პროზა

ერეკლე დეისაძე – 99

1.

ისინი ქალაქის ერთ-ერთ პროვინციულ კლუბში გავიცანი. მათი სახელებიც კი მახსოვს, ნუცა, თაკო და ნატა. პირველად ამ უკანასკნელს გამოველაპარაკე. საოცარი წვივები ჰქონდა. დავინახე თუ არა, სხეულის ყოველი უჯრედით ერექციაში ჩავიძირე. ეს არ იყო არც გადამეტებული სიმთვრალის და არც ექსტაზის დამსახურება, რომელმაც იმ დღეს ბოლო მომიღო.
ხშირად მიფიქრია, რომ არა ის სამი ალქაჯი, როგორ წარიმართებოდა ჩემი ერთფეროვანი ცხოვრება. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა სხვისი მოწყენილობა შენი მხიარულების მიზეზია. თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჩაიდინოს რაიმე ამორალური, რათა საკუთარ ძალებში დარწმუნდეს.
ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სწრაფად მოხდა. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით გადაწყვიტეს მილიარდობით მამაკაციდან მაინცდამაინც ჩემი ამორჩევა, მე ხომ ერთი ჩვეულებრივი ტიპი ვარ, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ბიურგერი, რომელიც ემის გაჟიმვაზე ოცნებობს. ემი ჩემი დის სახელია და იგი ბავშვობაში განგებამ ქვედა კიდურების ამპუტაციით დაასაჩუქრა. ემი ბალიშს ჰგავს, ინვალიდის ეტლზე დაგდებულ ბალიშს, ოღონდ ხელებიანს. მის ადგილას თავს უბედნიერეს ადამიანად ვიგრძნობდი, ვინაიდან იგი არ დგას ისეთი ყოველდღიური საფრთხის წინაშე, როგორიცაა ქუჩის გადაკვეთა. მას არ სჭირდება ფრჩხილების მოჭრა, ფეხსაცმლის მაღაზიებში წანწალი და სხვა უამრავი რამ, რაშიც ბევრი დრო და ფული იხარჯება. ემის არასოდეს გააყოლებენ თვალს ანანისტი ბიჭები და არასოდეს ინატრებენ მასთან ჟიმაობას. მისდამი ჩემი დამოკიდებულება კი თანაგრძნობაა, ყველაზე დიდი და გონივრული თანაგრძნობა. რაოდენ ამორალურიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ეს ჩანაფიქრი, მასში მაინც არსებობს სიკეთისა და ბედნიერების მარცვლები.
ის ახლა სახლშია, ინვალიდის ეტლზე დევს და შესაძლოა, თვითმკვლელობაზეც ფიქრობს.
სამაგიეროდ, არ ვიცი, რას ფიქრობს ნატა, თვალებში ჩაციებით რომ მიყურებს და თავის ორ მეგობართან ერთად ელის ჩემს პასუხს კითხვაზე:
,,მაქვს, თუ არა სპერმა?’’
– რაში გჭირდებათ?
– საინტერესო შეკითხვაა – ამბობს ნუცა და თაკოს თვალს უკრავს.
– მე ავუხსნი – ჩურჩულებს ნატა.
მსგავს სიტუაციებში ყოველთვის თავშეუკავებელი ვხდები. ამჯერად კი ცნობისმოყვარეობა ყველაფერზე წინ დგას. ადამიანებს ეს თვისება რომ არ ჰქონდეთ, სამყარო ბევრად სხვანაირი იქნებოდა.
– მოკლედ, ჩვენ უშვილო დედების არშემდგარი სექტა ვართ.
როგორც ჩანს, ისეთ სიფათს ვკერავ, თვითონვე ხვდება, რომ თხრობის ფორმა უნდა გაამარტივოს და უფრო გასაგებ ენაზე ამიხსნას მათი ინტერესის საფუძველი.
თაკო დახმარებას ცდილობს და სიტყვას ართმევს.
– აქ რელიგია არაფერ შუაშია, სექტას პირობითად ვგულისხმობთ, რადგან საუბარია იმ არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტზე, რომლიდან გამომდინარეც ვერასოდეს დავფეხმძიმდებით და ვერც შვილს გავაჩენთ.
მინდა გული ამიჩუყდეს, თუმცა არ გამომდის. ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება ტრაგიკული მომენტი. ასეთ დროს მარტოობა ორმაგად ამძაფრებს ტკივილს, მაგრამ როდესაც ხვდები მეორე ადამიანს, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას, აქ ხდება გაერთიანება და ტრაგედიის კომედიად ქცევის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე თვითმკვლელობაზე ფიქრი.
კარგი იქნებოდა, ინვალიდთა კავშირი რომ არსებობდეს, მაშინ ემი აღარ მოიწყენდა. წარმოიდგინეთ ათეულობით ინვალიდის ეტლი და მათზე დადებული ცოცხალი ბალიშები, რომლებსაც ხელები აქვთ და მეტყველება შეუძლიათ.
დღესდღეობით მსოფლიოს პრობლემა უნდობლობაა. გაერთიანება ნებისმიერ საკითხშია აუცილებელი, რათა ადამიანს ბევრი ფიქრის დრო არ ჰქონდეს, სწორედ ფიქრია თითოეული ჩვენგანის უბედურების საწყისი.
ჩემს შემთხვევაში კი, ჯობია ინსტიქტს მივყვე.
– მე რაში გჭირდებით?
ნუცა ჩუმად ზის. მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. იგი გარემოს აკვირდება და შემდგომ მის გაანალიზებას ახდენს. აცვია შავი ელასტიკი, რომელიც ორმაგად მიმზიდველს ხდის, ჭკუას კარგავს ტინტო ბრასის ფილმებზე… ცხოვრების დევიზი: ,,დაიმონე მამაკაცი”.
– ჩვენ შენი სპერმა გვჭირდება – ამბობს ნატა – ერთი კვირის წინ, თაკოს მეტად უცნაური ხილვა ჰქონდა, უშვილო ქალების მფარველი ქალღმერთი გამოეცხადა. ეს არ იყო მოჩვენება ან სიზმარი, ეს იყო ხილვა, სადაც მან დავალება მიიღო.
– რა დავალება?
– მზის ამოსვლამდე, სამივემ ერთი და იგივე მამაკაცის სპერმით კბილები უნდა გამოვიხეხოთ.
გული არ მერევა. პირიქით, ყოველთვის მიზიდავდა მსგავსი რიტუალები, ამჯერადაც დაუოკებელი ინტერესი მკლავს და ნელ-ნელა ვხურდები.
– და შედეგი?
– არ ვიცით, რა შედეგს მოიტანს, მაგრამ ვიცით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება და ჩვენი ცხოვრების აზრიც გაორმაგდება…
– მე რატომ ამირჩიეთ?
– იმიტომ, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი იყო. როცა დაგინახეთ, მაშინვე მივხვდით, რომ შენ შეგიძლია დავალების შესრულებაში დაგვეხმარო.
– გამოდის, რომ ინტუიციას ეყრდნობით?
– ინტუიციას არა, უფრო რწმენას – ჩურჩულებს ნუცა.

2.

როცა თინეიჯერი ხდები, შეუძლებელია შურისძიების აუცილებლობაზე არ დაფიქრდე. სამყაროსთან ომის მოგება არცთუ ისე იოლია, მაგრამ შანსი გეძლევა, გამარჯვების კვარცხლბეკზე ერთხელ და სამუდამოდ ახვიდე და შუა თითი აწიო. ეს უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვება. მთავარია გჯეროდეს, რომ ყველა ანდაზა მცდარია, ყველა მითი სიცრუეა, ყველა ზღაპარი, რომელსაც მშობლები ძილის წინ გვიკითხავდნენ, ნეხვის ჭამაა და სხვა არაფერი. ესაა მცდელობა, შევურიგდეთ სამყაროს, რომელსაც ისტორიისა და რელიგიის ბინძური ნიღაბი აქვს აფარებული, რათა მისი ნამდვილი სახე არ დავინახოთ. როცა ეჩვევი გვირაბს, რომელშიც მხოლოდ სიბნელეა, მოულოდნელი მზის შუქი თვალებს გტკენს და ასეთ დროს სახეზე ხელს იფარებ, ძილის წინ წაკითხული ყოველი ზღაპარი ბნელი გვირაბის გაგრძელების მცდელობაა, ეს კი საკმარისზე მეტი მიზეზია, შურისძიება მშობლებიდან დავიწყოთ…
არაერთხელ მიფიქრია მშობლების ჩაძაღლებაზე. მე ვწოვდი ძუძუს, რომელიც შესაძლოა, სექსუალური აქტის დროს მამაჩემს ედო პირში… აბაზანაში ბანაობისას, მე ვხმარობდი საპონს, რომლითაც შესაძლოა დედაჩემმა გაუპარსავი ფანჩარი გაიქაფა. იგივე საპნით კი, მე საკუთარ პენისს ვეალერსები. ეს სექსის ახალი ვარიაციაა. საპონი ინცესტია. და მაინც, ამ ყველაფერს მივესალმები, როგორც დაიკოს ფარულ მასტურბაციებს, რომლის წარმოდგენისას სიცილისგან შარვალში გამდის.
ალქაჯებს მომდევნო შეხვედრის დეტალებზე ვუთანხმდები, სანაცვლოდ სამივე მათგანი ჰაეროვან კოცნას მჩუქნის. შინ გამთენიისას ვბრუნდები. ემი ტელევიზორს უყურებს. ჩემს დანახვაზე ყვითელ კბილებს შუქნიშანივით ანთებს და ქრისტეს პოზას იღებს. ორჯერ მკოცნის. მე – არცერთხელ. ძალით ვუღიმი, რადგან ღიმილის მიზეზი არ მაქვს: წინ სამი არც თუ ისე მარტივი მისიის შესრულება მელის. სამი ონანიზმი, სამი ორგაზმი და სამი ალქაჯის ანთებული გული. ეს უკვე არ არის ხუმრობა საქმე.

3.

,,ჯობდა რამე სხვა ვყოფილიყავი, რამე ისეთი, რასაც ინსტინქტები არ აქვს, თუნდაც მსხვრევადი. ყველას სამაგიეროს და სიამოვნების სურვილი ამოძრავებს. ძალიან ზედაპირული და ბუტაფორიულია ეგ ყველაფერი, თითოეული ნაბიჯი” – ეს თაკოს სიტყვებია, ესემესით მონაწერი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რისი თქმა სურდა, თუმცა რა აუცილებელია, ყველაფერი დაზუსტებით ვიცოდეთ, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.
თაკო: დაბადების ადგილი – ევრაზია. აღმსარებლობა – გაურკვეველი. სიმაღლე – საშუალო. წონა – 50-ზე მეტი და 100 კგ.-ზე ნაკლები. აქვს მოკლედ შეჭრილი კარე, უყვარს სიგარეტი, ტომ იორკი და მშობლები, უსმენს pj Harvey-ს. უცნაური თვისება: ყოველ დილით იხეხავს კბილებს.
პირველი მისია მზის ამოსვლამდე შევასრულე, ზუსტად ერთი საათის წინ. საგულდაგულოდ ჩაკეტილ სააბაზანოში, ოცი წუთის განმავლობაში ვაწვალებდი საკუთარ სირს, რომელიც გენერალივით გაიმართა წელში და ამაყი იერით ჩახედა მინის პატარა ქილას. შემდეგ უზრდელი ბავშვივით ჩააფურთხა შიგნით და ისევ მოითენთა.
პროცესს თან ახლდა ძლიერი შთაგონება, ნატას წვივების სახით.
ეს საუკეთესო ონანიზმი იყო ჩემს ცხოვრებაში.

4.

რეალობა მხოლოდ თვალებიდან აღიქმება, შინაგანი სამყარო ხშირად ამისთვის მზად არ არის. ამას ავარია ჰქვია, ინდივიდსა და გარე სამყაროს შორის შეჯახება. აი, რატომ აქვთ ადამიანებს გახრილი წამწამები. ჩვენ ხშირად ვქოლავთ საკუთარ სურვილებს და ინსტინქტებით ვებრძვით თვალებიდან აღქმულ რეალობას.
მე ჩემი რეალობა მაქვს, რომლიდან გამომდინარეც დღეს ნატას უნდა შევხვდე და ძღვენი მივართვა. შეხვედრის ადგილი დიდი ქართველი მწერლის ძეგლია.
ტრანსპორტი გაჭედილია. ახლა დაიწყება რხევები და სექსის უხეში იმიტაციები. ასეთ დროს, საჭესთან მჯდომ ღმერთზე ვფიქრობ, რომელიც დიდი ხნის დაუბანელი და მოუწესრიგებელია. ღმერთს პირობითად ვგულისხმობ, რადგან ათეულობით სუბიექტის სიცოცხლე, მოცემულ მომენტში, ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და ყოველი მგზავრისათვის უცნობია მისი სულიერი თუ ფსიქიკური მდგომარეობა. მას შეუძლია ერთი არასწორი მოძრაობით ყველანი ჩაგვაძაღლოს. ასეთ ფაქტს კი, უმალ ტერორისტულ აქტად ან მსგავს სისულელედ მონათლავენ მავანი თანადედამიწელები.
ღმერთმა შემიბრალა, უფრო მეტიც, იგი იმდენად კეთილი და გულთმისანი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მგზავრობის საფასურს დასჯერდა.
რაც შეეხება ნატას, ის უხეშად ლამაზად გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვარ, ნიუტონი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მიზიდულობის ახალ კანონს აღმოაჩენდა, ვინაიდან იმ მომენტში მას დედამიწაზე მეტი ძალა ჰქონდა.

5.

ძღვენი მივართვი…
დიდხანს არ გვისაუბრია. შეხვედრა, ძირითადად, რამდენიმე კითხვა-პასუხით შემოიფარგლა. ამ მცირე დროის განმავლობაში, ოთხჯერ გამეპარა მზერა მისი ძუძუებისკენ და ოთხივეჯერ ამიდგა. ნატამ სამჯერ შეამჩნია უბეგამობურცული შარვალი და სამივეჯერ ხუთი კბილი გამოაჩინა.
ორივე ბედნიერი ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბედნიერების ათვლის წერტილი ის ადგილია, საიდანაც სხვების უბედურება იწყება.
წასვლამდე ძეგლს უყურებს და მეკითხება, მომწონს თუ არა ჩვენს ზემოთ აღმართული მწერლის მოთხრობები. მე ვპასუხობ, რომ “99” ჩემი უსაყვარლესი მოთხრობაა.
ნატა თვალს მიკრავს და ტაქსს აჩერებს.
“ღმერთთან პირისპირ” – ვეუბნები საკუთარ თავს და სიგარეტს ვუკიდებ.

6.

მცირე ლირიული გადახვევა

ეს არის ომი. ორ ტირანს შორის. ერთს იმდენად მოსწონს მეორეს სამყარო, რომ ყველა გზით ცდილობს მისი ინტეგრაცია მოახდინოს თავის სამყაროსთან, რათა ორივეზე გაბატონდეს – აი, რას ეძახიან სიყვარულს ინტელექტუალი სირები, რომელთა უმრავლესობა დღეს შავი სამოსითა და გამჭვირვალე ფერადი სათვალეებით დადის ელიტურ ტუსოვკებზე, კითხულობს ბესტსელერად ქცეულ წიგნებს, გადაჭარბებული დოზით ღებულობს ყავასა და სიგარეტს, თესავს ჭორებს, იმკის სტატუსს, ყოველდღიურად იბეჭდება ბულვარულ ჟურნალებში. სამყაროს კიდევ ერთხელ რომ შეახსენოს საკუთარი არსებობა, საუბრობს სოციალურ პრობლემებზე, ცხოვრების უსამართლობაზე და ღმერთზე. იხსენებს მძღნერში გათქვეფილ ვითომდა უმწიკვლო წარსულს, მონაწილეობს სატელევიზიო შოუ-გადაცემებში, წარბშეუხრელად გიკითხავს მორალს პირდაპირი ეთერით, გაძლევს რჩევებს, როგორ უნდა იცხოვრო და თუ მეხსიერებამ არ უღალატა, ორიოდე სიტყვას უცხო სიტყვათა ლექსიკონიდანაც მოიხმარს…
შეიძინეთ ყვითელი პრესა! უთხარით “არა” ტუალეტის ქაღალდს! დაიცავით ბუნება!

7.

ნუცა კოკაინთან მეგობრობს. მე – ქრისტესთან. ქრისტე ცაში ცხოვრობს, ნუცა – დედამიწაზე. ქრისტემ სისხლი ჩვენი ცოდვებისთვის დაღვარა. ნუცამაც დაღვარა სისხლი, ოღონდ ეს ასაკის გამო მოხდა, ვინაიდან ნუცას სხვისი ცოდვები არ აინტერესებს. სანაცვლოდ, აინტერესებს ახალი გზები ერთადერთი მიზნისთვის: რაც შეიძლება მეტი მამაკაცი ოცნებობდეს მის გაჟიმვაზე. ნუცას შემთხვევაში, ეს არც ისე რთულია, რადგან როცა ძუძუები ასაკს წინ უსწრებს, ყველაფერი თავისით ხდება.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ღამით (მხედველობაში მაქვს მეორე მისიის შესრულება) რამდენიმე საათით მეც დავუმეგობრდი კოკაინს. ეს ნახევრადჩაბნელებულ ოთახში მოხდა, სადაც ჩვენს გარდა არავინ იყო, თუ არ ჩავთვლით ჩართულ ტელევიზორს, რომელიც კუთხეში იდგა და ტექნოკრატიის ეპოქაში ადვილად იკისრა ახალი ადამიანის როლი.
სანამ მაგიდიდან ფხვნილს ვყნოსავდი, ნუცა ტელევიზორის შუქზე დაკვირვებით ათვალიერებდა სპერმას…
რამდენიმე წუთის შემდეგ, სხეულში ცვლილებები დაგვეწყო. ნუცას ხელი საცვალში ჩაეყო და თითებით ბოქვენის კანს ისრესდა. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და კატის კნუტივით კრუტუნებდა. თითოეული მისი ამოსუნთქვა ჩემში თანდათან აღვიძებდა მიძინებულ ცხოველს. თითები თმებში შევუცურე და მთელი ტანით მოვზიდე. ნერწყვით შესველებული სირი თავისუფლად მოძრაობდა მის ღრძილებს შორის. გადავწყვიტე კლიტორი მომეწუწნა. ფეხები გავაშლევინე და თმის ხვეულებზე ენა ავუსვი. ეს ნუცასთვის ახალი განზომილება იყო, რადგან იგი მთელი სხეულით თრთოლდა, როცა ენის წვერი ღრმად შევუყვანე ვარდისფერ ჭრილში. ენის შემდეგ კი, მისივე ნერწყვით შემაგრებული ჩემი სირი გზასაცდენილი მატარებელივით მიემართებოდა ნუცას გვირაბში. ყოველი ბიძგის დროს მხურვალე ჰაერს სახეში მაორთქლებდა. დროდადრო პირის ღრუში ვეჭრებოდი და საკუთარი პენისის გემოს ვგრძნობდი.
ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთი და ერთდროულად გავათავეთ…

8.

ბოლო დროს, კოვზებსა და ჩანგლებს ტარზე შარდის სუნი ასდით. ეს ხდება იმ პერიოდში, როცა შინ არ ვარ და ჩემი დაიკოს ფანტაზია უსაზღვროდ ფართოვდება, ისევე როგორც მისი სწორი ნაწლავი და მიმდებარე ორგანოები. ამ დილით ერთ-ერთი ჩანგლის ტარზე სისხლის კვალიც კი აღმოვაჩინე. შინ ვეღარ ვსადილობ. თითოეულ ნივთს ეჭვის თვალით ვუყურებ. ყველაფერს, რასაც მოგრძო ფორმა აქვს, ჯერ დეტალურად ვსწავლობ და შემდეგ დანიშნულებისამებრ ვიყენებ. ტელევიზორის პულტი, ტელეფონის ყურმილი, სახატავი მარკერი… საკვები პროდუქტებიდან: ძეხვი, კიტრი, სტაფილო და ა.შ. და ა.შ. მეტროთი მგზავრობის დროსაც კი, მხოლოდ ზემოხსენებულ პროცესზე ვფიქრობ. შეუძლებელია ამაზე არ იფიქრო. უფრო მეტიც, მომენტალურად სურვილიც კი მიჩნდება, ფეხზე გიჟივით წამოვხტე და თანამგზავრებს ვაუწყო: ,,მავანო თანაქალაქელნო, ეს გვირაბი სინამდვილეში ჩემი დის სწორი ნაწლავია, ხოლო ჩვენ მეტროს ვაგონში კი არა, ტელევიზორის პულტში, ტელეფონის ყურმილში ან სახატავ მარკერში ვიმყოფებით-მეთქი…”.
აი, როგორ მიდის თანამედროვე ადამიანი ფსიქიურ აშლილობამდე…

9.

დილის ათი საათია. მაღვიძარა ყურში ჩამწუის. საბნისგან ხელის ერთი მოქნევით ვთავისუფლდები. ჩაცმას არ ვჩქარობ. ფანჯარას ვაღებ. ოთახში ცივი ჰაერი შემოდის. როგორც ჩანს, ემიმ გაიღვიძა. მისი ოთახიდან შოპენი ისმის, სამზარეულოს იატაკი ნესტიანია. იძულებული ვხდები ჩავიცვა..
ყავა მზადაა…
დღის გეგმაც მზადაა…
მინის ცარიელი ქილაც და, რა თქმა უნდა, მეც.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შოპენის მუსიკაზე ოდესმე დაგინძრევიათ? ალბათ ასეთ დროს ამბობენ: “მაქსიმალური შედეგი, მინიმალურ დროში”.
დღეს ჩემი მისია იწურება, თაკოს მაკდონალდსში ვხვდები…
მაკდონალდსი არის დაწესებულება, სადაც ყველანაირი რჯულის ხალხს შეხვდებით. შესაძლოა არ გიყვარდეს ამერიკა, მაგრამ გიყვარდეს მაკდონალდსი. ამ დაწესებულებაში უმეტესად სქელტრაკა სუბიექტები იკვებებიან, კოხტაპრუწა გურუები, მეშჩანი მანდილოზავრები და შვილები მათი…

10.

ცა ვარსკვლავებით არის სავსე, მე და თაკო – იარაღის მჭიდებით. ორივეს გრძელი პალტოები გვაცვია და შავ სათვალეებში ტელევიზორიდან გადმოსულ “მატრიცას” გმირებს ვგავართ. ეს ვიზუალური თვალსაზრისით, თორემ თბილისური ღამისთვის – ჰოლივუდიდან გამოქცეული მისტერ და მისის სმიტები უფრო გვეთქმის.
– როგორ ფიქრობ, შოუს სრულყოფილებისთვის ოცდაოთხი მჭიდი საკმარისია? – მეკითხება თაკო.
– სავსებით – სრული თავდაჯერებულობით ვპასუხობ.
– მაშ, მოემზადე, სამ წუთში შევდივართ.
ეს არ იყო ძარცვა. ეს იყო ხოცვა-ჟლეტა, სადაც ბოროტებამ სიკეთის ნიღაბი მოიხსნა და გვამებს შორის გამარჯვების ცეკვა წამოიწყო. ჩვენ არავის ვინდობდით. მნიშვნელობა არ ჰქონდა სქესს და ასაკს. გართობის მიზნით, რამდენიმე მომსახურე პერსონალი ცოცხალი დავტოვეთ. შემდეგ ვაიძულეთ, გვამებისთვის ახალი მენიუ მოეფიქრებიათ. თამაშს “მკვდრების მენიუ” დავარქვით. გარდაცვლილთა უმრავლესობას ტყვია თვალში ვესროლეთ, კედლები და იატაკი ერთმანეთში ათქვეფილი ტვინითა და სისხლით შევღებეთ. უსარგებლო ნივთებივით მიყრილი მკვდრები და მათ საყლაპავ მილებში გაჩხერილი ლუკმები… ჩვენ დიდი ხანი ვნატრობდით, მსგავსი სანახაობა რეალურ ცხოვრებაში გვენახა.
პოლიცია და მასმედია ერთდროულად მოვიდა. შენობა ალყაში მოაქციეს და გვიბრძანეს, მორგად ქცეული სამოთხე თავზეხელებდაწყობილებს დაგვეტოვებინა. ასობით იარაღის ლულა და ტელეკამერა იყო ჩვენკენ მომართული. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ღმერთსაც ვინტოვკა ეჭირა იმ მომენტში და ღრუბლის მიღმა, ანგელოზებთან ერთად ჩასაფრებულიყო…
მეგონა დედამიწაც გაჩერდა თავისი ღერძის გარშემო და გადამწყვეტ მომენტს ელოდა. მდინარეებმა დინება შეწყვიტეს, ვულკანებმა ამოფრქვევა. სამყარო ერთ წერტილში გაიყინა. ხომ გახსოვთ, ბეთლემის ცაზე მანათობელი კაშკაშა ვარსკვლავი, ქრისტეს დაბადებას რომ იუწყებოდა. დაახლოებით მსგავსი ნათება გაჩერდა მაკდონალდსის თავზე.
განტვირთვის მიზნით, ამ ყველაფრის პარალელურად, მე და თაკომ შენობის საპირფარეშოში ვიჟიმავეთ ყველა მოკლულის სახელზე; ყველა ჟურნალისტისა და პოლიციელის სახელზე, რომლებიც გარეთ გველოდნენ. ვიჟიმავეთ ერთმანეთის სახელზე და ა.შ. და ა.შ.
სექსის შემდეგ, უკანასკნელად ვაკოცეთ ერთმანეთს და დანაღმული ჟილეტები მოქმედებაში მოვიყვანეთ… (ალილუია! 3-ჯერ)
მკლავზე ვიღაც მჩქმეტს, უაზრო ტკივილს ვგრძნობ და თვალებს ვახელ.
ბალიში იღრიჯება…
– გაიღვიძე, ვიღაც გოგო გესტუმრა, მოკლედ შეჭრილი კარე აქვს და ძალიან უხდება.

11.

მამა გვიან გარდაიცვალა. შესაბამისად, დედაც გვიან დაქვრივდა. მე თოთხმეტი წლის ვიყავი, ემი – ერთის, გარდაცვლილი – ოცდათხუთმეტის. მიუხედავად ამისა, მისთვის ოცდათხუთმეტი წელიც ძალიან ბევრი იყო. თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ჩემგან განსხვავებით კი, ემი უმამობას განიცდიდა. როცა წამოიზარდა, საფლავზე სიარული დაიწყო. მე ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც გასვენების დღეს. რატომღაც მეტჯერ მისვლის სურვილი არ გამჩენია.
დედამ სამოც წელს რომ მიაღწია, უმაქნის ხორცის მასად იქცა. სამსახურიდან გამოაგდეს და დაბალი პენსია დაუნიშნეს. მისი ყოველთვიური შენახვა კი, უფრო ძვირი მიჯდებოდა. გადავწყვიტე მოხუცებულთა თავშესაფარში ჩამებარებინა. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და იმ დღის შემდეგ, რაც ჩანაფიქრი განვახორციელე, ერთხელაც არ მიგრძვნია სინდისის ქენჯნა. პანსიონატში მისამართიც არასწორად მივუთითე, რადგან დედის გარდაცვალება (ადრე თუ გვიან) უამრავ პრობლემას შემიქმნიდა. ემი ამ საქციელს არ მპატიობდა, მაგრამ დედის შენახვა დამოუკიდებლად არც მას შეეძლო, მე კი არ ვაპირებდი, ჩემი შემოსავლების ნახევარი წყალში გადამეყარა. მშობლები მანამ უნდა დააფასო, სანამ შენზე ზრუნავენ და სურვილებს შეძლებისდაგვარად გისრულებენ, ხოლო როცა ისინი ამ შესაძლებლობას კარგავენ, თავიდან უნდა მოიშორო. დედამ არაფერი იცის იმ ვითომდა უბედურების შესახებ, რომელიც თავის ქალიშვილს შეემთხვა. არც ჩვენ ვიცით მოხუცი დედის ბედი. შესაძლოა მოკვდა კიდეც. ბოლო დროს მივხვდი, რომ ჩემთვის დაიკოც ტვირთია, მაგრამ მას ერთი კარგი თვისება აქვს: როცა თავს ცუდად ვგრძნობ და დეპრესია მერევა, საკმარისია გავაშიშვლო და ყველაფერი თავის ადგილზე დგას. ემის ღირსება ამპუტირებული ქვედა კიდურებია. ის ჩემი ანტიდეპრესანტია.
თაკოს გუშინდელი სტუმრობა მოულოდნელი იყო. მოსალოდნელი იყო სტუმრობის მიზეზი, რაც პირდაპირ კავშირში აღმოჩდა მესამე მისიასთან.
ონანიზმმა რამდენიმე წუთით დამაბრუნა ღრმა ბავშვობაში და უამრავი მივიწყებული დეტალი ამოქექა არაცნობიერი ფოლდერიდან. მაგრამ ეს ახლა არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ მისია პირწმინდად შევასრულე და მოუთმენლად ველოდები რიტუალის ფინალს.
ღამით ცუდად მეძინა, თვალწინ მაკდონალდსის კადრები მედგა ნაცნობი სიზმრიდან. რაღაც დაჟინებული სურვილიც კი გამიჩნდა, ყოველივე რეალობად მექცია. ემი ამბობს, რომ თვალები შემიშუპდა, ღამით კი უცნაურ რამეებს ვბოდავ. ყველაზე მეტად კი რისიც მეშინოდა, ის მოხდა. მე ფიქრი დავიწყე.

12.

რამდენიმე დღეში, ნატას კბილების ცვენა დაეწყო. იგივე სიმპტომი ჰქონდათ ნუცას და თაკოს. მოკლე დროის განმავლობაში, სამივე მათგანს აღარცერთი კბილი აღარ შერჩათ, ხოლო ღრძილები უსაშველოდ დაუგრძელდათ და კბილების ადგილზე, კვერცხისებური მოგრძო ფორმის უცხო სხეულები ჩამოეზარდათ. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი ერთ თვეში დასრულდა. პირველად ნატამ იმშობიარა, შემდეგ ნუცამ, სულ ბოლოს კი თაკომ.
ამ პროცესს მშობიარობა მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ეს იყო ახალი ქართული რასის დაბადება. ათი სანტიმეტრის სიგრძის ლორწოვანი სხეულები, რომლებიც ღრძილებიდან იშვნენ. მათ ჰქონდათ ადამიანის აღნაგობა, მაგრამ არ ჰქონდათ სქესი.
ჩვენ ამჯერად ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და სამაგალითოდ ჰარმონიული ოჯახი ვართ დედამიწის ზურგზე. მათ შესახებ არავინ არაფერი იცის, ისინი იზრდებიან ყველასგან მივიწყებულ გეტოში, რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ დატოვებენ და ამ საზიზღარი ქალაქის ცხოვრებაში დადგება ყველასთვის არასასურველი და სისხლიანი დღე…
ისინი მეორე ბრძანებას ელიან.
პირველი ბრძანება პირწმინდად შეასრულეს. როცა ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა და ახალ სამყაროში მყოფი, მივხვდი, რომ აქ ემის ადგილი არ იქნებოდა. ამიტომ როგორმე თავიდან უნდა მომეშორებია. შეგახსენებთ, რომ ახალშობილები მშობლების განავლით იკვებებიან, თუმცა მშივრებმა ინვალიდ გოგონაზეც არ თქვეს უარი.
ეს ყველაფერი საგანგებოდ ჩაკეტილ საკუჭნაოში მოხდა, სადაც ჩემს დაიკოს უკანასკნელად გამოვემშვიდობე და პირზეალიკაპაკრული დავტოვე ახალი ქართული რასის პირისპირ…

13.

შუადღის სამი საათი არის დრო, როდესაც ახალი რასა თვლემს, ხოლო ტელევიზორი არის ნივთი, რომელსაც ამ დროს ვიყენებთ. მე და ჩემი სამი ალქაჯი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვსხედვართ. ჩვენ ჩუმად ვართ, ტელევიზორი – არა. ეკრანზე ანაფორაში გამოწყობილი თეთრწვერა მოხუცი (მას ყველა “უწმინდესს” ეძახის) დინჯი იერით გვამცნობს აპოკალიფსის დადგომას და ანტიქრისტეს გარეგნობის სკრუპულოზურად აღწერით არის დაკავებული.
კარზე ზარია…
ერთმანეთს დაძაბული ვუყურებთ. რა თქმა უნდა, არცერთი ჩვენგანი არ ელოდება ვინმეს. ჩვენი გაოცების მიზეზიც ეს არის. ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როცა არავინ არაფერი იცის. ასეთ დროს სიჩუმე ყველაზე აუტანელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცი, რომ კარები უნდა გავაღო და ასეც ვიქცევი.
იქ თეთრწვერიანის მიერ აღწერილი პიროვნება დგას. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.
– შეიძლება? – მეკითხება.
– სტუმარი ღვთისაა. – ვპასუხობ.

11 აპრილი 2009

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box

3 Comments

  • Anonymous

    erekle deisadze shens dedas sheveci eseti yle, rom gagachina. mogityan azrovneba, yvelaze didi yle xar samyaros arsebobis istoriashi. am yleobis wakitxvis shemdeg piradad shens chadzaglebaze vfikrob she yleo. imena yle xar.

  • GM

    გასაგებია რო ძირითადად სიმბოლოებია ეს ყველაფერიდ აგადატანითი მნიშვნელობით და რაღაც, მაგრამ ნამეტანი ნეგატიური და უსიამოვნო წასაკითხია ეს ყველაფერი ამ ფორმით, თვითმიზანია ესეთი საშინელი ფორმით თვითგამოხატვა!?

  • Anonymous

    Es misi shexedulebaa )) da verapers gaaprotesteb ))) meorec eg tqveni archevania )) a wagekitxaat )))