პოეზია

ლელა სამნიაშვილი


* * *

ფო­თო­ლია თუ – ოქ­როს რკა­ლია –

ძვირ­ფა­სო, შენ რომ ხელ­ში გი­ჭი­რავს?

ზედ და­ე­ტე­ვა წყვი­ლი კა­ლია,

ნემ­სიყ­ლა­პია, ან­დაც – ჭრი­ჭი­ნა.

შენ – სიყ­ვა­რუ­ლი – რკა­ლად აქ­ციე,

მე – რკა­ლის – ფოთ­ლად ქცე­ვას ვა­პი­რებ;

და ისე მიყ­ვარს – ან­ი­მა­ცია, –

ზედ მი­ვა­ხა­ტავ – ნემ­სიყ­ლა­პი­ებს.

გვე­ლის წე­ლი­წა­დი

მთე­ლი თორ­მე­ტი წე­ლი­წა­დი მო­ვან­დო­მე

ამ ზღაპ­რის თხრო­ბას – შენ­თ­ვის;

და ის­ევ – წრე იხს­ნე­ბა რკა­ლად

და რკა­ლი – ად­გი­ლი­დან იძვ­რის,

მო­ცუ­რავს. ჩე­მი ახ­ა­ლი ბეჭ­დის თვა­ლი

ნა­თე­ბას იწ­ყებს. ეს არ­ის – გვე­ლის წე­ლი­წა­დი.

თი­თი­დან ვიძ­რობ, ვატ­რი­ა­ლებ.

რა ჩა­ვუთ­ქ­ვა? – სარ­კ­მ­ლის მიღ­მა –

თეთ­რი ღრუ­ბე­ლი ლა­მა­ზია –

ფიჭ­ვის მწვა­ნე ღრუ­ბელს დაჰ­ყუ­რებს.

მე ვი­სურ­ვებ და ჰა­ერ­ში – ფან­ტე­ლე­ბი

ატ­ივ­ტივ­დე­ბა. მე­რე ის­ევ – ვაშ­ტერ­დე­ბი –

ზამ­თ­რის ოთ­ა­ხის თუხ­თუ­ხა წერ­ტილს –

ჩა­ი­დანს, – იგი კვლავ ამთ­ქ­ნა­რებს –

მოწყე­ნი­სა­გან; ის არ არ­ის –

ზღაპ­რის ერთ­გუ­ლი. რა ჩა­ვუთ­ქ­ვა?! –

წვნი­ა­ნი – მა­რილს რომ ვა­მა­ტებ –

სულ­მ­თ­ლად დამ­ტ­კ­ბა­რა. მა­რი­ლი –

მკვდა­რი შა­ქა­რია. დღეს ცოცხ­ლ­დე­ბა

ყვე­ლა კრის­ტა­ლი და პა­ტა­რა გო­გო,

რო­მე­ლიც – მზე­თუ­ნა­ხა­ვის ნაწ­ნა­ვებ­ზე –

უარს ამ­ბობ­და, და თეთ­რი ცხე­ნი

სურ­და, ან – შა­ვი, ოღ­ონდ – ყველ­გან

თვი­თონ ექ­რო­ლა; და მე­რე –

ამ­ბის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად – ის­ტო­რი­ის

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს კითხუ­ლობ­და იქ­ამ­დე, –

ვიდ­რე – სიტყ­ვე­ბის თუ ოქ­როს ძი­ე­ბით,

თუ – ცი­ე­ბით. – უც­ხო ქვე­ყა­ნა არ

აღ­მო­ა­ჩი­ნა; და ჩა­უთ­ქ­ვა – თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

მაგ­რამ მის­მა ძმად­ნა­ფი­ცებ­მა –

იმ ქვეყ­ნის ხალხს – გრძელ­თ­მი­ა­ნებს,

შუბ­ლ­მო­ხა­ტუ­ლებს – გვირ­გ­ვი­ნე­ბი­დან –

სა­თი­თა­ოდ და­ა­ცა­ლეს ფე­რა­დი ფრთე­ბი,

და ვის­კის ბოთ­ლი შე­ა­ჩე­ჩეს ხელ­ში

და მა­თი წი­ნაპ­რე­ბის ჩრდი­ლე­ბით მბრწყი­ნავ

მი­წას – მო­მავ­ლის ჯა­დო და­ა­დეს.

და ჩა­უთ­ქ­ვეს – სამ­შობ­ლოს­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

და კონ­სერ­ვის თავღია ქი­ლა –

რო­გორც სამ­ყა­როს ახ­ალ­თა­ხა­ლი

მა­კე­ტი – წამ­ში აშ­უშ­ხუნ­და –

ყვე­ლა ძვე­ლი ღმერ­თის ბა­გეს­თან.

და იმ გო­გომ წიგ­ნი და­ხუ­რა.

და ის­ევ – ზღა­პარს და­უბ­რუნ­და.

პირ­ვე­ლი­ვე ხო­მალ­დით – თა­ვის

კოშკს მი­ა­შუ­რა და ჩი­რაღ­დ­ნე­ბი

გა­მო­კი­და, – ავი სუ­ლე­ბი რომ და­ეფ­რ­თხო,

ბა­ბა-იგ­ას – მი­სი კოშ­კი – ფე­ხე­ბი­ან

ქო­ხად რომ არ გა­და­ექ­ცია. და თა­ვი­სი

თეთ­რი კე­დე­ბით – ამ კოშ­კი­დან და­დი­ო­და

სკო­ლა­შიც და მე­გობ­რებ­თა­ნაც.

და ზღა­პა­რი არც აქ დამ­თავ­რ­და:

იგ­ი­ვე გვე­ლის წე­ლი­წა­დი, იგ­ი­ვე – ჩე­მი

წე­ლი­წა­დი კუდ­ზე-ბე­ჭე­დით – მოს­რი­ა­ლებს,

რა­თა – ამ­ბის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად –

თუ­კი ბა­გეს სურ­ვი­ლი დარ­ჩა, – დღეს

ჩა­უთ­ქ­ვას და შენს კოშ­კ­საც შე­მო­ეხ­ვი­ოს.

* * *

ის­ი­ნი – ჩე­მი დე­ბი –

ხელ­ში – ძვე­ლი და მა­ინც

ძვე­ლე­ბუ­რად მო­ელ­ვა­რე

ვაშ­ლე­ბით – დღემ­დე

ძვირ­ფას ბავ­შ­ვე­ბად რჩე­ბი­ან,

ტკბი­ლად ჩურ­ჩუ­ლე­ბენ:

“დი­ახ, ბა­ტო­ნო!” მე კი –

უღ­ირ­სი გო­გო ვარ, რად­გან

ღმერ­თი მიყ­ვარს, რო­გორც – მა­რი­ლი.

მლა­შე ზღვი­დან ამ­ო­ტა­ნი­ლი

ფხა – მბრწყი­ნა­ვი და ჩხვლე­ტია –

შე­ნი ფერ­დის­თ­ვი­საც –

მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა. და მე –

ჯინ­სის იდ­აყ­ვით – ჰა­ერს

ვკვეთ და ის­ევ ზღვის­კენ

მი­ვი­წევ. ზღვე­ბი –

შე­ნი თვა­ლის გუ­გებ­შიც ტკბე­ბა.

* * *

ორ ქა­ლაქს შო­რის – ხე­ე­ბად დარ­გულ

გზა­ზე ხე­ე­ბი – მგზავ­რე­ბის თვა­ლებს –

ის­ევ თა­ვი­სად და­ი­გუ­ლე­ბენ, –

ბუ­დე­ე­ბით და ფოთ­ლე­ბით რთა­ვენ.

თუმ­ცა თვა­ლე­ბი – დღეს – სარ­კ­მელს და­აქვს

და რიტ­მით – ბორ­ბალს მი­აქვს ცხოვ­რე­ბა, –

ერ­თი ქა­ლა­ქი – მე­ო­რე ქა­ლაქს –

კვლავ ხის ჩხი­რე­ბით მი­ექ­სო­ვე­ბა.

* * *

დამ­წყემ­სე ჩე­მი ცხვა­რი, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი

და სიტყ­ვე­ბი – მთის ფერ­დობ­ზე

შე­ფე­ნი­ლე­ბი, – სულ უფ­რო მაღ­ლა

რომ მი­ი­წე­ვენ და ტო­ვე­ბენ –

ათ­ას­ნა­ირ ნა­ფე­ხუ­რებს: წრე­ებს,

ფე­რად ნამ­ტ­ვ­რე­ვებს, ლექ­სებს.

მე არ ვი­ცი – მათ­გან

რო­მელ ერთს უნ­და ვდიო,

რომ­ლი­სათ­ვის უნ­და ვიფხიზ­ლო, –

იმ მთის მიღ­მა – რო­მელ მხა­რეს

უნ­და გა­ვუძღ­ვე: ტყე­ში და ღრე­ში,

კონ­ტი­ნენ­ტის შუ­ა­გუ­ლის­კენ, ოკ­ე­ა­ნის

სა­ნა­პი­როს­კენ, თუ – სიზ­მ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მე ხომ ვი­ცი – ჩა­მე­ძი­ნე­ბა.

სიზ­მა­რა ვარ. ჩე­მი ცხვა­რი და

ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი და სიტყ­ვე­ბი – ჩე­მი

სიზ­მ­რი­სა­კენ მი­ი­წე­ვენ, იბ­ნე­ვი­ან,

იკ­არ­გე­ბი­ან. მო­აგ­რო­ვე. თუ არც ერ­თი

არ აკ­ლია, – ნუ მეტყ­ვი რომ –

მატყუ­ა­რა ვარ. ნუ მეტყ­ვი რომ –

კარ­გი მწყემ­სი ვარ: ჭკვი­ა­ნიც ვარ,

ლა­მა­ზიც ვარ, უშ­ი­შა­რიც ვარ.

დამ­წყემ­სე ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი.

© “არილი”

Facebook Comments Box