვით-ქვე­ვით კი­ბე­ებ­ზე, ლიფ­ტის უარმ­ყო­ფელ­ნი. შუ­­გემ­ბან­ზე, მიყ­რუ­­ბულ კუთხე­ში, პორ­­ში შეს­­ლი­სას ვეს­ტი­ბუ­ლად რომ უნ­და ქცე­­ლი­ყო, და სი­ცოცხ­ლით აზ­რი­­ლე­ბუ­ლი­ყო, შემ­დე­გი სუ­რა­თი ვი­ხი­ლეთ: ტყა­ვის სა­ვარ­ძელ­ში, ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო სახ­ლის მცი­რეწ­ლო­ვან შთა­მო­მა­ვალ­თა ფო­ტო­პორ­­რე­ტის ქვეშ გან­მარ­ტო­­ბით მიმ­­და­რი­ყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი, რო­მე­ლიც ისე შე­ფუთ­ნუ­ლი­ყო, რო­გორც ფი­ლე­ას ფო­გი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ოთხ­მოც­­ღი­­ნი მოგ­ზა­­რო­ბის წი­ნად­ღეს. წამ­ში ვი­ცა­ნი სო­მერ­სეტ მო­­მი. ეტ­ყო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი გაც­ნო­ბა ჩემს შეგ­ნე­ბა­ში გა­ნურ­ჩე­ვე­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი გამ­­და­რი­ყო (მარ­­ლაც, უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ გა­და­­დო). ასეა თუ ისე, და­ვი­ჩურ­ჩუ­ლე, ან იქ­ნებ წა­მო­ვიყ­ვი­რე კი­დეც, რად­გან სე­ნი­­რას ყურთ აკლ­და – “ის არ­ის!”

სჯობ­და კრინ­ტი არ და­მეძ­რა. ჩე­მი მე­გო­ბა­რი ქა­ლი დრო­შა­სა­ვით მოფ­რი­­ლე სამ­­ზავ­რო ლა­ბა­დით, წამ­­ვე შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და. “ჯერ კი­დევ ცოცხ­ლობს მხედ­რუ­ლი სუ­ლი ჩვე­ნი ძვე­ლი მე­ომ­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მა­­პუს­თან, ნა­ვა­როს­თან და ლა-ვერ­დეს­თან იბრ­ძოდ­ნენ”, – გა­ვი­ფიქ­რე მე.

სე­ნი­­რა არც და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე უთ­ავ­ბო­ლოდ მი­­ყა­რა თა­ვი­სი ჩი­ქორ­თუ­ლი ინგ­ლი­სუ­რით:

– ჩვენ თქვე­ნი გაც­ნო­ბა გვინ­დო­და, ეს ჩვენ­­ვის დი­დი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა, სე­ნი­­რი არ­გენ­ტი­ნე­ლი მწე­რა­ლი გახ­ლავთ, ორ­­ვე­ნი აღ­ტა­ცე­ბულ­ნი ვართ თქვე­ნით.

ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი გა­მო­ერ­­ვა.

– ნე­ბა მი­ბო­ძეთ, ვი­კითხო, რა­ტომ ხართ ჩე­მით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი? – იკ­ითხა დარ­ბა­ის­ლუ­რი თა­ვა­ზი­­ნო­ბით და მის­­ვის ჩვე­­ლი მე­დი­დუ­რო­ბით შეგ­ვათ­ვა­ლი­­რა.

მუ­დამ მო­უს­ვე­ნარ­მა და და­ეჭ­ვე­ბულ­მა სე­ნი­­რამ პატ­რი­­ტუ­ლი სიტყ­ვით მი­მარ­თა მო­ემს: – რომ არ­გენ­ტი­ნე­ლი სუ­ლაც არ არ­ის ფრთებ­გარ­ჭო­ბი­ლი ინ­დი­­ლი, თუმ­ცა მი­სი გა­რეგ­ნო­ბა ამ­ას არ ად­ას­ტუ­რებს და რომ რო­მა­ნე­ბი ბუ­­ნოს აირ­­სამ­დეც აღ­წევს… თა­ვი­სი გა­მოს­­ლა ასე და­ამ­თავ­რა:

– ხომ და­მე­თან­­მე­ბით, მის­ტერ სო­მერ­სეტ, რომ აღ­მო­სავ­ლე­ლი მომ­ხიბ­­ლელ სა­­დუმ­ლოს ფა­რავს?- პა­ტივ­მოყ­ვა­რე­­ბამ მი­ბიძ­გა, სა­­ბარ­ში ჩავ­რე­­ლი­ყა­ვი.

Cakesandlale” სა­უცხოო რო­მა­ნია, რი­ხი­­ნად წა­მო­ვიწყე, – ას­­ვე აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ თქვე­ნი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ნა­წარ­მო­­ბით “AWritersNotebook“.

ინგ­ლი­სელ­მა რა­ღაც წა­­დუ­დუ­ნა და იძ­­ლე­ბუ­ლი გავ­­დი, მეთხო­ვა ნათ­­ვა­მი გა­­მე­­რეთ-მეთ­ქი (თით­ქოს ჩე­მი თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს სიყ­რუე გად­მომ­დე­ბო­დეს). მა­შინ მო­ხუ­ცი სე­ნი­­რას მი­უბ­რუნ­და და ქედ­მაღ­ლუ­რად გან­მარ­ტა: – თქვენ ვი­ღა­ცა­ში გეშ­ლე­ბით, მე არ­­ვი­თა­რი რო­მა­ნე­ბი არ და­მი­წე­რია, გა­დამ­­გა­რი პოლ­კოვ­ნი­კი ვარ…

– გვა­სუ­ლე­ლებს? – გად­მო­მი­ლა­პა­რა­კა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ქალ­მა. ორ­­ვე­ნი აღშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე ცი­ვად წარ­მოვ­­­ვი სა­თა­ნა­დო სა­ბო­დი­შო სიტყ­ვე­ბი და ჩვენ იქ­­­რო­ბას გა­ვე­ცა­ლეთ.

– ჰმ, პოლ­კოვ­ნიკს და­მი­ხე­დეთ! – წა­მო­­ძა­ხა სე­ნი­­რამ, – რა­ღას არ მო­­გო­ნე­ბენ, მაგ­რამ მე ვერ გა­მა­ცუ­რებს, ჩე­მი გვა­რი ჯერ კი­დევ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ომ­ის დრო­­დან იღ­ებს სა­თა­ვეს.

– ცდე­ბით, ჩვენ გა­სუ­ლე­ლე­ბას სუ­ლაც არ აპ­­რებ­და, პი­რი­ქით, – მი­ვუ­გე მი­სი უაზ­რო სიტყ­ვე­ბით გა­ღი­ზი­­ნე­ბულ­მა.

მე­­რე დი­ლით შერ­ბუ­რის რე­იდ­ზე ბაქ­ნი­დან ვუც­ქე­რო­დით, რო­გორ გა­და­დი­ოდ­ნენ მგზავ­რე­ბი სა­ბუქ­სი­რო კა­ტარ­ღა­ზე, რო­მელ­საც ის­­ნი ნა­პირ­ზე უნ­და გა­და­ეყ­ვა­ნა. სე­ნი­­რამ ქვე­მოთ ბუქ­სი­რის გემ­ბა­ნის­კენ მი­მი­თი­თა და თქვა:

– აი ის­იც!

მე კი მო­პირ­და­პი­რე გემ­ბან­ზე მი­ვა­ნიშ­ნე: – არა, მო­­მი იქ არ­ის…

– აქ­აც არ­ის და იქ­აც, – ნაღ­­ლი­­ნად გა­­ღი­მა სე­ნი­­რამ.

და მარ­­ლაც, წყლი­დან თით­ქოს გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი მი­რა­ჟი ამ­­­მარ­თაო, სა­ბუქ­სი­რო გემ­ზე, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ითქ­ვას, ორი მო­­მი და­ვი­ნა­ხეთ.

– ორ­­ვე ერთ­ნა­­რია, – დაბ­ნე­­ლად წა­მო­ვი­ძა­ხე.

– გან­­­ვა­ვე­ბუ­ლად აც­ვი­ათ, – შე­მის­წო­რა სე­ნი­­რამ.

ჩე­მი ლა­პა­რა­კის დროს გრე­ვეს სი­ცა­რი­­ლის­­ვის მი­ეპყ­რო მზე­რა და წა­­გავ­და პი­რუთ­­ნელ მო­სა­მარ­­ლეს, რომ­ლის გა­ნა­ჩენ­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს ვე­რა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბა თუ პი­რა­დი სიმ­პა­თი­­ბი. მი­სი დუ­მი­ლი ერ­თობ ხან­­­­ლი­ვი მეჩ­ვე­ნა და ვთქვი! – დი­ახ, ასე იყო, სულ ეს არ­ის…

– მარ­თა­ლი ხარ, და­მე­თან­­მა ბო­ლოს და ბო­ლოს, – ნამ­­ვი­ლად ფუ­ჭი დამ­თხ­ვე­ვაა. მაგ­რამ ეგ ამ­ბა­ვი ოდ­ნა­ვა­დაც არ ჰფენს შუქს ჩემს შემ­თხ­ვე­ვას. მხო­ლოდ იმ­ას თუ ამტ­კი­ცებს, რომ არ­ის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

არ ვი­ცო­დი, რა მე­პა­სუ­ხა, – ალ­ბათ, ასეა, – და­ვე­თან­­მე ბო­ლოს.

– ეს მო­მენ­ტე­ბი გა­ნუ­მე­­რე­ბე­ლია, – გა­ნაგ­­ძო გრე­ვემ, – რად­გან იმ­წამ­­ვე წარ­სულს ერწყ­მი­ან, მაგ­რამ რე­­ლურ­ნი არ­­ან და წარ­მოქ­­ნი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ, ამ­­უხ­­ნელ რე­­ლო­ბას, რო­მე­ლიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნებს.

– შენ მითხა­რი, “ჩე­მი შემ­თხ­ვე­ვაო” – შე­ვაწყ­ვე­ტი­ნე მსჯე­ლო­ბა.

– დი­ახ, ერ­თი ამ­ბა­ვი გა­დამ­­და თავს, შე­ნი სა­უბ­რი­სას რა­ღაც იმ­­დი აღ­მეძ­რა, – გან­მი­მარ­ტა გრე­ვემ.

– გუ­ლი ხომ არ გატ­კი­ნე, რა­მე სა­­დუმ­ლოს ამ­ოხ­­ნას ხომ არ ელ­­დი?

– არ ვი­ცი, რას ვე­ლო­დი… ეგ­­ბა ამ­­საც­ნო­ბიც არ­­ფე­რია, უც­ნა­­რია, მაგ­რამ ძალ­ზე ეს­­და­გე­ბა ღრმა რწმე­ნას, უაზ­რო გულ­და­ჯე­რე­ბას, რა­საც ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი სუ­ლის სიღ­­მე­ში გრძნობს. კარ­მენ სილ­ვე­­რა თუ გახ­სოვს?

– რა თქმა უნ­და, სი­ცოცხ­ლით სავ­სე იყო, საბ­რა­ლო, მე მას…

მინ­დო­და მეთ­­ვა, კარ­მენს ლუ­­ზა ბრუ­კეს ვამ­­გავ­სებ­დი-მეთ­ქი. ბრუ­კე კი­ნომ­სა­ხი­­ბი იყო, ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბა­ში ვგიჟ­დე­ბო­დი მას­ზე. თვალ­წინ და­მიდ­გა ორ­­ვე ქა­ლის ოვ­­ლუ­რი სა­ხე, თეთ­რი კა­ნი, მუ­ქი თვა­ლე­ბი, ამ­­ვე ფე­რის თმა და სა­ფეთ­­ლებ­თან პა­წია კუ­ლუ­ლე­ბი.

– შენ სიტყ­ვა არ და­გიმ­თავ­რე­ბია, რა­ღა­ცას მე­უბ­ნე­ბო­დი, – მითხ­რა გრე­ვემ რა­ღაც­ნა­­რი თრთოლ­ვით.

– უბ­რა­ლოდ მინ­დო­და მეთ­­ვა, რომ სა­ოც­რად მომ­ხიბ­ლა­ვი და ახ­ალ­გაზ­­და იყო.

– მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მოგ­წონ­და, – თქვა გრე­ვემ და სწრა­ფად დას­ძი­ნა:

– მკრე­ხე­ლო­ბა­ში ნუ ჩა­მო­მარ­­მევ, კარ­მენს ვუყ­ვარ­დი, მეც მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ქვე­შეც­ნე­­ლად. რა ბრიყ­ვი ვი­ყა­ვი! ერთს კი ვაც­ნო­ბი­­რებ­დი, – მას­თან არ­­სო­დეს მწყინ­დე­ბო­და. ქა­ლე­ბის ამ­ბა­ვი ხომ იცი. კარ­მე­ნი მუ­დამ პო­­ლობ­და, უფ­რო სწო­რად, გა­მო­ძებ­ნი­და ხოლ­მე სა­შუ­­ლე­ბას ში­ნი­დან თა­ვი დაგ­ვეძ­­რი­ნა და სად­მე გავ­­­ზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა ჩვენს გა­რე­მო­­ბა­ში არ ივ­არ­გებ­და, ვინ­მეს ერ­თად ვე­ნა­ხეთ.

– მა­რა­დი­­ლი გა­რე­მო­­ბე­ბი! ყო­ველ ქალს შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­­ნას ის­­თი გა­რე­მო­­ბა, რო­მე­ლიც მის­გან სიფ­­თხი­ლეს მო­ითხოვს. ან, უკ­ეთ რომ ვთქვა – რისკს.

მე ხმა­მაღ­ლა გა­ვი­ცი­ნე, სა­კუ­თარ­მა ეპ­იგ­რა­მამ გა­მამ­­ნე­ვა, გრე­ვეს კი, რო­გორც ეტ­ყო­ბო­და, ნაღ­ვე­ლი შე­მო­აწ­ვა.

– ამ­ას ვერ ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, ეტ­ყო­ბა, სხვებ­ზე უფ­რო გუ­ლუბ­­­ვი­ლო ვარ, კარ­მე­ნის ოჯ­­ხურ პი­რო­ბებს ან­გა­რიშს ვუ­წევ­დი. ბევ­­ჯერ გა­და­ვათ­­მე­ვი­ნე ჩა­ნა­ფიქ­რი, მა­გარმ ზოგ­ჯერ ნე­ბა­ზე მივ­­ვე­ბო­დი და ეს სა­ნა­ნებ­ლად არ­­სო­დეს დამ­­ჩე­ნია. ამ ქალს სა­ოც­რად უყ­ვარ­და ცხოვ­რე­ბა, სა­დაც უნ­და გავ­ყო­ლო­დი, რეს­ტო­რან­ში, ნა­ვით სა­სე­ირ­ნოდ თუ სას­ტუმ­რო­ში უიკ-ენ­დე­ბის დროს, წინ­და­წინ ვგრძნობ­დით, რომ უდ­­დე­სი სი­­მოვ­ნე­ბა გვე­ლო­და. ამ სი­­მოვ­ნე­ბა­თა ულ­­ვი მა­რა­გი გვქონ­და და, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, მუ­დამ ვპო­­ლობ­დით. ერთ-ერ­თი ამგ­ვა­რი გას­­­ტო­მა მარ-დელ-პლა­ტა­ში მო­ვაწყ­ვეთ: სწო­რედ იმ ხა­ნებ­ში მან­ქა­ნა გავ­ყი­დე და გამ­­ზავ­რე­ბა მა­ტა­რებ­ლით მოგ­ვიხ­და. ეს ერთ­­ვარ რის­­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვინ იც­ის, ამ­ხე­ლა გზა­ზე ვის გა­და­ვეყ­რე­ბო­დით. ვა­გონ­ში ჩვენს პირ­და­პირ ახ­ალ­გაზ­­და ქა­ლი იჯ­და, რო­გორც შემ­­გომ გა­ირ­­ვა, – კბი­ლის ექ­­მი. გა­­ჩე­რებ­ლად ლა­პა­რა­კობ­და. კარ­მენ­მა ხმა­დაბ­ლა გა­მაფ­­თხი­ლა, თა­ვი შე­­კა­ვე, არ გა­მო­­ლა­პა­რა­კო, თო­რემ წუ­თი­­რი სი­სუს­ტე და ხუთ­სა­­თი­­ნი მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სა­­ბა­რი არ აგვ­­დე­ბაო.

იგი მა­ლე დარ­­მუნ­და, რომ მთელ მა­ტა­რე­ბელ­ში ერ­თა­დერ­თი სა­ხი­ფა­თო არ­სე­ბა ჩვენს პირ­და­პირ იჯ­და.

– სა­ხი­ფა­თო სუ­ლაც არ არ­ის, – მი­ვუ­გე, – ცო­ტა მო­საწყე­ნი და თავ­მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია, ეს არ­ის და ეს. ჩვენ ხომ არ ვი­ცით, რას უნ­და ვე­ლო­დოთ სხვა ვა­გო­ნებ­ში.

– იქ არ­­ვინ იქ­ნე­ბა, – და­მარ­­მუ­ნა კარ­მენ­მა, – იგი გუ­ლის­­მობ­და, ჩვე­ნი ნაც­ნო­ბე­ბი სხვა­გან არ იქ­ნე­ბი­­ნო.

– რო­მელ სას­ტუმ­რო­ში გავ­ჩერ­დეთ? – ვკითხე.

ნომ­რის და­ჯავ­­ნა ვერ მო­ვას­წა­რი, გამ­­ზავ­რე­ბა დღი­სით, სა­დი­ლო­ბის ხანს გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ორ­­ვე­ნი ში­ნის­კენ გა­ვე­შუ­რეთ ჩე­მოდ­ნე­ბის წა­მო­სა­ღე­ბად და დავ­­­ვით, რომ ერთ­მა­ნეთს ხუთ სა­ათ­ზე, სად­გურ კონ­­ტი­ტუ­სი­ონ­ზე შევ­­­დე­ბო­დით. ბო­ლო წუთს კარ­მენს გა­ახ­სენ­და, რომ შა­ბათს და კვი­რას საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო. სას­­რა­ფოდ ტე­ლე­ფო­ნის­კენ გავ­ქან­დით. კარ­მენ­მა შეძ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბა და ბო­დი­შის მოხ­და. შემ­დეგ მითხ­რა: “ძა­ლი­ან გა­მი­მარ­­ლა, ვში­შობ­დი, რომ და­მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და თავ­­­დო­მა­რე, მკაც­რი და რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი ბებ­რუ­ხა­ნა, მას მთე­ლი ბუ­­ნოს-აირ­­სი იც­ნობს, მაგ­რამ ტე­ლე­ფონ­თან მი­სი მდი­ვა­ნი, სა­სი­­მოვ­ნო ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და, ვუთხა­რი ავ­ად ვარ, წა­მოდ­გო­მა არ შე­მიძ­ლია-მეთ­ქი. აბა, თუ გა­მო­იც­ნობ რა მითხ­რა? ბებ­რუ­ხა­ნაც ავ­ად გახ­და და ჩაწ­ვაო. ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა”.

ჩემს კითხ­ვა­ზე, რო­მელ სას­ტუმ­როს აირ­ჩევ-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა: – “პრო­ვინ­სი­ალ­ზე” რა აზ­რი­სა ხარ?

– ხომ არ შე­­შა­ლე, – მი­ვუ­გე პა­სუ­ხად, – უფ­რო მყუდ­რო ად­გი­ლი უნ­და მოვ­ძებ­ნოთ.

ახ­ლა მგო­ნია, შეშ­ლი­ლი ის კი არა, მე ვი­ყა­ვი. სიფ­­თხი­ლის გა­მო, უბ­ად­რუ­კი მა­ნი­­კი­ვით მუ­დამ რომ ვბორ­კავ­დი მის სურ­ვი­ლებს და მის­­რა­ფე­ბებს.

– რა მოსაწყენია ეს ყველაფერი, – მითხრა პასუხად კარმენმა, – შენ მგონი ლეონის სასტუმრო ახსენე, გათბობა და კარგი სამზარეულო აქვთო.

– ყველანი იქ ჩერდებიან.

– ამ სიცივეში იმ სასტუმროში ვინ წავა?

დავდუმდი. ასე მეგონა, მაწავლებელი ვიყავი და მოწაფეს ვტუქსავდი; ისიც ვიცოდი, რომ ამ ქალის სიყვარული დიდი ფუფუნება იყო. უკვე მაშინვე მხიბლავდა მისი თავდაჭერილობა.

ზემოაღწერილი საუბარი ჩვენი გასავლელი გზის პირველ მონაკვეთში ხდებოდა. ნუ მკითხავ, რა იყო შემდეგ, მაგრამ გეტყვი, რომ მარ-დელ-პლატასთან მიახლოებისას ჩვენმა თანამგზავრმა ქალმა გაბედულება მოიკრიბა და გვირჩია, ოტელ “კეკენში” გავჩერებულიყავით, სადაც, ჩვეულებრივ, თვითონ ჩერდებოდა ხოლმე და გვაცნობა სპეციალისტი ვარო (უბრალოდ თქვა, სპეციალისტიო, თითქოს ეს ერთი სიტყვა ყველაფერს განსაზღვრავდა). ოდნავ მოგვიანებით კი დააზუსტა – “სტომატოლოგიო”. ამას მოჰყვა ისეთი სცენა, სიზმრადაც რომ არ მომელანდებოდა. საკმარისია გავიხსენო, როგორ მოიჭრა ჩვენთან, პირი დაგვაღებინა და საფუძვლიანად გამოგვიკვლია. კარმენმა ღირსეულად გაუძლო გამოცდას, მე კი, თუმცა მძიმე ბრალდებები არ ამკიდეს, მაგრამ კარგა მაგრად შემარცხვინეს. ჩემმა მავედრებელმა მზერამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა და იძულებული გავხდი, მეყვირა – კარგი, რა საჭიროა ეს სიზუსტე და წვრილმანები-მეთქი.

მივხვდი, საკადრისი მომეზღო. ქალი ხომ ჩვენს საუბარში ადრევე ჩაერთო, ამასთან, ამაში მეც წავეხმარე, მამაკაცს ახასიათებს მანკიერი სულმოკლეობა – უცხოთა გულის მოგება საყვარელი ადამიანის განაწყენების ფასად.

მატარებლიდან გადმოსულები ღამის ცივ წყვდიადში ჩავყურყუმელავდით. ღია ცის ქვეშ, ტაქსის გაჩერებასთან, გრძელი რიგი იყო გაჭიმული. ჩვენ დანტისტ ქალთან ერთად ვიდექით. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავის ოტელში წავეყვანეთ. მე დავემორჩილე და მზად ვიყავი, კარმენიც დამეყოლიებინა. უეცრად ხელზე ხელის მოჭერა ვიგრძენი და ბრძანება შემომესმა, წავედით!

კარმენი წინ მექაჩებოდა. მალე ორივენი ლუროს გამზირის შუაგულში აღმოვჩნდით. სიბნელეში აქეთ-იქით ფარებანთებული მანქანები მიმოქროდნენ. ახლაც ჩამესმის კარმენის მოგუდული სიცილი. მან ხელის აწევით მოუხმო ტაქსისტს.

– კი მაგრამ, რიგი ხომ უნდა დავიცვათ, – საყვედურით ვუთხარი.

მძღოლი გვერდის ავლას აპირებდა, მაგრამ კარმენის დანახვაზე შეჩერდა, სხვანაირად არც შეეძლო, ის ხომ ისეთი ახალგაზრდა და მომხიბლავი იყო.

– სად მივდივართ? – ვიკითხე.

– შენი ლეონის სასტუმროში, – მითხრა და როდესაც მძღოლს მისამართი ვუთხარი, მომიჭრა, “კეკენ პალასი!” ნურას უკაცრავად, ჯერ კიდევ არ გავგიჟებულვარ. ასეთი სახელწოდების ოტელი, ისიც მარ-დელ-პლატაში, იცი, რა პრეტენზიული იქნება?

მართალი რომ გითხრა, გუნება გამიფუჭდა. ჩემს მდგომარეობაში მყოფისათვის სასტუმროს ადმინისტრაციასთან ნაცნობობა არც ისე მომგებიანი მეჩვენა… ალბათ არ დაიჯერებ – როცა ვამბობ, ჩემს მდგომარეობაში მყოფს-მეთქი, კარმენს ვგულისხმობ. რატომღაც თავს მოვალედ ვთვლიდი, თავი მემართლებინა, რაღაც განმემარტა, ეს მაშინ, როცა მასთან ერთად ყოფნით უნდა მეამაყა.

სასტუმროში შესვლა ვერც კი მოვასწარით, რომ მოგვახარეს, ღუმელებს ვცვლით, ამიტომ ვახშამს ვერ მოგართმევთ, ამასთან, თბოგაყვანილობაც დაზიანებულიაო. შუაღამისას, თანაც ასეთ სიცივეში, სხვა სასტუმროს ძებნა დაგვეზარა და იქვე დავრჩით. ოთახში ელექტროღუმელი დაგვიდგეს. საკმაოდ მალე ვიაზრეთ, რომ უნდა აგვერჩია ორში ერთი – ღუმელს ოდნავ დავშორებოდით და გავთოშილიყავით, ან რაც შეიძლება, ახლოს მივჩოჩებოდით და დავხრუკულიყავით. რაღა გაეწყობოდა, დამატებით მოვატანინეთ საბნები და ტანგაუხდელნი საწოლში ჩავწექით. კარმენმა გასათბობად თავზე პირსახოცის ჩალმა შემოიხვია. მისმა სილამაზემ ლამის დამაბრმავა.

მეორე დღეს მზემ მკრთალად რომ გამოანათა, პლაჟზე გავედით, რომელიღაც სახლის უკან ბრეზენტზე დავსხედით და საკმაოდ შევთბით. სასიამოვნო დილა გავატარეთ, ზღვას გავცქეროდით და მოგზაურობებზე ვლაპარაკობდით. მოგვიანებით პლაჟზე შეხნიერებული წყვილი გამოჩნდა; ქარისგან წელში მოხრილნი ნაპირს მიუყვებოდნენ, ქვიშას მკაფიოდ აჩნდებოდა მათი ნაფეხურები. კარმენმა თქვა, წელიწადის ამ დროს ნებისმიერი კურორტი პოეტური გრძნობების აღმძვრელიაო.

საღამოს ჩაის ვსვამდით სანტიაგო დელ-ესტეროსა და სან-მარტინის ქუჩების კუთხესთან მდებარე საკონდიტროში, ეს შენობა მოგვიანებით დაანგრიეს.

დარბაზში ხშირ-ხშირად შემოდიოდა ან გადიოდა ხალხი და ყოველთვის, როცა კი უზარმაზარი მინის კარი იღებოდა, გვეჩვენებოდა, რომ ჩვენსკენ უზარმაზარი აისბერგი მოცურავდა. სიცივისაგან გატანჯულნი თვალს ვეღარ ვაცილებდით იმ კარს, თითქოს გვინდოდა ჩვენი მაგიური მზერით გაგვეშეშებინა ადამიანები, კარის გაღება რომ ვეღარ შეძლებოდათ.

– ოჰ, ღმერთო! – დაიჩურჩულა უცებ კარმენმა. დარბაზში ზღვის ლომის მედიდურობით ვიღაც ზონზროხა ქალბატონი მოალაჯებდა.

– ნამდვილი დრაკონია, – დავასკვენი მე.

– ის არის, – დააზუსტა კარმენმა.

– ვინ ის?

– მისი უდიდებულოსობა თავმჯდომარე.

– ეგებ ვერ დაგინახოს.

– სიტყვაც არ მქონდა დასრულებული, რომ სენიორა შეჩერდა და თვალები ჩვენ მაგიდას დაასო. მერე დავინახე მაღლა აწეული საჩვენებელი თითი, მეგონა, მელოდრამა გათამაშდებოდა. მსახვრალი ხელი კარმენზე მიანიშნებდა, გავშეშდი, დავიძაგრე. ამასობაში სენიორამ აბზეკილი საჩვენებელი თითი ორჯერ მიიდო ტუჩებზე. კარმენმა მოგვიანებით მითხრა, თვალიც ჩამიკრაო, მაგრამ ამის მტკიცება ან უარყოფა არ შემიძლია. დავსძენ მხოლოდ, რომ უეცრად დავინახე, როგორ გამოსხლტა წინ ცხვირწითელა სველულვაშა, ჩია ბერიკაცი, აქამდე სენიორას უზარმაზარი სხეული რომ ფარავდა. კაცს საოცრად გულგრილი, ყველაფრის მიმართ განურჩეველი სახე ჰქონდა.

– მართლა მანიშნა, ჩუმად იყავიო, თუ ჭკუიდან გადავედი? – წამჩურჩულა კარმენმა და იმწამსვე მხიარულად დასძინა: – ჩემსავით მოიავადმყოფა თავი და ჩვენსავით მარ-დელ-პლატაში ჩამოვიდა!

– იმ განსხვავებით, რომ მისი ბერიკაცი გაციებულია.

ამ წუთიდან ყველაფერი შეიცვალა. ეს მოულოდნელი კარიკატურული სცენა შეფორიაქებული ბებერი ქალის მონაწილეობით დამეხმარა, თავი დამეღწია გამუდმებული სიფრთხილისა და უნიათობის საზიზღარი გრძნობისათვის და ერთიანად მივნდობოდი ჩვენს ბედნიერ ვარსკვლავს. შემიძლია დავიფიცო, რომ იმ საღამოსვე სიცივემ იკლო, ყოველ შემთხვევაში, მახსოვს, რომ საწოლში ტანგახდილი ჩავწექი და თუ მაინც ოდნავ შემცივდებოდა, სითბოს კარმენის სიახლოვეს ვეძებდი.

იმ დღის შემდეგ ბებერი ქალის ჟესტის პაროდირება ჩვენი ოხუნჯობის საგნად იქცა. როდესაც გველაპარაკებოდნენ ან გვთხოვდნენ, ნათქვამი საიდუმლოდ შეგვენახა, ჩვენ, იმ ქალბატონის მიბაძვით, თითი ტუჩებთან მიგვქონდა. შესაძლოა, ამგვარი ხუმრობა ცოტა სულელურიც კი ჩანდა, მაგრამ ჩვენთვის რაღაცას ნიშნავდა, რადგან მარ-დელ-პლატაში გატარებულ უკეთეს დღეებს გვაგონებდა. ადამიანს ხშირად ბევრი რამ ავიწყდება, მაგრამ თუ მოვლენებს თანმიმდევრულად გაიხსენებს, შეძლებს დიდი ხნის წინათ მივიწყებული ამბების გაცოცხლებას. კარგად მახსოვდა, რომ პირველ საათზე მატარებელში ჩავსხედით, მაგრამ სრულებით გადამავიწყდა კარმენის თხოვნა, შინ უფრო მოგვიანებით დავბრუნებულიყავით. ახლაც ნათლად ვხედავ, როგორ იწვა საწოლზე ბალიშში თავჩამხობილი. საკოცნელად თავი რომ ავუწიე, არც კი გაუცინია.

– დავრჩეთ, – მითხრა სერიოზულად. თან ათრთოლებული შემომყურებდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. სწორედ იმ თრთოლის გამო აღმეძრა წინააღმდეგობის გრძნობა.

– ყველასათვის ცნობილია, რომ ქალი შედგება პერიოდებისა და ციკლებისაგან, – ვუთხარი, – ტყუილად ხომ არ ადარებენ მას მთვარეს, მაგრამ მამაკაცი, რომელსაც ეს არ ავიწყდება და ტირილის მიზეზს ნერვების სისუსტეს ან ჯირკვლების ზემოქმედებას მიაწერს, უგულო კაცად მიაჩნიათ. ის კი, ვინც ეს დაივიწყა, როცა საბოლოოდ მიატოვებენ, დაე ნუ წამოიძახებს: “ასეა თუ ისე, შენ ჩემთვის ტიროდი”, რადგან პასუხად მიიღებს, ეს, ალბათ დაგესიზმრაო.

– საძაგელო! – ღიმილით დაიჩურჩულა კარმენმა.

– მაინც ხომ უნდა გავემგზავროთ, მაშ, რაღა საჭიროა ტრაგედიის გათამაშება?

– მაშინ სამუდამოდ დავრჩეთ აქ, – მითხრა კარმენმა.

პასუხის ნაცვლად, ჩემოდნის ჩალაგებას შევუდექი, რადგან არ მიყვარს გადაწყვეტილების შეცვლა, ეს საკუთარ ღირსებად მიმაჩნია და ამით ხშირად ვამაყობ კიდეც.

რამდენიმე დღის შემდეგ ბუენოს-აირესში უეცრად აღმოვაჩინე, რომ გული მწყდებოდა ჩვენს ცხოვრებაზე მარ-დელ-პლატაში. კარმენი, თუმცა ადრინდელივით ნაზი და მგრძნობიარე იყო, ჩემს მიმართ როგორღაც გაცივდა. იგი ხშირად სტუმრობდა ჩემთან, ვსეირნობდით, ვმხიარულობდით, ვიხსენებდით ბებერი ქალის ჟესტს, ყველაფერი გვართობდა და გვამხიარულებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდოდა მეკითხა, ჩემზე გული ხომ არ გაგიცივდა-მეთქი, რაც ადრე აზრად არასოდეს მომსვლია.

გაზაფხულზე მეგობრებმა უშუაიაში გამგზავრება შემომთავაზეს. ცეცხლოვანი მიწა მუდამ მიზიდავდა და შემთხვევის ხელიდან გაშვება არ მინდოდა, ერთადერთი დაბრკოლება კარმენი იყო. ჩვენი ერთად წასვლა მისთვის უხერხული იქნებოდა, მაგრამ მარტოს სად გამიშვებდა. საქმე აღარ გავართულე და მასთან დაუმშვიდობებლად წავედი.

სამხრეთიდან საღამო ხანს დავბრუნდი და სახლის ზღურბლთან ორი მამაკაცი დავინახე. საინტერესოა, მაგრამ ეს ადამიანები ჩემთვის სამუდამოდ უსახონი დარჩნენ. მათი არც სიმაღლე მახსოვს და არც რაიმე განსაკუთრებული ნიშნები. დამამახსოვრდა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და გამაოგნებელი ელდა. მამაკაცები გულის გამაწყალებლად ჩამჩიჩინებდნენ რაღაცას ვიღაც მოსამსახურე ქალზე, რომელიც გაუგებარი მიზეზის გამო, უარს ამბობდა წაჰყოლოდა მათ გვამის ამოსაცნობად, მე კი ცხელ აბაზანაზე და წუთიერ სიმშვიდეზე ვოცნებობდი.

– რა ჩემი საქმეა ეს ყველაფერი? – აღვშფოთდი.

ისინი კვლავ დაჟინებით მიხსნიდნენ, თუ რა მოხდა. ბოლოს, როგორც იქნა, ვძლიე დაღლილობას და გავარჩიე, რომ უბედურ შემთხვევაზე მელაპარაკებოდნენ. ჩამესმა სიტყვა “დაღუპული” და კიდევ მომდევნო ორი სიტყვა გულგრილად თქმული. ხმა მონოტონურად განაგრძობდა: კარმენ სილვეირა. მოსამსახურე ქალი, ვისაც პროზექტურაში წაყოლა სთხოვეს, ოთახში ჩაიკეტა. ვის გულისხმობდნენ? იმ ქალს ხომ არა, დილდილობით კარმენის ოთახის დასალაგებლად რომ მოდიოდა? ცხედრის ამოცნობა შემომთავაზეს, შემინდოს ღმერთმა, თუმცა გული დარდით მქონდა გასენილი, მაინც რაღაცნაირი სიამაყე ვიგრძენი.

– მე გნახე მიცვალებულთან ღამის თევისას, – ვუთხარი.

– იმ ღამიდან თითქმის არაფერი მახსოვს, – მომიგო ლუის გრევემ.

– ალბათ, თავზარი დაგცა კარმენის სიკვდილმა, – თანაგრძნობით ვუთხარი, – ის ხომ ისეთი მშვენიერი იყო, განა შეიძლებოდა მისი დაღუპვა?

– მინდოდა მეთქვა, განადგურებული ვიყავი-მეთქი, მაგრამ ახლა შემიძლია ზუსტად გამოვხატო ჩემი მაშინდელი განცდები, ის, რასაც იმ წუთებში ვგრძნობდი და დღემდე განვიცდი. გულხელდაკრეფილი რომ დავინახე, შევძრწუნდი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, მანამდე უფრო ვიტანჯებოდი. მზარავდა ფიქრი იმაზე, რომ ამიერიდან ვერასოდეს ვნახავდი, სიკვდილში ყველაზე საშინელი ის არის, რომ ადამიანები ქრებიან.

– ზოგი ადამიანის სიკვდილი წარმოსადგენია, – დავეთანხმე, – ასეთ დროს ძნელი არ არის, ცრუმორწმუნე გახდე, ან თავი დამნაშავედ იგრძნო. რაც მოხდა, საშინელებაა, მაგრამ თავს ვერაფერში დაიდანაშაულებ.

– ამაში მთლად დარწმუნებული არა ვარ, – მომიგო მან, – სხვა რაღა გითხრა? ჩემი ცხოვრება თითქმის არ შეცვლილა, არ გეგონოს, კარმენი დავივიწყე. პირიქით, დღისით გამუდმებით თვალწინ მედგა, ღამე სიზმრებში ვხედავდი, მაგრამ წარსული თანდათან გაფერმკრთალდა. მე შემიყვარდა სოფელი, უფრო ხშირად ჩავდიოდი და დიდხნობით ვრჩებოდი პრინგლესში, ერთხელ იქით მიმავალმა გავიცანი სენიორი, რომელმაც მოგზაურობაზე დამიყოლია. რაკი ეს სენიორი ტურისტული სააგენტოს მენეჯერი გახლდათ, ბილეთის შოვნა არ გამჭირვებია. კარმენის სიკვდილის შემდეგ ადგილსამყოფელს ისედაც ხშირად ვიცვლიდი. ერთხელ ჩვენი თვითმფრინავი ზღვის თავზე რომ მიფრინავდა, მივხვდი ჩემს შეცდომას. სამყარო საოცარია, მაგრამ მე არაფერი მახალისებდა. არ გეგონოს, რომ დარდი მკლავდა. ყველაფერი გულგრილობის ბრალი იყო. მოგზაურობა და ხეტიალი რომ აინტერესებდეს, ტურისტს რაღაც ილუზიები მაინც უნდა ჰქონდეს. ბოლო დროს ერთ ადგილას არსად ვჩერდებოდი და ადგილზე ჩასული, პირველივე თვითმფრინავით განვაგრძობდი გზას. დღეში რამდენჯერმე მიხდებოდა საათის ისრების გადაწევ-გადმოწევა. დროში განსხვავებამ და დაღლილობამ დროისა და საკუთარი თავის მიმართ არარეალურობის გრძნობა აღმიძრა. ერთხელ ბომბეიდან ორლიში ჩავფრინდი, ერთხანს აეროდრომზე ვიხეტიალე. და შემდეგ ბუენოს-აირესისკენ გავემგზავრე. ვგონებ, გამთენიისას დაკარში შევისვენეთ. თვლემას თავი რომ გავართვი, რაღაცნაირი სისუსტე ვიგრძენი, შეუძლოდ შევიქენი. მახსოვს, სწორედ იქ, ან შესაძლოა, უფრო მოგვიანებითაც, საათის ისრები უკან გადავწიეთ. მგზავრებს თვითმფრინავიდან გადასვლა გვთხოვეს: ჩვენ ჩავყევით ხის ღობურებს, საქონლის გრძელი სადგომებივით ერთიმეორის გასწვრივ რომ იყო ჩამწკრივებული და შევედით ბარში, რომელსაც ზანგები ემსახურებოდნენ. შესვლისთანავე შემოგვესმა ხმა, კეიპტაუნში მიმავალ მგზავრებს თვითმფრინავისკენ რომ უხმობდა და გავუსწორდი ბარიდან აეროდრომისკენ მიმავალ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს პარალელურად, ღობურის გასწვრივ მოძრაობდნენ. ხალხის ამ ნაკადში უეცრად შევნიშნე, ვიღაც მიმალვას ცდილობდა. მზერა იქით გამექცა. როდესაც მიხვდა, დამინახესო, ქალმა გადაწყვიტა, თავის დაკვრით მომსალმებოდა. იმწამსვე ვიცანი – კარმენი იყო, არ შეიძლებოდა, ვინმეში შემშლოდა. მან ორჯერ ასწია ხელი და ტუჩებთან მიიტანა საჩვენებელი თითი ჩვენი ძველი ნაცნობი მოხუცი ქალის მსგავსად, რომელიც მარ-დელ-პლატაში შეგვხვდა. ამით უსიტყვოდ მთხოვა, მისი საიდუმლო არ გამემჟღავნებინა. მე დავიბენი. კარმენი თავის ჯგუფს გაჰყვა კეიპტაუნის თვითმფრინავისკენ.

მე კი იქ დავრჩი.

© ”არილი”

Facebook Comments Box