ესე (თარგმანი)

ანდ­რეი ბე­ლი

იბ­სე­ნი და დოს­ტო­ევ­ს­კი

­­­­­­­­­(წიგნიდან – “სიმბოლიზმი და კულტურის ფილოსო­ფია”)

თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა

1.

დოს­ტო­ევ­ს­კის სა­ხე­ლი დარ­ჩე­ბა რუ­სუ­ლი სიტყ­ვი­ე­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში – იგი დი­დი მხატ­ვა­რია. არ­ის თუ არა უდ­ი­დე­სი, ამ­ას დრო გვიჩ­ვე­ნებს. ჯერ ჩვენ ახ­ლოს ვდგა­ვართ მას­თან, ჯერ არ შეგ­ვიძ­ლია მი­ვუ­ჩი­ნოთ კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი რუ­სულ სიტყ­ვი­ე­რე­ბა­ში. ცო­ტა ხნის წინ ჯერ ის­ევ ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბით იკ­ლებ­დ­ნენ, დღეს კი დოს­ტო­ევ­ს­კის სა­ხელს ყვე­ლა ერთხ­მად, ერთ გუნ­დად შეკ­რუ­ლი აქ­ებს და ად­ი­დებს. მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა არ ვა­ღი­ა­როთ, რომ მა­ქე­ბარ­თა ამ გუნ­დ­ში მა­დე­ტო­ნი­რე­ბე­ლი ხმე­ბიც საკ­მა­ოდ ძლი­ე­რად ჟღერს. ჩვენ, რო­გორც დოს­ტო­ევ­ს­კის ჭეშ­მა­რიტ თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებს, ეს ხმე­ბი ვალ­დე­ბულს გვხდის, თავ­შე­კა­ვე­ბით მო­ვე­კი­დოთ ყვე­ლა იმ პა­ნე­გი­რიკს, რუ­სი მწერ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად რომ გა­ის­მის. მინ­და გა­გაფ­რ­თხი­ლოთ და შევ­ნიშ­ნო, რომ დოს­ტო­ევ­ს­კის ნი­ჭი­ერ მიმ­დე­ვარ­თა გვერ­დით, უბ­ად­რუკ გა­დაგ­ვა­რე­ბულ­თაც ვხვდე­ბით და ეს უკ­ა­ნას­კ­ნელ­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ მას, რო­გორც თა­ვი­სი­ანს. დი­ახ, დოს­ტო­ევ­ს­კის აქვს რა­ღაც სა­ერ­თო რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­დაგ­ვა­რე­ბას­თან. ვში­შობ, მის­მა კულ­ტ­მა ვა­ი­თუ უქმ­სიტყ­ვა­ო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

დოს­ტო­ევ­ს­კის არ­წი­ვის ფრთე­ბი არ ჰქო­ნია, იქ­ნებ ღა­მუ­რას ფრთე­ბი ჰქონ­და. იგი კრა­ზა­ნა­სა­ვით გვნეს­ტ­რავ­და, რო­ცა რუ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჩამ­კ­ვ­და­რი იყო და თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბი­სა და თვით­ნე­ბო­ბი­სა­გან ვი­ტან­ჯე­ბო­დით. ჯერ კი­დევ არ ვი­ცი, გან­მ­კურ­ნე­ბე­ლია თუ არა მის მი­ერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი იარ­ე­ბი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იგი არ არ­ის უფ­რო მე­ტად სა­ჭი­რო, ვიდ­რე იბ­სე­ნი და ნიც­შე, რომ­ლებ­მაც გან­მ­წ­მენ­დი ქა­რიშ­ხა­ლი­ვით გა­და­უქ­რო­ლეს და­სავ­ლეთს. ქა­რიშ­ხა­ლი იგი ჩვენც შეგ­ვე­ხო. ნიც­შე და დოს­ტო­ევ­ს­კი, მა­თი გზე­ბის შე­და­რე­ბა ამაოა. მძი­მე ენ­ით ას­ა­ხუ­ლი მეშ­ჩა­ნო­ბა, სიმ­ხ­და­ლე და ჭუჭყი – აი ის, რაც მას ნიც­შე­სა­გან გა­ნას­ხ­ვა­ვებს. იგი ზო­მა­ზე მე­ტად არ­ის “ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი” იმ­ი­სათ­ვის, რა­თა ზიზ­ღი არ გა­მო­იწ­ვი­ოს. სწო­რედ აქ­ე­დან ასკ­ვ­ნი­ან, რომ დოს­ტო­ევ­ს­კი ღრმაა, რომ ად­ა­მი­ანს იგი სუ­ლის კუთხე-კუნ­ჭუ­ლებ­ში სწვდე­ბა. მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე აგ­ე­ბუ­ლი სიღ­რ­მე ხში­რად ყალ­ბია. ეს იმ ბუ­რუ­სე­ბის მა­ხეა, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ სი­სა­ძაგ­ლე­ე­ბის შე­თითხ­ნა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. გაქ­რე­ბა მი­რა­ჟი და, იქ, სა­დაც უფს­კ­რულს ჰქონ­და პი­რი და­ღე­ბუ­ლი, სუ­ლის უს­ი­ცოცხ­ლო სიბ­რ­ტყე გა­და­იშ­ლე­ბა.

დი­ახ, დოს­ტო­ევ­ს­კის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სირ­თუ­ლე, მი­სი სა­ხე­ე­ბის არ­აჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სიღ­რ­მე ის ნა­ხევ­რად ყალ­ბი უფს­კ­რუ­ლია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ სიბ­რ­ტყე­ზეა და­ხა­ტუ­ლი. ბუნ­დოვ­ნე­ბის ბუ­რუ­სი, სი­ნამ­დ­ვი­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მე­თოდ­თა აღ­რე­ვის ნი­ა­დაგ­ზე იქმ­ნე­ბო­და. ბუ­რუ­სი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღრ­მა­ვებ­და დოს­ტო­ევ­ს­კის ტა­ლან­ტის ბუ­ნებ­რივ სიღ­რ­მეს. იმ­ი­სათ­ვის, რა­თა მო­ვა­ლე­ო­ბის გა­მო ერთ­ქ­მ­ნა ნიც­შე­ა­ნუ­რი ბუნ­ტი კა­რა­მა­ზო­ვის ყო­ფას­თან, გა­ა­ერ­თი­ა­ნო ფორ­მებ­ში მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა და ოფ­ი­ცი­ა­ლუ­რი ხალ­ხუ­რო­ბა, წახ­ვი­დე ას­ეთ უგ­ე­მოვ­ნე­ბა­ზე, ჭეშ­მა­რი­ტად უდ­ი­დე­სი თავ­გ­ზა­ამ­ბ­ნე­ვი უნ­და იყო. იმ­ან, რაც მან აბ­ურ­და და აურ-და­უ­რია, სა­ბო­ლო­ოდ აუბ­ნია თავ­გ­ზა მის ნი­ჭი­ერ მიმ­დევ­რებს (მე­რეჟ­კოვ­ს­კის, რო­ზა­ნოვს). ზო­გი­ერთ მათ დე­ბუ­ლე­ბა­ზე თვით ეშ­მა­კიც კი თავ-პირს წა­იმ­ტ­ვ­რევს, ვე­რა­ვი­თარ შე­დე­გამ­დე კი ვერ მი­ვა. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას აღ­სას­რუ­ლი და­უდ­გაო, ნაც­ვ­ლად იმ­ი­სა, რომ გულ­წ­რ­ფე­ლად აღ­ი­ა­რონ – დოს­ტო­ევ­ს­კიმ ჭა­ობ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა, სა­ჭი­როა სხვა გზა ვე­ძი­ო­თო.

ძლი­ე­რი იყო დოს­ტო­ევ­ს­კი. მან ბო­ლომ­დე ატ­ა­რა თა­ვი­სი უგ­ე­მოვ­ნო­ბის ტვირ­თი. მი­სი მიმ­დევ­რე­ბის ერთ­მა ნა­წილ­მა ყა­და­ღა და­ა­დო რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ნა­წი­ლი და­უძ­ლურ­და, ძა­ლა და ღო­ნე გა­მო­ე­ლია უს­აგ­ნო შფოთ­ვი­თა და ბორ­გ­ვით. დღემ­დე დოს­ტო­ევ­ს­კის თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი, იმ­ის გა­მო, რომ მათ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი იყო მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ძი­რი­თა­დი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი, იძ­უ­ლე­ბულ­ნი იყვ­ნენ, მდუ­მა­რედ ეტ­ა­რე­ბი­ნათ მი­სი უგ­ე­მოვ­ნო­ბის სიმ­ძი­მე, მაგ­რამ თა­ვი ისე და­ე­ჭი­რათ, თით­ქოს და­მამ­ძი­მე­ბე­ლი არც არ­ა­ფე­რი ყო­ფი­ლი­ყო. ეს გა­ჩუ­მე­ბა მა­ში­ნაც გაგ­რ­ძელ­და, რო­ცა დოს­ტო­ევ­ს­კის სა­ხე­ლი მზე­სა­ვით გა­მობ­რ­წყინ­და. მა­შინ ჩვენ მი­ვი­ღეთ სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც დი­დე­ბუ­ლი ხელ­მ­წი­ფეა გა­მო­ხა­ტუ­ლი და მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ იგი თვა­ლი­თაც არ­ა­ვის უნ­ა­ხავს, მა­ინც უნ­და ვა­ქოთ და ვა­დი­დოთ, თუ არ გვინ­და, რომ სუ­ლე­ლად ჩაგ­ვ­თ­ვა­ლონ.

რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის აღ­სას­რუ­ლი, გან­ცხა­დე­ბუ­ლი დ.ს.მე­რეჟ­კოვ­ს­კის მი­ერ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ დოს­ტო­ევ­ს­კის ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხის გან­გებ არ­და­ნახ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი შე­დე­გია. თუმ­ცა კი დროა ითქ­ვას, რომ რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ბედ-იღ­ბა­ლი იმ­ა­თით არც ამ­ო­ი­წუ­რე­ბა და არც გა­ნი­საზ­ღ­ვ­რე­ბა.

დოს­ტო­ევ­ს­კი მო­პო­ლი­ტი­კო­სო მის­ტი­კო­სი იყო. ეს მარ­თ­ლაც სა­ში­ნე­ლი ნა­ზა­ვია! რე­ლი­გია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბას­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი სინ­თე­ზის აქ­ტით არ­ის შე­თავ­სე­ბა­დი. მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში თან­ხ­ვ­დე­ბა რე­ლი­გია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბას. ას­ე­თი თან­ხ­ვ­დო­მა კი არ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო დოს­ტო­ევ­ს­კის ძალ­ზე არ­ა­მუ­სი­კა­ლურ სულ­ში. აი, რა­ტომ მი­ი­ღო მას­თან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის უარ­ყო­ფამ თვით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის პრინ­ცი­პის სა­ხე. მის სა­ხელს ხუ­ლიგ­ნო­ბა და შავ­რაზ­მუ­ლო­ბა შე­მოს­დ­გო­მო­და გარს პირ­ქუშ და მკაცრ შა­რა­ვან­დად (“მკაც­რი ტა­ლან­ტი”). აი, ამ­ი­ტო­მაა მი­სი სუ­ლის რე­ლი­გი­უ­რი სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ტი­კა­ნო­ბით შებღა­ლუ­ლი.

დოს­ტო­ევ­ს­კის არ ჰქონ­და სმე­ნა. იგი მუ­დამ იქ დე­ტო­ნი­რებ­და, მუ­დამ იმ­ა­ში იჩ­ენ­და სი­სუს­ტეს, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო. ყვე­ლა­ფე­რი, თუ რამ კარ­გი და და­დე­ბი­თია, მხო­ლოდ და­პი­რე­ბებ­ში არ­სე­ბობს. ჩვილ ყრმა­თა სა­მე­ფო­ში რომც ყო­ფი­ლი­ყო, იგი მა­საც წარ­ყ­ვ­ნი­და (იხ.”სა­სა­ცი­ლო კა­ცის სიზ­მა­რი”). დოს­ტო­ევ­ს­კის ამ­ა­ოდ არ­გე­ბენ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ჰარ­მო­ნი­ის ფორ­მუ­ლებს, რა­თა უკ­ე­თე­სად ახს­ნან მი­სი მყვი­რა­ლა, არ­ა­ჯან­სა­ღი, ტკი­ვი­ლის მომ­გ­ვ­რე­ლი ხმა. დღე­საც კი არ­ა­ვის ჰყოფ­ნის ვაჟ­კა­ცო­ბა, აღ­ი­ა­როს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იგი ყალბ ნო­ტებს იღ­ებ­დაო. ხე­ლოვ­ნე­ბა კი ჰარ­მო­ნიაა, გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­სი­კა, ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი.

დოს­ტო­ევ­ს­კის უგ­ე­მოვ­ნო­ბის დაძ­ლე­ვა მხო­ლოდ ორი გზით არ­ის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ გზა­თა დე­ვი­ზია: 1. წინ ნიც­შე­სა­კენ. 2. უკ­ან გო­გო­ლი­სა­კენ.

დი­ახ, ჩვენ გო­გოლ­თან და პუშ­კინ­თან უნ­და დავ­ბ­რუნ­დეთ – რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ამ პირ­ველ­სა­თა­ვე­ებ­თან, რა­თა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ სიტყ­ვი­ე­რე­ბა დოს­ტო­ევ­ს­კის ინკ­ვი­ზი­ტო­რუ­ლი ხე­ლით მას­ში ჩა­თე­სი­ლი სიკ­ვ­დი­ლი­სა და ლპო­ბის თეს­ლი­სა­გან. ან­და, სწო­რედ ჩვე­ნი ვა­ლია, ლა­ღი, ნარ­ნა­რი მუ­სი­კით გან­ვ­წ­მინ­დოთ ფსი­ქო­ლო­გი­ის ის ავ­გი­ას თავ­ლა, აწ გარ­დაც­ვ­ლილ­მა მწე­რალ­მა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით რომ დაგ­ვი­ტო­ვა.

პუშ­კი­ნი და გო­გო­ლი ფიქ­რით მო­ცულ­ნი და­ა­ბი­ჯებ­დ­ნენ მწვა­ნე, წყნარ ფან­ჩა­ტუ­რებ­სა თუ პეტ­როგ­რა­დის ქვის ყო­რე­ებ­ში.

დოს­ტო­ევ­ს­კი პე­ტერ­ბურ­გე­ლი ობ­ი­ვა­ტე­ლის მჩა­ტე ნა­ბი­ჯით და­ცუნ­ცუ­ლებ­და და რუ­სუ­ლი სიტყ­ვი­ე­რე­ბაც ცუნ­ცუ­ლით გაჰ­ყ­ვა უკ­ან.

ას­ე­თია ამ ტა­ლან­ტის ხიბ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა. ას­ე­თია მის მი­ერ მშობ­ლი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ მი­ყე­ნე­ბუ­ლი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი.

2.

სულ­ში დოს­ტო­ევ­ს­კი ნა­თე­ლი ცხოვ­რე­ბის ხატს და­ა­ტა­რებ­და, მაგ­რამ მის­თ­ვის უც­ნო­ბი იყო ის გზა, რო­მე­ლიც სა­ნე­ტა­რო ად­გი­ლე­ბი­სა­კენ წა­იყ­ვან­და. მი­სი მზე­რა იქ­ით იყო მი­მარ­თუ­ლი, სა­დაც ბავ­შ­ვი-ან­გე­ლო­ზე­ბის ნა­თე­ლი სა­ხე­ე­ბი წარ­მო­ა­ჩენ­დ­ნენ ახ­ალ რუ­სულ ქა­ლაქს. აქ, მის ირგ­ვ­ლივ კი ყო­ვე­ლი­ვე ღრუბ­ლით მო­ცუ­ლი, პირ­ქუ­ში და უღ­იმ­ღა­მო იყო. სუს­ხი­ა­ნი შე­მოდ­გო­მის ბუ­რუს­ში სა­მი­კიტ­ნო­ე­ბის მბჟუ­ტა­ვი სი­ნათ­ლე­ე­ბი გა­მოკ­რ­თო­და. და, და­სუნ­სუ­ლებ­დ­ნენ სა­ეჭ­ვო ყო­ფაქ­ცე­ვის მეშ­ჩა­ნე­ბი – არ ვი­ცი, ბა­ცა­ცა თაღ­ლი­თე­ბი, არ ვი­ცი, აგ­ენ­ტი მა­ძებ­რე­ბი.

მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის ნა­თელ ხატს წარ­ყ­ვ­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის ჩრდი­ლი ჩა­მოს­წო­ლო­და, რის გა­მოც ყრმა­თა იმ ან­გე­ლო­ზურ სა­ხე­ებ­ზე სფინ­ქ­სის ღი­მი­ლი აღ­ბეჭ­დი­ლი­ყო (იხ.”სიდ­რი­გა­ი­ლო­ვის სიზ­მა­რი”).

მო­მავ­ლის ნა­თელ ვა­კე-დაბ­ლობ­სა და მო­მა­ვა­ლი რუ­სე­თის ობ­ოლ, უს­ი­ხა­რუ­ლო ვა­კე-დაბ­ლობს დოს­ტო­ევ­ს­კი თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ერთ­მა­ნეთ­ში ურ­ევ­და. მის გმი­რებს მთის კამ­კა­მა, ცის­ფერ ჰა­ერ­ში სურ­დათ ბა­ნა­ო­ბა, ბა­ნა­ო­ბით კი… ბა­ნა­ო­ბით მხო­ლოდ ცის­ფერ­ჩ­რ­დილ­დაკ­რულ თოვ­ლ­ში ბა­ნა­ობ­დ­ნენ, რო­ცა ლა­ღად გაფ­რე­ნი­ლი “ტრო­ი­კა” იმ ფარ­თო ნა­ტუ­რის… ო, რა ფარ­თო ნა­ტუ­რის ნა­ბა­ხუ­სევ ვაჟ­კა­ცებს (რა­გო­ჟინ­სა და მიტ­კას) ნამ­ქერ­ში აპ­ირ­ქ­ვა­ვებ­და.

მთის ნა­თე­ლი დი­დე­ბუ­ლე­ბა ზე­ას­ვ­ლას მო­ითხოვს, დოს­ტო­ევ­ს­კის კი არ ჰქონ­და მთის ცი­ცა­ბო­ე­ბის სი­მაღ­ლე და დი­დე­ბუ­ლე­ბა. იგი ბედ­ნი­ე­რე­ბის ქა­ლა­ქით გა­ხა­რე­ბულ იმ კაცს ჰგავს, რო­მელ­საც სურს, გა­ხა­ტოს სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნე­ტა­რე­ბა, მაგ­რამ მი­სი მოძ­რა­ო­ბა გრა­ცი­ის კა­ნო­ნებს არ ემ­ორ­ჩი­ლე­ბა, რა­მე­თუ მის­მა სხე­ულ­მა ვერ შე­ი­ძი­ნა მთის აღ­მარ­თე­ბი­სათ­ვის აუც­ი­ლე­ბე­ლი მოქ­ნი­ლო­ბა. რო­დე­საც ხე­დავ ბედ­ნი­ე­რი ად­ა­მი­ა­ნის ას­ეთ სი­სუს­ტეს, გე­ში­ნია, ვა­ი­თუ ის სიტყ­ვე­ბი მა­რა­დი­ულ სი­ხა­რულ­ზე, რო­მელ­მაც გა­ნაც­ვიფ­რა ჩვე­ნი სმე­ნა, ლო­თო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი იყ­ოს. ცი­უ­რი სი­ხა­რუ­ლი დახ­ვე­წი­ლო­ბა­სა და სი­ნა­ტი­ფეს მო­ითხოვს. იგი ერ­ი­დე­ბა ნერ­ვი­ულ ჟეს­ტებ­სა და აღტყი­ნე­ბას – არ­ამ­ყა­რი დახ­ვე­წი­ლო­ბა სიტ­ლან­ქე­სა და უხ­ე­შო­ბა­ზე უარ­ე­სია. სიმ­ტ­კი­ცე და გამ­ძ­ლე­ო­ბა სა­თა­ვეს კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­დან იღ­ებს, ხო­ლო კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა ზე­ვით, მთებ­ში ბი­ნად­რობს – მას­თან ასვ­ლა, აღ­წე­ვა უნ­და შე­გეძ­ლოს. მუდ­მი­ვი სი­ხა­რუ­ლით მთვრა­ლი ად­ა­მი­ა­ნე­ბი სწო­რედ კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას გა­მოჰ­ყავს დუქ­ნებ­სა და სა­მი­კიტ­ნო­ე­ბი­დან, იგი აიძ­უ­ლებს მათ, მორ­ცხ­ვად და­მა­ლონ სუ­ლის სიმ­თ­ვ­რა­ლე მკაც­რი მო­ვა­ლე­ო­ბის ნიღ­ბით. იგი მათ მთებ­ში ნის­ლ­სა და უფს­კ­რუ­ლებ­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად უხ­მობს. მხო­ლოდ იქ არ­ის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ლა­ღი როკ­ვა, სა­დაც მა­რა­დი­უ­ლი ზე­ცაა. იქ არ­ის მა­რა­დი­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი, მხო­ლოდ იქ­ი­დან ჩა­მო­დი­ან ჩვენ­თან გან­წ­მენ­დი­ლი ალ­ერ­სით სავ­სე ად­ა­მი­ა­ნე­ბი: ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოქ­როს ნა­თე­ლი სწვავს ალ­ერ­სის სი­სა­ძაგ­ლეს და მო­ვა­ლე­ო­ბით ამ­აღ­ლე­ბუ­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ალ­ერ­სი­ა­ნად გვი­ღი­მის. იმ­ი­სათ­ვის, რა­თა დე­და­მი­წა ზე­ცად გექ­ცეს, უნ­და იპ­ო­ვო ზე­ცა – ამ­ი­სათ­ვის ღირს დე­და­მი­წის და­ვიწყე­ბა. ჩვენ კი მხო­ლოდ იმ­ის და­ვიწყე­ბა შეგ­ვიძ­ლია, რა­საც ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ვუბ­რუნ­დე­ბით. გა­ნა შე­იძ­ლე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლით უყ­ვარ­დეს, სცნობ­დეს და აფ­ა­სებ­დეს დე­და­მი­წას ის ად­ა­მი­ა­ნი, ვინც დე­და­მი­წი­სა­კენ მოგ­ვი­წო­დებს, მაგ­რამ არ­ა­სო­დეს წა­სუ­ლა დე­და­მი­წი­სა­გან? გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ იქ, დე­და­მი­წის ქვე­შაც არ­ის ზე­ცა. და რომ ქვე­ვით-ქვე­ვით თუ ვივ­ლით, ახ­ალ ზე­ცას­თან მი­ვალთ. ყვე­ლა­ფე­რი ასეა, რომ არა ის ში­გა ცეცხ­ლი, რო­მე­ლიც სწვავს ყო­ვე­ლი­ვე ცოცხალს, თუ რამ დე­და­მი­წის გულ­შია. არ შე­იძ­ლე­ბა ამტ­კი­ცო, რომ არ არ­სე­ბობს ზე­ცი­უ­რის სა­პი­რის­პი­რო გზე­ბი, მაგ­რამ, სა­კითხა­ვია, არ­ის კი იგი ად­ა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი?

პრაქ­ტი­კით დოს­ტო­ევ­ს­კი თით­ქოს ივ­იწყებ­და ყო­ვე­ლი­ვე ამ­ას, თუმ­ცა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია არ სცოდ­ნო­და თე­ო­რი­უ­ლად. მაგ­რამ საქ­მე თე­ო­რი­ა­ში არ არ­ის, თე­ო­რი­უ­ლად ბევ­რი რამ კი­დევ უფ­რო ღრმად იც­ო­და დოს­ტო­ევ­ს­კიმ. საქ­მე ისაა, რომ მას თა­ვის სუ­ლი­ერ ზმა­ნე­ბა­თა, სუ­ლი­ერ ხედ­ვა­თა სხე­უ­ლებ­რი­ვი ნიშ­ნე­ბი არ გა­აჩ­ნ­და. იგი მე­ტის­მე­ტად გან­ყე­ნე­ბუ­ლად აღ­იქ­ვამ­და სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბის გა­ნა­თე­ბას, ამ­ი­ტო­მაც ვერ იქ­ნა სხე­უ­ლებ­რი­ვი სი­ნამ­დ­ვი­ლე სულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი. აქ­ე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დოს­ტო­ევ­ს­კის გმი­რე­ბი ვერ­სა­ი­დან მო­ე­ლო­დე­ბოდ­ნენ სხე­უ­ლებ­რივ გარ­დაქ­მ­ნას. მა­თი ხილ­ვე­ბი სუ­ლი­ე­რი სნე­ბით გა­მოწ­ვე­ულ კრუნ­ჩხ­ვებ­ში იბ­ა­დე­ბო­და. ყო­ფი­ე­რე­ბა მათ შეშ­ლი­ლო­ბის ქა­ო­სი­სა­კენ მი­ა­ქა­ნებ­და, ხო­ლო მო­ვა­ლე­ო­ბა ტან­ჯ­ვით გა­მოწ­ვე­ულ სიმ­წა­რეს მხო­ლოდ იმ­ი­ტომ ვერ გა­უ­ნე­ლებ­დათ, რომ არ გა­აჩ­ნ­დათ მო­ვა­ლე­ო­ბა. მო­ვა­ლე­ო­ბა, ანუ თა­ვი­სი პირ­ველ­შო­ბი­ლო­ბა დოს­ტო­ევ­ს­კიმ და­სავ­ლეთს ფსი­ქო­ლო­გი­ის ოს­პის შე­ჭა­მან­დის ფა­სად მიჰ­ყი­და.

მარ­თ­ლაც დი­დი სიმ­ტ­კი­ცე და გამ­ბე­და­ო­ბაა სა­ჭი­რო, რა­თა მო­ვა­ლე­ო­ბით აღ­ი­ჭურ­ვო და ნე­ლი ზეს­ვ­ლით რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს მიხ­ვი­დე აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბის მომ­გ­ვ­რელ ხილ­ვას­თან. გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია, კა­ცობ­რი­ო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ლო­თე­ბი გა­მო­ყა­რო სა­მი­კიტ­ნო­ე­ბი­დან!

არ­ის რა­ღაც მსგავ­სე­ბა ტრი­ალ, უს­ი­ცოცხ­ლო ტრა­მალ­თა პირ­ქუშ სივ­რ­ცე­ებ­სა და ჩვენს ზე­მოთ გა­და­ჭი­მულ ცი­ურ სი­მაღ­ლე­თა სივ­რ­ცე­ებს შო­რის. მაგ­რამ მათ შუა მო­ვა­ლე­ო­ბი­სა და ზე­ას­ვ­ლის ის მთი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა გან­ფე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ხში­რად უხ­ი­ლა­ვია თა­ნა­მედ­რო­ვე ობ­ი­ვა­ტე­ლის თვა­ლი­სათ­ვის, მით უმ­ე­ტეს უხ­ი­ლა­ვია მო­მა­ვა­ლი ნათ­ლით მო­სი­ლი ქა­ლა­ქის ბი­ნად­რე­ბი­სათ­ვის. დაე, გაშ­ლი­ლი ვა­კო­ბი კუ­ზი­ან­მა მთებ­მა და­სე­როს, დაე, ნის­ლ­მა ჩა­ძი­როს ხე­ო­ბე­ბი, მთის ცი­ცა­ბო­ე­ბი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­თა მი­უდ­გომ­ლო­ბი­თა და ნა­ირ-ნა­ი­რი საფ­რ­თხით ჩვენს შე­სა­ში­ნებ­ლად. მწვერ­ვალ­ზე რომ ვიდ­გე­ბით, მხო­ლოდ მა­შინ­ღა გა­ვი­გებთ, რომ მთე­ბი სიც­რუეა, ზე­ას­ვ­ლა კი-ზმა­ნე­ბა. მაგ­რამ სიც­რუ­ე­ცა და ზმა­ნე­ბაც აუც­ი­ლე­ბე­ლია, რა­თა ჩა­მო­ვი­ყა­ლი­ბოთ ნე­ბის­ყო­ფა, რა­თა ჩვენ­ში კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის აღზ­რ­და შევ­ძ­ლოთ, რა­თა შე­ვის­წავ­ლოთ ჰარ­მო­ნი­უ­ლი სი­ხა­რუ­ლის ჟეს­ტე­ბი, ამ­ი­სათ­ვის თუნ­დაც დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა მოგ­ვიხ­დეს.

სა­უ­კე­თე­სო რუს ად­ა­მი­ა­ნებ­ში კაც­თა მოდ­გ­მის უკ­ე­თე­სი მო­მავ­ლის და­ნახ­ვის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი ნი­ჭია ჩა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ოც­ნე­ბი­სას რუს ად­ა­მი­ა­ნებს სა­მარ­ცხ­ვი­ნო აწმ­ყო ავ­იწყ­დე­ბათ და რო­დე­საც თა­ვი­სი უნ­ი­ა­თო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით მო­მავ­ლის სა­ხე­ებს ბა­ძა­ვენ, ჩვენ ის­ი­ნი მა­შინ შეშ­ლილ­თა სახ­ლის ბი­ნად­რებს გვა­გო­ნე­ბენ.

ზე­ა­სას­ვ­ლე­ლი გზის გაკ­ვალ­ვის კე­თილ­შო­ბი­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა და­სავ­ლე­თის ხვედ­რია. მაგ­რამ მთის შვე­რი­ლე­ბი მი­სად­გო­მად მხო­ლოდ ღა­მით ხდე­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, რის გა­მოც ამ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ვიწყე­ბას ეძ­ლე­ვა ზე­ას­ვ­ლის მი­ზა­ნი.

აი, რა­ტომ ვართ ვალ­დე­ბულ­ნი, და­ვი­ვიწყოთ (თუნ­დაც დრო­ე­ბით) ჩვენ­თ­ვის მღელ­ვა­რე­ბის მომ­გ­ვ­რე­ლი, მაგ­რამ უს­ხე­უ­ლო დოს­ტო­ევ­ს­კი, რა­თა მად­ლი­ე­რე­ბით მი­ვი­ღოთ ის გზა, რო­მელ­ზეც იბ­სენ­მა მიგ­ვი­თი­თა.

3.

რო­გორც დოს­ტო­ევ­ს­კი, ისე იბ­სე­ნი ღრმა ნა­ტუ­რე­ბი არ­ი­ან. გარ­და ამ­ი­სა, დოს­ტო­ევ­ს­კი ფარ­თო ნა­ტუ­რაა, იბ­სე­ნი – მა­ღა­ლი ნა­ტუ­რა.

იბ­სენ­სა და დოს­ტო­ევ­ს­კის ერ­თი რამ ან­ა­თე­სა­ვებს, ის, რომ ერ­თი­ცა და მე­ო­რეც ქვეყ­ნი­ე­რე­ბის მო­მავ­ლის­თ­ვის იბრ­ძ­ვის. ერ­თი ბევრ რა­მეს ხე­დავს, მაგ­რამ გზა არა აქვს, ამ­ი­ტო­მაც აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბა და სირ­ცხ­ვი­ლის გა­მო მო­საჩ­ვე­ნებ­ლად თავს ძვე­ლი დოგ­მა­ტე­ბით იც­ავს. მე­ო­რე, მარ­თა­ლია, ნაკ­ლებს ამჩ­ნევს, მაგ­რამ, სწო­რად მი­დის, წინ იყ­უ­რე­ბა და გზას არა იმ­დე­ნად მო­მავ­ლის სუ­რა­თე­ბის, არ­ა­მედ აწმ­ყო­თი მო­ჩარ­ჩო­ე­ბუ­ლი ჩა­მო­ნაქ­ცე­ვე­ბი­სა და ქვაც­ვე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩევს.

დოს­ტო­ევ­ს­კი მე­ოც­ნე­ბე გან­მ­ჭ­ვ­რე­ტია, იბ­სე­ნი – გა­წა­ფუ­ლი ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, იბ­სენს დოს­ტო­ევ­ს­კის გე­ნი­ა­ლუ­რი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უნ­ი­ა­და­გო გეგ­მის რა­ღაც ნა­წი­ლი მა­ინც მოჰ­ყავს სის­რუ­ლე­ში. იგი სულ­ში დაბ­ლო­ბებ­სა და მთებს მო­ნიშ­ნავს პირ­ვე­ლად და ამ­ით დოს­ტო­ევ­ს­კის ვრცელ, არ­ა­სა­ჰა­ე­რო სივ­რ­ცე­ებს სა­ჰა­ე­რო პერ­ს­პექ­ტი­ვას უს­ა­ხავს.

იბ­სენს სუ­ლის ქა­ო­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას ახ­ერ­ხებს, იძ­ლე­ვა რე­ლი­ეფს და რე­ლი­ე­ფის მეშ­ვე­ო­ბით – ქა­ო­სის და­მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სივ­რ­ცეს. ად­ა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც აქ­ამ­დე მხო­ლოდ ოც­ნე­ბობ­დ­ნენ სი­მაღ­ლე­ზე, მზემ­დე ამ­აღ­ლე­ბა კი ვე­რა­სო­დეს შეძ­ლეს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ვა­კე­ზე დას­რი­ა­ლებ­დ­ნენ “ტრო­ი­კით”, უც­ებ მა­ღა­ლი კოშ­კე­ბის აგ­ე­ბა და ამ კოშ­კებ­ზე მდუ­მა­რედ ზე­ას­ვ­ლა იწ­ყეს, რა­თა მო­ცე­მულ გარ­კ­ვე­ულ ნა­გე­ბო­ბას­თან მი­სუ­ლიყ­ვ­ნენ. იბ­სე­ნი, რო­გორც სამ­თო ინ­ჟი­ნე­რი, კი არ ამ­არ­ტი­ვებს, არ­ა­მედ ავ­იწ­რო­ებს გა­რე­მოს. აი რა­ტო­მაა იგი დოს­ტო­ევ­ს­კი­ზე შეზ­ღუ­დუ­ლი, თუმ­ცა იქ­ნებ ნაკ­ლებ მე­ტი­ჩა­რა და უფ­რო კულ­ტუ­რუ­ლი ად­ა­მი­ა­ნი.

უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ იგი შეზ­ღუ­დუ­ლი ეჩ­ვე­ნე­ბა ად­ა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იმ ნა­ირ­ნა­ირ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფო­კუ­სებ­ში არ­ი­ან გა­წა­ფუ­ლე­ბი, მრა­ვა­ლი პში­ბი­შევ­ს­კი­ვით ნი­ჭი­ე­რი მწე­რა­ლი რომ გვი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­ის დახ­ვე­წი­ლო­ბა­ში ხში­რად გაქ­ნილ შუ­ლე­რო­ბა­სა და კარ­ტე­ბის თაღ­ლი­თურ შეც­ვ­ლა­საც რომ გუ­ლის­ხ­მო­ბენ. პში­ბი­შევ­ს­კის რო­მა­ნე­ბის გაქ­ნილ გმი­რებ­თან შე­და­რე­ბით, ბორ­გ­მა­ნე­ბი, სოლ­ნე­სე­ბი და რუ­ბე­კე­ბი კვლა­ვაც მე­ტის­მე­ტად მძი­მე და სწორ­ხა­ზო­ვან­ნი არ­ი­ან. მაგ­რამ იბ­სე­ნის გმი­რე­ბი – ჭეშ­მა­რი­ტი გმი­რე­ბი არ­ი­ან.

დოს­ტო­ევ­ს­კი­სა და იბ­სე­ნის ტა­ლან­ტის გან­საზ­ღ­ვ­რა მხო­ლოდ სხვა­დას­ხ­ვა მას­შ­ტა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ დოს­ტო­ევ­ს­კის სიღ­რ­მე სი­ფარ­თო­ვის ხა­რის­ხით გა­ნი­ზო­მე­ბა, იბ­სე­ნის სიღ­რ­მეს სი­მაღ­ლე გან­საზ­ღ­ვ­რავს (იგი კოშ­კ­ზე ად­ის). სი­მაღ­ლე და სი­ფარ­თო­ვე – ვიდ­რე ის­ი­ნი რა­ღაც უზ­ე­ნა­ე­სით, რა­ღაც აუც­ი­ლებ­ლით (ღვთის ქა­ლა­ქით) არ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლან, დრო­ში ეჯ­ა­ხე­ბი­ან ერთ­მა­ნეთს. იბ­სე­ნი უფ­რო კე­თილ­შო­ბი­ლია, ვიდ­რე დოს­ტო­ევ­ს­კი, ხო­ლო დოს­ტო­ევ­ს­კი უფ­რო ფარ­თე იბ­სენ­ზე – უფ­რო ფარ­თე და უფ­რო და­ბა­ლი… იბ­სე­ნი არ­ის­ტოკ­რა­ტია, დოს­ტო­ევ­ს­კი მეშ­ჩა­ნი… სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტორ­თა გმი­რე­ბი ხში­რად სას­ტუმ­რო დარ­ბა­ზე­ბის პარ­კე­ტებ­ზე დას­რი­ა­ლე­ბენ, ან­და საყ­ვარ­ლებ­თან ერ­თად და­სე­ირ­ნო­ბენ – და­სე­ირ­ნო­ბენ და დას­რი­ა­ლე­ბენ სიბ­რ­ტყე­ზე, მა­შინ, რო­ცა იბ­სე­ნის გმი­რე­ბი სი­მაღ­ლეს ესწ­რაფ­ვი­ან. სწო­რედ აქ­ე­დან მო­დის ამ გმი­რე­ბის სიტ­ლან­ქე და სიმ­ძი­მე, მაგ­რამ სიმ­ძი­მე პო­ტენ­ცი­უ­რი ენ­ერ­გი­ის ნი­შა­ნია – იბ­სე­ნის გმი­რე­ბი სა­ი­დუმ­ლო ძა­ლით არ­ი­ან ძლი­ერ­ნი. მა­თი სიტ­ლან­ქე გვატყ­ვე­ვებს, რა­მე­თუ ავ­ლე­ნენ რა თა­ვი­სი გმი­რო­ბით მთის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას, სა­ჭი­რო მო­მენ­ტ­ში არ­ა­სო­დეს ტო­ვე­ბენ, არ ღა­ლა­ტო­ბენ საქ­მეს.

ის­ი­ნი ყო­ველ­თ­ვის ად­გილ­ზე არ­ი­ან – ყო­ველ­წა­მი­ერ მზად­ყოფ­ნა­ში – პა­სუ­ხი აგ­ონ სა­კუ­თარ თავ­სა და საქ­ცი­ელ­ზე. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვილს ხდის. ის­ი­ნი ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რებს ჰგვა­ნან და წი­ნა­აღ­მ­დეგ დოს­ტო­ევ­ს­კის პირ­მოხ­ს­ნი­ლი, ბინ­ძუ­რი სუ­ლის სა­მი­კიტ­ნო­ე­ლი ყბე­დე­ბი­სა, მუ­დამ თავ­შე­კა­ვე­ბულ­ნი, სიტყ­ვა­ძუნ­წ­ნი და ძუნ­წი ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ი­სა­ნი არ­ი­ან.

ად­ვი­ლია გა­აკ­რი­ტი­კო ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რის დუ­მი­ლი იმ მო­მენ­ტ­ში, რო­დე­საც მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და­ი­ღუ­პე­ბა სამ­შობ­ლო თუ გა­და­ურ­ჩე­ბა. ოც­ნე­ბე­ბის აყ­ო­ლა, რაც არ უნ­და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი იყ­ოს, არ ეგ­ე­ბის მის­თ­ვის, ვი­ნა­ი­დან და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­მო მუ­დამ სა­ი­მი­სოდ არ­ის გან­წი­რუ­ლი, უფ­რო შეზ­ღუ­დუ­ლი ჩან­დეს, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე­შია. ის, რომ იბ­სე­ნის გმი­რე­ბი ნაკ­ლებ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლურ­ნი და სიტყ­ვა­ძუნ­წ­ნი არ­ი­ან, მა­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, მათ ირგ­ვ­ლივ ნი­ა­დაგ ნამ­დ­ვი­ლი ტრა­გი­კუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბაა. ის­ი­ნი თა­ვის პოს­ტებ­ზე იღ­უ­პე­ბი­ან. დოს­ტო­ევ­ს­კის გმი­რე­ბი­დან სიტყ­ვის ნი­აღ­ვა­რი მოს­ჩ­ქეფს, ის­ი­ნი ერთ­თა­ვად სა­კუ­თარ თავს დას­ტი­რი­ან და ხში­რად წუ­წუ­ნე­ბენ კი­დე­ვაც.

სა­ჭი­როა გვახ­სოვ­დეს, რომ ენ­ერ­გია, რო­მელ­საც გრა­ნი­ტის ლო­დე­ბის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბად ქცე­ვა შე­უძ­ლია, ამ გი­გან­ტუ­რი შრო­მის თუნდ ერთხელ მა­ინც ნათ­ლად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ მი­ზან­საც გუ­ლის­ხ­მობს. და თუ იბ­სე­ნის გმი­რე­ბი ზე­ცი­სა­კენ ისწ­რაფ­ვი­ან, ესე იგი, იხ­ი­ლეს კი­დე­ვაც, თუმ­ცა შემ­დეგ და­ა­ვიწყ­დათ, რო­გო­რი იყო იგი. ხო­ლო ის, ვინც იხ­ი­ლა ზე­ცა, ღვთის ქა­ლაქ­საც იხ­ი­ლავს. იბ­სე­ნი არ გვი­ხა­ტავს ნე­ტა­რე­ბის სუ­რა­თებს. მთე­ლი მი­სი ყუ­რად­ღე­ბა იმ­ის­კე­ნაა მიპყ­რო­ბი­ლი, რომ ახ­ლა, ამ წუ­თას ფე­ხი არ და­უს­ხ­ლ­ტეს და უფს­კ­რულ­ში არ გა­და­ი­ჩე­ხოს. წუ­თი­ე­რი სა­შიშ­რო­ე­ბა მზეს ნის­ლით ჰფა­რავს, ძნელ­დე­ბა გმი­რო­ბის ჩა­დე­ნა.

იბ­სე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა მწვარ­ვა­ლი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი, ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი აღ­მარ­თია. ყი­ნუ­ლით და­ფა­რულ მწვერ­ვალ­ზე ქა­რიშ­ხა­ლი ზუ­ზუ­ნებს. ჭვირ­ვალ ღრუბ­ლებს შო­რის წვი­მი­სა­გან წა­ლე­კი­ლი, უბ­ად­რუ­კი, უკ­აც­რი­ე­ლი ვე­ლი ჩანს. იბ­სე­ნის გმი­რე­ბი მუ­დამ მთა­ში ად­ი­ან. ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ის­ი­ნი მზი­სა­კენ ისწ­რაფ­ვი­ან. დოს­ტო­ევ­ს­კის გმი­რე­ბი კი მზის ქა­ლაქ­ზე ისე ლა­პა­რა­კო­ბენ, თით­ქოს უკ­ვე ყო­ფი­ლან იმ ქა­ლაქ­ში, მა­შინ რო­ცა ოთ­ა­ხი­დან ფეხ­საც არ ად­გა­მენ. იბ­სე­ნის გმი­რე­ბი უყ­ოყ­მა­ნოდ იღ­უ­პე­ბი­ან მთებ­ში, ერთ სიტყ­ვა­საც არ ამ­ბო­ბენ იმ­ა­ზე, რა­ზე­დაც სხვე­ბი უბ­ად­რუკ სა­მი­კიტ­ნო­ებ­ში ხმა­მაღ­ლა გაჰ­კი­ვი­ან. ბედ­ნი­ე­რე­ბა აღ­ელ­ვებს მათ გუ­ლებს, მაგ­რამ მღელ­ვა­რე­ბით შეპყ­რო­ბილ­ნი არ­ა­სო­დეს ივ­იწყე­ბენ გმი­რო­ბის სიძ­ნე­ლეს, მათ იც­ი­ან, რომ ექს­ტა­ზი სა­კუ­თა­რი ალ­ით ვერ გა­ა­ნა­თებს კე­თილ­შო­ბი­ლი ზე­ას­ვ­ლის გზებს.

იბ­სე­ნის გმი­რე­ბი აპ­ო­კა­ლიფ­სის მის­ტი­კით არ არ­ი­ან ან­თე­ბულ­ნი. იქ­ნებ მათ თა­ვი­სი ცეცხ­ლი სი­მაღ­ლი­სათ­ვის, თა­ვის­თ­ვის, შთა­მო­მავ­ლო­ბი­სათ­ვის შე­ი­ნა­ხეს უმ­წიკ­ვ­ლოდ, იქ­ნებ უკ­ვე ენთ­ნენ და ახ­ლა მთებს შო­რის წარ­სუ­ლის ბავ­შ­ვურ ექს­ტა­ზებს უღ­ი­მი­ან, შო­რეთ­ში გარ­და­სულს. ჩვენ ვერ ვხე­დავთ მა­თი სუ­ლე­ბის ფსკერს, მა­შინ რო­ცა დოს­ტო­ევ­ს­კის გმი­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის ფსკერ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. დოს­ტო­ევ­ს­კი რე­ლი­გი­უ­რია, მაგ­რამ მი­სი რე­ლი­გი­უ­რო­ბის ცეცხ­ლი გან­ც­დი­ლის სიტყ­ვი­ერ ხატ­ვა­ზე შორს არ მი­დის. ეს სუ­რა­თე­ბი მარ­ჯ­ვე­დაა და­ფა­რუ­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­მო­სით. მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც თა­ვის ან­არ­ქიზმს დოს­ტო­ევ­ს­კი ქრის­ტი­ა­ნო­ბას მო­არ­გებ­და, ყო­ველ­გ­ვა­რი საყ­ვე­დუ­რის ნი­ა­დაგს ქმნის მის­ტი­ფი­კა­ცი­ა­სა და გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბელ სი­ყალ­ბე­ში მი­სი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სათ­ვის.

იბ­სე­ნის გმი­რე­ბის სიტყ­ვა უფ­რო უმ­წიკ­ვ­ლოა, მაგ­რამ ჩვენ უფ­ლე­ბა არა გვაქვს ვთქვათ, თით­ქოს დოს­ტო­ევ­ს­კის აპ­ო­კა­ლიფ­სუ­რი ის­ტე­რი­კა მათ­თ­ვის მხო­ლოდ იმ­ი­ტომ არ­ის უც­ხო, რომ ეს უკ­ა­ნას­კ­ნელ­ნი თა­ვის სულს ბინ­ძურ სა­მი­კიტ­ნო­ებ­ში გად­მოშ­ლი­ან. მარ­თა­ლია პირ­ქუშ­ნი არ­ი­ან იბ­სე­ნის გმი­რე­ბი, მაგ­რამ დოს­ტო­ევ­ს­კის აღტყი­ნე­ბა ხომ ხში­რად ის­ტე­რი­კი­თა და ეპ­ი­ლეფ­სი­ით მთავ­რ­დე­ბა. არ ვი­ცი, რა უფ­რო სა­ში­ნე­ლია – ბე­დის­წე­რას­თან ბრძო­ლი­სას სიკ­ვ­დი­ლის გულ­გ­რი­ლი მო­ლო­დი­ნი, თუ კა­რა­მა­ზო­ვე­ბის შმა­გი მის­ტი­კა. შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს რა­ღაც თა­ნა­ფარ­დო­ბა აპ­ო­კა­ლიფ­ს­სა და ტრა­გე­დი­ას შო­რის, მაგ­რამ არ­ამც და არ­ამც ტრა­გე­დი­ა­სა და ეპ­ი­ლეფ­სი­ას შო­რის. მის­ტი­ციზ­მის მთე­ლი ამ კლი­ნი­კუ­რი ფორ­მე­ბი­დან მის­ტი­ფი­კა­ცი­ის ცუ­დი სუ­ნი მო­დის.

იბ­სე­ნის გმი­რე­ბი მო­უქ­ნე­ლე­ბი არ­ი­ან, მა­თი სიტყ­ვა ენ­აბ­რ­გ­ვი­ლია, ის­ი­ნი ყო­ველ­თ­ვის გა­რე­შე საგ­ნებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ხო­ლო რო­ცა ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ან­ი­ჭე­ბენ, ეს ძალ­ზე ნათ­ლად და უშ­უ­ა­ლოდ გა­მოს­დით. იბ­სენ­თან გა­რე სამ­ყა­რო არ­სად არ ირღ­ვე­ვა, მაგ­რამ რა­ტო­მაა ასე ძლი­ე­რი ეს აშ­კა­რა, თით­ქოს ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბი? რა­ტომ ვთრთით, რო­ცა ბორ­კ­მა­ნი არ­განს იღ­ებს და ცხოვ­რე­ბას­თან შე­სა­ჭი­დებ­ლად მი­დის? და პი­რი­ქით, რა­ტომ არ გვგვრის თრთო­ლას დოს­ტო­ევ­ს­კის­თან კი­რი­ლო­ვის ეს სა­ში­ნე­ლი სიტყ­ვე­ბი: “შა­ტოვ, გან­გიც­დი­ათ კი ოდ­ეს­მე მა­რა­დი­უ­ლი ჰარ­მო­ნი­ის წუ­თე­ბი?”

იბ­სენ­თან სამ­რეკ­ლო მუ­დამ სამ­რეკ­ლოდ რჩე­ბა, მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა ეს პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, თუ მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც სიმ­ბო­ლო. სი­ნამ­დ­ვი­ლის ჩარ­ჩო­ე­ბი მის­თ­ვის არ ფარ­თოვ­დე­ბა გა­რეგ­ნუ­ლად, მაგ­რამ ყუ­რი მი­უგ­დეთ, რამ­დე­ნი მუ­სი­კაა უბ­რა­ლო, ცივ სიტყ­ვებ­ში. ვიდ­რე იბ­სე­ნის გმირ­თა სუ­ლებ­ში გარ­დაქ­მ­ნი­სათ­ვის ბრძო­ლა მი­დის, სუ­ლებ­ში რო­მელ­თა შე­სა­ხებ არ­ა­ფე­რი ვუწყით, ის­ი­ნი ცხოვ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ძველ, ნა­ცად ხერ­ხებს და სა­შუ­ა­ლე­ბებს იყ­ე­ნე­ბენ, დე­ბენ რა მას­ში მზარდ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­თა ახ­ალ თრთოლ­ვას. სიტყ­ვა­სა და ოც­ნე­ბა­ში იბ­სე­ნის გმი­რე­ბი დოს­ტო­ევ­ს­კის გმი­რებ­სა და ჩვე­ნი დრო­ის მის­ტი­კო­სებ­თან შე­და­რე­ბით კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი, საქ­მე­ში კი ნო­ვა­ტო­რე­ბი არ­ი­ან. აი, რა­ტომ არ­ი­ან ის­ი­ნი უფ­რო თე­ურ­გე­ბი, ვიდ­რე ჩვენ – ახ­ლის ქა­ლაქ­ზე მე­ოც­ნე­ბე­ნი. პოს­ტი­სად­მი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მათ სიტყ­ვა­ძუნწს ხდის იქ, სა­დაც ჩვენ, ზურგს უკ­ან მოგ­ვ­თ­რევს დოს­ტო­ევ­ს­კის მძი­მე მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და ენ­ად ვართ გაკ­რე­ფი­ლე­ბი. მაგ­რამ ხალ­ხი მათ გაჰ­ყ­ვე­ბა, კა­რა­მა­ზო­ვებ­მა და ვერ­სი­ლო­ვებ­მა კი იც­ი­ან, რომ უკ­ან არ­ა­ვინ აედ­ევ­ნე­ბა და ეს მათ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის­გან ათ­ა­ვი­სუფ­ლებს. აი რა­ტომ ეგ­უ­ე­ბი­ან, რა­ტომ უყ­უ­რე­ბენ ის­ი­ნი შემ­წყ­ნა­რებ­ლის თვა­ლით სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბის გა­ნა­თე­ბის უნ­ი­ა­და­გო­ბას, რა­ტომ ავრ­ცე­ლე­ბენ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს პა­ტი­ო­სა­ნი ად­ა­მი­ა­ნე­ბის სა­ტან­ჯ­ვე­ლად და სამ­წუ­ხა­როდ.

იბ­სე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა არა მხო­ლოდ მყინ­ვა­რე­ბი­სა­კენ მო­წო­დე­ბა ან უფს­კ­რულ­ში ვარ­დ­ნის ას­ახ­ვაა, არ­ა­მედ ამ­ა­ვე დროს არ­ის მეც­ნი­ე­რე­ბა მწვერ­ვა­ლე­ბი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გზე­ბის შე­სა­ხებ – ხი­დე­ბის აგ­ე­ბის, გრა­ნი­ტის აფ­ეთ­ქე­ბის სა­ინ­ჟინ­რო ხე­ლოვ­ნე­ბა. დაე, და­ვიწყე­ბულ იყ­ოს ზე­ას­ვ­ლის მი­ზა­ნი. სა­შუ­ა­ლე­ბა­თა შეს­წავ­ლის შემ­დეგ ის­ევ გა­მოჩ­ნ­დე­ბა მი­ზა­ნი და გა­ნიბ­ნე­ვა ცდო­მი­ლე­ბის ნის­ლი. ოქ­როს მახ­ვი­ლებ­მა უკ­ვე მა­შინ დაფ­ლი­თეს ის ნის­ლი, რო­ცა ნიც­შე მთა­ში გა­იჭ­რა იბ­სე­ნის გმი­რე­ბის მი­ერ კარ­გად გაკ­ვა­ლუ­ლი გზე­ბით. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­გეთ, რო­გო­რი თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი სიმ­დიდ­რე ბრდღვი­ა­ლებ­და მთა­ში ჩა­წო­ლილ ნისლს იქ­ით და რომ უკ­ვე ვე­ღა­რა­ფე­რი დაგ­ვა­კა­ვებ­და ბარ­ში. დი­ახ, არ­ის სი­ნათ­ლე! ჩვენ ეს ვი­ცით და ჩვენ­თ­ვის საკ­მა­რი­სია ამ­ის ცოდ­ნა. ჩვენ ჯერ შეგ­ვიძ­ლია იოლ­ას წა­ვი­დეთ იმ მრავ­ლი­საღ­მ­თ­ქ­მე­ლი აპ­ო­კა­ლიფ­სუ­რი ექს­ტა­ზის გა­შე­რე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­მი­კიტ­ნო­ებ­სა ან არღ­ნის ხრინ­წი­ან ხმა­ზე გვმოძღ­ვ­რავ­დ­ნენ – კე­თილ­შო­ბი­ლი მარ­ტო­ო­ბა ას­ვე­ნებს სა­მი­კიტ­ნოს მის­ტი­კის მარ­წუ­ხე­ბი­დან თავ­დაღ­წე­ულ სულს.

ზა­რა­ტუს­ტ­რას ხმა ჩვენ ახ­ლა რუ­ბე­კი­სა და ბრან­დის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ მკაც­რი მებ­რ­ძო­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბი­სა­კენ გვიხ­მობს. მრა­ვა­ლი და­პი­რე­ბა გვსმე­ნია სა­მი­კიტ­ნო­ებ­ში, სა­დაც მის­ტი­კო­სე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებს უძ­მო­ბილ­დე­ბოდ­ნენ. სა­დაც დრო­ე­ბი­თი არ­ა­ერ­თხელ გა­უ­სა­ღე­ბი­ათ მა­რა­დი­უ­ლად. იქ­ნებ დროა, გა­მო­ვემ­შ­ვი­დო­ბოთ ას­ეთ სი­ფარ­თო­ვეს, შევ­მ­ჭიდ­როვ­დეთ, შევ­ვიწ­როვ­დეთ, შე­ვიკ­რათ და იქ­ით გა­ვუყ­ვეთ მთის ბი­ლი­კებს, სა­დაც ჰენ­რიკ იბ­სე­ნის გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი ხა­ტია.

© “არილი”

Facebook Comments Box