პოეზია

ლელა სამნიაშვილი

* * *

სოფ­ლე­ბად ქცე­ულ სა­ტახ­ტო­ებ­ში

დარ­ჩე­ნი­ლებს – უხ­ი­ლა­ვი ქმნი­ლე­ბე­ბი

გვინ­თე­ბენ და გვიქ­რო­ბენ დღემ­დე –

სი­ნათ­ლეს. რო­ცა სი­ნათ­ლე მო­დის –

უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი დი­ზა­ი­ნის კა­ბებ­ში,

ზურ­გ­ზე მი­კე­რე­ბუ­ლი – ახ­ალ­თა­ხა­ლი,

ცვი­ლი­თა და ბუმ­ბუ­ლე­ბით შეთხ­ზუ­ლი ფრთე­ბით –

ეკ­რა­ნე­ბი­დან გვი­ღი­მი­ან თეთ­რ­კ­ბი­ლე­ბა

ლა­მაზ­მა­ნე­ბი; რო­ცა სი­ნათ­ლე მი­დის –

ვან­თებთ – ძვე­ლი და მზის­გან დამ­დ­ნა­რი

ფრთე­ბის ცვი­ლის სან­თ­ლებს; აბ­ა­ზა­ნებ­ში –

ძი­ლის წინ – ძვე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბით

ვი­ხე­ხავთ კბი­ლებს. და მე კი მა­ინც –

უკ­ვე მე­ოთხე გვერ­დი­თი კბი­ლი

ამ­ო­ვი­ღე, – არა ფო­ტო­მო­დე­ლის მსგავ­სად –

რომ ყვრი­მა­ლე­ბი უკ­ეთ და­მაჩ­ნ­დეს, –

არ­ა­მედ, შე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი ვარ –

სტი­ვი, – ას­ე­თი ახ­ალ­გაზ­რ­და და უკ­ბი­ლო

და არ ვი­ცი რას და­ვაბ­რა­ლო –

მუ­რა­ბებს თუ გუ­დას­ტ­ვი­რის ხმას –

რომ დაგ­ვა­ბე­და ორ­ი­ვე – სიტ­კ­ბოს სიყ­ვა­რუ­ლიც,

კბი­ლის ტკი­ვი­ლიც; სიყ­ვა­რუ­ლი და

ტკი­ვი­ლი – ჩვე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი

და ბე­ბე­რი და უკ­ბი­ლო სამ­შობ­ლო­ე­ბის.

* * *

უც­ხო ყო­ფი­ლა –

ჩე­მი ძმო­ბი­ლი –

თრო­ბის­თ­ვის – ყვე­ლა სუფ­რის სტუ­მა­რი;

და მეც – სუ­ლე­ლი! –

სულ ვა­ძა­ლებ­დი –

ლექ­სის ღვი­ნოს და ლექ­სის პურ­მა­რილს.

მუ­ტან­ტე­ბი

შა­ვი მერ­ცხ­ლე­ბი, თეთ­რი გუ­ლის

გა­რე­შე – შა­ვი და ვე­ე­ბა მერ­ცხ­ლე­ბი –

გა­სულ ზაფხულს მოფ­რინ­დ­ნენ

ქა­ლაქ­ში. მყის­ვე – ყვე­ლა­ზე დი­დი

შე­ნო­ბის თა­ღებს მი­აწყ­დ­ნენ.

ქროდ­ნენ შე­უ­ჩე­რებ­ლად. აშ­ე­ნებ­დ­ნენ

შავ ბუ­დე­ებს. ააშ­ე­ნეს სტა­ლი­ნის

ძეგ­ლის ზურ­გ­სუ­კან. მი­წით გა­და­ლე­სეს

შე­ნო­ბის ყვე­ლა ბზა­რი. ტა­ლა­ხის

ნამ­ცე­ცე­ბით ამ­ო­ავ­სეს ჰა­ე­რი. ძეგ­ლი –

მა­თი სი­შა­ვით შეშ­ფო­თე­ბულ

გამ­ვ­ლე­ლებს – მშვი­დი, კმა­ყო­ფი­ლი

გად­მოჰ­ყუ­რებ­და. სა­ხელ­მ­წი­ფო

მო­ხე­ლე­ე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ სწრა­ფად

გად­მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ მან­ქა­ნე­ბი­დან,

სწრა­ფი ნა­ბი­ჯით აევ­ლოთ კი­ბე

და კარ­სუ­კან მი­მა­ლუ­ლიყ­ვ­ნენ.

ხო­ლო მერ­ცხ­ლე­ბი – მთე­ლი ზაფხუ­ლი

ტრი­ა­ლებ­დ­ნენ საფ­რ­თხედ ჰა­ერ­ში

და ზაფხუ­ლი ისე გა­ვი­და –

თავს არ დას­ხ­მი­ან არ­ა­ვის,

მხო­ლოდ – ქუ­ჩებ­ში და ბა­ღებ­ში –

ხში­რად ვპო­უ­ლობ­დით – მკვდარ

ჩი­ტებს – მკვდარ, ჩვე­უ­ლებ­რივ

პა­ტა­რა და თეთ­რ­გუ­ლა მერ­ცხ­ლებს.

* * *

ბორ­ჯო­მის პარ­კ­ში – ცის კრი­ა­ლა

ზოლს ავ­სე­ბენ ტკბი­ლი ღრუბ­ლე­ბი –

ბამ­ბის ფე­რა­დი ნა­ყი­ნე­ბი:

“ყვი­თე­ლი თუ ვარ­დის­ფე­რი?”

პა­ტა­რა გო­გო – ვარ­დის­ფერს ირ­ჩევს

და კა­რუ­სე­ლის ბი­ლე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი –

ვი­ღაც მტი­რა­ლა ბი­ჭის

გვერ­დით სვამს, უხს­ნის:

“პა­პა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია,

მი­წა­ზე უნ­და დარ­ჩეს” და ის კი –

ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში –

მა­ი­სუ­რებს, სა­ქა­ნე­ლებს, ფიჭ­ვებს დაჰ­ყუ­რებს.

მტი­რა­ლა ბი­ჭი არ ჩუმ­დე­ბა.

ვარ­დის­ფერ ღრუ­ბელს უწვ­დის –

აჩ­უ­მებს. ამ სი­მაღ­ლი­დან

ყვე­ლა­ზე მე­ტად – პა­პის და­ნახ­ვა უხ­ა­რია

და ხელს უქ­ნევს: და­მე­ლო­დე,

არ­სად წახ­ვი­დე. საკ­მა­რი­სია – ის –

ვინც გიყ­ვარს – თვალს მი­ე­ფა­როს

და სა­მოთხეც – შე­ნი­ა­ნად – შენს გარ­შე­მო –

უც­ხოდ, ავ­ად დატ­რი­ალ­დე­ბა.

ის იღ­ვი­ძებს: ზრდას­რუ­ლი და

ბამ­ბის ნა­ყინს გა­დაჩ­ვე­უ­ლი.

მა­მა­მი­სის რა­დი­ო­ში უყ­უ­რა­დებს

ხალ­ხის ამ­ბავს, – სა­კუ­თარ სისხლს რომ

ჰყი­დი­ან, რომ ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის

თბი­ლი პუ­რი იყ­ი­დონ. ვი­სი

ღვთა­ებ­რი­ვი ძარ­ღ­ვე­ბი­სა­კენ მი­ე­დი­ნე­ბა

ამ­დე­ნი სის­ხ­ლი?! ან რამ­დე­ნი

დო­ნო­რია კი­დევ სა­ჭი­რო – რომ ამ­ო­ავ­სოს,

წა­მით მა­ინც აგრ­ძ­ნო­ბი­ნოს ეს ტკი­ვი­ლი,

ეს სურ­ვი­ლი – თბი­ლი პუ­რი­სა?!

სამ­ყა­რო უც­ხოდ და სა­ში­შად ტრი­ა­ლებს.

უკ­ვირს – მტი­რა­ლა ბი­ჭი –

ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში –

რო­გორ სწრა­ფად ჩუმ­დე­ბა და მი­წა­ზე – თვა­ლით –

არ­ვის ეძ­ებს; ეუბ­ნე­ბა:

“აქ კარ­გია. კი­დევ ვიქ­რო­ლოთ!”

* * *

მომ­თა­ბა­რე­თა ტო­მის შვი­ლე­ბო,

არ გა­იშ­ლე­ბა თქვე­ნი თმა – ლა­ღად;

სხვი­სი მი­წის­თ­ვის მა­რად მშივ­რე­ბი –

მუ­ზა­რა­დე­ბით შუბ­ლებს იდ­ა­ღავთ;

ჩვენ ერთ­გუ­ლე­ბის ღმერ­თი გვყავს, თქვენ­თ­ვის –

ოქ­რო­თი – მხო­ლოდ ფერფლს ას­წო­ნი­ან –

აწმ­ყო­ში – თქვე­ნი ომ­ის ღმერ­თე­ბი,

წარ­სუ­ლიც – ფერ­ფ­ლის თა­ნას­წო­რია;

და მო­მა­ვალ­საც – თუ გა­უს­წო­რებთ –

მახ­ვილს, – ვერ შეძ­ლებს თვა­ლი – იგ­ი­ვეს:

იქ­ით – ოქ­რო­თი აუწ­ო­ნა­ვი –

კვლავ ჩვე­ნი პუ­რის ყა­ნა ბი­ბი­ნებს.

© ”არილი”

Facebook Comments Box